-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ახლა გამოვედი კაკრას ქემფეინიდან. ასეთი ცუდი მართლა არაფერი მახსოვს. ამას ვამბობ cod სერიის გულშემატკივარი ოდიდგანვე. ელემენტარულად თამაში დროს დაპაუზება არ შეგიძლია, უნდა გახვიდე მთელი მისიას ბოლომდე. co-op რეჟიმია campain-ში. co-op-ით ძველ cod-ებსაც ხურავდი მაგრამ ასეთი ცუდი არ იყო.. ამასაც ხო მოფიქრება უნდა
-
სალამი ლექსო. ეს ის გარდამტეხი მომენტია როცა amd ობიექტურად მართლა სჯობს სუფთად გეიმინგისთვის. ერთადერთი ultra სერია ინტელის უპირატესია AI მოდულის გამო შესაბამის ამოცანებში. თუ მაგით არ ხარ დაკავებული უაზრობაა 1851 სოკეტზე გადასვლა. საბოლოოდ რაციონალურობას თუ დავიკიდებთ გემოვნების ამბავია. გისწორდება და ვსო. ზოგადად ეს "მინდა" ძაან ლეგიტიმური უფლებაა p.s თუმცა მე პირიქით iphone-დან samsung-ზე გადმოვედი როცა ჩავთვალე რომ ასე იყო ოპტიმალური და უკან iphone-ზე დაბრუნებაც არ იქნება პრობლემა საწინააღმდეგო არგუმენტი თუ მექნება.
-
სასწავლო დაწესებულებებს აქვს გიგაბიტიანი ინტერნეტი მაგრამ მანდ სხვა ინტერესებია. სამსახურში რომ ვნახულობ 800-900 მებიტი არსიხოლმე. ნუ გააჩნია დღის მონაკვეთს. მხოლოდ იმას ვამბობ რომ ტექნიკურად შესაძლებელია. ინდივიდუალური პაკეტი არ მსმენია სხვაგან.
-
pixel-ში ვითომ AI შესაძლებლობები როა ჩადებული მაგის ხარჯზე გაქვითეს პროცესორის კალკულატორობა. ისეთი ფიჩერები დაემატა 6 თვის მერე gemini-ში pixel 10-ის გამოსვლისას რაც ჩემ samsung s25 სერიას ჯერ კიდევ გამოსვლისას ქონდა. განსხვავება ისაა რომ ვინც იყიდის პიქსელს 1 წლიანი საბსქრიფშენი აქვს სამსუნგს მხოლოდ 6 თვე (რომელიც ჯერ არ გამიაქტიურებია 1 თებერვლამდე მაქვს დრო). დიდი ხნის მანძილზე apple ის მომხმარებელი ვიყავი და შარშან რომ შეცვლა გადავწყვიტე ფასის იმ დიაპაზონში რასაც ადეკვატურად ვთვლი iphone-ის 60 ჰერციან ეკრანს თვალებს ვერ დავათხრევინებდი. ოპტიმიზაცია მართლა იდეალური აქვს. ხალხი იძახის პიქსელიო, ანდროიდიო მაგრამ ios ვერაფერი შეედრება ყველამ იცის(ფუნქციონალს და apk ფაილებს არ ვგულისხმობ, რომელიც თავმოყვარე ადამიანმა ისედაც არ უნდა დააყენოს). თან ძველ ვერსიებში სულ რაღაც ფუჭდებოდა პიქსელში ხან მიღებას კარგავდა და ხან მიღებას (ტელეფონის მთავარი ფუნქცია დარეკვაა და ეგეც თუ არ აქვს ...). ჩინურებს რაც შეეხება დაწერაზე ჩემი თითების რესურსის დახარჯვაც არ მიღირს. iphone 17 pro/max დიზაინი მე ძალიან არ მომწონს. ს25 რომ ვიყიდე მაშინ ვამბობდი რომ 17 რომ გამოვა მერე ერთხელ კიდე დავფიქრდები დავბუნდე თუ არა apple-ზე და რომ გამოვიდა ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ისე აწყობის ხარისხით ვფიქრობ apple samsung-ზე მეტად შეკრულია და სულიდურია. პროსტა ძაან ტეხავს ბოლო 2 წელია AI ფიჩერებს პირდები9ან მომხმარებლებს და არაფერი.. რა გახდა რაიმე ნორმალური ჩადონ მაგრამ მერე ნახე მაგათი ფასები. samsung ამ მხრივ საუკეთესოა უბრალოდ თუმცა ios ბევრად მარტივი და ინტუიტიურია ვიდრე oneUI. pixel-ის სტოკი სისტემა საერთოდ არ მომწონს. ვფიქრობ მიუხედავად დიდი ბაზრისა ეს სფეროც კრიზისშია და ფასებს თუ გამოვრიცხავთ ტექნოლოგიური ინოვაციები პრაქტიკულად აღარ გვხდება გადაწყვეტილების მიღებაში რომ დაეხმაროს მომხმარებელს.
