-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
იმ საქმისთვის რისთვისაც მჭირდება კუდა ქორების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად უდრის უკეთეს შედეგს. რამდენი %-ით მეტი ბირთვია იმდენი%-ით მცირდება რენდერის დრო. ერთი ერთში. მარტო თამაში არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამის გამო ვამჯობინებ 780 ტი-ს. თუ რენდერის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ მაშინ დაუფიქრებლად 970. ახალია, გრილია, უფრო კარგი მხარდაჭერა აქვს მწარმოებლისგან, ტექნოლოგიური სიახლეებიც აქვს, +1გბ ვიდეომეხსიერება რომელიც 2კ-ზეც ბევრ თამაშს გათამაშებს. -
მე პირადად ოდნავადაც არ ვიდარდებ თუ არ იქნება პირატული ვერსიები. მაინც ვყიდულობ ლიცენზიებს. საერთოდ კი არამგონია ოდესმე თამაშების შეტეხვას თავი დაანებონ და აზრი დაეკარგოს. მილიონობით ადამიანის გეიმინგობის ბედია მაგაზე დამოკიდებული. ბავშვები რომელტაც საკუთარი შემოსავალი არ აქვთ და მშობლები ლიცენზირებულ ვერსიებს არ უყიდიან ძალიან დაიჩაგრებიან არადა ვერავინ დამაჯერებს რომ ადამიანის განვითარებაზე თამაშები დადებითად არ მოქმედებს. ნუ იმათი დღემდე არ მესმის ვინც თამაშს იმიტომ არ ყიდულობს რომ პირატული ხომ არსებობს როცა პც ვერსიაზე არც ისე ძვირია ლიცენზიები ჩვენი რეალობისთვისაც კი. მაგდენს ხალხი ყოველდღე შაურმებში უშვებენ. მოკლედ ჩემთვის ნეიტრალური ნიუსია. არც ვწუხვარ და არც მიხარია.
-
ისე აღვიქვი თითქოს თამაშის გამოწერა გინდა(თუ ვცდები მაშინ დაივიწყე რასაც ვწერ) და ეგ მთლიანი თამაში არაა. DLC-ა მარტო რომელსაც ძირითადი თამაში ჭირდება. რეგიონალურ შეზღუდვას რაც შეეხება არ ვიცი როგორ ხდება და სხვები უფრო გიპასუხებენ.
-
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
მე არაფრის გაგება არ მიცდია კაცო. უბრალოდ ვთქვი რა შედეგებიც მაჩვენა ტესტირებამ და ჩემი აზრი მოვაყოლე. მყიდველი თვითონ გადაწყვეტს რომელი ურჩევნია. მეც ლიჩნად ახალი კარტა მინდა მქონდეს და ყველა კარტა რაც მქონია ახალი ვიყიდე. upgrade-ზე ვფიქრობდი და დაახლოებით იმ ფასში რაც ჩემი კარტა ღირს ნვიდიას ბანაკში შესაბამისი ფასით რაცაა (ნვიდია მჭირდება საქმისთვის) არ ღირს აფგრეიდი და გუშინ მაგაში დავრწმუნდი. მეორე მხარეა მცირე ენერგომოხმარება და ხმაური. რაც შეეხება 970-ს ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ მაგას მე პირადად 780ti მირჩევნია ისევდაისევ საქმის გამო. 2880 კუდა ბირთვი აქვს რაც საოცარი მაჩვენებელია როცა ტიტანს 3072 აქვს. 970–ს იმ საქმისთვის რისთვისაც დამატებით ვიყენებ კარტას აშკარად ჯაბნის. მე კომბინირებული შემთხვევისთვის თამაშები+საქმე 780ტი-ს ალტერნატივას ვერ ვხედავ. იმასაც კი ვფიქრობ ჩემი 2 კარტა ხო არ მივაყიდო და ეგ ვიყიდო. -
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
მეც მეგონა რომ გრილი იქნებოდა მაგრამ არც მთლად გრილია. 2 ვერსია გავტესტეთ. EVGA gtx 950 sc და PNY gtx 950. პირველი ერთ ქულერიანია, მეორე 2 ქულერიანი. furmark-ში ერთი 79 გრადუსზე ავიდა ერთი 74-ზე ოღონდა არ მახსოვს რომელი რამდენზე. ოღონდ ეს სტანდარტულ რეჟიმში, ანუ მაშინ როცა ქულერები ავტომატურად 60 თუ 65 გრადუსს ზევით ჩაირთვება. მანამდე ჩუმადაა. P.S. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ყუთი აქვს PNY 950-ს. გიგანტური პირდაპირი გაგებით და შიგნით არაფერია. ცარიელი სივრცე აქვს )) -
