-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ბოლო კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები კვლავ იზრდება და მათმა ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე გადაჭარბა Apple-ის კაპიტალს. იმ დროს, როდესაც ხსენებული კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 2.33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, Bitcoin-ის რალის შედეგად კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ 2.37 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია - აცხადებს Independent. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კრიპტოვალუტები აიკრძალა, მათ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სალვადორი, კუბა და პარაგვაი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების რეალური შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ის მაინც შვებაა კრიპტოვალუტების მოყვარულთათვის, როგორიცაა Twitter-ის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი, რომლის ბიზნესი კრიპტო რევოლუციისთვის ემზადება. კრიპტოვალუტების ღირებულების ბოლოდროინდელი ზრდა ასევე შეესაბამება ინდუსტრიის ექსპერტების პროგნოზებს, აცხადებს Independent. მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც კრიპტობაზრები აკრძალვების ფონზე მოიშალა, ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტები წლის ბოლომდე ყველა დროის ახალ ზღვარს დაუბრუნდებოდნენ. დღეისათვის Bitcoin-ის ფასი 57369 აშშ დოლარს უტოლდება, რაც არც ისე განსხვავებულია წლის დასაწყისში არსებული 64 ათას აშშ დოლარიანი რეკორდული მაჩვენებლისგან. სხვა კრიპტოვალუტების კურსი, როგორიცაა Ethereum, Binance Coin, Ripple, ასევე გაიზარდა 4-6 პროცენტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. თუმცა, ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება დაიშალოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, Bitcoin დაეცა ღირებულებით პირველ დღეს, როდესაც სალვადორმა ის ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. საინტერესოა ის, რომ ბოლო პერიოდის გამოფხიზლებამ ასევე შეუწყო ხელი ძირითად მოთამაშეებს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. მაგალითად, კანადური კრიპტო მაინინგ კომპანიის ქონება 600 პროცენტით გაიზარდა, როდესაც მისი, 39.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ების ფასმა 250 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა. ჯეკ დორსის საგადახდო სერვის Square-ის ღირებულებაც გაიზარდა 220 მლნ აშშ დოლარიდან 442 მილიონამდე, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას კომპანია Tesla იმსახურებს. ცნობილია, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ 128 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა მათი გაყიდვით. თუკი კომპანიის კრიპტო კაპიტალი წლის დასაწყისში ფასდებოდა 1.5 მლრდ აშშ დოლარად, ამჟამად მან 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ანუ, ღირებულების წმინდა ზრდა იყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც, სხვათა შორის, შეესაბამება იმდენივე მოგებას, რაც კომპანიამ მიიღო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 200 ათასზე მეტი ავტომობილის გაყიდვის შედეგად. https://overclockers.ru/blog/amv212/show/57580/independent-bitkojn-uvelichivaet-rynochnuju-stoimost-kriptovaljutnyh-kompanij-ostavlyaya-apple-v-teni
-
20 წლის შემდეგ Xbox-ის პირველი კონსოლის ავტორმა Seamus Blackley-მ გადაწყვიტა გაეზიარებინა ამ დრომდე უცნობი და საინტერესო დეტალები. მისი თქმით, კომპანია Microsoft-ის პირველ კონსოლში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო AMD-ის და არა Intel-ის მიერ წარმოებული პროცესორი. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ყველა კომპლექტი, რომლებზეც იქმნებოდა მათ შორის Xbox-ის ანონსის დემო სცენები, მუშაობდა AMD-ის პროცესორის მქონე პლატფორმაზე. მაგრამ 2001 წლის 7 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენა CES 2001-ზე მოხდა Xbox-კონსოლის წარდგენა Intel-ის პროცესორითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპით. მთავარი კომპონენტების ცვლილების გადაწყვეტილება ბილ გეითსმა ფაქტობრივად ანონსის წინ მიიღო მას შემდეგ, რაც მას წინადადებით მიმართა Intel-ის იმდროინდელმა გენერალურმა დიექტორმა ენდრიუ გროუვმა. Seamus დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა ტექნიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით. იგი იხსენებს, რომ ზემოთხსენებულ გამოფენაზე დარბაზის წინა რიგებში AMD-ის ინჟინრები ისხდნენ და ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს მათ სევდიან სახეებს. Seamus Blackley არ აცხადებს, AMD-ის კონკრეტულად რომელი პროცესორი იყო მოცემული Microsoft Xbox-ის პირველ პროტოტიპში, თუმცა მისი სერიული ანალოგი იმ დროს AMD-ის ხაზში უნდა ყოფილიყო. მომდევნო კონსოლ Xbox 360-ში გამოყენებულ იქნა უკვე PowerPC-ის და არა Intel-ის პროცესორი. 2013 წლიდან კი პლატფორმა Xbox One მთლიანად გადავიდა AMD-ს ჩიპებზე. https://overclockers.ru/blog/RaddaR/show/57586/sozdatel-pervoj-pristavki-xbox-rasskazal-pochemu-v-nej-dolzhen-byl-stoyat-processor-amd-a-ne-intel
-
