Jump to content

Recommended Posts

Posted

მაგარი ლეღვობაა სინამდვილეში ან გამოიყენებს იმას კიდე და ან არა

ჩემი განყოფილება რომ იყოს, დაგვორნავდი. რას ქვია "ლეღვობა", აქ ქუჩა კიარაა, ფორუმია. შენ იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე ამ თემის ავტორმა? სინჯე რომ არ გამოვიდა? დაწერე ამის შესახებ რამე არგუმენტირებული?

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Posted

პირველ რიგში პატივი უნდა სცე თანაფორუმელის ნაშრომს და ასე აგდებულად არ უნდა მოიხსენიო

მეორეც საიდან ასკვნი რომ "ან დაინახავს და ან არა"?

თუკი იცი რომ ვერ დაინახავს გაგვაგებინე ჩვენც

მე პირადად გავაკეთე Windows XP-ზე და პეიჯფაილი გადავიტანე RAMDisk-ზე

PAE კარგა ხანია არსებობს და Microsoft-ის სტანდარტული მეთოდია იმისთვის, რომ 32 სისტემამ დაინახოს და გამოიყენოს 4გბ და მეტი RAM:

Physical Address Extension

Page file ან იგივე SWAP-იც კარგა ხანია გამოიყენება Windows-ში (და არა მარტო-ზოგი Linux SWAP პარტიშენის გარეშე არც ყენდება)

Paging

Ramdisk-იც კარგა ხნის ცნობილი ტექნოლოგიაა

ასე, რომ შეთავსებულია 3 ისეთი ხერხი, რომელიც კარგა ხნის ცნობილია და გამოიყენება პრაქტიკაში, რატომ არ უნდა იმუშაოს მაგალითად?

ნაშრომზე არ ვამბობ ჯიგარო, ვინდოუსი ისეთი დებილობაა აზრი არ აქ მაგას :) ამდენ ვირთვს იყენებსო ამდენს ვერაო და პროგრამის დაყენების მერე რესტარტიო, ძაან ჩამორჩენილია :chojinfc:

Posted

ნაშრომზე არ ვამბობ ჯიგარო, ვინდოუსი ისეთი დებილობაა აზრი არ აქ მაგას :)ამდენ ვირთვს იყენებსო ამდენს ვერაო და პროგრამის დაყენების მერე რესტარტიო, ძაან ჩამორჩენილია :chojinfc:

რომელი windows ?

რა არის ჩამორჩენილი შენი კომპი ?

Posted

რომელი windows ?

ყველა

რა არის ჩამორჩენილი შენი კომპი ?

ვინდოუსი

Posted

ყველა

ვინდოუსი

we dont support ვაშლისტები

როგორც გინდა გაიგეთ :drug:

Posted

მოიცათ, მოიცათ, ახლა ერთ შეცდომას უშვებთ.

32 ბიტიანი სისტემა სტანდარტულ რეჟიმში აინდექსირებს 2^32 მბ ოპერატიულ მეხსიერებას, ეგაა 4096 მბ, ანუ 4 GB.

4 GB-ს იმიტომ ვერ იყენებთ, რომ სისტემა ბიტების დიდ ნაწილს იყენებს სხვა მოწყობილობების ინდექსირებისთვის, მაგალითად ქსელის კარტა, ვიდეო დაფა და ა.შ. შესაბამისად, 32 ბიტიან სისტემაზე შეIძლება 2.5 გბ-იც კი ვერ დააინდექსიროს სისტემამ 4 GB-დან :)

PAE-ს ჩართვით, "ბიტების" რაოდენობას ზრდით 32-დან 36-მდე, რაც ოპერატიული მეხსიეირების ლიმიტს ზრდის 64 გბ-მდე.

ეგ ნიშნავს, რომ სისტემას PAE რეჟიმში შეუძლია 64 გბ ოპ. მეხსიერიება დააინდექსიროს და შესაბამისად, გამოიყენოს.

უბრალოდ გრჩებათ ერთი შეზღუდვა, 32 ბიტიანი სისტემები, გინდა ჩაურთეთ PAE, გინდა არა, თითოეულ პროცესზე 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას ვერ გამოყოფენ :) კრიზისი რომ კრიზისია, 32 ბიტიან სისტემაზე მაგასაც ვერ აჭმევთ 2 GB-ზე მეტ RAM-ს.

Posted

ნაშრომზე არ ვამბობ ჯიგარო, ვინდოუსი ისეთი დებილობაა აზრი არ აქ მაგას :) ამდენ ვირთვს იყენებსო ამდენს ვერაო და პროგრამის დაყენების მერე რესტარტიო, ძაან ჩამორჩენილია :chojinfc:

შენ პოსტში არ ჩანდა ეგ გარკვევით რომ Wndows-ია ლეღვობა, და საერთოდაც ამ ტოპიკში Windows-ის ავ-კარგიანობის გარჩევა და სხვასთან შედარება არ მიდის

მოიცათ, მოიცათ, ახლა ერთ შეცდომას უშვებთ.