Oculus Rift - ვირტუალურ-რეალური მოწყობილობა 3D თამაშისთვის
MaKaSaRa replied to ბერო's topic in ახალი ამბები
პირველი პარტია დაიტაცესო როგორც მითხრეს. რა ხამობაა ?! ))) რაც შეეხება დოზირებულ გამოყენებას დივაისში 600$ აძლევ და ნახევარი საათით რომ გამოიყენებ მაგარი უაზრობაა. ნუ ვნახავ თუ ვინმემ შემოიტანა საქართველოში საბოლოო ვერსია. წესით ბევრი რამ გამოსწორებული იქნება. სპექტეიტორ რეჟიმში როცა ხარ (და არა მაშინ როცა შენ მართავ) მაგ დროს გაცილებით სასიამოვნო მოსახმარისია. ზემოთ არის დემო UE4-ში გაკეთებული რობოტი რომ ჩანს. აი ეგ დემო მართლა ძალიან მაგარია. -
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
დღეს გავტესტეთ მე და მეგობარმა რამოდენიმე კარტა სხვადასხვა თამაშში. მათ შორის GTX 950. თამაშები იყო შემდეგი. Witcher 3, crysis 3, Metro LL, Tomb raider, Mad Max, Sniper gw2, TDU2 (ამას არ ვიმჩნევთ) Ryse Son of rome ნუ კიდევ არ ვიცი შეიძლება რომელიმე გამომრჩა. კარტები კი იყო gigabyte gtx 670 oc, EVGA gtx 950 SC, r9 280 sapphire. თითქმის ყველა თამაშში ჩამორჩა 950-ი 670-ს გარდა TDU2-სა )) სადაც 670-ს 60 ფპს ქონდა ამას 67. R9-მ გული დამწყვიტა. Mad Max-ში 10 ფპს-ით აჯობა 670-მა. ასევე crysis 3-ში 6-7 ფპს-ით. 950-ს ორივე კარტამ აჯობა ჯამში. მოკლედ ცუდი კარტა არაა მაგრამ ebay-ზე 670-ს სადღაც 110-120 $ დაითრევ რომ ჩაუჯდე და 950 135$ ნაკლებად არაა. მოკლედ ჩემი აზრით არ ღირს მაგის ყიდვა 1080პ-ზე ყოველშემთხვევაში(ნაკლებ რეზოლუციაზე არ გამიტესტია) -
Oculus Rift - ვირტუალურ-რეალური მოწყობილობა 3D თამაშისთვის
MaKaSaRa replied to ბერო's topic in ახალი ამბები
სიმართლე რომ ვთქვა მაგარი არ მომწონს ეს მოწყობილობა. ცუდად მოქმედებს ჩემზე. DK2-თან მაქვს შეხება და 5 წუთის გამოყენების მერე ფიზიკურად ცუდად ვხდები. დარწმუნებული ვარ ჩემს მსგავსად ბევრს ექნება მსგავსი პრობლემა. კი დიდი ამბებია და ყველგან VR-ს ტენიან მაგრამ როგორღაც მგონია რომ მასიურად ვერ გავრცელდება როგორც ყოველდღიური გამოყენების დივაისი. ფასიც კატასტროფული აქვს და ვიდეოკარტაც ტოპ კლასის ჭირდება. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ჩემთვის პირადად არ ამართლებს დანახარჯს. -
Mad Max
-
და ამის მუღამი რა უნდა იყოს? პერსონაჟის მოდელი იცვლება მარტო მსვლელობა იგივე იქნება და აზრი? თუმცა ფანების მონდომება დასაფასებელია
-
ჰო ეგ ძალიან კარგია. fbx უნიკალური ფორმატია. თუ ზოგადად terrain-ის მოდელირების საშუალებასაც იძლევა ვიყიდი მეც. რამოდენიმე ვიდეო ვნახე მაგრამ მაგ მხრიც რამდენად გამოსადეგია ვერ გავარკვიე .. ტექსტურების რეზოლუციის კონტროლი თუ შეუძლია და ა.შ. მოკლედ კარგი/გამოსადეგი პროგრამა ჩანს.
-
გილოცავ! მონაცემების ექსპორტირება რა ფორმატში შეუძლია? ზოგადად აქვს რომელიმე გავრცელებული 3D ფორმატში ექსპორტირების საშუალება თუ მარტო თავის ფაილს ქმნის?
-
კლავიატურით მარტივი სამართავია და არ მიჭირს პირველ ადგილზე გასვლა. რაღაც უცნაურობაა რომ კლავიატურა ჯობდეს კონტროლერს..
-
+1
-
საჭე კი მაქვს(G27) მაგრამ არც გამომიყენებია წესიერად. ახლაც ძმაკაცთან დევს კარადაში)) ხანდახან ოკულუსთან ერთად ვერთობით. ისე Dirt 3 ყველაზე დიდხანს ვითამაშე საჭით მაგრამ ეგ თამაში კლავიატურითაც კი ადვილად ითამაშებოდა.
