Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. კრიპტოვალუტები მეტისმეტად დაუცველია, ადვილად დასაკვირვებელია და შესაძლოა აიკრძალოს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების მიერ - ამის შესახებ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა მილიარდერმა რეი დალიომ დევიდ რუბენშტეინთან ინტერვიუში განაცხადა. დალიოს თქმით კრიპტოვალუტების ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით იგი „ზედმეტ ყურადღებას იპყრობს“. მან დაადასტურა, რომ ციფრული აქტივები მისი პირადი საინვესტიციო პორტფელის "უმნიშვნელო პროცენტს" შეადგენს. 2021 წლის დეკემბერში მილიარდერმა განაცხადა, რომ ინვესტიცია მოახდინა Ethereum-ში დივერსიფიკაციის მიზნით. მან არ დაასახელა ინვესტიციის ზუსტი ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ "არც ისე ბევრია". ინტერვიუში დალიომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების გამოყენება დატვირთულია რისკებით, რომლებიც დიდწილად ბლოკჩეინის გამჭვირვალობასთანაა დაკავშირებული. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ციფრულ აქტივებს „კანონგარეშედ გამოაცხადებს სავარაუდოდ არაერთი ხელისუფლება“. Bridgewater Associates-ის ხელმძღვანელის თქმით ადამიანები სულ უფრო ხშირად კითხულობენ, რა გამოიყენონ ფასეულობების გაცვლისა და შენახვის საშუალებად. მან ხაზი გაუსვა, რომ ფიატი სულ უფრო დიდ კონკურენციას შეხვდება ციფრული ვალუტების მხრიდან. მისი რჩევაა საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება აქტივების სახეობებისა და ბაზრების მიხედვით. მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაღდი ფული - ეს ნაგავია“. შეგახსენებთ, რომ დალიომ ადრეც ისაუბრა ხელისუფლებების მიერ კრიპტოვალუტების აკრძალვის საფრთხის შესახებ. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები „მოსპობენ Bitcoin-ს“ მისი მასობრივი წარმატების შემთხვევაში. https://tinyurl.com/4rj3u66e
  2. 2019 წლის მაისში, როდესაც SpaceX-მა Starlink თანამგზავრების პირველი ნაკადი გაუშვა, ასტონომიულმა საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა, რომ თანამგზავრების დაჯგუფება გავლენას იქონიებდა ასტონომიულ დაკვირვებებზე. ამჟამად Starlink-ის დაჯგუფება დედამიწის ახლო ორბიტაზე მყოფი 1667 თანამგზავრისგან შედგება, ამასთან 124 თანამგზავრი უკვე გამოვიდა ექსპლუატაციიდან და ატმოსფეროს ზედა ფენაში დაიწვა. Starlink-თანამგზავრებს ჯგუფურად, დაახლოებით 60-მდე ერთეულს ერთად უშვებენ კოსმოსში. საერთო ჯამში SpaceX-ს აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიისგან (FCC) მიღებული აქვს ნებართვა 12 ათასი თანამგზავრის გაშვების შესახებ, კომპანიამ განაცხადი შეიტანა დამატებით 30 ათასი თანამგზავრის გაყვანის ნებართვის მისაღებად. თანამგზავრების მსგავსი დაჯგუფებების გაშვებას გეგმავენ სხვა კომპანიები OneWeb, Amazon, Samsung და ეროვნული სააგენტოები. თუკი ეს გეგმები სრულად რეალიზდება, შეფასების მიხედვით უახლოეს ათწლეულში დედამიწის ახლო ორბიტაზე განლაგებული იქნება 100 ათასამდე თანამგზავრი, რომლებიც ცას დააბინძურებენ და პოტენციურად ხელს შეუშლიან ასტრონომიულ დაკვირვებებს. ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რათა გარკვეულიყო თანამგზავრების გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე. მეცნიერების მტკიცებით თანამგზავრები ირეკლავენ მზის სინათლეს და ფოტოებზე დეფექტებს ტოვებენ. და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დაბნელებების გადაღებისას. ამ დროისთვის დეფექტიანი ფოტოების რაოდენობა დღე-ღამეში 0.5%-დან 18%-მდე გაიზარდა. ეს ციფრები დიდი გვეჩვენება, თუმცა ამჟამად Starlink თანამგზავრების საერთო გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე ჯამში არც ისე დიდია. სამეცნიერო საზოგადოების შეშფოთების მოგვარების მიზნით SpaceX-მა გადაწყვიტა Starlink-თანამგზავრების გადაპროექტება, რათა შემცირდეს მათი გავლენა კოსმოსზე დაკვირვების პროცესზე. ამისთვის კომპანიამ განათავსა მზისგან დამცავი საჩრდილობლები, რამაც შეამცირა არეკლილი სინათლის სიკაშკაშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დედამიწის ახლო ორბიტის დაბინძურების დონე წლიდან წლამდე იზრდება. https://tinyurl.com/yzev7bw2
  3. კომპანია MSI ამზადებს განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს. ახალ მოწყობილობას ექნება Alder Lake პროცესორები და Intel-ის Arc Alchemist სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. ფოტოს წყარო: MSI MSI Summit E16 Flip წარმოადგენს ჰიბრიდულ ლეპტოპს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეით, რომლის წყალობით სურვილის შემთხვევაში მოწყობილობა პლანშეტის სახით იქნება გამოყენებული. ლეპტოპს აქვს სენსორული ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:10. პორტატული კომპიუტერის ამჟამად არსებული, აქტუალური ვერსია მუშაობს მე-11 თაობის U-სერიის Intel Core პროცესორებზე და აღჭურვილია GeForce RTX 3050 გრაფიკული ამაჩქარებლით. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპის განახლებული ვერსია, რომლის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ PugetBench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, აგებულია Alder Lake-H სერიის 14-ბირთვიან და 20-ნაკადიან Core i7-12700H პროცესორზე. ამ ჩიპის TPD-ის დონე 45 ვატია. თუკი აქტუალურ მოდელში გამოყენებულია LPDDR4X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, განახლებულმა მოდელმა მიიღო LPDDR5-6400 სტანდარტი. სამომავლო ლეპტოპის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი მისი გრაფიკული ქვესისტემაა. 2022 წლის MSI Summit E16 Flip EVO ვერსიაში წარმოდგენილი იქნება მობილური დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. უცნობია, ეს ვიდეო დაფა რამდენად უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ლეპტოპის აქტუალურ ვერსიაშია გამოყენებული. PugetBench-ის ვებ-გვერდზე მიუწვდომელია ინფორმაცია ლეპტოპის გრაფიკული წარმადობის შესახებ, მითითებულია მხოლოდ მისი სიჩქარის მაჩვენებელი ბენჩმარკ Lightroom Classic-ზე - მასში განახლებულმა MSI Summit E16 Flip EVO-მ 1034.5 ქულა მოაგროვა. არსებული ცნობებით, ვიდეო დაფა Intel Arc A370M აგებულია გრაფიკულ პროცესორ DG2-128EU-ზე. მას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისით. ბოლოს გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით ეს ამაჩქარებელი დაახლოებით 20%-ით ნელია დესკტოპ ვერსია Intel Arc A380-თან შედარებით. ამჟამად უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გეგმავს MSI განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს გამოშვებას და რა იქნება მისი ღირებულება. https://tinyurl.com/2p8usebb