-
თავის დროზე არ მითამაშია და ახლა game pass-ში დადეს და ვითამაშე call of duty wwii. ნორმალური სთორი აქვს. მე მომეწონა. პროსტა დროიდან გამომდინარე იარაღებში ხარ შეზღუდული და ეგ არ მომეწონა მაგრამ ნიჩევო. მოკლედ დამრჩა black ops cold war დასახური. ეგეც არ მიყიდია თავის დროზე. game pass-ში ჯერ არაა და იქნებ დადონ.
-
მარტის შემდგენ სამსუნგ S25-ზე ვარ. კარგი სმარტია მაგრამ apple-ის ნოსტალგია მაქვს ისევ. პროსტა 60 ჰერციან ეკრანს ნაღდად ვერ ვიყიდდი და pro ვერსია კიდე ჩემთვის ძვირი იყო. ახლა რადგანაც საბაზისო მოდელებში 120 ჰერცი ჩადეს უკვე შეიძლება დაბრუნება. ოპტიმიზაცია რომ ბევრი წელი მაღალ დონეზე ექნება ცხადია. არც s25 ვუჩივი რამეს, გაფიქრებული არ მაქვს ასრულებს ისე სწრაფია მაგრამ მაინც ეფლის გულშემატკივარი ვარ რა.
-
მე არც ვაპირებ მოსინჯვას მაგრამ ვიღაც სტრიმავდა ვნახე COD-ის მოთამაშე და მოწყენილობით ამთქნარებდა, მეც გადავსქროლე. ამ ცხოვრებაში ვერ ვუმუღამებ ეგეთ მდორე თამაშს. have fun
-
NVIDIA GeForce RTX 50XX Series - ზოგადი თემა
MaKaSaRa replied to George's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
სავარაუდოდ AI გენერირებული ქეისია, ეგეთი არ არსებობს. ცოტა თი ამას გავს (jonsbo d300) -
მე მაქვს უკვე რამდენიმე თვეა s25. ანდროიდის მოტრფიალე არ ვარ მაგრამ კონრეტულად რა არ მომწონს რაც დრო გადის ნელნელა მავიწყდება. ბატარეა არც ისე კარგია თუ ლოკაცია ჩართულია. თუ გამორთულია საკაიფოდ ყოფნის დღენახევარი ორი დღე ჩემი მოხმარებით. 5g სულ ჩართული მაქვს. თუ ჩართულია ლოკაცია მაშინ 24 საათიც არ მყოფნის (100%-ზე არ ვტენიხოლმე 85-ზე მაქვს აგრანიჩენია თორე შეიძლება კი ეყოს 24 საათი). კამერა მე პირადად არ მომწონს არც დღე და არც რამე სტანდარტულ პირობებში. თუ პარამეტრებში შეძვერი და რაღაცეები შეცვალე ცოტა აზრზე მოდის მაგრამ ზავადსკოი ნასტროიკებზე ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ 9 წლის წინანდელი iphone se ჯობია. ახლა კარგი რაცაა, წარმადობა აქვს უძალიანესადმაგრესი. დაჭერილი არ მაქვს შესრულებული აქვს. ასეთი სწრაფი როგორაა ვერ ვხდები.. ძალიან მოშნი პროცესორია ეს ბოლო სნეპდრაგონი. ყურსასმემებიც samsung buds 3 pro მაქვს და დიზაინი და ხმის იზლოაცია და ხარისხი ძალიან მაგარი აქვს მაგრამ ავტონომიურობა ძალიან ფარჩაკი. 4 საათი არ ძლებს შორ გზაზე რომ მივდივარ ANC-ით.
