-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
გასული წლის თებერვალში Intel-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა პატრიკ გელსინგერი. სიმბოლურ ბარიერთან მიახლოების აღნიშვნა მან გადაწყვიტა LinkedIn-ის აუდიტორიასთან მიმართვით, რომელშიც განაცხადა, რომ Alder Lake სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლით Intel-მა სამუდამოდ დაიბრუნა ლიდერობა სამომხმარებლო სეგმენტში. ფოტოს წყარო: Intel, Pat Gelsinger გელსინგერმა სხვადასხვა საანგარიშგებო ღონისძიებაზე ადრე უკვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ Alder Lake პროცესორების გამოსვლამდე კორპორაცია Intel-მა დაიწყო ბაზარზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება, თუმცა ამჟამად იგი დარწმუნებულია, რომ ამ სერიას გადამწყვეტი როლი ენიჭება მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნებაში. „Alder Lake. მოულოდნელად ჩვენ კვლავ თამაშში ჩავებით“ - ემოციურად ახასიათებს Intel-ის ხელმძღვანელი კომპანიის პოზიციის გამყარებას სამომხმარებლო სექტორში, - AMD უკან რჩება და ვეღარასდროს გამოჩნდება წინ, ბაზარს უბრალოდ ჩვენ გავუძღვებით“. Intel-ს ასევე აქვს ამბიცია - აითვისოს ხუთი ახალი ტექნოპროცესი ოთხი წლის განმავლობაში. 2025 წლის დასაწყისისთვის კომპანიის ხელმძღვანელი აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს ტექნოპროცესი Intel 18A. კოლეგებთან მიმართვისას გელსინგერმა აგრეთვე განაცხადა, რომ Intel-ი ამ ეტაპზე უკეთეს ხელმძღვანელს ვერ იპოვის და იგი თავს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს დაკავებულ თანამდებობაზე. https://tinyurl.com/3m6tmev5
-
2021 წელს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიების რიცხვი აშშ-ში 395%-ით გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოყავს საქმიანი კონტაქტების ძებნისა და დამყარებისთვის განკუთვნილ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. არჩევანში მოხვდა განცხადებები, რომლებშიც ფიგურირებდა სიტყვები „bitcoin“, „Ethereum“, „blockchain“ და „cryptocurrency“. ამასთან ტექნოლოგიური სექტორის ვაკანსიები წლის განმავლობაში იყო ყველაზე მეტი - 98%. LinkedIn-ში შენიშნეს, რომ ვაკანსიების უმეტესობა დაკავშირებულია პროგრამულ უზრუნველყოფასა და ფინანსებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან, თუმცა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კანდიდატების მიმართ ინტერესი გამოხატულ იქნა სხვა სფეროებშიც. საუბარი ეხება კონსალტინგს, ბუღალტერიას, აპარატულ უზრუნველყოფასა და რეკრუტინგს. 2021 წლის მარტში JPMorgan -მა გამოაცხადა 56 ბლოკჩეინ-ვაკანსია. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია Stablecoin JPM Coin-თან. სექტემბერში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s Investors Service-მა გამოაცხადა კონკურსი ანალიტიკოსის პოზიციაზე ციფრული აქტივებისა და DeFi-ის სფეროში. 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მმართველმა კომპანია Franklin Templeton-მა განათავსა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიები - ანალიტიკოსისა და ტრეიდერის პოზიციებზე. მიმდინარე წლის იანვარში ჯეკ დორსის Block-მა (ადრე არსებული Square) დაიწყო სამუშაო გუნდის დაკომპლექტება, რათა შეიმუშავონ „შემდეგი თაობის“ ASIC მაინერი და აპარატული საფულე „მომავალი 100 მილიონი Bitcoin-მომხმარებლისთვის“. https://tinyurl.com/ms4e8mpf
-
კომპანია TSMC ემზადება ჩიპების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებისთვის და არსებობს ინფორმაცია, რომ დასრულდა პროცესორ Apple A16 Bionic-ზე მუშაობა. ეს ჩიპები შევა სამომავლო iPhone 14 სერიის სმარტფონების შემადგენლობაში. წარმოება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დაიწყოს და ფასი შესაძლოა წინაზე მაღალი აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი Shadow_Leak Twitter-ზე და WCCFTech. სავარაუდოდ, უნდა გამოვიდეს 120 ათასიდან 150 ათასამდე ერთეული სილიკონის ფირფიტა, რომლებისგანაც Apple-ისთვის განკუთვნილი პროცესორები დამზადდება. კომპანია ცდილობს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე კონკურენტებზე ადრე დაარეზერვოს. A15 Bionic ჩიპის წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო. დაახლოებით ამავე ვადებში შესაძლოა დაიწყოს ამჯერადაც. ადრე TSMC-იმ ფასი 3%-ით გაზარდა Apple-ისთვის განკუთვნილ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. ეს ნიშნავს ხარჯის მატებას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის პროცესორია Apple-ისთვის საჭირო. როგორც ყოველთვის, მომხმარებლებისთვის ასეთი ვითარება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - iPhone-ებზე ფასის გაზრდას. დეფიციტის გათვალისწინებით ამგვარი რამ სრულიად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/2p97kx6s
-
