-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ეგ უკვე აღარ ვიცი. ჩემთან მარტო ერთ მომენტში არ ჩაიტვირთა გვერდი გადახდისას და დავარეფრეშე და გასწორდა. სხვა არ ვიცი
-
მაშინ შეგიძლია ეს პროგრამა სცადო ოღონდ ერთი დღეა საცდელი ვერსია და უნდა მოასწრო. მუშაობის პრინციპი იგივეა. ან ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი მიშკა -მ დადო აქ. ტუტორიალიც დევს მაგ გვერდზე.
-
არაფერია რთული. როგორც წინა გვერდზე დადო david_888 პირდაპირ ორიგინის გვერდიდან შეგიძლია იყიდო. დააყენე google chrome-ის Extension-ი Unlimited Free VPN - Hola და როცა ორიგინზე შეხვალ ზედა კუთხეში მიუთითე რუსეთი. მერე ჩვეულებრივ ხდება ყიდვა. ბარათი და რამე..
-
ჩემთან კიდე 120-ია ყველაზე დაბალი
-
BF3-ს ვთამაშობდი ახალგაზრდობაში გარკვეული პერიოდი (140 საათი მაქვს ნათამაშები) და მეტნაკლებად ვერკვევი ამ სისტემაში. და ზოგადად შუთერებს ადვილად ვუღებ ალღოს. უბრალოდ არ მომწონს როგორც მიდის თამაში. ძალიან ნელია ჩემთვის. იმას არ ვამბობ რომ ცუდია. უბრალოდ ჩემი სტილი არაა. თან შევატყე რომ აქ უფრო მოქმედებს მაღალი პინგი ვიდრე COD-ში. ასე რომ სანამ კარგ ინტერნეტზე არ გადავალ მანამდე უბრალოდ ვერ გავარკვევ რისი ბრალია, მე ვარ "ბანძი" თუ ინტერნეტი მიშლის ხელს. შორი მანძილიდან ბრძოლა რომაა ჩემი ინტერნეტის გადამკიდე კოსინუსების გამოთვლა მიწევს ლამის რომ გავისვრი სად წავა ის ტყვია. თამაშებში სადაც ახლო მანძილზე ბრძოლებია მაგის პრობლემა დიდად არ დგას. რუკებიც არ ვიცი. მოკლედ აზრზე არ ვარ ამ თამაშის. თუ ერთად შედიხართხოლმე მეც შემოვალ. ნუ მე არ წაგაგებინებთ მაგდენად ცუდი არ ვარ რომ იმაზე მეტჯერ მოვკვდე ვიდრე ვკლავ მაგრამ ბევრს ვერ ვხოცავ.. ვფიქრობ ჯერ უნდა მომეწონოს თამაში რომ ვითამაშო და არა პირიქით(10 საათში წესით უკვე ვხდები მომწონს თუ არა, მიღირს თუ არა დამუღამება).BO3 ს თავიდან ვერ ვამუღამებდი მაგრამ ძალიან მომწონდა და არ შევეშვი. ასე 20-30 საათში უკვე შემომემუღამა და ახლა 178 საათი მაქვს ნათამაშები) 100 საათი არაა ცოტა გარკვევაში დახარჯო. წლები რომ ვთამაშობდი თამაშს და ცხოვრება გავიდა ლამის იმის თამაშში სულ 661 საათი მაქვს ნათამაშები ))
-
AA-ს გარეშეც აგდებს ფპს-ს სინგლში. რაღაც ნიტოა. მერე სწორდება და იგივე ადგილზე შეიძლება 100 ქონდეს. ონლაინში ნორმალური ფპს აქვს თუმცა არ ვფიქრობ რომ ამ თამაშს მაგარი გრაფიკა აქვს. კიდევ მანტლე-თი აღარ ირთვება. ჩატვირთვისას ითიშება. მოკლედ ხვდება რომ დიდად არ მომწონს(საერთოდ არ მომწონს უფრო სწორად) ეს თამაში და თვითონაც ცდილობს მომცეს საბაბი ეს გრძნობა მყარი იყოს )) არ ვარ მე BF-ის მოთამაშე და ჰა. საერთოდ ვერ ვერთობი ონლაინ. ვინ სად რას და რატო ისვრის ვერ ვგებულობ იმხელა რუკაა. შევედი, მოწყენილობით კინაღამ მოვკვდი და გამოვედი. აქ ძალიან იგრძნობა თან პინგი. დანახვას ვერ ვასწრებ რომ მკლავენ.
