-
Posts
5443 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
Samsung Galaxy S22-ს აქვს პრობლემები და ვეძებ კარგ ხელოსანს, იქნებ ვინმე მირჩიოთ.
-
ვერა, მაგას არ ეშველება მე როგორც გავაკრვიე, ტექნიკური წუნია და ცალკე ვაიფაის მიმღებს ვერ შეცვლი ტელეფონზე ამიტომ სხვა ტელეფონი ვუყიდე დედაჩემს.
-
გალ'ის არაყია მე არ ვსვამ. მეგობრებმა მოიტანეს და მორჩა ცოტა.
-
კრაფტია, ცხადია ძვირიანია, ღირსი ვარ რა ვერ ვისწავლე ჭკუა ადრე იაფიანი კლავიატურა გავაფუჭე ასე. არადა ჩემთვის Ergo K860 გამოვიწერე და ეს ჩემ ძმას უნდა ვაჩუქო, იმედია არ გავიდა გაღმა. დღეს დამეზარა, სხვა პრობლემებიც მქონდა წყალგაყვანილობასთან სახლში და ხვალ არყით გავწმენდ. თუ არაყს ზედმეტი გრადუსი ხო არ აქ? სამედიცინო სპირტი ხო არ დავითრიო?
-
მოკლედ ვერ ვსწავლობ ჭკუას რა. Logitech Craft-ზე გადამესხა ჩაი. ეგრევე გამოვრთე გადმოვატრიალე რო დამეცასა წლისგან, მერე ფენი მივუშვირე. მერე ღილაკები დავაძრე და ცივი ჰაერით მივუშვირე ისევ ფენი. ხვალამდე არ ვაპირებ რო ჩავრთო, მაგრამ საკმარისია ის რაც გავაკეთე? ხელოსანთან ხო არ მივიტანო მაინც?
-
სილკნეტი მაქვს, ახლა ბოლო დროს შევამჩნიე მანამდე არ მქონდა პრობლემა სისტემატურად შევდიოდი. კიდე კაი ვპნ-ით მაინც შედის. ძირითადად რუტრეკერს ვიყენებ რადგან ყველაფერია, ვიდეოგაკვეთილები, ფილმები, მუსიკალური ალბომები და ა.შ.
-
შემეშალა Cloudflare-ის DNS ვგულისხმობდი 1.1.1.1 მიყენია ეგ ოპერაშიც და ქრომშიც მაგრამ მაინც არ შედის. მხოლოდ VPN ით შედის ჩემთან. ვერც ამ პლაგინმა უშველა.
-
რუტრეკერზე შედიხართ? ბოლო დროს რატომღაც ვერ შევდივარ არადა Down for Everyone or Just Me რო შევამოწმე საიტი მუშაობსო დამიწერა. მოკლედ ოპერის ჩაშენებული ვპნ-ით შევედი ევროპა რო ავარჩიე ლოკაციად. სხვანაირად არ შევიდა არადა ადრე გუგლის დნს-ებითაც შედიოდა ჩვეულებრივ
-
გაიხარე
-
საფრანგეთიდან მინდა რაღაცების გამოწერა და ჩამოაქ რომელიმე გადამზიდს? ინექსს მხოლოდ პერსონალური ამანათები მოაქ, სხვებს რაც ვიცი არცერთს არ ჩამოაქ. ხო არ იცით თუ ჩამოაქ ვინმეს?
-
სხვა ტელეფონს რატო არ აქვს მაშინ პრობლემა?