-
გუშინ ჩავწერე ეს თამაში. რა სისასტიკეა?! )) რამოდენიმე გზა ვითამაშე იმ რაღაც მისტერბინის მანქანით და ძალიან მიჭირს. სულ მეორეზე გავდივარ. თავიდან სანამ კონტროლერი default სეთინგებზე მეყენა საერთოდ კოშმარი იყო. ჰო, ყველა დახმარება გათიშული მაქვს თორე ჩართულზე კუსავით მიღოღავს და ნერვებზე მოქმედებს. ისე მომწონს რთული როა. ვნახოთ მეყოფა თუ არა ნერვები ბოლომდე დასახურად თორე ისე კარგ მანქანებს ვერ გავხსნი :S
-
დავხურე. თავიდან არ მომეწონა ვერ ვუმუღამებდი რა უნდოდათ მაგრამ ბოლოსკენ იმენნა დრამა გაიჩითა )) მოკლედ მე მომეწონა(თუმცა მეორედ ამის დამხურავი არ ვარ). ძალიან მაინტერესებს ონლაინში. იმედია მალე შევძლებ თამაშს. მგონია რომ მაგრად უნდა "გამისწოროს". ძაან ჩემია ეს თამაში )) პ.ს. მულტიფლეიერზე დავა კიდევ შეიძლება მაგრამ BF და cod-ის სინგფლეიერების შედარება არვიცი .. მე პირადად სცენარით ნებისმიერი ერთი COD და MOH მირჩევნია BF -ის ყველა სერიას ერთად აღებულს.
-
ჰო შეუსაბამოდ დიდი რესურსი მიაქვს. არაფერი გრაფიკა ამას არ აქვს. COD: Ghost-დან მოყოლებული გაბერილი მოთხოვნები აქვს. Crysis 3 ჩემი გაგებით ერთერთი ყველაზე ოპტიმიზირებული თამაშია. ის რომ ტოპ კარტების SLI-ებს სახეს ახევს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. იმიტომ რომ საშუალო დონის კარტებზედაც შესაძლებელია თამაში ნორმალური პარამეტრებით (მაგალითად GTX 560ზე დავხურე თავის დროზე High-very high პარამეტრებზე FXAA-თი. 35-50 ფპს–ით. ონლაინში კიდე მედიუმზე 60 ფპს თავისუფლად მაძლევდა და მეტი რა ქნას ეგეთი გრაფიკის თამაშმა?!) vRAM 1080პ-ზე 2გბ-იც არ მიაქვს და ოპერატიულიც ცოტა ჭირდება. მოკლედ მაგარი თამაშია რა.
-
16gb მაქვს ოპერატიული და დაახლოებით 10gb მოიხმარს როცა FXAA-ზე მაქვს და დანარჩენი ულტრაზე. ისე ეს ვერსია მაქვს.
-
ivy-ს G სერია არ რაზგონდება მაგრამ Haswell-ის G სერია კარგად რაზგონდება. (კარგად რა 4.5-ზე მარტო მამრავლის მომატებით დგება გააჩნია როგორი შეგხვდება)
-
სინგლ ფლეიერი ამდენი ნაწილის შემდეგ პირველად მეჩვენება მდორედ და მოსაბეზრებლად. ონლაინი კი ძალიან მომწონს და ვიყიდი აუცილებლად.
-
ულამაზესია <3
-
ჰო არანაირად არაა საჭიროება ასეთმა ვიზუალმა ამხელა რეურსი წაიღოს. არასწორეები არიან ) ახლა კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა. თამაშს რომ ვრთავ და ENTER-ს რომ ვაჭერ თავიდან პირდაპირ ახალი კამპანიის დაწყებაზე გადავყავარ გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს. არადა წამიერად გამოდის რომ თამაშის გაგრძლება ჩანს. რაღაც ბაგია. ან ჩემი კლავიატურის ბრალია რომ ავტომატურად რაღაცას აჭერს. გადარესტარტებაც ვცადე კომპის მაინც ისე გააკეთა. მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?
-
ოპერატიულს ნთქავს კი არ მოიხმარს. 10გბ-მდე მიაქვს FXAA-თი. ესეც რომ ავუწიო ბოლომდე არ ვიცი რამდენს წაიღებს. არც მიცდია. ზოგიერთ ადგილზე აქვს წამიერი ვარდნები 45-50ფპსმდე. ისე ძირითადად 75-90 აქვს თუ 90-ზე გაქვს შეზღუდვა. თავიდან დიდი არაფერი მაგრამ შემდგომ ტურებში ვიზუალური მხარე გამოკეთდა თუმცა უკეთესს ვისურვებდი. ონლაინი მაინტერესებს ძალიან თორე სინგლს ისედაც ერთს ითამაშებ და ეგაა. ვუცდი გაიაფებას (ალბათ გაზაფხულამდე მომიწევს ლოდინი) მანამდე Advanced Warfare-ით გავერთობი. ნამდვილად არაა ცუდი ონლაინში. ჩემს დებილ ინტერნეტზე ძალიან მიჭირს მაგრამ ძმაკაცთან ნორმალურ ინტერნეტზე უპრობლემოდ ვთამაშობ პირველი ადგილისთვის. არაა ძნელი. რთულ ქილსთრიქებსაც ხშირად ვიღებ. მოკლედ ველოდები სეილებს რა..
-
FXAA-თი უპრობლემოდ მიაქვს ულტრაზე მაგრამ რად გინდა საშინელი ვიზუალი აქვს თუ მე მეჩვენება არ ვიცი. წინა ნაწილი ამას გრაფიკით ბევრად მირჩევნია.