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აცხადებს, გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ ოფიციალურად დაადასტურა კომპანიის მზაობა - შეწყვიტოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. საუბარი არ ეხება ხვალინდელ დღეს, დაგეგმილ 2030 წლამდე კიდევ დიდი დროა, თუმცა პერსპექტივები სავსებით ნათელია. ამგვარი ტენდენციები მთელ ევროპაში შეინიშნება, რადგან ევროპარლამენტში უკვე დიდი ხანია მოიხსენიება 2035 წელი, როგორც შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის ბოლო ვადა. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის განხორციელებული იქნება ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა მეორადი ბაზრისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე. მიზეზი მარტივია და იგი გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ეკოლოგიური ხასიათის საკითხებით, რაზე საუბარსაც არ წყვეტს მთელი მსოფლიო. თავის მხრივ ციპსემ განაცხადა, რომ კომპანია სრულ მზადყოფნაშია, თუკი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვას ტაბუ დაედება რომელიმე ცალკეულ რეგიონში ან ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოდელების წარმოების სრულ შეწყვეტას. ისეთი გიგანტებისგან განსხვავებით, როგორებიცაა Volkswagen და General Motors, საკითხის ამგვარად დაყენება BMW-სთვის აქტუალური არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში საპირისპიროდ შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიაში რეალურად აფასებს სიტუაციას და ანგარიშს უწევს გეგმას, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიანი ბაზრის მინიმუმ 50% იქნება. https://overclockers.ru/blog/IT-Budgetnik/show/57581/kompaniya-bmw-podtverdila-svoju-gotovnost-k-polnomu-zapretu-avtomobilej-s-dvs-v-evrope-s-2030-goda
-
ბაზარზე Bitcoin-თან დაკავშირებული სიტუაცია არ ჰგავს ეკონომიკურ bubble-ს - 2023 წლისთვის აქტივის კოტირებები შესაძლოა 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა აქტივების მართვის კომპანია Fidelity Investments-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელმა ჯურიენ ტიმერმა CNBC-სთან საუბრისას. CoinGecko-ს თანახმად ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 40%-ით. 14 ოქტომბერს კოტირებები გაიზარდა 58 ათას აშშ დოლარზე მეტად. სტატიის წერის დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 57900 აშშ დოლარად. ბირჟა Binance-ის BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. ტიმერის თქმით, Bitcoin-ის ლოკალური აღმასვლა გამოწვეულია ორგანული სპოტ-მოთხოვნებით და არ უკავშირდება სპეკულაციებს, სწორედ ამიტომ იგი სამომავლოდ გაგრძელდება. „ეს არ არის მოკლევადიანი სპეკულაციების იმპულსი, ამიტომ გარკვეულ დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი ეხება საკმაოდ მყარ მოძრაობას და არა bubble-ს, რომელიც მალე უნდა გასკდეს. მოძრაობის ტრაექტორია მიმართულია ზემოთ და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 57 ათას აშშ დოლარიანი დონე სპეკულანტებმა გამოიწვის“ - განაცხადა მან. ტიმერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, Bitcoin და ოქრო ავსებენ ერთმანეთს. ტოპ მენეჯერმა აღიარა პირველი კრიპტოვალუტის უპირატესობა, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მას შეეძლოს ძვირფასი ლითონის ჩანაცვლება. ”Bitcoin-ის ემისია შეზღუდულია, ოქროს კი არ აქვს ქსელის იგივე დინამიკა, როგორც კრიპტოვალუტას, ამიტომ ლოგიკურია, რომ ციფრული აქტივი გადააჭარბებს მას. Bitcoin და ოქრო ერთი გუნდის ორი მოთამაშეა” - თქვა მან. ტიმერის აზრით Bitcoin საფრთხეს არ წარმოადგენს აშშ დოლარის და განსაკუთრებით მისი, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსისთვის საფრთხეს. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის განვითარება პირიქით გარანტიას იძლევა, რომ ამერიკული ვალუტა შეძლებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას. Fidelity-ს წარმომადგენელის თქმით Bitcoin-ის ღირებულება არის ის, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გაცვლის საშუალება. მან ხაზი გაუსვა, რომ მრავალი თვალსაზრისით კრიპტოვალუტის ეს უნარი დამოკიდებულია Lightning Network-ის მსგავს მეორე დონის გადაწყვეტილებებზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Fidelity Investments-ის წარმომადგენლებმა SEC-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს არგუმენტები Bitcoin ETF-ის დამტკიცების სასარგებლოდ. https://forklog.com/v-fidelity-sprognozirovali-rost-bitkoina-do-100-000-k-2023-godu/
-
