-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ესენი ხან ჭრიან ხან კერავენ. ჯერ თქვეს ბოლო იქნებაო, ახლა ამბობენ არაო. არ გააფუჭონ თამაში მეშინია. ბოლო გენიალური იყო და მერჩია მე პირადად ამით დამთავრებულიყო და dlc-ები გამოეშვათ პერიოდულად.
-
კარგი იყო. მესამედ დავხურე სთორი. ამჯერად წინებისგან განსხვავებული დასასრულით. ნუ შეიძლება ითქვას რომ კარგი დასასრული გამოვიდა მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს. სადრაც წავიკითხე რომ 30+ დასასრული აქვსო, არ ვიცი რას გულისხმობენ მაგრამ 3 სხვადასხვანაირი ვნახე ჯერ. ახლა მივაშალე გარკვეული დროით. ცოტას მოვინატრებ და მერე ხელახლა შევუბერავ. მინდა რომ სულ იყოს )) უძლიერესია და 2015 წლის საუკეთესო რპგ უეჭველი გახდება საერთოდ საუკეთესო თამაში თუ არა.
-
მე ის არ მომწონს რომ დიდი დრო მიაქვს თამაშს. 10 წუთი ერთი მატჩისთვის საკმარისია. თუ მოსაგებია მოიგებ თუ აგებ მალე მაინც წააგებ )) პატივს ვცემ ამ თამაშის გულშემატკივრებს და ამ თემაში არ დავწერ რომელ შუთერებს ვთამაშობ (3-4-ია ასეთი დღევანდელი მონაცემებით) დავწერ რომელს არ ვთამაშობ: ARMA-ც არ მემუღამება. მაგასაც დიდი დრო მიაქვს. სად მცალია მაგდენი )) cs:go-ზე არაფერს ვამბობ. მაგის მექანიკა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ონლაინ თამაში იმისთვის მინდა რომ უცებ შევიდე განტვირთვისთვის და საჭიროების შემთხვევაში მალევე გამოვიდე და მივხედო საქმეს. რასაც ვთამაშობ ისენი ზუსტად ამის საშუალებას მაძლევენ.
-
ჯაბა მე პირადად არანაირი პრობლემური დამოკიდებულება არ მაქვს 970თან დაკავშირებით. ავღნიშნე უბრალოდ რომ 3 გბ რომ ქონოდა მეხსიერება მაგ შემთხვევაშიდაც კი მისაღები ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის ფასი წარმადობის მიხედვითთქო. თორე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება კაცო. ამდენი ადამიანი ამბობთ რომ სრულყოფილად იყენებს იმ 4 გბ-სო და ძალიან კარგია. ადრე ქონდა სტატერინგი როგორც წერენ როცა 3.5 გაცდებოდა მეხსიერება და ის ახსოვს ხალხს თორე მე არ მქონია მაგ კარტასთან არაფერი შეხება და ვერც დავწერ. უბრალოდ გული მწყდება იმაზე რომ ამხელა კამათში გადაიზარდა ასეთი საჭირო თემა. P.S.და ჩემი აზრით ჩვეულებრივ უნდა შემოხვიდე და დაპოსტო კიდეც როცა ამის საჭიროებას დაინახავ.
-
კარგით ხალხო ამ რკინის ნაგლეჯების გამო ერთმანეთს რაებს ვუმტკიცებთ?! საერთოდ არ ღირს. დიდი ხანია ამ ფორუმის წევრი ვარ მართალია ნაკლებად ვაქტიურობ პოსტებით და თემებით მაგრამ თვალს სულ ვადევნებ და ის მიხარია რომ შეგნებული ხალხი ვართ და ურთიერთობის ფორმაც დადებითია. სხვა ფორუმებისგან განსხვავებით აქ ნიშნისმოგებით ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ დახმარებას. სიტუაციის დაძაბვა ჩვენთან განსხვავებული აზრის გამო ნამდვილად არ ღირს(თორე ზოგადად განსხვავებულ აზრს მოყვება უთანხმოება) ორივე კარგი კომპანიაა თავისი დადებითით და უარყოფითით. კონკრეტულ მოდელებს რაც შეეხება სიამოვნებით ვიქონიებდი 970ს.(ცუდი ისაა რომ 4გბ უწერია მეხსიერება და ნვიდიამ დამალა თავიდან რაშიც იყო საქმე თორე მაგ კარტას რომ 3გბ წერებოდა ხო არ ატყდებოდა ასეთი ამბავი?) თუნდაც 3.5 ქონდეს მარტო. 2 და 3 გბ-იანს ხო მაინც აჯობებს თუ მეხსიერება არ გადაივსო (პრობლემა თუ აქვს იმ შემთხვევაში)? საკმაოდ ძლიერი კარტაა თან ახალი არქიტექტურაა და მოკლედ ბევრი ჩემთვის მისაღები პლიუსი აქვს. ამდ-ს შემთხვევაც კარგია ჩემთვის. მშვენიერი კარტები აქვს და კარგი ვექტორი აღებული. ერთადერთი გულდასაწყვეტი ჩემთვის ისაა რომ cuda ტექნოლოგია მჭირდება და ამდ ამის შესაძლებლობას არ მაძლევს (ჯერჯერობით) ამის გამო ნვიდიას კარტის გამოყენებაც მიწევს. თუმცა აქაც ვიპოვე ჩემთვის მისაღები ვარიანტი და კარტა სულ მიერთებული არ მაქვს რომ ტყუილად არ იმუშაოს, მითუმეტეს რომ ძირითადი კარტის გაგრილებასაც ხელს შეუშლის და თან ქეისის უკან ჭრილის გაკეთებაც არ მინდა მეორე კარტისტვის. ამიტომ pci express–ის დამაგრძლებელს ვიყენებ და როცა მჭირდება ნვიდია მარტო მაშინ ვაერთებ. აი ამ კაბელით ყველაზე დიდი თხოვნა ჩემი მხრიდან იქნება ის რომ ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ (ობიექტური აზრი ბუნებაში არ არსებობს რამდენი ადამიანიცაა იმდენი შეხედულება რომლებიც ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხევა რაღაც თემის გარშემო). არ მინდა ეს ფორუმი ზოგიერთ სხვა ფორუმს დაემსგავსოს.
