-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Apple-მა შეიტანა საპატენტო განაცხადი, რომელიც აღწერს კლავიატურაში ჩაშენებულ კომპიუტერს. მოწყობილობა გვევლინება ტრადიციული დესკტოპის და ლეპტოპის შემცვლელად - სისტემის მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ მონიტორი. ფოტოს წყარო: patentlyapple.com რესურსი Patently Apple აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელია ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის ტრანსპორტირება, ვიდრე ლეპტოპის ან თუნდაც სისტემური ბლოკის. მაუსიც კი არ არის საჭირო - შეგიძლიათ ჩართოთ თაჩპედი ასეთ კლავიატურაში. როგორც Mac mini-ის შემთხვევაში, კომპიუტერის გამოსაყენებლად მხოლოდ მონიტორთან დაკავშირებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით Apple არ აპირებს პორტატულობას შესწიროს წარმადობა, ამიტომ საპატენტო განაცხადში კონკრეტულად საუბრობს გაგრილების სისტემაზე: ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის კორპუსს გააჩნია მაღალი თბოგამტარობის ბაზა და გამომთვლელი ბლოკი პირდაპირ კავშირშია მასთან. ამრიგად პროცესორიდან მიღებული სითბო ეფექტურად იშლება და იფანტება მთელი მოწყობილობის ფართობზე. საპატენტო განაცხადი შეტანილ იქნა 2020 წლის აგვისტოში და აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტომ (USPTO) დოკუმენტი ახლახანს გამოაქვეყნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, მსგავსი მოწყობილობის გამოშვების შესახებ Apple-ის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის. ხსენებული მოწყობილობა ამ სეგმენტში ინოვაციას არ წარმოადგენს: 80-იან წლებში ასეთი ფორმ-ფაქტორით გამოვიდა ამჟამად უკვე საკულტო ZX Spectrum და Commodore 64, 2009 წელს კი ASUS-მა გამოუშვა მსგავსი მოწყობილობა Eee Keyboard, ამჟამად კი ამ ფორმატს იყენებს Raspberry Pi 400. https://tinyurl.com/y75z2k3d
-
კომპანია Samsung ემზადება გამოფენა MWC 2022-ზე Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპების წარდგენისთვის, რომლებიც დამყარებულია Intel-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე. ულტრათხელ და მსუბუქ, 13.3 და 15.6-დუიმიან ლეპტოპებს ექნება 21 საათამდე გაზრდილი ავტონომიური მუშაობის რესურსი. ინფორმაცია მობილური კომპიუტერების შესახებ ანონსის წინ გამოაქვეყნა რესურს 91 Mobiles-მა. ფოტოს წყარო: 91mobiles.com Samsung-ის ახალი ლეპტოპები დამზადებულია უახლეს პლატფორმა Intel EVO-ზე, რომელშიც წარმოდგენილია Alder Lake პროცესორები და დისკრეტული გრაფიკა Iris Xe. უფროს, 15.6-დუიმიან მოდელსაც დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი Arc Alchemist აქვს. ეს პრივილეგია გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა უმნიშვნელოს: ცალკე ვიდეო დაფას გააჩნია გაგრილების დამატებითი სისტემა, ამიტომ ლეპტოპის წონა 1.11-დან 1.17 კგ-მდე იზრდება. Samsung Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპებს აქვს 5G და Wi-Fi 6E უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა. კვების მიწოდება ხდება 65-ვატიანი USB Type-C ინტერფეისის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპს არ სჭირდება დიდი ზომის ადაპტერი. Book2 Pro-სთან ერთად კორეულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს მოდელი Galaxy Book Pro 360 - ტრანსფორმერი ლეპტოპი მბრუნავი სენსორული ეკრანით. მოწყობილობების დეტალური მახასიათებლები ანონსის შემდეგ გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/6sxctthy
-
Solana-ს ბაზაზე მოქმედმა NFT-მარკეტფლეის Neon-მა ნიუ-იორკში უოლ-სტრიტთან ახლოს განათავსა ვენდინგ-ავტომატი NFT-ის გაყიდვისთვის. ტოკენების შეძენისთვის კრიპტოვალუტა არ არის საჭირო - მომხმარებლებს შეუძლიათ ღირებულება გადაიხადონ დოლარით, საბანკო ბარათებით. ანგარიშსწორების შემდეგ მოწყობილობა გასცემს ფიზიკურ ბარათს QR-კოდით, რომელიც შემდეგ მომხმარებელმა უნდა დაასკანეროს აპლიკაციაში. ამგვარად მიიღებს იგი NFT-ის არჩეული კოლექციიდან. ტრანზაქციის დაწყების წინ მფლობელმა არ იცის, კონკრეტულად რომელი ტოკენი შეხვდება. Decrypt-ის თანახმად შემოთავაზებული NFT-ების ნიმუშები ნიუ-იორკის კედლებს ამშვენებს. ჯერჯერობით მოწყობილობას შეუძლია გასცეს ტოკენები ორი კოლექციიდან: Party Pigeons და Project Color. Neon-მა მიზნად დაისახა, რომ NFT-ები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს. მოწყობილობა არ საჭიროებს რაიმე კრიპტოვალუტას ან საფულეს. NFT გამოშვებულია Solana-ს "ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა" ბლოკჩეინზე. „მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების მხოლოდ 2%-ს აქვს ციფრული საფულე, ხუთიდან ოთხი სარგებლობს საგადახდო ბარათით. ეს მიდგომა ციფრული ავტორების პოტენციურ აუდიტორიას 40-ჯერ ზრდის. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ისინი, ვისი საქმიანობაც ხშირად არ არის დაფასებული“, - განუცხადა Neon-ის თანადამფუძნებელმა ჯორდან ბირნჰოლცმა NFTEvening-ს. კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ზაფხულისთვის გაზრდის მხარდაჭერილი NFT-ავტორებისა და განთავსებული მოწყობილობების რიცხვს, მათ შორის აშშ-ის სხვა ქალაქებში. შეგახსენებთ, რომ Grand View Research-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ბანკომატების ბაზრის მდგომარეობა 2028 წლისთვის 1.88 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/5f6c9k6r
-
