Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. საწარმოო წყაროების თანახმად NVIDIA-მ პარტნიორებს გაუზიარა RTX 4000 სერიის ფლაგმანური გრაფიკული პროცესორების ეტალონური დაფების შესახებ ცნობები. დაფების სახელწოდებები იქნება RTX 4080, RTX 4080 Ti, RTX 4090 და RTX 4090 Ti. თავად გრაფიკული პროცესორები ჯერ არ გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ გათვლილია 600 ვატამდე ენერგიის მოხმარებაზე. რამდენიმე ცნობილმა ინსაიდერმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ RTX 4080 და 4090 დაფების TDP-ის დონე 600 ვატი იქნება, ხოლო უფრო მაღალი დონის RTX 4090 Ti შესაძლოა მოიხმარდეს 800 ვატზე მეტს. Igor's Lab აცხადებს, რომ NVIDIA-მ მწარმოებელ კომპანიებს სთხოვა სრული 600 ვატი სიმძლავრით გაეტესტათ ეტალონური დაფები, რომლებსაც საკუთარი PCB-ის შესაქმნელად იყენებენ. ყველა RTX 4080 და RTX 4090 არ მოიხმარს 600 ვატს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი გაზრდილ ტაქტის სიხშირეებზე იმუშავებს. Igor's Lab-მა ეტალონური დაფის ფოტო მიიღო ჩინური მწარმოებლისგან და დაადასტურა მისი ავთენტურობა ორი სხვა წყაროს მეშვეობით. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი აღმოჩნდა 12 ადგილი მეხსიერების მოდულებისთვის, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ GPU-ს ექნება ან 12, 24 გბ GDDR6X მეხსიერება. გარდა ამისა, დაფას აქვს ოცის ნაცვლად ძაბვის 24 გარდამქმნელი RTX 3090 Founder's Edition-თან შედარებით. ყველა ეს გარდამქმნელი და მოდული იკვებება ერთი კონექტორით 12VHPWR, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც კვების კონექტორი PCIe 5.0 და მას შეუძლია 600 ვატის გადაცემა. Igor's Lab აღნიშნავს, რომ მწარმოებელი კომპანიები ქმნიან PCB-ებს, რომლებიც სრულად მოიხმარენ 600 ვატს, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ, რადგან PCIe 5.0 კონექტორს სწორედ ასეთი შეზღუდვა აქვს. თითოეული 12VHPWR კონექტორი დაკომპლექტებულია ოთხი 6+2-პინიანი Molex კონექტორით მიუხედავად იმისა, რომ კვების ბლოკების უმეტესობას ამ რაოდენობის სადენი არ გააჩნია. ინსაიდერები ელიან, რომ NVIDIA გამოიყენებს RTX 3090-ის სამსლოტიან ჰაერის ქულერს RTX 4080-სა და RTX 4090-ში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მწარმოებელი კომპანიები ამზადებენ 3.5-სლოტიან ჰაერის ქულერებსაც და განიხილავენ წყლის გაგრილების გადაწყვეტილებას, რომელიც AMD-ის მიერ RX 6900 XT LC ვიდეო დაფებში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. ასევე ანალოგიური შეიძლება იყოს RTX 3090 Ti-სა და RTX 4080-ის PCB. Igor's Lab ვარაუდობს, რომ მწარმოებლებმა შესაძლოა RTX 3090 Ti გამოიყენონ RTX 4080 მოდელისთვის განკუთვნილი ქულერებისა და PCB-ის ტესტირებისთვის. შეგახსენებთ, რომ RTX 3090 Ti პირველი ვიდეო დაფა იქნება 12VHPWR კონექტორით. არაოფიციალური ცნობებით ეს ვიდეო დაფა 400-500 ვატ ენერგიას გამოიყენებს. https://tinyurl.com/5n77fzez
  2. კომპანია GPD-მ განაცხადა, რომ მუშაობს გეიმერებისთვის განკუთვნილ პორტატულ კომპიუტერ Win Max 2-ზე. ახალი ლეპტოპი ჩაანაცვლებს მოდელ Win Max-ს, რომელიც ფოტოებზეა წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: GPD მზადებაში არსებული მოწყობილობა - ეს გახლავთ პატარა ლეპტოპისა და გეიმინგ კონსოლის ჰიბრიდი. გაჯეტს ექნება 10.1-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1200 პიქსელი და QWERTY-კლავიატურა, რომლის თავზე განლაგებულია მართვის ორგანოები. ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake პროცესორით Core i7-1280P. ჩიპში მოცემულია 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. მხარდაჭერილია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. გაყიდვაში გამოვა Win Max 2-ის ვერსიები 16 და 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით. შესაძლებელია PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე ორი M.2 ფორმატის SSD-ის განთავსება: ამ მოდულების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 16 ტერაბაიტს. დანარჩენი მახასიათებლები ასეთია: microSD სლოტი, განათების მქონე კლავიატურა, ორი ინტერფეისი Thunderbolt 4 და სამი USB 3.2 Gen 2 პორტი, ორი ვიბროძრავი, ქსელის მოდემი 4G/LTE. ბატარეას ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2p9cenz9
  3. 31 მარტს ევროპარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო საკითხების კომიტეტი (ECON) კენჭს უყრის დებულებაში ცვლილებებს თანხების გადარიცხვისას კონტრაგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ. წინადადება გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას, განაცხადა Unstoppable Finance-ის განვითარების მენეჯერმა პატრიკ ჰანსენმა. ჰანსენის თქმით ხსენებული ზომა FATF-ის „სამოქმედიო წესების“ განხორციელებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი ავალდებულებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერებს, როგორებიცაა ბირჟები და კასტოდიალური სერვისები - გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების შესახებ ტრანზაქციების გადაცემისას. ევროპარლამენტი ამჟამად შემოთავაზებულ ცვლილებებს განიხილავს. ჰანსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანოს მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის ვარიანტი ამკაცრებს მოთხოვნებს მონაცემთა შეგროვებისა და გაცვლის შესახებ არაკასტოდიალური საფულეებით ოპერაციების განხორციელებისას. „თავდაპირველი წინადადებისგან განსხვავებით, რომელიც მოითხოვდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების შეგროვებას (მაგრამ არა გადამოწმებას) არა-ჰოსტინგურ საფულეზე გადატანისას, პროექტი მოითხოვს „დაამოწმოს ინფორმაციის სიზუსტე ინიციატორისა და არაჰოსტინგ საფულის მიღმა მყოფი ბენეფიციარის შესახებ.