-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
PayPal შეისწავლის აშშ დოლარით უზრუნველყოფილი Stablecoin-ის გამოშვების შესაძლებლობას. ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე ფერნანდეს და პონტეს ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, Stablecoin-ის გამოშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადახდო გიგანტი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მარეგულირებელ ორგანოებთან. Bloomberg-ის თანახმად, დეველოპერმა სტივ მოზერმა Stablecoin-ების სექტორში PayPal-ის კვლევების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა iPhone-ისთვის განკუთვნილ, კომპანიის აპლიკაციაში. მისი ინფორმაციით, მონეტას PayPal Coin ეწოდება. წყარო: Bloomberg. PayPal-ის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ აპლიკაციაში ფოტო და კოდი ჰაკათონის შედეგად გამოჩნდა. მისი თქმით პროდუქტის ფინალური ლოგოტიპი, სახელწოდება და ფუნქციები შემუშავების პროცესში შეიცვლება. მარტში PayPal-მა დააანონსა სერვისი Checkout with Crypto, რომელიც აშშ-ის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადასახადები კრიპტოვალუტებით გადაიხადონ. აპრილში კომპანიამ მობილურ სერვის Venmo-ში დაამატა ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა. ივლისში PayPal-მა განაცხადა, რომ დაასრულა საკუთარი კრიპტო საფულის შექმნაზე მუშაობა. აგვისტოში საგადახდო გიგანტმა ციფრულ აქტივებზე წვდომა გაუხსნა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს. https://tinyurl.com/mupjm5w3
-
მიუხედავად იმისა, რომ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Ryzen 7000 დესკტოპ ჩიპები ბაზარზე წლის მეორე ნახევრამდე არ გამოვა, მათი ინჟინრული ნიმუშები უკვე გამოჩნდა. ამასთან, ისინი გამოყენებული იყო არა კრიპტო მაინინგში, არამედ ფუნქციონირებდნენ ნებაყოფლობითი განაწილებული გამოთვლების ქსელში. ფოტოს წყარო: AMD AMD Family 25 სერიის ორი, არქიტექტურა Zen 4 Raphael-ზე დამყარებული მოდელი აღმოჩენილ იქნა განაწილებულ გამოთვლებთან დაკავშირებულ პროექტ MilkyWay@Home-ის ვებ-გვერდზე, რომლის ფარგლებში მოხალისეების გამომთვლელი მოწყობილობები ხელმისაწვდომია ასტროფიზიკური მონაცემების დამუშავებისთვის. მონაცემთა ბაზა შეიცავს ორი ჩიპის სახელწოდებას სხვადასხვა OPN კოდით (მოდელის მარკირება), ერთია 8-ბირთვიანი და ერთი - 16-ბირთვიანი: AMD Eng Sample: 100-000000665-21_N [Family 25 Model 96 Stepping 0] — 16 ბირთვი / 32 ნაკადი; AMD Eng Sample: 100-000000666-21_N [Family 25 Model 96 Stepping 0] — 8 ბირთვი / 16 ნაკადი. ფოტოს წყარო: videocardz.com მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების აღწერილობაში ერთ-ერთი პოზიცია მითითებულია, როგორც „პროცესორების რაოდენობა“, სინამდვილეში საუბარია არა ბირთვებზე, არამედ ნაკადებზე. მაგალითად, 16-ბირთვიან Ryzen 9 5950X პროცესორზე მონაცემთა ბაზაში მითითებულია 32 „პროცესორი“. პუნქტ „Cache”-ის გასწვრივ ორივე ჩიპზე მონიშნულია 1024 კბ, რაც ორჯერ მეტია Zen 3 Vermeer პროცესორების L2 ქეშის მოცულობასთან შედარებით. ახალი ჩიპების მქონე სისტემები გამომთვლელ ქსელთან ანონიმურადაა დაკავშირებული და სრულიად გაურკვეველია, რა მიზნით მოხდა მათი გამოყენება ზემოთხსენებულ პროექტში, რადგანაც მოხალისეობრივი გამოთვლების პროექტი MilkyWay@Home პლატფორმა BOINC-ზე რთულად შეიძლება საიმედო ბენჩმარკად ჩაითვალოს. ფოტოს წყარო: videocardz.com შეგახსენებთ, რომ AMD Raphael პროცესორების გამოშვება წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ისინი იმუშავებენ სრულიად ახალ AM5 / LGA1718 სოკეტზე DDR5 და PCIe Gen5 მხარდაჭერით. კომპანიამ ასევე პირობა დადო, რომ პლატფორმა AM5 დიდი ხნის განმავლობაში იქნება მხარდაჭერილი - ყოველ შემთხვევაში, არანაკლები დროით, ვიდრე AM4. https://tinyurl.com/4drncrx6
-
Cadillac-მა გამოფენა CES 2022-ზე წარადგინა ავტომობილის კონცეპტი InnerSpace: პროექტს საფუძვლად დაედო სრულად უპილოტო ავტომობილის იდეა, მის სალონში მყოფი პირები ცალსახად მგზავრები არიან - მართვის ელემენტები წარმოდგენილი არ არის. ფოტოს წყარო: media.cadillac.com Cadillac-ის ინჟინრებისა და დიზაინერების აზრით სრულად უპილოტო მანქანების გამოჩენის პარალელურად სპორტული ორადგილიანი მოდელების ფორმატი სულაც არ ჩაბარდება წარსულს. ფართო სალონში განთავსებულია კომფორტული ორადგილიანი სავარძელი, საქარე მინის ქვემოთ მართვის ინსტრუმენტების ნაკრების ნაცვლად წარმოდგენილია ბორტ-კომპიუტერის მოზრდილი რკალისებრი ეკრანი. საინფორმაციო-გასართობი სისტემა იმართება ოპერაციულ სისტემა GM Ultifi-ს მეშვეობით, რომელიც სისტემის შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს. თუ მგზავრებს არ სურთ ორმაგი სავარძლით სარგებლობა, რომელიც ერთგვარ დივანს მოგვაგონებს, შესაძლებელია ადგილების ერთმანეთისგან ოდნავ დაშორება, რათა დაცული იქნას მათ შორის დისტანცია. ელექტრომობილი Cadillac InnerSpace აგებულია პლატფორმა GM Ultium-ზე, რამაც შესაძლებელი გახადა კვების ელემენტების ეფექტურად განთავსება და სალონში სივრცის გაზრდა. ავტომობილს აქვს ტექნოლოგია SoundComfort-ით დამზადებული საბურავები Goodyear, რომელთა წყალობით შემცირებულია ხმაური მოძრაობისას, სისტემა Sightline კი მძღოლს აწვდის დამატებით ინფორმაციას საბურავებში არსებული წნევის, ტემპერატურისა და დატვირთვის შესახებ. კონცეპტი Cadillac InnerSpace წარმოადგენს კომპლექსურ პროექტ Halo Concept Portfolio-ს ნაწილს, რომლის ფარგლებში ადრე წარდგენილ იქნა ერთადგილიან ელექტრომფრენ PersonalSpace-ისა და მიკროავტობუს SocialSpace-ის კონცეპტები. https://tinyurl.com/yck2w5sn
-
ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა MicroStrategy-მ შეიძინა კიდევ 1.914 BTC დაახლოებით 94.2 მილიონ აშშ დოლარად, საშუალო შესყიდვის ფასი იყო დაახლოებით 49,229 აშშ დოლარი - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა. ანგარიშის თანახმად გარიგების პროცესი 9-დან 29 დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. ამჟამად MicroStrategy ფლობს 124.391 BTC-ს, რომლის ღირებულება 5.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია მიმდინარე კურსით. მათ შესყიდვაზე კომპანიამ სულ 3.75 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა (საშუალო ფასია 30159 $). MicroStrategy იყო პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც თავისი სააქციო კაპიტალის ნაწილი ციფრულ ოქროში დააბანდა. 2020 წლის აგვისტოში მან შეიძინა 21.454 BTC (~ 250 მილიონი აშშ დოლარი გარიგების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით). MicroStrategy განაგრძობდა კრიპტოვალუტის რეზერვების შექმნას დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად. 2020 წლის დეკემბრიდან კომპანიამ Bitcoin-ის შესაძენად დაიწყო არა მხოლოდ სააქციო კაპიტალის, არამედ ვალის დაფინანსების გამოყენება 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონვერტირებადი ობლიგაციების განთავსებით. 2021 წლის თებერვალში, MicroStrategy-მ გამოუშვა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ტრანში და მოზიდული თანხა კვლავ კრიპტოვალუტაში ჩადო. მთელი წლის განმავლობაში კომპანია განაგრძობდა Bitcoin-ში ინვესტირებას. ყველაზე დიდი შესყიდვები იყო 13.005 BTC 489 მლნ აშშ დოლარად ივლისში და 7.002 BTC 414.4 მილიონ აშშ დოლარად ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში MicroStrategy-მ შეიძინა 1434 BTC დაახლოებით 82.4 მილიონ აშშ დოლარად. მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17.732 BTC-ს (~ 842 მილიონი აშშ დოლარი). კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას არასოდეს გაუყიდია შეძენილი კრიპტოვალუტა. https://tinyurl.com/ym575as4
-
ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა არა - უსაფუძვლო. რაც უფრო ვუახლოვდებით Intel-ის მომავალი თაობის დისკრეტული ვიდეო დაფების ოფიციალურ გამოშვებას, მით უფრო მეტი მოარული ხმა ჩნდება შემადგენლობისა და რეალური ხელმისაწვდომობის თარიღების შესახებ. მაგალითად, IT Home ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Intel გეიმერებს შესთავაზებს მხოლოდ ორ DG2 დესკტოპ ვიდეო დაფას და არ იქნება გამიზნული ბაზრის ყველაზე მაღალი წარმადობის სეგმენტზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. Intel-ის მარკეტინგული მასალების მიხედვით Arc Alchemist დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერია (ასევე ცნობილი, როგორც DG2) მოიცავს ორ ჩიპს, თუმცა Intel-ის დრაივერების მიხედვით მოდელების რაოდენობა შეიძლება იყოს 32 ერთეული. მიიჩნევა, რომ Intel თავდაპირველად წარადგენს ორ მოდელს: ერთი - 512 მოდულით (EU) და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, მისი წარმადობა GeForce RTX 3070/3070 Ti-ს მსგავსი იქნება, მეორე მათგანს კი ექნება 384 EU და 12 გბ DDR6 მეხსიერება, წარმადობის დონე კი - GeForce RTX 3060/3060 Ti-ს მსგავსი. საშუალო და მაღალი დონის სეგმენტზე ორიენტირება კარგი გზაა ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რადგან ასეთი დაფების გაყიდვების დონე საკმაოდ მაღალია მათი ფასისა და წარმადობის კომბინაციის გათვალისწინებით. თუმცა ენთუზიასტები შეიძლება არ აღფრთოვანდნენ ამ მიდგომით. თავდაპირველად Intel ახალი თაობის გრაფიკული დაფების გამოშვებას იანვარში აპირებდა და პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაც დაიწყო, მაგრამ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია ამჯერად დაფების გამოშვების თარიღად დამდეგი წლის მარტს განიხილავს. თარიღის გადავადება Intel-ს ხელს შეუწყობს განახორციელოს დრაივერების ოპტიმიზაცია და თავიდან აირიდოს Nvidia-ს ახალი გრაფიკული პროცესორებისგან კონკურენცია, რომლებიც იანვარში გამოვა. ლეპტოპებისთვის Intel გამოუშვებს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს 128 შემსრულებელი მოდულით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 2050-ის დონის წარმადობა. Intel არაოფიციალურ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. სავარაუდოდ კომპანია DG2 სერიის გრაფიკულ პროცესორებზე გამოფენა CES 2022-ზე ისაუბრებს. https://tinyurl.com/yrynhr5b
-
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კომპანია აპირებს შექმნას ადამიანისმაგვარი რობოტის ქმედითუნარიანი პროტოტიპი მომავალი წლის ბოლომდე. თუკი ადრე აქცენტი კეთდებოდა ასეთი რობოტების მიერ რუტინული ოპერაციების შესრულებაზე, ამჯერად მასკმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში თითოეული რობოტი შეძლებს შეიძინოს უნიკალური პიროვნული თვისებები და გახდეს კარგი კომპანიონი თავისი მფლობელისთვის. ფოტოს წყარო: Tesla მანამდე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიის ის ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლებიც მძღოლის აქტიური დამხმარე სისტემების შექმნისას გამოიყენება, შესაძლებელია ანალოგიური წარმატებით იქნას გამოყენებული ადამიანისმაგვარ რობოტ Bot-ის მართვაში. მათი სერიული წარმოება დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიწყოს Tesla-ს ტეხასში არსებულ ქარხნებში ახალი შტაბ-ბინის სიახლოვეს. კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ არ არის მზად ასეთი რობოტების მასობრივი წარმოების დაწყების თარიღის დასახელებისთვის, თუმცა "ღირსეული დონის" პროტოტიპი მომავალი წლის ბოლოს გამოვა. „დროთა განმავლობაში რობოტი შეძლებს უნიკალური პიროვნული თვისებების შეძენას. ყველა რობოტი არ იქნება ერთნაირი. თითოეული მათგანის პიროვნება განვითარდება მფლობელთან საუკეთესო ადაპტაციისთვის, თუკი ასე შეიძლება ითქვას“ - განაცხადა მასკმა ინტერვიუში. ინტერვიუს წამყვანმა თავის მხრივ დაამატა, რომ რობოტების მსგავსი ადაპტაცია ადამიანებს მარტოსულობასთან გამკლავებაში დაეხმარება. მასკმა მომავალი რობოტები შეადარა “Star Wars“-ის ცნობილ პერსონაჟებს - C3PO და R2D2 რობოტებს. https://tinyurl.com/2s6jmbxx