არაერთხელ ითქვა, რომ არქიტექტურა Ada Lovelace-ზე დამყარებული მომავალი თაობის ვიდეო დაფები Nvidia GeForce RTX 40 იქნება ძალიან სწრაფი და ენერგომომთხოვნი. რესურსი WCCFTec ინსაიდერ Kopite7kimi-სა და Greymon55-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფლაგმანური GPU AD102-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 800 ვატზე მეტი იქნება. Greymon55 იტყობინება, რომ GeForce RTX 40 Ada Lovelace გრაფიკული დაფების გამოსვლა მოსალოდნელია სექტემბრის დასაწყისში. ორივე ინსაიდერი წერს, რომ ფლაგმანური AD102 ჩიპი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გრაფიკულ დაფაში: RTX 4080-ში, RTX 4080 Ti-სა და RTX 4090-ში. გრაფიკულ პროცესორებს სხვადასხვა სიმძლავრე ექნება: საწყისი დონის ჩიპის მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 450 ვატი, Ti ვერსიისა - დაახლოებით 600 ვატი, ფლაგმანური RTX 4090-ის TDP-ის დონე კი დაახლოებით 850 ვატი იქნება. მახასიათებლები ჯერჯერობით არ ითვლება საბოლოოდ და შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, დიდი ალბათობით, TDP-ის დონე არ იქნება გამოცხადებულზე ნაკლები. Nvidia მუშაობს ახალ PCIe Gen 5-ზე - კონექტორზე 600 ვატამდე სიმძლავრის გატარების შესაძლებლობით. დროში შეფერხებულ GeForce RTX 3090 Ti-ს შესაძლოა ქონდეს 450 ვატი ენერგომოხმარება და იგი იქნება პირველი ვიდეო დაფა ამგვარი კონექტორით. შესაბამისად, მომავალი თაობის ფლაგმანს ორი ასეთი კონექტორი დასჭირდება. კვების ბლოკების რამდენიმე მწარმოებელმა უკვე დაიწყო Gen 5 მოდელების გამოშვება საჭირო კონექტორით. უფრო კონკრეტულად, მათში Gen 5 მხოლოდ ერთია. თუკი Nvidia წარადგენს ორ 16-პინიან კონექტორს, საჭირო იქნება გადამყვანი ორი 8-პინიანიდან ერთ 16-პინიანზე. იგი უნდა შევიდეს კვების ახალი ბლოკების უმეტესობაში. ჯერჯერობით მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა ზემოთხსენებული ინსაიდერები დიდი სანდოობით სარგებლობენ. Nvidia პირობას დებს, რომ გაორმაგდება GeForce RTX 40-ის წარმადობა AMD RDNA 3-თან კონკურენციის გაწევის მიზნით და არ ჩამოუვარდება მას ფასისა და ენერგომოხმარების მაჩვენებლებით. AD102-ს სავარაუდოდ ექნება 18432 CUDA ბირთვი, რაც თითქმის ორჯერ მეტია Ampere-სთან შედარებით. 2.2 გჰც ტაქტის სიხშირემ უნდა უზრუნველყოს 81 TFLOP (FP32) გამომთვლელი სიმძლავრე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება RTX-ის 36 TFLOP FP32 წარმადობას. https://tinyurl.com/4sheer7s
-
Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ახალ პარტნიორებთან, რომლებიც უნდა დაეხმარონ iPhone-ისთვის პირველი საკუთარი 5G მოდემების გამოშვებაში. ცნობილია, რომ Apple განიხილავს თანამშრომლობას ASE Technology-სთან, რომელიც Advanced Semiconductor Engineering-ს (ASE) ფლობს და Siliconware Precision Industries-თან (SPIL) და მიიღებს მის შეფუთვას საკუთარი პირველი 5G მოდემებისთვის - აცხადებს DigiTimes. ASE და SPIL იყვნენ Qualcomm-ის პარტნიორები iPhone-ისთვის განკუთვნილი 5G მოდემების შეფუთვის კუთხით, მათ შორის იყო ასევე უახლესი Snapdragon X65 5G, რომელსაც ამჟამად Samsung აწარმოებს. DigiTimes-ის შეფასებით Apple გამოუშვებს არანაკლებ 200 მილიონ ახალ iPhone-ს 2023 წელს და, ეჭვგარეშეა, რომ დაეყრდნობა რამდენიმე პარტნიორს საკუთარი 5G მოდემის შესაქმნელად მისი ჩვეულებრივი მიწოდების ჯაჭვის მართვის პოლიტიკის საფუძველზე. გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ ჩიპების მწარმოებელ პარტნიორ TSMC-სთან მოდემების წარმოებაზე, რომლებიც სავარაუდოდ 2023 წლის iPhone-ში გამოჩნდება. Apple და TSMC ამჟამად ტესტავენ ამ მოდემების წარმოებას 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თუმცა მიკროსქემების მასობრივი წარმოება განხორციელდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ნორმების მიხედვით. TSMC უკვე მუშაობს 4-ნანომეტრიანი A16 ჩიპსეტის დამზადებაზე 2022 წლის ფლაგმანური iPhone-ებისთვის. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს А17 ჩიპი წარმოებული იქნება 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შესაბამისად. https://tinyurl.com/yckjzn4h
-
ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდის მოლოდინი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აძლიერებს Bitcoin-ის ინვესტორების პესიმიზმს და ზრდის "არამომგებიანი" მონეტების გაყიდვის ალბათობას. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნა. დათვურ ტრენდს ადასტურებს ონჩეინ-ინდიკატორები: აქტიური Bitcoin-მისამართების რაოდენობა ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც აქტივზე მოთხოვნის შემცირებაზე მეტყველებს. მითითებული დიაპაზონის მზარდი ხასიათი მიუთითებს ჰოდლერების წილის ზრდაზე 2018 წლიდან. წყარო: Glassnode. მოგებაში მყოფი Bitcoin-ინვესტორები წილი 65.78% და 76.7% დიაპაზონში მერყეობს. გამოშვებული მონეტების 10.9% ბაზრის მონაწილეებმა 33500-დან 44600 აშშ დოლარამდე ფასის პერიოდში შეიძინეს. ფასის აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა გაძლიერდეს გამყიდველების ზეწოლა - განაცხადა Glassnode-მა. წყარო: Glassnode. უფრო ფართო სურათი მეტყველებს იმაზე, რომ არარეალიზებული ზარალი აქვთ 4.7 მლნ BTC-ის მფლობელებს. 54.5% ანუ 2.56 მლნ BTC მოდის მოკლევადიან ინვესტორებზე (მონეტების შენახვის ვადა არანაკლებ 155 დღეს შეადგენს). წყარო: Glassnode. Bitcoin-ი შეძენის საშუალო ღირებულება მოკლევადიანი ინვესტორების მიერ არის 47.200 აშშ დოლარი. წერის მომენტისთვის დაახლოებით ფასი 37 ათასი აშშ დოლარი იყო, მათმა არარეალიზებულმა ზარალმა 21.6% მიაღწია. პირველი მეტრიკა არის Liveliness Price-ის ზემოთ, რომელიც ასახავს მფლობელების სამართლიან ფასს 38600 აშშ დოლარი ღირებულებით. 2013-2014 და 2018 წლების დათვური ფაზები დასრულდა ამ მოძრავი საშუალო მაჩვენებლების გადაკვეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ფასის შემდგომი შემცირების შესაძლებლობა, განმარტავენ ექსპერტები წყარო: Glassnode. დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების რისკის შესამცირებლად ფასი უნდა მიუახლოვდეს 42.000-50.000 აშშ დოლარიან დიაპაზონს. სპეკულანტების მიერ დაკავებული მონეტების უმეტესობა კონცენტრირებულია ამ ზონაში. ამ დროისთვის ისინი წარმოადგენენ გაყიდვის ზეწოლის წყაროს მოთხოვნის ექვივალენტური ზრდის არარსებობის შემთხვევაში, აცხადებენ ანალიტიკოსები. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ Huobi-ს თანადამფუძნებელმა ივარაუდა Bitcoin-ის დათვიური ბაზრის 2024 წლის ბოლომდე გაგრძელება. ადრე Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ მორჰედმა კრიპტოვალუტებს უწოდა დაგროვებისთვის საუკეთესო აქტივი ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ციკლის დასრულების შემდეგ. https://tinyurl.com/3a5544wy
