Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. Google Pixel 6-მა და Pixel 6 Pro-მ მიიღეს განახლება, რის შედეგად დაემატა გულისცემის რიტმისა და სუნთქვის თვალყურის დევნების ფუნქცია. ამჟამად ეს ფუნქცია ექსკლუზიურია Pixel სერიის სმარტფონებისთვის. ფუნქციები პირველად წარმოდგენილ იქნა Pixel-ის ხაზში მიმდინარე წელს, თუმცა გამოშვებისას ხელმისაწვდომი არ იყო აპლიკაცია Google Fit-ში Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შემთხვევაში.  Pixel 6-ის ზოგიერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ გულისცემის და სუნთქვის თვალყურის ფუნქცია ჯერ კიდევ მიუწვდომელია მათ სმარტფონებში. სავარაუდოდ, ახალი ფუნქციები ადეულ წვდომაშია ზოგიერთი მომხმარებლისთვის. ისინი განთავსებულია Google Fit აპლიკაციაში და საჭიროა მისი განახლება, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი ახალი ფუნქციები. Google-მა განაცხადა, რომ მომავალში გულისცემის და სუნთქვის თვალყურის დევნება სხვა Android-სმარტფონებშიც გამოჩნდება. თუ თქვენ ფლობთ Google Pixel 3-ს ან უფრო ახალ Google-სმარტფონს, წვდომას მიიღებთ ამ ფუნქციებზე უახლოეს მომავალში. Pixel-ის ახალი ფუნქციების ნახვა შეგიძლიათ Google Fit აპლიკაციაში. პირველი ჩანართი, სახელწოდებით „მთავარი“, შემოგთავაზებთ შეამოწმოთ, ფლობთ თუ არა თავსებად მოწყობილობას. უმეტესობა სმარტ-საათების და ფიტნეს-ტრეკერებისგან განსხვავებით Pixel 6-ს და Pixel 6 Pro-ს არ გააჩნიათ სპეციალური პულსის მზომი ან სუნთქვის სენსორი, ამიტომ აპლიკაცია იყენებს სმარტფონის კამერებსა და ფლეშ-განათებას. გულისცემის რითმის გასაზომად Google უკანა კამერას იყენებს. იგი მოგთხოვთ დაჯდეთ კარგად განათებულ ადგილას და დაადოთ თითი უკანა კამერის ზედაპირს. შემდეგ საჭიროა დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა, სანამ იგი მონაცემებს მიიღებს. ეს ფუნქცია მუშაობს Mobvoi TicWatch Pro 3 Ultra GPS-ის გულისცემის რითმის სენსორის ანალოგიურად. სუნთქვაზე თვალყურის დევნებისთვის გამოიყენება სელფი კამერა. შესამოწმებლად აპლიკაცია მოგთხოვთ სმარტფონი განათავსოთ ისე, რომ კარგად ჩანდეს სახე და სხეულის ზედა ნაწილი. განხორციელებული ყველა საჭირო მანიპულაციის შემდეგ აპლიკაცია მოგაწვდით თქვენს სუნთქვასთან დაკავშირებულ შედეგებს. https://tinyurl.com/mxma8d2z
  2. Huawei-მ 17 ნოემბრისთვის დაგეგმა ღონისძიება, რომელზეც წარადგენს მთელ რიგ ახალ პროდუქტებს, მათ შორის იქნება სმარტ-საათი Watch GT Runner. ახლახანს კომპანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის პორტატული კომპიუტერი „ორი ერთში“ MateBook E. ფოტოს წყარო: Huawei რაც შეეხება ფორმ-ფაქტორს, მოწყობილობა წარმოადგენს პლანშეტს მიერთებადი კლავიატურით, რაც მას ლეპტოპად აქცევს. სერია MateBook E არ განახლებულა 2019 წლიდან. სერიის ბოლო წარმომადგენელი აგებულია ჩიპსეტ Snapdragon 850-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს Snapdragon 845 ჩიპის ვერსიას პლანშეტებისთვის. Huawei-ს მიერ გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით მომავალი თაობის კომპიუტერი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. ფოტოდან აგრეთვე ჩანს მეტად წვრილი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დისპლეი. მოწყობილობას ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის და აქტიურ სტილუს M Pencil-ის მხარდაჭერა. კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2vrsnnvf
  3. ოქტომბერში Bitcoin-ის კურსის ცვლილებები შეესაბამება მის დინამიკას 2017 წლის მეოთხე კვარტალში. თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე მისი ფასი მიაღწევს 96355 აშშ დოლარიან დონეს - დარწმუნებულნი არიან კრიპტო ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსები. „ოქტომბერში Bitcoin-მა დაიწყო 2017 წლის მეოთხე კვარტლის ტრაექტორიის გამეორება 0.88 კორელაციით. ეს პერიოდი ისტორიაში მესამეა ზრდის ტემპის + 220%-იანი მაჩვენებლით. ამ კონტექსტში მიმდინარე წლის ბოლოსთვის პირველი კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება გაიზარდოს 96 355 დოლარამდე“, - აღნიშნეს ექსპერტებმა. BTC/USD-ის ისტორიული დინამიკა წლების მიხედვით. წყარო: Kraken. ექსპერტების გაფრთხილებაა, რომ ნოემბერი, როგორც წესი, ყველაზე მეტად არასტაბილურია და ყველაზე მეტი მოგება მოაქვს თვეების მიხედვით. BTC/USD-ის ცვლილება და დინამიკა თვეების მიხედვით. წყარო: Kraken. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შუალედური მწვერვალის ფორმირების სიგნალს ხელს შეუწყობდა ფასი, რომელიც აღწევს Bollinger Bands-ის ზედა ზღვარს (4.5 სტანდარტული გადახრით) და ფარდობითი სიძლიერის ინდექსის (RSI) ზრდა 96%-მდე. ოქტომბრის შეჯამებით ეს პირობები არ შესრულდა. პირველი ინდიკატორი გაიზარდა 112 ათას აშშ დოლარამდე, მეორე კი - მხოლოდ 71.7%-მდე. BTC/USD-ის დინამიკა თვეების მიხედვით, Bollinger-ის ხაზი და RSI. წყარო: Kraken. უნდა აღინიშნოს, რომ Stock-to-Flow მოდელზე დაფუძნებული ინდიკატორი მიუთითებს Bitcoin-ის ფასის ზრდის გაგრძელების პოტენციალზე. https://tinyurl.com/5exk939z
  4. მოვლენების ამგვარი განვითარება ძნელი დასაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული Nvidia RTX 30 სერიის გრაფიკული დაფების დეფიციტი კვლავ გრძელდება. თუმცა პროგრესი არ შეჩერდება და მომდევნო თაობის RTX დაფები აუცილებლად გამოვა. ამ თემასთან დაკავშირებით PCGamesN-მა გამოაქვეყნა ინსაიდერ kopite7kimi-ს ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ NVIDIA-ს ვიდეო დაფების ახალი თაობა, კონკრეტულად კი RTX 4090, RTX 4080 და RTX 4070 შესაძლოა გამოვიდეს 2022 წლის მესამე კვარტალში. ჯერჯეობით უცნობია, ეს არის ანონსის თარიღი თუ ფაქტობრივი გამოსვლისა. ადრე გავრცელდა ცნობები, რომ NVIDIA Ampere-ს „შთამომავალი“, კოდური დასახელების მქონე Lovelace უნდა გამოვიდეს 2022 წლის ოქტომბერში. მოსალოდნელია, რომ Nvidia Lovelace დაფები აგებული იქნება კომპანია TSMC-ის N5 ტექნოპროცესზე და შემოგვთავაზებს ამჟამად არსებულ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებთან შედარებით ორჯერ მეტ წარმადობას. მეორე ცნობილმა ინსაიდერმა Greymon55-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომდევნო თაობის გრაფიკულ პროცესორებს ექნებათ ორჯერ მეტი ენერგომოხმარების დონე, ვიდრე ახლანდელ დაფებს. ეს თუ სიმართლეა, ბევრ მომხმარებელს დასჭირდება ახალი და ხარისხიანი კვების ბლოკი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო დაფის სტაბილურ მუშაობას. https://tinyurl.com/h2n4wxkb
  5. ჩინური კომპანია BOE Display სმარტფონებისთვის განკუთვნილი დისპლეების ცნობილი მწარმოებელია. გასულ წლამდე იგი LG-ს ჩამორჩებოდა LCD დისპლეების მიწოდების მოცულობით, ამჟამად კი პირველ ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში - კომპანია ფოკუსირდა OLED-დისპლეების წარმოებაზე, ასევე იგი ორიენტირებულია LCD-თან შედარებით უფრო პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე. ფოტოს წყარო: boe.com კერძოდ, კომპანია აქტიურად ვითარდება AMOLED-დისპლეების ბაზარზე. პირველად დრეკადი AMOLED-პანელები მან 2017 წელს წარადგინა და მას შემდეგ მასიურად აწარმოებს. ინვესტორებისთვის განკუთვნილი უახლესი ანგარიშის თანახმად მსგავსი დისპლეების მიწოდების მასშტაბი ზრდას განაგრძობს. BOE-ს მონაცემების თანახმად კომპანიამ მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში განახორციელა დაახლოებით 40 მილიონი დრეკადი AMOLED-დისპლეის მიწოდება. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა კომპანიის ინფორმაციის მიხედვით შესამჩნევი ზრდა შეინიშნება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. BOE მრავალპროფილიანი ჰოლდინგია, რომლისთვისაც დისპლეების წარმოება პრიორიტეტულია, თუმცა არ წარმოადგენს ერთადერთ ამოცანას. პარალელურად კომპანია აწარმოებს და უშვებს სენსორებსა და სმარტ-გადაწყვეტილებებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, სამედიცინო აღჭურვილობას და პროდუქტებს ბევრი სხვა სფეროსთვის. დისპლეების ბაზარზე კომპანია არის სმარტფონების, ლეპტოპების, მონიტორების, ტელევიზორების, ტრანსპორტის, ელექტრონული მანიშნებლების, თან სატარებელი ელექტრონიკის და ნებისმიერი სხვა ისეთი სისტემისთვის მომწოდებელი, რომელსაც ეკრანი გააჩნია. https://tinyurl.com/byv3fhvm