-
პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებები კვლავ უკიდურეს არასტაბილურობას აფიქსირებს: Ethereum ვერაფრით ახერხებს 4 ათას აშშ დოლარს ზემოთ გამყარებას. ამ მდგომარეობის ფონზე აქტივის მსხვილმა მფლობელებმა თანდათან დაკარგეს რწმენა მისი „უღრუბლო მომავლის“ მიმართ და დაიწყეს Ethereum-ის გაყიდვა. Glassnode-ის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ბოლო კვირის განმავლობაში 6292-მდე შემცირდა იმ მსხვილი კრიპტო ინვესტორების რაოდენობა, რომელთაც ანგარიშებზე ათასზე მეტი Eth ჰქონდათ. Glassnode-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისში მსხვილი მფლობელების რიცხვი 7239-ს შეადგენდა. აქტივის გაყიდვებმა გამოიწვია ციფრული მონეტის კურსის შემცირება 3800 აშშ დოლარამდე. ანალოგიური ვითარებაა კრიპტოვალუტის ბაზრის ფლაგმან Bitcoin-თან მიმართებაში. პირველი ციფრული ვალუტის ფასი 48 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია ზოგადი პესიმისტური განწყობით ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე. ამ დროისთვის ინვესტორებს აშინებს ფედერალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრება, რაც მათ აიძულებს აქტიურად მოიცილონ თავიდან რისკიანი აქტივები. https://tinyurl.com/5k6xu86n
-
Xiaomi-მ 2021 წელი დახურა ფართომასშტაბიანი ანონსით, რომელშიც წარმოადგინა სმარტ-საათი, სრულად უსადენო ყურსასმენი, პროგრამული უზრუნველყოფა MIUI-ს მეხუთე ვერსია, პლანშეტის ახალი მოდიფიკაცია, დასაკეცი სმარტფონის სასაჩუქრე გამოცემა და ახალი თაობის სამი ფლაგმანი. Xiaomi 12, Xiaomi 12X და Xiaomi 12 Pro პრეზენტაციის მთავარი სიახლეებია. ყველა მათგანი ბაზარზე გამოვა დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა MIUI 13-ით. რაც შეეხება სასაჩუქრე გამოცემა Xiaomi MIX FOLD-ს - დასაკეცი სმარტფონი გამოვიდა ლიმიტირებული ვერსიის სახით დამდეგი ვეფხვის წელის პატივსაცემად. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით რაიმე განსხვავება გათვალისწინებული არ არის, თუ არ ჩავთვლით 256 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის არარსებობას. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება სადღესასწაულო შეფუთვით, რომელშიც ფლაგმანის გარდა მომხმარებლები იხილავენ სრულად უსადენო ყურსასმენ Xiaomi True Wireless Earbuds 3 Pro-ს. Xiaomi MIX FOLD-ის ფასი 1400 აშშ დოლარია, რაც 150 აშშ დოლარით ნაკლებია საბაზისო მოდიფიკაციის ორიგინალ სმარტფონთან შედარებით და 600 აშშ დოლარით იაფია მოწინავე ვერსიაზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა. სმარტფონს აქვს 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. TWS-ყურსასმენის სახელწოდებაა Xiaomi True Wireless Earphones 3. მას გააჩნია ხმის ჩახშობის ადაპტირებული სისტემა, რომლის ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებულია სამი მიკროფონი. ხმაურის მინიმალური დონეა 40 დბ. მხარდაჭერილია HiFi Audio, სწრაფი მართვისთვის კი თითოეულ დამოუკიდებელ მოდულზე განთავსებულია სენსორული პანელები. კომპანიის განცხადებით, ყურსასმენს ქეისთან ერთად დამუხტვის გარეშე შეუძლია 32 საათამდე იმუშაოს. მისი სარეკომენდაციო ფასი 70 აშშ დოლარია. კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა პლანშეტი Xiaomi Pad 5 Pro. ორიგინალი მოდელი გამოვიდა მიმდინარე წლის აგვისტოში, მაგრამ ბაზარზე გამოჩნდა მხოლოდ 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ამჯერად მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 8/256 გბ მეხსიერების მქონე ვარიანტი. პლანშეტის სხვა მახასიათებლები უცვლელი დარჩა. მასში წარმოდგენილია 11-დუიმიანი IPS დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით, ასევე მობილური პროცესორი Snapdragon 870, 8600 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. მითითებული არ არის, აქვს თუ არა ამ ვარიანტს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. Xiaomi Pad 5 Pro-ს ტოპ-ვერსიის ფასი 470 აშშ დოლარს შეადგენს. პლანშეტთან ერთად შესაძლებელია კლავიატურის მქონე დამცავი ქეისის შეძენა, რომლის ფასი 65 აშშ დოლარია. კომპანიის ახალი სმარტ-საათის სახელწოდებაა Xiaomi Watch S1. მას აქვს საფირონის მინა და ტყავის სამაჯური. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და აქვს 5 ATM სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან. სმარტ-საათს აქვს 1.43-დუიმიანი AMOLED დისპლეი 466 x 466 პიქსელი გაფართოებით. წარმოდგენილია სენსორები, რომლებიც ზომავენ სისხლში ჟანგბადის დონეს და განსაზღვრავენ გულისცემას. 470 მა/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 12 დღემდე სამუშაო ხანგრძლივობას. ხელმისაწვდომია ასევე NFC და GPS. Xiaomi Watch S1-ის ფასი 200 აშშ დოლარია. გაყიდვაში აგრეთვე გამოვა სილიკონის სამაჯურის მქონე ვერსიაც, რომლის ფასი 15 აშშ დოლარით ნაკლები იქნება. სმარტ-საათი ბაზარზე გამოჩნდება მომდევნო თვის პირველ რიცხვებში. და ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. MIUI 13 firmware განკუთვნილია სმარტფონებისთვის, ხოლო MIUI 13 Pad ხელმისაწვდომია პლანშეტებისთვის. იგი უზრუნველყოფს მთელ რიგ ოპტიმიზაციას და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფანჯარა გადააადგილოს ისე, როგორც დესკტოპ კომპიუტერში. Xiaomi-მ აგრეთვე წარადგინა MIUI FOLD ქეისები დასაკეც მოდელ Xiaomi MIX FOLD-ისთვის, ასევე MIUI TV - სმარტ-ტელევიზორებისთვის და MIUI Home - სმარტ-დისპლეებისთვის. პირველი ორი მათგანის შესახებ ცნობილი არაფერია. ბოლო მათგანი კი სმარტ-ეკრანებს აქცევს სმარტ-სახლის მოწყობილობების სრულფასოვან საკონტროლო ცენტრად. https://tinyurl.com/6s2y8xfe