-
ხოდა მაგათი არასწორი ჩიპიც დავწვი. ვითომ კაპიკებში ყიდდნენ კიდე გამოწერაო..
-
ეგენი გამოსული არ იყო რომ დავხურე, ისეთებია მეორედ რომ არ მიუბრუნდები მაგრამ ერთხელ დასახურად მაინც არაუშავს. მაქსიმუმ 10 საათი დახარჯო.
-
black ops 7 -ის თიზერი დაიდო. მე რომ მომწონს მომავლის თემატიკა, რობოტიდრონები და ეგეთი რაღაცეები ჩანს. ჰმ
-
galaxy buds 3 pro მაჩუქეს რადგანაც სმარტფონი შევცვალე samsung-ით. მანამ მქონდა jbl tour pro, ჩემი ყურისთვის ზედმეტად მოუხერხებელი იყო. მტკენდა ყურს და მივარდებოდა კარგად რომ არ ჯდებოდა მაგის გამო (პატარა ჭრილი მაქვს ყურის ) ამ სამსუნგს იდეალური პოზიციონირება აქვს, ყურს არ ღლის და არ ახურებს, ხმის ჩახშობა ხოშიანად მუშაობს (თუმცა ამას არც jbl-ზე ვუჩიოდი). უბრალოდ ერთი ნაკლია და ჩემი გამოცდილებაა მხოლოდ თუ ზოგადად ასეა მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვთ. ბატარეა ვერაა მთლად მოწოდების სიმაღლეზე. უწერია რომ 7 საათი მოსმენის რეჟიმში უნდა გაძლოს და ANC-ით 6 საათი. დღეს დასავლეთიდან რომ მოვდიოდი საცობების გათვალისწინებიტ სადრაც 5 სააში 15%-ზე დაეცა თან საშუალო ხმის სიმაღლეზე და ANC არ მქონდა ჩართული. 2 წუთი მაქსიმუმ ტელეფონზე საუბრის დრო მიკროფონები რომ დაეტვირთა. მემგონი მიჰქარავენ.. ასე მალე არ უნდა დამჯდარიყო ისეთი მოლოდინი მქონდა. ალბათ სამსუნგში ფიქრობენ ამდენხანს ვინ გამოიყენებს დამტენ ქეისში ჩადების გარეშეო მაგრამ ეგენი მე არ მიცნობენ
-
ვიზიარებ ბიჭებო თქვენს დანაკარგს, ძალიან სამწუხაროა. ღმერთმა გაანათლოს მათი სული. თქვენ გამძლეობა და დიდხანს სიცოხლე მათ მოსაგონრად.
-
ბევრი წლის iphone-ის მოხმარების მერე წელს გადავედი android-ზე. (iphone-ს ვერ შევწვდი სისულელეა 60 ჰერციან ტელეფონში 2000+ გელას გადახდა). მინდოდა ახალი მეყიდა, მეორადი სმარტფონები არ მომწონს, ძალიან პირადულია ჩემთვის ვინმეს გამონაცვალი რომ მოვიხმარო ჩემი მოთხოვნებია რაც შეიძლება პატარა ყოფილიყო და დიდი არჩევანი არცაა ბაზარზე, სიგიჟეა ამხელა ტაფა სმარტები როა ახლა აქტუალური. iphone 16, 16 pro, samsung s25 და pixel 9 იყო 6,1-6,3 ეკრანის ზომის დიაპაზონში. ახალ iphone 16e -ს ველოდებოდი და ისეთი ფასი დაადეს იმ სიფარჩაკეს. მაგას არ ვიყიდდი, მონაცმების არ ქონა რომ სიიაფით გამემართლებინა. ხოდა დავიკიდე apple -ის მხარე და galaxy s25 ვიყიდე. ნორმალურია მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ android სისტემები ძალიან არ მომწონს. კი მოირგებ შენ გემოზე მაგრამ რატო უნდა მიწევდეს მორგება ვერ ვხდები. მოკლედ რომ ამბობენ რასაც გინდა იმას იზავ ანდროიდშიო ეგ საერთოდ არ მიმაჩნია პლიუსად. ბევრი რამე აქვს მაგრამ არაა ინტუიტიური. ios ბევრად მოხერხებულია ჩემთვის. იმის გათვალისწინებით რომ მალ-მალე არ ვცვლი სმარტფონებს კი ვიყიდდი 16 pro-ს მაგრამ რიცხვი "16" არ მომწონს. 17 რომ გამოვა მერე გადავალ ალბათ.
