-
Posts
3687 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
rx 480 ს ველოდები მე პირადად. თუ 970ს აჯობებს მაგას ვიყიდი პირდაპირ. თუ ვერ მაშინ კიდევ მომიწევს დაფიქრება.
-
მე რათქმაუნდა cod უფრო მომწონს და მაშინ hardline უნდა დამევასოს მაგრამ მგონია რომ რაღაც დაბალი დონის თამაშია და bf4 უფრო ხარისხიანია. ამიტომ bf4 ვიყიდი. თან უფრო მეტი მოთამაშე ყავს რასაც გადავხედე ინტერნეტში.
-
ღიირს ყიდვა? დღეს ვფიქრობდი და ვერ მოვიფიქრე. ამ თამაშთან დაკავშირებით(და ზოგადად BF სერიასთან) ეგდოს რა ბიბლიოთეკაში დამოკიდებულება მაქვს. შეიძლება არც ვითამაშო მაგრამ ფასი იმდენად მისაღებია რომ მქონდეს არ ვიტყოდი უარს. და კიდევ ერთი კითხვა. hardline თუ BF4?
-
მაგ ტესტებს რომ დავუჯეროთ ჩემს კარტას 780 ti-ზე მაღალი ფპს აქვს max პარამეტრებზე. რაღაც არ მეჩვენება რეალურად. თან 970ს 780ტი-ზე 30+ ფპს მეტი აქვს. კაი რა
-
ჩემთან (steam-ზე) 667მბ -იანი განახლება გააკეთა და მეგობარმა მითხრა gog-ზე 2 გბ იყო დაახლოებითო. რა უბედურებაა. რატოა ასეთი სხვაობა. ვერსია კი შეიცვალა და 1.22 აწერია.
-
მომწონს, თან ძალიან. (პ.ს. პანდორაზეა და ეივას გამოგზავნილი ცხოველები ჩანს თუ რა ხდება?) ვიყიდი აუცილებლად.
-
კი კარგია ეგ დელები მაგრამ აზრს ვერ ვხედავ ძვირი რატო უნდა გადავიხადო ჩვეულებრივ 1080პ 60 ჰერციან მონიტორში. 500+ ლარი ბარემ ცოტასაც წავამატებ და რაიმე მაღალ რეფრეშიანს ვიყიდი. ჩვეულებრივ მონიტორში 300-350 ლარზე მეტის გადახდა არ მიღირს. 2011ში ეს მონიტორი რომ ვიყიდე 309 ლარი მივეცი და ახლა ამ ფასში ვერაფერი ვნახე მაღაზიებს რომ გადავავლე თვალი. იმედია ერთი 2 წელიწადი კიდევ გავაზლებინებ რომ მერე ბარემ 2კ-4კ მონიტორზე გადავიდე. ახლა ძლიან ცუდი პერიოდია. გარდამავალი ასე ვთქვათ. ახალი სტანდარტები იკიდებს ფეხს და ჯერ ძვირია. არაადეკვატურად ძვირი. თუ ხარისხიანს იყიდი რათქმაუნდა თორე უბრალოები კი შეიძლება იშოვო შედარებით იაფად მაგრამ გეიმინგისთვის არ ვარგა. იმხელა ლაგი აქვს მეორე დღეს გაიგებ ლამის რა მოხდა.
-
მოგესალმებით ფორუმელებო! აი დადგა ის მომენტი როცა ამდენი ხნის მანძილზე პირველად მონიტორის პრობლემა შემექმნა )) მოკლედ გუშინ ფილმს ვუყურებდი და ოდნავ დავხარე მონიტორი რომ ხედვის კუთხე გამესწორებინა. აი მომენტალურად გაუჩნდა ვერტიკალური იისფერი ხაზი მთელ სიმაღლეზე მარცხენა კიდიდამ ასე 4-5 სმ-ზე. მოკლედ დავიწყე უკვე სხვა მონიტორზე ფიქრი და ყოველი შემთხვევისთვის შემოვსცხე მაინც. და გაუქრა ის ხაზი. დღეს დილით რომ ჩავრთე ისევ ქონდა. კიდევ შემოვკარი და გასწორდა და იმის მერე არაფერი შემინიშნავს. ხოდა რა მაინტერესებს. გავაქანო ექიმთან თუ დავიკიდო? ვერ შლის პიქსელებსს იმ ადგილზე როგორც ჩანს და რაიმე კონტაქტის ბრალი მგონია რომელიც ვიბრაციის მერე იკვრება. ისე რომ გადავხედე ფასებს კატასტროფაა. ყველაფერს ეშველა და მონიტორებს მაინც ცეცხლის ფასი ადევს. თან დიდი მოთხოვნები არ მაქვს და ჩემი მონიტორი ამ ეტაპზე სავსებით მისაღებია. არც მინდა გამოცვლა. philips 227E LPH-ია.