-
პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში შეერთებულ შტატებთან მძაფრი კონკურენციის გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცდილობს მოძებნოს ტექნიკური განვითარების ის სფეროები, რომლებშიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახერხებს კონკურენტის უკან ჩამოტოვებას. მომდევნო ოთხი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკმაოდ მკაფიოდ არის დასახული: ჩინეთმა უნდა გაზარდოს რობოტექნიკის ინდუსტრიის ბრუნვა ყოველწლიურად 20%-ით, ამასთან შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე. ფოტოს წყარო: Pixabay 2020 წელს, როგორც Nikkei Asian Review განმარტავს, ჩინური რობოტექნიკის ინდუსტრიას ჰქონდა 15.7 მლრდ აშშ დოლარიანი ბრუნვა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ის კვლავ ჩამორჩება მსოფლიოს ლიდერებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის ხელისუფლება მზადაა წაახალისოს ადგილობრივი რობოტექნიკის ბაზრის რესტრუქტურიზაცია, ასევე ფინანსურად მხარი დაუჭიროს განვითარებას, რომელიც მიმართულია ახალი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შექმნისკენ. ეტაპობრივად თანდათან გაიზრდება საჭირო კომპონენტების მიწოდების არხების მრავალფეროვნება, რადგან ეს მიდგომა შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე დამოკიდებულების ხარისხს. სამრეწველო ავტომატიზაცის სფეროში ჩინეთის ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კომპანიებისთვის რობოტების შექმნაზე საავტომობილო, კოსმოსური, ტრანსპორტისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის სექტორებში. მშენებლობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და მედიცინა ასევე არ დარჩება უყურადღებოდ ჩინური რობოტექნიკის მწარმოებლების მხრიდან. როგორც ცნობილია, რობოტები შეიქმნება იმავდროულად საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და მასობრივ პროტესტებთან საბრძოლველად. https://tinyurl.com/yckpj6ks
-
Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის მარშალეკმა CoinMarketCap გააკრიტიკა ვაჭრობის მოცულობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით. „შობას ვულოცავ CoinMarketCap-ის გუნდს, რომელმაც მათ ცუდად ფორმულირებულ ტვიტზე პასუხის გაცემიდან ერთი კვირის შემდეგ თვითნებურად შეამცირა ჩვენი საფონდო რეიტინგი მე-14 ადგილამდე. CoinGecko-ზე ჩვენ ვიმყოფებით მეორე-მესამე პოზიციაზე, ასე რომ თქვენ იცით, სად უნდა მოძებნოთ რეალური და ბაზრის ნეიტრალური მონაცემები, ”- განაცხადა მარშალეკმა. სტატიის წერის მომენტში სერვისი Crypto.com-ზე მე-15 ადგილზე იმყოფება ვაჭრობის მოცულობის მიხედვით. წყარო: CoinMarketCap. CoinGecko-ს თანახმად, ბირჟა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. წყარო: CoinGecko. ტვიტი, რომელსაც მარშალეკი ეხება, სავარაუდოდ 15 დეკემბრით თარიღდება. CoinMarketCap-ის გუნდმა საუბრისას იხუმრა, რომ შესაძლოა Forbes-ის ინტერვიუს გაუქმება მოუწევდათ. ამავდროულად, სერვისმა აღიარა გაუმართაობის არსებობა. „ჩვენთვის არაფრის თქმა არ გჭირდებათ - ჩვენ უკვე ვმუშაობთ CoinMarketCap-ის არასანდო ფასის ნაკადის ამოღებაზე ჩვენი პროდუქტიდან“, - საპასუხოდ განაცხადა Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 2020 წელს სერვისი Bitcoin-ბირჟა Binance-მა შეიძინა. 2020 წლის ივლისში CoinMarketCap-მა კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით DeFi-ტოკენების რეიტინგის სათავეში განათავსა Binance Coin. სოციალურ მედიაში წამოჭრილი კრიტიკის შემდეგ სერვისმა ტოკენი ჩამონათვალიდან მიზეზის ახსნის გარეშე წაშალა. https://tinyurl.com/2p8mr9h4
-
გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სათამაშო კონსოლები აღმოჩნდა Nintendo Switch და PlayStation 5 - გვაცნობებს რესურსი WCCFTech GamesIndustry-ს ცნობებზე დაყრდნობით. Nintendo Switch პოპულარული იყო ევროპის უმეტეს ქვეყანაში, PS5 ლიდერობს დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ფინეთსა და დანიაში. თამაშებს შორის ყველაზე გაყიდვადი თამაში აღმოჩნდა FIFA 22, რომელმაც უკან ჩამოიტოვა შარშანდელი FIFA 21. დიდ იმედებს და მოლოდინს ამყარებდნენ Metroid Dread-ზე, მაგრამ იგი გაყიდვებში მხოლოდ 23-ე ადგილზე მოხვდა New Pokémon Snap-ის შემდეგ. ტოპ-ათეულში მხოლოდ ორი ახალი თამაში მოხვდა: Call of Duty: Vanguard და Super Mario 3D World + Bowser's Fury. Pokémon Brilliant Diamond / Shining Pearl-იც მოხვდებოდა, ერთი თამაში რომ ყოფილიყო. Far Cry ათეულში ვერ მოხვდა. ევროპაში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი თანხა გადაიხადეს Farming Simulator 22-ში, ვიდრე Skywards Sword HD-ში, Ratchet & Clank Rift Apart-ში, Monster Hunter Rise-ში, Forza Horizon 5-სა და Guardians of the Galaxy-ში. რაც შეეხება PS5-სთვის განკუთვნილ თამაშებს, Spider-Man: Miles Morales მე-2 ადგილზეა დაუმარცხებელი FIFA 22-ის შემდეგ. Capcom-ის Resident Evil Village მე-5 ადგილზეა. Spider-Man: Miles Morales წარმოდგენილი იყო გასულ წელს PS5-თან ერთად და მას შემდეგ კარგად იყიდება. https://tinyurl.com/4humj7np
-
