-
Posts
3687 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
მქონდა სოფლად დრო ძველი თამაშებისთვის და ამას მივადექი. ძალიან მაგარი თამაშია, დავხურე ძირითადი სთორი და ბევრი გვერდითი მისიები. 41 ლეველზე ვარ. ძალიან კარგი ნამუშევარია. პროსტა იმას ვერ ვხდები ბოლოს რომ დახურავ მერე რომ ივენთებია 6 7 დღიანები ეგ რა ჩემ ჭაღარად მინდა? თუ დავხურე მერე გაიკეთონ ერთ ადგილზე ის უნიკალური იარაღები. აი ამის მერე გადავედი odyssey-ზე და შოკი. იღადავეს? მობილურის თამაშს უშვებდნენ და პისიზე დაეჭირათ? საშინელი თამაშია.
-
ახლა გამოვედი კაკრას ქემფეინიდან. ასეთი ცუდი მართლა არაფერი მახსოვს. ამას ვამბობ cod სერიის გულშემატკივარი ოდიდგანვე. ელემენტარულად თამაში დროს დაპაუზება არ შეგიძლია, უნდა გახვიდე მთელი მისიას ბოლომდე. co-op რეჟიმია campain-ში. co-op-ით ძველ cod-ებსაც ხურავდი მაგრამ ასეთი ცუდი არ იყო.. ამასაც ხო მოფიქრება უნდა
-
სალამი ლექსო. ეს ის გარდამტეხი მომენტია როცა amd ობიექტურად მართლა სჯობს სუფთად გეიმინგისთვის. ერთადერთი ultra სერია ინტელის უპირატესია AI მოდულის გამო შესაბამის ამოცანებში. თუ მაგით არ ხარ დაკავებული უაზრობაა 1851 სოკეტზე გადასვლა. საბოლოოდ რაციონალურობას თუ დავიკიდებთ გემოვნების ამბავია. გისწორდება და ვსო. ზოგადად ეს "მინდა" ძაან ლეგიტიმური უფლებაა p.s თუმცა მე პირიქით iphone-დან samsung-ზე გადმოვედი როცა ჩავთვალე რომ ასე იყო ოპტიმალური და უკან iphone-ზე დაბრუნებაც არ იქნება პრობლემა საწინააღმდეგო არგუმენტი თუ მექნება.
-
სასწავლო დაწესებულებებს აქვს გიგაბიტიანი ინტერნეტი მაგრამ მანდ სხვა ინტერესებია. სამსახურში რომ ვნახულობ 800-900 მებიტი არსიხოლმე. ნუ გააჩნია დღის მონაკვეთს. მხოლოდ იმას ვამბობ რომ ტექნიკურად შესაძლებელია. ინდივიდუალური პაკეტი არ მსმენია სხვაგან.
-
pixel-ში ვითომ AI შესაძლებლობები როა ჩადებული მაგის ხარჯზე გაქვითეს პროცესორის კალკულატორობა. ისეთი ფიჩერები დაემატა 6 თვის მერე gemini-ში pixel 10-ის გამოსვლისას რაც ჩემ samsung s25 სერიას ჯერ კიდევ გამოსვლისას ქონდა. განსხვავება ისაა რომ ვინც იყიდის პიქსელს 1 წლიანი საბსქრიფშენი აქვს სამსუნგს მხოლოდ 6 თვე (რომელიც ჯერ არ გამიაქტიურებია 1 თებერვლამდე მაქვს დრო). დიდი ხნის მანძილზე apple ის მომხმარებელი ვიყავი და