  4. Bitcoin-მა დააფიქსირა ყველაზე დიდი ზრდა ოქტომბრის შემდეგ, რადგანაც ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ სარისკო აქტივებით ფინანსურ ბაზრებზე არსებული არასტაბილური პერიოდის შემდეგ. საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 10%-ზე მეტით 40520 აშშ დოლარამდე. Ethereum-ის შემთხვევაში დაფიქსირდა 12%-ზე მეტი ზრდა 2947 ათას აშშ დოლარამდე. ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი გაიზარდა, რადგან მეოთხე კვარტალში Amazon-ის მაღალმა შემოსავალმა გაამყარა ინვესტორების ნდობა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისადმი, რომელთა ღირებულება ბოლო თვეებში ციფრული ვალუტების სინქრონულად იცვლებოდა. „იმ ფაქტმა, რომ Amazon-ის მოგება წავიდა Apple-ის, Microsoft-ისა და Google-ის, და არა Meta-ს გზით, ინვესტორებში დანერგა მეტი რწმენა იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სარისკო აქტივებით ვაჭრობას“ - განაცხადა ფინანსური კომპანია Miller Tabak + Co-ს ბაზრის მთავარმა სტრატეგმა Matt Maley-იმ. ფოტოს წყარო: CoinDesk კრიპტოვალუტების ღირებულების სწრაფი ვარდნა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და სხვა სარისკო აქტივების ფასი შემცირდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდისა და მთელ მსოფლიოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციის გამო. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საფრთხე, ამჟამად კაპიტალის ბევრ ბაზარზე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ 50 საბაზისო პუნქტით განაკვეთის გაზრდა გათვლილია საფონდო ბაზრებზე ცოტა ხნის წინანდელი მოძრაობის გათვალისწინებით“ - განაცხადა ტრეიდინგ კომპანია Alpha Impact-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა Hayden Hughes-მა. ფოტოს წყარო: CoinDesk ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტების ფასების ზრდაზე სხვა მიზეზებთან ერთად ნაწილობრივ გავლენა მოახდინა ჩრდულოამერიკულმა Bitcoin-მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-ის განცხადებამ, რომ გეგმავს, საკუთარი კრიპტოვალუტების მარაგი დაახლოებით 8595 Bitcoin-ამდე გაზარდოს. დასასრულს დავამატებთ, რომ კარგი დინამიკის მიუხედავად Bitcoin-ის ფასი ჯერ კიდევ შორს არის ისტორიული მაქსიმალური 69 ათასი აშშ დოლარისგან, რომელიც გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული. https://tinyurl.com/5eryy6fc
  5. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინური კომპანია Lenovo მალე დაიწყებს დესკტოპ კომპიუტერ IdeaCentre Gaming 5-ის გაყიდვებს, რომელიც გეიმინგის მოყვარულებზეა გათვლილი. წყარო: ITHome / Lenovo ახალი კომპიუტერი (მოდელი 17IAB7) აგებულია მე-12 თაობის Core პროცესორის მქონე აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. კერძოდ, მოწყობილობაში შესაძლოა განთავსებული იყოს ჩიპი Core i7-12700 12 ბირთვითა და ინსტრუქციების ერთდროულად ოცამდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. გრაფიკული ქვესისტემის შემთხვევაში შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა დისკრეტული ამაჩქარებლის არჩევანი: ესენია ვიდეო დაფები AMD Radeon RX 6500 XT და Radeon RX 6400, აგრეთვე NVIDIA GeForce RTX 3060, GeForce RTX 3060 Ti, GeForce GTX 1660 Super და GeForce GTX 1650. მხარდაჭერილი იქნება DDR4 ოპერატიული მეხსიერება. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება М.2 ფორმატის SSD-ითა და ორი 3.5-დუიმიანი სანახი სივრცით. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ორი პორტი USB Type-A, USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია განათება ვერტიკალური ხაზების სახით. კომპიუტერის საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/yckt67z9
  6. რესურს Bloomberg-ის თანამშრომელმა, რომელიც სპეციალიზებულია Apple-ის პროდუქტების შესახებ არაოფიცალურ ცნობებზე, სამომავლო პროგნოზში განაცხადა, რომ კომპანიამ 8 მარტისთვის შესაძლოა წარადგინოს საბაზისო დონის პირველი სმარტფონი 5G ქსელის მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ის განახლებული ვერსია ანალოგიური სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობებით. ახალ iPhone SE-ში შენარჩუნებული იქნება ამჟამად არსებული სმარტფონის დიზაინი, რომლის დებიუტი 2020 წლის აპრილში შედგა. თუმცა ახალ მოდელს ექნება უფრო მაღალი წარმადობის პროცესორი, გაუმჯობესებული კამერა და 5G ქსელში მუშაობისთვის განკუთვნილი მოდემი. ანალოგიურად, განახლებულ iPad Air-ს ექნება უფრო სწრაფი პროცესორი და მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობა მეხუთე თაობის ქსელში. და ბოლოს, Mac კომპიუტერების სერიას შეემატება მორიგი მოდელი Apple-ის საკუთარი პროცესორის ბაზაზე. მარტის პირველ ნახევარში, წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა გამოვიდეს ოპერაციული სისტემა iOS 15.4, რომლის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სახის ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციის სისტემა Face ID-ის მხარდაჭერა, რომელიც ფუნქციონირებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელი სამედიცინო ნიღაბს ატარებს. ჯამში მიმდინარე წელს Apple-მა უნდა წარადგინოს ახალი iMac, Mac Pro და MacBook Air, საბაზისო დონის მოდერნიზებული MacBook Pro, სმარტ-საათ Apple Watch-ის სამი ახალი მოდელი, ოთხი მოდელი iPhone 14 და ახალი AirPods ყურსასმენი. შერეული რეალობის ჰედსეტის შესაძლო დებიუტის თარიღის გადადება Apple-მა 2023 წლისთვის ამჯობინა - აცხადებს Bloomberg. https://tinyurl.com/54r7deb5