  6. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ის პირადად ფლობს კრიპტოვალუტებს და იყენებს ციფრულ აქტივებს თავისი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. ამის შესახებ მან კონფერენცია DealBook-ზე ისაუბრა. კუკმა აღნიშნა, რომ იგი კრიპტოვალუტებით დაინტერესებული იყო „გარკვეული დრო“ და იკვლევდა ამ თემას. უახლოეს მომავალში Apple არ გეგმავს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების ამოქმედებას ან მათ ინტეგრირებას, როგორც გადახდის შესაძლო ვარიანტს კომპანიის პროდუქტის და მომსახურებისთვის, განაცხადა კუკმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია არ აპირებს ამ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას. „არ მგონია, რომ ადამიანები Apple-ის აქციებს ყიდულობენ კრიპტოვალუტებზე წვდომის მისაღებად“, - განმარტა კორპორაციის ხელმძღვანელმა. კუკმა აღნიშნა, რომ „არის სხვა საკითხები, რომლებსაც განიხილავს Apple”. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მაისში კორპორაციამ გამოაცხადა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია, რომელიც უხელმძღვანელებს პარტნიორ პროგრამას „ალტერნატიული გადახდების“ სეგმენტში. მიმდინარე წლის თებერვალში საინვესტიციო ბანკ RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსებმა Apple-ს მოუწოდეს მიჰყოლოდა Tesla-ს მაგალითს და სარგებელი ენახა ციფრული აქტივებისადმი მზარდი ინტერესიდან. https://tinyurl.com/wnejx3jk
  7. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზა PatentScope-ში გამოჩნდა Microsoft-ის დასაკეცი მაუსის პატენტი. ამ პატენტის რეგისტრაციაზე განაცხადი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში შეიტანა, თუმცა გამოქვეყნდა 4 ნოემბერს. ფოტოს წყარო: Microsoft დოკუმენტში აღწერილი მანიპულატორი ძალიან ჰგავს ამჟამად არსებულ უსადენო მაუს Microsoft Arc-ს, თუმცა შესაძლოა იყოს დაკეცვისას უფრო თხელი და გადასაადგილებლად უფრო მარტივი ამჟამინდელ მოდელთან შედარებით. „წარმოდგენილ მაუსს დეფორმირებული კორპუსი აქვს და მომხმარებელს სთავაზობს ორ კონფიგურაციას გამოსაყენებლად. დაკეცილ მდგომარეობაში მაუსს შეუძლია მიიღოს და გადასცეს შემომავალი სიგნალები კურსორის მართვისთვის. გაშლილი მდგომარეობის შემთხვევაში დეფორმირებადი სხეულის ერთი ნაწილი დეფორმირებული სხეულის მეორე ნაწილზეა გადაფარებული“, - ნათქვამია მოწყობილობის საპატენტო განაცხადში. Microsoft-ის მიერ წარმოდგენილი ილუსტრაციები გვიჩვენებს, თუ რა აქვს კომპანიას მხედველობაში. კომპანია ასევე მიუთითებს მაუსის ერთგვარი „გაფართოებული გარსის“ გამოყენების შესაძლებლობაზე. პატენტის თანახმად მაუსის შემადგენლობაში შედის მოძრაობის სენსორი, რომელიც განსაზღვრავს მანიპულატორის სივრცეში გადაადგილებას. აგრეთვე ნახსენებია გარკვეული შიდა კომპონენტი „ტაქტილური შეყვანის მონაცემების უსადენო გადაცემისა და გამოთვლით მოწყობილობაზე მანიპულატორის გადაადგილებისთვის ". შეგახსენებთ, რომ ამჟამად არსებული Microsoft Arc-ის ზოგიერთ ვერსიას გააჩნია სპეციალური სენსორული პანელი, რომელიც მოქმედებს როგორც ზედა და ქვედა მიმართულებით მბრუნავი გორგოლაჭი. Microsoft-ის განცხადების თანახმად თანამედროვე კომპიუტერის მაუსები ხშირად „ზედმეტად დიდი ზომის და მოუხერხებლებია პორტატულ მოწყობილობებთან სატარებლად და გამოსაყენებლად“. რა თქმა უნდა, ბაზარზე ბევრი ძალიან კომპაქტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ Microsoft-ის თქმით, „ ისინი არ არის ერგონომიული და ხშირად მოუხერხებელია გამოყენებისთვის“. მხოლოდ პატენტის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ Microsoft-ის ახალი დასაკეცი მაუსი ოდესმე იხილავს დღის სინათლეს. პორტალი ArsTechnica დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მწარმოებელს კომენტარი არ გაუკეთებია მომავალი პროდუქტების შესახებ. Microsoft Arc მაუსებიც შესაძლებელია დაიკეცოს თაღისებულად ან სიბრტყეზე. ამგვარ კონსტრუქციას კომპანია 2010 წლიდან იყენებს, თუმცა მათი ორად დაკეცვა შეუძლებელია. თუ ისტორიას კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, შეგვიძლია გავიხსენოთ პირველი თაობის Arc, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ეს მოდელი აღჭურვილი იყო მექანიზმით, რომელიც მანიპულატორს დაკეცვის საშუალებას აძლევდა. https://tinyurl.com/yvkxfwnv
  8. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა პლატფორმა Hyperion 8, რომელშიც გაერთიანებულია კომპიუტერული არქიტექტურა და სენსორების ნაკრები. პლატფორმა განკუთვნილია სრულიად ავტონომიური საავტომობილო სისტემების შექმნისთვის. ტექნოლოგია შემუშავებულია მაღალი დონის ფუნქციონალური უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მასთან ერთად აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა კომპანიების, მაგალითად Continental-ის, Hella-ს, Luminar-ის, Sony-სა და Valeo-ს სენსორების ფართო ნაკრები. ფოტოს წყარო: NVIDIA Drive Hyperion 8 მოიცავს 12 კამერას, 9 რადარს, 12 ულტრაბგერით სენსორს და ერთ ლიდარს, რომელიც განთავსებულია წინა პანელზე. პლატფორმაში გამოყენებულია ორი სისტემა კრისტალზე NVIDIA Drive Orin, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაღალ დონეს, აგრეთვე საკმარის რესურსებს მე-4 დონის ავტონომიური მართვის სისტემების ფორმირებისთვის. Drive Hyperion 8 არის მოდულური პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მხოლოდ მათთვის საჭირო ფუნქციები. მაგალითად, მანქანათმშენებელ კომპანიებს შეუძლიათ პლატფორმა გამოიყენონ ძირითადი გამოთვლების შესასრულებლად, ავტონომიური მართვის სისტემების შესაქმნელად, მანქანის სალონში სხვადასხვა ფუნქციის განსახორციელებლად და სხვა. Drive Hyperion 8-ის დეველოპერებისთვის განკუთვნილ კომპლექტში აგრეთვე შედის Ampere არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის წარმადობას პროგრამული უზრუნველყოფის ახალი შესაძლებლობების ტესტირებისთვის. „NVIDIA სათავეში ჩაუდგა გამოთვლების თანამედროვე რევოლუციას და იგივე კეთდება ავტონომიური მართვის კუთხით. ჩვენი კომპანიების საერთო მახასიათებლები ის არის, რომ ჩვენი ტექნოლოგიები მსხვილი ავტომწარმოებლებისთვის ხდება დე-ფაქტო გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ახალი დონის ავტონომიურობას. ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებით ავტომწარმოებლებს აქვთ წვდომა ავტონომიური ავტომობილების განვითარების ყველაზე მოწინავე პლატფორმაზე, ”- განაცხადა ოსტინ რასელმა, Luminar-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Drive Hyperion 8-ის შესახებ. https://tinyurl.com/b4fbwc57