“, - დაწერა მან. სპეციალისტმა განმარტა, რომ ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია არაკასტოდიალური კონტრაგენტის შემოწმება. მისი აზრით კანონპროექტი ამჟამინდელი სახით კრიპტო კომპანიებს აიძულებს უარი თქვან ტრანზაქციებზე ასეთ სერვისებთან, რათა შეესაბამებოდნენ მარეგულირებელ მოთხოვნებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობის ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ „დამატებითი სპეციალური ღონისძიებების შემოღების შესაძლებლობას, რათა შემცირდეს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია არაჰოსტინგ საფულეებიდან განხორციელებულ გადარიცხვებთან - მათ შორის პოტენციური შეზღუდვების შემოღებით“. ”ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიას შეუძლია მთლიანად აკრძალოს ტრანზაქციები არა-ჰოსტინგ საფულეებთან დაკავშირებით, რაც უკვე იყო შემოთავაზებული ზოგიერთი დეპუტატის მიერ წინა პროექტში”, - განმარტა ჰანსენმა. სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში შემოთავაზებულია ინფორმაციის გაცვლა ყველა კრიპტო ტრანზაქციის შესახებ მიუხედავად მათი მოცულობისა. ამავდროულად, ფიატური ვალუტისთვის მინიმალური ზღვარი 1000 ევროა. „ციფრული აქტივების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კრიმინალური ქმედებებისა და ფულის გათეთრებისთვის ხელშეწყობის, დაფინანსებისა და დამალვის მიზნით განხორციელებული ტრანსფერების იდენტიფიკაციის გასაადვილებლად კრიპტო ტრანზაქციებზე მინიმალური ზღვარი არ უნდა დაწესდეს“, - ნათქვამია პროექტში. ECON-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს. საბოლოო მიღებამდე შესაძლოა დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ადრე ECON-მა ხმათა მრავლესობით მიიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. საბოლოო ვერსიაში არ შევიდა შესწორება კონსენსუს Proof-of-Work-ის ალგორითმზე მაინინგის აკრძალვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადებას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტოსაფულეების მომხმარებლების სავალდებულო შემოწმებას. https://tinyurl.com/27kk3muh
  4. ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla Inc.-ის გენერალური დირექტორი სერიოზულად ფიქრობს სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ახალი პლატფორმის შექმნაზე. მილიარდერმა ამის შესახებ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ. ფოტოს წყარო: REUTERS/Patrick Pleul „შეგიძლიათ შექმნათ ახალი სოციალური მედიის პლატფორმა, @elonmusk? ქსელი, რომელიც შედგება ღია კოდის ალგორითმისგან, სადაც სიტყვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლების (პრინციპების) პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და სადაც პროპაგანდა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი? ვფიქრობ, რომ ასეთი პლატფორმა საჭიროა“, - ჰკითხა მასკს Pranay Pathole-მა, IT სპეციალისტმა ინდოეთიდან. - "სერიოზულად ვფიქრობ ამაზე", - უპასუხა მასკმა. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა ჩაატარა გამოკითხვა თავის Twitter-ზე, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, თვლიდნენ თუ არა, რომ Twitter იცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპს. მომხმარებელთა 70%-ზე მეტმა უარყოფითად უპასუხა. ფოტოს წყარო: Twitter ბოლო დროს ილონ მასკი აკრიტიკებს Twitter-სა და კომპანიის პოლიტიკას. მისი თქმით სოციალური ქსელი ძირს უთხრის დემოკრატიას სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობის გამო. თუ მასკი გადაწყვეტს შექმნას ახალი პლატფორმა, ის შეუერთდება მზარდი რაოდენობის ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებად იმ იმედით, რომ მოიზიდავენ მომხმარებლებს, რომლებიც თვლიან, რომ არსებული პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Facebook * და YouTube, არ იცავენ სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ვერცერთი ახლადშექმნილი სოციალური ქსელი, მათ შორის, დონალდ ტრამპის Truth Social, Gettr, Parler და ვიდეო საიტი Rumble, ვერ მიუახლოვდა ზემოთაღნიშნულ პლატფორმებს აუდიტორიის წვდომითა და პოპულარობით. *Facebook შედის იმ საზოგადოებრივ გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების სიაში, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მათი საქმიანობის ლიკვიდაციის ან აკრძალვის შესახებ 2002 წლის 25 ივლისის №114-FZ ფედერალური კანონით გათვალისწინებული „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ " https://tinyurl.com/3vjtnxar
  5. კომპანია NVIDIA-მ დააანონსა სპეციალიზებული მოწყობილობა Clara Holoscan MGX - თანამედროვე პროგრამულ-აპარატული პლატფორმა, რომელიც ოპტიმიზებულია ჯანმრთელობის დაცვისთვის განკუთვნილ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებსა და სამედიცინო ვიზუალიზაციაზე. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამედიცინო სფეროს მოწინავე მოწყობილობების შექმნას. Clara Holoscan MGX მოიცავს მაღალი წარმადობის საწარმოო მოდულ NVIDIA Jetson AGX Orin-ს, ამაჩქარებელ RTX A6000-სა და 200GbE-SmartNIC ConnectX-7-ს. სიჩქარის დიაპაზონია 254-დან 619 Tflops-ამდე. MGX შეავსებს კომპანიის სხვა, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობებს, დატვირთვის ნაწილს გადაანაწილებს პერიფერიაზე და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს - წარუდგინოს ახალი SaaS-გადაწყვეტილებები სამედიცინო დაწესებულებებს, ლაბორატორიებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს და ა.შ. ფოტოს წყარო: NVIDIA MGX-ის სტეკის ბირთვები მოიცავს Yocto Linux-ის ნაკრებს, პლატფორმის მხარდამჭერი აღჭურვილობის ნაკრებს, Input/output დრაივერებს, NVIDIA-ს ბიბლიოთეკას ინფერენსისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვის აჩქარებისთვის, აგრეთვე რეფერენსულ აპლიკაციებს. გარდა ამისა, პლატფორმისთვის ოპტიმიზებულია მთელი რიგი პოპულარული ფრეიმვორკები და მოდელები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, ბიოლოგიაში, გენომიკაში და ა.შ. გათვალისწინებულია ფუნქციები სისტემის დისტანციურად მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის. პლატფორმა Clara Holoscan MGX ოპტიმიზებულია რეალურ დროში მოქმედ, დაბალი შეყოვნების მქონე აპლიკაციებზე. MGX შესაფერისია არა მხოლოდ ინსტრუმენტული გამოკვლევების სწრაფი, ინტელექტუალური დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციისთვის, არამედ, მაგალითად, ქირურგიული რობოტების ან რადიოთერაპიის განყოფილებების სამართავად. სამედიცინო მოწყობილობების შექმნა ხორციელდება Clara Holoscan SDK-ისა და დეველოპერების ნაკრებების მეშვეობით. პლატფორმა უზრუნველყოფილია ათწლიანი ტექნიკური მხარდაჭერით და დოკუმენტაციით IEC 60601 / IEC 62304 სერტიფიკაციისთვის. კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია MGX-ის სტეკის ბირთვს დაემატოს დამატებითი კომპონენტები და აპლიკაციები. პლატფორმაზე ადრეული წვდომა გაიხსნება 2023 წლის პირველ კვარტალში. https://tinyurl.com/ysr87um2