შარშან რომ შეცვლა გადავწყვიტე ფასის იმ დიაპაზონში რასაც ადეკვატურად ვთვლი iphone-ის 60 ჰერციან ეკრანს თვალებს ვერ დავათხრევინებდი. ოპტიმიზაცია მართლა იდეალური აქვს. ხალხი იძახის პიქსელიო, ანდროიდიო მაგრამ ios ვერაფერი შეედრება ყველამ იცის(ფუნქციონალს და apk ფაილებს არ ვგულისხმობ, რომელიც თავმოყვარე ადამიანმა ისედაც არ უნდა დააყენოს). თან ძველ ვერსიებში სულ რაღაც ფუჭდებოდა პიქსელში ხან მიღებას კარგავდა და ხან მიღებას (ტელეფონის მთავარი ფუნქცია დარეკვაა და ეგეც თუ არ აქვს ...). ჩინურებს რაც შეეხება დაწერაზე ჩემი თითების რესურსის დახარჯვაც არ მიღირს. iphone 17 pro/max დიზაინი მე ძალიან არ მომწონს. ს25 რომ ვიყიდე მაშინ ვამბობდი რომ 17 რომ გამოვა მერე ერთხელ კიდე დავფიქრდები დავბუნდე თუ არა apple-ზე და რომ გამოვიდა ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ისე აწყობის ხარისხით ვფიქრობ apple samsung-ზე მეტად შეკრულია და სულიდურია. პროსტა ძაან ტეხავს ბოლო 2 წელია AI ფიჩერებს პირდები9ან მომხმარებლებს და არაფერი.. რა გახდა რაიმე ნორმალური ჩადონ მაგრამ მერე ნახე მაგათი ფასები. samsung ამ მხრივ საუკეთესოა უბრალოდ თუმცა ios ბევრად მარტივი და ინტუიტიურია ვიდრე oneUI. pixel-ის სტოკი სისტემა საერთოდ არ მომწონს. ვფიქრობ მიუხედავად დიდი ბაზრისა ეს სფეროც კრიზისშია და ფასებს თუ გამოვრიცხავთ ტექნოლოგიური ინოვაციები პრაქტიკულად აღარ გვხდება გადაწყვეტილების მიღებაში რომ დაეხმაროს მომხმარებელს.
-
თავის დროზე არ მითამაშია და ახლა game pass-ში დადეს და ვითამაშე call of duty wwii. ნორმალური სთორი აქვს. მე მომეწონა. პროსტა დროიდან გამომდინარე იარაღებში ხარ შეზღუდული და ეგ არ მომეწონა მაგრამ ნიჩევო. მოკლედ დამრჩა black ops cold war დასახური. ეგეც არ მიყიდია თავის დროზე. game pass-ში ჯერ არაა და იქნებ დადონ.
-
მარტის შემდგენ სამსუნგ S25-ზე ვარ. კარგი სმარტია მაგრამ apple-ის ნოსტალგია მაქვს ისევ. პროსტა 60 ჰერციან ეკრანს ნაღდად ვერ ვიყიდდი და pro ვერსია კიდე ჩემთვის ძვირი იყო. ახლა რადგანაც საბაზისო მოდელებში 120 ჰერცი ჩადეს უკვე შეიძლება დაბრუნება. ოპტიმიზაცია რომ ბევრი წელი მაღალ დონეზე ექნება ცხადია. არც s25 ვუჩივი რამეს, გაფიქრებული არ მაქვს ასრულებს ისე სწრაფია მაგრამ მაინც ეფლის გულშემატკივარი ვარ რა.