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6500 XT გაყიდვაში გამოვიდოდა არანაკლებ 300 ევროდ იმ დროს, როდესაც სარეკომენდაციო ფასი 200 აშშ დოლარია. ეს ინფორმაცია დაადასტურა ASUS-ის გერმანულმა განყოფილებამ და განაცხადა, რომ მისი მოდელების, Radeon RX 6500 XT Dual-ისა და RX 6500 XT TUF Gaming-ის ფასი იქნება 300 და 334 ევრო, შესაბამისად. კომპანია Gigabyte-ის მოდელები როგორც ჩანს კიდევ უფრო ძვირი იქნება. ფოტოს წყარო: Gigabyte ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში გამოჩნდა ახალი Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle 351-დან 378-მდე ევროდ, რაც ორჯერ აღემატება AMD-ის მიერ გამოფენა CES 2022-ზე გამოცხადებულ სარეკომენდაციო ფასს. Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: Achatnet Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: PC21.fr მოდელი Radeon RX 6500 XT დამყარებულია 1024 შეიდერული ბლოკის მქონე გრაფიკულ პროცესორ Navi 24-ზე. ვიდეო დაფას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი სალტით. AMD-ს თქმით, ახალი ვიდეო დაფა კონკურენციას გაუწევს GeForce GTX 1650 და GeForce GTX 1660 მოდელებს, რომელთა ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 260-დან 300 ევრომდეა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ AMD-ის ვიდეო დაფაზე მხარდაჭერილია PCI 4.0 ინტერფეისის მხოლოდ ოთხი ხაზი, არ აქვს დეკოდერი AV1 და ენკოდერი H264/265, რის შედეგად იგი შესაძენად არც ისე მიმზიდველი გამოდის. https://tinyurl.com/2p8hhjtx
-
კომპანია BarclayHedge-ის მონაცემების თანახმად მთელ მსოფლიოში არსებულმა კრიპტო ფონდებმა დააფიქსირეს მკვეთრი ზრდა, რაც აიხსნება კრიპტოვალუტების ფასის მატებით, აგრეთვე ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესითა და მარეგულირებელი ორგანოების კეთილგანწყობით. 2021 წელს BarclayHedge-ის კრიპტო ტრეიდერების ინდექსი, რომელიც გათვლილია 39 ფონდის საქმიანობაზე, 138.1%-ით გაიზარდა. 2020 წლის შეჯამებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 173%-ს შეადგენდა - იმ პერიოდში ვითარებაზე დადებითად აისახა კრიპტოვალუტების უკიდურესად არასტაბილური კურსი, რაც პანდემიისგან იყო გამოწვეული. გასულ წელს Bitcoin-ის ფასმა 60%-ით მოიმატა და ნოემბერში რეკორდულ 69 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო დადებითი დინამიკისთვის ხელი არ შეუშლია ზოგიერთ სირთულეს: დეკემბერში ფონდებმა განიცადეს დაახლოებით 11%-იანი დანაკარგი Bitcoin-ის ფასის 19%-ით და Ethereum-ის 20%-ით ვარდნის გამო. ტრადიციული სავალუტო ფონდების დინამიკა კი ზომიერი აღმოჩნდა - BarclayHedge-ის შესაბამისი ინდექსი გასულ წელს გაიზარდა 2.2%-ით თუკი ანგარიშის ჩამბარებელი კომპანიების 60%-ს მაჩვენებლებს დავუჯერებთ. ამ შემთხვევაშიც 2020 წელი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლით უფრო წარმატებული იყო, რადგანც 2021 წელს ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები, კურსის არასტაბილურობა და მასთან ერთად შემცირდა ფონდების შემოსავალიც. https://tinyurl.com/42b7y98c
-
კომპანია Xiaomi მალე დააანონსებს Redmi K50 სერიის სმარტფონებს. მასში შევა საბაზისო მოდელი, ვერსია Redmi K50 Pro და მოდიფიკაცია Redmi K50 Gaming Edition. ბოლო მათგანის მახასიათებლები ინტერნეტ წყაროებში გამოჩნდა. Redmi K50 სერიის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალ თვეში უნდა შედგეს. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ მოწყობილობას ექნება Full HD+ ფორმატის 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მოცემულია პატარა ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერისთვის. ძირითადი კამერისთვის გათვალისწინებულია სამკომპონენტიანი მოდული. მასში შევა 48 ან 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. ამჟამად არსებული მონაცემებით სმარტფონს საფუძვლად დაედება ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. იგი შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno-სა და Snapdragon X65 5G მოდემს. ხელმისაწვდომია კორპუსის გვერდით ნაწილზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონი აღჭურვილი იქნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემით და მართვის დამატებითი გეიმინგ ღილაკებით. https://tinyurl.com/49ka9k7f
-
2021 წლის აგვისტოს შემდეგ Starlink-ის მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 10 ათასით გაიზარდა, რაც ჩიპების კრიზისთანაა დაკავშირებული: დეფიციტი SpaceX-ს საშუალებას არ აძლევს მასიურად აწარმოოს მოწყობილობები მომხმარებლებისთვის. სერვისი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა კი მილიონს უახლოვდება. ილონ მასკმა ორბიტაზე არსებული აქტიური თანამგზავრების რაოდენობაზეც ისაუბრა - სამუშაო ორბიტაზე 1469 თანამგზავრი იმყოფება, სიმაღლის მიღწევის პროცესში კი კიდევ 272 აპარატია. ლაზერული კავშირის მხარდაჭერის მქონე ახალი ვერსიის თანამგზავრები უზრუნველყოფენ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდას. მაგალითად, სერვისი სიჩქარის მხრივ ამჟამად უკვე 10-15%-ით აღემატება ზოგიერთი ინტერნეტ პროვაიდერის მონაცემებს, ხოლო პირდაპირ კონკურენტებს, რომლებიც გეოსტაციონარულ ორბიტას ემყარებიან - ათჯერ. SpaceX იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეყოლება 500 ათასი აქტიური მომხმარებელი, რაც ჯერჯერობით შეუსრულებელ მისიად გამოიყურება ისევ და ისევ კრიზისის გამო. კომპანიის თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება სამ თვეში ერთხელ მოხდება. https://tinyurl.com/yycytxnh
-
