Popular Post kashmir Posted November 6, 2011 Popular Post Share Posted November 6, 2011 სათაურიდანვე მიხვდით ალბათ რაც იქნება ახსნილი ამ ტუტორიალში. ყველასათვის ცნობილია, რომ 32 ბიტიანი სისტემა იყენებს მაქსიმუმ 3,25 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას (ზოგ შემთხვევაში ნაკლებსაც) - ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ დარჩენილი ნაწილი, რომლის ადრესაციასაც სისტემა ვერ ახერხებს. როგორ? - რამდისკის საშუალებით. სხვადასხვა პროგრამების საშუალებით შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების სივრცის ხარჯზე "მყარი დისკის" გაკეთება. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენებთ Gavotte RAMDisk_ს, რადგან მხოლოდ ამ პროგრამით მოვახერხე არადამისამართებული (ანუ ის რაც 3,25 გბ მიღმა დარჩა) 767 მეგაბაიტი ამეთვისებინა. დავიწყეთ: 1) Start>Run>cmd ვწერთ: bcdedit /set pae ForceEnable ამ ოპერაციის შემდეგ ვარესტარტებთ კომპიუტერს XP_ზე PAE_ს ჩასართავად C:\ დისკზე ვხნით ფაილს boot.ini და ვამატებთ /pae /nolowmem Gavotte RAMDisk და ვაექსტრაქტებთ სადმე 3) ამოარქივებულ ფოლდერში ვნახულობთ ფაილს ram4g.reg და 2 კლიკით ვამატებთ რეესტრში 4) ვრთავთ ramdisk.exe ადმინისტრატორის უფლებებით 5) გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Install Ramdisk 6) მსგავს შეკითხვებზე ვეთანხმებით და ვაჭერთ Install 7) ინსტალაციის შემდეგ გამოჩნდება მსგავსი ფანჯარა > ვაჭერთ Apply >OK 9) ვარესტარტებთ კომპიუტერს რესტარტის მერე სისტემაში შეამჩნევთ ახალ "ლოკალურ დისკს" R:\ ასოს ქვეშ - ის იქნება იმ ზომის, რისი ათვისებაც სისტემამ ვერ შეძლო - ჩემს შემთხვევაში 767 მეგაბაიტი. ეს დისკი ყოველი რესტარტის შემდეგ იწმინდება, ასე რომ ზედ რაიმე საჭიროს შენახვა არც იფიქროთ! ყველაზე რაციონალური გამოყენება ასეთი დისკისთვის იქნება მასზე paging file_ის გადატანა. ვინდოუსი იყენებს Paging File_ს ოპერატიული მეხსიერების ეკონომიის მიზნით, კერძოდ გადააქვს ამ ფაილში ოპერატიული მეხსიერებიდან ის ფაილები, რომლებიც ამ მომენტისთვის ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, რის ხარჯზეც ათავისუფლებს ოპერატიულ მეხსიერებას. ჩვენს შემთხვევაში სისტემა ოპერატიული მეხსიერებიდან ფაილებს გადაიტანს რამდისკში, რომელიც ასევე ოპერატიული მეხსიერების ნაწილია, ანუ რეალურად გამოვა ის, რომ არსებულ მეხსიერებას გამოვიყენებთ მთლიანად. Paging File_ის ramdisk_ში გადასატანად My Computer_ზე მარჯვენა კლიკი>Properties>Advanced System Settings>Advanced>Settings>ისევ Advanced>Change>ვაკლიკებთ რამდისკს>ვნიშნავთ Custom Size>ვწერთ რამდენიც გვაქვს რეალურად იმდენს>SET>OK>OK>OK>ვარესტარტებთ კომპიუტერს. თუ რამდისკს გამოვიყენებთ სრულად, მაშინ ვინდოუსი ხშირად ამოგვიგდებს შეტყობინებას, რომ დისკი გაივსო და გვთხოვს მის გასუფთავებას, ამის გასათიშად დაამატეთ ეს ფაილი რეესტრში: Disable Low Disk Memory Notification Paging File_ის გარდა ამ დისკზე შეიძლება სხვადასხვა ბრაუზერების კეშის გადატანა, სხვადასხვა პროგრამების TEMP ფოლდერების გატანა - ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე მინიმუმ 2 გბ/წ გექნებათ - რაში გამოიყენებთ თქვენი საქმეა. timeout=30 default=multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS [operating systems] multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS="Microsoft Windows XP Home Edition" /noexecute=optin /fastdetect /pae /nolowmem 2) ვიწერთ პროგრამას ram4g.reg Windows Registry Editor Version 5.00 [HKEY_LOCAL_MACHINE\SYSTEM\CurrentControlSet\Services\RRamdisk\Parameters] "UsePAE"=dword:00000001 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 ეს მართლა კარგი საშუალებაა მხოლოდ PAE-ს ჩართვა წარმადობას ვერ ზრდის, პირიქით, აი RAM დისკი კი საინტერესოა, მანდ თუ პეიჯფაილს გადაიტან ფაქტიურად RAM-ის გაზრდის ეფექტი ექნება თან ყოველი გადატვირთვისას გასუფთავდება, მე XP-ზე გავაკეთებ მაგას, სულ გათიშული მაქვს PageFile და სისტემა ტვინს ბურღავს ხოლმე, ახლა დარჩენილ მეგაბაიტებს კარგად გამოვიყენებ (Seven 64 bit-იანი მიყენია და აღიქვამს მთლიანად RAM-ს) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 6, 2011 Author Share Posted November 6, 2011 XP_ზე PAE ირთვება განსხვავებულად, თორემ დანარჩენი იგივეა. პ.