კომპანია AMD-მ წარადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული დესკტოპ სერიის ვიდეო დაფების უმცროსი წარმომადგენელი Radeon RX 6600. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია ახალ ვიდეო დაფას Nvidia GeForce RTX 3060 მოდელს უპირისპირებს, რომელიც ასევე ყველაზე დაბალბიუჯეტური დაფაა ამ დროისთვის NVIDIA-ს დესკტოპ სეგმენტში. AMD-ის ახალი ვიდეო დაფა გვევლინება, როგორც გეიმინგისთვის განკუთვნილი მოდელი 1080p გაფართოების პირობებში. ქვემოთ მოცემულია Radeon RX 6600-ის ტესტირების შედეგები რამდენიმე თამაშში, რაც AMD-მ აჩვენა ახალი ვიდეო დაფის პრეზენტაციის დროს. სატესტო სისტემა მოიცავდა დედა დაფა Gigabyte X570 Aorus Master-ს, AMD Ryzen 5 5600X პროცესორს, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიულ მეხსიერებას და ოპერაციულ სისტემა Win10 Pro x64 19041.508-ს. თავად ვიდეო დაფას რას შეეხება, მას აქვს 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, 28 გამომთვლელი ბლოკი (CU) და 32 მბ Infinity Cache. გრაფიკული პროცესორის გეიმინგ სიხშირე შეადგენს 2044 მჰც-ს, სიხშირე აჩქარებისას კი - 2491 მჰც-ს. Radeon RX 6600 დაფის ჯამური სიმძლავრეა 132 ვატი და უზრუნველყოფს 8.93 TFLOPs (FP32) წარმადობას. AMD-ის მთავარმა პარტნიორებმა, როგორებიცაა ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE, XFX, უკვე წარადგინეს ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. ვიდეო დაფის ოფიციალური სარეკომენდაციო ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს, რეალურად კი მითითებულ ფასად მისი შეძენა უბრალოდ შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ მიკროჩიპების ბაზარზე შექმნილ სიტუაციას, მაინინგის მორიგ ბუმს და რითეილერების მადას. https://overclockers.ru/blog/goldas/show/57545/predstavlena-videokarta-amd-radeon-rx-6600-po-rekomendovannoj-roznichnoj-cene-329-dollarov
-
კომპანია Acer-მა წარადგინა ეკოლოგიური კომპიუტერების სერია Vero, რომელშიც შედის რიგითი სამომხმარებლო ლეპტოპები Aspire Vero და კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი TravelMate Vero მოდელები. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან და მოთავსებულია გადამუშავებულ შეფუთვაში. Acer Aspire Vero-ს კორპუსის 30% გადამუშავებული მასალისაა, აგრეთვე კლავიატურის 50%. 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით 99%-ით გამოდგება მეორადი გადამუშავებისთვის. ლეპტოპი დამყარებულია Intel Core Tiger Lake პროცესორებზე Intel Iris Xe გრაფიკით. პროგრამული უზრუნველყოფა VeroSense მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს გამოყენების რეჟიმი, რომელიც ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობისა და ავტონომიური მუშაობის დროის მხრივ. Acer Aspire Vero-ს აქვს Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა, USB-C პორტი და ორი USB-A კონექტორი. ლეპტოპთან ერთად Acer-მა წარადგინა მაუსი Macaron Vero, მაუსპედი და ლეპტოპის შალითა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული. Acer TravelMate Vero, რომელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადებული, განკუთვნილია ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მას აქვს მე-11 თაობის პროცესორი Intel Core i7, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD. Aspire Vero-ს მსგავსად ეს ლეპტოპიც Windows 11-ზე მუშაობს. ლეპტოპებისა და მათი აქსესუარების პარალელურად Acer-მა წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Veriton Vero Mini, რომელშიც გამოყენებულია vPro ტექნოლოგიის მქონე Intel Core პროცესორები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Wi-Fi 6E. მინი პერსონალურ კომპიუტერთან ერთად Acer-მა გამოუშვა მონიტორი Vero BR277, რომლის კორპუსის 50% გადამუშავებული პლასტმასისაა. მოწყობილობას აქვს Full HD გაფართოების IPS მატრიცა, დისპლეი დაფარულია არეკვლის საწინააღმდეგო პანელით - ComfyView. ტექნოლოგია BlueLightShield ამცირებს თვალებისთვის მავნე ლურჯ გამოსხივებას. რა თქმა უნდა, კომპიუტერის და მონიტორის შეფუთვებიც გადამუშავებად მასალას წარმოადგენს. Acer-მა ისაუბრა პროგრამა Earthion-ის წარმატების შესახებ, რომელიც არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. დღესდღეობით Acer-მა, მისი გლობალური ქვეგანყოფილებებისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, წარმატებით მიაღწია 2020 წლის მიზანს - მავნე ნარჩენები 60%-ით შეამცირა. კომპანია ამჟამად მიმართავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულიად გადასვლისთვის საჭირო ზომებს, რაც 2035 წლისთვის უნდა შესრულდეს. Acer Aspire Vero-ს ფასი 699 აშშ დოლარია, TravelMate Vero-ს საბაზისო ვერსია მასზე 200 აშშ დოლარით მეტი ღირს. მონიტორი Vero BR277 გაიყიდება 299 $-ად, მაუსი Macaron Vero – 25 აშშ დოლარად, ეკოლოგიურად სუფთა მაუსპედი - 20$-ად, ლეპტოპის ქეისის ფასი კი 25 აშშ დოლარი იქნება. https://3dnews.ru/1051203/acer-predstavila-semeystvo-ekologichnih-kompyuterov-vero-v-nih-ispolzuetsya-pererabotanniy-plastik
-
ედვარდ სნოუდენი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია. მან გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის მხრიდან როგორც საკუთარ, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე განხორცილებული უკანონო თვალთვალის შესახებ. სნოუდენმა, რომელიც ამჟამად უფლებადამცველია, ამჯერად ისაუბრა სახელმწიფო ციფრული ვალუტების შესაძლო საფრთხის შესახებ, როგორიცაა ციფრული დოლარი ან ციფრული იუანი. სნოუდენი აცხადებს, რომ მსგავსი ვალუტები ხელისუფლებას აქცევს ნებისმიერი ტრანზაქციის ცენტრად: ამით ეს ვალუტები წარმოადგენს კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული და ყოველგვარი გარე კონტროლისგან თავისუფალი იდეის დამახინჯებას. ასევე, ზოგიერთი უფლებადამცველი, იურისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალუტების ფართოდ დანერგვა საშუალებას მისცემს ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ჩინეთი, განახორციელონ დამატებითი ზეწოლა მათ მიმართ არალოიალურ მოქალაქეებზე. „ასეთი ვალუტა სპეციალურად იქმნება იმისთვის, რომ მოგაკლოთ თქვენი საკუთარი ფულის ფლობის ფუნდამენტური უფლება“ - განაცხადა სნოუდენმა, გადაჭრით დაუპირისპირდა ცენტრალური ბანკების ვალუტებს და აღნიშნა, რომ დოლარების უმეტესობა ფაქტობრივად უკვე ციფრულია (აქ მან როგორც ჩანს იგულისხმა უნაღდო ანგარიშსწორებების ჩაწერა ბანკების მონაცემთა ბაზებში). https://bit.ly/3DvQADw