-
ტაივანური რესურსი DigiTimes აცხადებს, რომ TSMC-ის ხუთმა უმსხვილესმა დამკვეთმა თითქმის მთლიანად იყიდა მომავალი კვოტები კომპონენტების წარმოებისთვის 7 ნმ-ზე „უფრო თხელი“ ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ 5 ნმ და 3 ნმ პროდუქტებზე, არამედ 2 ნმ პროდუქტებზეც კი, რომელთა წარმოება 2025 წლისთვის იქნება ათვისებული. ფოტო: TSMC არაფერია გასაკვირი მოვლენების ასეთ განვითარებაში - TSMC-იც და მისი მომხმარებლებიც კომპონენტების დეფიციტის პირობებში გადავიდნენ გრძელვადიან მიწოდებასა და წარმოების დაგეგმვაზე. ამავდროულად, თავად TSMC-ს შეუძლია გაზარდოს საშუალო წლიური ზრდის ტემპი თავდაპირველად დაგეგმილი 10-15%-დან 15-20%-მდე, რაც, რა თქმა უნდა, მიიღწევა პროდუქციის საშუალო გასაყიდი ფასის ზრდის გამო. TSMC-ის ძირითადი მომხმარებლები ამ კონტექსტში არიან AMD, NVIDIA, Intel, Apple და Qualcomm. https://tinyurl.com/2p8da6d4
-
LG Display-მ შესთავაზა კომპანია LG Electronics-ს - განიხილოს გამჭვირვალე დისპლეის მქონე ტელევიზორების გამოშვება. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec აცხადებს, მწარმოებელი მიწანშეწონილად მიიჩნევს 55-დუიმიანი გამჭვირვალე OLED-დისპლეების მქონე ტელევიზორების წარმოების დაწყებას. ფოტოს წყარო: lgdisplay.com მიიჩნევა, რომ მოწყობილობების გამოშვებით დაკავდება LG Electronics-ის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურა Home Entertainment Company, რომელიც ტელევიზორების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. მოსალოდნელია, რომ ასეთი პანელი LG-ის დასაკეცი OLED-ეკრანებისა და სხვა მოდელებისგან განსხვავებით ტრადიციული მეთოდით დამაგრდება. Home Entertainment Company წინადადების განხილვას აპირებს. თუკი შემოთავაზება მიღებულ იქნება, მოწყობილობებზე მუშაობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება, კომერციული მოდელები კი 2023 წელს გამოვა. მოსალოდნელია, რომ გამჭვირვალე OLED მატრიცა გაძლიერებული იქნება მყარი მინის საფარით. LG Electronics-ს უკვე აქვს გამჭვირვალე OLED-პროდუქტები ელექტრონული ტაბლოს სახით, რომელიც ქვეგანყოფილება Business Solutions-მა გამოუშვა, თუმცა ისინი სახლის პირობებში გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. ცნობილია, რომ Xiaomi-მ ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა გამჭვირვალე OLED-ტელევიზორები Mi Lux LG Display-სგან მიწოდებული 55-დუიმიანი დისპლეებით, თუმცა გაყიდვების დონე არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, სამხრეთკორეული კომპანია აპირებს თავისი პორტფოლიოს OLED-პროდუქტებით გაფართოებას. Omdia-ს ანალიტიკოსების აზრით OLED ტელევიზორების მიწოდება გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა და 6.53 მილიონ ერთეულს მიაღწია. უმსხვილესი გამყიდველი იყო LG Electronics, რომლის წილი 4.05 მილიონ ტელევიზორს შეადგენს. ამავე პერიოდში LG Display-მ 8 მილიონი OLED პანელი გამოუშვა. https://tinyurl.com/enw8sahj
-
Bitcoin Exchange FTX გახსნის საკუთარ გეიმინგ განყოფილებას. სტრუქტურა შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს თამაშების გამომცემლები - ჩართონ კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინი და NFT-ები თავიანთ პროდუქტებში, აცხადებს Bloomberg. FTX Gaming იმუშავებს კომპანიის აშშ-ის ფილიალის მეშვეობით და მისი დებიუტი იქნება crypto-as-a-service პლატფორმასთან, ამტკიცებს სააგენტო. მისი მეშვეობით გეიმინგ კომპანიები შეძლებენ ტოკენების გამოშვებას და NFT-ის მხარდაჭერის შეთავაზებას. გამომცემლობის ცნობით, თებერვალში ქვეგანყოფილებამ დაიწყო სპეციალისტების აყვანა გუნდში დისტანციურად სამუშაოდ. აქცენტი სავარაუდოდ კეთდება პროგრამისტებზე, რომლებსაც აქვთ გეიმინგ ძრავ Unity-სთან მუშაობის გამოცდილება. „ჩვენ ვიწყებთ FTX Gaming-ის ამოქმედებას, რადგან თამაშებს განვიხილავთ, როგორც კრიპტოვალუტების გამოყენების საინტერესო სცენარს. მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი გეიმერია, რომლებიც თამაშობენ და აგროვებენ ციფრულ საგნებს, ამჯერად კი შეუძლიათ ფლობდნენ მათ“ - განაცხადა ბირჟის თავმჯდომარემ. კრიპტოვალუტებისა და გეიმინგ ინდუსტრიის შერწყმის მხარდამჭერები თვლიან, რომ ციფრული ტოკენები და NFT უფრო მეტ საკუთრების უფლებას იძლევა გამომუშავებულ გეიმინგ პროდუქტებზე, აღნიშნავს Bloomberg. თუმცა ტრადიციული გამომცემლები კრიტიკას შეეჯახნენ Ubisoft-ის მსგავსად. მომხმარებლებმა ეს სიახლე ჩათვალეს სივრცედ, რომელიც მიდრეკილია თაღლითობისკენ და ნიშნავს ნახშირბადის მაღალი შემცველობის სივრცეში შესვლას მოგების ნაცვლად გართობისთვის. ადრე FTX-ის ვენჩურულ ფონდის ხელმძღვანელმა ემი ვუმ განაცხადა, რომ არ ელოდა ზოგიერთი გეიმერის ასეთ მტრულ რეაქციას NFT-ზე. „სამწუხაროა, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს“ - განაცხადა ვუმ. მისი აზრით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს Play-to-Earn კონცეფციის თამაშები. უფრო მეტ სტუდიას სჭირდება ციფრული აქტივების გამოყენებით ხარისხიანი პროდუქციის შემუშავება, ვიდრე „კომპრომისების გაკეთება, რომელიც ნამდვილად გვთავაზობს ამ კონტენტის ყველაზე ცუდ გამოყენებას მოგების სანაცვლოდ“ - განაცხადა ვუმ. იანვარში GameFi სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთელი 2021 წლის ჯამური მაჩვენებლის მეოთხედს შეადგენს. https://tinyurl.com/2p8j3ebt
-