  7. NFT სივრცე სავსეა სხვადასხვა სისულელითა და თაღლითობით, რაც დამახასიათებელი იყო ინტერნეტისთვის მისი წარმოქმნის საწყისი ეტაპიდან გარკვეულ ტრანსფორმაციამდე პერიოდში. ამის შესახებ განაცხადა Brave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brendan Eich-მა TechRadar-თან ინტერვიუში. „ჩვენ ვიმყოფებით Web 3.0-ის ადრეულ ეტაპზე და არავინ იცის, ეს რას ნიშნავს. განსაკუთრებით NFT-ის შემთხვევაში. Web 1.0-ისა და Web 2.0-ის პირველ დღეებშიც ასევე იყო ბევრი არასერიოზული ვებ-გვერდი და თაღლითობა. ასე ხდება საზღვრისპირა ქალაქებში, სანამ ქუჩებს არ მოაასფალტებთ და განათებებს არ აანთებთ“, - განაცხადა მან. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა კრიპტო საზოგადოებაში ტრაიბალიზმის არსებობა და ხაზი გაუსვა Brave-ის სურვილს - მოახდინოს დისტანცირება ჯგუფური იზოლაციის ასეთი კონცეფციისგან. Eich-ის თქმით, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ინდუსტრიას: „როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოკულტურაზე, არ არსებობს ერთიანი საზოგადოება. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი თავიანთი პროექტის მიმართ და მიიჩნევენ მას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. [...] მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.” The Walt Disney Company-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ აიგერმა შეშფოთება გამოხატა სექტორში საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ადრე Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს NFT ბაზარზე ფიქტიური ვაჭრობის "მნიშვნელოვანი" მოცულობების არსებობისა და ფულის გათეთრების მიზნით უკანონო აქტივების შემოდინების შესახებ. https://tinyurl.com/7p94apar
  8. AMD-ის გენერალურ დირექტორ ლიზა სუსთან საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით რესურს PCGamer-მა აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნტში, რომელთაგან ზოგიერთი საინტერესოა რიგითი მომხმარებლებისთის. პირველ რიგში, დამაიმედებლად ჟღერს განცხადებები საწარმოო სიმძლავრეებში დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადებისა და მიწოდების ჯაჭვზე სერიოზული მუშაობის დაგეგმვის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მოსმენა ბევრს სურდა, რადგან ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის საკითხი ამჟამად არც ისე კარგადაა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი მიზანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. მეორე - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ახალი თაობის Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 ვიდეო დაფების გამოსვლა მიმდინარე წლისთვის არის დაგეგმილი. როგორც VideoCardz აღნიშნავს, კომპანიის პრიორიტეტულ ფანებს აქვთ შანსი ააწყონ მაღალი წარმადობის სისტემა მხოლოდ AMD-ის უახლესი კომპონენტების გამოყენებით. „რაც შეეხება 2022 წელს. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ველით მნიშვნელოვან ზრდასა და წილის მატებას მიმდინარე პროდუქტების გაფართოების წყალობით, აგრეთვე სამომავლო Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლით. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ სიმძლავრის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია მიმდინარე და მომავალ წელს ჩვენი ზრდის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. თუმცა PCGamer-ის სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს სხვა განცხადებაზე: „ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ უზრუნველყოფილ იყოს შესაბამისობა გაყიდვებსა და რეალიზაციაში, რათა არ დავუშვათ მარაგების დაგროვება ბიზნესში“. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ ბაზარი გაივსება ვიდეო დაფებით და ფასი შემცირდება - აღნიშნავენ ჟურნალისტები - გამყიდველები დიდხანს შეძლებენ მათ შენარჩუნებას მაღალ დონეზე. კრიპტოვალუტებში არსებულმა მდგომარეობამ შესაძლოა დააკორექტიროს ახალი მოდელების მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ის გადასვლა PoS მოდელზე და კრიპტო ბაზრის მდგომარეობა მაინერებს ფერმების ლიკვიდაციისკენ უბიძგებს. თუკი კრიპტო ბაზარი კვლავ სიმაღლეზე იქნება, მაინერები ახალ PoW მონეტებს იპოვიან და გააგრძელებენ ვიდეო დაფების ფასებზე გავლენის მოხდენას. https://tinyurl.com/3nwzvkxm
      • 1
      • Upvote
  9. პლანეტის უმსხვილესი რეგიონალური ბაზრების მიერ აღებულმა ელექტრიფიკაციის კურსმა შესაძლებელი გახადა გასულ წელს სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა გაზრდილიყო 3-დან 6.6 მილიონ ერთეულამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს გაიყიდა არაუმეტეს 2.2 მილიონი ელექტრომობილი, ორი წლის მანძილზე გაყიდვების მოცულობა გასამმაგდა. გაყიდვების 90% მოდის პლანეტის რამდენიმე მსხვილ ბაზარზე, სხვები კი ძალიან ჩამორჩებიან. როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სტატისტიკა აჩვენებს, 2020 წელს ელექტრომობილებზე მოდიოდა გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მოცულობის არაუმეტეს 4.1%, 2021 წლის შეჯამებით კი მათი წილი 8.57%-მდე გაიზარდა. წყაროს შეფასების თანახმად ამჟამად მსოფლიოს გზებზე გადაადგილდება დაახლოებით 16 მლნ ელეტრომობილი, რომლებიც ყოველწლიურად 30 ტვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს ენერგია მთლიანი ირლანდიის ენერგომოხმარების მაჩვენებელს უდრის. ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის მხრივ ლიდერი ჩინეთია, გასულ წელს მის ტერიტორიაზე გაიყიდა 3.4 მლნ ელექტრომობილი - უფრო მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში 2020 წელს. გასული წლის დეკემბერში ელექტრომობილების წილმა ჩინეთის პირველად ბაზარზე 20%-ს მიაღწია. ათწლეულის შუა პერიოდში ეს დონე მუდმივ საფუძველზე იქნება მიღწეული. ფოტოს წყარო: საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 2021 წელს 70 %-ით გაიზარდა 2.3 მლნ ერთეულამდე, თუმცა მათი დაახლოებით ნახევარი plug-in ჰიბრიდები იყო, რომლებიც სტატისტიკაში მაინც ხვდება. ელექტრომობილები გასულ წელს შეადგენდა ევროპის პირველადი ბაზრის 17%-ს, თუმცა რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ბევრად წინ არის. 2021 წლის შეჯამებით ევროპის უმსხვილესი ბაზრის სათავეშია ნორვეგია (72 %), შვედეთი (45 %), ნიდერლანდები (30 %), გერმანია (25 %). აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა გასულ წელს გაორმაგდა და შეადგინა ნახევარი მილიონი ერთეული, თუმცა ახალი ავტომობილების საერთო მასაში მათი წილი 4.5%-ს არ აჭარბებდა. ყველა ტიპის ავტომობილების გლობალური ბაზრის დაახლოებით ორი მესამედი მოდის ჩინეთზე, ევროპასა და შეერთებულ შტატებზე და ეს რეგიონები აკონტროლებენ ელექტრომობილების ბაზრის დაახლოებით 90%-ს. სამხრეთ კორეა, რომელმაც გასულ წელს გააორმაგა ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა, მხოლოდ 8%-ს ფლობს, იაპონიაში კი ელექტრომობილების წილი 1%-ს არ აღემატება ისევე, როგორც მზარდი ეკონომიკის მქონე უმეტეს დიდ ქვეყნებში, მაგალითად ბრაზილიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. ელექტრომობილების რეიტინგში ბრენდის მიხედვით ლიდერობს Tesla 2021 წელს გაყიდული 936 ათასი ეგზემპლარით, მეორე ადგილზეა კონცერნი Volkswagen 763 ათასი მანქანით, მესამეზე კი ჩინური BYD – 589 ათასი ელქტრომობილით, მეოთხე ადგილზეა General Motors, რომელმაც გაყიდა 517 ათასი ელექტრომობილი. ხუთეულს ხურავს Stellantis გაყიდული 385 ათასი ელექტრომობილით. https://tinyurl.com/yckwbx4u