-
AMD-ის მიერ გახმაურდა „ოთხი სვეტის სტრატეგია“ - ესენია: ბირთვების არქიტექტურა, ტექნოპროცესი, პროცესორის სიხშირე და პლატფორმა. მარტივად რომ ვთქვთ, თავდაპირველად კომპანიის ინჟინრები ქმნიან ახალ მოწინავე არქიტექტურას, შემდეგ კი ახდენენ მის ოპტიმიზაციას ახალ ტექნოპროცესზე (ამჟამად ეს არის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი). არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაქტის სიხშირე, გარკვეული სიმძლავრე სხვადასხვა პროგრამაში, აგრეთვე პლატფორმა, რომლის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი. როდესაც დიდი და პატარა ბირთვების შესახებ ჰკითხეს, AMD-ის წარმომადგენელმა ცალსახად უპასუხა: არ მოხდება ექსპერიმენტები არქიტექტურაზე მომავალ თაობაში. კომპანია გადავა უკვე დადგენილი კურსის პარადიგმაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პროცესორები არაკონკურენტული იქნებიან. წითელი გუნდის ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან მაღალსიჩქარიანი და ამავე დროს მცირე ზომის ბირთვები, რომელთა წარმადობა უკეთესი იქნება, ხოლო ენერგოეფექტურობა უფრო მაღალი, ვიდრე Zen 3-ს შემთხვევაშია. აგრეთვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს მომდევნო თაობის პლატფორმას (АМ5) ექნება PCIe 5.0-ს, აგრეთვე DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამასთან, მოწინავე გაგრილების სისტემების მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იყონ - მათ თავსებადობას პირდებიან. მოსალოდნელია, რომ პირველი არქიტექტურა, რომლის ფარგლებში ყველა ხსენებული სიახლე რეალიზდება, იქნება Zen 4. ამჯერად AMD-ს არ უსაუბრია მოსალოდნელ სიჩქარის მატებასა და IPC-ზე. შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ახალი პროცესორების გამოსვლამდე ჯერ კიდევ მთელი წელია წინ. შეძლებს Intel მთელი ამ დროის მანძილზე ბაზარზე დომინირებას? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Alder Lake თაობა მაღალ წარმადობას დემონსტრირებს. AMD ბრძოლის გარეშე არ დარჩება. მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება 3D V-Cache ტექნოლოგიის მქონე ახალი Ryzen პროცესორების გაყიდვა. მოსალოდნელია, რომ იგი ამჟამინდელ მოდელებთან შეადრებით 15%-ით სწრაფი იქნება გეიმინგში. როგორც ჩანს საინტერესო წელი გველოდება: ოპონენტები უკვე დიდი ხანია არ ყოფილან განწყობილნი ასე სერიოზულად, მათი გეგმები ასეთი შთამბეჭდავი ამ დრომდე ჯერ არ ყოფილა. https://bit.ly/3DEwA1Q
-
Apple-ის ხელმძღვანელობამ წინა კვარტალურ ღონისძიებაზე უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი იმოქმედებს კომპანიის სმარტფონების საკმარისი რაოდენობის წარმოების უნარზე, თუმცა მანამდე ყველაფერი ძირითადად შემოიფარგლებოდა პლანშეტებით და ლეპტოპებით. გარკვეული ცნობების თანახმად Apple იძულებული იქნება მიმდინარე წელს გამოუშვას არა 90 მილიონი, არამედ დაახლოებით 80 მილიონი უახლესი თაობის iPhone-ები. ფოტოს წყარო: Bloomberg კომპანიის გეგმების კორექტირება ტრადიციულად გაახმაურა სააგენტო Bloomberg-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მიზეზად, რამაც Apple აიძულა გეგმებისთვის გადაეხედა, მოხსენიებულია გარე ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი, რომელთა ნაწილს კომპანიას აწვდიან Texas Instruments და Broadcom. პირველი მათგანი Apple-ს აწვდის სმარტფონის დისპლეისთვის განკუთვნილ კვების კონტროლერებს, მეორე სპეციალიზდება სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ Texas Instruments-ს ჯერ კიდევ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი პროდუქცია, Broadcom მთლიანად ეყრდნობა კონტრაქტორების მომსახურებას და სიტუაცია ამ სფეროში არ არის ნორმალური. კომპონენტების ნაკლებობა უკვე ახდენს გავლენას შეკვეთილი ახალი თაობის iPhone-ების მოლოდინის დროზე. Apple-ის ვებ-გვერდი პირველ მყიდველებს სთავაზობს შეძენილ სმარტფონებს ელოდონ დაახლოებით 1 თვე, ამჟამად ყველა მოდელი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი არ არის გარე სავაჭრო ობიექტებში. მეოთხე კვარტალი Apple-ისთვის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი შემოსავლის, დაახლოებით 120 მლრდ აშშ დოლარის მიღების გენერატორი, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ასევე აღემატება ყველა წლიურ მოგებას კომპანიისთვის ათწლიან პერიოდში. Apple-ის შესაძლებლობა, განახორციელოს Watch Series 7-სა და რამდენიმე სხვა პროდუქტის მიწოდება - ასევე დაზარალდა კომპონენტების დეფიციტის შედეგად. https://bit.ly/3vebGDx
-
