-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
wonder woman-ი ვნახე გუშინ. მოკლედ ერთი ნახვით ვერ გავერკვიე მომეწონა თუ არა )) თავიდან ძალიან მომეწონა როგორი ბავშვობა ქონდა, ვარჯიშობდა რამე. შუაში საერთოდ ჩამეძინა ლამის. ბოლოში თითქოს გამოცოცხლდა ვითარება მაგრამ მებანალურა რაღაც მომენტი ხოდა მოკლედ ძალიან შერეულ შეფასებას ვაძლევ ამ მომენტში. ვერ გადავწყვიტე კარგია თუ ცუდი )) კიდევ ერთხელ უნდა ვნახო შედარებით კარგ ხასიათზე მყოფმა ))
- 3474 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ადრეულ ორიათასიან წლებში რომ ვიყოთ ალბათ კარგი იქნებოდა.. 2017 წელს? ეეს? კარგი რა..
-
ადმინს ვთხოვ დახუროს თემა. რაც მაინტერესებდა ყველაფერი მარტივად გავარკვიე. ძალიან ინტუიტიური სისტემაა. ყველაფერი მარტივად აქვს.
-
მადლობა გამოხმაურებისთვის. ზუსტად ეგ მაინტერესებდა, საქართველო არაა ჩამონათვალში და მანდ გავიჭედე. ანუ ამერიკით გავაგრძელებ. თვითონ icloud-ის ემაილი შევქმენი @icloud.com როა. მემგონი მარტივია. თუ რამეს ვერ გავიგებ დავწერ აქ. იცოცხლოს ამ თემამ 1-2 დღე ადმინს ვთხოვ. დღეს არ მეცალა ამისთვის რომ გამერკვია.
-
მოგესალმებით მეგობრებო! დღეს რატომღაც მომინდა მოკბეჩილ ვაშლზე გადმოვსულიყავი (წლებია windows phone-ს ვიყენებ) და iphone SE ვიყიდე.ზაფხულში 4 ინჩზე მეტი ზომის ტელეფონების ტარება დიდად არ მხიბლავს და ეს მოდელი მემგონი ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნის. მიდევს ახლა წინ და თხა და გიგოსავით ვუყურებ. apple ID-იც არ დამირეგისტრირებია. რაები გავითვალისწინო და რისი ცოდნა დამჭირდება? დიდი მომხმარებელი არავარ სხვადასხვა ფუნქციების. რეგიონი რა ავირჩიო და ასე შემდეგ. applestore-ი ID ს მთხოვს და ჯერ არ მაქვს. ქვეყანა რა მივუთითო მანდ? საქართველო თუ ამერიკა? მოკლედ საიდან დავიწყო? მადლობა წინასწარ.
-
სანამ steam-ზე ვიყიდდი მანამდე gog.com-ზე ვიყიდე სიიაფის გამო და იქ დავხურე dlc-ების გარეშე. მერე steam-ზე ვიყიდე და ჯერ პროსტა გადარბენით დავხურე მეორედ newgame+ით საფუძვლიანად მივყევი ძირითად თამაშს და ახლა კიდევ dlc-ებსაც მივყვები ნელნელა. ჯამში steam-ზე 145 საათი მაქვს ნათამაშები ჯერჯერობით. არ მომბეზრებია არცერთ მომენტში და თუ თავს ვანებებდი თამაშს პერიოდულად მხოლოდ იმიტომ რომ დიდხანს გაგრძელებულიყო.
