-
Posts
3692 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ვირუსი ეშვება ალბათ ავტომატურად. malwarebyte გადაატარე
-
Call of Duty 4: Modern Warfare - Remastered (2016)
MaKaSaRa replied to pitbull's topic in PC თამაშები
ეს ნაწილი არ მხიბლავდა დიდად და არც მიყიდია. იღლებოდა სირბილის დროს და მაგას ვერ ვიტან. აი mw2 დღემდე ყველაზე მაგარია codია ჩემთვის. black ops 3-ის გამოსვლამდე მაგას ვთამაშობდი ონლაინ მაგრამ ახლა ძალიან ნელი მეჩვენება BO3-თან შედარებით და არღარ ვთამაშობ. გრაფიკაც პრეისტორიული აქვს. მაგრამ თუ remaster-ს გააკეთებენ მაგ ნაწილისას მოხარული ვიქნები და აუცილებლად ვიყიდი. -
ალბათ უცნაურია დღევანდელობაში მაგრამ FB-ის მომხმარებელი წლებია არ ვარ. ისე მეგობარმა მითხრა მანდ ავტვირთეო და აჩვენებსო. flickr-ზე ავტვირთე და ლინკს დავდებ.
-
გამოვიყენე ეგ თულსი და მაგარი ღადადობაა. 50მბ გამოვიდა 360 გრადუსიანი ფოტო. სად ავტვირთო არც ვიცი. გაშეარებას რომ ვაჭერ რა ლინკსაც მაძლევს ის საიტი არ მუშაობს. რეგისტრაციები მეზარება ამის გამო.
-
გატეხილ თამაშებს საერთოდ აღარ ვიყენებ კარგა ხანია. პირატული რაც მიყენია ალბათ photoshop , office-ია. 3d პროგრამების უმრავლესობის სტუდენტური ვერსიები მაქვს ან ნაყიდი ლიცენზია. არ ფუჭდება, მართლა არ ფუჭდება OS და ტყუილად ხო არ გადავაყენებ თორე იყო დრო windows xp-ს ეპოქაში განსაკუთრებით მართლა ყოველთვე ვაყენებდი სისტემას უფრო ხშირად თუ არა)).
-
უარყოფილითი ის აქვს რომ social club-ის ლიცენზიაა პირდაპირ და steam-ის თამაშების ბიბლიოთეკაში არ ემატება(non steam game-ია რა). იმათ ვისაც თამაშები (მათ შორის მეც) steam-ზე აქვთ უნდათ რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ყველა თამაში ერთ გარემოში ქონდეთ თავმოყრილი. აქ კიდე ეგრე არ გამოვა. ცალკე, საკუთარ (socialclub) სისტემაში ხდება თამაშის რეგისტრაცია. ტექნიკურად ერთიდაიგივე თამაშია. მეგობრების მოწვევა ჩერეზ socialclub-იდან მოხდება . ეგ ხო rockstar-ის პროდუუქტია და თამაში მაინც იქნება მაგ სისტემაში რეგისტრირებული გინდა steam-ის იყოს და გინდა არა.( ისევე როგორც მაგალითად თამაშები რომლებიც ubisoft-ისაა და სტიმზე იყიდება ჩასართავად მაინც uplay-ს საჭიროებენ.)
-
ახლა სთიმზე 30%იანი ფასდაკლებაა და 26.79$ ღირს თუმცა plati.ru-ზე წესით 18-20$ ფარგლებში დაითრევ არასთიმის ლიცენზიას.
-
მეც მარტო მაშინ ვაყენებ როცა ახალ OS გადავდივარ ან SSD-ს შეცვლის დროს. ქრონოლოგიურად რომ მივყვე windows 8-დან 8.1-ზე რომ გადავედი მაშინ გადავაყენე. მერე სსდ-შევცვალე სადღაც ერთ წელიწადში და ისევ 8.1 დავაყენე. windows 10 საერთოდ ახალ სსდ-ზე დავაყენე და ძველი 8.1 დღემდე არ წამიშლია და მეორე სსდ-ზეა )) რა იცი რა დროს დამჭირდეს. თუ არ აურევს არც გადავაყენებ, ძალიან მეზარება ეგ პროცესი ჩემი ინტერნეტის გამო.. თან OS-ები რომლებსაც ვიყენებ ლიცენზირებულები მაქვს და დიდად არც მინდა ხშირად ვცვალო ლიცენზია არ დავკარგო )) აქამდე პრობლემა არ მქონია თუ ერთიდაიგივე კომპზე ვააქტიურებ.