გარკვეული პერიოდის წინ გამოცხადდა, რომ Intel ქმნის ახალ ASIC ჩიპს სპეციალურად Bitcoin-მაინინგისთვის, სახელწოდებით - Bonanza Mine. ამჟამად გამოფენა ISSCC 2022-ზე ბევრი დეტალი გახდა ცნობილი ახალი მაინერული ჩიპის შესახებ: კომპანია ეცადა, მაქსიმალურად ბევრი ესაუბრა პროდუქტის საინტერესო მახასიათებლებზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ცნობები BMZ1 ჩიპზე, თუმცა Intel-მა უკვე შექმნა ვერსია BMZ2, რომლის შესახებ მომავალში გააზიარებს დეტალებს. თავად ჩიპი BMZ1 შექმნილია კომპაქტურ კორპუს FCLGA-ში, კრისტალი ღია იქნება და მისი ზომაა 7х7.5 მმ. ჩიპის ზომა შეადგენს 4.14х3.42 მმ-ს, კრისტალის ფართობი კი - 14.16 კვადრატულ მილიმეტრს. ასეთი ზომები მეტად კომპაქტურია და კომპანიას უკეთესი პროდუქციის გამოშვების საშუალებას აძლევს, თანაც მაქსიმალური რაოდენობის ფირფიტების გამოყენებით. სილიკონის ერთ-ერთ ასეთ ფირფიტაზე ოთხი ათასამდე ჩიპი განთავსდა. Intel-ის ინფორმაციით გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი ჩიპი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი. ყველა ჩიპს აქვს 258 მაინინგ-ძრავი, რომელთაც კრისტალის ფართობის 90% უკავიათ. დანარჩენი მნიშვნელოვანი მახასიათებლები ასეთია: ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელია - 7.5 ვატი. ჰეშრეითის საშუალო მაჩვენებელია - 137 გჰეშ/წმ. სამუშაო სიხშირის დიაპაზონი - 1.35-დან 1.6 გჰც-მდე. ტემპერატურა - 75 გრადუსი ცელსიუსით. ერთ მაინერში მოცემულია 300 ჩიპი, რაც მფლობელს 40 ტჰეშ/წმ სიმძლავრით უზრუნველყოფს, საშუალო ენერგომოხმარება 3600 ვატს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ საუკეთესო გადაწყვეტილება ბაზარზე, რადგანაც Bitmain S19j XP უზრუნველყოფს 140 ტჰეშ/წმ სიმძლავრეს თანაც მხოლოდ 3010 ვატის მოხმარების პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი მახასიათებლები აქტუალურია პირველი ვერსიის ჩიპისთვის, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე ვერსიაც უკვე ხელმისაწვდომია. https://tinyurl.com/54ard8mm
-
Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციით კომპანია Apple-მა, დიდი ალბათობით, დასაკეცი iPhone-ის გამოშვება 2025 წლამდე გადადო. მის ნაცვლად კომპანია დაკავდა დასაკეცი ეკრანის მქონე MacBook-ის შემუშავებით. ფოტოს წყარო: MacRumors DSCC-ის ახალ ანგარიშში, რომელიც Apple-ის სამომავლო დასაკეც მოწყობილობებს ეძღვნებოდა, Young-მა განაცხადა, რომ დრეკადი ეკრანის მქონე iPhone-ის გამოსვლა, რომლის შესახებ ხმები გარკვეული პერიოდია ვრცელდებოდა, 2025 წლამდე გადაიდო. ადრე მიიჩნეოდა, რომ მოწყობილობის წარდგენა 2023 ან 2024 წელს შედგებოდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება, თუმცა წყაროები აცხადებენ, რომ Apple უბრალოდ არ ჩქარობს დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე შესვლას. დრეკადი iPhone-ის რელიზის გადავადების მიუხედავად Apple იკვლევს ბაზარზე დრეკადი დისპლეის მქონე ლეპტოპების შეტანის შესაძლებლობას, რაც ჩაანაცვლებს თავისთავად ეკრანს, კლავიატურასა და ტრეკპადს. ცნობილია, რომ კომპანია მომწოდებლებთან ერთად განიხილავს დაახლოებით 20-დუიმიანი დასაკეცი დისპლეის მქონე მოწყობილობას. Young-მა განაცხადა, რომ ასეთი ლეპტოპი შესაძლოა წარმოადგენდეს Apple-ის პროდუქტების ახალ კატეგორიას, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ექნება: იგი იმუშავებს როგორც ლეპტოპი სრულად გახსნილ მდგომარეობაში ან როგორც პლანშეტი ან მონობლოკი, როდესაც გარე კლავიატურა და მაუსი მიუერთდება. Young-მა დაამატა, რომ ხსენებული ზომის გათვალისწინებით მოწყობილობას შესაძლოა ჰქონდეს 4K ან მეტი გაფართოება. Young აცხადებს, რომ Apple-ის დრეკადი ეკრანის მქონე ლეპტოპი 2025 წელზე ადრე არ გამოვა. იგი ვარაუდობს, რომ მოწყობილობის ბაზარზე გამოსვლის გონივრული ვადებია 2026 ან 2027 წელი. https://tinyurl.com/4m4thch5
-
წინა საფასო ციკლები მიუთითებს, რომ Bitcoin-ისთვის ახალი ხარული ციკლი შესაძლოა 2024 წლის ბოლომდე ან 2025 წლის დასაწყისამდე არ დადგეს. ამგვარი აზრი გამოხატა CNBC-სთან ინტერვიუში ბირჟა Huobi-ს თანადამფუძნებელმა Du Jun-მა. მისი თქმით, Bitcoin-ის ფასების ციკლები მჭიდროდაა დაკავშირებული ჰალვინგთან - ალგორითმში ჩადებული ბლოკის ჯილდოს პერიოდულ განახევრებასთან, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლო განახევრება მოხდა 2020 წლის მაისში, ხოლო მომდევნო წელს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს - 68.000 აშშ დოლარზე მეტს. ანალოგიური ფასის მოძრაობა დაფიქსირდა 2016 წლის შემდეგაც. Bitcoin-ის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია 2017 წლის დეკემბერში, იხსენებს Du. ორივე შემთხვევას ციფრული ოქროს ფასის დიდი ვარდნა მოჰყვა. წერის მომენტისთვის ფლაგმანური კრიპტოვალუტა იყიდება 40 ათას აშშ დოლარზე დაბალ დონეზე - ფასი მაქსიმუმთან შედარებით დაახლოებით 42%-ით შემცირდა. „ეს ციკლი თუ გაგრძელდება, ჩვენ ამჟამად დათვური ბაზრის ადრეულ სტადიაზე ვიმყოფებით“ - განაცხადა Du-მ. ტენდენციიდან გამომდინარე იგი ელოდება, რომ Bitcoin-ის ღირებულება გაიზრდება მხოლოდ მომდევნო განახევრების შემდეგ 2024 წელს. „რეალურად, ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია, რადგან არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზარზე, როგორებიცაა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის ომი ან ბოლოდროინდელი COVID”, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ იანვარში Glassnode-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ჯაჭვური მეტრიკის საფუძველზე განაცხადეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ტენდენციის დაწყების შესახებ. https://tinyurl.com/2p8hztr9
-
Philips Momentum მონიტორების ასორტიმენტი შეივსო 276M1RPE მოდელით, რომელიც დამზადებულია 27-დუიმიანი Nano IPS მატრიცის ბაზაზე. ახალ მონიტორს აქვს საფირმო ატმოსფერული განათება Ambiglow, რომელიც გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. ფოტოს წყარო: Philips პანელის გაფართოებაა WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 600 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). უზრუნველყოფილია 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ასახული ფერების რაოდენობა კი 1 მილიარდს აღემატება. ადაპტური სინქრონიზაციის საშუალება (Adaptive Sync) საშუალებას იძლევა ამაღლდეს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონე. მონიტორზე წარმოდგენილია ინტერფეისი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.0, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით და სტანდარტული აუდიოკონექტორი. აგრეთვე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება 130 მმ-ის დიაპაზონში, ეკრანის დახრის კუთხისა და მოტრიალების დონის ცვლილება, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის ფასი დაახლოებით 900 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/muvjhmxf