32 ბიტიანი სისტემა სტანდარტულ რეჟიმში აინდექსირებს 2^32 მბ ოპერატიულ მეხსიერებას, ეგაა 4096 მბ, ანუ 4 GB.

4 GB-ს იმიტომ ვერ იყენებთ, რომ სისტემა ბიტების დიდ ნაწილს იყენებს სხვა მოწყობილობების ინდექსირებისთვის, მაგალითად ქსელის კარტა, ვიდეო დაფა და ა.შ. შესაბამისად, 32 ბიტიან სისტემაზე შეIძლება 2.5 გბ-იც კი ვერ დააინდექსიროს სისტემამ 4 GB-დან :)

PAE-ს ჩართვით, "ბიტების" რაოდენობას ზრდით 32-დან 36-მდე, რაც ოპერატიული მეხსიეირების ლიმიტს ზრდის 64 გბ-მდე.

ეგ ნიშნავს, რომ სისტემას PAE რეჟიმში შეუძლია 64 გბ ოპ. მეხსიერიება დააინდექსიროს და შესაბამისად, გამოიყენოს.

უბრალოდ გრჩებათ ერთი შეზღუდვა, 32 ბიტიანი სისტემები, გინდა ჩაურთეთ PAE, გინდა არა, თითოეულ პროცესზე 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას ვერ გამოყოფენ :) კრიზისი რომ კრიზისია, 32 ბიტიან სისტემაზე მაგასაც ვერ აჭმევთ 2 GB-ზე მეტ RAM-ს.

კი, ეგ გასაგებია ვანო რა თქმა უნდა, არავინ ამბობს რომ პროგრამა გამოიყენებს 2გბ-ზე მეტ RAM-ს, უბრალოდ RamDisk-ზე თუკი გადაიტან პროგრამის ტემპ ფაილებს, ქეშებს ამითი მათთან წვდომის სიჩქარე რადიკალურად გაიზრდება და შესაბამისად წარმადობასაც დაეტყობა

ასევე Windows-იც, მართალია RAM-ს ვერ იყენებს ყველას, მაგრამ SWAP-ზე შეზღუდვა არაა, ხოდა SWAP-იც თუ RAM-ში მოთავსდება, ზოგადად სისტემის წარმადობასაც დაეტყობა

მაგ. თუკი 32 ბიტიან სისტემაზე 4გბ RAM აყენია და ხედავს 3.25გბ-ს, დანარჩენ დაახლოებით 760მბ-ს PageFile-ად თუ გადავაკეთებთ, ამით წარმადობა გაიზრდება, ვიდრე ვინჩესტერზე მოთავსებული პეიჯფაილის, ან სულ გათიშულის შემთხვევაში :)

აქ შედარებულია 12 RAMDisk სოფტი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეები და + 7200 ბრუნიანი HDD:

http://www.raymond.cc/blog/archives/2009/12/08/12-ram-disk-software-benchmarked-for-fastest-read-and-write-speed/

Posted

ეგ კი, გიო, თავისთავად, მაგრამ მაშIნ რატომ 767 მბ და არა ვთქვათ 1 GB?

ანუ ვგულისხმობ, რომ ცოტა დამაბნევლადაა იუზერისთვის. PAE-ს ჩართვის შემდეგ სისტემა ისედაც გამოიყენებს იმ დარჩენილ RAM-ს.

თუ მაგ კონკრეტულ სოფტს აქვს ეგ შეზღუდვა და რაც PAE_თი მოდის, იმას Uშვებს რამდისკში მხოლოდ?

რამდისკში მიდის ზუსტად ის ოდენობა, რაც Usable RAM_ს "მიღმა" რჩება

Posted

რამდისკში მიდის ზუსტად ის ოდენობა, რაც Usable RAM_ს "მიღმა" რჩება

კარგი და მაიკროსოფტი გვეუბნება, უფრო სწორად, რეალურადაც ეგრეა, რომ PAE-ს ჩართვის მერე ის "მიღმა" RAM გამოყენებადი ხდება. რატომ იყენებს ეგ პროგრამა ისევ იმ "მიღმა"-ს და არა ვთქვათ 1 GB-ს რამე სხვა ზომას?