  6. კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები რისკებს უქმნის აშშ-ის ფინანსურ სისტემას და საჭიროებს ახალი კანონების შემუშავებას მათ დასარეგულირებლად. ამის შესახებ ფედერალური რეზერვების სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა - წერს Associated Press. „Stablecoin-ები, CBDC და ზოგადად ციფრული ფინანსები საჭიროებს ცვლილებებს არსებულ კანონებსა და რეგულაციებში ან სრულიად ახალი წესების შემუშავებას. [...] არსებობს პოტენციური ფინანსური სტაბილურობის პრობლემები ზოგიერთ პროდუქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მათი ქცევა ბაზარზე არსებული სტრესის დროს“, - განაცხადა მან. მონეტარული ხელისუფლების ხელმძღვანელის თქმით წესები უნდა შეესაბამებოდეს „რაც საქმიანობაა, ისეთივე რეგულირების“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ტრანზაქციები უნდა დარეგულირდეს ისევე, როგორც ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. პაუელის თქმით კრიპტოვალუტები გამოიყენებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის. მისი აზრით ხელისუფლებებმა უნდა აღკვეთონ ეს, რათა ციფრული აქტივები ფართოდ გავრცელდეს. პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტებს, „შეიძლება ვერ გააცნობიერონ პოტენციური ზარალის მასშტაბი“. ასევე, ასეთ ინვესტიციებს არ გააჩნია სახელმწიფო დაცვა ისე, როგორც ეს ხდება ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტებისა და სერვისების შემთხვევაში. Stablecoin-ებს რაც შეეხება, პაულემა აღნიშნა უსაფრთხოების ზომებისა და ემისიის მოცულობას შორის შეუსაბამობის რისკები. მან თქვა, რომ ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო დოლარის ციფრულ ვერსიაზე მუშაობა, მაგრამ გადაწყვეტილება მის გამოშვებაზე ჯერ არ არის მიღებული. შეგახსენებთ, რომ იანვარში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წარმოადგინა ანგარიში CBDC-ის კვლევის შედეგების შესახებ. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ სპეციალური ციფრული ფორმის გამოჩენა აშშ დოლარს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. 9 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირების კუთხით. დოკუმენტი ავალდებულებდა მარეგულირებლებს განეხილათ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. ადრე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სააგენტო Stablecoin-ებს მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს ინვესტორებისა და ბაზრის მთლიანობისთვის და ასევე მოითხოვა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. https://tinyurl.com/2p86aknc
  7. AMD Ryzen პროცესორების შემდეგ სერიაში მოსალოდნელია TDP-ის დონის მატება - მიიჩნევენ ინსაიდერები. ერთ-ერთმა ცნობილმა ინფორმატორმა @greymon55 დააზუსტა, რომ Ryzen 7000 სერიაში იგეგმება მოდელები TDP-ის 65, 105 და 170 ვატი დონით, ამასთან ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ზედა სეგმენტში - Ryzen 9 სერიის 12- და 16-ბირთვიან მოდელებში. წყარო: Twitter @greymon55 გავრცელებული ცნობების თანახმად უფროსი მოდელი, რომელსაც აქვს 16 ბირთვი და დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, მიიღებს 170-ვატიან TDP-ის დონეს, 12-ბირთვიანი მოდელი კი - 105-ვატიანს. ესენი იქნება X კლასის მოდელები ოვერქლოქინგის მხარდაჭერით. აჩქარების შესაძლებლობის გარეშე არსებული ანალოგიური მოდელები ოპტიმიზებული იქნება უფრო დაბალ სიხშირეებზე მუშაობისთვის 65 ვატის ფარგლებში. მომდევნო სერიაზე გადასვლისას TDP-ის დონის ასეთი მატება შესაძლოა აიხსნას სამუშაო სიხშირეების მნიშვნელოვანი ზრდით, AMD-მ უკვე გვიჩვენა, რომ ახალ პროცესორებს შეუძლია ყველა ბირთვზე 5 გჰც-ის შენარჩუნება. TDP-ის დონის გაზრდაში მცირე წვლილს ასევე შეიტანს ინტეგრირებული გრაფიკა. მიიჩნევა, რომ Ryzen 7000 სერიის პროცესორების უმეტესობას ექნება ვიდეობირთვი RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე. https://tinyurl.com/mre57w8b
  8. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი CreatorPro Z17 - მობილური სამუშაო სადგური აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Windows 11 Home-ით ან Windows 11 Pro-თი. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპს აქვს QHD+ ფორმატის 17-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. გარდა ამისა, ეკრანზე მუშაობა შესაძლებელია სტილუს MSI Pen-ის მეშვეობით. ლეპტოპში მოცემულია 14-ბირთვიანი პროცესორი Core i9-12900H - ექვსი ბირთვი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 5.0 გჰც-ს შეადგენს. კომპიუტერი დაკომპლექტებული იქნება დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით NVIDIA RTX A5500 ან RTX A3000. ხელმისაწვდომია Intel Killer Wi-Fi 6E AX1675 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Dynaudio ოთხი დინამიკით, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრეა 2 ვატი, აგრეთვე ხელმისაწვდომია თითის ანაბეჭდის სკანერი. DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის კლავიატურა SteelSeries ღილაკების ინდივიდუალური RGB-განათებით. ლეპტოპების ზომაა 382 × 260 × 19 მმ, წონა - 2.49 კგ. ფასი შეადგენს 3499 ევროს. https://tinyurl.com/5dsn6efn
  9. არასტაბილურობისა და leverage-ის ზრდა დერივატივების ბაზარზე მიუთითებს Bitcoin-ის ფასის ცვალებადობის მკვეთრი ზრდის დაწყების ალბათობაზე. ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. ვიწრო დიაპაზონში ვაჭრობის ფონზე ბოლო ორი თვის განმავლობაში სავარაუდო არასტაბილურობის დონემ Bitcoin-ოფციონების ბაზარზე გადააჭარბა 60%-70%-იან დიაპაზონს. ადრე ანალოგიური დინამიკა შეინიშნა 2021 წლის მაისში მომხდარი ვარდნის წინა დღეს, ასევე შორთების ლიკვიდაციისას ივლისსა და ოქტომბერში. წყარო: Glassnode. Bitcoin-ფიუჩერსების ბაზარზე ღია ინტერესმა მიაღწია პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის 1.94%-ს. ადრე 2%-იანი ზღვრის გადალახვა განაპირობებდა leverage-ის მკვეთრ შემცირებას. ანალოგიური სურათი ჩამოყალიბდა უვადო კონტრაქტების ბაზარზე - „რისკის ზონაში“ შევიდა BTC-ის მთლიანი საბაზრო ღირებულების 1.28% OI. წყარო: Glassnode. ექსპერტების აზრით სპოტ ბაზარზე ყველაზე დიდი შესყიდვის აქტივობა კონცენტრირებულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე, ხოლო გამყიდველების ძირითადი ზეწოლა ამჟამად აზიაშია ფორმირებული. ამგვარი ტენდენციები 2020 წლიდან გამოჩნდა. დასავლელი ტრეიდერების რეაქცია ექსპერტებმა ახსნეს ფედერალური რეზერვების სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ულტრარბილი მონეტარული პოლიტიკით, რამაც გამოიწვია ფიატის შემსყიდველების რაოდენობის შემცირება. მათი აზიელი ოპონენტების გაყიდვების დომინირებიდან გამომდინარე მათ დაინახეს თავშეკავებული მოლოდინები COVID-19 პანდემიის გავლენისა და გრძელვადიანი ლიკვიდაციის გამო 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბაზრის მწვერვალზე ყოფნის შემდეგ. ამჟამად Onchain-ინდიკატორები შეესაბამება დათვურ ბაზარს. ახალი Bitcoin-მისამართები იზრდება დღე-ღამეში დაახლოებით 110 000-იანი ტემპით, რაც ზომიერ ზრდას დემონსტრირებს. მსგავსი ვითარებაა ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ: 14-დღიანი მოძრავი შუალედი იმყოფება 215 000-იან ნიშნულზე, რაც დამახასიათებელი იყო 2019-2020 წლებისთვის. წყარო: Glassnode. ამჟამად გაიზარდა მსხვილი ტრანზაქციების წილი ( 1 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის) – 2021 წლისთვის დამახასიათებელი 50%-იდან ამჟამინდელ 65%-70%-მდე. მთლიანი მოცულობის ინდიკატორის შემცირების ფონზე ეს ვითარება მიუთითებს დაცემის სცენარის ალბათობის განხორციელებაზე, გვაფრთხილებენ ექსპერტები. წყარო: Glassnode ჰოდლერების განკარგულებაში არსებული მოცულობა სტაგნაციას განიცდის ოქტომბერში ახალი რეკორდის დამყარების შემდეგ. ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გრძელვადიანი ინვესტორების მიერ Bitcoin-ების დაგროვებამ ბოლო პერიოდში დააბალანსა მათი დანახარჯები. წყარო: Glassnode. იანვარში ზრდა დაიწყო იმ მონეტების რაოდენობამ, რომელთა მეშვეობით ტრანზაქციები განხორციელებული იყო სამიდან ექვს თვემდე პერიოდში - ჰოდლერების კატეგორიაში გადასვლის პოტენციალი. ამ პერიოდში მაჩვენებელი გაიზარდა 480 000 BTC-ით, რაც რაოდენობრივად ახლოსაა 2020 წლის მარტში ვარდნის შემდეგ პერიოდში დაგროვებულ 510 000 BTC-თან. ამგვარი ტენდენციის შენარჩუნება მიუთითებს Bitcoin-ის მთლიანი მიწოდების ამ ნაწილის ფასების მგრძნობელობის შემცირებაზე. ხარებისთვის ამას კონსტრუქციული ხასიათი ექნება. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, 22 მარტს Bitcoin-მა დააფიქსირა 43 000 აშშ დოლარიანი დონე. DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ნაიჯელ გრინმა მარტის განმავლობაში Bitcoin-ის 50 ათას აშშ დოლარამდე ზრდა ივარაუდა. https://tinyurl.com/59yvbumw
  10. პორტალ GPUOpen-ზე გამოჩნდა ახალი დეტალები მასშტაბირების განახლებულ ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution 2.0-ის შესახებ. კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერილი გრაფიკული პროცესორების პირველადი ჩამონათვალი, ტექნოლოგიის მუშაობის რეჟიმები და სხვა დეტალები. ფოტოს წყარო: AMD Community FSR 2.0 ტექნოლოგიის მოთხოვნები წარმადობის მიმართ კვლავ მაღალია, ტექნოლოგია კვლავ მხარდაჭერილია არა ყველაზე თანამედროვე სერიის ვიდეო დაფებში, არამედ ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე საშუალო და უფრო მაღალი სეგმენტის დაფებში. მაგალითად, 1080p გაფართოებისთვის რეკომენდებულია NVIDIA GeForce GTX 1070 ან Radeon RX 590. Xbox-თამაშების დეველოპერებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ტექნოლოგია. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Ultra Performance-ის ხარისხის ოთხი დონე Quality-მდე. პირველ შემთხვევაში ტექნოლოგიას შეუძლია გამოსახულების ზომა ცხრაჯერ გაზარდოს - 640×360-დან 1080p გაფართოებამდე. წყარო: AMD, GPUOpen თამაშებთან FSR 2.0 ტექნოლოგიის ინტეგრაციაზე დახარჯულ დროს რაც შეეხება, კომპანია მიიჩნევს, რომ პროექტებს, რომლებშიც უკვე რეალიზებულია კონკურენტ ტექნოლოგია NVIDIA DLSS 2.x-ის მხარდაჭერა, დასჭირდებათ 3 დღე, Unreal Engine-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პლაგინიც შეამცირებს ინტეგრაციის დროს. ინტეგრაციისთვის საჭიროა 4 კვირა და მეტი, თუკი თამაშში არ არის ჩაშენებული რენდერინგისა და დისპლეიზე გამოსახულების ასახვის სხვადასხვა მხარდაჭერა, ასევე თუ არ გააჩნია მოძრაობის ვექტორების გამოკვლევის შესაძლებლობა. თუ ამგვარი შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, საჭირო იქნება დაახლოებით 2 კვირა TAA-ს მხარდაჭერის შესაბამისად. კომპანიამ ასევე მოკლედ ისაუბრა წარმადობაზე გავლენის შესახებ და გთავაზობთ დამატებით შედარებებს - შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 150 მბ მოცულობის მაღალი ხარისხის სურათები. https://tinyurl.com/yjmzrpbs
  11. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Summit E14 Flip Evo A12 ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake მე-12 თაობის Core პროცესორით. ფოტოს წყარო: MSI ჰიბრიდულ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი QHD+ ფორმატის სენსორული დისპლეი გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი და 100%-იანი ფერთა გამა DCI-P3. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა მოწყობილობა პლანშეტის რეჟიმში გადავიდეს. მხარდაჭერილია მართვა სპეციალური ელექტრონული ფანქრით. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-1260P თორმეტი ბირთვით, რომელთაგან ოთხი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.7 გჰც-ს. ჩიპის შემადგებლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტრანსფორმერი ლეპტოპის LPDDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 32 გბ, NVMe SSD-ის - 1 ტბ-მდე. ხელმისაწვდომია Killer Wi-Fi 6E AX1675 (2x2) და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა განათებით და აუდიოსისტემა 2x2 ვტ სიმძლავრის სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისი Thunderbolt 4, პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI კონექტორი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, microSD სლოტი. ლეპტოპის ფასი 1500 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/4vmm78rj
