შტატივი თუ გინდა, ან უნდა იყიდო კარბონის, ან - მძიმე.
კარბონისას ალბათ არ იყიდი, ცეცხლის ფასი აქვს. შესაბამისად დანარჩენი დამოკიდებულია შენი აპარატურის საერთო წონაზე. თუ კიტ ლინზას აყენებ, ნებისმიერი შტატივი გეყოფა, რომელიც 4-5 კილოს იტანს. თუ მძიმე აღჭურვილობას იყენებ (საბჭოური ოპტიკა, დიდი და მძიმე თანამედროვე ოპტიკა და ა.შ.), ან ღამით გადაღება გინდა, უფრო მეტი სტაბილურობა გჭირდება. ზემოთ რაც ჩამოთვლილი იყო, ყველა სავსებით საკმარისია შენთვის მე თუ მკითხავ. მთავარია "თავი" ორივე მხარეს იხრებოდეს. ცალმხრივად მოძრავი თავი პოტენციური პრობლემაა. ასევე, რაც ნაკლები სეგმენტისგან შედგება "ფეხები", მით უკეთესია. ყურადღება მიაქციე, რომ შტატივის ტელესკოპი (ზევით ამოსაშლელი ნაწილი) კარგია მეტი სიმაღლისთვის, მაგრამ ყოველთვის ნაკლებად სტაბილურია ამოწეულ მდგომარეობაში.
ისე საუკეთესო თუ გინდა, Manfrotto იყიდე, მაგაზე უკეთესი ბრენდი არ არსებობს