Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. რა თქმა უნდა ნახმარი. თუმცა სმარტფონის დიდი მოტრფიალეც არა ვარ. გასაგებია, რომ ბევრი ფუნქცია აქვს და ა.შ., მაგრამ ცხოვრებაში ხელის შემშლელიც შეიძლება იყოს. დამქვოტეს და მეილზე მომივიდა შეტყობინება, თორემ არც შემოვიხედავდი.
  2. "მიშიკო"?.. ბატონო თემურ, მეტი ფუნქცია ნამდვილად არ ნიშანვს მეტ ხარისხს. ეგ ტელეფონი სამი წელია აღარ მაქვს, მაგრამ ისევ ძველ აზრზე ვარ - თანამედროვეობაში ისე მალე უფასურდება აპარატურა, რომ არაა მიზანშეწონილი 150-160$-ზე ძვირის გადახდა ტელეფონში.
  3. მოგესალმებით დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გავყიდო ჩემი ციფრული. Olympus E-600 მონაცემები მოკლედ: სენსორის ტიპი - 4/3 ფორმატის LiveMOS სენსორი; გარჩევადობა - 12 მეგაპიქსელი; ISO მგრძნობელობა - 100-3200 ISO; მინ. სიჩქარე - 60 წამი; მაქს. სიჩქარე - 1/4000 წამი; აქვს 2.7" ზომის 230K პიქსელიანი მოძრავი დისპლეი; ვიდეოგადაღების ფუნქცია არ გააჩნია. გარბენი - 12000 კადრი მოყვება 14-42მმ f/3.5-5.6 კიტ ობიექტივი 40-150მმ f/4-5.6 ობიექტივი 35 მმ f/3.5 Macro 1:1 ობიექტივი 2გბ ტევადობის "xD" ტიპის მეხსიერების ჩიპი, დამტენი და აკუმულატორი. სურვილის შემთხვევაში ყუთს და ინსტრუქციასაც მოვაყოლებ. აქვს ერთადერთი ნაკლი - აპარატში იდება "CF" და "xD" ტიპის ჩიპები. ამჟამად "CF" ჩიპის ჩასადებს ორი კბილი აქვს მოტეხილი (მადლობა ჩემ მეგობარს), შესაბამისად არ მუშაობს CF-ით, მუშაობს მხოლოდ xD-თი. დამწყებისთვის მშვენიერი შეთავაზებაა ფორუმული ფასი 550 ლარი აპარატი თან არ მაქვს, შესაბამისად რეალურ ფოტოებს ვერ ვდებ, თუმცა თუკი დაინტერესება იქნება, შევაწუხებ თბილისში ხალხს, პრობლემა არაა. ფიზიკურად ძალიან კარგად მოვლილია დაინტერესების შემთხვევაში ან PM, ან 591 00 86 00
  4. გავრცელებული და საკმაოდ კარგი ფოტოაპარატია: http://www.photohistory.ru/index.php?pid=1207248178733497 მაქვს ეგეთი. თუ დაზიანებულია, გაკეთება შეიძლება. ნიკოსთან მიიტან უზნაძეზე (იმედია ისევ 593-105-311 აქვს ნომერი). კარგი აქვს ის, რომ ზენიტებთან და სხვა ნებისმიერ საბჭოურ ფოტოაპარატთან შედარებით რბილად იღებს. ცუდი ექნება ის, რომ აპარატზე არსებული ექსპონომეტრი არ იმუშავებს სიძველის გამო, მაგ ნაწილს ვერც შეაკეთებ და მოგიწევს ფოტოების გადაღება დამატებითი ექსპონომეტრით: http://images.elega.com.ua/1/1f/2332325/eksponometr-leningrad-7-f2332325.jpg თუ ლენტის მუღამი არ გაქვს, ჯობს სახლში გედოს, ან მოიშორო.
  5. სიამოვნებით გამოვიყენებდი. მიზეზი: 1. ლეპტოპის შტეკერი მაქვს დაზიანებული, დამტენის მხარეს. მიწევს ლეპის მუდმივად ერთ მდგომაორებაში დაფიქსირება და ზევით-ქვევით ვერ ვამოძრავებ. 2. ვზივარ ღამით ლეპთან და ნელ-ნელა კითხვის ნიშნის ფორმას ვიღებ. ეს რომ მქონდეს დავწვებოდი და ისე დავდებდი მაგაზე. შენიშვნა: კარგი იქნებოდა, დამატებითი გამაგრილებლის დაყენება რომ შეიძლებოდეს.
  6. დიდი იმედი მაქვს მაგ თამაშის, მაგრამ ძალიან შორეულ პერსპექტივაშია დღეისათვის.
  7. ცოტა მეტი რამ უნდოდა. აი დეუს ექსი არის კიბერპანკის მშვენიერი ნიმუში.
  8. მყარ 75-ს მივცემდი.
  9. მეხსიერების რედაქტირება კარგი რამ იყო და უფრო მეტად უნდა ჩაედოთ თამაშში. ჩეინებს რაც შეეხება, სასტიკად არ მომეწონა. ასეთი გაუაზრებელი საბრძოლო სისტემა არ მინახავს. მართლა მასეა.
  10. არც ისე რთულია ფოტოშოპი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მართალია მე არ მიყვარს ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აუცილებელია დამუშავება. ნებისმიერი საშუალო და მაღალი დონის ფოტოგრაფი იყენებს ამა თუ იმ პროგრამას ფოტოს დასამუშავებლად.