  9. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულმა ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციების განახლებული ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს გამომძალველ ვირუსებთან ბრძოლას. სააგენტომ აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების მხრიდან შეტევის დროს თავდამსხმელები უმეტესად ითხოვენ გადახდას კრიპტოვალუტით. დოკუმენტში გამოყენებულია ტერმინი "კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტა". FinCEN-მა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად კიბერკრიმინალები ითხოვენ გამოსასყიდს Bitcoin-ში და ანონიმურობაზე ორიენტირებულ ისეთ კრიპტოვალუტებში, როგორიცაა Monero. დეპარტამენტის ცნობით თავდამსხმელები მზად არიან შეამცირონ გამოსასყიდის თანხა, თუ მსხვერპლი გადაიხდის ასეთი ვალუტით. ჰაკერები ხშირად იყენებენ შერეულ სერვისებს, რათა კვალი დაფარონ და თანხებს ანაღდებენ ისეთი ბირჟების მეშვეობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სუსტი მარეგულირებელი ზედამხედველობისა და კონტროლის მქონე იურისდიქციებში - ნათქვამია დოკუმენტში. ძირითადი ტენდენციებიდან FinCEN-მა გამოყო ორმაგი გამოძალვის სქემები, რომლებიც მიმართულია კომპანიის თავდაპირველ მსხვერპლზე (მაგალითად პარტნიორებზე ან მომხმარებლებზე), ასევე გამოყო მოდელი „გამოძალვა, როგორც მომსახურება“ (RaaS). სააგენტომ აგრეთვე ჩამოთვალა ინდიკატორები, რომელთა მიხედვით სპეციალისტებს შეუძლიათ გამომძალველ პროგრამასთან დაკავშირებული ტრანზაქციების იდენტიფიცირება. მათ შორისაა - ადრე იდენტიფიცირებულ ჰაკერებთან დაკავშირებული მისამართები, მსხვილი კრიპტო გადარიცხვები ისეთი მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ან აქვთ ტრანზაქციების მცირე ისტორია, მაღალი რისკის მქონე ბირჟების გამოყენება და ა.შ. FinCEN-მა ხაზი გაუსვა ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის კრიპტო ბირჟების მიერ გამოძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის იდენტიფიკაციისა და მოხსენების მნიშვნელობას. ადრე FinCEN-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბირჟებმა და სხვა ორგანიზაციებმა გაუგზავნეს 635-ზე მეტი შეტყობინება საეჭვო ოპერაციების შესახებ, რომლებიც დამშიფვრელი ვირუსების ოპერატორების მხრიდან გამოსასყიდის მოთხოვნას უკავშირდებოდა. ეს შეტყობინებები შეიცავდა ინფორმაციას 590 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების შესახებ. https://tinyurl.com/yh8wxbbp
  10. კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შექმნა წარმოებაში პირველი 14-ნანომეტრიანი Low Power Double Data Rate 5X (LPDDR5X) DRAM სტანდარტის 16 გბ მეხსიერების ჩიპები. ფოტოს წყარო: Samsung დაანონსებული პროდუქტები ორიენტირებულია მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, სერვერებზე, საავტომობილო პლატფორმებსა და ა.შ. LPDDR5X მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 8.5 გბ/წმ სიჩქარით. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ მეტია LPDDR5 მეხსიერების სიჩქარეზე, რომლის შედეგია 6.4 გბ/წმ. 14-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მეხსიერების ენერგომოხმარება შემცირდა 20%-ით LPDDR5 სტანდარტის პროდუქტებთან შედარებით. 16 გბ LPDDR5X ჩიპების ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ოპერატიული მეხსიერების მოდულები 64 გბ-მდე მოცულობით. მიიჩნევა, რომ ახალი მეხსიერება ხელს შეუწყობს „ციფრული რეალობის“ კონცეფციის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, მანქანური სწავლებისა და შერეული რეალობის (AR) დანერგვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. https://tinyurl.com/2es5ka44
  11. NVIDIA-მ დააანონსა ტექნოლოგიური პლატფორმა NVIDIA Omniverse Avatar მაღალი წარმადობის ინტერაქტიული ავატარების შექმნისთვის, რომლებიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით. ამ დამხმარეების გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მაგალითად მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის. ამ პლატფორმაში გაერთიანებულია NVIDIA-ს ტექნოლოგიები მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმებისა და მოდელირების სფეროდან. მისი მეშვეობით შექმნილი ავატარები წარმოადგენენ ინტერაქტიულ პერსონაჟებს სამგანზომილებიანი გრაფიკითა და რეითრეისინგით, მათ შეუძლიათ დაინახონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა თემას და გაიგონ თანამოსაუბრის მიერ გამოხატული აზრი. Omniverse Avatar საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის მქონე დამხმარეები პრაქტიკულად ყველა სფეროსთვის. იგი კომპანიებს დაეხმარება უზრუნველყონ მომხმარებლებთან ყოველდღიური კონტაქტი - ეს საკითხები იქნება საბანკო ოპერაციები, პირადი შეხვედრების დანიშვნა, მაგიდის დაჯავშნა რესტორანში და ა.შ. „Omniverse Avatar-ში გაერთიანებულია NVIDIA-ს ძირითადი გრაფიკა, მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურ დროში ყველაზე რთული აპლიკაციები იმასთან შედარებით, რაც აქამდე შექმნილა“ - განაცხადა NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jensen Huang). Omniverse Avatar იყენებს მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმების, სახის ანიმაციისა და გრაფიკის ელემენტებს, რომლებიც წარმოდგენილია შემდეგი ტექნოლოგიებით: საუბრის ამოცნობა დაფუძნებულია NVIDIA Riva-ზე, მრავალენოვანი მეტყველების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტზე. Riva აგრეთვე გამოიყენება ადამიანური საუბრის პასუხების გენერირებისთვის ტექსტის საუბრად გარდაქმნის შესაძლებლობის მეშვეობით. ბუნებრივი ენის აღქმა და გაგება დაფუძნებულია ბუნებრივი ენის გენერაციის მოდელ NVIDIA Megatron 530B-ზე, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს, გაიგოს და დააგენერიროს ადამიანის ენა. Megatron 530B - ეს არის წინასწარ განსწავლული მოდელი, რომელსაც მინიმალური სწავლების ან მის გარეშეც კი შეუძლია შეადგინოს სრული წინადადებები, უპასუხოს კითხვებს, შეაჯამოს გრძელი რთული ისტორიები, თარგმნოს სხვადასხვა ენაზე და დაამუშავოს კონტენტი ბევრ იმ სფეროში, რომლებისთვისაც იგი სპეციალურად არ იქნა შემუშავებული. ავატარის სარეკომენდაციო მექანიზმი წარმოდგენილია NVIDIA Merlin-ის მიერ. ეს არის სამუშაო ჩარჩო, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს შექმნან ღრმა სწავლების ისეთი სარეკომენდაციო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის მონაცემების მართვა; აღქმის შესაძლებლობები მხარდაჭერილია NVIDIA Metropolis-ის მიერ - ეს გახლავთ ვიდეოანალიტიკისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ხედვის სამუშაო ჩარჩო; ავატარის ანიმაცია დამყარებულია NVIDIA Video2Face და Audio2Face ტექნოლოგიებზე, სახის 2D და 3D ანიმირებასა და რენდერინგზე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლით. ეს ტექნოლოგიები გაერთიანებულია აპლიკაციაში და მუშავდება რეალურ დროში NVIDIA Unified Compute Framework-ის გამოყენებით. მასშტაბირებადი რეგულირებადი მიკროსერვისების სახით წარმოდგენილი ეს შესაძლებლობები შესაძლოა უსარფთხოდ იქნას ამოქმედებული, მართული და ორგანიზებული რამდენიმე ადგილზე NVIDIA Fleet Command-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/aywzrdd5