-
სავლები ჩვენ არ დაგვჭირვებია. ანტიბიოტიკებთან კი ვფრთხილობთ. თუ უკიდურესი აუცილებლობა არაა არ ვიყენებთ. ასევე B ვიტამინი არ შეიძლებაო განსაკუთრებით. ქიმია ვენებს ასუსტებს და ავიწროებს. თუ სისხლძაღღვების პრობლემაა მაგას ამძაფრებს. მამას ყრუდ რომ ტკიოდახოლმე მთელი ცხოვრება, ქიმიების მერე განსაკუთრებით გაუმძაფრდა და რაღაც წამალი დაუნიშნეს და მოეხსნა მერე ტკივილი. ჰემოგლობინს აგდებს და ჭარხალი, საქონლის ენა, ღვიძლია და ეგეთი რაღაცეებია საჭირო. დედა ხალხური მედიცინიდანაც რაღაცეებს აშველებდახოლმე სხვადასხვა ანალიზის დასარეგულირებლად. მგონი შვრიის ნახარშს ამზადებდა როგორღაც და კიდე ნიგოზის უღელის ნახარს. ვერ ვიტყვი რამდენად ეფექტურია მაგრამ თვითონ სჯოროდა და ეგეც საქმეა.
-
სალამი, ჩემი მშობლების შემთხვევაში პლატინაზე დაფუძნებული წამალი იყო და გადასხმა 3 საათი გრძელდებოდა. თმის შეთხელება იყო მაგრამ მასიური ცვენა არა, ფაქტობრივად არც ეტყობოდათ. პირველ დღეს როგორც წესი სიმპტომები არაფერი იყოხოლმე. მეორე დღიდან გამოჩნდება რა და როგორ. ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია პრინციპში მითუმეტეს როცა წამლები განსხვავებულია. დედაჩემს წნევა უვარდებოდა ძირითადად იმის გამო რომ სითხეები ლამის შეძულდა და უჭირდა მიღება. არადა ექიმმა გვითხრა ჩათვალე წყალი წამალია და მაგ მიზნით იღებო. მაგან უნდა გამოიტანოს ორგანიზმიდან ის შხამი. საკვების მიმართ და სუნის მგრძნობელობა ემატებოდათ. ყველაფერი არ უნდოდათ. უნდა იქონიო გულისრევის საწინააღმდეგო ნემსი, ონდესეტრონს ვიყენებდით ჩვენ, ხშირად არ დაჭირვებიათ მაგრამ სახლში გქონდეს. კუჭის დამცავიც რაც ზევით დაწერეს. ასევე ლეიკოციტების დონის მომატებისთვის (საჭიროების შემთხვევაში) neutromax-ს ვიყენებდით ჩვენ. მაგან კიდე ძვლების ტკივილი იცის, ძვლის ტვინის სტიმულირებას ახდენს და მაგის გამო. ძალიან მოქმედებს ნერვებზე, ადვილად გაღიზიანება და ა,შ. ჩვეულებრივი ამბავია. რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ ყოფილა, ოღონდ საკვები მიეღოდ და რაც გინდათ იყოსო. უბრალოდ ცხარე, მწარე, მჟავე და ტკბილი არაა სასურველი. კიდე სმენაზე იმოქმედა დედაჩემის შემთხვევაში, ხან მოდის ხან მიდის სმენა. ზოგჯერ აუწევს ტელევიზორს ისე რომ ღრიალებს, მერე დაუბრუნდება და გვეჩხუბება ამხელაზე ვინ აუწია. ჩემების შემთხვევაში წყლის მიღება რომ უძნელდებოდათ დედას უვარდებოდა წნევა დაბალზე, მამას მაღალი წნევა აქვს ზოგადად და პირიქით დაურეგულირდა. დედამ 18 ქიმია გაიკეთა და მერე ოპერაცია, მამამ 12. ყველაფერი კარგად იქნება, მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, მომსახურებაში ცოტა მოვიკოჭლებთ მაგრამ ცალკეული სიტუაციების მოგვარება შესაძლებელია. თუ რამე კითხვა გექნება მოიწერე, ღმერთი თქვენსკენ. ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა.
