-
Posts
3692 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
თუ ეგ მართალია.. ერთი ტიპი ქმნიდაო 2 წლის განმავლობაში. კარგი რაღაც ჩანს თრეილერში თუ მარტო თრეილერი არაა ბევრი სხვა თამაშის(და ფილმის) მსგავსად. რომ არ მომეძიებინა ინფორმაცია ვერ დავიჯერებდი ინდი თამაში როა და რომელიმე საშუალო ან დიდი სტუდიის ნამუშევარი არაა. ძველი პოპულარული თამაშებიდანაა ინსპირაცია, აშკარად. ფრიად საინტერესოა და ველოდები. მიყვარს ასეთი თამაშები.
-
Batman vs Superman ვუყურე (ვიცი დაგვიანებული რეაქცია გამომივიდა მაგრამ მაინც უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია) საოცრად არ მომეწონა. დიდი მოლოდინი არც მქონდა მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. გაუგებარი სიუჯეტი აქვს. სადღაც შუიდან დაიწყოო ასე გეგონება. რაღაცეები აკლია. ბრძოლის სცენები მაიმუნობაა განსაკუთრებით ბეტმენის გონებაში რომ ხდება სადღაც უდაბნოში ავტომატით რომ ჩითავს. ტიპები ელოდებიან აშკარად როდის მოუქნევს ხელს )) ძირითადი ბრძოლაც არაფერი ისეთი. უაზროდ ჩათხრილი იუმორის ელემენტები. კიდევ ბევრის თქმა შემიძლია მაგრამ ნერვები არ მინდა დავიგლიჯო. DC ს კომიქსები ყველა ეგეთ მუქ ფერებშია და ეგ განასხვავებს კაკრას მარველისგან. ასე რომ მე ფერებთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ვერ წარმომიდგენია სხვანაირად. ბეტმენი ღამის რაინდია და იასნია სიბნელეში უნდა იყოს.
- 3532 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ოკულუსი ამ მომენტში არ მაქვს სახლში. ისე კი ადრე გავტესტე ამ თამაშში. DK2-ზე მაქვს საუბარი. მსხვილად ჩანს პიქსელები რათქმაუნდა მაგრამ ეგ თავიდანაა შესამჩნევი. რამდენიმე წამში გავიწყდება რომ ეგრე არ უნდა იყოს. საკმაოდ რეალურია. ადრენალინი გაწვება ისეთი სისწრაფით რომ მიდიხარ. თან საჭით. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ ხედვის არის ამბავში. მოკლედ ძალიან ეფექტურია. უბრალოდ რამდენიმე კრუგი რომ მოვარტყი დავიღალე და მეტი არც ჩამირთავს მაშინ. ახლანდელ ვერსიეაში როგორაა არ ვიცი მაგრამ მაშინ კონფიგ ფაილში უნდა შეგეცვალა რაღაც პარამეტრები რომ არექვა ოკულუსი. თან მაშინ აზრზე არ ვიყავი და გამოსახულება მარტო ოკულუსში მქონდა, დუბლიკატს არ აკეთებდა მონიტორზე რომ სხვასაც დაენახა რა ხდებოდა. ნუ არ ვიცი შეიძლება არც იყო ეგ შესაძლებელი. მაშინ ოკულუსის თემაშიც დავდე ვიდეოების ლინკი სადაც პირველი შთაბეჭდილებებია მაგ დივაისთან დაკავშირებით. ბოლო ვერსია იდეაში ბევრად დახვეწილი უნდა იყოს და რეალიზმის შეგრძნებას მაქსიმალურად იძლეოდეს, არ ვიცი. არ მინახავს ჯერ ეგ დივაისი. ძმაკაცი აპირებს ყიდვას ფინალური ვერსიის რომელიმე ვრ სათვალის და მერე ვნახავ. მანამდე იქნებ ვიდეოკარტაც შევცვალო თორე ახლანდელ კარტაზე მოკვდება, აზრი არ აქვს.
-
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
კაი რამე ჩანს. გადავხედავ ჩემს სურვილებს მეყიდა ამდ-ს 480.. -
მადლობა
-
HUD-ის მორგება საიდან ხდება? ჯერ გზები რომ არ ვიცი მინდა რუკა მქონდეს თუ რაც ქვია. წინასწარ რომ შევემზადოხოლმე მოსახვევებისთვის.