-
კომპანია Samsung Electronics დიდ ფსონს დებს ბოლო თაობის დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ნიშ-პროდუქტებად რჩება. კორპორაცია Google-ს არ სურს ჩამორჩეს კორეულ გიგანტს, ამიტომ ემზადება, რათა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წარადგინოს Galaxy Z Fold 3-ის კონკურენტი, რომელიც მასზე იაფი იქნება. Samsung Galaxy Z Fold 3. ფოტოს წყარო: Samsung Electronics მსგავს ცნობებს აზიარებს ცნობილი ბლოგერი Ross Young. მისი თქმით, თავდაპირველად Google დრეკადი სმარტფონის წარდგენას გასული წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ გეგმაზე უარი თქვა ეკონომიკური მიზეზით - მოწყობილობა კონკურენციას ვერ უწევდა Samsung Electronics-ის ანალოგიურ მოწყობილობას. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შესაძლებელი გახდება სირთულეების გადალახვა, რადგანაც სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს Google-ის დასაკეცი სმარტფონნის მასობრივი წარმოება. მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით 15%-ით იაფი იქნება Samsung Galaxy Z Fold 3-თან შედარებით. ექსპერტების პროგნოზით Google-ის სმარტფონში გამეორებული იქნება სმარტფონ Samsung Galaxy Z Fold 3-ის დიზაინი, წარმოდგენილი იქნება „შიდა“ დასაკეცი დისპლეი 7 ან 8 დუიმი დიაგონალით, აგრეთვე დამხმარე დისპლეი კორპუსის გარე ნაწილზე. დრეკადი დისპლეის მქონე ჩინური მარკის სმარტფონები ძირითადად შიდა ბაზრებზე გავრცელდა, Google კი ეცდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამყარდეს. ამჟამად Google-ის წილი მსოფლიო სმარტფონების ბაზრის არაუმეტეს 1%-ს შეადგენს, თუმცა დრეკადი სმარტფონებისადმი ინტერესი მეტყველებს კომპანიის გეგმაზე - გაიმყაროს პოზიციები. https://tinyurl.com/mt8ynpjk
-
ჩიპების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა Bloomberg Technology-სთან ინტერვიუში პირველი კრიპტოვალუტა გარემოზე გავლენის გამო გააკრიტიკა. “Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ერთი ტრანზაქცია მოიხმარს საკმარის ენერგიას სახლის კვებისათვის მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კლიმატის კრიზისი“, - თქვა მან. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გაიხსენა კომპანიის გეგმები - გამოუშვას ახალი ჩიპი მაინიგისთვის, რომელიც „დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზით“. განცხადების მიხედვით მოწყობილობები წარმოებული იქნება „ ძალიან პატარა ჩიპებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას მოახდენს მიმდინარე წარმოების პროცესებზე. დეტალები უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო კონფერენცია ISSCC-ზე თებერვალში. გელსინჯერმა ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სიტუაციის გამოსწორებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია გარდაქმნას ვალუტა, ტრანზაქციები და მიწოდების ჯაჭვები. იანვარში არაკომერციულმა ორგანიზაცია Cardano Foundation-მა მიაღწია მიზანს და ტოკენ ADA-ს გამოყენებით დარგო 1 მილიონი ხე ეკოლოგიურ პროექტ Cardano Forest-ის ფარგლებში. Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლზ მანგერმა კრიპტოვალუტები „დაავადებას“ შეადარა და ჩინეთი შეაქო მათი აკრძალვისთვის. https://tinyurl.com/2p8mth9p
-
ამერიკულ ავტოკონცერნ General Motors-ის შვილობილი კომპანია Cruise კიდევ ერთხელ ცდილობს ხელისუფლებისგან ნებართვის მიღებას აშშ-ში ისეთი ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელთაც არ გააჩნია საჭე და სატერფულები, ის ორგანოები - რაც ადამიანს მანქანის მართვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. კომპანია ცდილობს საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე დაშვებულ იქნას რობოტიზებული ტაქსი Cruise Origin, რომელშიც საერთოდ არ არის მართვის სტანდარტული ინსტრუმენტები, მგზავრები კი ერთმანეთის პირისპირ სხედან ორ დივანზე. ფოტოს წყარო: Cruise ჯერ კიდევ 2018 წელს GM ცდილობდა ნებართვის მიღებას ელექტრომობილ Chevrolet Bolt-ის ბაზაზე დაფუძნებული პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომელთაც ასევე არ გააჩნდათ მართვის სტანდარტული ორგანოები, მაგრამ 2020 წლის ბოლოს ხსენებული განაცხადი უკან იქნა გაწვეული. როგორც ჩანს, იმ დროისთვის Cruise-მა არჩია რობოტიზებულ ტაქსი Origin-ის გაუმჯობესებაზე ფოკუსირება. ზოგადად, ზოგიერთ შტატში ნებადართულია ავტომატური მანქანების ტესტირება საჯარო გზებზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ქალაქის ქუჩებზე მხოლოდ საღამოს ან ღამით არის დაშვებული და ასევე შეზღუდულია ტერიტორიულად. გარდა ამისა, ხელისუფლება ხშირად ითხოვს ოპერატორის დისტანციურად გაკონტროლებას იმ შემთხვევისთვის, თუ გადაადგილების პროცესში ჩარევა გახდება საჭირო. GM ელექტრო ძრავზე მომუშავე რობოტაქსების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს, ჯერჯერობით კი ამ გზაზე ბიუროკრატიული დაბრკოლებებია - აშშ-ში მოქმედი კანონები კრძალავს რამდენიმე წელიწადის მანძილზე 2500-ზე მეტი ისეთი მანქანის წარმოებას, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. კანონმდებლები ცვლილებებს ითხოვენ, რადგანაც რობოტიზებული ტაქსები აუცილებლად გავრცელდება მომავალში. https://tinyurl.com/2p8wey4v
-