  12. იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა განაცხადა, რომ წლის მეორე კვარტალში გეგმავს Nasdaq-ზე შესვლას Thunder Bridge Capital Partners IV-თან (THCP) 1.25 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების SPAC-გარიგების მეშვეობით. გარიგების დასრულება მოსალოდნელია მეორე კვარტალში. აქციებს მიენიჭება ტიკერი CNCK. გაერთიანებული კომპანია შეფასდა 1.25 მლრდ აშშ დოლარად. Coincheck-ის მთავარ აქციონერ Monex Group-ის წილი 82%-ს შეადგენს. THCP 237 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ FSA-ს მიერ რეგულირებული პლატფორმა ემსახურება 1.5 მილიონ ვერიფიცირებულ მომხმარებელს, სთავაზობს ყველაზე მეტ კრიპტო აქტივსა და IEO შესაძლებლობებს იაპონურ ბირჟებს შორის. 2018 წელს Coincheck-მა განიცადა კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაჰაკვა. პლატფორმიდან მოიპარეს ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა NEM. იანვარში Apifiny კრიპტო ბირჟა Apifiny-მ გამოაცხადა, რომ Nasdaq-ში შევა SPAC გარიგების მეშვეობით. https://tinyurl.com/75jfm9pw
  13. კონფერენცია GTC 2022-ის ფარგლებში კომპანია NVIDIA-მ წარადგინა Ampere თაობის ექვსი ახალი პროფესიონალური მობილური გრაფიკული ამაჩქარებელი: მოდელები NVIDIA RTX A5500, RTX A4500, RTX A3000 12 გბ, RTX A2000 8 გბ, RTX A1000 და RTX A500. ყველა მათგანი განკუთვნილია მობილური სამუშაო სადგურებისა და პროფესიონალური ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ახალ ვიდეო დაფებს აქვთ ტექნოლოგიების საფირმო ნაკრებ NVIDIA Max-Q-ს მხარდაჭერა: Dynamic Boost, CPU Optimizer, Rapid Core Scaling, WhisperMode, Battery Boost, Resizable BAR და NVIDIA DLSS. გარდა ამისა, კომპანია მიუთითებს, რომ მითითებულ ვიდეო დაფებში გამოყენებულია მეორე თაობის RT-ბირთვები და მე-3 თაობის Tensor ბირთვები, რაც გასაკვირი არ არის Ampere არქიტექტურისთვის. NVIDIA RTX A5500 ფლაგმანური მოდელების შემადგენლობაში გამოიყენება ჩიპი 7424 CUDA ბირთვით, 58 RT-ბირთვით და 232 Tensor-ბირთვით. დაფას აქვს 16 გბ მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 512 გბ/წმ. NVIDIA RTX A4500-ის შემადგენლობაში შედის 5888 CUDA ბირთვი, 46 RT-ბირთვი და 184 Tensor-ბირთვი. ამ ამაჩქარებელსაც აქვს 16 გბ მეხსიერება სიჩქარით 512 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A3000-ს აქვს 4096 CUDA ბირთვი, 32 RT-ბირთვი და 128 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 12 გბ. მისი მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 336 გბ/წმ-ს. სამივე მათგანში გამოყენებულია შეცდომების კორექციის ECC ფუნქციები, რაც ზრდის მუშაობის სტაბილურობის დონეს. NVIDIA RTX A2000 მოდელს აქვს 2560 CUDA, 20 RT და 80 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 8 გბ სიჩქარით 224 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A1000-ში მოცემულია 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. გარდა ამისა, მითითებულია 4 გბ მეხსიერება სიჩქარით 224 გბ/წმ. უმცროს მოდელ NVIDIA RTX A500-ს აქვს 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. დაფის მეხსიერების მოცულობაა 4 გბ, სიჩქარე - 112 გბ/წმ. სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააზიარა წარმოდგენილი ახალი პროდუქტების სრული ტექნიკური მახასიათებლები, ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია მათი GPU-ების სიხშირის შესახებ. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული ლეპტოპის კონფიგურაციაზე. ყველა ახალი დაფა ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო მწარმოებლებისა და NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მობილურ სადგურებში, რომელთა შორისაა Acer, ASUS, BOXX Technologies, Dell Technologies, HP, Lenovo და MSI. ამ პროფესიონალური ვიდეო დაფების მქონე მობილური სამუშაო სადგურები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. https://tinyurl.com/2frfb586
  14. კომპანია AMD-მ წარადგინა Instinct MI210 ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში გამოსაყენებლად. სიახლე აღჭურვილია ერთი GPU-ით, რომელიც პირველ რიგში განსხვავდება ადრე წარმოდგენილი ფლაგმანური Instinct MI250-ისა და MI250X-ისგან. Instinct MI210 დაფუძნებულია CDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც Radeon ვიდეო დაფებში გეიმინგ RDNA 2-ისგან განსხვავებით გამიზნულია კონკრეტულად გამოთვლებზე. გამოყენებულია ჩიპი 104 გამომთვლელი ბლოკით, რომლებიც ფლობენ 6656 ნაკადურ პროცესორს. ჩიპის ერთ ფირფიტაზე განთავსებულია 64 გბ HBM2E მეხსიერება 4096-ბიტიანი ინტერფეისით და ECC მხარდაჭერით. მეხსიერების სიჩქარე 1.6 ტბ/წმ-ის ტოლია. ამაჩქარებელი დამზადებულია გაფართოების ბარათის ფორმატში PCIe 4.0 ინტერფეისით. დაფას აქვს ინტერფეისი Infinity Fabric ორი ან ოთხი დაფის გაერთიანებისთვის ერთი სისტემის ფარგლებში. Instinct MI210-ში დამატებითი კვებისთვის მოცემულია მხოლოდ ერთი 8-პინიანი კონექტორი, რომელიც მოიხმარს არაუმეტეს 225 ვატს. ამასთან TDP-ის დონე 300 ვატს შეადგენს. დაფას გააჩნია პასიური რადიატორი, რომლიც მეშვეობით სერვერის ქულერებმა ჰაერი უნდა გაატარონ. რაც შეეხება წარმადობას, AMD-ს განცხადებით Instinct MI210-ს მეტად მაღალი მაჩვენებლები აქვს. FP 32 და FP64 ვექტორულ ოპერაციებში სიჩქარე აღწევს 22.6 Tflops-ს, მატრიცულ FP32 და FP64 ოპერაციებში - 45.3 Tflops-ს. FP16 და bfloat16 ოპერაციებში წარმადობის დონე აღწევს 181 Tflops-ს, INT8-ში - 181-ს. AMD ასევე აცხადებს, რომ MI210 მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირ კონკურენტ NVIDIA A100 40GB-ს მაღალი წარმადობის გამოთვლებში. AMD-მ განაცხადა, რომ Instinct MI210 ამაჩქარებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება შემდეგი კომპანიების სისტემებში - ASUS, Colfax, Dell, Exxact, Gigabyte, HPE, KOI, Lenovo, Nor-Tech Supermicro და Penguin. https://tinyurl.com/5n8w2da2