-
აჰა, მექანიკით ვცადე დღეს და აშკარად უფრო გემორჩილება მანქანა და დროც უკეთესია. თამაშისას დრო ისე გადის ვერც ვამჩნევ. ამ მხრივ ძალიან ჩამთრევია. არკადებზე მიჩვეული ვარ და თან კონტროლერით. ეს საერთოდ სხვა რაღაცაა და მიჭირს ჯერჯერობით. რუსთავის გზაზე 1:33:5 მაქვს ჯერჯერობით Z4 GT3-ით(ოღონდ ავტომატიკით). უფრო სხვა მანქანებით ვთამაშობ. Formula ძალიან მაგარია. ეგრევე რომ გემორჩილება და რეაგირებს პედალზე. ერთი ოკულუსიც უნდა მოვირგო ისევ ^^. თქვენს დროებამდე ბევრი მიკლია და ამიტომ ჯერ ჩემთვის ვიხლაფორთებ. მერე შევუბეროთხოლმე ონლაინ. ისე ვინც თამაშობთ სთიმზე რომ დავამატოთ მეგობრებში ერთმანეთი კარგი იქნება. ჩემი ექაუნთია makasara
-
მექანიკით სიარული ჯობია კარგი დროისთვის თუ ავტომატიკით? (ჩაინიკური კითხვაა? )
-
200 საათზე მეტი დამიგროვდა უკვე ნათამაშები(უფრო ზუსტად ჯამში SP+MP 240 საათი). როგორც ადრე ვწერდიხოლმე თავიდან მიჭირდა დამუღამება მაგრამ მალევე ვისწავლე (რამდენადაც ეს ჩემს დებილ ინტერნეტზეა შესაძლებელი) და ახლა საერთოდ აღარ მიჭირს. უბრალოდ თავიდან რომ მინუსებში მქონდა ფრაგი მაგის ამოქაჩვა ძალიან გართულადა (ფრაგის არა უბრალოდ სტატისტიკის რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგი დგება). 30000 ადგილზე ვარ გაჭედილი დღეს რომ ვნახე. ნორმალურ ინტერნეტზე 1000ეულში მოხვედრა არ უნდა იყოს ძნელი თან იმის გათვალისწინებით რომ მოწინავე ადგილები მაინც ჩითერებს ეჭირება. მაინც არაა ნორმალური დაცვა ამ მხრივ. ბანს დაადებენ სტატისტიკას გაუნულებენ მაგრამ რაღაც დროის მერე ისევ შეეძლება წვდომა. უაზრობაა რა. ვერასდროს გავიგებ რა სიამოვნებაა ეგრე თამაში.
-
მარტო გასაღები არაა საკმარისი, ონლაინ ექაუნთიც გინდა რომელიც მაგ გასაღებზეა მიბმული.
-
მადლობა ლექსო. ჩავაგდე ეგ გზა და უპრობლემოდ ჩაირთო.
-
მოკლედ როგორც იქნა მოვიცალე საჭისთვის. მივაერთე დღეს და ვეცადე ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც ზევით ტუტორიალშია. მაგრამ თამაშში როცა იწყებ საჭის პარამეტრების დაყენებას მანდ გავიჭედე. რომ გეუბნება მოატრიალე საჭე 90 გრადუსით მარჯვნივო მანდ ვატრიალებ და 190 გრადუსს წერს ან რაიმე მიახლოებულს. ასევე საბოლოოდ გამოდის რომ ინვერსიულადაა დაკალიბრებული. მარჯვნივ რომ ვუხვევ მარცხნივ ტრიალებს თამაშში. მოკლედ თვითონ თამაშის პრესეტი ავირჩიე g27თვის და ისე მოვარტყი რამდენიმე წრე მაგიონეზე. სასიამოვნო და ბევრად მარტივი სამართავია კონტროლერთან შედარებით თუმცა აშკარად ეტყობა საჭეს რომ რაღაც პარამეტრები სწორად არ აყენია. ხვალ კიდევ ვცდი და ვნახოთ რას მივაღწევ. ჰო მართლა რა რუსთავის გზაზე დადიხართხოლმე და ეგ გზა საიდან გადმოვწერო? დროის დაფიქსირებაზე რომ ვიჩალიჩო.
-
რაც windows 10-ზე გადმოვედი ვეღარ ვთამაშობ. პრობლემები აქვს მაგ OS-თან(ჩემთან ყოველშემთხვევაში). ისე კი ონლაინ სულ იყო ხალხი მიუხედავად იმისა რომ სერვერი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშებოდა. აი ძალიან კარგი გასართობი იყო.
-
გუშინ 800მბ განახლება გააკეთა. ისეთი არაფერი. მენიუში შეცვალეს განლაგება. ჯგუფებად დაყვეს სხვადასხვა პარამეტრი და ერთ სივრცეში აღარ ყრია.
-
გადმოვწერე ეს დროებითი ვერსია. გრაფიკა ნორმალური აქვს. ჩემი პარამეტრების ბრალია თუ სულ ეგრეა არ ვიცი მაგრამ ძალიან ბევრი ბრჭყვიალა მომენტი აქვს და ეგ დიდად არ მომწონს. ფპს-იც არ აქვს ნორმალური მაქსიმუმზე ჩემთან და მაგანაც გული დამწყვიტა. იდეა მომწონს ძალიან undergroud , ქუჩის რბოლები , სარბოლო მანქანები და არა სუპერქარები მაგრამ ტექნიკურად რაღაც აკლია. არაა მაღალი დონის შესრულება ასე მგონია თუმცა ჯერ ცოტა ვითამაშე და დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მართვა ნორმალურია მაგრამ hot pursuit-ს რომ ქონდა ეგეთი არცერთ NFS აღარ ქონია, იდეალური იყო არკადისთვის. თუ კიდევ gაიაფდება ვიყიდი. რამადენიმე NFS მაქვს და ესეც იყოს არ შემიშლის.