-
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
რა დაამატეს ასეთი ზომაში რომ საგრძნობლად მოიმატა. 251 მბ იყო 15.11 და ეს კიდე 329მბ-ია. ვიწერ ყოველშიმთხვევისთვის. თუმცა ფანების პრობლემა ჩემთან ისედაც არ აქვს. -
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
თან ყველაფერს რომ ერგება ამის ლაპარაკი )) მთავარია საღადაო თემა იყოს. -
ბოლო 2 დღეა თითო მატჩი ვითამაშე კიდევ ერთხელ. აი გულწრფელად ვერ ვხდები რა აქვს ამ თამაშს გასართობი და სამუღამო. რომელი შუთერებიც მითამაშნია და დღემდე ვთამაშობ ყველა მირჩევნია(cs არ ვგულისხმობ) ამას . ნუ არ ვდაობ რომ გემოვნების ამბავია და არც გარჩევას ვაპირებ ამ საკითხის. უბრალოდ ჩემს აზრს ვწერ. ოდნავადაც ვერ ვერთობი ამხელა რუკებზე ბოდიალით ნახევარი საათით და მეტი დროით. თან თამაშში ქილსთრიქების სისტემა რომ არაა საოცრად უინტერესოა ჩემთვის. რისთვის იბრძვი? მოკალი და მერე? მოტივაცია არ მაქვს..
-
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
ჩემთან ჩვეულებრივ მუშაობს არაფერი არც პრობლემა და არც გაუმჯობესება შემინიშნავს. -
მოკლედ მერსედესია ლიდერი და თითქოს უკონკურენტოა(250+ ქულაა სხვაობა მეორე ადგილოსანთან) და პილოტებს შორისაც დიდი სხვაობაა ჰამილტონი ვეტელს თითქმის 100 ქულით უსწრებს. რა ბოლიდები ყავს ასეთი?!)) მშვიდად ლიდერობს. რამოდენიმე წლის წინ რედ ბული რომ იხევდა სახეს და ყველაფერს იგებდა ის დრო გამახსენდა. რაიმე შეზღუდვას დაუწესებენ დამატებით ალბათ თორე ყველაფერს ეგ იგებს. (ნუ მე მერსედესის საჯინიბოს გულშემატკივარი ვარ და მიხარია მათი წარმატება მაგრამ სხვასაც უნდა ქონდეს რეალური შანსი )
-
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
ჭედვით არც ადრე ჭედავდა უბრალოდ აქ უფრო რბილი გადასვლები აქვს, გრაფიკულად ბევრად დახვეწილია და არა გაშეშებული ფანჯარა. ნამდვილად დასაფასებელია. 2011 წლის კარტაზე კი არა 2 წლის წინანდელი დააკნინა ნვიდიამ როგორც ვნახეთ სამწუხაროდ. 2011 წელს 500 სერია იყო ალბათ და დღეს მაგ კარტების ხსენება აღარაა... -
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
თვითონ პროფაილი ადვილად იხსნება და აღარ დგას რამოდენიმეწამი გაშტერებული. იგივე რაღაცეებია დატოვებული უბრალოდ უფრო მეტად მოწესრიგებულად და ლამაზადაა განლაგებული. ნუ რაც შევამჩნიე სიახლე და მომეწონა არის ის რომ თამაშის პროფაილში შეგიძლია მიუთითო რომ კარტა დარაზგონდეს ავტომატურად როცა თამაშს გაუშვებ. რომ გათიშავ ავტომატურად ჩამორაზგონდება. სხვა თამაშზე სადაც არ გექნება მითითებული ჩვეულებრივ სიხშირეებზე იმუშავებს. მართლა კარგი რაღაცაა. წარმატებები ამდ-ს. -
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
ვაჰ კარგი ამბავია. ჩემს კარტაზე თუ ექნება მატება ვნახო ერთი.. -
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