ს. C დისკზე სულ პატარა სივრცე მაინც გამოუყავით Paging File_ს, როდესაც სისტემა იქრაშება (BSOD) დამპი მიდის Paging File_ში და უკვე რესტარტის მერე გადააქვს სისტემას... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 ხო, 128 მბ მაქვს დატოვებული, მთლად გათიშვა არ ვარგაო... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 6, 2011 Author Share Posted November 6, 2011 XP_ზე PAE_ს ჩასართავად C:\ დისკზე ვხნით ფაილს boot.ini და ვამატებთ /pae /nolowmem timeout=30 default=multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS [operating systems] multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS="Microsoft Windows XP Home Edition" /noexecute=optin /fastdetect /pae /nolowmem Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
levanitit Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 და მაგ დარეჩენილ რამის მეგაბაიტებს როგორც ვინჩერსტერის ქეეშს ისე ვერ გამოვიყენებ? ეს ამბავი თუ იქნება ეს იქნება ყველაზე მაგარი რამ რაც აქ დაწერილააააა :) :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 XP_ზე PAE_ს ჩასართავად C:\ დისკზე ვხნით ფაილს boot.ini და ვამატებთ /pae /nolowmem timeout=30 default=multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS [operating systems] multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS="Microsoft Windows XP Home Edition" /noexecute=optin /fastdetect /pae /nolowmem ჩაამატე ეგ პირველ პოსტში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 6, 2011 Author Share Posted November 6, 2011 ჩავამატე. და მაგ დარეჩენილ რამის მეგაბაიტებს როგორც ვინჩერსტერის ქეეშს ისე ვერ გამოვიყენებ? ეს ამბავი თუ იქნება ეს იქნება ყველაზე მაგარი რამ რაც აქ დაწერილააააა :) ნამეტანი კარგი რამე კი მოგინდა ისე ))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
levanitit Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 შეიძლება ეს კარგი პოსტი მოვიპარო და სხვაგან დავპოსტო?ხოოო ვიციიი:)თქვენის ნებართვით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 და მაგ დარეჩენილ რამის მეგაბაიტებს როგორც ვინჩერსტერის ქეეშს ისე ვერ გამოვიყენებ? ეს ამბავი თუ იქნება ეს იქნება ყველაზე მაგარი რამ რაც აქ დაწერილააააა :) ვინჩესტერის Firmware-ში თუ შეძვრები და თუ აქვს ზოგადად მასეთი API Firmware-ს იდეაში შეიძლება მაგრამ პრაქტიკაში წარმოუდგენელია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 6, 2011 Author Share Posted November 6, 2011 შეიძლება ეს კარგი პოსტი მოვიპარო და სხვაგან დავპოსტო? ხოოო ვიციიი:) კიბატონო, მხოლოდ წყაროს მითითებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
levanitit Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 :D :D კარგი გმადლობბბlove you Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 ხო მეც მსმენია მაგ PAE-ზე მაგრამ XP-ზე ბევრს ბისოდები ქონდა მაგას როცა რთავდენ 4GB და მეტ რამზე და სევენზე არ ვიცი 32 ბიტიანზე რა სიტუაციაა მაგ მხრივ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