  11. შარშანდელი ზაფხულისაა. არც მეგონა თუ გადავიღე
  12. ეგენი ყველა კარგებია. შენ თუ რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია გინდა, ან დიზაინთან დაკავშირებით გაქვს რამე სპეც მოთხოვნა, მითხარი და მოვძებნი შესაბამისს.
  13. ცოტა ცუდი კატეგორია შეგირჩევია, მე თუ მკითხავ ან 300 ლარის ფარგლებში უნდა იყიდო, ან ცოტა დაამატო და 800 ლარი გაიმეტო უკეთესი დონის კამერაზე. ეს კარგია: http://www.amazon.com/Olympus-VR-320-Digital-Camera-Optical/dp/B004L2L6II/ref=sr_1_252?s=photo&ie=UTF8&qid=1369373722&sr=1-252 თუ ქენონი გინდა მაინცდამაინც, ეს მაშინ: http://www.amazon.com/Canon-PowerShot-Stabilized-Wide-Angle-Recording/dp/B0075SUG8Q/ref=sr_1_348?s=photo&ie=UTF8&qid=1369373843&sr=1-348 არც ესაა ურიგო: http://www.amazon.com/Pentax-Optio-VS20-Digital-Optical/dp/B00715OTZY/ref=sr_1_420?s=photo&ie=UTF8&qid=1369373931&sr=1-420 თუმცა თუ ბევრი ფულის გადახდა არ გინდა, პირველი ორი სავსებით საკმარისია ჩემი აზრით.
  14. არ გინდა "L" სერიის ნიკონები.
  15. შტატივი თუ გინდა, ან უნდა იყიდო კარბონის, ან - მძიმე. კარბონისას ალბათ არ იყიდი, ცეცხლის ფასი აქვს. შესაბამისად დანარჩენი დამოკიდებულია შენი აპარატურის საერთო წონაზე. თუ კიტ ლინზას აყენებ, ნებისმიერი შტატივი გეყოფა, რომელიც 4-5 კილოს იტანს. თუ მძიმე აღჭურვილობას იყენებ (საბჭოური ოპტიკა, დიდი და მძიმე თანამედროვე ოპტიკა და ა.შ.), ან ღამით გადაღება გინდა, უფრო მეტი სტაბილურობა გჭირდება. ზემოთ რაც ჩამოთვლილი იყო, ყველა სავსებით საკმარისია შენთვის მე თუ მკითხავ. მთავარია "თავი" ორივე მხარეს იხრებოდეს. ცალმხრივად მოძრავი თავი პოტენციური პრობლემაა. ასევე, რაც ნაკლები სეგმენტისგან შედგება "ფეხები", მით უკეთესია. ყურადღება მიაქციე, რომ შტატივის ტელესკოპი (ზევით ამოსაშლელი ნაწილი) კარგია მეტი სიმაღლისთვის, მაგრამ ყოველთვის ნაკლებად სტაბილურია ამოწეულ მდგომარეობაში. ისე საუკეთესო თუ გინდა, Manfrotto იყიდე, მაგაზე უკეთესი ბრენდი არ არსებობს
  16. მაგალითად: ასეა თუ ისე, საკმაოდ ეფექტური, ყოველმხრივ კარგად გათვლილი და დაბალანსებული რამ გამოუვიდათ როგორც გეიმპლეის მხრივ, ასევე სიუჟეტითაც. გრაფიკაც ზუსტად ასეთი "მთხლე" უხდება და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი და საკმაოდ ხანმოკლე თამაში შეგვრჩა. ამიტომ მივეძალოთ RPG-ებს
  17. უკეთესადაც ვყოფილვარ. შენ იმედია კარგად ხარ მემგონი მთლად მიზანშეწონილი არაა მაგის მთავარში ჩასმა, ბევრი სულსწრაფია ამქვეყნად, დააჭერს სპოილერს, გადაიკითხავს და თამაშის მუღამიც დაეკარგება. ისე კი ერთი-ორი შეკითხვა მაინც დამრჩა მე, რისი ახსნაც არაა მოცემული, თუმცა საკმაოდ მარტივად შეიძლება გადაწყდეს.
  18. გილოცავ, მშვიდობაში მოიხმარე :)
  19. მე მობს გირჩევ, ვითომდა ეგ ითვლება ნიკონის ოფიციალურ დისტრიბუტორად და მაგიტომ. ზუმერის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. ხალხი ამბობს უხარსიხო პროდუქცია აქვთო, ესო, ისო, დუბაიდან შემოდისო. მე პირადად წელიწადნახევარია მანდ ნაყიდი ტელეფონით დავდივარ, ასე 1 წლის წინ ახლობელმა D5100 იყიდა მანდვე და უპრობლემოდ უმუშაობს. მაინც დაწერონ სხვებმაც აზრი, მარტო მე ნუ მომისმენ
  20. აქაურ საგარანტიოს რომ მოგცემენ, აქვე მიუტან და ამერიკულ საგარანტიოზე ღმერთმა დაგიფაროს და რამე რომ მოუვიდეს, ეგ აპარატი იქ უნდა გაგზავნო, დაგიჯდება ოხრად ფული, მაგრამ რავიცი, როგორც შენ გადაწყვეტ ისე მოიქეცი. ჩიპებს რაც შეეხება, სამი წელია სანდისკის სწრაფ ჩიპებს ვიყენებ და მშვენიერია, ლექსარებთან შეხება არასდროს მქონია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.