  10. პლატფორმა IoTeX-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რაულენ ჩაიმ CryptoDaily-სთან კომენტარში გამოხატა ოპტიმისტური პროგნოზი ციფრული აქტივების ბაზართან მიმართებაში. მისი აზრით, კრიპტოვალუტების კოტირებების ვარდნაზე გავლენა იქონია კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამის საფრთხემ და ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის რისკმა. ჩაიმ აღნიშნა ხარული განწყობის შენარჩუნება ციფრული აქტივების ბაზარზე და მომხმარებლებს მოუწოდა აირჩიონ სასარგებლო პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან კლებას გადაიტანენ. „ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტირება პროექტებსა და ტოკენებში, რომელთაც გამოყენებისა და უტილიტარობის ძლიერი სცენარი გააჩნიათ - ისეთ პროექტებში, რომლებიც გადაიტანენ დათვურ ბაზარს (თუკი მასში შევალთ) და აღდგებიან, როგორც კი მაკროეკონომიკური გარემო გასუფთავდება და გახდება უფრო ხელსაყრელი“ - განმარტა IoTeX-ის გენერალურმა დირექტორმა. იგი დარწმუნებულია, რომ ფსკერის დადგენა შეუძლებელია და შესაბამისად არ თვლის მართებულად - გაყიდოს კრიპტოვალუტა შემოსავლების დაკარგვისა და შემდგომში აქტივების უფრო მაღალ ფასად ყიდვის რისკის გამო. ”გაყიდვა დაბალ ფასად გამოსყიდვის იმედით არაპრაქტიკულია და უფრო ვაჭრობას ჰგავს, ვიდრე ინვესტირებას”, - განაცხადა ჩაიმ. მანამდე SkyBridge Capital-ის დამფუძნებელმა ენტონი სკარამუჩიმ კრიპტოვალუტების ბაზარზე გრძელვადიანი პოზიციების მფლობელებს დამშვიდება და hodl-ის გაგრძელება ურჩია. იანვარში კრიპტობანკ SEBA-ს ხელმძღვანელმა გვიდო ბიულერმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასად 75 ათასი აშშ დოლარი 2022 წლის ბოლოს. https://tinyurl.com/5x2fucxr
  11. სმარტფონის შეძენისას დიდ როლს თამაშობს ფერის შერჩევა. კომპანია Realme-მ გადაწყვიტა მომხმარებლები არჩევანის სირთულისგან ეხსნა. ოფიციალური ვიდეო-თიზერის თანახმად სამომავლო Realme 9 Pro-სა და 9 Pro Plus-ს ექნებათ კორპუსი, რომელსაც შეეძლება ფერის შეცვლა ეფექტის მეშვეობით, სახელად Light Shift Design. ფოტოს წყარო: Realme ნორმალურ პირობებში კორპუსის შეფერილობა იქნება ლურჯი, თუმცა კაშკაშკა მზის შუქზე ან სხვა ულტრაიისფერ განათებაზე მოწყობილობის უკანა პანელი იცვლის ფერს და გახდება აგურისფერ-წითელი დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში. Realme აცხადებს, რომ ხსენებული ფერები შერჩეულ იქნა მზის ჩასვლის შეფერილობისგან მიღებული შთაგონებით. უნდა აღინიშნოს, რომ Realme 9 Pro და 9 Pro Plus არ იქნება პირველი მოწყობილობები ბაზარზე, რომლებშიც ასეთი ეფექტი გამოიყენება. ანალოგიური შესაძლებლობა აქვს გასულ თვეში გამოსულ Vivo V23 Pro-ს. არაოფიციალური ცნობების თანახმად Realme 9 Pro აგებული იქნება ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 695-ის ბაზაზე. მოწყობილობას ექნება ძირითადი კამერა სამი მოდულით, რომელთაგან მთავარი სენსორი 64-მეგაპიქსელიანია, ასევე ექნება 6.59-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი Full HD+ გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მასზე „უფროსი“ Realme 9 Pro Plus დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 920 ჩიპზე, ექნება 6.43-დუიმიანი AMOLED-ეკრანი გაფართოებით Full HD+ და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. სმარტფონის სამმოდულიანი ძირითადი კამერა მოიცავს 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ს, რომელიც ფლაგმანებში გვხვდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონების წარდგენა შედგება 15 თებერვალს ღონისძიებაზე. https://tinyurl.com/yc8bxc5u
  12. კომპანია Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ მის ავტომობილებში არსებულ ბორტის მულტიმედია კომპლექსს დაემატება ინტელექტუალურ ხმოვან ასისტენტ Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Jaguar Land Rover სმარტ-ასისტენტი ხელმისაწვდომი გახდება Jaguar-ისა და Land Rover-ის იმ ავტომობილებში, რომელთაც აქვთ საინფორმაციო-გასართობ სისტემა Pivi Pro-ს მხარდაჭერა. ამჟამად ექსპლუატაციაში იმყოფება 200 ათასზე მეტი ამგვარი სატრანსპორტო საშუალება. მარტივი ხმოვანი ბრძანებებით მძღოლები ასისტენტს მოსთხოვენ მარშრუტის გენერირებას, მუსიკის ჩართვას, ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, სიახლეების მოსმენას და ა.შ. გარდა ამისა, ასისტენტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტ-სახლის მოწყობილობების მართვა. მფლობელს არ დასჭირდება სმარტფონთან დაკავშირება. ფუნქცია Jaguar and Land Rover Remote Skill for Alexa საშუალებას მისცემს დისტანციურად შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა და მიიღოს ინფორმაცია ბორტის სენსორებიდან. Amazon Alexa-ს მხარდაჭერის შესახებ შეტყობინება განახლების შედეგად გამოჩნდება Pivi Pro კომპლექსის ეკრანზე. https://tinyurl.com/mthxheex