-
მე არც ვაპირებ მოსინჯვას მაგრამ ვიღაც სტრიმავდა ვნახე COD-ის მოთამაშე და მოწყენილობით ამთქნარებდა, მეც გადავსქროლე. ამ ცხოვრებაში ვერ ვუმუღამებ ეგეთ მდორე თამაშს. have fun
-
NVIDIA GeForce RTX 50XX Series - ზოგადი თემა
MaKaSaRa replied to George's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
სავარაუდოდ AI გენერირებული ქეისია, ეგეთი არ არსებობს. ცოტა თი ამას გავს (jonsbo d300) -
მე მაქვს უკვე რამდენიმე თვეა s25. ანდროიდის მოტრფიალე არ ვარ მაგრამ კონრეტულად რა არ მომწონს რაც დრო გადის ნელნელა მავიწყდება. ბატარეა არც ისე კარგია თუ ლოკაცია ჩართულია. თუ გამორთულია საკაიფოდ ყოფნის დღენახევარი ორი დღე ჩემი მოხმარებით. 5g სულ ჩართული მაქვს. თუ ჩართულია ლოკაცია მაშინ 24 საათიც არ მყოფნის (100%-ზე არ ვტენიხოლმე 85-ზე მაქვს აგრანიჩენია თორე შეიძლება კი ეყოს 24 საათი). კამერა მე პირადად არ მომწონს არც დღე და არც რამე სტანდარტულ პირობებში. თუ პარამეტრებში შეძვერი და რაღაცეები შეცვალე ცოტა აზრზე მოდის მაგრამ ზავადსკოი ნასტროიკებზე ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ 9 წლის წინანდელი iphone se ჯობია. ახლა კარგი რაცაა, წარმადობა აქვს უძალიანესადმაგრესი. დაჭერილი არ მაქვს შესრულებული აქვს. ასეთი სწრაფი როგორაა ვერ ვხდები.. ძალიან მოშნი პროცესორია ეს ბოლო სნეპდრაგონი. ყურსასმემებიც samsung buds 3 pro მაქვს და დიზაინი და ხმის იზლოაცია და ხარისხი ძალიან მაგარი აქვს მაგრამ ავტონომიურობა ძალიან ფარჩაკი. 4 საათი არ ძლებს შორ გზაზე რომ მივდივარ ANC-ით.
-
ხოდა მაგათი არასწორი ჩიპიც დავწვი. ვითომ კაპიკებში ყიდდნენ კიდე გამოწერაო..
-
ეგენი გამოსული არ იყო რომ დავხურე, ისეთებია მეორედ რომ არ მიუბრუნდები მაგრამ ერთხელ დასახურად მაინც არაუშავს. მაქსიმუმ 10 საათი დახარჯო.
-
black ops 7 -ის თიზერი დაიდო. მე რომ მომწონს მომავლის თემატიკა, რობოტიდრონები და ეგეთი რაღაცეები ჩანს. ჰმ
-
galaxy buds 3 pro მაჩუქეს რადგანაც სმარტფონი შევცვალე samsung-ით. მანამ მქონდა jbl tour pro, ჩემი ყურისთვის ზედმეტად მოუხერხებელი იყო. მტკენდა ყურს და მივარდებოდა კარგად რომ არ ჯდებოდა მაგის გამო (პატარა ჭრილი მაქვს ყურის ) ამ სამსუნგს იდეალური პოზიციონირება აქვს, ყურს არ ღლის და არ ახურებს, ხმის ჩახშობა ხოშიანად მუშაობს (თუმცა ამას არც jbl-ზე ვუჩიოდი). უბრალოდ ერთი ნაკლია და ჩემი გამოცდილებაა მხოლოდ თუ ზოგადად ასეა მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვთ. ბატარეა ვერაა მთლად მოწოდების სიმაღლეზე. უწერია რომ 7 საათი მოსმენის რეჟიმში უნდა გაძლოს და ANC-ით 6 საათი. დღეს დასავლეთიდან რომ მოვდიოდი საცობების გათვალისწინებიტ სადრაც 5 სააში 15%-ზე დაეცა თან საშუალო ხმის სიმაღლეზე და ANC არ მქონდა ჩართული. 2 წუთი მაქსიმუმ ტელეფონზე საუბრის დრო მიკროფონები რომ დაეტვირთა. მემგონი მიჰქარავენ.. ასე მალე არ უნდა დამჯდარიყო ისეთი მოლოდინი მქონდა. ალბათ სამსუნგში ფიქრობენ ამდენხანს ვინ გამოიყენებს დამტენ ქეისში ჩადების გარეშეო მაგრამ ეგენი მე არ მიცნობენ