-
დედაჩემმა იყიდა ამასწინათ Galaxy S21, რომელსაც აღმოაჩნდა სუსტი Wi-fi სიგნალი. სახლში მაქვს ორი wi-fi როუტერი პირველ და მეორე სართულებზე. დედაჩემის ტელეფონით სადღაც 5 მეტრში რო ვარ უკვე უჭირს ტელეფონს ერთ მაქსიმუმს ორი ხაზია. ინტერნეტში ვიპოვე ეს ვიდეო და მაჩვენებლები შევადარე ჩემს Galaxy S20 FE-ს. S20 ბევრად უკეთსი სიგნალი აქვს. მაგალითად როცა TP-ლინკის როუტერიდან(მეორე სართულზე) 1 მეტრში მაქვს. RSSI არის S20-ზე -28, S21-ზე კი -42, ხოლო ქვედა სართულზე როა მაგ როუტერის მიმართ ამავე ადგილიდან S20-ს აქვს -66 და S21-ს -88, ამ დროს S20 მეზობლის როუტერსაც იჩერს რომელზეც აქვს -88, S21 კი ვერ იჭერს მაგ როუტერს საერთოდ. სეთინგებიდან დავარესეტე ვაიფაის პარამეტრები სანამ ამას შევამოწმებდი. არის რაიმე საშველი? პროგრამულად თუ არა ფიზიკურად მაინც შეილება wifi ანტენის შეცვლა ტელეფონში?
-
ეშველა. რო წავშალე ძველები, ახალი თავისით დააყენა და ახლა მოაქვს ტელევიზორიდანაც ხმა. გაიხარეთ
-
დესკტოპზე ეგრე იყო ჩემთანაც Output-ში მქონდა ასარჩევად Speaker-ები რომელიც მქონდა დედაპლატის ხმის ბარათზე დაერთებული და ასევე მიჩვენებდა ტელევიზორის დინამიკსაც და შემეძლო გადამერთო. ახლა აი მარტო ერთი დევაისია აქ ბოლოში ისარი ქონდა და შემეძლო გადართვა. ახლა ვშლი DDU-თი ძველ დრაივერებს და ყველაფერს რაც არ მჭირდება და ახლიდან ჩავწერ.
-
დრაივერი ერთიდაიგივე არ უნდა RX480-საც და amd-ს ინტეგრირებულსაც?
-
მოკლედ მაქვს ტელევიზორი TCL 43P725 რომელზეც მქონდა დაერთებული აქამდე დესკტოპ კომპიუტერი RX480 ვიდეოკარტით და დინამიკის არჩევისას მქონდა ვარიანტი რო ამერჩია ტელევიზორის დინამიკებიც სურვილის შემთხვევაში. ახლა იგივე ტელევიზორი იგივე კაბელით მაქვს დაერთებული Huawei Matebook D16 ლეპტოპზე Ryzen 5 4600H პროცესორით რომელსაც ინტეგრირებული ვიდეო აქვს. HDMI 2.0 პორტი აქვს ლეპტოპს. მაგრამ ამ შემთხვევაში არ მაქვს არჩევანი დინამიკებში, მხოლოდ ლეპტოპის დინამიკებს აღიქვამს. SSD დესკტოპიდან გადავიტანე ლეპტოპში. დრაივერებზე არ მიჩალიჩია არაფერი, არც ძველები წამიშლია და არც ახლები ჩამიწერია. არის შანსი რომ ამის ბრალი იყოს? თუ თვითონ ლეპტოპის HDMI პორტს არ აქვს აუდიოს გადაცემის მხარდაჭერა?