-
ვიყიდე მესამე ნაწილიც. ცუდი ნამდვილად არ ჩანს თუმცა 1-2 თითქოს უფრო მომწონდა. ამ 3დ-მ ცოტა აურია რა. ასეც ძალიან ლამაზია მაგრამ თითქოს საიდსქროლერი უფრო უხდებოდა. ასე ცოტა "გაპაპსავდა". ჯერ ახალი დაწყებული მაქვს და ვნახოთ ბოლოს რა ჯკუაზე ვიქნები
-
Trine 3
-
მესამე მართლაც მაგრობაა მაგრამ დღევანდელი სტანდარტებით საკმაოდ ძველია(გრაფიკა). მე ვეღარ ვითამაშებ როგორი გენიალურიც არ უნდა იყოს. მე4ს გადაახლება მართლა გამიხარდა.
-
საოცარი თამაშია. ნაკლს ვერ უპოვი ისეთს რომ გული დაგწყდეს. ნუ დაახლოებით 10 წელიწადია ასე თუ ისე აქტიურ გეიმინგში ვარ(დენდის, სეგას, ps არ ვთვლი. მაგათ ბავშვობიდან ვთამაშობ მაგრამ მაშინ ყველაფერს ვთამაშობდი ოღონდ ყოფილიყო) შეგნებულად რაც ვთამაშობ იმ პერიოდიდან ამაზე ძლიერი თამაში ჩემთვის არცერთი ყოფილა. ვერც აღვწერ რა მომწონს. უბრალოდ უნდა დაჯდე და ითამაშო. ერთი ის "ტეხავს" რომ მთავრდება მინდა რომ სულ იყოს. არ მბეზრდება. თავის დროზე პირველი ნაწილი იყო უმაგრესი თამაში ჩემთვის. ობლივიონიდან მაგაზე გადავერთე. ობლივიონიც ძალიან მაგარი იყო 2006 წელს მაგრამ როგორრაც მომბეზრდა ისევე როგორც მოროვინდი. აი ვიჩერი კი ეპიკური იყო. ისეთი ატმოსფერო ქონდა რომ მითრევდა. მეორე ნაწილით დიდად ვერ მოვიხიბლე მაგრამ ეს... უბრალოდ შედევრია. პიკია.. ისეთია როგორიც მარტო ესაა. ძნელი იქნება ისეთი თამაშის პოვნა რომელიც ამის შთაბეჭდილებებს გადამიფარავს. დღესდღეობით ფაქტია რომ ასეთი არაფერია. ნუ კიდევ ერთი თამაში რომელიც სულისშეძვრამდე მაგრად მეჩვენება, თავისი ატმოსფეროთი, სიუჟეტით, დრამით და ყველაფრით last of us-ია. სხვები ამათზე ბევრად დაბლა დგანან.
-
ვაჰ ეგ არ ვიცოდი. 2015 წელს გამოსულა special edition. თან კიდევ ჩაუმატებიათ გმირები რომლითაც თამაში შეიძლება. ჰმ..
-
თავიდან რაც გამიჭირდა ბარონს რომ ეთამაშები ეგ იყო. ალბათ ერთი 10-15ჯერ წავაგე ზედიზედ. თან ადვილზე. მაგის გარდა არავისთან გამჭირვებია. მუღამიანი თამაშია(ამ შემთხვევაში გვინტს ვგულისხმობ). ერთმა დაწერა "The Witcher 3: Wild Hunt -это Когда ты собрал все карты для гвинта и тебе не с кем поиграть." მაგრა ვიცინე. მართლა ეგრეა. ამ კარტების შეგროვების დროს გზადაგზა ყველას უგებ და აღარავინაა მერე დასამარცხებელი. ახლა როგორ შეიძლება ითამაშო. (მე ასე ვიქცევი) ვაკვირდები რა კარტი მომდის თავიდან რომ შეგიძლია ჩაანაცვლო 2 კარტი. ისეთ კარტს ვიტოვებ რომელიც მოწინააღმდეგის კარტებს დაბლოკავს(ყინავს, წვიმს, ნისლია) და რომლის შესაბამისიც მე არ მეყოლება ჩემიც რომ არ დავაზარალო. ძირითადად ჩემი სტრატეგიაა მოწინააღმდეგის კარტების დასუსტება რომ ჩემი გამოვიყვანო იმის ფონზე მაგარი. ეს უფრო საჭირო ადრე იყო სანამ სუსტი კარტები მყავდა. ახლა არაუსავს კარტები დამოგროვდა და სახეს ადვილად ვახევ სასტავს. პირველად როცა დავხურე და მეორე პრაქტიკულად არ მითამაშნია ეგ ქვესთები. იმიტომ რომ მიჭირდა. ახლა მესამედ ვხურავ და ნაბიჯნაბიჯ ყველაფერს ვასრულებ და ესეც შემომემუღამა.