NVIDIA-მ გამოუშვა კიდევ ერთი სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი მაინინგისთვის. დაფა, სახელწოდებით NVIDIA CMP 100HX, დაფუძნებულია Volta არქიტექტურის GV100 GPU-ზე, რომელიც კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა წარმოდგენილი. ამ არქიტექტურის ბაზაზე კომპანიამ შექმნა Quadro სერიის მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი, ასევე ნახევრად პროფესიონალური გრაფიკული დაფა Titan V. ფოტოს წყარო: PC_Shopping NVIDIA CMP 100HX მაინინგ ვიდეო დაფას არ აქვს ვიდეო კონექტორები. ამაჩქარებელი აღჭურვილია მხოლოდ ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორით. ვიდეო დაფის გაგრილების სისტემა პასიურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებული სერვერის კორპუსებში (ან ღია სტენდებში), სადაც გრაფიკული ქვესისტემისთვის დამატებითი გაგრილებაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ ამაჩქარებელი ასევე აღჭურვილია NV-Link კონექტორით. NVIDIA CMP 100HX. წყარო: PC_Shopping ინფორმაცია ახალი პროდუქტის შესახებ ჩინურ ტექნიკურ ფორუმ PC_Shopping-ზე გამოჩნდა. დაფის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მითითებული, მაგრამ ცნობილია მისი მაინინგ-წარმადობა: 81 Mhash/s 250 ვატი ენერგომოხმარების პირობებში, რაც შეესაბამება ნახევრად პროფესიონალურ NVIDIA Titan V-ს მაჩვენებელს. NVIDIA CMP 100HX დაფის ვიდეო მეხსიერების მოცულობა უცნობია. შეგახსენებთ, რომ NVIDIA Titan V-ს ჰქონდა HBM2 სტანდარტის 12 გბ ვიდეომეხსიერება, თუმცა მაინინგ ვიდეო დაფის შემთხვევაში მწარმოებელი როგორც წესი ამცირებს ხელმისაწვდომ ვიდეომეხსიერებას. NVIDIA Titan V. წყარო: Gamers Nexus წყარო: VideoCardz უახლეს კვარტალურ ანგარიშში NVIDIA-მ აღნიშნა, რომ მაინინგზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვის ბიზნესმა კომპანიას გაცილებით ნაკლები შემოსავალი მოუტანა, ვიდრე წინა კვარტალში. აქედან გამომდინარე, ძველი ვიდეო დაფების პროფილის შეცვლა კომპანიის მხრიდან მაინინგის საჭიროებისთვის - სულ მცირე, საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებად გამოიყურება. მეორე მხრივ, უცნობია, როდის დაიწყო NVIDIA-მ CMP 100HX ამაჩქარებლის რეალიზაცია: არანაირი ოფიციალური ანონსი არ ყოფილა. https://tinyurl.com/2p8r2w3x
-
კრიპტო ინვესტორებს დიდი დანაკარგები ექნებათ, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდის განაკვეთს და დაასრულებს „შეშლილი სპეკულაციების“ ეპოქას. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის უფროსმა სტრატეგმა დევიდ კელიმ Business Insider-თან ინტერვიუში. „გარკვეულ ეტაპზე ველოდები ციფრული აქტივების ფასების მკვეთრ კლებას. ისინი დაუცველები არიან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართ“, - განაცხადა ექსპერტმა. კელიმ კრიპტოვალუტა „ჯადოსნურ ფხვნილს“ შეადარა. მათ მიმართ ინტერესი გაჩნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მასტიმულირებელი პოლიტიკის გამო, რამაც ინვესტორები აიძულა ობლიგაციებიდან, რომლებსაც არაფერი მოაქვს, გადასულიყვნენ უფრო სარისკო აქტივებზე. „თუკი რეალური საპროცენტო განაკვეთები პოზიტიური ნიშნულის ზონას დაუბრუნდება, თქვენ გამოეთხოვებით ნაღდი ფულის იდეას და პირდაპირ დააფინანსებთ პროექტებს რეალური ეკონომიკური შემოსავლით. ყველაფერი, რაც ძალიან ღირებულია, დაუცველი აღმოჩნდება, თუ ფედერალური ბანკი ადრეულ ეტაპზე აგრესიული გახდება“ - განაცხადა მან. იანვარში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა არ გამორიცხა მარტში ძირითადი განაკვეთის გაზრდა ერთბაშად 50 საბაზისო პუნქტით. მან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი ყოველ სხდომაზე დაადასტურა. იანვარში Bitcoin-ის ფასი 7.5%-ით შემცირდა 43 ათას აშშ დოლარიან დონეზე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის დეკემბრისეული პროტოკოლი. უახლესი კურსის გადაწყვეტილების სტენოგრამაში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღნიშნა ფინანსური სტაბილურობის მზარდი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტო აქტივების და DeFi-პლატფორმების სწრაფ ზრდასთან https://tinyurl.com/yw5m9u5w
-
ინვესტორების შეკრებაზე კომპანია Intel-მა წარადგინა განახლებული ტექნოლოგიური გეგმა, რათა მომხმარებლებისთვის სამომავლო პროდუქტები ეჩვენებინა. დაანონსდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი დისკრეტული გრაფიკული ბარათი, სახელწოდებით Arctic Sound-M GPU, რომელიც მონაცემთა დამუშავებაზეა ორიენტირებული. Arctic Sound-M დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG2 Xe-HPG-ის ვარიანტზე და წარმოადგენს კომპანიის პირველ დიზაინს, რომელიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკულ პროცესორ DG2-ს აქვს 512 ბლოკი (EU), რომლებიც პასიურად გრილდებიან ერთსლოტიან რადიატორ Arctic Sound-ის ხარჯზე. იგი შემუშავებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი, გარე საჰაერო გაგრილების მქონე კორპუსებისთვის. Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა კოდირების აპარატულ სტანდარტ AV1-ის მხარდაჭერა. ეს ფუნქცია ვიდეო დაფას სიჩქარის 30%-ით გაზრდის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ორიენტირებულია Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების მომხმარებლებზე. ვიდეო დაფას აქვს 8-პინიანი EPS კვების კონექტორი და PCIe კონექტორი. თიზერ-ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=1QG8dsP5Gq8&feature=emb_title https://tinyurl.com/42kj9mx4
-