  15. Bitcoin არის ფიატის „შესანიშნავი“ ალტერნატივა იმ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არაეფექტური მონეტარული პოლიტიკა გააჩნიათ. ამის შესახებ კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ნოვოგრაცის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემასა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რომ შესძლებოდათ მზარდი ინფლაციის დაძლევა და ქვეყნის საგარეო ვალების დაფარვა, ამერიკელებს არ მოუწევდათ კრიპტოვალუტის ყიდვა. „თურქეთში რომ ცხოვრობდე, თავს უკიდურესად სულელად იგრძნობდი, მთელი შენი დანაზოგი ლირაში რომ შეგენახა. როდესაც ტარდება არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა - და არ დავმალავ, ჩვენი პოლიტიკა არ იყო საუკეთესო - Bitcoin საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს“ - განაცხადა მან. ნოვოგრაცმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა Bitcoin გამოყენებულ იქნას გადახდებისთვის. ის აქტივს განიხილავს, როგორც ღირებულების საცავს. მანამდე Bloomberg-თან ინტერვიუში მილიონერმა სანქციების ქვეშ რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას „ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა. მისი აზრით შეერთებული შტატების, ევროკავშირის და მათი მოკავშირეების ქმედებები აიძულებს მსოფლიოს - გადახედოს დამოკიდებულებას დოლარის მიმართ. „ეს ნიშნავს, რომ აშშ დოლარი ან სახაზინო ობლიგაციები, რომლებიც განიხილება რისკისგან თავისუფალ აქტივებად, არც თუ ისე რისკებისგან თავისუფალია. თქვენ რისკის ქვეშ ხართ, თუ რუსი ხართ ან შესაძლოა ჩინელი. ეს არ არის თქვენთვის უსაფრთხო“, - განმარტა მან. მისი თქმით, სამომავლოდ მონეტარული ხელისუფლება შეეცდება საკუთარი რეზერვების უზრუნველყოფას აქტივების კალათით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დოლარს, ოქროს და კრიპტოვალუტებს. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის ზრდის ფონზე არ უნდა ველოდოთ Bitcoin-ის კოტირებების „აგრესიულ“ ზრდას. მიუხედავად ამისა, მილიონერი პროგნოზირებს, რომ ხუთი წლის შემდეგ ციფრული ოქრო 500 000 აშშ დოლარი ეღირება. იანვარში ნოვოგრაცმა ოქროს მხარდამჭერს და Bitcoin-ის სკეპტიკოს პიტერ შიფს შესთავაზა 1 მილიონი აშშ დოლარის ფსონის დადება Bitcoin-ის ფასზე. https://tinyurl.com/2p97w5ky
  16. რესურსი Electrek აგრძელებს ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეტყობინებებისთვის თვალყურის დევნას. გასულ კვირაში მან უკვე ცხადყო, რომ აქვს Tesla-ს განვითარების საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც რიგით მესამეა და ინარჩუნებს სახელწოდებას „Master Plan”. ფოტოს წყარო: Tesla ილონ მასკს ჯერ არ დაუსახელებია სტრატეგიული პროგრამის განხორციელების კონკრეტული თანმიმდევრობა, მაგრამ ცხადყოფს, რომ გენერალური გეგმის მესამე ვერსიის მთავარი ამოცანაა Tesla-ს ბიზნესის მასშტაბირება ექსტრემალურ ზომებამდე. შეგახსენებთ, რომ ადრე Tesla-ს ხელმძღვანელმა ახსენა კომპანიის განზრახვა ათწლეულის ბოლომდე ელექტრომობილების წლიური წარმოების 20 მილიონ ერთეულამდე გაზრდის შესახებ. ცნობისთვის, ამჟამად ამდენ მანქანას ყოველწლიურად ერთად აწარმოებენ Toyota და Volkswagen, რომლებიც უმსხვილეს მანქანათმშენებელ კომპანიებად ითვლებიან. განვითარების ახალ გეგმაში ადგილი მოიძებნება SpaceX-ისა და The Boring Company-სთვისაც, რომლებსაც ასევე მასკი ხელმძღვანელობს. პრინციპში, კოსმოსის ძიების პროგრამა უკვე ისედაც ვრცელია, ხოლო მიწისქვეშა გვირაბების სისტემის მეშვეობით მანქანების გადაადგილება მჭიდრო კავშირშია Tesla-ს ელექტრომობილების გამოყენებასთან. https://tinyurl.com/2am4bue2
  17. პირველი ლეპტოპი დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Arc წინასწარ გაყიდვაშია. მომხმარებლებს შეუძლიათ გააფორმონ წინასწარი შეკვეთა ლეპტოპზე Acer Swift X, რომელშიც წარმოდგენილია ვიდეო დაფა Intel Arc A370M. შემოთავაზება აღმოჩენილ იქნა ფინურ მაღაზია ProShop-ში. შეგახსენებთ, რომ ეს ლეპტოპი დაანონსდა ჯერ კიდევ გამოფენა CES 2022-ზე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში. ფოტოს წყარო: Acer სუპერმსუბუქ Acer Swift X-ში, რომელსაც აქვს 16-დუიმიანი ეკრანი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, გამოყენებულია მე-12 თაობის Intel Core (Alder Lake) პროცესორები. ლეპტოპში მოცემული იქნება 12-ბირთვიანი Core i5-1240P (სიხშირე 3.3/4.3 გჰც, 12 მბ Intel Smart Cache) და Core i7-1260P (სიხშირე 3.4/4.7 გჰც, 18 მბ Smart Cache მეხსიერება). ორივე პროცესორს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი. პირველი პროცესორის ბაზაზე დამყარებული ლეპტოპის ფასი იწყება 1299 ევროდან, მეორისა - 1549 ევროდან. ორივე ლეპტოპში ხელმისაწვდომია 16 გბ LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. უფროს მოდელს აქვს 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, უმცროსს - 512 გბ. Acer Swift X-ში მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო სტანდარტები. ლეპტოპი იწონის 1.7 კგ-ს. გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ვიდეო დაფა Intel Arc A370M მიეკუთვნება ამაჩქარებლების საწყის დონეს და დამყარებულია გრაფიკულ ჩიპ DG2-128EU-ზე. მიიჩნევა, რომ დაფას ექნება 4 გბ ვიდეო მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Proshop Intel Arc Alchemist სერიის მობილური გეიმინგ ვიდეო დაფების პრეზენტაცია 30 მარტს შედგება. რაც შეეხება ლეპტოპ Acer Swift X-ს, ფინური მაღაზია მის გამოსვლა 25 მაისისთვის ელოდება. https://tinyurl.com/yucwzdv3
  18. Bitcoin-ის მიწოდება ცენტრალიზებულ ბირჟებზე დაეცა 2.51 მილიონ მონეტამდე, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის ნოემბრის შემდეგ. ამას მოწმობს Glassnode-ის მონაცემები. Bitcoin-ბალანსების დინამიკა ცენტრალიზებულ ბირჟებზე. წყარო: Glassnode. BTC-ის გადინება ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმებიდან უფრო უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეები მხარს უჭერენ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიებს. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების არაერთმა ბირჟამ დაბლოკა მომხმარებლის ანგარიშები ამ რეგიონიდან. საკუთარი აქტივების უზრუნველყოფის სურვილით ამ უკანასკნელებს ურჩევნიათ პირადი გასაღებების დამოუკიდებლად კონტროლი. მსხვილმა პლატფორმებმა, როგორიცაა Binance და Kraken, განაცხადეს, რომ ისინი ცალმხრივად არ დაბლოკავენ მომხმარებლებს რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ ამ ნაბიჯს გადადგამენ გლობალური მარეგულირებლების მოთხოვნის საფუძველზე. მანამდე Binance-მა შეწყვიტა მუშაობა რუსეთის სანქცირებული ბანკების ბარათებთან. კომპანიამ ასევე დაბლოკა ტრანზაქციები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაცემული Visa-სა და Mastercard-ის ბარათებით. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. Ethereum-ის მიწოდება ცენტრალიზებულ პლატფორმებზე დაეცა 21.6 მილიონ ETH-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. Ethereum-ბალანსების დინამიკა ცენტრალიზებულ ბირჟებზე. წყარო: Glassnode. ამავდროულად, DeFi პროტოკოლში დაბლოკილი ETH-ის წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. 2021 წლის ოქტომბერში მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 28%-ზე ზემოთ - ახლა ეს მაჩვენებელი 27.55%-ია. სმარტ-კონტრაქტებში ჩართული ETH-ის მიწოდების წილი. წყარო: Glassnode. CoinGecko-ს მონაცემებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Bitcoin 7.7%-ით გაძვირდა, Ethereum - 13.5%-ით. წერის მომენტში პირველი აქტივი დაახლოებით 41860 აშშ დოლარად იყიდება, მეორე კრიპტოვალუტა კი - 2925 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/4h4d25ah