  12. 8 ნოემბერს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებებმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 4700 აშშ დოლარიან ნიშნულს ზემოთ. CoinGecko-ს თანახმად ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივის ფასი 4.3%-ით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში Ethereum იყიდებოდა 4757 აშშ დოლარის დონეზე. კაპიტალიზაციამ მიაღწია 563.6 მლრდ აშშ დოლარს. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. ბოლო 24 საათის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 6.2%-ით და იყიდება დაახლოებით 65970 აშშ დოლარად. BTC-ის დომინირების ინდექსია 41.3%, ETH-ის - 18,7%. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტოპ-10 აქტივიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ორის ფასი შემცირდა, ესენია Binance Coin (-3.1%) და Solana (-4.1%). წყარო: CoinGecko. 3 ნოემბერს Ethereum-ის კურსმა მიაღწია 4639 აშშ დოლარიან ნიშნულს. ოქტომბრის შეჯამებით, ETH-მა Bitcoin-ს გაუსწრო ფასის ზრდის ტემპით 42.9%-იანი მაჩვენებლით 39.9%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად. საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs უშვებს ალბათობას, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი 8 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/axsuur7d
  13. Alphabet Corporation-მა დააარსა კომპანია Isomorphic Labs, რომლის მიზანია გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი ახალი ფარმაცევტული საშუალებების აღმოსაჩენად. გავრცელებული ინფორმაციით ახალი პროექტი გამოიყენებს ლონდონში არსებულ, Alphabet-ის კუთვნილ ლაბორატორია DeepMind-ის მიღწევებს, რომლის ხელოვნური ინტელექტი დაუჯერებელი სიზუსტით ახდენს ცილების ფორმის პროგნოზირებას ალგორითმ AlphaFold2-ის მეშვეობით. „ჩემთვის მეტად სასიამოვნოა გაცნობოთ ახალი კომპანია Isomorphic Labs-ის შექმნის შესახებ - ეს არის ინდუსტრიული საწარმო, რომლის მისიაა გადახედოს ხელოვნური ინტელექტის მიერ მედიკამენტების აღმოჩენის მთელ პროცესს და საბოლოოდ მოახდინოს ზოგიერთი ძირითადი ცხოვრებისეული პროცესის მოდელირება და აღქმა“, - განაცხადა Isomorphic Labs-ისა და DeepMind-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დემის ჰასაბისმა. კომპანიის წარმომადგენელმა The Verge-ს განუცხადა, რომ Isomorphic Labs და DeepMind დარჩებიან ცალ-ცალკე კომპანიებად მიუხედავად რამდენიმე მსგავსი მეთოდის გამოყენებისა. გარდა ამისა, Isomorphic Labs-მა შეიძლება არ შეიმუშაოს საკუთარი მედიკამენტები, მაგრამ თავის მოდელებს გაყიდის ფარმაცევტულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში. ბრიტანელი ანტრეპრენერი და მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის სფეროში დემის ჰასაბისი Isomorphic Labs არ არის პირველი კომპანია, რომელიც ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო აღმოჩენებში. Nvidia თანამშრომლობს AstraZeneca-სთან, Schrödinger-სა და ფლორიდის უნივერსიტეტთან, რათა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს მედიკამენტების კვლევაში. Pfizer თანამშრომლობს IBM's Watson-თან სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავებაზე. და ბოლოს, UBC Microsoft-თან თანამშრომლობით ასევე ცდილობს გამოიყენოს ქლაუდ-გამოთვლები ახალი წამლების შექმნაში. თავის ბლოგში ჰასაბისმა აღნიშნა, რომ DeepMind უკვე ათი წელია მოწინავეა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ ძირითადად ისეთი თამაშების წყალობით, როგორიცაა AlphaGo - პროგრამა, რომელმაც თამაშ გო-ში მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. ამჟამად ჰასაბისი მიიჩნევს, რომ ეს „ტექნიკა და მეთოდები გახდა საკმაოდ მძლავრი და რთული იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას რეალური პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის მეცნიერული აღმოჩენებისთვის“. თუკი მისი იმედები გამართლდება, მედიკამენტების შექმნის კუთხით ახალი რევოლუციური ეპოქის მომსწრენი გავხდებით. https://tinyurl.com/6ktrt2p4
  14. კანადურმა სავაჭრო ობიექტებმა დაიწყეს თავიანთ ქსელებში ჯერ კიდევ დაუანონსებელი, Intel Alder Lake პროცესორების უმცროსი მოდელების დამატება. ინტერნეტ-დეტექტივმა momomo_us-მა ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინა Core i7-12700F, Core i5-12400F და Core i5-12400 მოდელების ფასები. მითითებულ ჩიპებს არ აქვს განბლოკილი მულტიპლიკატორები, F-ვერსიებს კი ასევე არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვები. ერთ-ერთი რითეილერის მონაცემებით, Core i7-12700F მოდელის ფასი 445 კანადურ დოლარს შეადგენს (365 აშშ დოლარი). ამრიგად, ეს ჩიპი იქნება დაახლოებით 75 კანადური დოლარით (69 $) იაფი K-ვერსიის პროცესორთან შედარებით, რომელიც გაყიდვაში უკვე გამოვიდა. Core i5-12400F მოდელი შეფასებულია 249 კანადურ დოლარად (200 აშშ დოლარი), Core i5-12400 ვერსია კი - 287 კანადურ დოლარად, ანუ 230 აშშ დოლარად. ორივე მათგანი წინამორბედებთან შედარებით ძვირია, რომელთა ფასია 157 და 187 აშშ დოლარი, შესაბამისად. ფოტოს წყარო: momomo_us გარდა ამისა, გამოჩნდა ინფორმაცია Alder Lake თაობის Core i3 სერიის პირველი წარმომადგენლის შესახებ. მოდელი Core i3-12100F, რომელსაც აქვს ოთხი მაღალი წარმადობის P-ბირთვი 8 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, რითეილერის მიერ შეფასებულია 148 კანადურ დოლარად, რაც დაახლოებით 120 აშშ დოლარია. სავაჭრო ობიექტმა აგრეთვე მიუთითა წარმოდგენილი ჩიპების საბაზისო სიხშირეც, რაც სავსებით სარწმუნოა, რომ მაღალი წარმადობის P-ბირთვებს უკავშირდება. რადგანაც მე-12 თაობის Intel Core პროცესორების უმცროსი მოდელების მახასიათებლები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ჯერჯერობით არაოფიციალურ ცნობებს თუ დავეყრდნობით. ქვემოთ წარმოდგენილია ჩიპების სავარაუდო კონფიგურაციები, აგრეთვე უმცროსი მოდელების ტაქტის სიხშირეები 3DCenter.org-ის ვერსიით. ფოტოს წყარო: 3DCenter.org Alder Lake თაობის უმცროსი მოდელების ოფიციალური ანონსი მომდევნო წლის იანვარში შედგება. https://tinyurl.com/24uuwyfv
  15. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის გეგმის მიღებას კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ შესწორებების გარეშე - აცხადებს CNN. ხმები გაიყო 228 – 2026-ის წინააღმდეგ. დოკუმენტი ხელმოსაწერად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. Coin Center-ის აღმსარულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ განმარტა, რომ კრიპტო რეგულაციები ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს. მისი თქმით, სენატი იმუშავებს მეორე მსხვილ კანონპროექტზე ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შესწორებას. ბრიტომ აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და საზოგადოებას სიტუაციის გამოსწორების "რამდენიმე გზა" აქვს. მან მიუთითა „ბროკერის“ განმარტების ფართო ინტერპრეტაციაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო „გადაწყვეტს, ვისთან მიმართებაში გამოიყენოს მოთხოვნები“. ”ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამ მარეგულირებელ პროცესში,” - თქვა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ, 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან გადასახადების სახით 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების მოზიდვას. კრიპტო-საზოგადოებამ კანონპროექტი გააკრიტიკა „ბროკერის“ გაფართოებული განმარტებისთვის, რომელიც მოიცავს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს ანგარიშები ჩააბარონ სამომხმარებლო ტრანზაქციების შესახებ. რამდენიმე სენატორის, რონ უაიდენის, სინტია ლამისისა და პეტ ტუმის მიერ შემოთავაზებული იყო კრიპტოინდუსტრიის მონაწილეების გამორიცხვა ორპარტიული გეგმიდან. მათმა კოლეგა რობ პორტმანმა შეიტანა შესწორება, რომელიც საგადასახადო ანგარიშგებიდან ათავისუფლებდა მხოლოდ მაინერებს, ასევე მაინინგ-აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებს, PoS-ვალიდატორების სტატუსი გაურკვეველი რჩებოდა. 