  13. არასტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნება ზღუდავს Bitcoin-ის ინსტიტუციონალების მიერ მიღებას, აღნიშნა JPMorgan-მა. ამგვარად განმარტეს ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი შეფასების 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შემცირება - წერს Business Insider. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ყველა დროის მაქსიმუმიდან ამჟამინდელი 50%-იანი უკან დახევა აღნიშნავს „ბუმ-ვარდნის“ ციკლს, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციების საფულეებში Bitcoin-ის დამატებისთვის. „ჩვენი წინა პროგნოზი, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის კოეფიციენტი ოქროსთან მიმართებაში 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით ორჯერ შემცირდებოდა, არარეალურია. ჩვენ ვამცირებთ პირველი კრიპტოვალუტის სამართლიან ღირებულებას ამ პროპორციიდან გამომდინარე 150 ათასი აშშ დოლარის 1/4-მდე, ანუ 38 ათას აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მოხსენებაში. JPMorgan-ის მოდელის თანახმად პროგნოზირებული იყო Bitcoin-ის მერყეობის დონის დაახლოება ოქროს ცვალებადობასთან და ინვესტორების პორტფელებში მათი წილების გათანაბრება. პირველი კრიპტოვალუტის გაყიდვების ბოლო ტალღამ გააჩინა ეჭვი მისი დივერსიფიკაციის თვისებებთან დაკავშირებით, რადგანაც მას თან ახლდა საფონდო ბაზრებზე ვარდნაც, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. JPMorgan არ გამორიცხავს Bitcoin-ის ფასის შემდგომ ვარდნას მყიდველების კაპიტულაციის ნიშნების არარსებობის ფონზე. „ღია ინტერესი ფიუჩერსების მიმართ და ბირჟების ბალანსების მოცულობა მიუთითებს ნაკლებ პანიკაზე ან პოზიციების ლიკვიდაციაზე გასული წლის მაისთან შედარებით, განსაკუთრებით კი მსხვილ კრიპტოინვესტორებთან მიმართებაში“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, რომ ციფრულ ოქროსა და ტექნოლოგიური სექტორი კომპანიების აქციებს შორის კორელაციამ Bloomberg-ის თანახმად ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ადრე განაცხადეს MSCI-ის ექსპერტებმაც. https://tinyurl.com/yckuzh7e
  14. ჩინურმა კომპანია Honor-მა მიმდინარე წელი დაიწყო სადებიუტო დასაკეცი სმარტფონის ანონსით. მოწყობილობის სახელწოდებაა Honor Magic V და მასში წარმოდგენილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპი. ბრენდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ დეფიციტის პრობლემა. ჩინეთში ახალი სმარტფონის ყიდვა უკვე შესაძლებელია სარეკომენდაციო ფასად, მიმდინარე თვეში კი მას გლობალურ ბაზარზე წარადგენენ. Honor Magic V-ის გლობალური ვერსიის დებიუტი შედგება მობილური ელექტრონიკის გამოფენა Mobile World Congress 2022-ზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვიდან იწყება. საკუთარ ღონისძიებას კომპანია ბარსელონაში 28 თებერვალს ჩაატარებს. დასაკეც სმარტფონს გააჩნია ძირითადი პანელი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და დამატებითი 120-ჰერციანი დისპლეი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 7.9 და 6.45 დუიმს, შესაბამისად. ორივე დისპლეი ორგანული შუქდიოდური მატრიცის ბაზაზეა აგებული. დამატებითი დისპლეი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს უარი თქვან ფრონტალურ კამერაზე. ყველაფრის მიუხედავად Honor Magic V-ში ორი ფრონტალური მოდულია წარმოდგენილი. თითოეული მათგანის გაფართოება შეადგენს 42 მეგაპიქსელს. ძირითად კამერაში გამოყენებულია სამი ოპტიკური მოდული 50 მეგაპიქსელით, ექვივალენტური ფოკუსური დაშორებით - 13 მმ, 20 მმ და 23 მმ. მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen1 მუშაობს 12 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად ყველა მოდიფიკაციაში. ფლეშ-მეხსიერების მოდულის მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს, ავტონომოიურობაზე პასუხისმგებელია 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე 66 ვატს შეადგენს. Honor Magic V სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროგრამულ უზრუნველყოფა Magic UI 6.0-ის გლობალური ვერსია და ოპერაციული სისტემა Android 12. ჩინეთში სმარტფონის საბაზისო კომპლექტაცია ღირს 1570 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაცია კი შეფასებულია 1725 აშშ დოლარად. ევროპული ფასების შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/5h3fwehx
  15. კომპანია Meta წყვეტს პროექტ Express Wi-Fi-ს, რომელიც 30 განვითარებად ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა ადგილობრივ ქომიუნითებთან, პროვაიდერებსა და ბიზნესებთან. მოქმედ უფასო პროგრამა Free Basics-ისგან განსხვავებით ახალი შემოთავაზება უზრუნველყოფს 100 მბ ინტერნეტს 15 ცენტად და 20 გიგაბაიტს - 5 აშშ დოლარად. წყარო: Facebook Facebook (ამჟამად Meta) 2016 წლიდან თანამშრომლობდა თანამგზავრულ ოპერატორებთან, ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სხვა კომპანიებთან სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებში. საცალო მოვაჭრეებმა პროვაიდერებთან თანამშრომლობით შეძლეს წვდომის წერტილების შესაქმნელად მოწყობილობების გაყიდვა გონივრულ ფასებში. Meta იმედოვნებდა, რომ ქსელთან წვდომის მიღებისას მომხმარებლები აუცილებლად შექმნიდნენ ექაუნთებს Facebook-ის ქსელში - ისევე, როგორც Google-ის შემთხვევაში. კომპანიის ზრდის მნიშვნელოვანი წილი ბოლო პერიოდში განვითარებად ქვეყნებზე მოდის, რომელთა ბევრ მაცხოვრებელს დღემდე ინტერნეტით საერთოდ არ უსარგებლია. კომპანიის ცნობით, იგი დაასრულებს პროგრამა Express Wi-Fi-ს, თუმცა მისი ყურადღება ფოკუსირებული იქნება სხვა პროექტებზეც, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას უკავშირდება. კომპანია გეგმავს თანამშრომლობა გააგრძელოს პარტნიორებთან სატელეკომუნიკაციო სფეროში ინტერნეტთან წვდომის ოპტიმიზაციისთვის. Meta-ს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან Express Wi-Fi პროექტში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ „ზეგავლენა მათ ბიზნესზე“ და შეინარჩუნონ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში. პროგრამის მოქმედების შეწყვეტა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. https://tinyurl.com/2p9akfte