-
ჰო მე როგორც გავიგე რაღაც ხელისშევლება უნდა command promt-ის ბრძანებებით ვიდეო რომ დაანახო რომელიც ჩამონათვალში არაა. მე არ გამიკეთებია. ისე კი 3დ რენდერერში მე რომელსაც ვიყენებ ახალი თაობის GPU-ების მხარდაჭერა არაა იმ ვერსიაში(ანუ ძველში) რომლის ლიცენზიაც მაქვს. ახალ ვერსიებში რათქმაუნდა არის. მაგ პროგრამებსაც არ უნდა ქონდეს ახლებზე პრობლემა. კაცმა რომ თქვას რაღა დროს CPU-ზე რენდერია..
-
i7 6950x რას იზავს ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მაგის წინას 8ბირთვიანს დაჩაგრავს. ახლა ვნახე ეგ ვიდეო. არ ვიცი ეგრე რატო მოხდა ეტყობა ეგ პროგრამა სიხშირეს აქცევს დიდ ყურადღებას მაგრამ მაინც საეჭვოა ეგ შედეგი. ვერ ვერკვევი მაგ პროგრამაში და არ ვიცი როგორ მუშაობს. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ 3d რენდერში ი7-ს შანსი არ აქვს მითუმეტეს 4ბირთვიანს 8 ნაკადით როგორც მაგ ვიდეოშია.
-
2 xeon გადაიმტვრევს მუხლზე i7-ს რათქმაუნდა. მაგაზე ახალ და ძლიერ ი7-საც მათ შორის. 16 ბირთვი 32 ნაკადი თავის საქმეს აკეთებს რენდერში.
-
sony-ს თამაშები პს-ზე იცოცხლე კი კარგია და ფულსაც არ დავინანებდი რამდენიმეს სათამაშოდ მაგრამ მაიმუნობაა ეგ ყველაფერი. online სერვისზეა ლაპარაკი და სანამ ჩემი ინტერნეტი კადრს ჩამოტვირთავს... მერე კიდე ჩვენ ქვეყანამდე ეგ სერვისი ამ საუკუნეში არ მოაღწევს ასე ვფიქრობ..
-
საბაზისო თამაშში რაცაა თითქმის ყველაფერი მოვიარე და ვიპოვე. 2 კითხვისნიშანი დამრჩა სკელიგეზე და 2-3-იც რაგჰაც ადგილი მოსანახულებელი. ყველა სკოლის სეტი ბოლომდე დაუფგრეიდებული მაქვს და მოკლედ მომზადებული ვხდები DLC-ებს თუმცა ჯერ არ ვიცი როდის ვიყიდი. ცოტა მინდა შევისვენო თორე ერთი კვირაა გადაბმულად ვთამაშობ.. გრიფონი (ისეთი ვიდი აქვს თოხი აკლია მხარზე ) მგელი
-
მოკლედ კატის, დათვის, მგლის და გრიფონის (გრიფონის სეტს ხმლები აკლია ჯერ არ გამიკეთებია ერთი კომპონენტი მაკლია სქემის) სეტები ავზბორე (ბოლო დონემდე რათქმაუნდა). ვიზუალურად კატა მომწონს. ძირითადად მაინც გემოვნების ამბავია რომელს გამოიყენებ და არა მახასიათებლების. ჰომართლა გველის სეტი არაა ხო DLC-ების გარეშე თამაშში? ხმლის სქემა კი ვნახე მაგრამ საიდან მოვიდა არ ვიცი. რაც ვნახე heart of stone დამატებაშია მაგის დიაგრამები. თუ შეიძლება შოვნა არ დამიმალოთ და მითხარით. თამაში რაც დავხურე კითხვისნიშნების მოვლით და რესურსების შეგროვებით ვარ დაკავებული მეტს ვერაფერს ვაკეთებ. DLC-ებს სანამ არ ვიყიდი არ ვიცი..