levanitit Posted November 6, 2011 Share Posted November 6, 2011 სევენზეც მასეა, ვერ აღიქვამს მაგაზე მეტსსევენი 6გბ, 8გბ რამზე მართლა მაგარია ასწორებს პროსტაააა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 7, 2011 Share Posted November 7, 2011 დღეს ჩავრთე XP-ზე და 750მბ დავაყენე SWAP RAMDISK-ზე მარა Low Disk Space-ს მიგდებდა ყველა ჩართვაზე: R დისკი სავსეაო ვისაც უნდა ამ შეტყობინების გათიშვა, აგერ ინსტრუქცია: http://support.microsoft.com/kb/555622 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 7, 2011 Author Share Posted November 7, 2011 ეგ თავიდანვე გათიშული მქონდა, არც გამხსენებია ჩავამატე აღწერაშიც reg ფაილი Low Disk Memory Notification გასათიშად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 მშვენიერია ბაჩო! ძალიან ჭკვიანური გამოსავალია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 წავიდა კატალოგში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
seNsat10n Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 ვერ მივხვდი ანუ დაინახავს 4 გბ თუ ცარილ რამს ჰდდ აქცევს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 9, 2011 Author Share Posted November 9, 2011 ვერ მივხვდი ანუ დაინახავს 4 გბ 32 ბიტიანმა სისტემამ 4 გიგაბაიტი ოპერატიული რომ გამოიყენოს - კერნელი უნდა გადააკეთო, არის მოდები, მაგრამ რამდენად სტაბილური და ვარგისი იქნება ეგეთი სისტემა ვერ გეტყვი. ცარილ რამს ჰდდ აქცევს , რომელზეც შეგიძლია გადაიტანო paging file. რაც თითქმის იგივე გამოდის, რაც ამ სივრცის ოპერატიულ მეხსიერებად გამოყენება, ან სხვა მიზნებისთვის - ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარით ნებისმიერ SSD_ზე ბევრად სწრაფი იქნება =) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 ვერ მივხვდი ანუ დაინახავს 4 გბ თუ ცარილ რამს ჰდდ აქცევს? ხო, ეგრეა ზუსტად თან ეგ HDD იქნება გაცილებით სწრაფი ვიდრე ჩვეულებრივი ვინჩესტერი (ან თუნდაც SDD) ოღონდ, ყოველი რესტარტისას ფორმატდება თავიდან მაგ განყოფილებაზე კი Pagefile-ის (იგივე swap) გადატანით ფაქტიურად ზრდი RAM-ის მოცულობას (რადგან, Windows იყენებს SWAP-ს ვინჩესტერზე ოპერატიულის "დასახმარებლად"- იმ წუთისთვის არც ისე მნიშვნელოვან ფაილებს ყრს სვაპში) დეფაულტად ყველა Windows-ში SWAP-ის მოცულობა არის RASM-ზე 1.5-ჯერ მეტი, თუმცა 3გბ და მეტი RAM-ის შემთხვევაში არაა ამდენი არაფერში საჭირო, პირიქით ანელებს წარმადობას-მე მაგალითად 4გბ-ზე სულ გათიშული მაქვს 64 ბიტიანზე თუმცა სულ გათიშვასაც თავისი მინუსები აქვს, ეს ვარიანტი საუკეთესოა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 ვერ მივხვდი ანუ დაინახავს 4 გბ თუ ცარილ რამს ჰდდ აქცევს? რამდენად დაინახავს ეგ ვერც მე მივხვდი მაგრამ "HDD"-ს "ხარჯზე" ბოლომდე გამოიყენებს ოპერატიულს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 მაგარი ლეღვობაა სინამდვილეში ან გამოიყენებს იმას კიდე და ან არა 7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 მაგარი ლეღვობაა სინამდვილეში ან გამოიყენებს იმას კიდე და ან არა პირველ რიგში პატივი უნდა სცე თანაფორუმელის ნაშრომს და ასე აგდებულად არ უნდა მოიხსენიო მეორეც საიდან ასკვნი რომ "ან დაინახავს და ან არა"? თუკი იცი რომ ვერ დაინახავს გაგვაგებინე ჩვენც მე პირადად გავაკეთე Windows XP-ზე და პეიჯფაილი გადავიტანე RAMDisk-ზე PAE კარგა ხანია არსებობს და Microsoft-ის სტანდარტული მეთოდია იმისთვის, რომ 32 სისტემამ დაინახოს და გამოიყენოს 4გბ და მეტი RAM: Physical Address Extension Page file ან იგივე SWAP-იც კარგა ხანია გამოიყენება Windows-ში (და არა მარტო-ზოგი Linux SWAP პარტიშენის გარეშე არც ყენდება) Paging Ramdisk-იც კარგა ხნის ცნობილი ტექნოლოგიაა ასე, რომ შეთავსებულია 3 ისეთი ხერხი, რომელიც კარგა ხნის ცნობილია და გამოიყენება პრაქტიკაში, რატომ არ უნდა იმუშაოს მაგალითად? 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.