9 აგვისტოს დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა და ფინანსთა სამინისტრომ მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ შესაბამის ცვლილებას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მიუღია - წინააღმდეგი იყო 87 წლის რიჩარდ შელბი. საზოგადოების შეშფოთებას ადრე იწვევდა ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორება, რომელიც ავალდებულებდა 10 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაემოწმებინათ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. https://tinyurl.com/4ksj4xvy
  16. კომპანია Apple-მა დაიწყო კრისტალზე ჩიპების (SoC) ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობა. ახალი SoC მოიცავს 3-ნანომეტრიან ჩიპებს კოდური დასახელებით Ibiza, Lobos და Palma, რომლებიც 2023 წელს გამოვა და ექნებათ ცენტრალური პროცესორის 40-მდე ბირთვი. M1 სერიის SoC-ის მეშვეობით Apple-მა შეძლო შეექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი პროცესორების სერია, რომელიც კონკურენციას უწევს AMD-სა და Intel-ის პროცესორების დიდ უმრავლესობას. Apple-ს აქვს SoC-ის განვითარების სერიოზული სამოქმედო გეგმა, რაშიც შედის 40-ბირთვიანი პროცესორის წარმოება, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. მომავალ წელს Apple გეგმავს M2 სერიის მე-2 თაობის SoC-ის წარდგენას. ეს პროცესორები წარმოებული იქნება ნოუდების გაუმჯობესებული TSMC N5 ვერსიის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ამჟამად გამოიყენება M1 სერიის SoC Apple-ის დამზადებისთვის (მაგალითად, N5P, N4, N4P).  ყველაზე თვალშისაცემი გაუმჯობესება განხორციელდება Apple-ის მე-3 თაობის M-სერიის SoC-ში, რადგან იგი წარმოებული იქნება TSMC-ის N3 (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესის გამოყენებით. ახალი ტექნოლოგია კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიყენოს მეტი ტრანზისტორი და გაზარდოს ტაქტის სიხშირე წინა M-სერიებთან შედარებით ენერგომოხმარების მატების გარეშე. სამომავლო M3 სერიაში, როგორც ზემოთ ითქვა, შევა პროცესორები კოდური დასახელებებით - Ibiza, Lobos და Palma. თითოეული მათგანი განკუთვნილი იქნება Mac-ის სხვადასხვა სისტემისთვის წარმადობის მოთხოვნის შესაბამისად. ფლაგმანურ ჩიპს ექნება ოთხ კრისტალზე განთავსებული 40-მდე ბირთვი და იგი სავსებით საკმარისი იქნება Mac Pro-სთვის. პირველი Apple SoC M3 ჩიპები გამოვა 2023 წელს, როდესაც TSMC დაიწყებს საკუთარი 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების მიწოდებას. https://tinyurl.com/25bmzj4w
  17. კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენცია COP 26-ის მსვლელობისას კომპანია Wright Electric-მა დააანონსა ახალი პროექტი - თვითმფრინავი Wright Spirit ასი სამგზავრო ადგილით. იგი აიგება მოდელ BAe 146-ის ბაზაზე და აღჭურვილი იქნება ელექტრო ძრავით. თვითმფრინავი მზად 2026 წლისთვის იქნება. ფოტოს წყარო: weflywright.com “აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში მსოფლიოში უდიდესი ელექტრო ძრავის აგებით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ უდიდესი მოდერნიზაცია ნულოვანი გამონაბოლქვის უზრუნველყოფისთვის და ამავე დროს მოვემსახუროთ ყველაზე გადატვირთულ მარშრუტებს“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა Jeff Engler-მა. თვითმფრინავი Wright Spirit უზრუნველყოფს საათობრივ ფრენებს და გადაიყვანს ერთ რეისზე ასამდე მგზავრს ისეთ პოპულარულ მარშრუტებზე, როგორიცაა მაგალითად ფრენა ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე. BAe 146-ის ნახშირწყალბადის დანადგარის მთლიანად ელექტრო ალტერნატივით შეცვლა გარკვეულ დროის მოითხოვს. სახმელეთო ტესტების სერიის შემდეგ კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის დაიწყოს თვითმფრინავის ფრენის გამოცდები ერთი ელექტრო ძრავით. 2024 წელს ძრავების რაოდენობა გახდება ორი, 2026 წლისთვის კი მზად იქნება მთლიანად ელექტრო ძრავზე მომუშავე თვითმფრინავი. შორ მანძილზე ფრენების არარსებობის შემთხვევაშიც კი ასეთ მოდელს კომპანიის ხელმძღვანელის თქმით შეუძლია „მნიშვნელოვნად იმოქმედოს მავნე ნივთიერებების გლობალურ ემისიებზე“. თუკი კომპანია დასახულ მიზანს მიაღწევს 2026 წლისთვის, Wright Spirit-ს ყველანაირი შესაძლებელობა გააჩნია იმისთვის, რომ გახდეს ფლაგმანური მოდელი საავიაციო სფეროში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით. ინდუსტრიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამგვარ ტექნოლოგიებზე გადასვლა განახორციელოს 2050 წლისთვის, კომპანია Wright კი 2026 წლიდან ამისთვის მზად იქნება - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. https://tinyurl.com/hdrbmjx3
  18. აშშ-ის გადასახადების სამმართველოს (IRS) ყოფილი თანამშრომელი Amjad Qaqish შეუერთდა კრიპტო ბირჟა Binance-ის გუნდს. იგი უხელმძღვანელებს საერთაშორისო გუნდ SAR-ს (Suspicious Activity Report). წინა თანამდებობაზე კაკიში მონაწილეობდა ისეთ საქმეებში, რომელბიც უკავშირდებოდა გადასახადებისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას, მათ შორის ციფრული აქტივების გამოყენებას. Binance-ში სპეციალისტი ზედამხედველობას გაუწევს გუნდს, რომელიც აკონტროლებს საეჭვო აქტივობებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და უკანონო ქმედებებთან საბრძოლველად. ”ჩემი დაინტერესება კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიით მრავალი წლის წინ დაიწყო. ბაზრის [განვითარების] სიჩქარე ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი მონაწილეების შეკავება გადამწყვეტია ინდუსტრიის გრძელვადიანი წარმატებისთვის, ”- განაცხადა კაკიშმა. სექტემბრის ბოლოს Binance-მა დაიქირავა IRS-ის ორი ექს-აგენტი: Tigran Gambaryan, რომელიც მუშაობდა Silk Road-ის, Mt. Gox-სა და BTC-სთან დაკავშირებულ საქმეებზე და მეთიუ პრაისი. პირველმა მათგანმა დაიკავა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გლობალური დაზვერვისა და გამოძიების საკითხებში, მეორემ - გამოძიების უფროსი დირექტორის თანამდებობა. მანამდე Europol-ის ყოფილი darknet-სპეციალისტი ნილს ანდრესენ-რეიდი შეუერთდა Binance-ის უსაფრთხოების გუნდს. შეგახსენებთ, რომ მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ნიდერლანდების, იტალიის, პოლონეთის, იაპონიის, ტაილანდის, ჰონგ კონგის, სინგაპურის, სამხრეთ აფრიკის და სხვა მრავალი ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებლებმა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაფრთხილებები გაავრცელეს. ამ გაფრთხილებების ფონზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისაუბრა ბირჟის ნორმატიულ-სამართლებრივ შესაბამისობისა და მომხმარებლების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ. აგვისტოში კომპანიამ დაიწყო მომხმარებლების სავალდებული ვერიფიკაცია და მოიწვია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მკვლევარი Greg Monaghan ფულის გათეთრებასთან ბრძოლის თანამშრომლის პოზიციაზე. Binance-ს ასევე მონიტორინგს გაუწევს აშშ-ის სწრაფი საბირჟო სავაჭრო კომისია, რომელიც ეჭვობს პლატფორმაზე ინსაიდერული ვაჭრობისა და საბაზრო მანიპულირების არსებობას. https://tinyurl.com/tkkjnj37