-
მე ჩემები MMT ჰოსპიტალში დამყავს. კერძო კლინიკიაა და ცოტა ძვირია ყველაფერი მაგრამ დავალება აქვთ აშკარად რომ პაციენტებს თვალებში უნდა ეციცინონ. ძალიან ყურადღებიანები არიან. ყველა ექიმი ძალიან ყურადღებიანია ყოველშემთხვევაში ჩემი და ჩემი ოჯახისწევრების მიმართ. საპირისპიროც მსმენია რომ უკმაყოფილოა ხალხი. მოკლედ ვერ გაიგებ. ერთია ის რომ უნდა გაგიმართლოს და არაფერი პრობლემა შეიქმნას საექიმო მაგრამ თუ მაინც შეიქმნა და სამწუხაროდ ბევრია ასეთები მაშინ უნდა ილოცო რომ ექიმი შეგხვდეს ყურადღებიანი და ადამიანი მართლა. ბიჯოოს სხვაგანაც ვყოფილვარ და თითქოს ვალი მაქვს ისე გიყურებენ. ერთგან მყავდა მამა დაწვენილი ქიმიამ თრომბოციტოპენია გამოიწვა სისხლის გადასხმის გარდა არაფერია ეგეთ დროს გამოსავალი. ექიმს ვურეკავ რომ არ მიიტანეს სისხლი, რა ხდება მეთქი რა გეგმაა თუ ვერ შოულობთ მე ვიზავ რამეს ვიშოვი სისხლს. არაო შეკვეთილიაო და მოვაო. მეთქი ამდენი ხანი გავიდა რით ვერ მოახწია. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვსო "ექიმი" მეუბნება. მეთქი რას ქვია რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება მამაჩემი. არაფრის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ სახლში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს მანდ რომ არ იყოს. დავუწიე ერთი ამბავი და კეთილი ინებეს და იმ შუაღამესვე გადაუსხეს სისხლი. ეს ჯანდაცვის სისტემა არის ხარვეზიანი სერიოზულად. წუწნიან ხალხის საყოველთაოს ლიმიტს და არაფერს აკეთებენ. დდშვც მაგათი. წამლები რომ ქრება პერიოდულად და სანაცნობოში ანაწილებენ მარაგებს. მე კიდე ქალაქქალაქ და საზღვარგარეთიდან უნდა ვიჩალიჩო წამალი რომ ჩამოვიტანო, ვიღაცას სიტყვაზე ვენდო და გავრისკო ისეთი წამლებისთვის რაც დაფინანსებაშია წესით მაგრამ ამათმა არ დაადგეს თავი რომ ხალხამდე მივიდეს. ეგრე ვიყიდე ხელზე ქიმიოთერაპიის წამლები და ასე ხშირად ხდება. ვინმე გამოვა და იტყვის რა მაგარი ჯანდაცვის სისტემაა ყველაფერი უფასოა. ალბათ ნამყოფი არაა საავადმყოფოში. ღმერთმა ქნას არც არავის დასჭირდეს მაგრამ ჰაერზე ლაპარაკი არაა სწორი. @მიშკა აბსოლუტურად მესმის შენი მდგომარეობა. გისურვებ რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს დედათქვენი და აღარ დაგჭირდეს ამ ზოგიერთ ვაი ექიმთან ურთიერთობა. რეალურად საკმაოდ განვითარებულია ონკოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც. პროსტა ძალიან ძვირია კარგი მომსახურება. მამაჩემზე რომ არ იმუშავა ქიმიამ და სხვა მკურნალობის მეთოდი არ არისო მითხრეს იმუნოთერაპიაა კიდეო მაგრამ 18კ ღირს ერთი თვის დოზაო და ასე უნდა სულ მთელი ცხოვრება ყოველთვე. ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა რომ არაფერი დააკლოს თავის ახლობელს მაგრამ მე ლიჩნად არ მაქვს მაგდენის საშუალება. @Gamer-4ever მადლობა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მამათქვენს. მთავარია გეგმა არსებობდეს. ქიმია კი რთული პროცესია მაგრამ ეჩვევა ადამიანი შედეგის იმედით. თმაც დაბრუნდება და წონაც. ჩემების შემთხვევაში თმის ცვენა არ ყოფილა. პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი გამოიყენეს. გემციტაბინის შემცველობის რომელიმე. თავიდან გერმანულს უსხავდნენ, შემდეგ ბერძნულს, მერე რომ აღარ იყო თურქული ვიყიდე. შემდეგ ინდური შემოვიდა. რავიცი რომელია კარგი ეგეც არ ვიცი.