PAE-ს მერე ის 767 მბ ისეთივე RAM-ი ხდება, როგორიც 3.25 GB იყო :)

Posted

PAE-ს ჩართვა არაა აუცილებელი ამ პროგის სამუშაოდ ვანო (ყოველ შემთხვევაში ზოგადად Ramdisk-ებისთვის)

არსებულ Useable RAM-ზეც შეგილია გააკეთო RAMDisk

Ramdisk-ის აზრი იმაშIა, რომ თუნდაც PAE-ს ჩართვით სისტემა მაინც ვერ იყენებს ისე ეფექტურად RAM-ს როგორც საჭიროა

(ამიტომაცაა PAE გათიშული Default-ად ჩვეულებრივ ვინდებში)

პირიქით შესაძლოა საერთო წარმადობამ დაიკლოს კიდეც, PAE-ს იყენებდნენ 32 ბიტიან სერვერებზე, სადაც უბრალოდ საჭირო იყო ბევრი RAM და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ

Ramdisk-ით კი RAM-ის "არაეფექტურ" რაოდენობას, რომელსაც უკვე აღიქვამს სისტემა იყენებ ბევრად ეფექტურად- "ზედმეტ" რამთან Windows არაა ისეთი ეფექტური, თუმცა RamDisk-თან მუშაობს როგორც ჩვეულებივ პარტიშენთან, ოღონდ გაცილებით სწრაფთან

Posted

ჩემთან 32 ბიტ-ზე 3.5-ს კითხულობს უპრობლემოდ :)) და რატო? ანუ წესით 3.3 მაქსიმალურია როგორც ვიცი.

Posted

ეეხ ბიჭებო თქვენ 32 ბითიანს წირს ეგრე და მე 64ბით მაქ და 3,68 ხედავს :(

Posted

ნოუტბუკზე თუ იძახი ეგ შეიძლება ჩიპსეტის ლიმიტაციის ბრალი იყოს, ეგეთი რამეც არსებობს მაგრამ ამ ახალ მობილურ ჩიპსეტებზე არ უნდა გაჭირვებოდა წესით 4GB ან მეტი რამის გამოყენება 64 ბიტიანზე, რაც შეეხება 32 ბიტიანს მაინც ჯობია მემგონი რომ ვისაც 4GB უყენია ხელი არ ახლოს არაფერს, ეგ PAE არა მგონია რამეში დაეხმაროს და შეიძლება მართლა დააგდოს პერფორმანსი ან ბლუ სკრინებიც კი ამოაგდოს თამაშის დროს, საერთოდ მე 2GB რამი მაქვს და მაქს 1.3GB ჭამდა თამაში მეტს არა, ეგეც გათვლილია როცა ამრტო 2GB გიყენია, მერე პეიჯპაილზე გადადის და ნელდება თამაში და სეტინგებს უნდა დაუკლო თუ მაგაზე მეტს რამს ყლაპავს თამაში 32 ბიტიან სევენზეც კი,მაგ შემთხვევაში ძალიან ეხმარება როცა კარტას ორმაგი მახსოვრობა აქვს, ანუ 1GB მაგივრათ 2GB და ასე შემდეგ გააჩნია რომელი მოდელია, თუმცა მე 1680:1050-ზე ვთამაშობ და არა FULL-HD-ზე და რამის უკმარისობას იშვიათათ განვიცდი ხოლმე, როგორც ესეთი 1.2GB-ზე მეტი ძალიან რედკათ ჭირდებოდა მაქსიმალურ სეტინგებზეც კი იმ იგრებს რაც აქამდე დავხურე, როგორც წესი 600-1000მბ ფარგლებში მერყეობს ხოლმე რამის გამოყენება, თავისუფალი კი ასე 1250მბ მრჩება ხოლმე თამაშისთვის, ისე კი ვისაც 4GB აქვს 32 ბიტიანზე დაყენებული 95% ეგეც საკმარისია ჩემი აზრით FULL-HD-ზე და რამე ნორმალურ კარტაზე და 2 ბირთვიან ნეხალემზე მაინც

ისე ფლეშკაზე ვის გადაუტანია პეიჯფაილი ReadyBoost-ით, აქვს რამე პერფორმანსის მატება თუ ძალზე ცოდა და არ ღირს მაგის გამოყენება მაგისთვის

Posted

კარგი და მაიკროსოფტი გვეუბნება, უფრო სწორად, რეალურადაც ეგრეა, რომ PAE-ს ჩართვის მერე ის "მიღმა" RAM გამოყენებადი ხდება. რატომ იყენებს ეგ პროგრამა ისევ იმ "მიღმა"-ს და არა ვთქვათ 1 GB-ს რამე სხვა ზომას?