-
DX12-ზე გააუმჯობესა მაგ პაჩმა წარმადობა. იმდენი ფპს აქვს რამდენიც აქამდე 11-ზე ქონდა თუმცა DX11-ზე გაუარესდა ჩემთან. შეიძლება რაღაცამ აურია. ეს ძველი შედეგი DX11-ზე very high პრესეტზე ეს ახალი დხ11-ზე იგივე პარამეტრებზე და ესეც დხ12-ზე
-
მე როგორც წავიკითხე SLI კონექტორი არ ექნება თორე განა არ იმუშავებს. როგორც ამდ-ს აქვს პირდაპირ პსი ექსპრეს სლოტიდან კავშირი ეგრე იქნება შესაძლებელი ინფორმაციის გადაცემა. 8600GT-ებს თუ ქონდა SLI ხიდი რას აკეთებდნენ რო? ))
-
სრულიად უაზრო ჩანართია მე თუ მკითხავ. მაგის გარეშეც მშვენიერი იქნებოდა. დადიხარ იქეთ აქეთ უაზროდ. დროის გასაყვანადაა ჩაკვეტებული აშკარად. რთული არაა თუ იპოვე. მე თავიდან არ ვიღებდი მაგეებს და ბოლოსკენ მოვინდომე. იმიტომაც დამეზარა და დროში გამეწელა. ინტერესი აღარ მქონდა. თავიდან რომ დავიწყებ დახურვას მერე სადაც ვნახავ ეგრევე ავირებხოლმე და იმდენად მოსაყენი აღარ იქნება
-
მაგან გამაწა მეც და დავიკიდე. სადღაც ნახევარი ვიპოვე და მერე ნერვები აღარ მეყო. ახლაც ეგრე მაქვს. რამდენიმე თვე გავიდა რაც დავხურე და იმის მერე თითო ჩართვაზე 1-2 თუ ვპოულობ. მაზოხიზმია..
-
ამ ფორუმიდან არ არიან მაგრამ ჩემი სამეგობროდან 4 მაინც რეგულარულად. ჩემი ჩათვლით 5. უბრალოდ ყველა ვმუშაობთ და დროის ამბავში ხშირად ვერ ვემთხვევითხოლმე ერთმანეთს. დასვენების დღეებში უფრო. ამ ფორუმიდან არ გამიგია ვინმე თამაშობდეს. ვისაც აქვს ისიც არ თამაშობს.
-
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
კი გეთანხმები. 8.1 აბსოლუტურად უპრობლემო იყო. ახლა სინქრონიზაციასთან პრობლემები აქვს. სმს-ების ბექაფი არ გააკეთა ნორმალურად. რაღაცეები გააქრო როცა 8.1-ზე იგივე ბექუფიდან უპრობლემოდ აღადგინა. ასევე ბოლოს შევნიშნე რომ ლოქეიშენ სერვისი არ მუშაობს. კიიდევ ფოტოებს არც ავტომატურად და არ მეანიკურად არ ტვირთავს ქლაუდში. დავბრუნდები ალბათ 8.1-ზე. -
მეც არ მგონია რომ 4გბ-მა ისეთი ცუდი შედეგი აჩვენოს 8გბთან შედარებით-40$ მომატება ღირდეს. 40$ +100 ლარია სადღაც. 1-2 ფპს მე პირადად არაფერს მიწყვიტავს. ახლა თამაშებში 60 ფპს რომ იჭერდეს უპრობლემოდ 8გბ-იანი და 4გბ 57-58 მართლა დავფიქრდებოდი დამემატებინა ის 40 მწვანე მაგრამ. 60-ზე დაბლა რამდენი ფპს იქნება არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც დაბალია და ვერაფერი უშველის. 1080პ-ზე ეგ 8გბ ბრალოდ მაიმუნობაა და თავის მოტყუება. რაიმე ნორმალური ვერსიები დაიდოს და ვიყიდი ალბათ შემოდგომისკენ. ახლანდელების ვიდი არ მომწონს
-
ახალს რათქმაუნდა ვერ იშოვი 970-ს მაგ ფასზე ნაკლებად მაგრამ 2 ვარიანტი ჩემი თვალით ვნახე ebay-ზე 200$ებში რომ გაიყიდა. ასუსის სტრიქსი იყო ერთი და მეორე evga. მე პირადად ახალი კარტის ყიდვა მირჩევნია თუნდაც იგივე წარმადობა რომ ქონდეს როგორც 970ს აქვს.
-
აი ეგ ნაღდად არ მიცდია საფულეზე შემეტანა ქართული ბარათით. დღემდე ფეიბოქსიდან ვრიცხავ.
- 669 replies
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