კომპანია Razer-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება განახლებულ სერია Blade 14-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც წარმოდგენილია Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული უახლესი პროცესორები AMD Ryzen 6000HX, DDR5 ოპერატიული მეხსიერება და ფლაგმანური GeForce RTX ვიდეო დაფები. ლეპტოპების ფასის დიაპაზონია 2000-3500 აშშ დოლარი. წყარო: razer.com Razer Blade 14 სერია პირველად წარმოდგენილ იქნა გასული წის დასაწყისში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 9 5900HX პროცესორითა და RTX 3080 ვიდეო დაფით, მიმდინარე წელს კი განახლდა უფრო სწრაფი მოდელებით. ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ფლაგმანური ვარიანტი Ryzen 9 6900HX Zen 3+-ითა და GeForce RTX 3080 Ti გრაფიკით, არამედ ბევრად იაფი მოდელებიც GeForce RTX 3070 Ti და RTX 3060 ვიდეო დაფებით. ასეთი მძლავრი გრაფიკული პროდუქტების განთავსება კომპაქტურ 14-დუიმიან ლეპტოპებში შესაძლებელი გახდა ვიდეო დაფის სამივე ვარიანტის შემთხვევაში საკმაოდ დაბალი TGP-ის დონის წყალობით, რაც 100 ვატს არ აღემატება. მაგალითად, Razer-ის განცხადებით GPU-ის 1260 მჰც-მდე აჩქარებისას TGP-ის დონე 100 ვატია GeForce RTX 3080 Ti-ს შემთხვევაში იმ დროს, როდესაც იგივე GPU-ს გაბარიტულ ლეპტოპებში შესაძლოა ჰქონდეს 150-175 ვატი TGP-ის დონე, აჩქარება კი - 1590 მჰც-მდე. ოპერატიული მეხსიერება განახლდა DDR4-3200-დან DDR5-4800-მდე. მისი მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის გამოიყენება 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. Full HD ვარიანტის მქონე მოდელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, QHD მოდელისა - 165 ჰერცი. წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება კომპანიის ვებ-გვერდზე, აშშ-ში მიწოდება 17 მარტიდან დაიწყება. სხვა ქვეყნებში გაყიდვების დაწყების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. https://tinyurl.com/2p9ewu9j
-
საგადახდო კომპანია Mastercard-მა გამოაცხადა თავისი საკონსულტაციო სერვისის გაფართოება, რომელიც ორიენტირებულია ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე, CBDC-ებსა და NFT-ებზე. კომპანია გეგმავს მის მონაცემთა ცენტრებსა და სერვისებში მომუშავე 2 ათასი ინჟინრისა და კონსულტანტის პარალელურად აიყვანოს ხუთასზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი და კოლეჯის კურსდამთავრებული. ქვეგანყოფილება ემსახურება 70 ქვეყნის მომხმარებლებს. „გადახდები - ეს მხოლოდ დასაწყისია. ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მომხმარებლებთან საბანკო, Fintech, საცალო, ტურისტულ და სხვა სექტორებში, ვეხმარებოდით მათ შემხვედრ სირთულეებსა და შესაძლებლობებთან გამკლავებაში. კონსალტინგის ეს ევოლუცია ნიშნავს სამყაროს ცვლილებასა და ჩვენი ბიზნესის ტრანსფორმაციის აღიარებას“ - განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა რაჯ სეშადრიმ. წყარო: Mastercard. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საკონსულტაციო სერვისები ციფრული აქტივების სფეროში მოიცავს შესაძლებლობების ფართო სპექტრს: ადრეული სწავლებიდან, რისკების შეფასებიდან, კრიპტოვალუტებსა და NFT-სთან დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული - საანგარიშსწორებო ბარათებისა და მათ საფუძველზე ლოიალობის პროგრამების შემუშავებით დამთავრებული. განცხადების თანახმად Mastercard -მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა ციფრულ ტექნოლოგიებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა დაეხმარონ Fintech კომპანიებს ახალ ბაზრებზე შესვლასა და მათი სტრატეგიების კომერციალიზაციაში. საკონსულტაციო სერვისის მიმართულებით Mastercard დახმარებას უწევს ცენტრალურ ბანკებს CBDC-ის შესწავლასა და გამოშვებაში. ამ მიზნებისთვის კომპანია დაწესებულებებს სატესტო პლატფორმას აწვდის. იგი მათ საშუალებას აძლევს „შეისწავლონ სხვადასხვა სცენარი და დაეყრდნონ ღრმა ცოდნას საანგარიშსწორებო სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მართვის სფეროებში“. გასულ წელს Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ მაიბახმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს დარჩეს ციფრული აქტივების სფეროში ახალი მოვლენების ცენტრში. https://tinyurl.com/mrxd9mcc
-
AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ უმსხვილეს ფინანსურ პროვაიდერ Yahoo Finance-ის წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩიპების დეფიციტი არ დასრულდება 2022 წელს. მისი აზრით, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება და მხოლოდ მეორე ნახევარში გაუმჯობესდება სიტუაცია უმნიშვნელოდ. მან აღნიშნა, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა AMD და Intel, უქმად არ სხედან და უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებაში. მაგალითად, Intel საკუთარი კაპიტალიდან მილიარდებს ხარჯავს ჩიპების საწარმოო ახალი ქარხნების მშენებლობაში. ასევე Intel-მა ცოტა ხნის წინ 5.4 მლრდ აშშ დოლარად შეისყიდა ჩიპების ებრაული მწარმოებელი Tower Semiconductor. თუმცა მხოლოდ ფული ვერ აგვარებს ყველა პრობლემას. თავის მხრივ AMD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავარ საწარმოო პარტნიორ Taiwan Semiconductor-თან (TSMC), რათა უზრუნველყოს იმ ჩიპების მაქსიმალური შესაძლო მოცულობა, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავების ცენტრებში, სერვერებსა და გეიმინგ კონსოლებში. AMD-ის ხელმძღვანელის მოსაზრებას იზიარებენ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები, კერძოდ, მისი კოლეგები კონკურენტი კომპანიებიდან. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ არსებულ ვითარებას კრიზისი უწოდა. კომპანია Intel ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია საკუთარი წარმოების წყალობით, მაგრამ ასევე განიცდის სტარტერ-პროდუქციის დეფიციტს, რომლებსაც მესამე მხარისგან იძენს. ამასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ნახევრადგამტარი პროდუქტების სხვა მწარმოებლები, Intel იმედოვნებს, რომ კანონმდებლები მიიღებენ „ჩიპების კანონს ამერიკისთვის“, რომელიც სენატმა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში დაამტკიცა და ჯერ კიდევ განიხილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. კანონის მიღება შესაძლებელს გახდიდა წარმოებაში 52 მლრდ აშშ დოლარის ჩადებას სახელმწიფო დოტაციების ხარჯზე. რაც შეეხება NVIDIA-ს, იგი ავანსის სახით მილიარდობით დოლარს იხდის, რათა უზრუნველყოფილ იყოს TSMC-ის 5-ნანომეტრიანი სიმძლავრით, რომლებიც გამოყენებული იქნება Lovelace სერიის სამომავლო RTX 4000 ვიდეო დაფებისთვის განკუთვნილ GPU-ებში. https://tinyurl.com/2p8es5vw
-