  16. კრიპტო ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა აქტივების მოცულობა ფონდ Secure Asset Fund for Users-ში (SAFU), რომლის მიზანია დაცულ იქნას მომხმარებლების ფინანსები საგანგებო სიტუაციებში. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად SAFU-ს ბალანსზე ირიცხება 1 036 269 BNB, 300 მილიონი BUSD და 7952 BTC. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საერთო თანხა დოლარში მითითებულია 2022 წლის 29 იანვრის გახსნის მომენტისას. „Binance მოუწოდებს ყველა ცენტრალიზებულ ბირჟას გამოაქვეყნონ სადაზღვევო ფონდის საფულის მისამართები, რადგან ეს სარგებელს მოუტანს მთელ ეკოსისტემას და აჩვენებს ხელისუფლებას, მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას კრიპტო ეკოსისტემაში ნდობის, ერთიანობისა და გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ბირჟამ ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა 2018 წლის ივლისში API-გასაღებების გამოყენებით საიტზე დაფიქსირებული უჩვეულო ტრანზაქციების აღმოჩენის შემდეგ. იმ დროს Binance-მა პირობა დადო, რომ დაგროვებული საკომისიოს 10%-ს გამოქვითავდა მისგან. 2021 წლის ოქტომბერში Binance-მა გამოაცხადა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდის ამოქმედება Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით. https://tinyurl.com/dvzjrckk
  17. კომპანია MSI-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც მცირე ფორმ-ფაქტორის ახალ დესკტოპ კომპიუტერ MAG Trident S-ის ზოგიერთ დეტალს ასაჯაროვებს. მოწყობილობის ოფიციალური პრეზენტაცია ახლო მომავალში შედგება. ფოტოს წყარო: MSI მოწყობილობა შემუშავებულია უპირველეს ყოვლისა ქლაუდ-თამაშებისთვის. მიწოდების ნაკრებში შედის ჯოისტიკებით აღჭურვილი კლასიკური გეიმინგ კონტროლერი დამატებითი ღილაკებით. კომპიუტერის კორპუსი მხოლოდ 2.6 ლიტრი მოცულობისაა. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ მონიტორზე. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ჰაბი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, აგრეთვე USB Type-A და USB Type-С პორტები. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გათვალისწინებულია პროცესორი AMD Ryzen 7 5700G. ეს ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.8 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე - 4.6 გჰც-ს. მოცემულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Radeon Graphics 2 გჰც-მდე სიხშირით. გეიმინგ სისტემა MAG Trident S-ის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://tinyurl.com/y49z965r
  18. კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა შეაფასა სმარტფონების ევროპის ბაზარზე ძალთა გადანაწილება გასული წლის ბოლო კვარტლის შეჯამებით. ინდუსტრიამ არაერთგვაროვანი შედეგები დააფიქსირა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარმა ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დარტყმის შემდეგ. თუმცა გაყიდვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. ამის გამო 2021 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირდა მიწოდების მოცულობის 1%-იანი კლება წლიურ ჭრილში. რეალიზებული მოწყობილობების რაოდენობის მხრივ ლიდერი გახდა სამხრეთკორეული გიგანტი Samsung 33%-იანი წილით. მას მცირედით ჩამორჩება Apple – 32%-ით. სამეულს ხურავს Xiaomi, რომელმაც სმარტფონების ევროპული ბაზრის 15% დაიკავა. რეიტინგში ასევე შევიდნენ Oppo, Realme და Vivo, რომელთა წილობრივმა მაჩვენებლებმა შეადგინა შესაბამისად 7 %, 2 % და 2 %. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research წლიურ გაყიდვებს თუ განვიხილავთ, ეს მაჩვენებლები 8%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს დაფიქსირდა 14%-იანი ვარდნა. ამიტომ ინდუსტრია ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე ფიქსირდებოდა. წლიური შეჯამებით პირველ ადგილას კვლავ Samsung-ია. შემდეგ მოდის Apple და Xiaomi 26 % და 20 %-ით, შესაბამისად. ჩინური კომპანიები, Oppo, Realme და Vivo იკავებენ შემდეგ ადგილებს 8 %, 2 % და 1 % შედეგებით.  წყარო: Counterpoint Technology Market Research https://tinyurl.com/2p96ncpz
  19. მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადების განხილვას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხარებლების სავალდებულო ვერიფიკაციას. ამის შესახებ ნათქვამია სტრუქტურის ნახევარწლიანი გეგმის ამსახველ დოკუმენტში. „FinCEN-ის შემოთავაზებაა ცვლილებები შევიდეს იმ წესებში, რომლებითაც ხდება საბანკო საიდუმლოების კანონის (BSA) რეალიზება, რათა ბანკები და სავალუტო სერვისები ვალდებულნი გახდნენ ჩააბარონ ანგარიშები, აწარმოონ ჩანაწერები და მოახდინონ მომხმარებლების ვერიფიკაცია ვირტუალურ ვალუტებში კონვერტირებად ოპერაციებში (CVC) ან იმ კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსის მქონე ციფრული აქტივების გამოყენებისას, რომლებიც ინახება ჰოსტინგსგარე საფულეებში ან FinCEN-ის მიერ განსაზღვრულ იურისდიქციებში განთავსებულ საფულეებში“ - ნათქვამია ფედერალური რეესტრის ვებ-გვერდზე. სააგენტომ წინადადება პირველად წამოჭრა 2020 წლის ბოლოს. დოკუმენტი შექმნა სტივენ მნუჩინმა, რომელსაც იმ დროს ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა. ქომიუნითის წარმომადგენლებმა ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგან მთელ რიგ ციფრულ საფულეებს ტექნიკურად არ შეუძლია KYC-ის მოთხოვნების შესრულება. ზოგმა ასევე აღნიშნა, რომ წესები მძიმე იქნება კერძო პირებისთვის. განხილვის გრაფიკის თანახმად FinCEN გეგმავს წესებზე მუშაობის აგვისტოში დასრულებას, თუმცა გამოქვეყნება არ არის იმის გარანტია, რომ პროცესში იგი ცვლილებებს არ განიცდის. თუკი წინადადება თავდაპირველი სახით იქნება მიღებული, კრიპტო ბირჟები ვალდებულნი იქნებიან შეაგროვონ იმ მომხმარებლების ვინაობა, მისამართები და სხვა პირადი მონაცემები, ვინც ახორციელებენ ციფრული აქტივების გადატანას არაკასტოდიალურ საფულეებში. საფულე ZenGo-ს გენერალურმა დირექტორმა ოურიელ ოჰაიონმა აღნიშნა, რომ FinCEN-ის მოთხოვნები შეუსრულებელია. “მათ რომ ესმოდეთ, როგორ მუშაობს საფულეები, ეცოდინებოდათ, რომ ცნება „მომხმარებლის ანგარიში“ არ არსებობს და ამიტომ KYC ვერ შესრულდება სისტემური სახით“ - დაწერა მან. FinCEN ასევე გეგმავს „განმარტოს ტერმინი „ფული“ BSA-ს კანონში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მათთან ტრანზაქციები იმავე წესებით უნდა დარეგულირდეს, როგორც ფიატური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები. „სააგენტოს ჩანაფიქრის თანახმად შემოთავაზებული წინადადება უზრუნველყოფს, რომ წესები გავრცელდეს ისეთი კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტით განხორციელებულ შიდა და ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებზე, რომლებიც არის გაცვლის საშუალება (მაგალითად, კრიპტოვალუტა), აქვს ვალუტის ექვივალენტური ღირებულება ან მოქმედებს, როგორც ვალუტის შემცვლელი, მაგრამ არ გააჩნია კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსი“, - ნათქვამია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის წესებს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2uawjkm9