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) პარტნიორებთან ერთად წარმატებით გამოცადა საბითუმო CBDC-ის ინტეგრაცია კომერციულ საკრედიტო ინსტიტუტებთან ანგარიშსწორებაში - ნათქვამია მარეგულირებლის პრეს-რელიზში. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Citi, Credit Suisse, Goldman Sachs, Hypothekarbank Lenzburg და UBS. „SNB-მა და ხუთმა კომერციულმა ბანკმა განახორციელეს საბითუმო CBDC-ის ინტეგრირება თავიანთ არსებულ სისტემებსა და ბექ-ოფისის პროცესებში. ტესტები მოიცავდა შვეიცარიულ ფრანკებში ფართო სპექტრის ოპერაციებს - ბანკთაშორისი, ტრანსსასაზღვრო, აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში“ - განაცხადა მარეგულირებელმა. ტესტირება წარმოადგენს ინიციატივა Project Helvetia-ს მეორე ფაზას, რომლის ორგანიზატორები იყვნენ SNB, ბირჟა SIX და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. პროექტი იკვლევს ტოკენიზებულ ფინანსურ აქტივებს და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინოვაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ფინანსური სისტემის საუკეთესო ელემენტების შესანარჩუნებლად, ცენტრალური ბანკის ფულადი ანგარიშსწორების ჩათვლით ახალი პოტენციური სარგებლის გამოვლენისას. როგორც კი DLT მეინსტრიმში შემოვა, იგი გახდება ისეთი აქტუალური, როგორც არასდროს“ - განაცხადა BIS Innovation Hub-ის ხელმძღვანელმა ბენუა კიურემ. Project Helvetia-ს პირველი ფაზა პარტნიორებმა 2020 წლის დეკემბერში დაასრულეს და ტესტირების ფარგლებში დაადასტურეს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა ტოკენიზებული ატივებით ანგარიშსწორებისთვის. შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ პროექტი საძიებო ხასიათს ატარებს და არ ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გეგმავს საბითუმო CBDC-ის გამოშვებას. 2021 წელს SNB-მა საფრანგეთის ბანკთან ერთად მიიღო მონაწილეობა ექსპერიმენტ Project Jura-ში ინოვაციურ ცენტრ BIS-ის პატრონაჟით ტრანსსასაზღვრო გადახდებში CBDC-ის გამოყენების კუთხით. https://tinyurl.com/42bftcv2
-
ჩინური კომპანია Xiaomi ემზადება ევროპაში საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონ Redmi Note 11-ის წარსადგენად. ლოგიკურად, იგი Redmi Note 10 მოდელის შთამომავალი უნდა იყოს, რომელიც გასულ გაზაფხულზე გამოვიდა. თუმცა თავად კომპანია აცხადებს, რომ ახალი თაობა ბაზარზე Redmi Note 9 სერიას ჩაანაცვლებს. ცნობილია, რომ Xiaomi Redmi Note 11-ში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 680, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა არ ექნება. ერთკრისტალიანი სისტემა დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მასში მოცემულია 4G მოდემის დაფა, Kryo 265 ბირთვები 1.9-2.4 გჰც სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 610. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია IPS-მატრიცის ბაზაზე აგებული თხევადკრისტალური დისპლეი, რომლის დიაგონალი 6.5 დუიმია. ზუსტი გაფართოება უცნობია, თუმცა იგი დამოკიდებული იქნება გვერდების შეფარდებაზე და, როგორც ჩანს, საუბარი Full HD+ ფორმატს ეხება. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცს შეადგენს. Xiaomi Redmi Note 11-ის გლობალურ ვერსიას სამი ძირითადი კამერა ექნება, ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილს კი - ორი. მთავარ, 50-მეგაპიქსელიან და ულტრაფართოკუთხიან 8-მეგაპიქსელიან მოდულებთან ერთად მოცემული იქნება 2-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი მაკროგადაღებისთვის ან სიღრმის ანალიზისთვის. ჩაშენებული ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ს შეადგენს და აქვს 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დანარჩენი მახასიათებლებია თითის ანაბეჭდის სკანერი კორპუსის გვერდით ნაწილზე, IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან და ოპერაციული სისტემა Android 11 დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-თან ერთად. Xiaomi Redmi Note 11-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. გაიყიდება სმარტფონის სამი მოდიფიკაცია. საბაზისო ვარიანტს ექნება 4 გბ ოპერატიული და 64 გბ შიდა მეხსიერება, მისი ფასი 250 ევროა. 4/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსიის ფასი 290 ევრო იქნება. 6-128 გბ ვერსია გათვალისწინებული არ არის. მაქსიმალური ვერსია 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით შეფასებულია 330 ევროდ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულზე გამოსული Xiaomi Redmi Note 10 ევროპაში გაყიდვების დაწყებისას დაახლოებით 50 ევროთი იაფი ღირდა. მას აქვს პროცესორი Snapdragon 678, 60-ჰერციანი AMOLED დისპლეი და 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. https://tinyurl.com/yckuapmp
-
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა Meta-ს სმარტ-საათების ახალი პატენტი. იგი აღმოაჩინა ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-მა. დოკუმენტში წარმოდგენილია მოწყობილობის ორი დიზაინი მოსახსნელი დისპლეებით და, სავარაუდოდ, სამი ინტეგრირებული კამერით. ფოტოს წყარო: LetsGoDigital სმარტ-საათების ერთ-ერთ შემოთავაზებულ პატენტში მოცემულია სწორკუთხა დისპლეი, მეორეში - მრგვალი. ორივე მოწყობილობის კამერები, დიდი ალბათობით, რამდენიმე სენსორით იქნება წარმოდგენილი. მიიჩნევა, რომ ორივე მოდელს ექნება მაკროობიექტივი, ტელეფოტოკამერა და ფართოკუთხიანი ოპტიკის სენსორი. პატენტში მითითებულია, რომ Meta-ს სმარტ-საათები აღჭურვილი იქნება დამატებითი დისპლეით, რომელსაც ისეთივე ფორმა ექნება, როგორიც ძირითად ეკრანს. მეორე ეკრანზე მოცემული იქნება რამდენიმე კამერა სხვადასხვა ობიექტივით და იფუნქციონირებს ძირითად დისპლეისთან ერთად. ეკრანები სმარტ-საათების კორპუსზე დამაგრებული იქნება მაგნიტური სამაგრების მეშვეობით. პატენტის თანახმად მრგვალი საათების დისპლეები შესაძლოა ბრუნავდეს. ეკრანის მობრუნებით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს, რომელი კამერა გამოიყენოს. სასურველი ობიექტივი უნდა დაყენდეს 12 საათის ნიშნულზე. შედეგად იგი გააქტიურდება და სხვა სენსორები გაითიშება. არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ Meta-ს სმარტ-საათები შეძლებენ ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემებთან მუშაობას. თავად კომპანიამ მიანიშნა, რომ სმარტ-საათები გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც მოწყობილობა შერეული რეალობის მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანისთვის. ამგვარი შესაძლებლობა ნახსენებია საპატენტო დოკუმენტაციაშიც. Meta-ს პირველი სმარტ-საათები აგრეთვე იმუშავებენ, როგორც ფიტნეს-ტრეკერები. მათში წარმოდგენილი იქნება გულისცემის რითმისა და სხეულის ტემპერატორის საზომი სენსორები. არაოფიციალური ინფორმაციით პირველი მოდელები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობის კორპუსი უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული. ახალი სმარტ-საათები წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და ოქროსფერ ვარიანტებად. https://tinyurl.com/44vjsccv
-
2021 წელ 30 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ჯამური კაპიტალიზაცია 176%-ით გაიზარდა და განაახლა ნოემბრის ისტორიული მაქსიმუმი 2.5 ტრილიონ აშშ დოლარს ზემოთ. დეკემბერში გაჭიანურებული კორექციის ფონზე მაჩვენებელი შემცირდა - ნათქვამია CoinGecko-ს ანგარიშში. წლის შეჯამებით ხუთი მთავარი კრიპტოვალუტის საშუალო შემოსავლიანობამ 2913% შეადგინა. მაჩვენებლის დიდი ნაწილი უზრუნველყო პროექტ Solana-მ (SOL), რომლის ინვესტიციების მომგებიანობამ 11 000%-ს გადააჭარბა. წყარო: CoinGecko. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Altcoin-ების მაღალი შემოსავლიანობა 2021 წელს. ტოპ-30-დან ოთხი ტოკენის ფასი ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 10 000%-ზე მეტით გაიზარდა. მათ შორის საუკეთესო დინამიკა აჩვენა Fantom-მა (FTM) - მისი ფასი 14 279%-ით გაიზარდა. წყარო: CoinGecko. წლის შეჯამებით Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 30 პუნქტით შემცირდა და შეადგინა 45%-ზე ოდნავ მეტი. Ethereum-ის მაჩვენებელი, პირიქით, თითქმის 11 პუნქტით გაიზარდა და 22%-ს მიაღწია. ხუთი უმსხვილესი Stablecoin-ის ჯამური კაპიტალიზაცია 12 თვის განმავლობაში 127 მლრდ აშშ დოლარით (+469%) გაიზარდა და 140 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. სეგმენტის ლიდერია Tether – USDT-ის მაჩვენებელი 275%-ით გაიზარდა 78.4 მლრდ აშშ დოლარამდე. მეორე ადგილზეა USD Coin (USDC) 42.4 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. შეგახსენებთ, 2021 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ მაქსიმალური მაჩვენებლის მომენტში 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, Bitcoin-მა და Ethereum-მა განაახლეს ახალი საფასო მაქსიმუმები. https://tinyurl.com/t65efvh8
-
ცნობილი გახდა, რომ კომპანია Tesla-მ ვებ-გვერდიდან წაშალა ინფორმაცია ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის წარმოების 2022 წლის ბოლოს დაწყების შესახებ, რომელშიც შემოთავაზებული იყო ელექტრომობილის კონფიგურირების შესაძლებლობა კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებასთან დაკავშირებით. გარკვეული ცნობების თანახმად კომპანიას დამატებითი დრო დასჭირდა კონკურენტების ქმედებებზე ადეკვატური რეაგირებისთვის. ფოტოს წყარო: Tesla ამ თეორიას მხარს უჭერს Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარმოება მცირე რაოდენობით 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან დაიწყება. კომპანია ამ შეფერხებას გამოიყენებს ელექტრომობილის მახასიათებლებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების კორექტირებისთვის, რადგან ცდილობს Cybertruck გახადოს უფრო მიმზიდველი კონკურენტების ფონზე. კონკურენტების რიცხვი კი სწრაფად იზრდება. Hummer EV-ს კომპანიონობას გაუწევენ Ford F-150 Lightning, Chevrolet Silverado, Lordstown Endurance და Rivian R1T. ორ კონკურენტ მოდელს შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს გვერდულად მობრუნების ფუნქციის მქონე უკანა საბურავები, რომელთა მეშვეობით შემცირდება მოტრიალების რადიუსი და დაემატება მეტი მანევრირება ცუდად სავალ გზებზე. ამერიკულ ბაზარზე შემოთავაზებული ბევრი პიკაპის რეგულარული მახასიათებელი იქნება ასევე გარე მომხმარებლების ელექტრომომარაგების შესაძლებლობა ისევე, როგორც სხვა ელექტრომობილების დამუხტვა. არ არის გამორიცხული, რომ Tesla უბრალოდ ცდილობს Cybertruck შეესაბამებოდეს აუდიტორიის ყველა აქტუალურ მოთხოვნილებას. https://tinyurl.com/2km9f8kx
-
კომპანია Huawei-მ დააანონსა 14-დუიმიანი დისპლეის მქონე პორტატული კომპიუტერი MateBook D 14 SE. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, ფაქტობრივი გაყიდვები კი 20 იანვრიდან დაიწყება. ფოტოს წყარო: Huawei მოწყობილობაში გამოყენებულია Full HD ფორმატის ეკრანი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. მატრიცის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 ნიტი, კონტრასტულობა - 800:1. პანელს უკავია ეკრანის ფართობის დაახლოებით 84%. ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. საბაზისო კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i5-1155G7 4 ბირთვით და 8 ნაკადით, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში ტაქტის სიხშირე 4.5 გჰც-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. ხელმისაწვდომია Bluetooth 5.1 და Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac/ax უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები USB 3.2 Gen1, USB 2.0 და USB Type-C, HDMI ინტერფეისი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ნოუთბუქს აქვს განათების მქონე კლავიატურა და დაქტილოსკოპიური სკანერი. მოწყობილობის ზომაა 322,5 × 214,8 × 15,9 მმ, წონა - 1.38 კგ. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ლეპტოპის ფასი დაახლოებით 610 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/mwdpvd7a