კრიპტო ბირჟა Binance-მა გამოაცხადა, რომ შექმნა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდი Binance Smart Chain-ის (BSC) ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ფონდი ოთხ კატეგორიად იყოფა: ტალანტების განვითარების პროგრამა (100 მლნ $); ლიკვიდურობის სტიმულირების პროგრამა (100 მლნ $); პროგრამა დეველოპერებისთვის (300 მლნ $); საინვესტიციო და საინკუბაციო პროგრამა (500 მლნ $); ბოლო კატეგორია ორიენტირებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტარტაპების დაფინანსებაზე, მათ შორის ვირტუალური რეალობისა და მეტასამყაროს სეგმენტების თამაშებისა და პროგრამების ჩათვლით. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ახალი ფონდი დააჩქარებს ციფრული აქტივების გლობალურ მიღებას და BSC-ს აქცევს „პირველ მსგავსი ტიპის ბლოკჩეინ ეკოსისტემად მილიარდობით მომხმარებლით“. ამ სიახლის ფონზე CoinGecko-ს თანახმად ტოკენ Binance Coin-ის (BNB) ფასი ბოლო საათებში 7.7%-ით გაიზარდა. კოტირებებმა მიაღწია 428 აშშ დოლარს, ამჟამად ისინი დაკორექტებულია 426 აშშ დოლარის დონეზე. ბირჟა Binance-ის BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. 2021 წლის აპრილში Binance Smart Chain ქსელში დაფიქსირდა დღეში ტრანზაქციების რეკორდული რაოდენობა - 9.13 მილიონი. იმ დროს იგი თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა Ethereum-ის ბლოკჩეინის მაჩვენებელს. https://bit.ly/3AAfXlT
-
კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაასრულა 2012 წლიდან წარმოებული GeForce 600 და 700 სერიების ვიდეო დაფების მხარდაჭერა, ახალი დრაივერები მათთვის აღარ გამოვა. მიმდინარე კვირაში გამოვიდა დრაივერი Game Ready Drivers 496.13, რომელსაც არ აქვს არქიტექტურა Kepler-ზე დამყარებული ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გამონაკლისები გახდა არქიტექტურა NVIDIA Maxwell-ზე დამყარებული GeForce GTX 750 Ti, GeForce GTX 750, GeForce GTX 745. ვიდეო დაფების სრული ჩამონათვალი, რომელთა სასიცოცხლო ციკლი დასრულდა, ამგვარად გამოიყურება: NVIDIA კვლავ გამოუშვებს უსაფრთხოების განახლებებს ძველი გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის, მაგრამ ამიერიდან მთელი ძირითადი ყურადღება დაეთმობა Maxwell, Pascal, Turing და Ampere არქიტექტურებზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვიდეო დაფები აღარ იმუშავებს. მაგრამ ახალ პროექტებზე მათი ოპტიმიზება აღარ მოხდება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათ წარმადობასა და სტაბილურობაზე. Kepler არქიტექტურის ვიდეო დაფები კარგად ემსახურა გეიმერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით GTX 660, რომელიც შეიძლება უკვე ლეგენდარულად ჩავთვალოთ, თუმცა ამ ვიდეო დაფების დრო წავიდა და წინ სიარულის დრო დადგა მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაფებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ რთულია. https://bit.ly/2YH4BiC
-
Samsung-ის ნახევრადგამტარი პროდუქტების განყოფილება გეგმავს მომდევნო წელს Exynos პროცესორების მიწოდების მასშტაბი ორჯერზე მეტად გაზარდოს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ETNews. ითვლება, რომ ამჟამად Samsung Galaxy სმარტფონების დაახლოებით 20% დამყარებულია Exynos ჩიპებზე. phonearena.com Exynos ჩიპები ასევე გამოიყენება სხვა კომპანიების სმარტფონებში, მაგრამ ასეთი მოწყობილობების რაოდენობა ძალიან მცირეა. Samsung Exynos-ის მომხმარებელთა ბაზა ძირითადად შემოიფარგლება ჩინური ბრენდებით, როგორიცაა Vivo და Meizu. ბოლო დროს Samsung-ის საფირმო ჩიპები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან ყველაზე გამორჩეული წარმადობითა და ენერგოეფექტურობით, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩიპები ცხელდება დატვირთვისას. ამჟამად, როდესაც კომპანიამ აღჭურვილობაში ARM ჩიპები მიიღო, წარმადობის დონე როგორც ფლაგმანურ, ისევე Exynos ჩიპის მქონე საშუალო დონის სმარტფონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დიდი ალბათობით, მომდევნო თაობებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინსაიდერები აცხადებენ, რომ 5G-სა და გახურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება. phonearena.com Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, რათა მობილურ მოწყობილობებში გრაფიკის წარმადობა ახალ დონეზე აიყვანოს. ამ პარტნიორობის პირველი შედეგი იქნება ჩიპი Exynos 2200, რომლის დებიუტი Galaxy S22 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებში შედგება. Samsung-ის ბევრ ხელმისაწვდომ და საშუალობიუჯეტურ მოწყობილობაშიც წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორები. ETNews არ აკონკრეტებს, გააფართოვებს თუ არა Samsung იმ ბაზრების რაოდენობას, სადაც Exynos-ვერსიის ფლაგმანური სმარტფონები გამოვა. ცნობილია, რომ Exynos 2200 ჩიპი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. პროცესორი შედგება ერთი 2.9 GHz Cortex-X2 ბირთვის, სამი 2.8 GHz Cortex-A710 ბირთვისა და ოთხი 2.2 GHz ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვისგან. GPU-ის სიხშირეა 1250 MHz. https://bit.ly/3oXYQZ0
-