-
პანკბასტერ სერვისი არ ეშვებოდა რატომღაც. განვაახლე და ჩვეულებრივ ირთვება ახლა. უბრალოდ ფპს ვერაფერი მოვუხერხე. ამ თამაშის კვალობაზე საგრძნობლად ვარდება მომენტებში. (პინგი არც მკითხოთ 123 მქონდა და ვიღაც ტიპს 5 ))
-
repair გავუკეთე მაგრამ არაფერი შეიცვალა. შევდივარ თამაშში. დაახლოებით 10 წამი ვარ და მერე ითიშება. სხვადასხვა სერვერზე ვცადე ყველგან ეგრე მიწერს. ვფიქრობ ალბათ პინგზე აქვთ შეზღუდვა(113ია ყველაზე დაბალი პინგი რა სერვერებიც ჩანს ჩემთან). მოკლედ ვერ გავაკრვიე რა უნდა. ცოტას კიდევ ვაცლი და მივაშლი სამუდამოდ ))(სამუდამოდ რა სანამ კარგი ინტერნეტი არ მექნება :შ )
-
-
DX-ზე თუ mantle-ზე?დრაივერიც ხელახლა დავაყენე და ყველაფერი მოვნიშნე ამჯერად რისი ინსტალიც შეეძლო მაგრამ საერთოდ ვეღარ ვრთავ MP-ს.
-
მოკლედ AA-ს თუ ჩავურთავ კვდება კომპი. და ისეც 60 ფპს-ზე ულტრა პარამეტრებზე ვერ დგება. მომენტებში 30მდეც კარგად ჩამოდის. რა უნდა ამისთანა ესეც ახლა crysis არ მყავდეს რა. DX 11 vs Mantle 0-ია სხვაობა ფპს-ში. MP-ი ჯერ ვერ ჩავრთე. ჩატვირთვას რომ იწყებს ეგრევე ითიშება(ამას როგორმე გამოვასწორებ). მოკლედ ბევრს ისედაც არ ველოდი ამ თამაშისგან მაგრამ ჩართვაზე მაინც არ გაითიშოს ჰო? უზრდელი ))
-
მადლობა. ანუ საინსტალაციო პაკეტში დევს უკვე.
-
რუბლებში ნაყიდი მოკლედ პოლონური და რუსული ენების პაკეტითაა და მინდა შეცლა ინგლისურზე. იმედია არსებობს რაიმე გზა როგორც ეს BF3-ის შემთხვევაში იყო. და კიდევ რა მაინტერესებს mantle-ში ავტომატურად გაეშვება ამდ-ს კარტაზე თუ ჩალიცი უნდა?
-
მოკლედ ვიყიდე 250 რუბლად.
-
rx 480 ს ველოდები მე პირადად. თუ 970ს აჯობებს მაგას ვიყიდი პირდაპირ. თუ ვერ მაშინ კიდევ მომიწევს დაფიქრება.
-
მე რათქმაუნდა cod უფრო მომწონს და მაშინ hardline უნდა დამევასოს მაგრამ მგონია რომ რაღაც დაბალი დონის თამაშია და bf4 უფრო ხარისხიანია. ამიტომ bf4 ვიყიდი. თან უფრო მეტი მოთამაშე ყავს რასაც გადავხედე ინტერნეტში.
-
ღიირს ყიდვა? დღეს ვფიქრობდი და ვერ მოვიფიქრე. ამ თამაშთან დაკავშირებით(და ზოგადად BF სერიასთან) ეგდოს რა ბიბლიოთეკაში დამოკიდებულება მაქვს. შეიძლება არც ვითამაშო მაგრამ ფასი იმდენად მისაღებია რომ მქონდეს არ ვიტყოდი უარს. და კიდევ ერთი კითხვა. hardline თუ BF4?