-
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
დავითრიე ეგ Huawei Matebook D16 საბოლოოდ HDMI 2.0 პორტი აქვს და ორი ცალი Type C ერთი დასატენად მეორე Display port 1.4-ის მხარდაჭერით. პროცის ინტეგრირებულ ვიდეოსაც უწერია რომ აქვს 3840×2160 @ 60Hz მხარდაჭერა https://gamingtechware.com/amd-radeon-rx-vega-6-renoir-m-specs/ ასე რომ არ უნდა იქნეს პრობლემა, მოკლედ კვირას მექნება სახლში კომპი და ვნახავ ამდენმა მარჩიელობამ თუ შედეგი გამოიტანა. დიდი მადლობა George დახმარებისთვის. -
ITX სისტემა მაქვს გასაყიდი და რა იქნება რეალური ფასი? დედაპლატა Asrock Fatal1ty AB350 Gaming-ITX/ac https://www.asrock.com/mb/AMD/Fatal1ty%20AB350%20Gaming-ITXac/index.asp პროცესორი Ryzen 3 1300X + Box Cooler https://www.techpowerup.com/cpu-specs/ryzen-3-1300x.c1898 ოპერატიული DOMINATOR PLATINUM 16GB DDR4 DRAM 3000MHz C15 ერთ ცალიანი 16გბ მოდული https://www.corsair.com/us/en/p/memory/cmd32gx4m2b3000c15/dominatora-platinum-32gb-2-x-16gb-ddr4-dram-3000mhz-c15-memory-kit-cmd32gx4m2b3000c15?srsltid=AfmBOorBp1ElKgIAscM6r88CeO4UB01MarKHcbDMpoBvFDFauT6ALHfB SSD 512GB Samsung SSD PM981a MZVLB512HBJQ https://www.techpowerup.com/ssd-specs/samsung-pm981a-512-gb.d783 ვიდეო კარტა ASUS DUAL RX 480 OC 4 GB https://www.techpowerup.com/gpu-specs/asus-dual-rx-480-oc-4-gb.b3849 კვების ბლოკი CM ThunderM 620w modular https://be.ge/en/product/kvebis-bloki-cooler-master-thunder-m-rs620-amcbm3-eu-620w-86420 ქეისი Xigmateg Nebula http://old.xigmatek.com/product_detail.php?item=75
-
მოკლედ დესკტოპის გაძლიერებას ვგეგმავდი და გამოვიწერე ეს ოპერატიულები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ლეპტოპზე გადასვლა გადავწყვიტე. ოპერატიულები არის უკვე ჩამოსული ტერმინალზეა ჯერ, რამდენიმე დღეში შევძლებ რომ ავიღო. ახლებია გაუხსნელი. https://www.gskill.com/product/165/184/1536051266/F4-3600C19D-32GVRB ასევე მექნება 2 დღეში Ryzen 5 3600 ბოქს ქულერით. გავყიდი ცალკე ან გვერდით რა სისტემაც მაქვს იმასთან ერთად Ryzen 3 1300X-ის ნაცვლად.
-
ვახ ვახ ეს კაი ამბავია მართლა, ხო მესამე მაგარი სისულელე იყო. პირველი ორი იყო ძან კარგი.
- 21 replies
-
- hangar 13
- mafia: the old country
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
ისე ამ 4000 და 5000 სერიის Ryzen-ებში როა ინტეგრირებული ვიდეოები მაგათი მაქსიმალური მხარდაჭერილი გარჩევადობა ვერ გავარკვიე ვერსად. მაგალითად ლეპტოპს აქვს ეგ ინტეგრირებული და HDMI 2.0 პორტი, ნეტა ეგ გარანტირებულად იძლევა რომ მომცემს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ამ გარჩევადობას? ისე ამ 4000 და 5000 სერიის Ryzen-ებში როა ინტეგრირებული ვიდეოები მაგათი მაქსიმალური მხარდაჭერილი გარჩევადობა ვერ გავარკვიე ვერსად. მაგალითად ლეპტოპს აქვს ეგ ინტეგრირებული და HDMI 2.0 პორტი, ნეტა ეგ გარანტირებულად იძლევა რომ მომცემს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ამ გარჩევადობას? საინტერესო საიტს მივაგენი https://gamingtechware.com/category/specs/gpu-specs/integrated-gpu-specs/ -
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