-
2021 წელს მილიონობით ინვესტორი ყიდულობდა და ყიდიდა ციფრულ ოქროს, ცდილობდნენ თვალყური ედევნებინათ ყველა ტრენდისთვის. Altcoin-ების უზარმაზარი პოპულარობის მიუხედავად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ გამხდარა ახალი ამბების გმირი, პირველი ორი ადგილი Bitcoin-ს და Ethereum-ს ერგო. სწორედ ეს ორი მონეტა აგრძელებს ბაზარზე ლიდერობას. ცხადია, რომ კრიპტოვალუტების იმ მფლობელებმა, რომლებმაც ისინი 2020 წელს ან უფრო ადრე შეიძინეს, შეძლეს თავიანთი კაპიტალის მრავალჯერ გაზრდა, თუმცა საინტერესოა, რამდენად კარგია ან ცუდი მაინერების მდგომარეობა? ცნობილია, რომ მხოლოდ Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინერებმა შეძლეს 40 მლრდ აშშ დოლარის გამომუშავება. ამასთან, პირველ კრიპტოვალუტაზე მოდიოდა 16.7 მლრდ აშშ დოლარი, მეორეზე კი - 23.4 მლრდ აშშ დოლარი. ასე რომ ვიდეო დაფების მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვების მოყვარულები უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მინიმუმ 40%-ით გაუსწრეს კონკურენტებს. სინამდვილეში აქ არ არის გათვალისწინებული მომგებიანობის საკითხი, რადგან ბევრმა მაინინგ აღჭურვილობა იყიდა ჯერ კიდევ ფასის ზრდამდე, თუმცა მაინინგის სირთულის ძლიერი ზრდის გამო თითოეული ცალკეული მაინერის მომგებიანობა არ იყო ისეთი დიდი, როგორც შესაძლებელი ჩანდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Bitcoin-ის ჰეშრეითი უმნიშვნელოდ გაიზარდა - 20-დან 24 ერთეულამდე. Eth-ის ჰეშრეითი კი სამჯერ გაიზარდა - 4-დან 12 ერთეულამდე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯამში საკომისიოს მოცულობა წლის განმავლობაში 83.5%-მდე შემცირდა, თუმცა წლის ბოლოს DeFi და NFT ბაზრების ხარჯზე აირზე გადასახადი მრავალჯერ გაიზარდა. ნოემბერში ჯამურმა თანხამ შეადგინა 3.59 მლრდ აშშ დოლარი, რამაც მაინერებს მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე ბლოკის პირდაპირ მომპოვებლებს. მოცემულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ჰარდფორკ London-ის აქტივაციამ არ უზრუნველყო მოსალოდნელი გაუმჯობესება, რადგანაც საკომისიოები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, რაც Eth-ს განვითარების საშუალებას არ აძლევს. გამოდის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მსხვილი შესყიდვებისთვის, მაგრამ, მაგალითად, კინოთეატრის მარტივი ბილეთის ყიდვა შიბა ინუს მეშვეობით ასჯერ იაფია. კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა კრიპტო ვეშაპების მიერ, რომლებმაც დოლარი ჩადეს კრიპტოვალუტაში. ცნობილია, რომ Eth-ის ქსელში ათმა უმსხვილესმა მისამართმა 25.7 მლნ მონეტა დააგროვა, რაც 86 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ უკვე მრავალი წელია ეს საფულეები სისტემატურად აგროვებენ კრიპტოვალუტას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კრიპტო ვეშაპები არ გაყიდიან Eth-ს. თუმცა Eth-ის რაოდენობა ძირითად ბირჟებზე მორიგ ანტი-რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 3.57 მილიონ მონეტამდე შემცირდა, რაც 12 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მიიჩნევა, რომ ლიკვიდურობის აშკარა გადინება შეიძლება დაკავშირებული იყოს კრიპტო ვეშაპების ქმედებებთან, რომლებსაც სურთ რაც შეიძლება მეტი კრიპტოვალუტის კონსოლიდაცია საკუთარ საფულეზე. https://tinyurl.com/4pmd9zkh
-
გრაფიკული პროცესორი AMD Navi 24 მობილური წარმომავლობისა და დაბალი ენერგომოხმარების გამო კარგად ერგება კომპაქტური ვიდეო დაფების შექმნას, ამიტომ PowerColor-მა ეს მახასიათებელი გამოიყენა, რათა ბაზარზე გამოეტანა Radeon RX 6500 XT დაფის ვარიანტი Mini-ITX ფორმ-ფაქტორის სისტემებისთვის. ვიდეო დაფის ზომაა 165 х 125 х 40 მმ და გააჩნია ერთადერთი 90-მილიმეტრიანი ქულერი. გაგრილების სისტემის რადიატორს ოთხი სითბური მილი აქვს, ქულერი შესაძლებელია საერთოდ გაჩერდეს გრაფიკული პროცესორის 60 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები არ გახმაურებულა, 4-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება კი 18 გჰც QDR სიხშირეზე ფუნქციონირებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე წარმოდგენილ ვიდეო დაფაზე ჩანს დამატებითი კვების 6-პინიანი ერთადერთი კონექტორი, საიტზე არსებულ აღწერაში კი მითითებულია 8-პინიანი. ვიდეო დაფასთან რეკომენდებულია არანაკლებ 400 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 6500 XT-ის სალტე მხოლოდ 64-ბიტიანია, PCI Express 4.0 ინტერფეისი კი x4 რეჟიმით შემოიფარგლება. კონკრეტული მოდელის უკანა პანელზე მოცემულია სავენტილაციო ჭრილების სივრცე, აგრეთვე პორტები HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. https://tinyurl.com/mvv22mnu
-