  19. გამოვა ოდესმე დასაკეცი Google Pixel? უამრავი მოარული ხმა არსებობს, ასევე ხელმისაწვდომია Android-ის კოდი, რომელიც მიუთითებს, რომ Google აპირებს დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას. გარდა ამისა, არსებობს განცხადება Android-ის გამოშვების შესახებ, რაც დასაკეც მოწყობილობაზე იქნება ორიენტირებული. 9to5Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოვა დასაკეცი Pixel უკვე ცნობილი კამერით. ინსაიდერების თქმით, აპლიკაცია Google Camera-ს კოდში არსებობს სტრიქონი: "ispixel2022Foldable". ფაქტია, რომ Google Camera-ში შესაძლებელია მოწყობილობის გამოსვლის საკმაოდ ზუსტის თარიღის გაგება: Pixel 4-ის გამოსვლის წინ აპლიკაციაში ჩანდა ასეთი სტრიქონები: "Ispixel2019midrange" და "ispixel2019". გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ Google-მა დააანონსა Android 12L, განახლება Android-ისთვის, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტებსა და დასაკეც მოწყობილობებზე. Android-დეველოპერების გუნდი პირობას დებს, რომ ახალი პროგრამული და აპარატული განახლება ერთობლივად შემუშავდება. Android 12L უნდა გამოვიდეს 2022 წლის მარტში, ასე რომ Google Pixel Foldable დიდი ალბათობით ამავე პერიოდში გამოვა. Google camera-დან გაჟონილი ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს გარკვეულ ცნობებს კამერის შესახებ: დასაკეც Pixel-ს არ ექნება Pixel 6-ის ახალი კამერები. კაილ ბრედშოუ 9to5Google-დან აცხადებს, რომ მოწყობილობას ექნება იგივე კამერა, რაც მოცემულია გასული წლის Pixel 5-ში დროში გამოცდილ და საიმედო სენსორ Sony IMX363-ის ჩათვლით. როგორც ცნობილია, მოწყობილობაში მოცემული იქნება ორი უკანა კამერა (ისევე, როგორც Pixel 5-ში), ერთი ფრონტალური და ერთიც - შიდა კამერა. უფრო ადრეული კამერების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დასაკეცი მოწყობილობების სამყაროში, რადგანაც ეს მოწყობილობები უფრო მეტად ორიენტირებულია მედია კონტენტსა და წარმადობაზე, ვიდრე ფოტოგადაღებაზე. Samsung Galaxy Z Fold 3-ს შედარებით ცუდი კამერები აქვს, ვიდრე ფლაგმანურ Galaxy S21 Ultra-ს; Fold 3-ს აქვს სამი მსგავსი 12-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ნაცვლად S21 Ultra-ს ოთხი უკანა კამერისა, რომლებშიც შედის ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი და პერისკოპის ტელეობიექტივი. კამერის მოდულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია მოწყობილობის სისქესთან. ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს თხელი სმარტფონები (უფრო მსხვილ მოწყობილობებს, როგორც წესი, ავტონომიური მუშაობის უფრო დიდი დრო აქვთ), თუმცა დასაკეცი მოწყობილობების შემთხვევაში სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს: დაკეცვისას მოწყობილობის სისქე ორმაგდება. ამრიგად, Pixel 6-ის სისქე კამერების პანელის ჩათვლით 12 მილიმეტრია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ორი Pixel 6-ის ზომის მოწყობილობა დაკეცვის შემდეგ 24-მილიმეტრიან „აგურად“ გადაიქცევა. ვინაიდან კამერები სმარტფონის ყველაზე მოცულობითი კომპონენტია, კამერების რაოდენობის შემცირება მარტივი გზაა უფრო თხელი მოწყობილობის მისაღებად. Samsung-ის მაგალითზე, S21 Ultra-ს სისქე 8.9 მმ-ია, 2 მმ კამერით ზემოდან იმ დროს, როდესაც Fold 3-ის თითოეული ნახევრის სისქე 6.9 მმ-ს შეადგენს. https://tinyurl.com/rb2tmfwx
  20. გამოვა ოდესმე დასაკეცი Google Pixel? უამრავი მოარული ხმა არსებობს, ასევე ხელმისაწვდომია Android-ის კოდი, რომელიც მიუთითებს, რომ Google აპირებს დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას. გარდა ამისა, არსებობს განცხადება Android-ის გამოშვების შესახებ, რაც დასაკეც მოწყობილობაზე იქნება ორიენტირებული. 9to5Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოვა დასაკეცი Pixel უკვე ცნობილი კამერით. ინსაიდერების თქმით, აპლიკაცია Google Camera-ს კოდში არსებობს სტრიქონი: "ispixel2022Foldable". ფაქტია, რომ Google Camera-ში შესაძლებელია მოწყობილობის გამოსვლის საკმაოდ ზუსტის თარიღის გაგება: Pixel 4-ის გამოსვლის წინ აპლიკაციაში ჩანდა ასეთი სტრიქონები: "Ispixel2019midrange" და "ispixel2019". გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ Google-მა დააანონსა Android 12L, განახლება Android-ისთვის, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტებსა და დასაკეც მოწყობილობებზე. Android-დეველოპერების გუნდი პირობას დებს, რომ ახალი პროგრამული და აპარატული განახლება ერთობლივად შემუშავდება. Android 12L უნდა გამოვიდეს 2022 წლის მარტში, ასე რომ Google Pixel Foldable დიდი ალბათობით ამავე პერიოდში გამოვა. Google camera-დან გაჟონილი ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს გარკვეულ ცნობებს კამერის შესახებ: დასაკეც Pixel-ს არ ექნება Pixel 6-ის ახალი კამერები. კაილ ბრედშოუ 9to5Google-დან აცხადებს, რომ მოწყობილობას ექნება იგივე კამერა, რაც მოცემულია გასული წლის Pixel 5-ში დროში გამოცდილ და საიმედო სენსორ Sony IMX363-ის ჩათვლით. როგორც ცნობილია, მოწყობილობაში მოცემული იქნება ორი უკანა კამერა (ისევე, როგორც Pixel 5-ში), ერთი ფრონტალური და ერთიც - შიდა კამერა. უფრო ადრეული კამერების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დასაკეცი მოწყობილობების სამყაროში, რადგანაც ეს მოწყობილობები უფრო მეტად ორიენტირებულია მედია კონტენტსა და წარმადობაზე, ვიდრე ფოტოგადაღებაზე. Samsung Galaxy Z Fold 3-ს შედარებით ცუდი კამერები აქვს, ვიდრე ფლაგმანურ Galaxy S21 Ultra-ს; Fold 3-ს აქვს სამი მსგავსი 12-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ნაცვლად S21 Ultra-ს ოთხი უკანა კამერისა, რომლებშიც შედის ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი და პერისკოპის ტელეობიექტივი. კამერის მოდულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია მოწყობილობის სისქესთან. ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს თხელი სმარტფონები (უფრო მსხვილ მოწყობილობებს, როგორც წესი, ავტონომიური მუშაობის უფრო დიდი დრო აქვთ), თუმცა დასაკეცი მოწყობილობების შემთხვევაში სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს: დაკეცვისას მოწყობილობის სისქე ორმაგდება. ამრიგად, Pixel 6-ის სისქე კამერების პანელის ჩათვლით 12 მილიმეტრია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ორი Pixel 6-ის ზომის მოწყობილობა დაკეცვის შემდეგ 24-მილიმეტრიან „აგურად“ გადაიქცევა. ვინაიდან კამერები სმარტფონის ყველაზე მოცულობითი კომპონენტია, კამერების რაოდენობის შემცირება მარტივი გზაა უფრო თხელი მოწყობილობის მისაღებად. Samsung-ის მაგალითზე, S21 Ultra-ს სისქე 8.9 მმ-ია, 2 მმ კამერით ზემოდან იმ დროს, როდესაც Fold 3-ის თითოეული ნახევრის სისქე 6.9 მმ-ს შეადგენს. https://tinyurl.com/rb2tmfwx