PAE-ს მერე ის 767 მბ ისეთივე RAM-ი ხდება, როგორიც 3.25 GB იყო :)

გიორგიმ ნაწილობრივ გაგცა პასუხი, ერთს დავამატებდი - ეს პროგრამა დეფოლტად მუშაობს ზუსტად ისე, როგორც შენ აღწერე - ანუ იკავებს სივრცეს ინდექსირებული ოპერატიული მეხსიერებიდან და აქცევს მას "მყარ დისკად". PAE_ს ჩართვით და რეგ ტვიკით (რომელიც პროგრამას ურთავს PAE_ს გამოყენებას) - პროგრამა დაიკავებს მთელ არაინდექსირებულ რამს და გააკეთებს მისგან რამდისკს (XP_ზე 4 გიგაბაიტს იქით ვერანაირად ვერ გამოიყენებს [ვანო, ეს კი გეცოდინება ისედაც შენ, ზოგადად ვწერ :P ])

+ არაა აუცილებელი ამ რამდისკის მაინცდამაინც სვოპად გამოყენება (გარკვეული მინუსები აქვს ამასაც) - ქეში, ტემპ ფოლდერები და ა.შ.

თუ ვინმეს უნდა ჩვეულებრივი რამდისკის გაკეთება Superspeed RAMDisk_ს ვურჩევ პირადად - შეუძლია სისტემის გამორთვისას შეინახოს დისკის იმეიჯი HDD_ზე და რესტარტის შემდეგ აღადგინოს. (ტორენტებზე ადვილად იპოვნით დაკრეკილს) - ჩემთვის დიიიდი მინუსი აქვს ის, რომ ზუსტად იმ სივრცეს ვერ იყენებს, რაც მე მჭირდება, ანუ 32 ბიტიან სისტემებზე ინდექსაციის "გარეთ" დარჩენილ სივრცეს 4 გიგაბაიტამდე, 4 გიგაბაიტს იქით - მუშაობს უპრობლემოდ.

Posted

მე 32 ბიტიანი 7 მაქ და 3.49 გბ ს კითხულობს. არაფერი არ მიჩალიჩია :D

Posted

ხო მაზერზეც არის ეგ დამოკიდებული, არა მარტო ჩიპსეტზე, ისე კი სადღაც 3.3GB თითქმის ყველა მაზერი ხედავს ხოლმე 32 ბიტიან სევენზე რაც სრულებით საკმარისია ჩემი აზრით 90% შემთხვევაში FULL-HD სათამაშოთ ახალ იგრებში მაქსიმალურ ნასტროიკებზე

  • 3 months later...
Posted

დაიცა და პირდაპირ 64 ბიტიანი რომ დავაყენოთ? :/

რა განსხვავებაა 64-იანსა და 32-იანს შორის? :( (ჩაინიკური კითხვა)

Posted

დაიცა და პირდაპირ 64 ბიტიანი რომ დავაყენოთ? :/

რა განსხვავებაა 64-იანსა და 32-იანს შორის? :( (ჩაინიკური კითხვა)

ამ თემასგადახედე

რა თქმა უნდა, 64 ბიტიანი აღიქვამს 4+ გბ RAM-ს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ უნდათ მისი დაყენება, მაგალითად თუ XP უნდათ, 64 ბიტიანი XP საშინელებაა

Posted

ამ თემასგადახედე

რა თქმა უნდა, 64 ბიტიანი აღიქვამს 4+ გბ RAM-ს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ უნდათ მისი დაყენება, მაგალითად თუ XP უნდათ, 64 ბიტიანი XP საშინელებაა

და 64 ბიტიანზე როცა ხედავს 8გბ-ს მაშინაც ხო შეილება pagefile-ის ოპერატიულზე გადატანა? Asrock-ის უტილიტა მაქ რაც ASRock XFast RAM, როგორც მივხვდი იგივეს აკეტებს რასაც ეს თემა ეხება, მაგრამ მანდაც მარტო 32ბიტიანზეა საუბარი და 64ბიტიანზე რომ გამოვაკლო სადღაც 1-2გბ და გამოვუყო pagefile-ს ხო შეიელბა?

Posted

64 ბიტიანზე სულ შეიძლება გათიშო პეიჯფაილი თუკი 4გბ და მეტი RAM გაქვს

Posted

64 ბიტიანზე სულ შეიძლება გათიშო პეიჯფაილი თუკი 4გბ და მეტი RAM გაქვს

ვა ძაან კაი

Posted

ბრაუზერების შემთხვევაში დროებითი ფაილებია, რომლებიც ინახება დისკზე საიტებზე შესვლისას (ვთქვათ საიტის სურათები და ა.შ) და შემდგომ იმავე საიტზე შესვლისას ჩამოტვირთვა არ სჭირდება პირდაპირ ქეშიდან კითხულობს, რაც ასწრაფებს ბრაუზინგს

  • 1 month later...
Posted

Ram Disk რაც შევქმენი მის მერე კომპი ძილის რეჟიმში არ გადადის.

უფრო სწორად მინიტორი ირთვება მარტო, Sleep -ს რომ ვაჭერ, არადა მართვის პანელიდან, ელ. კვების პარამეტრები სწორად მაქვს დაყენებული.

შეიძლებa ამის გამოსწორება ? თუ Ram Disk უნდა გავთიშო ისევ ამისთვის ?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.