ამჟამად Lenovo დაკავებულია მთელი რიგი გეიმინგ პროდუქტების მზადებით, რომელთა შორისაა სმარტფონი Legion Y90, პლანშეტი Legion Y700 და ლეპტოპი Legion 9000P. გარდა ამისა, კომპანიის კუთვნილი მობილური ქვეგანყოფილება Motorola მუშაობს მესამე თაობის დასაკეც სმარტფონ RAZR-ზე. ამჯერად ინტერნეტში ასევე გავრცელდა ThinkBook-სერიის სამომავლო პროფესიონალური ლეპტოპის ხარისხიანი რენდერები, რომელიც კონკურენტებისგან დიდი დამატებითი ეკრანით გამოირჩევა. ფოტოს წყარო: Evleaks ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი რენდერები ასახავს დიდი ზომის, მაგრამ ამავე დროს თხელ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს Windows 11-ზე. გამორჩეული თვისება, რომელიც კომპიუტერს დადებითად განასხვავებს კონკურენტი მოწყობილობებისგან, იქნება ქვედა ნაწილში ჩაშენებული მოზრდილი სენსორული ეკრანი, რომელზეც მხარდაჭერილია აქტიური სტილუსით მუშაობა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ამ დისპლეის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატებითი მენიუს ან ინსტრუმენტების პანელის ასახვისთვის, აგრეთვ სამუშაო სივრცის გაფართოებისთვის, მაგალითად, გრაფიკულ რედაქტორებში. მიიჩნევა, რომ აქტიური სტილუსი, რომელიც დამატებით ეკრანზე გამოიყენება, ლეპტოპთან ერთად იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჯერ უცნობია ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ მას მძლავრი აპარატული პლატფორმა ექნება. რენდერების თანახმად, 17-დუიმიან ThinkBook-ს ექნება ორი პორტი USB Type-C, ორი USB Type-A, ერთი HDMI, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Harman Kardon-ის დინამიკები. დიდი ალბათობით, Lenovo ახალ ლეპტოპს ვირტუალურ გამოფენა CES 2022-ზე წარადგენს, მასში ფიზიკურ მონაწილეობას კომპანია კორონავირუსის საფრთხის გამო არ მიიღებს. https://tinyurl.com/24zkb39n
-
2021 წლის განმავლობაში ინსტიტუციონალ მომხმარებლებზე ორიენტირებულმა კრიპტო კასტოდიალურმა სერვისებმა მოიზიდეს 3.42 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია - წერს The Block. წყარო: The Block. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა დაფინანსების რამდენიმე რაუნდზე, მათ შორის: Copper - 50 მლნ $ და 25 მლნ $; Fireblocks - 310 მლნ $; Ledger - 380 მლნ $; Anchorage - 350 მლნ $; NYDIG - 1 მლრდ $. Block Research-ის მკვლევარები კარლოს რეიესი და გრეგ ლიმი თვლიან, რომ ფულის ასეთი შემოდინება გავლენას მოახდენს სექტორზე. „ციფრული აქტივების შესანახად განკუთვნილი ინვესტიციები, სავარაუდოდ, ნაყოფს გამოიღებს 2022 წელს ტექნოლოგიებში გაფართოებული სერვისების შეთავაზებისა და უწყვეტი ინოვაციების სახით“, - აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი აზრით, სეგმენტის ზრდა გაგრძელდება მასში ისეთი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების, როგორიცაა BBVA, BNY Mellon და US Bank, შემოსვლისა და მათთვის მეტი სერვისის შეთავაზების ხარჯზე. ადრე საინფორმაციო მედიაში გავრცელდა Copper-ის გეგმა 500 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ. https://tinyurl.com/2zupa4ey
-
ფლაგმანური სმარტფონები Xiaomi 12 და Xiaomi 12X იმაზე ძვირი ეღირება, ვიდრე ამ დრომდე იყო ცნობილი. ორივე მოდელი გამოვა 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებად 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერებასთან ერთად. სტანდარტულ მოდელს ექნება პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვით და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. სმარტფონში წარმოდგენილი იქნება სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა, მთავარი სენსორის გაფართოებაა 50 მეგაპიქსელი, ასევე მოცემულია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და სამმაგი ოპტიკური ზუმი. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბაზისო Xiaomi 12-ის ფასი იქნებოდა 580 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაციის კი - 690 აშშ დოლარი. შედეგად ახალი სმარტფონი Xiaomi Mi 11-თან შედარებით 30 აშშ დოლარით იაფი გამოდიოდა. მაგრამ უახლესი ცნობების მიხედვით მომავალი თაობის ფლაგმანური სმარტფონის ყიდვა სულ მცირე 675 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი. ტოპ ვერსია 12 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 785 აშშ დოლარი. ასევე გაყიდვაში გამოვა უფრო მოკრძალებული ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით. მისი ფასი იქნება დაახლოებით 710 აშშ დოლარი. რაც შეეხება Xiaomi 12X-ს, მისი ყველაზე მცირე ვერსია განსხვავებული იქნება პირველ რიგში კამერითა და პროცესორით. მას არ ექნება ტელეობიექტივი. მოწყობილობაში Snapdragon 8 Gen1-ის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ერთკრისტალიანი Snapdragon 870. ამ მოდელს აგრეთვე არ ექნება უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, თუმცა ეს დეტალი დადასტურებული არ არის. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით 8/128 გბ მეხსიერების მქონე Xiaomi 12X შეფასებული იყო 470 აშშ დოლარად, უახლესი ცნობებით კი მისი ფასი 550 აშშ დოლარია. შესაბამისად, 256 გბ მეხსიერების მქონე მოდელიც გაცილებით ძვირადღირებული იქნება. კერძოდ, 8/256 გბ მოდელის ფასი იქნება 520-ის ნაცვლად 600 აშშ დოლარი, 12/256 გბ მოდიფიკაცია კი - 565-ის ნაცვლად 630 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/5asf595d
-
უკვე ცნობილია, რომ Intel დაინტერესებულია კომპანია TSMC-ისგან 4-ნანომეტრიანი პროდუქტების შეძენით. TSMC-იმ მისთვის ჩინეთში საწარმოც კი უნდა ააშენოს. ამავე 4-ნანომეტრიანი პროდუქტების მიღების პრეტენდენტია Apple-იც, ასე რომ ორივე კომპანიის შესაბამისი მოთხოვნები მომავალ წელს უნდა რეალიზდეს. ფოტოს წყარო: TSMC გასულ კვირას DigiTimes-მა მიუძღვნა პოსტი ამ თემას, სადაც ყურადღება გაამახვილა TSMC-ის პრიორიტეტზე Apple-ისა და Intel-ის 3-ნანომეტრიანი შეკვეთებით უზრუნველყოფაში. ტაივანურმა წყაროებმა განმარტეს, რომ ორივე კომპანიას ექნება დაახლოებით თანაბარი წილი TSMC-ის 3-ნანომეტრიან ლითოგრაფიაზე. 