-
story line-ი მივახურე დღეს. საერთოჯამში ერთი მისია ვერ შევასრულე. უბლიუტკა მლადშის მოძებნა რომ გინდა იმ კრასნალიუდებთან ერთად არ მოვძებნე ალბათ ისენი დაბრედნენ და მე ცოცხლად დატოვება მინდოდა. სხვა ყველაფერი რაც შემხვდა შევასრულე თუმცა ძალიან ბევრი პატარა ქვესთი დამრცა. ყველაზე მეტად კატის და დათვის სეტი მომწონს ვიზუალურად და კატის მასტერსეტით გავზმანე გერალდი. დიდი ხმლებსაც ყველაზე მეტი დაზიანება ამათ აქვთ ნაპოვნებთან შედარებით. მოკლედ სრული ზბორი კატის ბოლო დონის განვითარებაა. აბჯრით დაწყებული არბალეტით დამთავრებული. ჰო მართლა საყურადღებო ფაქტია ის რომ სთორის დახურვის მერე ზოგიერთი მჭედელი აღარაა იმ ადგილებზე ან ძალიან გვიან მოდის მედიტაციით თუ დროს გაიყვან. ახლა მინდა სხვა სეტების გავითარება და დავიტანჯე. ინგრედიენტების ვეღარ ვყიდულობ მარტივად ამ მიზეზის გამო..
-
ყველაფერი იდეალურია ამ თამაშში მაგრამ... wtf? ისეთ მომენტებს ქმნისხოლმე "პლატვა" ))
-
ღადაობენ ესენი? სნაიპერია თუ ჯონ რემბო ? ))
-
სოფელში ვარ და აქ მართლა ვერ ვწყდები ამ თამაშს. სისტემას რაც შეეხება x3330(იგივე q9400) OC 3.2(მეტზე დარაზგონებამ შედეგი აღარ მომცა ვიდეო ალიმიტებს) , GTX 750 , 8GB ram. 1280x1024ზე ფორთოჩკა მონიტორი მაქვს და ძირითადად high პარამეტრებზე ვთამაშობ, ზოგიერთი მედიუმზე. საშუალოდ 40ფპს აქვს. ზოგჯერ მეტი ზოგჯერ ნაკლები. ვერ ვიბეზრებ ამ თამაშს.. დღეს ღადაობა ე.წ. easter egg შემხვდა ))
-
China Rising-იც უფასო გამხდარა. ვიწერ (მაგრამ რად მინდა არ ვიცი )ბარემ f2p გახადონ ოფიციალურად რა ნელნელა აპარებენ
-
ვერ ვერკვევი მაგ სისტემაში და არ ვიცოდი თუ უფასოდ ვრცელდებოდა. იქ სხვა თემაცაა ჰარდი ღირს ძვირი და OS დამატებასავითაა ეგრე გამოდის)) ისე ფასიანი მეგონა ამის გათვალისწინებით. თვალთვალს რაც შეეხება ეგ ყოველთვის იქნება. ოფლაინ ხო არ გექნება კომპი და იმეილს ხო მაინც გამოიყენებ? ახლა ჩემს კომპში რა მაგათთვის საჭირო ინფორმაცია უნდა იპოვნონ? იდგნენ და მიყურონ ამ ეტაპზე არ მგონია ვინმეს ინტერესში იყოს ჩემი თვალთვალი. ოდნავადაც არ მაღალვებს ეგ თემა შინაარსობრივად. აი ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება კი.. თუ ჩემი ინტერნეტტრაფიკი დაკავდება ეგ პრობლემაა. ისედაც მკვდარი ინტერნეტი მაქვს და სადღაც ინფორმაციის გაგზავნაზე კიდე დაკავდეს ეგ ნამდვილად არ მაწყობს.