-
ბევრი წლის iphone-ის მოხმარების მერე წელს გადავედი android-ზე. (iphone-ს ვერ შევწვდი სისულელეა 60 ჰერციან ტელეფონში 2000+ გელას გადახდა). მინდოდა ახალი მეყიდა, მეორადი სმარტფონები არ მომწონს, ძალიან პირადულია ჩემთვის ვინმეს გამონაცვალი რომ მოვიხმარო ჩემი მოთხოვნებია რაც შეიძლება პატარა ყოფილიყო და დიდი არჩევანი არცაა ბაზარზე, სიგიჟეა ამხელა ტაფა სმარტები როა ახლა აქტუალური. iphone 16, 16 pro, samsung s25 და pixel 9 იყო 6,1-6,3 ეკრანის ზომის დიაპაზონში. ახალ iphone 16e -ს ველოდებოდი და ისეთი ფასი დაადეს იმ სიფარჩაკეს. მაგას არ ვიყიდდი, მონაცმების არ ქონა რომ სიიაფით გამემართლებინა. ხოდა დავიკიდე apple -ის მხარე და galaxy s25 ვიყიდე. ნორმალურია მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ android სისტემები ძალიან არ მომწონს. კი მოირგებ შენ გემოზე მაგრამ რატო უნდა მიწევდეს მორგება ვერ ვხდები. მოკლედ რომ ამბობენ რასაც გინდა იმას იზავ ანდროიდშიო ეგ საერთოდ არ მიმაჩნია პლიუსად. ბევრი რამე აქვს მაგრამ არაა ინტუიტიური. ios ბევრად მოხერხებულია ჩემთვის. იმის გათვალისწინებით რომ მალ-მალე არ ვცვლი სმარტფონებს კი ვიყიდდი 16 pro-ს მაგრამ რიცხვი "16" არ მომწონს. 17 რომ გამოვა მერე გადავალ ალბათ.
-
2000 წლის შემდგომ რაისტორიიანი nfs-ებიც იყო ეს ნაწილი და rival-ს არ მქონდა დახურული. ეს ნაწილი ადრე დავიწყე მაგრამ იმდენად უინტერესო იყო ვერ მოვაბი თავი. უაზროდ გაწელილია. ამ შაბათკვირას განვაგრძე და დავხურე. ზედმეტად უაზროპბაა. არაფრის მომცემი მაგრამ ერთხელ თამაშად მე მიღირდა. უცნაურად დაუბალანსებელი სისტემაა. თუ ტოპ მანქანას იყიდი რაც არც ისე ხელმიუწვდომელია პრაქტიკულად ყველა რბოლას და რეჟიმს უპრობლემოდ იგებ. აზრი არ აქვს აფგრეიდებებზე ფულის ხარჯვას. ჩემი აზრით ასე არ უნდა ყოფილიყო მაგრამ მე ვინ მკითხავს. დავუწერდი 6/10-დან.
-
ჰო ეგ უცნაურად დაემართათ. ადრევე გავრცელდა ინფო რომ სტიმის ვერსიაზე სერიოზული პრობლემა აქვს. მე სთიმს არ ვიყენებ ამ თამაშისთვის მაგრამ კი ღირდა ისე ბენჩმარკი გამეტარებინა ბეთლეტისა და pc game pass ვერსიას შორის.
-
მშვნიალურია, საბურთალოს ტერიტორიაზე თუ ხარ ან მოხვდები (გპი-ს, პოლიტექნიკურის, დოლიძის და ა.შ ) მიმდებარედ შევხდეთ და გავაკეთოთ ეგ საქმე. არ მაქვს გაყიდე იყიდეს დრო და პირდაპირ მივუყენებ მაგ 32გბ ჩემ 16გბ-ს და თუ იმუშავა იმუშავა (amd-ს დიდად არ უყვარს 4 მოდული ჩემი დაკვირვებით მითუმეტეს განსხვავებულები) თუ არადა დავტოვებ 32-ზე და ეგ იქნება. (აუცილებლად უნდა ანათებდეს )
-
გუშინ ჩავიწერე. სახალისო თამაშია, ვაიბები მოაქვს. მომწონს. მაგრამ.. ტეტრისის გრაფიკა აქვს, ნუ dlss-ის გამოყენებით ყოველშემთხვევაში. ოპტიმიზაცია კი კარგია მაგრამ არც არაფერი აქვს ისეთი რომ ჭედავდეს. ნელნელა შევყვები მაყვლის კრეფით.