ჩინეთში სპეციალიზებულმა სააგენტოებმა დაიწყეს იურიდიული ნორმების შესწავლა კრიპტოვალუტებით ვაჭრობასა და მაინინგთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის შესახებ იტყობინება Caijing Magazine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მონაცემებით მსგავსი შემთხვევებისათვის მოქმედი წესების გამოყენების ინტერპრეტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 24 სექტემბერს ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ცხრა დეპარტამენტთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები არალეგალურ ფინანსურ საქმიანობად დაასახელა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ხელმომწერებს შორის პირველნი უზენაესი სასამართლო, სახალხო პროკურატურა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იყვნენ. როგორც ადრე მედიამ შეაფასა, ორასზე მეტმა კრიპტო კომპანიამ გამოაცხადა ჩინეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე. ერთ-ერთი მათგანია Bitcoin-ბირჟა Huobi. პლატფორმამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან 24 სექტემბრიდან შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე წაშლის ქვეყნის რეზიდენტების ყველა არსებულ ანგარიშს. Caijing Magazine-ის წყაროებმა დაადასტურეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომ ჩინეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ბირჟის მენეჯმენტმა რეგულაციის გამკაცრებამდე მიიღო. თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადებამ გავლენა მოახდინა მისი განხორციელების დროზე. თავდაპირველად Huobi ჩინელი მომხმარებლების ანგარიშების ლიკვიდაციის დასრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გეგმავდა, აცხადებს წყარო. კომპანიის თანადამფუძნებელმა ლი ლინმა ჩინეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა ოჯახზე ზრუნვით და აღნიშნა მისკენ მიმართული გამოძიება, რომელიც თვეები გრძელდება. https://bit.ly/3oTxaEC
-
კომპანია AMD-მ შეიმუშავა ღია კოდის მქონე ტექნოლოგია GPUFORT, რათა დეველოპერებს მიაწოდოს NVIDIA CUDA-ს ალტერნატივა. ტექნოლოგია GPUFORT თავდაპირველად წარმოადგენდა Radeon Open Ecosystem-ის (ROCm) ფარგლებში შექმნილ კვლევით პროექტს, როგორც „წყაროდან წყარომდე“ თარგმნის სისტემა. ამ ეტაპზე კომპანია AMD კონცენტრირდა CUDA Fortran კოდის პროგრამულ ნაწილზე C და C++ ენებზე. CUDA-ს კოდის დიდი ბაზა ურთიერთქმედებს Python-ის კოდთან არაავტომატურ პროცესში GPUFORT-ის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ GPUFORT ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფება, მას უკვე შეუძლია სინტაქსისის შემოწმების შესრულება. პროექტს შეუძლია წარმატებით გარდაქმნას CUDA კოდი და Radeon Open Ecosystem-თან თავსებადი მაღალი წარმადობის კომპიუტერული (HPC) პროგრამები Python-ის კოდის ბაზის გამოყენებით. თუმცა GPUFORT-ს გარკვეული სირთულეები აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა OpenACC-ის სრული სტანდარტის გამოყენება, კოდის ნაწილის განსაზღვრა, აგრეთვე ციკლების რეორგანიზაცია. პროექტ GPUFORT-ის ღია კოდი გამოქვეყნდა GitHub-ზე MIT ლიცენზიით. https://bit.ly/3lvja1J
-
- 1
-
-
კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/მ2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. https://bit.ly/2YBs6tX
-
კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სერიოზულ რისკს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ მათი გავლენის ზრდასთან ერთად მარეგულირებელი ჩარჩო უნდა გამკაცრდეს - ნათქვამია ინგლისის ბანკის ანგარიშში. ”რეგულირება უნდა განვითარდეს საკმარისად სწრაფად როგორც შიდა, ასევე გლობალურ დონეზე, რათა აღმოიფხვრას რისკები, რომლებიც მათ [კრიპტოვალუტებმა] შეიძლება მომავალში წარმოქმნან”, - აღნიშნეს ექსპერტებმა. მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ დიდი ყურადღება მიაქციონ მოვლენების განვითარებას, მათ შორის "კრიპტოვალუტებსა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას შორის ურთიერთობას". ამრიგად ცენტრალური ბანკი აპირებს უზრუნველყოს პოტენციური სისტემური რისკებისადმი გამძლეობა. "ფედერალური რეზერვების სისტემა მიიჩნევს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა ამ აქტივების ნებისმიერი სახით მიღებისას", - ნათქვამია დოკუმენტში. ადრე ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ შინაგანი ღირებულება, ამიტომ მათში ინვესტიცია სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ივნისში მან უარყო Bitcoin-ის მსგავსება ფულთან, მაგრამ აღიარა, რომ Stablecoin-ებს ფინანსურ სისტემაში ცალკეული ნიშის გამოკვეთა შეუძლიათ. სექტემბრის ბოლოს ინგლისის ბანკმა და დედოფლის ხაზინამ გამოაცხადეს CBDC-ის ტექნოლოგიური და სხვა ასპექტების შემსწავლელი ფორუმების მონაწილეები. მათ შორის არიან Visa, Mastercard, PayPal, Google და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. https://bit.ly/3Bt7QbU
-
პროექტი განპირობებულია აუცილებლობით - მთვარის მომავალი ბინადრები უზრუნველყოფილ იყვნენ საჭირო აღჭურვილობებითა და სათადარიგო ნაწილებით, რომელთა დედამიწიდან მიწოდება დიდ ხარჯებს მოითხოვს. სამ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის კოსმოსური სააგენტო გამოიყენებს მთვარეზე მარტივად ხელმისაწვდომ ლითონებს სხვადასხვა კომპონენტის წარმოებისთვის. მთვარეზე ცხოვრება შეიძლება ჯერ კიდევ შორეული კონცეფციაა, მაგრამ ეს არ ანელებს კოსმოსური ორგანიზაციების ძალისხმევას, მისთვის მოემზადონ. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) შეთანხმება დადო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Incus, OHB System AG და Lithoz GmbH ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის, რათა დაეუფლონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მთვარის მსგავს მცირე გრავიტაციის მქონე გარემოში. პროექტი განპირობებულია მთვარეზე იმ აუცილებელი კომპონენტების წარმოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, რომლებიც დედამიწიდან არ წაღებულა. ახალი ტექნოლოგია კომპონენტების დასამზადებლად იყენებს გადამუშავებულ ლითონის ფხვნილებს, რომლებიც მთვარეზე ხელმისაწვდომი იქნება. კომპანია Incus-ის საწარმოო პროცესი Metal Manufacturing (LMM) დამყარებულია ლითოგრაფიაზე, რომელიც წარმოადგენს ლითონის დეტალების წარმოებისთვის განკუთვნილ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის სახეობას, რაშიც ფოტოპოლიმერიზაციის პრინციპი გამოიყენება. კომპანიები თვლიან, რომ ეს არის 3D ბეჭდვის მეტად ეფექტური ტიპი კონკრეტულად ზემოთხსენებულ სფეროში გამოყენებისთვის. „Incus-ისა და Lithoz-ის მიერ შემუშავებული ლითოგრაფიული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად დაიბეჭდოს ნივთები ლითონებისა და კერამიკის გამოყენებით, თანაც ტექნოლოგია რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ეს კონცეფციები წარმატებით წარმოაჩენს თავს დედამიწაზე, ასეთი პროექტები გადამწყვეტია ტექნოლოგიური ხარვეზების ამოსავსებად და კოსმოსში წარმოების დასანერგად“ - ნათქვამია კომპანია Lithoz-ის მასალების განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებაში. პროექტი 18 თვე გაგრძელდება და გამოყენებული იქნება შეფასებისთვის, თუ რამდენად შესაძლებელია მთვარის ზედაპირზე არსებული ლითონების გადამუშავება მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტების მისაღებად ეკოლოგიურად სუფთა, ნარჩენების გარეშე არსებული პროცესის მეშვეობით. წარმატების შემთხვევაში მთვარის მისია ნაკლებად დამოკიდებული გახდება დედამიწაზე ყველა ასპექტში - საცხოვრებელი ადგილის შექმნიდან დაწყებული - კვლევისთვის საჭირო მასალებით დამთავრებული. https://bit.ly/3iNRpQ9
-
Google-მა გააფრთხილა დაახლოებით 14 ათასამდე მომხმარებელი, რომ შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ APT28 ჯგუფის ჰაკერების, ასევე ცნობილი, როგორც Fancy Bear, სამიზნე. ითვლება, რომ ამ ჯგუფში რუსი ჰაკერები შედიან. კიბერ შეტევა საძიებო გიგანტის სპეციალისტებმა სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. Shane Huntley, რომელიც Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში გაიგზავნა იმაზე ბევრად მეტი გაფრთხილება საფრთხის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივ იგზავნება. სწორედ APT28-ის კამპანიამ გამოიწვია Gmail-ის მომხმარებლებისადმი უზარმაზარი რაოდენობის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნის საჭიროება. Huntley აცხადებს, რომ ამ გაფრთხილებებზე მოდიოდა ამ თვეში გაგზავნილი ყველა პაკეტის შეტყობინების 86%. ის განმარტავს, რომ ეს შეტყობინებები აფრთხილებს მიმღებს და არ მიუთითებს, რომ მათი Gmail ანგარიში გატეხილია. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი შეტყობინებები ჩვეულებრივია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა აქტივისტები, ჟურნალისტები, ჩინოვნიკები ან ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რადგან სწორედ მათზეა მიმართული მსგავსი შეტევები. Fancy Bear კამპანიის ფარგლებში გაგზავნილი ყველა ფიშინგური ელექტრონული წერილი დაბლოკილია Gmail-ის მიერ და არ აღწევს მომხმარებლების ინბოქსში, რადგან ისინი ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც სპამი. Google-მა აღნიშნა, რომ აპირებს შეტყობინებები დაგზავნოს ჯგუფურად და არა იმ მომენტში, როდესაც საფრთხეს აღმოაჩენს, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ კომპანიის დაცვის სტრატეგიების გამორკვევა. https://bit.ly/3iKjWq2
-
Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი რეგულირებადი პლატფორმა Bakkt შეუთანხმდა Google-ს, რომ ინტერნეტ-გიგანტის საგადახდო სისტემაში დამატებულიყო ვირტუალური სადებეტო ბარათი. თანამშრომლობა "გააფართოვებს ციფრული აქტივების ხელმისაწვდომობას და გამოყენებას მილიონობით მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად". კარტა გამოიყენება Google Pay-ს მხარდაჭერის მქონე ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისთვის. გადახდის განხორციელებისას კრიპტოვალუტა ფიატში კონვერტირდება. შეთანხმება ასევე მოიცავს Bakkt-ის მიერ Google Cloud სერვისების გამოყენებას და მათ პოპულარიზაციას მომხმარებლებსა და მერჩანტებში შეერთებული შტატების ფარგლებში. ამ ინსტრუმენტების საფუძველზე პლატფორმა დაამატებს ახალ ანალიტიკურ შესაძლებლობებს გეოლოკაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანანური სწავლების გამოყენებით. Bakkt-ის პარტნიორები მიიღებენ უფრო მეტად ღირებულ სამომხმარებლო მოდელებს, მომხმარებლები კი - ლოიალობის გაფართოებულ პროგრამებს. პლატფორმამ Bitcoin-ით ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ვირტუალური სადებეტო Visa ბარათი ივნისში გამოუშვა. ადრე Bakkt-მა წარადგინა აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. https://bit.ly/3lm2zxc
-