  21. Intel Alder Lake-S პროცესორები გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ზოგიერთმა საცალო სავაჭრო ობიექტმა უკვე დაიწყო ფასების შემცირება კონკურენტ AMD Ryzen 5000 სერიის პროდუქტებზე - წერს VideoCardz. MicroCenter, კომპიუტერული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, პირველი იყო, ვინც შეამცირა ფასები "წითელ" პროცესორებზე. ფოტოს წყარო:VideoCardz მაშ ასე, 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 5600X მოდელის ფასი ზემოთხსენებულ რითეილერთან 280 აშშ დოლარამდე, ანუ 30$-ით შემცირდა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8-ბირთვიანი Ryzen 7 5800X, რომელიც ამჟამად იყიდება 300 აშშ დოლარად, რაც ამ დრომდე არსებულ ფასთან შედარებით 150 აშშ დოლარით ნაკლებია. გაიაფდა უფროსი 12-ბირთვიანი მოდელიც: ამ პროცესორის მიმდინარე ფასი MicroCenter-ის ქსელში 500 აშშ დოლარია - 50 აშშ დოლარით ნაკლები. Intel Alder Lake-S პროცესორები გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ზოგიერთმა საცალო სავაჭრო ობიექტმა უკვე დაიწყო ფასების შემცირება კონკურენტ AMD Ryzen 5000 სერიის პროდუქტებზე - წერს VideoCardz. MicroCenter, კომპიუტერული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, პირველი იყო, ვინც შეამცირა ფასები "წითელ" პროცესორებზე. ფოტოს წყარო:VideoCardz მაშ ასე, 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 5600X მოდელის ფასი ზემოთხსენებულ რითეილერთან 280 აშშ დოლარამდე, ანუ 30$-ით შემცირდა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8-ბირთვიანი Ryzen 7 5800X, რომელიც ამჟამად იყიდება 300 აშშ დოლარად, რაც ამ დრომდე არსებულ ფასთან შედარებით 150 აშშ დოლარით ნაკლებია. გაიაფდა უფროსი 12-ბირთვიანი მოდელიც: ამ პროცესორის მიმდინარე ფასი MicroCenter-ის ქსელში 500 აშშ დოლარია - 50 აშშ დოლარით ნაკლები. წყარო: MicroCenter წყარო: MicroCenter ჯერჯერობით უცნობია, ღირებულების შემცირება დროებითია თუ ტენდენცია სხვა რითეილერებზეც გავრცელდება. ამ მოვლენებზე AMD-ს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. VideoCardz-ის ცნობების თანახმად AMD-ის პროცესორები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიაფდა. იგივე მოდელი Ryzen 7 5800X ევროპაში თითქმის საწყის ფასად, 377 ევროდ იყიდება. AMD Ryzen 7 5800X პროცესორის ფასის დინამიკა ევროპაში. წყარო: Geizahls უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია ჩიპები განბლოკილი მულტიპლიკატორებით, აგრეთვე Core i5 სერიის Alder Lake მოდელები, რომელთა ფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. Core i5-12400F ჩიპის მსგავსი მოდელების სავარაუდო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი იქნება და ისინი სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ 6-ბირთვიან AMD Zen 3 პროცესორებზე. Intel Alder Lake და AMD Ryzen 5000 მოდელების ფასების შედარება. წყარო: VideoCardz ჯერჯერობით უპირატესობა AMD-ს აქვს AM4 პლატფორმაზე დამყარებულ დაბალბიუჯეტურ დედა დაფებთან მიმართებაში. Core 12-ისთვის განკუთვნილი, Intel-ის უფრო ხელმისაწვდომი დაფები Intel B660 და Intel H670 ჩიპსეტებით სავარაუდოდ მომდევნო წლის იანვრამდე არ გამოვა. https://tinyurl.com/23bhycsu წყარო: MicroCenter წყარო: MicroCenter ჯერჯერობით უცნობია, ღირებულების შემცირება დროებითია თუ ტენდენცია სხვა რითეილერებზეც გავრცელდება. ამ მოვლენებზე AMD-ს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. VideoCardz-ის ცნობების თანახმად AMD-ის პროცესორები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიაფდა. იგივე მოდელი Ryzen 7 5800X ევროპაში თითქმის საწყის ფასად, 377 ევროდ იყიდება. AMD Ryzen 7 5800X პროცესორის ფასის დინამიკა ევროპაში. წყარო: Geizahls უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია ჩიპები განბლოკილი მულტიპლიკატორებით, აგრეთვე Core i5 სერიის Alder Lake მოდელები, რომელთა ფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. Core i5-12400F ჩიპის მსგავსი მოდელების სავარაუდო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი იქნება და ისინი სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ 6-ბირთვიან AMD Zen 3 პროცესორებზე. Intel Alder Lake და AMD Ryzen 5000 მოდელების ფასების შედარება. წყარო: VideoCardz ჯერჯერობით უპირატესობა AMD-ს აქვს AM4 პლატფორმაზე დამყარებულ დაბალბიუჯეტურ დედა დაფებთან მიმართებაში. Core 12-ისთვის განკუთვნილი, Intel-ის უფრო ხელმისაწვდომი დაფები Intel B660 და Intel H670 ჩიპსეტებით სავარაუდოდ მომდევნო წლის იანვრამდე არ გამოვა. https://tinyurl.com/23bhycsu
  22. გასული თვის შეჯამების თანახმად Bitcoin-მაინერებმა მოიპოვეს 1.72 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული ოქრო, რაც დაახლოებით მარტის რეკორდული მაჩვენებლის (1.74 მლრდ აშშ დოლარი) ტოლია. Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode Ethereum-მაინერების ოქტომბრის თვის შემოსავალმა შეადგინა ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელი 2.9 მლრდ აშშ დოლარი 1.34 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების საკომისიოების ჩათვლით (მთლიანი შემოსავლის 46.2%). Ethereum -მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode ოქტომბერში გაგრძელდა Bitcoin-ის ჰეშრეითის აღდგენა, რომელიც მის ფასთან კორელირებდა, თვის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრე 2.42%-ით გაიზარდა. შვიდდღიანმა ცვლადმა შუალედმა 29 ოქტომბერს მიაღწია რეკორდულ 163.61 EH/s მაჩვენებელს. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, EH/s. წყარო: Glassnode Ethereum-ის ჰეშრეითმაც ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გასულ თვეში ETH-ის ფასთან კორელირებადი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, მისი ისტორიული მაქსიმუმი კი დაფიქსირდა 25 ოქტომბერს 746.12 TH/s ნიშნულზე. Ethereum-ის ჰეშრეითის დინამიკა, h/s. წყარო: Glassnode NFT-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟისა და DeFi სეგმენტის ზრდის ფონზე Ethereum ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ კვლავ 50 დოლარს გადააჭარბა. ბოლო ჯერზე მაჩვენებელი ამ დონეზე იყო სექტემბრის დასაწყისში, მანამდე კი - მაისში. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: Glassnode Bitcoin-ტრანზაქციის საშუალო საკომისიო უპირატესად 3-4 აშშ დოლარის დიაპაზონში იყო. ორშაბათს, 1 ნოემბერს, მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე გაიზარდა 7.85%-ით - 21,66 ტრილიონ ჰეშამდე. ჩინეთის აკრძალვის შემდეგ ეს ზედიზედ მერვე ზრდაა. https://tinyurl.com/525pcfj8