საავტომობილო კომპანია Daymak-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამსაბურავიანი ელექტრომობილი. დამუხტვის პროცესში ავტომობილს კრიპტოვალუტების მოპოვება შეუძლია. Daymak-მა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა ავტომობილ Spiritus-ის გამოშვება. გამოცხადდა, რომ ავტომობილს ექნებოდა საკუთარი მზის პანელები დამუხტვისთვის, რეგენერაციის სისტემა და საკუთარი უსადენო დამტენი მოწყობილობა. ივლისში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალდო ბაიოკიმ განაცხადა, რომ ახალი ავტონომიური ავტომობილი კრიპტოვალუტებს დამუხტვისას მოიპოვებდა. მაშ ასე, ავტომობილი საბოლოო ჯამში გამოვიდა. „ამ ავტომობილის შექმნა ოცნება იყო და მე მოხარული ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს შემიძლია მისი წარდგენა“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა. – „ძალიან ამაღელვებელია ექსპლუატაციისთვის მზა პირველი პროტოტიპის ნახვა და რადგანაც ჩვენ ვაფართოვებთ Daymak-ის გუნდს ახალ დონეზე გადასვლის მიზნით, ამჟამად კიდევ იწყობა სხვა პროტოტიპებიც“. შემოთავაზებული იქნება Spiritus-ის ორი ვერსია: Spiritus deluxe და Spiritus ultimate. საბაზისო ვერსიას შეუძლია 137 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება (85 მილი/სთ) და გააჩნია 290 კილომეტრამდე გავლის მარაგი (180 მილი). მასზე მოწინავე ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს 1.8 წამში და აქვს 482 კილომეტრი გავლის მარაგი (300 მილი). ორივე ვერსია აღჭურვილია სპეციალური ლითიუმ-იონური ბატარეების სისტემა IoniX Pro-თი და ხელოვნური ინტელექტით. Deluxe Spiritus-ის ფასი 19995 აშშ დოლარია, თუმცა მას არ გააჩნია ისეთი დინამიკა, როგორც Ultimate ვერსიას. კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში აპირებს 50 ათასი სამსაბურავიანი Spiritus-ის გამოშვებას კანადის პროვინცია ონტარიოში. კომპანიის მიზანია ასობით სამუშაო ადგილის შექმნა და ამჟამად იგი ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას 425 000 კვადრატული ფუტის ფართობზე ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპანიამ განაცხადა, რომ Spiritus-ის კომერციული წარმოება 2023 წელს დაიწყებოდა. არსებული ინფორმაციით Daymak-ს უკვე 25 ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული ხსენებულ მოდელზე. https://tinyurl.com/2m45mntu
-
2022 წელს კრიპტოვალუტების გლობალური მიღება არსებული 5%-დან 20%-მდე გაიზრდება. მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება SocialFi და GameFi სექტორები. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ Fortune-ის ინდური ვერსიის სტატიაში. Binance-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2021 წელი DeFi-ის სფეროში „სწრაფი ინოვაციებით“ აღინიშნა. მან ხაზი გაუსვა ზემოხსენებულ სეგმენტებს და NFT-ებს. Zhao-მ ასევე მიუთითა, რომ DeFi-ში რჩება მთელი რიგი გამოწვევები, განსაკუთრებით კი „დახვეწილი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნაში, ლიკვიდურობისა და კაპიტალის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და რისკისა და უსაფრთხოების მართვაში“. იგი სფეროს განვითარებასთან ერთად ამ საკითხების გადაჭრისთვის საჭირო წინადადებებს ელის. ინდოეთთან დაკავშირებით Zhao-მ აღნიშნა ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ინოვაციებისთვის მიუხედავად აქტივების კლასიფიკაციისა. NASSCOM-ის ანგარიშის თანახმად ქვეყნის კრიპტო ბაზარი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 241 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს და პოტენციურად შექმნის 877 ათას სამუშაო ადგილს. ორგანიზაცია ასევე პროგნოზირებს ციფრული აქტივების საცალო ინვესტორების თანხების შემოდინების ზრდას 2030 წლისთვის 15.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, დღევანდელ 6.6 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. „ინდოეთი სარგებელს ნახავს, რადგან კრიპტოინდუსტრიას შეუძლია უზრუნველყოს დაფინანსების შესაძლებლობები ანტრეპრენერებისთვის, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ინდივიდებისთვის და უფრო ძლიერი მხარდაჭერა ადგილობრივი დეველოპერებისთვის“, - განაცხადა Zhao-მ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის „ლიდერი გახდეს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში“. „გარდა საბანკო და ფინანსური მომსახურებისა, DLT ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს მიწასთან დაკავშირებული გარიგებების, მიწოდების ჯაჭვების, სოფლის მეურნეობის და კორპორატიული მდგრადობის ეფექტურობა“, - განაცხადა Zhao-მ. https://tinyurl.com/y4vtaamp
-
გამოფენა CES 2022-ზე წარდგენილ იქნა ბევრი საინტერესო პროდუქტი. ერთ-ერთია მონიტორი Acer Predator CG48, რომელმაც, კომპანიის აზრით, უნდა ჩაანაცვლოს ტელევიზორი კონსოლებზე თამაშისას. თუმცა მოწყობილობა აგრეთვე გამოდგება პერსონალური კომპიუტერების გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator CG48-ის ეკრანის დიაგონალი 48 დუიმია. OLED-პანელის გაფართოებაა 4K, კადრის განახლების სიხშირე - 138 ჰერცამდე. მონიტორის კონტრასტულობის კოეფიციენტია 13 000:1 და უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 ფერთა გამას. მხარდაჭერილია HDR10. მონიტორს აქვს AMD FreeSync Premium Pro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მატრიცის რეაგირების დროა 0.1 მილიწამი. მონიტორზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ოთხი USB 3.2 Type-A და ერთი Type-C პორტი. Acer Predator CG48 გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მოწყობილობის ღირებულება 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/ybmax9t9
-
ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Motorola გამოსაშვებად ამზადებს ახალი თაობის სმარტფონს დრეკადი დისპლეით - ეს გახლავთ კლასიკური დასაკეცი ფორმ-ფაქტორის Razr 3. Motorola Razr 5G ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. გაყიდვაში გამოვა Motorola Razr 3-ის მოდიფიკაციები 6, 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128, 256 და 512 გბ. ცნობილია ძირითადი დრეკადი დისპლეის მახასიათებლებიც: მისი ზომაა 6.7 დუიმი, გაფართოება - 2400 × 1080 პიქსელი. პანელის კადრის განახლების სიხშირე აღწევს 120 ჰერცს. აღჭურვილობაში შევა 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი ორი კამერა 50-მეგაპიქსელიანი OV50A სენსორითა და ულტრაფართოკუთხიანი ბლოკი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ ახალ სმარტფონში რეალიზებული იქნება ულტრაფართოზოლოვანი უსადენო (UWB) ტექნოლოგია. სმარტფონს ექნება NFC კონტროლერი და დამხმარე გარე ეკრანი. https://tinyurl.com/yc3frjdx
-
On-chain ინდიკატორებისა და დერივატივების ბაზარზე რეკორდულად მაღალი საკრედიტო ბერკეტების კომბინაცია მიუთითებს არასტაბილურობის გაზრდისა და მოკლე პოზიციების ლიკვიდაციის მაღალ ალბათობაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. Bitcoin-ის გაყიდვებმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლო შეხვედრის პროტოკოლის გამოქვეყნებიდან ექვს დღეში გამოიწვია ბაზრის ახალი მონაწილეების აქტივობის შემცირება და მონეტების საშუალო შენახვის პერიოდის ზრდა. 2021 წლის დეკემბრის Hodler Net Position-ის ინდიკატორი მიუთითებს Bitcoin-ის მომწიფების უფრო მაღალ მაჩვენებელზე მათ ხარჯებთან შედარებით. ეს დამახასიათებელია დათვური ბაზრებისთვის საცალო ინვესტორების მსყიდველობითი ინტერესის ნაკლებობით და მფლობელების (ჰოლდერების) დომინირებით. წყარო: Glassnode. სხვა საზომებიც - Value Days Destroyed Multiple და Dormancy Flow - ანალოგიურ სურათს ქმნიდა. როგორც წესი, იგი შეინიშნება მაკროეკონომიკური ვარდნის ტენდენციის შემდეგომ ეტაპებზე, რომელსაც ხშირად თან ახლავს მყიდველების კაპიტულაცია. ანალიტიკოსები ჯერ არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, რომ ინვესტორებმა უკვე განიცადეს მთელი „ტკივილი“ და საბოლოოდ გაჩნდა ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნების წინაპირობები. On-chain ინდიკატორების შედარებითი „სიმშვიდის“ მიუხედავად კრიპტო დერივატივების ბაზარზე აშკარაა სპეკულაციური აქტივობის ნიშნები. უვადო კონტრაქტებისადმი ღია ინტერესმა (OI) მიაღწია რეკორდულ 264.000 BTC-ს. 4 დეკემბრის შემდეგ ინდიკატორი 42%-ით გაიზარდა და გადააჭარბა წინა მაქსიმალურ 258 000 BTC-ს. წყარო: Glassnode. ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით OI-მ მიაღწია 2%-ს, რაც ადრე ღია პოზიციების მოახლოებული შეკუმშვის სიგნალს წარმოადგენდა. ნოემბრის შემდეგ ბაზარზე ჭარბობდა ლონგების ლიკვიდაცია. 2022 წლის დასაწყისში ამ საზომმა მიაღწია 69%-ს - ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2021 წლის მაისის ბაზრის კრახის შემდეგ. ფლობის მხრივ ამჟამად მოკლევადიანი პოზიციები შესაბამის ინდიკატორებთან ერთად მეტყველებს ლოკალური აღმავლობის მაღალ ალბათობაზე. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ აღმავალი ტენდენციის გასაგრძელებლად საჭიროა 45.500 აშშ დოლარიანი დონის გარღვევა. ადრე ეკონომისტმა ალექს კრიუგერმა დაუშვა Bitcoin-ის ფასის 40 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ვარდნა მაღალი ინფლაციის პირობებში. https://tinyurl.com/2p8ayb7t
-
მიმდინარე თვის ბოლოსთვის კომპანია TEAMGROUP-მა დააანონსა მეხსიერება T-FORCE DELTA TUF Gaming Alliance RGB DDR5-ისა და SSD T-FORCE CARDEA Z440 TUF Gaming Alliance PCIe 4.0 M.2-ის გამოშვება. პროდუქცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება Amazon-ის ჩრდილოეთ ამერიკის მაღაზიაში. ეს ორი პროდუქტი შემუშავდა ASUS TUF Gaming Alliance-თან თანამშრომლობით და მათში თავმოყრილია გეიმინგ-სტილი და პირველი კლასის წარმადობა. ოპერატიულ მეხსიერება T-FORCE DELTA TUF Gaming Alliance RGB DDR5-ს გააჩნია 120°-იანი ხედვის გაგრილება და კაშკაშა RGB განათება ASUS Aura Sync-ის მხარდაჭერით. პროდუქტის პირველი ვერსია იმუშავებს 5200 მჰც სიხშირეზე და წარმოდგენილი იქნება ორარხიან ნაკრებში ორ 16-გიგაბაიტიან ხაზთან ერთად. SSD T-FORCE CARDEA Z440 TUF Gaming Alliance PCIe 4.0 M.2 აღჭურვილია TEAMGROUP-ის ალუმინის რადიატორის გაუმჯობესებული ვერსიით და სპეციალური გამტარი კონსტრუქციით, რომელიც ტემპერატურას 48%-ით ამცირებს, უზრუნველყოფს წაკითხვის და ჩაწერის უფრო სტაბილურ წარმადობას და საშუალებას იძლევა უკეთ მოგვარდეს დროსელირების პრობლემები სხვა მყარ დისკებთან შედარებით. SSD-ის წაკითხვის სიჩქარეა 5000 მბ/წმ, ჩაწერის - 4400 მბ/წმ-მდე. შესანიშნავი წარმადობის, ასევე PCIe Gen 4x4 და NVMe სტანდარტების მხარდაჭერის შედეგად TUF SSD ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. https://tinyurl.com/mmzx29p4
-
Xiaomi-მ გასულ წელს გამოუშვა MIX სერიის ორი სმარტფონი. ჯერ გამოვიდა Xiaomi Mi MIX FOLD, კომპანიის პირველი დასაკეცი ფლაგმანი. შემდეგ წარდგენილ იქნა Xiaomi MIX 4 - კომპანიის სადებიუტო სმარტფონი დისპლეიში ჩაშენებული ფრონტალური კამერით. ამჟამად ჩინური კომპანია ახალი თაობის ფლაგმანებზე მუშაობს. ამჯერად MIX-ის ისტორიაში პირველად ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს ერთდროულად ორი მოდელი. საუბარია Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ზე. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ცნობები სამომავლო სიახლეების კამერების შესახებ. ორივე მოწყობილობას ექნება გამოსახულების სამი სენსორი გაფართოებით 48 მპ და ერთი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ბოლო მათგანი განთავსებული იქნება უკანა კამერის ძირითად მოდულში. 