  19. მარტში კომპანია AMD ბაზარზე არაერთ სიახლეს გამოუშვებს, რომელთა შორის იქნება სერვერული პროცესორები Milan-X ტექნოლოგია 3D V-Cache-ის ხარჯზე გაზრდილი ქეშ-მეხსიერებით. ესენია ვარიანტები ჯერ კიდევ Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე, თუმცა დამატებითი ქეშის წყალობით შესაძლებელია წარმადობის გაზრდა გარკვეულ ამოცანებში. რესურს VideoCardz-მა ისაუბრა ამ პროდუქტების სავარაუდო ღირებულებაზე - თანხები შთამბეჭდავია. სერიის სათავეში დგას 64-ბირთვიანი AMD EPYC 7773X, მისი ფასი დაახლოებით 8800 აშშ დოლარს შეადგენს, 32-ბირთვიანი ვარიანტი კი ღირს დაახლოებით 5600 აშშ დოლარი. სერიაში ასევე შედის კიდევ ორი მოდელი: 24- და 16-ბირთვიანები. რატომღაც ნაკლები ბირთვის მქონე ვარიანტი უფრო ძვირი აღმოჩნდა, ამ მოდელების ფასები 6-7%-ით განსხვავდება და დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარს შეადგენს. როგორც VideoCardz განმარტავს, მოდელირება არის ერთ-ერთი სფერო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროცესორების გამოყენება. დიდი რაოდენობის ბირთვების მქონე ვარიანტები განკუთვნილი იქნება საბოლოო ელემენტებისა და სტრუქტურული ანალიზისთვის, ხოლო უფრო მცირე მოდელები შესაფერისია დიზაინისა და ჰიდროდინამიკური გამოთვლებისთვის. წყარო: VideoCardz ბირთვების რაოდენობის მიუხედავად ყველა მოდელში აქტიურია რვავე ჩიპლეტი ბირთვებით, თითოეულს აქვს დამატებითი L3 ქეში, მთლიანი L3 ქეშის მოცულობაა 768 მბ. პროცესორები 21 მარტს უნდა გამოვიდეს. https://tinyurl.com/bdhcdtws
  20. ბევრი ავტომობილი, და არა მხოლოდ პრემიალური კლასის მოდელები, დღესდღეობით გვთავაზობენ ავტომატური პარკირების შესაძლებლობას, როდესაც მძღოლი სალონის გარეთ იმყოფება გასაღებით ან სმარტფონით ხელში. Mercedes-Benz-მა და Bosch-მა ელექტრომობილ EQS-ის მაგალითის გამოყენებით აჩვენეს, თუ როგორ განხორციელდება მანქანის პარკირება დახურულ პარკინგზე ავტომატურად უახლოეს მომავალში. ფოტოს წყარო: Electrek დემონსტრაციისთვის კომპანიამ გამოიყენა ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს კუთვნილი ავტოსადგომი, სადაც პრეზენტაცია გაიმართა. Mercedes-Benz EQS ფლაგმანურმა ელექტრო სედანმა გამოიყენა სმარტფონის აპლიკაცია ძრავებისა და ყველა საჭირო ელექტრონიკის გასააქტიურებლად, რათა პარკირების ადგილისკენ დაძრულიყო. ორგანიზატორებმა ნათლად აჩვენეს, რომ როდესაც ფეხით მოსიარულე შემოდის მანქანის სამოძრაო ტრაექტორიაზე, მანქანა ჩერდება და ელოდება, სანამ ქვეითი გზიდან გადავა. სადემონსტრაციო სვლის ფარგლებში ელექტრომობილმა გვერდი აუარა უკვე გაჩერებულ ავტომობილებს და მივიდა პარკინგის ადგილამდე, რომელიც სავალი გზის პერპენდიკულარულად იყო განთავსებული. პარკირების ადგილას ყველგან განლაგებული იყო Bosch-ის დამზღვევი ლიდარები, რომლებიც მოქმედებდნენ Mercedes-Benz-ის ბორტის ავტომატიკასთან ერთად, თუმცა საბოლოო ვარიანტში მსგავსი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება საპარკინგე სივრცის ჭერზე. გერმანიაში მსგავსი სენსორებით უკვე აღჭურვილია შტუტგარტის აეროპორტის პარკინგი. სენსორები საშუალებას იძლევა მძღოლი დარწმუნდეს, რომ მანქანების გადაადგილების ტრაექტორიაში არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და პარკირების ადგილი ნამდვილად თავისუფალია. ელექტრომობილების შემთხვევაში მათ ქვეშ განთავსდება უსადენო დამტენები ან უფრო რთული ვარიანტები ავტომატური მანიპულატორებით, მანქანის ქსელთან სადენით დაკავშირების მიზნით. Bosch და Mercedes-Benz გეგმავენ ავტოსადგომების ავტომატიზაციაში მიღებული გამოცდილება გამოიყენონ სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების შესაქმნელად - სერვისის სადგურებში, რომლებსაც შეეძლებათ მანქანის მიღება მძღოლის გარეშე, ასევე მანქანის სამრეცხაოებსა და დამტენ სადგურებში. ელექტრომობილი თავად შეძლებს საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას, სანამ მფლობელი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იქნება დაკავებული. ასეთი იდეების განხორციელების მთავარი დაბრკოლება კვლავ საკანონმდებლო მოთხოვნებია მძღოლის მოძრავ მანქანაში ყოფნის საჭიროების შესახებ. ფაქტობრივად, შემოთავაზებული ტექნოლოგიები მეოთხე დონის ავტომატიზაციას მიეკუთვნება. https://tinyurl.com/2p99dc5w
  21. მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 0.35%-ით შემცირდა 27.45 მილიონამდე (T). 2021 წლის ნოემბრიდან დაფიქსირებული დადებითი დინამიკა მარტის დასაწყისში შეწყდა. წყარო: BTC.com. თებერვალში მოპოვების სირთულემ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს - 29.97 T. 3 მარტს მაჩვენებელი 1.5%-ით შემცირდა 27.55 მილიონამდე (T). Compass Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უიტ გიბსმა CoinDesk-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესუსტების დინამიკა შეიძლება მიეწეროს ელექტროენერგიის ხარჯების ზრდას, რამაც ზოგიერთი მაინერი აიძულა გამოერთო აღჭურვილობა. მისი აზრით ეს პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება. Arcane Research-ის წარმომადგენელმა იარან მელერუდმა ასევე ყურადღება გაამახვილა ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე არალეგალური მაინინგის წინააღმდეგ. მისი გამოთვლების თანახმად ჰეშრეითზე ნეგატიურმა ეფექტმა 1.5% შეადგინა. ამავე დროს, ამავე მიზეზის გამო გამომთვლელი სიმძლავრის მოცულობა (217,5 EH/s) თებერვალში მიღწეულ რეკორდულ მაჩვენებელ 248.1 EH/s-ზე ნაკლები რჩება. წყარო: BTC.com. 2021 წელს ჰეშრეითმა მაისში შემცირება დაიწყო სიჩუანში მაინერების ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შემცირება გაგრძელდა აკრძალვის გამო ინდუსტრიის მოთამაშეების ჩინეთიდან გასვლით. ასევე შემცირდა გამომთვლელ სიმძლავრესთან დაკავშირებული სირთულე. ივლისის ერთ-ერთი გადაანგარიშების შედეგების თანახმად ვარდნამ რეკორდული 27.94% შეადგინა. ორივე ინდიკატორმა აღდგენა დაიწყო მხოლოდ აგვისტოსკენ. ამავდროულად აშშ გახდა ლიდერი Bitcoin-ის ჰეშრეიტის წილის მხრივ პირველად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი წინა თვესთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 1 მლრდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა. მანამდე Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა ბაზარზე ამერიკელი მაინერების წილის ზრდა ივარაუდეს. https://tinyurl.com/2w2vydtc