  23. Intel-ის 30.0.101.1002 ვერსიის დრაივერები აჩვენებს, რომ კომპანიამ დაარეზერვა 32-მდე PCI იდენტიფიკატორი DG2 დისკრეტული გრაფიკული პროცესორებისთვის, რომლებიც გაიყიდება ბრენდით Arc Alchemist. როგორც წესი, PCI ID წარმოადგენს ცალკეულ პროდუქტს. Intel ოფიციალურად აზიარებს ინფორმაციას Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების სერიის მხოლოდ ორი მოდელის შესახებ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ Intel გეგმავს ორი გრაფიკული ჩიპის გამოშვებას და მათ შემოთავაზებას სხვადასხვა კონფიგურაციის სახით. Intel-ის მიმდინარე წელს გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები მიუთითებდა, რომ კომპანია თავდაპირველად მუშაობდა გრაფიკული პროცესორების ხუთ კონფიგურაციაზე, რომლებშიც შედიოდა 96 EU, 128 EU, 256 EU, 384 EU და 512 EU კონფიგურაციები Xe-HPG არქიტექტურის საფუძველზე. თუმცა მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ Intel აგრეთვე განიხილავს 448 EU-ს მქონე Arc მოდელის გამოსვლის ალბათობას. ამ დროისთვის გაურკვეველია, გრაფიკული პროცესორების რომელი მოდელებია განკუთვნილი მხოლოდ ლეპტოპებისთვის და რომლები იქნება გამოყენებული როგორც დესკტოპ კომპიუტერებში, ისე ლეპტოპებში. მობილური გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია სხვადასხვა TGP-ით, ამიტომ, მაგალითად 256 EU-ის მქონე გრაფიკული პროცესორი შესაძლოა შემოთავაზებული იყოს სხვადასხვა ტაქტის სიხშირითა და TGP-ის დონით და, შესაბამისად, ჰქონდეთ სხვადასხვა PCI იდენტიფიკატორი. გარდა ამისა, Intel გეგმავს Xe-HPG-ის ბაზაზე არსებული გრაფიკული პროცესორები წარადგინოს სამუშაო სადგურებისა და სერვერებისთვისაც, ამიტომ დისკრეტული გრაფიკული დაფების რაოდენობა, რომელთა წარდგენასაც კომპანია DG2 სერიაში აპირებს, მნიშვნელოვნად დიდი იქნება. თუკი განვიხილავთ DG2 მოდელების რაოდენობას ამჟამად, კომპანია გვთავაზობს მხოლოდ სამ დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს Xe-LP-ის ბაზაზე, ესენია 96 EU-ის მქონე Iris Xe Max ლეპტოპებისთვის, დისკრეტული გრაფიკული პროცესორი Iris Xe – 80 EU-ით დესკტოპ კომპიუტერებისთვის და სერვერული გრაფიკული პროცესორი 96 EU-ით. რაც შეეხება კონკრეტულად Intel DG2 -ის იდენტიფიკატორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: % INTEL_DEV_4F80% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F80 % INTEL_DEV_4F81% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F81 % INTEL_DEV_4F82% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F82 % INTEL_DEV_4F83% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F83 % INTEL_DEV_4F84% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F84 % INTEL_DEV_4F85% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F85 % INTEL_DEV_4F86% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F86 % INTEL_DEV_4F87% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F87 % INTEL_DEV_4F88% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F88 % INTEL_DEV_5690% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5690 % INTEL_DEV_5691% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5691 % INTEL_DEV_5692% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5692 % INTEL_DEV_5693% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5693 % INTEL_DEV_5694% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5694 % INTEL_DEV_5695% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5695 % INTEL_DEV_5696% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5696 % INTEL_DEV_5697% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5697 % INTEL_DEV_5698% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5698 % INTEL_DEV_56A0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A0 % INTEL_DEV_56A1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A1 % INTEL_DEV_56A2% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A2 % INTEL_DEV_56A3% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A3 % INTEL_DEV_56A4% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A4 % INTEL_DEV_56A5% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A5 % INTEL_DEV_56A6% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A6 % INTEL_DEV_56A7% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A7 % INTEL_DEV_56A8% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A8 % INTEL_DEV_56A9% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A9 % INTEL_DEV_56B0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B0 % INTEL_DEV_56B1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B1 % INTEL_DEV_56C0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C0 % INTEL_DEV_56C1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C1 https://tinyurl.com/azxcwdr2
  24. კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კომპიუტერი Chromebook CX1 (მოდელი CX1101) ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Gemini Lake Refresh. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპში განთავსებული იქნება პროცესორი Celeron N4020 ან Celeron N4120. პირველ მათგანს აქვს ორი ბირთვი სიხშირით 1.1-2.8 გჰც, მეორე ჩიპს - ოთხი ბირთვი სიხშირით 1.1-2.6 გჰც. მრავალნაკადიანი რეჟიმი გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული კონტროლერი Intel UHD 600. გამოყენებულია 11.6-დუიმიანი დისპლეი HD გაფართოებით (1366 × 768 პიქსელი). უზრუნველყოფილია 45%-იანი NTSC ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 200 ნიტს. ქრომბუკს გააჩნია 4 გბ LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება (ფართოვდება 8 გბ-მდე), eMMC ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 32 ან 64 გბ-ს. აღჭურვილობაში შედის ვებ-კამერა 720p HD, Wi-Fi 5 (802.11ac) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების კონტროლერები, ორ-ორი პორტი USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Gen 1 Type-C, ყურსასმენის კონექტორი და microSD სლოტი. კომპიუტერის კორპუსი მაღალი სიმტკიცისაა MIL-STD 810H სტანდარტის შესაბამისად. მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს გამორთულ მდგომარეობაში 30 სმ სიმაღლიდან ვარდნა. კლავიატურა დაცულია სითხის დასხმის შემთხვევაში. https://tinyurl.com/ue6cb5xh
  25. Ethereum-მა, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ ფასის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და კვლავ დაეწია და გაუსწრო Bitcoin-ის კურსის ზრდის ტემპს, ასევე მაქსიმალურად გამოიყენა პოზიტიური სიახლეები ბლოკჩეინის ფართო დანერგვის კუთხით. Ethereum-ის ფასმა შეადგინა 4643 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივის კურსმა კვირის ჭრილში 10 %-ით მოიმატა. მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა მიაღწია რეკორდულ 67016 აშშ დოლარიან ნიშნულს, ფასის მატება დაიწყეს სხვა ციფრულმა აქტივებმაც. Bitcoin-ის ფასის წლიურმა მატებამ 117 % შეადგინა იმ დროს, როდესაც Ethereum-ის ღირებულება ამ პერიოდში ექვსჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასის მატების მიზეზებს შორის ანალიტიკოსები ასახელებენ ბანკების მიერ ციფრული აქტივების დანერგვას, NFT-ტოკენების ღირებულებისა და გამოყენების მასშტაბის ზრდას გეიმინგ პლატფორმებზე, აგრეთვე ფონდ Bitcoin Strategy ETF-ის მიერ აქტივებით ვაჭრობის დაწყებას. ამასთან, Facebook-ის სახელის Meta-დ ცვლილების ფონზეც შეინიშნა ზოგიერთი წვრილი კრიპტო აქტივის კურსის ზრდა. უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა Commonwealth Bank of Australia-მ განაცხადა, რომ იგი პირველი იქნება ქვეყანაში, ვინც თავის მომხმარებლებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს. კომპანია CryptoCompare-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ციფრულ საინვესტიციო პროდუქტებში დაქვემდებარებული აქტივები (AUM) ოქტომბერში გაიზარდა 45.5%-ით რეკორდულ 74.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. AUM-ის წილი Bitcoin-პროდუქტებში გაიზარდა 52.2%-ით 55.2 მლრდ აშშ დოლარამდე, Ethereum-პროდუქტებში კი - 30%-ით 15.9 მლრდ აშშ დოლარამდე - და ეს ორივე კატეგორიისთვის რეკორდული მაჩვენებლებია. https://tinyurl.com/kw8vsmf4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.