-
დიდად არ ვიდარდებ თუ არაფერი გამოვა. მაინც მინიმუმამდე მაქვს შემცირებული თამაშებისთვის განკუთვნილი დრო. ახლა ამ დლს-ებს მივახურავ ნელნელა და კიდე ერთი წელიწადი მეყოფა ემოციად )) მერე ვნახოთ საიბერპანკიც შეიძლება გამოუშვან და იქნებ ისიც მაგარი აღმოჩნდეს. მეიმედება ეს სტუდია. უბრალოდ გვენტის სთენდელონ ვერსია მართლა არ მომეწონა. თამაშში როგორცაა ის სტილი არ უნდა შეეცვალათ.. დაამსგავსეს სხვა მსგავსი სტილის თამაშებს გაცვეთილი ანიმაციებით და შეძახილებით
-
ფასდაკლებაშია სთიმზე. მე DLC-ები არ მქონდა და თითქმის ერთწლიანი შესვენების მერე გადავწყვიტე კიდევ გავიხსენო რა საოცარი თამაშია. ასე რომ dlc-ები ვიყიდე და შევუბერავ. სხვა თამაშების მუღამი საერთოდ არ მაქვს. შედევრია უბრალოდ..
-
არ მომწონს ფერარის ასეთი მიშვება )) მერსედესმა მინდა მოიგოს )) მონაკოს ტრასა გასწრებებისთვის არაა, ძალიან მოკლეა. დამეზარა ყურება კვალიფიკაცია რომ ფერარებმა მოიგეს ასე ვთქვათ ძირითადი რბოლის ყურებას აზრი არ ქონდა. თუ რაიმე ფატალურ შეცდომას არ დაუშვებდნენ ვერ დაკარგავდნენ პოზიციას
-
40$ამდე იყო ხო მაშინ ჩამოსული? ეგეც ძვირია ბორბლებიანი თამაშისთვის ჩემთვის მითუმეტეს რომ რაიმე საოცრებას ვერ ვამჩნევ გარდა გრაფიკისა. TDU-ში კი გადავიხდიდი ამ თანხას გრაფიკა რომ ამ დონეზე მიიყვანონ მაგრამ ეგ კამანდა საერთოდ ჩაიძირა..
-
საოცრად ძვირია. 100$ და 60$. ნამდვილად არ გადავიხდი. და რადგანაც პირატულებს არ ვთამაშობ ე.ი. საერთოდაც ვერ მითამაშია. მაიკროსოფტის კეთილგონიერების იმედი არ მაქვს ფასი რომ ადეკვატურ ნიშნულამდე შეამცირონ.
-
მე ნახევარ წელიწადზე მეტია რაც შევეშვი აქტიურ გეიმინგს. ეს ბოლო 2 შაბათკვირაა რომ ისევ ვითამაშე. მე და ერთი ჩემი მეგობარი უეჭველი ვართხოლმე. ახლაც ვთამაშობდით. კიდე 2იც სულ თამაშობდნენ, ახლა არ ვიცი აღარ შემხვედრიან. შენ რაებიც ჩამოთვალე ეგენი არ მაქვს. ubisoft-ის თამაშები. for honor მინდა მაგრამ არც ისე ძალიან მომწონს რომ საბოლოოდ გადავწყვიტო. bf 3-4 მაქვს და 4 ახლაც უნდა მეწეროს მემგონი მაგრამ ინტერნეტი მაქვს ძალიან ცუდი და სერვერებიდან ავტომატურად მაგდებენ (( თან codით ბევრად კარგად ვერთობი. ზოგჯერ cod: mw2-საც ვთამაშობთხოლმე. მაგის სასტავი კიდევ უფრო ბევრია )) მიუხედავად იმისა რომ 2009 წლის თამაშია. რავიცი მე ამ ეტაპზე სხვა არაფრის ონლაინის ცდას არ ვაპირებ. black ops 3-ში ვიქნები და თუ იყიდი ვითამაშოთ. overwatch-ს ვთამაშობდი გარკვეული დრო კიდევ და ეგეც მომბეზრდა. ჩემს გარდა არავინ იყო ქართველი..