- 223 replies
-
იასნა მეც ეგრე ვარ. ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო რა არის ფასი მაგ შავი კიტების მხედველობაში რომ მქონდეს? (ბოდიში, შეიძლება შეიძლება წინა გვერდებზე გიწერია მაგრამ სქროლვაც მეზარება )
-
სალამი @Gogla1990, ddr4 corsair vengance rgb pro 3200/3600 ხომ არ გაქვს/გექნება უახლოეს მომავალში 2x8GB ჯამში 16გბ მინდა რომ მივუდგა ჩემსას კიდე 2 მოდული. ან ისეთი ვარიანტი ხომ არ გაწყობს ჩემები რომ მოგცე და დაგიმატო სხვაობა თუ 2x16 მოდული გექნება. მეზარება გამოწერა და ლოდინი. მომწონს ეს rgb განათებები და ჰა ჰო corsair მინდა უეჭველი თან იმიტომ რომ სხვა პერიფერიებიც მაქვს მაგ ფირმის და არ მინდა არევდარევა, ერთ აპლიკაციაში მაქვს მოქცეული.
-
სრულდება ეპოქა რომელიც ჰამილტონის და მერსედესის თანამშრომლობამ შექმნა.. ძნელად წარმოსადგენია სხვა გუნდში ისევე როგორც ლაპარდი ვერ წარმომედგინა ჩელსის იქეთ მაგრამ ასეთებიც ხდება.
-
მხოლოდ იარაღი არაა ამ თამაშში წარმატების გასაღები. მოძრაობაა ძალიან მნიშვნელოვანი. დამწყებები ბოტებივით დადიან. pro-მოთამაშეები უკვე ისეთ დვიჟენიას აკეთებენ 0-ვანი ატდაჩაც რომ ქონდეს იარაღაც მაინც რთულია მოაქციო სამიზნეში. კარგია თუ გეადვილება მაგრამ ვფიქრობ გართულდება ცოტახანში. გააჩნია რამდენს ითამაშებ. ეს ნაწილი TDM რეჟიმში პირდაპირ kill-ებს არ ითვლის, შესაძლოა დააკელი და მერე ვინმემ მოკლა, ეგეც შენ გეთვლება. ამიტომ თუნდაც 20 kill ისეთი არაა როგორც BF-ის 20 kill. მე მომწონს COD-ის სერია. სხარტი თამაშებია უფრო და დიდი დრო არ ჭირდება დამუღამებას. იმის ფონზე როდესაც თამაშისთვის არც ისე დიდი დრო მაქვს გამოყოფილი რაღაცეების თვეობით დამუღამების თავი ნამდვილად არ მაქვს და არც სურვილი. ბევრად უფრო რეფლექსებზეა და არა დროზე რას გაატარებ თამაშში.
-
skill based matcmaking აქვს. თუ საერთოდ არ გითამაშია ძალიან სუსტებთან გაგდებს. რაც უფრო მეტს ითამაშებს და შენი დონის დიაპოზონი განსისაზღვრება მოწინააღმდეგის სირთულეც შეიცვლება. უფრო ძლიერებს ერთად შეყრის.
-
cold war-ის და WWII-ის გარდა ყველა ნათამაშები მაქვს სინგლიც და MP-იც. ყველაზე ნაკლებად ამის ქემფეინი მომეწონა. უფრო ზუსტად საერთოდ არ მომეწონა როგორც COD-ის გულშემატკივარს. ერთადერთი იმ დასკვნას ვაკეთებ რომ ვისაც მოსწონს იმას COD არ მოსწონს ზოგადად ეს რაღაც სხვა თამაშია. ძალიან მდორეა და ჯეიმს ბონდი სტილი. ცუდი არაა მაგრამ არა როგორც call of duty. MP ხოშიანია..