  22. NVIDIA უახლოვდება GeForce RTX 3090 Ti ვიდეო დაფის გაყიდვების დაწყების თარიღს. ითვლება, რომ პირველი მომხმარებლებისთვის დაფა ხელმისაწვდომი 29 მარტს გახდება. ახალი ფლაგმანური მოდელის გამოსვლა არაოფიციალური ცნობების თანახმად ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა, ამჟამად კი GeForce RTX 3090 Ti უკვე გამოჩნდა სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმის ფასების ჩამონათვალში. ცნობილ ენთუზიასტ @momomo_us-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი Wccftech აცხადებს, რომ Asus-ის მიერ წარმოებული ახალი ვიდეო დაფა გამოჩნდა კანადაში და მისი ფასი აღწევს ადგილობრივ 5200 დოლარს, ანუ დაახლოებით 4200 აშშ დოლარს, რაც 75%-ით აღემატება ამავე მაღაზიაში არსებულ საბაზისო ვერსიას Ti-ს გარეშე. ახალი ფლაგმანი საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი. პირველ რიგში საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ეს ვიდეო დაფა ბენჩმარკებზე იმის გათვალისწინებით, რომ გააჩნია სრულფასოვანი ჩიპი GA102 და მაღალსიჩქარიანი მეხსიერება GDDR6X 21გბ/წმ. მეორე, საინტერესოა ისიც, როგორ იმუშავებს ეს დაფა - მას ექნება დაახლოებით 450-ვატიანი ან უფრო მაღალი TDP-ის დონე, კვებისთვის პირველად იქნება გამოყენებული 12+4-პინიანი კონექტორი PCIe Gen5. ამჟამინდელმა ფლაგმანმა, რომელსაც უფრო მოკრძალებული მახასიათებლები გააჩნია, პრობლემები გამოიწვია ზოგიერთ მომხმარებელთან 1000 ვატი და მეტი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენების შემთხვევაში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგომოხმარების მატებით, ახალი მოდელი კი კიდევ უფრო მძლავრია. https://tinyurl.com/yckeevr2
  23. კომპანია Dell-მა დააანონსა გეიმინგ მონიტორი G2723HN Fast IPS მატრიცით, რომლის ზომა დიაგონალზე 27 დუიმია. პანელის გაფართოებაა Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. ფოტოს წყარო: Dell მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისა და კადრის დამახინჯების მოგვარებისთვის. გარდა ამისა, მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-თან. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, რეაქციის დრო - 1 მილიწამს (GtG). უზრუნველყოფილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. სიკაშკაშე აღწევს 350 ნიტს, კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1. Dell ComfortView Plus ტექნოლოგიების ნაკრები ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი გეიმინგ პროცესის დროს. გათვალისწინებულია სპეციალური გეიმერული რეჟიმების ნაკრები - სპორტული სიმულატორებისთვის, შუთერებისა და როლური თამაშებისთვის. აღჭურვილობაში შედის ინტერფეისი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორის ზომაა 611.6 × 183.19 × 454.08 მმ, წონა - 8.42 კგ. ამჟამად მონიტორის საორიენტაციო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარს. https://tinyurl.com/bdds9caa
  24. ციფრული აქტივები და ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს ფინანსურ სისტემაში. ამის შესახებ PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა Axis Tel Aviv 2022 ღონისძიების ფარგლებში განაცხადა, წერს CTech. „ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვაზე და იმაზე, თუ რა იქნება Bitcoin-ის ფასი ხვალ. [...] ჩემთვის ციფრული ვალუტები არის აქტივების კლასი […] ეს არის მათი სარგებლიანობა გადახდებში“, - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. შულმანი სამომავლო ფინანსურ სისტემას ხედავს, როგორც CBDC-ების, Stablecoin-ების, ციფრული საფულეების და კრიპტოვალუტების გადაკვეთას. შეგახსენებთ, რომ თებერვალში PayPal-მა კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბა. ადრე კომპანიამ დაუშვა Bitcoin-ის და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობა ამერიკელი მომხმარებლებისთვის. 2021 წლის აპრილში PayPal-ის მფლობელობაში არსებულმა მობილური გადახდების სერვისმა Venmo-მ გამოუშვა მსგავსი სერვისი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია განიხილავს გეგმებს - გამოუშვას საკუთარი Stablecoin, ასევე კრიპტო საფულე. https://tinyurl.com/2p9avsah
  25. Microsoft-მა დააანონსა სპეციალურად ტერმინალ Surface Hub 2-თან მუშაობისთვის განკუთვნილი სმარტ-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. მოწყობილობა აღჭურვილია მძლავრი ინტეგრირებული პროცესორით, რომელიც საშუალებას იძლევა დაკორექტირდეს გამოსახულება. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება გამოსახულების ხარისხი ვიდეოკონფერენციებზე. ფოტოს წყარო: blogs.windows.com კამერას აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი 136-გრადუსიანი ხედვის კუთხით, ინტეგრირებული პროცესორი უზრუნველყოფს 1 Tflops წარმადობას, რაც აღემატება კონსოლ Xbox 360-ის წარმადობას. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების წყალობით კამერა ავტომატურად აკომპენსირებს გამოსახულებაში წარმოქმნილ ხარვეზებს, რომელთა შორისაა პროპორციების დამახინჯება, ბუნდოვანი გამოსახულება. ფართოკუთხიანი ოპტიკა უზრუნველყოფს კადრში არსებული ყველა ობიექტის რეალისტურ გამოსახულებას. სმარტ-კამერა აღმოაჩენს და აფიქსირებს ვიდეოკონფერენციის ყველა მონაწილეს და უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას მუშაობის პროცესში. მოწყობილობის სახელწოდებაა Surface Hub 2 Smart Camera, იგი ტერმინალზე განთავსდება მაგნიტის ფიქსატორით და დაუკავშირდება USB-C ინტერფეისით. კამერა გაიყიდება დამოუკიდებლად 799.99 აშშ დოლარად, ასევე 31 მაისიდან გაყიდვაში გამოვა 85-დუიმიან ტერმინალ Surface Hub 2S-თან ერთად - ნაკრების ფასი 21999.99 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/4frcxsjc
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.