-
რათქმაუნდა მეც არ მაქვს საუბარი ხალხის იმ ფენაზე რომელთაც თითოეული ლარი გათვლილი აქვთ თვიდან თვემდე გასატანად. უსინდისო უნდა იყო ჩვენთან მცხოვრები ადამიანების უდიდეს ნაწილს მოთხოვო რომ ლიცენზიები იყიდნონ როცა ასეთი მდგომარეობაა. სხვა ფენაზე ვსაუბრობ. ბევრს ამ ფორუმზეც ალბათ ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვს მაგრამ მსმენია რომ პირატული ხომ იშოვება და რატო უნდა ვიყიდო? რაც მოგწონს და გჭირდება რატო არ უნდა იყიდო როცა ბუკვალურად 2 სახინკლის ფული შეიძლება ღირდეს ესა თუ ის პროდუქტი. თამაშებზე თქმაც არ ღირს. სეილებზე ბევრი თამაში გამოსვლიდან რამდენიმე თვეში მართლა შაურმის ფასები ღირს. იყიდი და დაგრჩება. სადაც წახვალ წამმოხვალ გექნება. განახლებებზე არ იდარდებ. ონლაინი გექნება. OS ცოტა სხვა თემაა მართლა პირატული გექნება თუ ოფიციალური ტექნიკურად არანაირი სხვაობა არაა თუმცა მე მირჩევნია ლიცენზია მქონდეს და მოჩვენებით მაგრამ მაინც თავი ვიგრძნო ნორმალური სამყაროს ღირსეულ ნაწილად. ვაკეთო ის რაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებშია თორე ვიშიმშილო და ფეხით ვიარო იმის გამო რომ თამაში ან ოს ვიყიდო მაგას არანაირად არ ვამბობ და არც ვემხრობი. ის მართლა სამარცხვინოა (თუ ისევაა) სხვა ბევრ მომენტთან ერტად რომ სამთავრობო დონეზე და დიდ ორგანიზაციებს რომელთაც ბიუჯეტში დიდი ფული შეაქვთ პირატულ სოფთებს იყენებენ. მე როგორც ვიცი ბევრ ორგანიზაციას აუკრძალეს პირატული პროდუქტით სარგებლობა. რამდენად ხორციელდება რეალობაში არ ვიცი. microsoft რომ ღორია და არაადეკვატურ ფასებს ადებს თავის პროდუქტს ცხადია. ღირდეს MacOS-ივით იაფი და ძალიან ბევრი იყიდის დარწმუნებული ვარ.
-
მომწონს აფდეითის მერე სისტემა. ამ კორტანას რას ერჩით კიდე. იყოს რა. ლიცენზიას რაც შეეხება ჯერ რაც მაქვს 4 წელი მექნება ამის ლიცენზია და მერე ვნახოთ. რათქმაუნდა ვიყიდი. მართლა არ მესმის რატოა პრიორიტეტული შაურმის დაბაყუნება ვიდრე თამაშის ან სხვა სოფთის ლიცენზიის ყიდვაა. და საქართველოში პროგრამებში ფულის გადახდის შესაძლებლობა თუ არაა ყოველდღე 6-12 ლარიანი შაურმის ყიდვის საშუალება როგორაა? უბრალოდ პრიორიტეტებია სხვადასხვანაირად განსაზღვრული.
-
ახალი თამაში თუ არა იმედია დამატებითი DLC მაინც გაიჩითება ისე ალაპარაკდნენ. The Witcher 3: Wild Hunt’ DLC news and updates: CD Projekt Red hints 4th installment is possible http://theenterprisedaily.com/witcher-3-wild-hunt-dlc-news-updates-cd-projekt-red-hints-4th-installment-possible/
-
მე კატის სეტს ვიყენებდი და მეორე დონის მქონდა. რომ ვიპოვე მესამე დონის განვითარება შემთხვევით დავააფგრეიდე და ახლა შესაბამისი ლეველი აღარ მაქვს 55-ზე ვარ და ის 59-ზე შეგიძლია გამოიყენო. იძულებული გავხდი პირველი დონის დათვის არმორი ამესხა. სუსტია მაგრამ სხვებთან შედარებით ვიზუალურად ეგ მომწონს. ხმლებს სხვადასხვას ვიყენებ. რაც დავაქრაფთინე იმაზე უკეთესები ვიპოვეხოლმე და ჯერჯერობით მუღამი არ მაქვს შესაბამისი სეტის ხმლები მქონდეს სილამაზისთვის. მუტაგენები წითლები ბოლომდე გავაძლიერე და თითქმის ყველა ხმლით შეტევის შესაძლებლობაც მაქვს. ქულებიც ოხრად მაქვს მაგრამ რაები გავხსნა არც ვიცი მეტი არაფერი მჭირდება. ამდენი ქულა იმით დამიგროვდა რომ new game + მაქვს დაწყებული და 39 ლეველზე ვიყავი თავიდან რომ დავიწყე. მე რადგანაც დლც-ები არ მაქვს მუტაგენების განვითარება ახალი ფორმით არაა ჩემთან. აი ცენტრში რომ ერთ დიდ მუტაგენს სვავ. ახლა კაკრას იმ ადგილზე ვარ ჯორჯი რასაც აღწერს. ველოდები 60 ლეველს რომ მესამე დონის კატის აბჯრაი ავისხა და 64 ლეველს მეოთხე დონის დათვის არმორისთვის. სხვას არ ვავითარებ. საკმაოდ ნელა ივსება სტანდარტულად ლეველები. დავიღალე უკვე. 100ზე რა ავა. იმ დლც-ების იმედზე ვარ ისევ ))