NVIDIA-მ გამოაცხადა ბრიტანულ მაქანათმშენებელ კომპანია Jaguar Land Rover-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ. კომპანიების თქმით, სტრატეგია Reimagine-ის ფარგლებში ბრიტანული კომპანია სამომავლო ავტომობილებს შექმნის პლატფორმა NVIDIA DRIVE Hyperion 8-ის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, მძღოლის დამხმარე სისტემების და ავტონომიური მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს. ფოტოს წყარო: NVIDIA Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ავტომობილებში რეგულარულად გააუმჯობესებს ავტონომიური მართვის ალგროთმებსა და ჭკვიან ფუნქციებს. კომპანია იმედოვნებს, რომ NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგი იქნება მაღალი დონის ავტომობილები, რომლებშიც შენარჩუნდება Jaguar-ისა და Land Rover-ის წინა მოდელების საკვანძო მახასიათებლები, თუმცა მფლობელებს შესთავაზებენ მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ძვირადღირებული მანქანების შექმნას ხელს შეუწყობს NVIDIA-ს ტექნოლოგიებზე დამყარებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გამოყენება. ცნობილია, რომ Jaguar Land Rover-ის სამომავლო მოდელები სრულად შემუშავდება NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ორივე კომპანიის ინჟინრები ერთობლივად განახორციელებენ ავტონომიური მართვის სისტემების სწავლებასა და ტესტირებას NVIDIA-ს მონაცემთა ცენტრის გამოყენებით. ინჟინრები შეძლებენ ერთობლივად იმუშაონ მეტასამყარო NVIDIA Omniverse-ში. პარტნიორობის ფარგლებში NVIDIA Jaguar Land Rover-ს წვდომას მისცემს საკუთარ მოწინავე აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლებიც აუცილებელია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებისა და ტესტირებისთვის ყველა ეტაპზე. ბრიტანული კომპანის სამომავლო ავტომობილები მუდმივად გაუმჯობესდება მათი ქმედითუნარიანობის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების მიერ. Jaguar Land Rover იმედოვნებს, რომ ახალი ინტელექტუალური არქიტექტურის გამოყენება დამატებით ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიაზე გადასვლასთან ერთად გარანტიას იძლევა, რომ Jaguar-ისა და Land Rover-ის ავტომობილებში არა მხოლოდ გაფართოვდება მფლობელების შესაძლებლობები, არამედ ისინი დადებით ეფექტს მოახდენენ გარემოზე. ბრიტანული ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ სურს აწარმოოს მანქანები, რომლებიც არა მხოლოდ მოსახერხებელი და კომფორტული, ასევე უსაფრთხო იქნება საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის. https://tinyurl.com/48p5k2zk
-
SEC იკვლევს კავშირს Bitcoin-ბირჟა Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილებისა და მშობელი კომპანიის დამფუძნებელ Changpeng Zhao-სთან დაკავშირებულ ორ კომპანიას შორის კავშირს. ამის შესახებ წერს Wall Street Journal. 2019 წლიდან Sigma Chain AG და Merit Peak Ltd მოქმედებენ, როგორც ბაზრის შემქმნელები Binance.US-ზე. ყოველ შემთხვევაში, 2021 წლის ბოლოს მათ Zhao აკონტროლებდა, აღნიშნეს თანამოსაუბრეებმა. მარეგულირებლები დაინტერესდნენ, როგორ უმხელდა პლატფორმა მომხმარებლებს მსგავს აფილირებას. წყაროებმა აგრეთვე გამოხატეს შეშფოთება Binance.US-ის იურიდიულ შესაბამისობაზე Sigma Chain AG-ისა და Merit Peak Ltd-ის თანხების წარმოშობასთან დაკავშირებით. პლატფორმის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ბირჟასთან კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები, მაგრამ მათი დასახელებები არ კონკრეტდება. პლატფორმის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ Binance.US ვალდებული არ არის გაასაჯაროვოს ინფორმაცია ინვესტორის ან კორპორატიული სტრუქტურის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია შეუძლია გადასცეს მარეგულირებელ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. გამომცემლობამ გაიხსენა, რომ 2015 წელს SEC-მა მსგავსი კვლევები ჩაატარა იმ სავაჭრო პლატფორმების წინააღმდეგაც, რომლებიც არ ასაჯაროვებდნენ მათთან აფილირებული მარკეტ-მეიკერების არსებობას. სააღსრულებო ქმედებებისთვის მარეგულირებელმა უნდა დააფიქსიროს ზედამხედველობის ფუნქციების არსებობა პლატფორმაზე მოქმედ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტივები ფლობენ ფასიანი ქაღალდების თვისებებს. WSJ-ში გაიხსენეს, რომ 2017 წელს Binance-მა გამოუშვა საკუთარი ტოკენი Binance Coin. შეგახსენებთ, იანვარში SEC-მა პირობა დადო, რომ ზედამხედველობას გააძლიერებს Bitcoin-ბირჟებზე. იმავე თვეში Reuters-მა საკუთარი გამოძიების შემდეგ დაასკვნა, რომ Binance-მა არაერთხელ დამალა ინფორმაცია მარეგულირებლებისგან, უგულებელყოფდა KYC პროცედურებს და ეწინააღმდეგებოდა საკუთარი შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს. 2021 წლის მარტში Bloomberg-მა განაცხადა, რომ CFTC იკვლევდა Binance-ის საქმიანობას აშშ-ის რეზიდენტებისთვის კრიპტო დერივატივებით ვაჭრობის შესაძლო დაშვების შესახებ სათანადო ლიცენზიის გარეშე. მანამდე Binance.US-მა განაცხადა, რომ გეგმავს 200 მლნ აშშ დოლარის მოზიდვას IPO-მოლოდინამდე. https://tinyurl.com/3smfaae6
-
როგორც ცნობილია, AMD-ის მიერ Xilinx-ის შესყიდვამ არ მოითხოვა პირდაპირი დიდი დანახარჯები, რადგანაც კომპანიებმა გაცვალეს აქციები. თუმცა სწორედ ეს ფაქტი აძლევს საშუალებას Tom’s Hardware-ის წარმომადგენლებს განაცხადონ, რომ აქციების მიმდინარე კურსის მიხედვით AMD-ის კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა მთავარ კონკურენტ კორპორაცია Intel-ის კაპიტალიზაციას. AMD, რომელიც Xilinx-თან გაერთიანდა, ამჟამად ფლობს 1628 მილიარდ აქციას, რომელთა მიმდინარე საბაზრო ღირებულება დაახლოებით 19775 მლრდ აშშ დოლარია, რაც თითქმის 51 მლნ აშშ დოლარით აღემატება Intel-ის შესაბამის მაჩვენებელს და აისახება კიდეც კაპიტალიზაციის მხრივ ლიდერობაში. თუმცა, თუ Intel-ის წარმომადგენლები შეძლებენ წარმატებით გამოსვლას ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, მაშინ ძალების განაწილება საფონდო ბაზარზე შეიძლება ისევ შეიცვალოს. https://tinyurl.com/298k9jhz