https://community.amd.com/t5/pc-drivers-software/has-anyone-been-able-to-get-the-following-working-on-a-4k-tv-4k/td-p/316755#:~:text=Yes%2C HDMI 2.0b is,s for video and audio. ამ გვერზე პასუხის ავტორს თუ დავუჯერებთ 2.0 HDMI-ც მყოფნის თან ახლა რო შევამოწმე RX480-საც 2.0 ქონია და მონიტორს გამოსახულება გამოაქვს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ზე ანუ მთავარია ლეპტოპი ვიპოვო რომელსაც 2.0 HDMI აქვს. 10ბიტი რათ მინდა ახლა ტექსტთან მუშაობისას და ვიდეოს დროს კი აქ ტელევიზორს HDR10-ის მხარდაჭერა და ალბათ შევძლებ 420 ან 422-ზე გადართვას და HDMI 2.0 კი უნდა გაქაჩოს 10 ბიტზე. მოკლედ ისე ცუდად არ ყოფილა საქმე როგორც მეგონა. მოკლედ ვიყიდი რამეს HDMI 2.0-ით და თუ არ გამოდგა ტელევიზორზე დასაკავშირებლად მაშინ დესკტოპს არ გავყიდი და ეგაა. -
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
ერთი ლეპტოპი ვნახე RTX 3050-ით იაფად, რომელსაც უწერია გამყიდველის მიერ აღწერა: For some reason, the card clock is locked at 210Mhz (max is 1500Mhz) it's possible that it's something with the drivers or vbios. I couldn't change it. Apart from that, the games start normally and are playable, the laptop doesn't overheat. ნუ თამაშებისთვის არ მინდა და სხვა მხრივ რამე პრობლემა ხო არ ექნება ვითომ? და კიდევ ერთი კითხვა ლეპტოპებს რომ უწერიათ Up to 1x 1TB M.2 PCIe® NVMe® SSD ანუ 2TB ssd რომ ჩავსვა ვერ აღიქვამს ვითომ? -
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
არა ეს მოდელი Matebook D16 https://www.notebookcheck.net/Huawei-MateBook-D-16-in-review-A-lot-of-AMD-power-and-hardly-any-points-of-criticism.535961.0.html ასევე მომეწონა HP EliteBook 845 G7 https://www.notebookcheck.net/HP-EliteBook-845-G7-review-AMD-laptop-is-also-better-with-Ryzen-5-than-with-Intel.502343.0.html ესენი მომდის ახლა 900-1000₾ ფარგლებში ძირითადად ბრაუზინგში და ფილმების ყურებაში გამოვიყენებ და ამაზე მეტი არც მჭირდება. იქნებ გამოვიჭირო რამე HDMI 2.1 პორტით, რადგან 2.0 არ მყოფნის. კი აქვს 4K/60hz ჩვენება 2.0-ს მაგრამ მე როგორც მახსოვს ქრომა მაგ დროს 4:2:0-ზე აქ და ტექსტს ვერ გამოიტანს სუფთად. HDMI 2.1-ზე აქ მგონი 4K/60hz-ზე ქრომა 4:4:4-ზე. მაგის გამო იყო RX480 რო დავითრიე დესკტოპზე, ეგ იყო ყველაზე იაფიანი კარტა რომელსაც ქონდა ამის მხარდაჭერა. მოკლედ ვარჩევ Ryzen 5 ან 7 4*00 და 5*00 სერიის პროცით. 16გბ ოპერატიულით 512გბ SSD, 15-16" ეკრანით და Type-C დატენვის ფუნქციით ესაა ჩემი კრიტერიუმები, HP-ს კიდევ რამდენიმე მოდელი მომეწონა, Asus-ები დამრჩა სანახავი და Lenovo-ები. -
ლეპტოპის მინ მახასიათებლები რომ 4K ტელევიზორზე დავაერთო
kloud replied to kloud's topic in რჩევა-კონსულტაციები
Huawei Matebook-ები მესიმპათიურება, Type C დამტენი აქვს და მგზავრობისას იდეალურია, მსუბუქია თვითონაც და დამტენიც კომპაქტური აქვს, თან ერთი დამტენი გამომადგება ტელეფონისთვისაც, ლეპტოპისთვისაც და ფაუერბანკისთვისაც. ფაუერბანკიც დავითრიე ლეპტოპს რომ ტენის მასეთი. ახლა ვნახე ამას ასე უწერია აღწერაში 2x USB-C (1x DisplayPort 4K 120 Hz + 1x Power Delivery 20 V/3,25A); ანუ გამოდის რომ ამის Type C-დან თუ დავუკავშირებ მონიტორზე უნდა ამუშაოს 4K/60ზე როგორც ჩანს. უბრალოდ Type C > Display Port > HDMI 2.0 ამ ფორმატში იმუშავებს? ან პირდაპირ Type C > HDMI 2.1 კაბელი რო დავითრიო არ იზამს?