თუ ეგ სიმართლეა საოცრად კარგი ამბავია (cuda-ს ვგულისხმობ) ისე მართლაც სასვსებით შესაძლებელია თუ Nvidia HBM -ს გამოიყენებს შეიძლება შეთანხმების საფუძველზე კუდას გამოყენების საშუალება მიეცეს AMD-ს. ახლა დავგუგლე და როგორც ირკვევა სრული მხარდაჭერა არ ექნება და ლიცენზიაზეც არაა საუბარი (საერთოს სხვაგვარადაა საქმე ლიცენზიასთან დაკავშირებით. თითქოს ამდ თვითონ ამბობდა უარს მის გამოყენებაზე). უბრალოდ ამდ პროგრამული გზით ცდილობს რომ მოახდინოს კუდას გარდაქმნა თავისთვის გასაგებ ენაზე რაც მისცემს შესაძლებლობას ზოგიერთ კუდა ტექნოლოგიის მომთხოვნ პროგრამას რომ გაეშვას ამდ-ზე. (ჩემთვის მნიშვნელოვანია რენდერერებმა მიიღოს მაგის მხარდაჭერა სხვა მხრივ საერთოდ არ მაინტერესებს როგორ გააკეთებს საქმეს კუდათი თუ მის გარეშე) -
ჰო ეგრევე მივხდი ))
-
user-ზე პაროლი რა აქვს ვირტუალურ მანქანაში დაყენებულ OS? გავარკვიე
-
ახლა ვაინსტალირებ მეც პირატულს. ვნახავ რას იზავს ამჯერად 16გბ ოპერატიულზე. ისე დავაკვირდი და ამას კი არა Advanced Warfare-საც უჭირს 8გბ-ზე. ონლაინში 1-2 რუკის მერე ლაგები ეწყება არადა ფპს 80-91 ფარგლებშია ultra პარამეტრებზე FXAA-თი.
-
თამას ზოგადად გრაფიკის პარამეტრები არ აქვს. პრესეტია რაღაც და რეზოლუცია შეგიძლია შეცვალო მეტი არაფერი. და მნიშვნელობა აქვს. საგრძნობი სხვაობაა. ახლა ვცადე Radeon Pro და მომცა სხვაობა თუმცა ფპს ვერ დავარეგულირე ჯერ.
-
თამაშს არ აქვს. და დრაივერიდან არ რეაგირებს. ყოველშემთხვევაში მე ვერ ვამჩნევ სხვაობას როცა Nvidia-ს კარტებზე (არცერთზე რაც მქონია) პრობლემა არ ყოფილა AA-ს მომატება და გამოსახულება აშკარად უმჯობესდებოდა (ნუ ფპს-იც აკლდებოდა ზოგ პარამეტრზე მაგრამ ოპტიმალურს ვპოულობდი) აქ ვერაფერი მოვუხერხე... off "on" max settings
-
NFS HP 2010
-
ხალხო ყველაფერი კარგი მაგრამ AA რა ჯანდაბის გამო ვერ ავამუშავე დრაივერიდან ვერცერთ თამაშში. ღადაობენ ესენი? რად უნდა ეგ ფუნქცია თუ არ იმუშავებს? ზოგიერთ თამაშში (მაგ NFS HP) გულისამრევი გამოსახულებაა AA-ს გარეშე. ეს კიდე ცოცხალითავით არ მუშაობს. იმედია იმ ახალ დრაივერში შეიცვლება რამე.. პ.ს. სხვა მხრივ მშვენიერია AMD. უფრო მეტიც მივეჩვიე კიდევაც ამის გამოყენებას))
-
როგორც ვხედავ სამსუნგის SSD გაქვს და რომ გამოვრიცხოთ ეს ვარიანტიც Power Options-ში შედი და თუ სამსუნგ ჰაი პერფომანსზე აყენია სხვა რომელიმეზე გადართე.
-
ბოლოს რა ნაწილებიც გამოვიდა თავიდან ყველა ჭედავდა და ნელნელა აუმჯობესებდნენ წარმადობას. იმედია ამაზეც ეგრე იქნება თორე SP თუ ასე ჭედავს MP წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება. ამის წინა ნაწილში სტაბილურია ჩემი სისტემა და ონლაინშიც 75-91 ფპს მაქვს.
-
უკვე წაშლილი რომ არ მქონდეს საინსტალაციო ვცდი 16გბ ოპერატიულზე მაგრამ მგონია მაინც გაჭედავდა. რა პარამეტრზეც არ უნდა დამეყენებინა საოცრად ჭედავდა.