  20. დისპლეებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანია BOE-მ წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია გეიმინგისთვის. წარმოდგენილი პანელის კადრის განახლების სიხშირე 500 ჰერცს აღწევს. ფოტოს წყარო: BOE მოწყობილობის ეკრანი დიაგონალზე 27 დუიმია, გაფართოება - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. წარმოდგენილია 8-ბიტიანი ფერის მხარდაჭერა. მონიტორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გეიმინგ მონიტორები ფლობენ 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. ამგვარ მოდელებთან შედარებით BOE-ს სიახლე დემონსტრირებს სიხშირის დაახლოებით 40%-იან მატებას. ამჟამად ხსენებული პანელი მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. გაყიდვაში მისი შესაძლო გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ 500-ჰერციანი დისპლეების პრაქტიკული გამოყენების საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამგვარ რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო იქნება მეტად მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა, კადრის განახლების მსგავსი სიხშირის დემონსტრირებას კი შეძლებს eSport-ის ტიპის შედარებით „მსუბუქ“ თამაშებში, რომელთაც საშუალო დონის გრაფიკა გააჩნია. https://tinyurl.com/yc73u4jv
  21. კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო-თიზერი, რომელშიც გეიმინგ სმარტფონი Legion Y90-ია წარმოდგენილი. ამავე დროს მსგავსი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ გამოჩნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების ცენტრის (TENAA) ბაზაში. ფოტოს წყარო: Lenovo სმარტფონის კოდური დასახელებაა L71061. ცნობილია, რომ მას აქვს 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის OLED დისპლეი გაფართოებით 2460 × 1080 პიქსელი. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს, სენსორული ფენის რეაქციის დრო - 720 ჰერცს. მოწყობილობაში წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. მასში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონის ზომა შეადგენს 177 × 78.1 × 10.9 მმ-ს, წონა - 252 გრამს. Legion Y90-ს ექნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემა ორი ქულერით. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილის ცენტრში. მასში გაერთიანებულია 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი და 16-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკით. ფრონტალური კამერის გაფართოება 44 მეგაპიქსელს შეიძლება შეადგენდეს. და ბოლოს, წარმოდგენილია ორკომპონენტიანი ბატარეა 2 × 2650 მა/სთ კონფიგურაციით. ამრიგად, ბატარეის ჯამური მოცულობა 5300 მა/სთ-ს შეადგენს. Lenovo Legion Y90-ის გაგრილების სისტემა, ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p966ybx https://tinyurl.com/3san9ctw
  22. ციფრული აქტივები არ არის დაცული ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენისგან, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - ამის შესახებ წერს CoinDesk Goldman Sachs-ის ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კოტირებების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ექსპერტებმა ეს დაუკავშირეს „დაბალი რენტაბელურობის მქონე კომპანიების აქციების ფასის ვარდნას და ახლო წარსულში კომპანიებზე IPO-ს გამოცხადებას“. აქციების ბაზრის ეს სეგმენტი აღმოჩნდა ყველაზე მგრძნობიარე ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის მოახლოებული ზრდის სიგნალების მიმართ. კრიპტოვალუტების მასიურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს შეფასებები და სავარაუდოდ კორელაცია ფინანსური ბაზრის სხვა ცვლადებთან. ეს ამცირებს მათ დივერსიფიკაციის უპირატესობას. სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის დადებით კორელაციაზე ინფლაციის რისკის მაჩვენებლებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორთან. ამავდროულად, მათ აღმოაჩინეს უარყოფითი ფასის კავშირი რეალურ საპროცენტო განაკვეთებსა და აშშ დოლარის ღირებულებასთან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სამომავლო განვითარებამ, კერძოდ მეტასამყაროს სახით, შესაძლოა დროთა განმავლობაში უზრუნველყოს „ზურგის ქარი“ გარკვეული ციფრული აქტივებისთვის. ამავე დროს, ისინი არ იქნებიან იმუნური მაკროეკონომიკური ძალების მიმართ, გვაფრთხილებენ სპეციალისტები. Bloomberg-ის თანახმად პირველ კრიპტოვალუტასა და აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციებს შორის ისტორიულ მაქსიმუმზეა. MSCI-ის ექსპერტებმა განაცხადეს კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე. https://tinyurl.com/2p8v98nd
  23. უახლესი AIDA64 ბეტა-ვერსიის თანახმად მალე გამოვა ახალი თაობის გრაფიკული დაფები Nvidia GeForce RTX 3060 Ti დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ერთი შეხედვით, მახასიათებლები იდენტური რჩება, განსხვავდება მხოლოდ GPU. ეს იქნება GA103 და არა ამჟამად გამოყენებადი GA104. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს განსხვავება აღმოაჩინა AIDA 6.60.5918 ბეტა-ვერსიის ჩატვირთვის ვებ-გვერდზე. გრაფიკულ პროცესორ GA103-ის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როდესაც ჩინელმა ენთუზიასტმა გადაწყვიტა დაეშალა თავისი ახალი ლეპტოპი GeForce RTX 3080 Ti-ს ბაზაზე, რათა დეტალურად დაეთვალიერებინა. ზოგი მოელოდა, რომ ახალი მობილური გრაფიკული პროცესორი იქნებოდა GA102 ჩიპის მეტისმეტად შემცირებული ვერსია, თუმცა მის ნაცვლად სრულიად ახალი ჩიპი გამოვლინდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ გრაფიკული პროცესორის დეკსტოპ ვერსია შესაძლოა საფუძვლად დადებოდა დაფას, რომელიც პოზიციონირებული იქნებოდა RTX 3070 Ti-სა და RTX 3080-ს შორის, თუმცა როგორც AIDA-მ აჩვენა, ეს ვიდეო დაფაა GeForce RTX 3060 Ti. მოცემული შედარების ცხრილი აჩვენებს, რომ ახალ RTX 3060 Ti GA103 GPU-ში გამოიყენება ხელმისაწვდომი CUDA ბირთვების მხოლოდ 42%, ხოლო ძველი ვერსია იყენებს GA104 ჩიპს 79%-ით. დესკტოპ RTX 3060 Ti მოდელის განახლების ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა ამ გზით NVIDIA ცდილობს თავიდან მოიშოროს დეფექტიანი GA103 კრისტალები, რომლებიც ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების იდენტური მახასიათებლების მიუხედავად GA103-ზე დაფუძნებული ახალი RTX 3060 Ti სასურველი იქნება აჩქარების მაღალი პოტენციალის გამო. https://tinyurl.com/yckmmu96