3-ნანომეტრიანი კომპონენტების მასობრივი წარმოება 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, მისი მასშტაბირება მოხდება ჩვეულებრივთან შედარებით ნელი ტემპით და მხოლოდ 2023 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს პროფილური პროდუქციის ყოველთვიური მოცულობა სილიკონის 50-60 ათას ფირფიტას. როგორც TSMC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მიწოდებისგან შემოსავლის მიღებას კომპანია 2023 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებს. TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი უზრუნველყოფს ტრანზისტორების სიჩქარის ზრდას 15%-ით და მათი განლაგების სიმჭიდროვის მატებას 70%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი 30%-ით გაიზრდება. ტაივანური წყაროების თანახმად ამ ეტაპზე სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივების ლითოგრაფიის (EUV) გაფართოებული გამოყენება შეზღუდავს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასშტაბირებას მასობრივი წარმოების პირობებში. TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის მფლობელები 2024 წელს გახდებიან Qualcomm, Mediatek, Broadcom, NVIDIA და AMD. 2022 წელს მის 4-ნანომეტრიან პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ Apple და Intel. ამ ტექნოლოგიის მიხედვით საცდელი წარმოება უკვე დაწყებულია. Apple მას Mac-სერიის კომპიუტერებში გამოიყენებს, Intel-ისთვის განკუთვნილი კრისტალების დანიშნულება კი ჯერ უცნობია. ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დისკრეტული გრაფიკის, ისე ცენტრალური პროცესორების წარმოებაში. https://tinyurl.com/txcyk7jb
-
კრიპტოვალუტების ბაზარზე მაინინგის უპრეცედენტო ბუმი დასრულებას არ აპირებს. ძირითადი ციფრული მონეტების კურსი ნელ-ნელა აღდგენას განიცდის ბოლო კორექტირების შემდეგ. Bitcoin-ის ფასი კვლავ დაფიქსირდა 50 ათას აშშ დოლარიან დონეზე, Ethereum-ის ფასი 4 ათას აშშ დოლარამდე ავიდა. ეს მდგომარეობა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ჩვეულებრივი სამომხმარებლო ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე, რადგან მაინერები აგრძელებენ თავიანთი ფერმების გამომთვლელი სიმძლავრის აქტიურ გაფართოებას. ანალიტიკურ რესურს CoinWarz-ის თანახმად Ethereum-ის ქსელის საერთო ჰეშრეითი დამაჯერებლად გამყარდა 1000 TH/s ნიშნულზე, მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 750 TH/s-ს არ აღემატებოდა. ამავე დროს მაინინგის სირთულე გაიზარდა რეკორდულ 12.09 P მაჩვენებლამდე. მარტივად შესაძლებელია ითქვას, რომ ამჟამად Ethereum-ის ქსელთან დაკავშირებული აღჭურვილობის მთლიანი გამომთვლელი სიმძლავრე 10 მილიონი Nvidia GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია. ამგვარი მდგომარეობა მოწმობს, რომ ვიდეო დაფებზე მოთხოვნა ნარჩუნდება მაინერებში, რომელთაც ვერ აკავებს Ethereum-ის Proof of Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის პერსპექტივაც კი, რასაც მოჰყვება კრიპტოვალუტის ენერგომოცულობითი მოპოვების შეჩერება გრაფიკული ადაპტერების მეშვეობით. https://tinyurl.com/2su2jyny
-
Rembrandt სერიის პროცესორების გამოსვლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა არავინ ელოდა, რომ მათი ინტეგრირებული გრაფიკა ამდენად სწრაფი იქნებოდა. მიიჩნევა, რომ RDNA 2-ზე დამყარებული iGPU შეძლებს წარმადობით გვერდი აუაროს დაბალი ფასის სეგმენტის დესკტოპ ვიდეო დაფებს. მაგალითად, გავრცელდა ტესტების შედეგები, სადაც უცნობი პროცესორი Ryzen 6000 აღმოჩნდა GeForce GTX 1050 Ti-ზე სწრაფი 3DMark13 TimeSpy-ში. დაზუსტებით არ არის ცნობილი, ეს იყო მობილური პროცესორი, თუ ასეთ სიმძლავრეს დესკტოპ ჩიპების მყიდველები ჩაიგდებენ ხელში. როგორც ჩანს AMD ახალი ხაზის დაანონსებას CES 2022-ზე აპირებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება იქნება ფლაგმანური Ryzen 9 6900HX. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი 16 ნაკადით და გაუმჯობესებული Zen 3+ არქიტექტურით. თანაც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მხოლოდ არქიტექტურულ გაუმჯობესებაზე, არამედ 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლაზე. უცნობია, რამდენად იქონიებს ეს გავლენას წარმადობის მატებაზე, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ Ryzen 9 6900HX მოდელის მაქსიმალური სიხშირე 4.6 გჰც იქნება (Ryzen 9 5900HX-ის ანალოგიურად). თავად პროცესორი ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლეპტოპის წარმადობაზე. აღინიშნება, რომ Zen 3+ არქიტექტურას საერთო არაფერი აქვს ახალ ხაზ 3D V-Cache-თან, თუმცა ამ მიმართულებითაც აქვს AMD-ს სიახლე, რაც პოტენციურ მომხმარებლებს დააინტერესებს. წარმადობის დონის ზრდის გარდა მხარდაჭერილი იქნება DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება. ვინაიდან მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე დაფუძნებული გრაფიკული ჩიპი, მაღალსიჩქარიან ოპერატიულ მეხსიერებასთან სიახლოვე დადებითად იმოქმედებს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაზე. ცნობილია, რომ iGPU-ს სახელწოდება იქნება Radeon 680M და იგი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს. AMD ამზადებს ახალი თაობის არაერთ პროცესორს, შედარებით დაბალბიუჯეტურ ვერსიებში ინტეგრირებული გრაფიკა არ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც Ryzen 9 6900HX-ის შემთხვევაში, თუმცა იქნება გაცილებით სწრაფი - Intel-ის ანალოგებთან შედარებით. როგორც წესი, ფლაგმანური პროცესორები ხვდება ყველაზე მაღალი წარმადობის და ძვირადღირებულ სისტემებში GeForce RTX 3080 Ti-ს დონის მოწინავე ვიდეო დაფებთან ერთად, ამიტომ სწრაფი გრაფიკული ჩიპი Radeon 680M ყველა შემთხვევაში ვერ გამოიყენებს თავის პირდაპირ დანიშნულებას. როგორც აღვნიშნეთ, ანონსი მოსალოდნელია გამოფენა CES 2022-ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება Intel-ის უამრავი ახალი პროცესორი, NVIDIA-ს ვიდეო დაფები და AMD-ს 3D V-Cache დესკტოპ პროცესორების ხაზი. https://tinyurl.com/yckm6byk
-