-
watch dogs
-
ფასდაკლებაა სთიმზე და ვიყიდე ეს თამაში. კიდევ ერთხელ დავხურავ. გრაფიკის გასაუმჯობესელ მოდებს დავაყენებ(იმედი მაქვს) და ისე შევუბერავ თორე 2ჯერ დასახური თამაში არაა მაგის გარეშე.
-
თუ ჩაგდებულია და თან არჩეულიც გაქვს (კონტროლერზე LB ღილაკია საიდანაც ირჩევ) და მაინც არ ინთება მაშინ ბაგია. მსგავსი არაფერი შემხვედრია.
-
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
მოკლედ კიდევ დავარესეტე ოღონდ აღარ აღვადგინე სეთინგები ბექაფიდან და მოგვარდა ძირითადი პრობლემები თუმცა ბექ ღილაკი თავის ფუნქციას მაინც ვერ ასრულებს. ასევე სმს-ები არ მაქვს და იმედი მაქვს მეორე ტელეფონიდან გავუკეთებ ტრანსფერს. -
თუ კონტროლერით თამაშობ..
-
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
კამერა ვიდეოს არ იღებდა (გუშინ სეტყვა რომ იყო მაგ მომენტი რომ ვერ გადავიღე იპოდრომზე მაგას მაშინ მივხდი ) და კიდევ სმს რომ მოდის შეტყობინებას არ იძლევა. არც ხმოვანს და არც ვიზუალურად ეხატება. სანამ არ შევალ მესიჯებში ვერ ვნახულობ რომ შეტყობინებაა მოსული. დრეს კიდევ რაღაც განახლება დააყენა და ვიდეოს პრობლემა მოგვარდა. სმს-ებს ვერაფერი მოვუხერხე. დარესეტება მილიონჯერ ვცადე და მერე დაყენება და არ უშველა. ხვალ 8.1ს დავაყენებ ისევ და მერე გავუკეთებ განახლებას. ვნახოთ რას იზავს.. -
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
" მილიონჯერ" დავარესტე მაგრამ ამ დედააფეთქებულს ბექუფ აქვს გაკეთებული რომ განვაახლე იმის მერე ანუ პრობლემურ დროს და სმს-ებს არ მიბრუნებს. არადა "windows phone message backup" პროგრამა როა იმით ვნახულობ და ყველა სმს შენახულია ქლაუდში. რა ჯანდაბა უნდა? დამაწყვიტა ნერვები. მნიშვნელოვანი გზავნილები მაქვს რაც მჭირდებახოლმე. როგორ გამოვასწორო ეს პრობლემა არ ვიცი. აქამდე არ მქონია პრობლემა ამ სისტემასთან.. -
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
სანამ არ დავარესეტე არ ეშველა მაგას. ბევრი არც მიფიქრია მამენტ. hard reset გავუკეთე და მერე დავასინქრონირე თავიდან ექაუნთი. ჩამოტვირთავს ყველაფერს. ნუ სმს-ები თავის ჩკუით კიდევ გამიფილტრა მაგრამ კონტაქტები არის ყველა. -
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
ეგ ყველაფერი კი ვცადე მაგრამ ჩემი დებილი ინტერნეტის ბრალია. ჯერ რაღაც პროგრამებს აყენებს და არ დაადგა საშველი. ყველაფერს რომ ჩამოტვირთავს მერეც თუ არ გააკეთა სინქი მერე დავიწყებ ნერვიულობას )) ყველა ფუნქცია დაბექაფებული მაქვს რაც კი ირთვება. სმს-ებიც, კონტაქტებიც, პროგრამის პარამეტრებიც. მეორე ვინდოუს ფოუნზეც აისახებახოლმე აქ მოსული სმს-ები. იქაც იგივე ქეაუნთი მაქვს (დედაჩემის მობილურზე) -
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
ჰმ დავააუგრეიდე და ახლა არ მითხრათ რომ კონკაქტების სინქრონიზაციას არ აკეთებს.. ველოდები და არ ჩნდება კონტაქტები. ასევე სმს-ები არ გადმოიტანა და ეს ხო არ უბერავს? მივალეწავ ახლა.. ბექაფი თავიდანვე ჩარტული მქონდა რომ მაიკროსოფტის ექაუნთზე რომ შეენახა ყველა პარამეტრი მაგრამ ახლა არ აკეთებს სინქრონიზაციას.. -
ჰო ეგ ინფორმაცია ადრევე დაიდო თუმცა ჯერ რეალურად არ ასახულა პროგრამებზე. ემულაციასავით გამოდის კუდა ტექნოლოგიის და რამდენად გამოდგება კაცმა არ იცის. თუ პროგრამები იმუშავენებ ძალიან კარგი იქნება. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება..