  24. ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე Seagate-მა განაცხადა, რომ დაიწყო 22 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდება. ახალი HDD-ები ბაზარზე არსებულ მყარ დისკებს შორის ყველაზე დიდი მოცულობისაა. მათში გამოყენებულია მაგნიტური ჩაწერის (SMR) ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა 15-20%-ით. ფოტოს წყარო: Seagate ახალი მყარი დისკები ხელმისაწვდომია შერჩეული მომხმარებლებისთვის - ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შენახვის მაქსიმალური სიმჭიდროვე თავიანთ მონაცემთა ცენტრებში და გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს მაგნიტური დისკები. ვინაიდან SMR მყარი დისკები განსაკუთრებით ნელა ახერხებენ მონაცემების გადაწერას, მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებმა, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ დისკებზე, უნდა ჩაწერონ მონაცემები თანმიმდევრულად და სასურველია გაითვალისწინონ ქეშირებისთვის გამოყენებული ცარიელი ზონები. გარდა ამისა, მათ უნდა შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევითი ჩაწერა ან ცვლილება, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადი წარმადობა. როდესაც Seagate-მა 2020 წელს 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკები დააანონსა, განაცხადა, რომ მათში გამოყენებული იქნებოდა ახალი ფირფიტები პერპენდიკულარული მაგნიტური ჩაწერისთვის (PMR) მოცულობით 2.2 ტბ, თუმცა ისინი დამყარებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც 16- და 18-ტერაბაიტიანი დისკები, რომლებშიც გამოიყენება ორმაგი მაგნიტური ჩაწერა (TDMR) ძალიან მაღალი სიმჭდიროვის ჩანაწერებისთვის. თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ ფირფიტების გამოყენება შესაძლებელია SMR რეჟიმში 22-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოებისას. ტექნიკური თვალსაზრისით Seagate-ის 22-ტერაბაიტიანი დისკები ძალიან ჰგავს გასულ თვეში გამოშვებულ 20TB Exos X20 დისკებს. მთავარი განსხვავებაა SMR ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოცულობის 10%-ით გაზრდის საშუალებას. სამწუხაროდ, Seagate ჯერ არ აქვეყნებს ახალი მყარი დისკის სრულ მახასიათებლებს. https://tinyurl.com/4swcac63
      • 1
      • Upvote
  25. კომპანია NVIDIA-ს ძალისხმევამ - შეეზღუდა გეიმინგ ვიდეო დაფების ჰეშრეითი, ხელი ვერ შეუშლა მაინერებს, გაეგრძელებინათ მათი მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვება - აცხადებს PCMag. 2021 წლის თებერვლიდან NVIDIA-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული Lite Hash Rate (LHR) ხაზი, რომელშიც ორჯერ შეამცირა მოწყობილობის სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას. კომპანიამ ამრიგად დაგეგმა GPU-ების ორიენტირება გეიმერების მოთხოვნებისკენ. თუმცა, ქლაუდ-მაინინგისთვის განკუთვილ პლატფორმა NiceHash-ის განცხადების თანახმად, მსგავს შეზღუდვებს მაინერები არ შეუჩერებია. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის უსარგებლობა ასევე დაადასტურა დამოუკიდებელმა მაინერმა, რომელიც იყენებს ჩვეულებრივი და LHR ვიდეო დაფების კომბინაციას Ethereum-ის მოსაპოვებლად. იგი ამტკიცებს, რომ მოწყობილობების ნაწილებზე შეზღუდვის შემთხვევაშიც კი ყოველთვიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 4500 აშშ დოლარს Ethereum-ში. როგორც ექსპერტები განმარტავენ, NVIDIA-ს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ GPU-ის განბლოკვა მათ 74%-ით უფრო ეფექტურს ხდის საბაზო მოდელებთან შედარებით. მაინერები ვიდეო დაფებს ასევე იყენებენ სხვა კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. „არსებობს Ethereum-ზე უკეთესი მონეტა, თუ თქვენი მიზანია ყოველთვიური გატანა და არა შენახვა", - თქვა ერთ-ერთმა მაინერმა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენთუზიასტები გააგრძელებენ ფოკუსირებას ალტერნატიული მონეტების მაინინგზე, თუ გავითვალისწინებთ Ethereum-ის დაგეგმილ გადასვლას Proof-of-Work ალგორითმიდან Proof-of-Stake-ზე. გრაფიკული დაფების სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის AMD-მ და Intel-მა განაცხადეს, რომ არ შეეცდებიან შეზღუდონ კრიპტოვალუტის მაინინგის შესაძლებლობა თავიანთ ძირითადი პროდუქციის სერიებში. შეგახსენებთ, რომ მარტში მაინერებმა მოახერხეს Nvidia GeForce RTX 3060 ვიდეო დაფის ჰეშრეითის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა ექსპერიმენტული დრაივერის გამოყენებით. კომპანიამ დაადასტურა ხარვეზის არსებობა და პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-გვერდიდან ამოიღო. აგვისტოში მაინერებმა ისწავლეს, როგორ დაებრუნებინათ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობა. ოქტომბერში T-Rex მაინერის შემქმნელებმა გვერდი აუარეს ვიდეო დაფების LHR-ბლოკირებას ერთდროულად ორი ციფრული მონეტის მოპოვების გზით. 2021 წლის დეკემბერში NVIDIA-ს ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ მათი ჰეშრეით-შეზღუდული გრაფიკული დაფები ყველაზე ეფექტურად აგვარებს გეიმერებისთვის მოწყობილობების ხელმისაწვდომობის საკითხს. მაინერების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად NVIDIA-მ შეიმუშავა CMP (Cryptocurrency Mining Processor) ჩიპების ხაზი. სერიის უმცროსი მოდელი CMP 30HX მარტში წარადგინეს. მისი ჰეშრეითი 26 MH/s-ს შეადგენს. ოქტომბერში გაყიდვაში გამოვიდა CMP 170HX სერიის ძველი ვიდეო დაფა. ადაპტერი უზრუნველყოფს 164 MH/s-მდე წარმადობას Ethereum-ის მაინინგის დროს. უახლესი ცნობების თანახმად ივლის-სექტემბერში CMP-ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა 60%-ით შემციდა წინა კვარტალთან შედარებით - 266 მლნ-დან 105 მლნ აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/4bm3u9cs
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.