-
რაც უფრო მეტს ვთამაშობ მეტად აღარ მომწონს ეს ნაწილი. ძალიან პატარა რუკებია და უაზრო რესპაუმის სისტემა. ვისი ვიოლინო ვის როიალშია ვერ გაიგებ. მე არ გამჭირვებია დამუღამება პირველივე ცდაზე პირველზე გავედი )) მაგრამ მთავარი ეგ ხო არაა. სპეციალისტების მრავალფეროვნება კარგია და შეგიძლია მორგო როგორც გინდა. ქილსთრიქები ამ ნაწილს რაღაც სუსტი აქვს.. და ზოგადად black ops 3-ის მერე დეგრადირებულია თუმცა უფრო ძველი ნაწილების კვალი ეტყობა. მოკლედ მე რეკომენდაციას არ ვუწევ ამ თამაშს მიუხედავად იმისა რომ cod-ის გულშემატკივარი ვარ. თუ ყიდვას აპირებ black ops 3 იყიდე cod-ებიდან. მაგას ვთამაშობხოლმე და კარგი გასართობია. სთრიმერები ვინც არიან ამ თამაშების ისინიც კი BO3-ს დაუბრუნდნენ და მაგაზე დებენ ვიდეოებს და არა ამ ახალ ნაწილზე. მოცემულ მომენტში ორივე ერთი ფასი ღირს. თუ იყიდი ერთად ვითამაშებთხოლმე ნუ შაბათკვირას მაინც. ქართველი მეგობრებიც მყავს ვინებიც თამაშეობენ. გასართობად კარგია და მეცნიერული შრომების გამოქვეყნება და საუკუნიანი დამუღამება რომ ჭირდება ეგეთი თამაშებისთვის დროის ხარჯვა ჩემთვის არაა.
-
ამ ვიქენდზე უაფასოდ შეიძლება ონლაინ თამაში. ვითამაშე რამდენიმე ხელი და მომწონს. კოდის სხვა ნაწილებში ჩემი სქილები აქაც მუშაობს )) ძალიან მომწონს და ალბათ black ops 3ის მერე ამას ჩავუჯდები. ახალი ნაწილის იმედი ნამდვილად არ მაქვს და არც ვაპირებ ვითამაშო და წინ მთელი ერთი წელიწადი იქნება სანამ კიდე რაიმე ჩემი სტილის cod-ს გამოუშვებენ. მეორე მსოფლიო ომი არა გოგრა.. welcome to the future
-
რბოლა ვერ ვნახე მაგრამ ჰაილაითებს ვუყურე. მერსედესი vs ფერარი პინგპონკს თამაშობენ რა. მე მაინც სუბიექტური ვარ და მინდა მერსედესმა მოიგოს წელსაც. თუმცა დაძაბულობისთვის ახლო მდევარი აუცილებელია. მოკლედ წელს ამ მხრივ უფრო საინტერესო სეზონია წინა წლებთან შედარებით. მაშინ ცალკარა იყო ))
-
21 რიცხვამდე Quake-ის close beta ტესტირებაა. გასაღები მომივიდა და თუ ვინმეს გაინტერესებთ შემიძლია დაგითმოთ. ამის თამაშის დრო არ მაქვს.. ოდესღაც ძალიან მაგრობა თამაში იყო. ჩემი პირველი online შუთერი.