კომპანია MSI ემზადება გეიმინგ ლეპტოპ Crosshair 15/17-ის ანონსისთვის. 15-დუიმიანი ვერსია შექმნილია Ubisoft-თან თანამშრომლობის შედეგად. იგი გაფორმებულია მზადებაში არსებულ შუთერ Rainbow Six Extraction-ის სტილში, რომლის რელიზი დაგეგმილია 2022 წლის 20 იანვრისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz სისტემას საფუძვლად დაედება მე-12 თაობის უახლესი მობილური Intel Core პროცესორები და GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. პროცესორების მოდელები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტებში მითითებულია Core i9-მდე ჩიპების არჩევის ალბათობის შესახებ - შესაძლოა, საუბარი ეხებოდეს სამომავლო Core i9-12900H(K) მოდელს. როგორც ჩანს, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ლეპტოპის ვერსიები Core i7-12700H და Core i7-12800H პროცესორებით. MSI Crosshair 15-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3070 Ti. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ვიდეო დაფის კონკრეტულად რომელი ვერსია იქნება მოცემული - 8 გბ თუ 16 გბ მეხსიერების მქონე მოდელი. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანის ანონსი იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი. MSI Crosshair 15 და Crosshair 17 მოდელების ამჟამად ცნობილ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ლეპტოპი MSI Crosshair 15/17 Rainbow Six Extraction Edition წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენა CES 2022-ზე მას შემდეგ, რაც Intel და NVIDIA ფორმალურად წარადგენენ თავიანთ ახალ, მობილური სეგმენტისთვის განკუთვნილ პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ გეიმინგ ლეპტოპის სპეციალურ ვერსიასთან ერთად აგრეთვე მოცემული იქნება Rainbow Six Extraction-ის ასლი, გეიმინგ მაუსი და მაუსპედი. https://tinyurl.com/3af8m6md
-
ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმების მისამართებზე არის 1.3 მილიონი BTC - მთლიანი ბაზრის მიწოდების 6.5%. CryptoRank-ის ანალიტიკოსების აზრით ამ მონეტების უმეტესობა (44%-ზე მეტი) ინახება Coinbase-ის ბირჟის საფულეებში. CryptoRank-ის მიხედვით Coinbase-ის საფულეებში თავმოყრილია 583.000 BTC. მეორე ადგილზეა Binance 329.000 BTC-ით (ბაზრის მიწოდების თითქმის 25%), მესამე ადგილზეა Bitfinex 193.000 BTC-ით (16,63%). ანალიტიკოსების ანგარიშები მიუთითებენ, რომ CEX-ის ბალანსი ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. 2021 წლის ივლისში მის საფულეებში იყო 1.53 მილიონი BTC (მიწოდების 7.3%), 2020 წლის ოქტომბერში - 1.76 მილიონი BTC (9.5%). Glassnode-ის მონაცემები ადასტურებს ამ ტენდენციას, მაგრამ სერვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ უკანასკნელის თანახმად ცენტრალიზებული ბირჟების საფულეებში 2.54 მილიონზე მეტი BTC-ია. მაჩვენებელი შეესაბამება 2018 წლის შემოდგომის დონეს. წყარო: Glassnode ფულის მსგავსი გადინება შეინიშნება ცენტრალიზებული ბირჟების Ethereum-მისამართებზე. Glassnode-ის თანახმად მათ ბალანსზეა 14.27 მილიონი ETH - იგივე მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული 2018 წლის ნოემბერში. წყარო: Glassnode შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის შექმნის დღიდან მისი ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული ღირებულების მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ინდიკატორში „მომგებიანი მონეტების“ ჯამური ღირებულება 5.1 ტრილიონი აშშ დოლარია, ხოლო „წამგებიანის“ – 3.79 ტრილიონი აშშ დოლარი. https://tinyurl.com/2p9c97w4
-
თანამგზავრული ინტერნეტი Starlink ჯერ არ არის ხელმისაწვდომი Tesla-ს ელექტრომობილებში, მაგრამ ამ პოპულარული ბრენდის მანქანის ერთ-ერთმა მფლობელმა უკვე უზრუნველყო საკუთარი თავი სტაბილური სატელიტური კომუნიკაციებით. ამერიკელი ენთუზიასტი აცხადებს, რომ მის Tesla Model X-ში უკვე მხარდაჭერილია სატელიტური კავშირი 200 მბ/წამამდე სიჩქარით თუნდაც 100 კმ/სთ სიჩქარის პირობებში. ფოტოს წყარო: Harald Murphy Tesla-ს მფლობელმა განაახლა ელექტრომობილი, საუბარი არ ეხება ვიზუალურ აფგრეიდს - Starlink-ის მოდული საბარგულშია განთავსებული, თუმცა „თეფში-ანტენა“ გარეთაა გამოტანილი. მომხმარებელმა Harald Murphy-მ განახლებული ელექტრომობილი საზოგადოებას უჩვენა და განაცხადა, რომ მასზე განათავსა სპეციალური კონსტრუქცია თანამგზავრული მიმღებით. დაკავშირების სიჩქარე დაახლოებით 200 მბ/წმ-ს შეადგენს - Starlink-ის სერვისის თითქმის ამჟამინდელ მაქსიმუმს. Tesla-ს მფლობელის თქმით ასეთი სიჩქარე ნარჩუნდება 100 კმ/სთ სიჩქარით მგზავრობის დროსაც. ილონ მასკი გვპირდება, რომ მისი კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ტერმინალები მიიღებენ პროგრამულ განახლებებს. არ არის გამორიცხული, რომ მალე Tesla-ს ელექტრომობილებმა ოფიციალურად მიიღონ თანამგზავრულ კავშირზე წვდომა, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა არაოფიციალურადაც კი. Starlink-ის სერვისს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს სერვისის გლობალურ ამოქმედებას, ჯერჯეობით კი ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ზოგიერთ რეგიონში კავშირის სიჩქარე 300 მბ/წმ-საც კი აღწევს, თუმცა ყველა რეგიონში მაჩვენებელი ერთნაირი არ არის. https://tinyurl.com/425ukhuu
-
Lenovo-ს სამომავლო გეიმინგ სმარტფონის შესახებ ცნობები გაასაჯაროვა კომპანიის პროდუქტების მენეჯერმა Lin Lin-მა. მან Weibo-ზე დაწერა, რომ მოწყობილობა Legion Y90-ის პროცესორის ტემპერატურა არ აღემატება 38.9 გრადუსს თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგაც კი წამში 120 კადრზე მეტი სიხშირის პირობებში. ფოტოს წყარო: Lenovo 38.9 გრადუსი ტემპერატურა მეტად დაბალია, როდესაც საუბარი ეხება გეიმინგ მოწყობილობის ჩიპსეტს. ფლაგმანური სმარტფონების უმეტესობა ბევრად მეტად ცხელდება თამაშისას ნაკლებ დროში ისეთ დონემდე, რომ საჭირო ხდება სიხშირისა და ეკრანის სიკაშკაშის შემცირება, რათა თავიდან აცილებულ იქნას გადახურება. როგორც ჩანს, Legion Y90-ს ამგვარი რამ არ ემუქრება. Y90-ს ექნება ინტეგრირებული ქულერი, რომელიც ხელს უწყობს ჩიპსეტ Snapdragon 8 Gen 1-ის გაგრილებას. თამაშების დეველოპერები, როგორც ჩანს, კარგად არიან გაცნობიერებულნი სმარტფონის გაგრილების შესაძლებლობებში. შედეგად, Honor of Kings, რომელსაც აქვს გლობალური ვერსია სახელწოდებით Arena of Valor, მოწყობილობაზე იმუშავებს წამში 120 კადრი სიხშირით. Lenovo Legion Y90 წარმოდგენილი იქნება გეიმინგ პლანშეტ Y700-სა და ლეპტოპ Y9000P-თან ერთად. მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობების პრეზენტაცია ვირტუალურად შედგება გამოფენა CES 2022-ზე - ფიზიკურ მონაწილეობაში კომპანიამ უარი კორონავირუსის საფრთხის გამო თქვა. https://tinyurl.com/2p8m2kks