-
მესმის ბიჭებო თქვენი. ჩემ შემთხვევაში ჯერ დედას დაუდგინდა 3 წლის უკან თუ ოთხის. ვიბრძოლეთ ვიომეთ და ღვთის წყალობით და ექიმების არაგვიშავს. დედას ამბავი ცოტა რომ მიწყნარდა და მეთქი ამოვისუნთქე ზუუსტად იგივე ტიპის დაუდგინდა მამაჩემს და მერე მისი ამბები. სამწუხაროდ ქიმიამ შედეგი ვერ მოგვცა. ახლა რაღაც ექსპერიმენტალურ კვლევაში მყავს. მოკლედ მხნეობას გისურვებთ ყველას და ჯანმრთელობას. ბოლო 4 წელიწადში იმდენად გავერკვიე სამედიცინო თემებში სულ მცირე უმცროსს ექიმათ შემიძლია მუშაობა (მედ ძმაზე მეტი კვალიფიკაცია კი დამიგროვდებოდა უროლოგიაში ) ექიმები უშტატო თანამშრომელს მეძახიან უკვე.
-
ჰო ეგ უცნაურად დაემართათ. ადრევე გავრცელდა ინფო რომ სტიმის ვერსიაზე სერიოზული პრობლემა აქვს. მე სთიმს არ ვიყენებ ამ თამაშისთვის მაგრამ კი ღირდა ისე ბენჩმარკი გამეტარებინა ბეთლეტისა და pc game pass ვერსიას შორის.
-
მშვნიალურია, საბურთალოს ტერიტორიაზე თუ ხარ ან მოხვდები (გპი-ს, პოლიტექნიკურის, დოლიძის და ა.შ ) მიმდებარედ შევხდეთ და გავაკეთოთ ეგ საქმე. არ მაქვს გაყიდე იყიდეს დრო და პირდაპირ მივუყენებ მაგ 32გბ ჩემ 16გბ-ს და თუ იმუშავა იმუშავა (amd-ს დიდად არ უყვარს 4 მოდული ჩემი დაკვირვებით მითუმეტეს განსხვავებულები) თუ არადა დავტოვებ 32-ზე და ეგ იქნება. (აუცილებლად უნდა ანათებდეს )
-
გუშინ ჩავიწერე. სახალისო თამაშია, ვაიბები მოაქვს. მომწონს. მაგრამ.. ტეტრისის გრაფიკა აქვს, ნუ dlss-ის გამოყენებით ყოველშემთხვევაში. ოპტიმიზაცია კი კარგია მაგრამ არც არაფერი აქვს ისეთი რომ ჭედავდეს. ნელნელა შევყვები მაყვლის კრეფით.
- 223 replies
-
იასნა მეც ეგრე ვარ. ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო რა არის ფასი მაგ შავი კიტების მხედველობაში რომ მქონდეს? (ბოდიში, შეიძლება შეიძლება წინა გვერდებზე გიწერია მაგრამ სქროლვაც მეზარება )
-
სალამი @Gogla1990, ddr4 corsair vengance rgb pro 3200/3600 ხომ არ გაქვს/გექნება უახლოეს მომავალში 2x8GB ჯამში 16გბ მინდა რომ მივუდგა ჩემსას კიდე 2 მოდული. ან ისეთი ვარიანტი ხომ არ გაწყობს ჩემები რომ მოგცე და დაგიმატო სხვაობა თუ 2x16 მოდული გექნება. მეზარება გამოწერა და ლოდინი. მომწონს ეს rgb განათებები და ჰა ჰო corsair მინდა უეჭველი თან იმიტომ რომ სხვა პერიფერიებიც მაქვს მაგ ფირმის და არ მინდა არევდარევა, ერთ აპლიკაციაში მაქვს მოქცეული.
-
სრულდება ეპოქა რომელიც ჰამილტონის და მერსედესის თანამშრომლობამ შექმნა.. ძნელად წარმოსადგენია სხვა გუნდში ისევე როგორც ლაპარდი ვერ წარმომედგინა ჩელსის იქეთ მაგრამ ასეთებიც ხდება.