-
ჰო ჩავხსენი უკვე და ისე მაქვს. თან ამ კვებაზე უბრალოდ დენის თამაშით მაინც არ ითიშება კომპი და სულ თუ წავიდა შუქი ups-ითაც ითიშება და აზრი? )))
-
გამარჯობათ ფორუმელებო! პრობლემა მაქვს კომპიუტერის ჩართვასთან დაკავშირებით და მინდა გაგიზიაროთ. დეტალურად არ დამიტესტია მაგრამ იქნებ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და პირდაპირ დამნაშავეს მივადგე. მოკლედ თვეზე მეტია კომპიუტერს power ღილაკზე დაჭერისას რეაქცია არ აქვს. ნუ შემთხვევითობის პრინციპით. ხან კი ხან არა. მერე უნდა ვეჩალიჩო კაბელები გამოვაერთო გადავაერთო განვმუხტო და ბოლოს ირთვება მაგრამ რის შედეგად არ ვიცი. ხო ups-ზე მაქვს ცხადია კომპი მინიტორი+სისტემური ბლოკი. დღეს გამოვაერთე უპს-დან და ჩავაერთე პირდაპირ ვილკაში. ეგრევე ჩაირთო ისე რომ power ღილაკისთვის არც დამიჭერია. დამახსოვრებული ქონდა ეგ სიგნალი თუ რა მოხდა არ ვიცი. ორჯერ გავიმეორე იგივე ქმედება და ორივეჯერ უპს-ის გარეშე ჩაირთო. ლოგიკურად ups-ს ბრალი გამოდის მაგრამ როგორ და რანაირად? მაზერზე ups-ის გავლით დენი მიდის. ნათურა ინთება მაგრამ სხვა არაფერი აქვს მანიშნებლად. სიტყვაზე power good სიგნალი მიდის თუ არა მაგას ვერ ვხდები. შეიძლება ups დენს "ამახინჯებდეს". რაღაც უბრალოდ intex-ის 650VA მასხრობაა როგორც მახსოვს. დაუტვირთავზე კი იცავს კომპს ეგრევე გათიშვისგან მაგრამ თუ დატვირთვაზეა, თამაშით ან რაიმე სხვა ფორმით ეგრევე ითიშება კომპი მაინც. მოკლედ რას ფიქრობთ თუ შეგიძლიათ გამიზიარეთ.
-
Microsoft Lumia - სიახლეები
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
ახლა გასაგებია მადლობა -
Microsoft Lumia - სიახლეები
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
lumia 640 LTE at&t ვერსიაზე beeline ს რომ 3-3.5 თაობა არ ქონდა მარტო edge მუშაობდა და დღეს შემთხვევით რომ მივატესტე თავი გაიგიჟა. რაიმე შეცვალა მობილურმა ოპერატორმა? თუ ამას დაემატა მეოთხე თაობის სიხშირეები? -
ამ თემაში რომ ჩემი ბებერი CPU-ს ქულა დავდო სირცხვილი კია უკვე ისეთ მაჩვენებლებზე ადიან თანამედროვე სისტემები )) უბრალოდ დავსქრინავ. 4.5-ზე ხან 787 ხან 779-ს იღებს. დღეს რომ გავატარე მაგალითად 785 აჩვენა. სტოკზე 665-667 ზონაშიახოლმე (ტურბობუსტით)
-
ვნახე რბოლა. მაგარი სეზონი იქნება როგორც ჩანს. ბოტასმა მოიგო, თავიდან კარგი სტარტი ქონდა და მოიტოვა ვეტელი. მოკლედ პირველზე მერსედესი, მეორეზე და მესამეზე ფერარი. ჰამილტონი მხოლოდ მეოთხეზე გავიდა. ყოჩაღ ფერარი. რაიკონენიც კარგ ფორმაშია. ალონსო მეცოდებახოლმე, ფარჩაკი მანქანა ყავს..
-
თამაშის მენიუში>>Forza Hub-ში. და მანდ უკვე სხვა პროგრამით უნდა გადაიღო უკვე გაკეთებული სქრინშოთი. ანუ პირდაპირ output-ს არ იძლევა ეგ თამაში.
-
მადლობა! ასევე გილოცავ! მე red pack და porsche pack-ები არ მაქვს. პორშეები დიდად არ მაინტერესებს მაგრამ ფერარებიდან F1-ის მანქანა ძალიან. ისე porsche season pass რუსული ექაუნთით 3.20$ გამოდის უხეშად რომ დავთვალოთ. მითხარი როცა რაიმეს ყიდვას დააპირებ და თუ რუსულზე უფრო იაფი ჯდება gift-ად გამოგიგზავნი.