48-მეგაპიქსელიანი სამეულიდან პირველი წარმოდგენილი იქნება ულტრაფართოკუთხიან კამერაში, მეორე - ტელეობიექტივში. მესამე 48-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოყენებული იქნება ფრონტალურ კამერაში. Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ს ექნება 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 FPS-ზე და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემის მხარდაჭერა. სმარტფონებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველი - სტანდარტულ მოდელს ექნება ულტრაფართოკუთხიანი კამერა 0,6x მიახლოებით, ხოლო პრო ვერსიას - 0,5x. მეორე - უფროს მოდელს გააჩნია პერისკოპული ტელეობიექტივი 5x ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. სტანდარტულ მოდელში ოპტიკური ზუმი 2x-ს შეადგენს. სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება მობილური 4-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 120-ჰერციანი შუქდიოდური დისპლეი და ოპერაციული სისტემა Android 12 საფირმო MIUI 13-თან ერთად. Xiaomi MIX 5-ისა და Pro ვერსიის პრეზენტაცია მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს. ფასები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მოდიფიკაციის Xiaomi MIX 4 კომპანიამ 780 აშშ დოლარად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ოფიციალურად 600 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://tinyurl.com/m8678h5b
-
ამოქმედებიდან ერთ კვირაში ციფრული იუანისთვის განკუთვნილი მობილური საფულის საპილოტე ვერსია (e-CNY) ჩინეთში აპლიკაციების მარკეტების რეიტინგის სათავეში მოექცა - წერს SCMP. App Annie-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით App Store-იში ჩამოტვირთვებმა WeChat-ს გადააჭარბა ჩაშენებული მობილური გადახდების მხრივ. შაბათს e-CNY საფულემ ადგილი დაუთმო ვიდეოსერვის Kuaishou-ს. გამომცემლობის მონაცემებით ციფრული იუანის საფულე ასევე ლიდერობდა Xiaomi-ს აპლიკაციების მარკეტში ერთი კვირის განმავლობაში. ჩინეთის ხელისუფლებამ მობილური აპლიკაცია e-CNY 4 იანვარს გაუშვა. მის ჩამოსატვირთად მომხმარებელი ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს ტესტირების რომელიმე ადგილას, რომელთა შორისაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ზონა. ინიციატივის ავტორია ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტების კვლევის ინსტიტუტი. https://tinyurl.com/mr6sjwv3
-
კომპანია ASUS-მა დააანონსა ორგანულ შუქდიოდებზე დამყარებული მონიტორი ProArt OLED PA16DC, რომელიც განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის, აგრეთვე იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დაკავებულია პროფესიონალურ დონეზე ვიდეომასალების დამუშავებით. ფოტოს წყარო: ASUS მონიტორის ზომა დიაგონალზე 15.6 დუიმია, გაფართოება - 4K - 3840 × 2160 პიქსელი. მხარდაჭერილია HDR და VESA DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაცია. მოწყობილობა კალიბრირებულია ქარხნულად და უზრუნველყოფს ფერთა გამის მაღალ სიზუსტეს - Delta E<1. გამოყენებულია 10-ვატიანი ფერთა გადმოცემა, DCI-P3 გამა კი 100%-ს აღწევს. ხელმისაწვდომია ჩაშენებული ქოლორიმეტრი. მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეეძლებათ დაკალიბრება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, როგორიცაა Light Illusion ColourSpace CMS. აღჭურვილობაშია USB Type-C პორტი, რომელსაც შეუძლია 30 ვატამდე სიმძლავრე მიაწოდოს დაკავშირებულ მოწყობილობას. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ორი HDMI ინტერფეისი და USB ჰაბი. ProArt OLED PA16DC მონიტორის ნაკრებში შედის ორი სხვადასხვა სადგამი და ბლენდი ანარეკლებისგან დაცვისთვის. მოწყობილობის გაყიდვის დაწყების თარიღი და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/y4ee6vnx
-
ბრენდმა Honor-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი, სახელწოდებით Magic V. მოწყობილობის საორიენტაცო ფასი 2200 აშშ დოლარი იქნება. ფოტოს წყარო: Honor ახალი მოდელი პირველი დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონია, რომელშიც წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი, მათ შორის მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine და ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X65 5G საშუალებას იძლევა აბონენტის მხარეს მონაცემები გადაიცეს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. ფოტოს წყარო: Honor Magic V-ს ძირითადი დისპლეი დამზადებულია წიგნის ფორმის სახით და იკეცება კორპუსის შიდა მიმართულებით. ეს გახლავთ OLED-პანელი ზომით 7.9 დუიმი, გაფართოებით - 2272 × 1984 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია დამატებითი 6.45-დუიმიანი OLED ეკრანი. მისი გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცს. ფოტოს წყარო: Digital Trends ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 42-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით f/2,4. უკანა კამერა მოიცავს სამ 50-მეგაპიქსელიან სენსორს, მათ შორისაა ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკა. დაკეცილი სმარტფონის ზომა 160,4 × 72,7 × 14,3 მმ-ს შეადგენს, გაშლილ მდგომარეობაში - 160,4 × 141,1 × 6,7 მმ-ს. მოწყობილობა 293 გრამს იწონის. Honor Magic V სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, ფლეშ-მეხსიერება კი - 256 ან 512 გბ. კვებას უზრუნველყოფს 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C პორტის მეშვეობით სწრაფი 66-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/2p9fcnyd