-
კრიპტო ბირჟა Kraken-მა შეიძინა სტეიკინგისთვის განკუთვნილი პლატფორმა Staked. კომპანიამ გარიგებას უწოდა "ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი", თუმცა ფინანსური დეტალები არ გაუხმაურებია. პრეს-რელიზის თანახმად შენაძენი შეავსებს Kraken-ის უკვე არსებულ სტეიკინგ-შემოთავაზებას და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ სარგებელი საკუთარი კრიპტოვალუტებით აქტივებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პირობებში. „ჩვენი სტეიკინგ-საქმიანობის წარმატება მოწმობს იმას, რომ Kraken გახდა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე კასტოდიანი და სავაჭრო პლატფორმა. ჩვენ გავხდით სრულფასოვანი კრიპტო პლატფორმა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით საცალო, პროფესიონალი და ინსტიტუციონალი მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა ჯეს პაუელმა. ადრე სტეიკინგისა და ციფრული აქტივებისგან სხვა შემოსავლების მონაცემების მომწოდებელმა Staking Rewards-მა ინვესტირების რაუნდი დახურა 3.2 მლნ აშშ დოლარითა და 6-ჯერ მეტი გამოწერით. მას ხელმძღვანელობდნენ Galaxy Digital, Digital Currency Group და CoinShares. https://tinyurl.com/2ex572eh
-
კომპანია Samsung-მა წარადგინა ახალი SSD ინტერფეის PCIe 5.0-ის მხარდაჭერით, აცხადებს Engadget. იგი ამტკიცებს, რომ მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სიჩქარე ორმაგდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. SSD PM1743 გვევლინება, როგორც პროდუქტი კორპორატიული სერვერებისთვის და გააჩნია მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 13000 მბ/წმ და 2500000 IOPS. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება PCIe 4.0 NVMe SSD-ის მაჩვენებელს. PCIe 5.0 ინტერფეისში მხარდაჭერილია 32 გბ/წმ-მდე სიჩქარე - ორჯერ მეტი PCIe 4.0-თან შედარებით. სრული სარგებლის მიღებისთვის Samsung-მა თავად შექმნა კონტროლერი და Intel-თან ერთად შეამოწმა მისი შესაძლებლობები. მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე 6600 მბ/წმ-ს შეადგენს, თვითნებურ მონაცემთა ბლოკის ჩაწერა - 250000 IOPS, რაც ასევე ორჯერ აღემატება თანამედროვე SSD-ების მახასიათებლებს. ენერგოეფექტურობა 30%-ით გაიზარდა. შედეგად უნდა შემცირდეს მოქმედი სერვერებისა და მონაცემთა ცენტრების ღირებულება და ნახშირორჟანგის ემისიები. PCI Special Interest Group დროს არ კარგავს და უკვე წარადგინა PCI Express 6.0-ის მახასიათებლები. იგი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 256 გბ/წმ-მდე 16 არხზე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება PCIe 5.0-ს და ოთხჯერ - PCIe 4.0-ს. ამ შემთხვევაში საჭიროა მოდულაციის ამპლიტუდურ-იმპულსური ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს ორჯერ მეტი მოცულობის მონაცემის გადაცემა ძალიან მაღალი სიხშირეების საჭიროების გარეშე. Samsung ავრცელებს PM1743 PCIe 5.0 SSD ნიმუშებს მომხმარებლებს შორის და საწარმოო წარმოების დაწყებას პირველი კვარტლისთვის გეგმავს. დისკების მოცულობაა 1.92-დან 15.36 ტერაბაიტამდე. ეს იქნება პირველი PCIe 5.0 SSD-ები ორი პორტის მხარდაჭერით. ასეთი ტექნოლოგიები გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვერებიდან გადადის სახლის კომპიუტერებისთვის განკუთვნილ სამომხმარებლო მოდელებზე. https://tinyurl.com/3j6n44v6
-
LG Display-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია ემზადება გამოფენა CES 2022-ზე OLED-პანელებით აღჭურვილი ორი სისტემის კონცეპტის წარსადგენად. პირველი პროექტის სახელწოდებაა Media Chair და იგი განკუთვნილია რელაქსაციისთვის, მეორის დასახელებაა Virtual Ride და იგი პირიქით - სახლის პირობებში სპორტით დაკავებისთვის არის განკუთვნილი. ფოტოს წყარო: engadget.com Media Chair შედგება სავარძლისა და მის წინ განთავსებული 55-დუიმიანი რკალისებრი OLED-დისპლეისგან, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ - ეკრანი შესაძლებელია განთავსდეს ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. LG Display-მ ეკრანი განათავსა მომხმარებლების თვალებისგან ოპტიმალური დაშორებით, უზრუნველყოფილია თვალთახედვის ვრცელი არე, ამასთან არ იქმნება თვალებზე დიდი დატვირთვა. სისტემის ხმის წყაროა სავარძელში ინტეგრირებული დინამიკები, აგრეთვე თავად OLED-ეკრანი - მასში მხარდაჭერილია ტექნოლოგია Cinematic Sound OLED (CSO). სისტემა იმართება იდაყვის დასაყრდნობში ჩაშენებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. სისტემა Virtual Ride-ში გამოყენებულია სამი 55-დუიმიანი OLED-დისპლეი 4K გაფართოებით, მათთან ერთად სავარძლის ნაცვლად განთავსებულია ველოტრენაჟორი. ეკრანებს ცვლადი სიმრუდე აქვთ, რადიუსის მინიმალური მაჩვენებელი მხოლოდ 500 მილიმეტრია - სისტემა ქმნის სუფთა ჰაერზე ველოსიპედით სეირნობის ილუზიას. LG Display-ს ვერსიით ამგვარი კონსტრუქცია შესაძლებელია გახდეს ვირტუალური რეალობის სისტემების ერთგვარი ალტერნატივა. კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია მსგავსი სისტემების გასაყიდად გამოშვების გეგმების შესახებ - ეს მხოლოდ კონცეპტებია, რომლებიც ასახავს OLED-პანელების შესაძლებლობებს. https://tinyurl.com/2p9aybzw