-
მაგ ტესტებს რომ დავუჯეროთ ჩემს კარტას 780 ti-ზე მაღალი ფპს აქვს max პარამეტრებზე. რაღაც არ მეჩვენება რეალურად. თან 970ს 780ტი-ზე 30+ ფპს მეტი აქვს. კაი რა
-
ჩემთან (steam-ზე) 667მბ -იანი განახლება გააკეთა და მეგობარმა მითხრა gog-ზე 2 გბ იყო დაახლოებითო. რა უბედურებაა. რატოა ასეთი სხვაობა. ვერსია კი შეიცვალა და 1.22 აწერია.
-
მომწონს, თან ძალიან. (პ.ს. პანდორაზეა და ეივას გამოგზავნილი ცხოველები ჩანს თუ რა ხდება?) ვიყიდი აუცილებლად.
-
კი კარგია ეგ დელები მაგრამ აზრს ვერ ვხედავ ძვირი რატო უნდა გადავიხადო ჩვეულებრივ 1080პ 60 ჰერციან მონიტორში. 500+ ლარი ბარემ ცოტასაც წავამატებ და რაიმე მაღალ რეფრეშიანს ვიყიდი. ჩვეულებრივ მონიტორში 300-350 ლარზე მეტის გადახდა არ მიღირს. 2011ში ეს მონიტორი რომ ვიყიდე 309 ლარი მივეცი და ახლა ამ ფასში ვერაფერი ვნახე მაღაზიებს რომ გადავავლე თვალი. იმედია ერთი 2 წელიწადი კიდევ გავაზლებინებ რომ მერე ბარემ 2კ-4კ მონიტორზე გადავიდე. ახლა ძლიან ცუდი პერიოდია. გარდამავალი ასე ვთქვათ. ახალი სტანდარტები იკიდებს ფეხს და ჯერ ძვირია. არაადეკვატურად ძვირი. თუ ხარისხიანს იყიდი რათქმაუნდა თორე უბრალოები კი შეიძლება იშოვო შედარებით იაფად მაგრამ გეიმინგისთვის არ ვარგა. იმხელა ლაგი აქვს მეორე დღეს გაიგებ ლამის რა მოხდა.
-
მოგესალმებით ფორუმელებო! აი დადგა ის მომენტი როცა ამდენი ხნის მანძილზე პირველად მონიტორის პრობლემა შემექმნა )) მოკლედ გუშინ ფილმს ვუყურებდი და ოდნავ დავხარე მონიტორი რომ ხედვის კუთხე გამესწორებინა. აი მომენტალურად გაუჩნდა ვერტიკალური იისფერი ხაზი მთელ სიმაღლეზე მარცხენა კიდიდამ ასე 4-5 სმ-ზე. მოკლედ დავიწყე უკვე სხვა მონიტორზე ფიქრი და ყოველი შემთხვევისთვის შემოვსცხე მაინც. და გაუქრა ის ხაზი. დღეს დილით რომ ჩავრთე ისევ ქონდა. კიდევ შემოვკარი და გასწორდა და იმის მერე არაფერი შემინიშნავს. ხოდა რა მაინტერესებს. გავაქანო ექიმთან თუ დავიკიდო? ვერ შლის პიქსელებსს იმ ადგილზე როგორც ჩანს და რაიმე კონტაქტის ბრალი მგონია რომელიც ვიბრაციის მერე იკვრება. ისე რომ გადავხედე ფასებს კატასტროფაა. ყველაფერს ეშველა და მონიტორებს მაინც ცეცხლის ფასი ადევს. თან დიდი მოთხოვნები არ მაქვს და ჩემი მონიტორი ამ ეტაპზე სავსებით მისაღებია. არც მინდა გამოცვლა. philips 227E LPH-ია.
-
ვიყიდე მესამე ნაწილიც. ცუდი ნამდვილად არ ჩანს თუმცა 1-2 თითქოს უფრო მომწონდა. ამ 3დ-მ ცოტა აურია რა. ასეც ძალიან ლამაზია მაგრამ თითქოს საიდსქროლერი უფრო უხდებოდა. ასე ცოტა "გაპაპსავდა". ჯერ ახალი დაწყებული მაქვს და ვნახოთ ბოლოს რა ჯკუაზე ვიქნები
-
Trine 3
-
მესამე მართლაც მაგრობაა მაგრამ დღევანდელი სტანდარტებით საკმაოდ ძველია(გრაფიკა). მე ვეღარ ვითამაშებ როგორი გენიალურიც არ უნდა იყოს. მე4ს გადაახლება მართლა გამიხარდა.