იაპონელმა ბლოგერებმა სერტიფიცირების ორგანო USB-IF-ის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინეს ინფორმაცია Intel-ის სისტემური ლოგიკის შესახებ, რაც ფორმალურად მოგვაგონებს მობილურ Alder Lake-P პროცესორებისთვის განკუთვნილ ჩიპსეტს. კონსტრუქციის განსაკუთრებული მახასიათებლების მიხედვით ხსენებული სერიის მობილური პროცესორების ჩიპსეტი განთავსებული იქნება ერთ ფირფიტაზე კრიტალის გვერდით, რომელიც შეიცავს გამომთვლელ ბირთვებსა და ინტეგრირებულ გრაფიკას. თუმცა, თუკი ეს უკანასკნელი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით (Intel 7), სისტემური ლოგიკის კრისტალი დამზადებული უნდა იყოს 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ფოტოს წყარო: USB-IF როგორც ჩანს, Alder Lake-P პროცესორებს ექნება USB 3.2-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ დრომდე არსებულ ცნობებში ფიგურირებდა ოთხი Thunderbolt 4 პორტის მხარდაჭერაც. თავად მობილურ პროცესორებს უნდა ჰქონდეთ ექვსამდე მაღალი წარმადობის ბირთვი Golden Cove და რვა ეკონომიური Gracemont ბირთვი. Intel Xe ტიპის გრაფიკულ ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება 96 შემსრულებელი ბლოკი. პლატფორმა უზრუნველყოფს DDR5-სა და PCI Express 5.0-ის მხარდაჭერას. მიიჩნევა, რომ დისკრეტული გრაფიკა Intel Arc Alchemist-ის დებიუტი შედგება სწორედ მობილურ სეგმენტში, თუმცა ეს არ მოხდება მომდევნო კვარტლამდე. მობილური Alder Lake-P პროცესორების ანონსი მიმდინარე კვარტალშია დაგეგმილი. https://bit.ly/3lmoYdJ
-
გასული წლის შემოდგომაზე პიკაპ Cybertruck-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა ელექტრო კვადროციკლი Cyberquad, იგი სიახლეებში იშვიათად ჩანს, თუმცა ახლახანს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის თანახმად Tesla მას ადრე თუ გვიან გამოუშვებს. მასკმა განაცხადა, რომ Cyberquad იქნება ყველაზე უსაფრთხო კვადროციკლი თავისი კლასის წარმომადგენლებს შორის. ფოტოს წყარო: Electrek ხსენებული კომენტარი Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის აქციონერების შეკრებაზე განაცხადა, აღნიშნავს Electrek. მასკს კითხეს, გამოვა თუ არა კვადროციკლი პიკაპთან ერთად ოსტინში მდებარე საერთო საწარმოდან. ადრე Tesla-მ Cyberquad წარადგინა, როგორც პიკაპ Cybertruck-ის ერთ-ერთი ოფცია, ამიტომ მათი ერთად წარმოების საკითხი სავსებით გამართლებულად გამოიყურება. მასკმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტეხასში არსებულ საწარმოში მოხდება პიკაპ Cybertruck-ის წარმოება, კვადროციკლ Cyberquad-ის შესახებ კი ბუნდოვანი პასუხი გასცა და უბრალოდ ივარაუდა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ოსტინის კონვეირიდან გამოვა. Tesla-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ საწარმოო თვალსაზრისით კვადროციკლის წარმოება გამოწვევაა, რადგან მსგავსი ტექნიკა თავისთავად სახიფათოა, კომპანია კი ისწრაფვის Cyberquad აქციოს ყველაზე უსაფრთხო მოდელად თავის კლასში. მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს დაბალი სიმძიმის ცენტრი, ვინაიდან ელექტრო ძრავის განთავსებისთვის დამახასიათებელი კლასიკური კონსტრუქცია Tesla-ს შესაძლებლობას მისცემს მოათავსოს ბატარეა მიწასთან უფრო ახლოს. როგორც მასკმა განმარტა, კვადროციკლები საფრთხეს წარმოადგენენ გადაბრუნების თვალსაზრისით. Tesla-ს იდეალურ შემთხვევაში სურს ისეთი მოდელი, რომელიც არ გადატრიალდება. როგორ მიიღწევა ეს მიზანი, კომპანიის ხელმძღვანელს არ განუმარტავს. პიკაპ Cybertruck-ის მასობრივი წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება, ასე რომ Cyberquad მომხმარებლებისთვის ამ ვადაზე ადრე არ იქნება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3oKGrPm
-
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტებმა ციფრული ვალუტები განმარტეს, როგორც გლობალურ ფინანსურ სისტემაში დოლარის დომინირების ერთ-ერთი შესაძლო საფრთხე. სტატიაში "აშშ დოლარის საერთაშორისო როლი", ფედერალური სარეზერვო სისტემის საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აშშ დოლარის გამოყენება მსოფლიოში სტაბილური რჩება ბოლო 20 წლის განმავლობაში. მათი აზრით ამერიკული ვალუტის ჰეგემონიას უახლოეს მომავალში არაფერი ემუქრება. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპერტებმა დაასახელეს სამი პოტენციური კონკურენტი: ევრო, ჩინური იუანი და ციფრული ვალუტები. ბოლო მათგანის შესახებ ფედერალური სარეზერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაწერეს: ”საანგარიშსწორებო ლანდშაფტის შეცვლა ასევე შეიძლება იყოს გამოწვევა დოლარის დომინირებისთვის. მაგალითად, როგორც კერძო, ისე ოფიციალური ციფრული ვალუტების სწრაფმა ზრდამ შეიძლება შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ ვალუტაზე. ” თუმცა მათი აზრით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიამ "შეძლოს დოლარის დომინირების გრძელვადიანი მიზეზების საკმარისად კომპენსირება". „ჯამში რამე ისეთი მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური ან ეკონომიკური ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, რომლებიც შეძლებენ ზიანი მიაყენონ აშშ დოლარს, როგორც დაგროვების ან გაცვლის საშუალებას და თანაც იმავდროულად აამაღლონ ალტერნატივის მიმზიდველობა, ახლო მომავალში ამერიკული ვალუტა მსოფლიოში დომინანტად დარჩება“ - დაასკვნეს ექსპერტებმა. 2020 წელს ფედერალური რეზერვების სისტემამ განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს კვლევას ციფრული დოლარის გამოშვების მიზნით. 2021 წლის აპრილში ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობა დაადასტურა დაწესებულების ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა. მისი აზრით ფედერალური რეზერვების ციფრული ვალუტის გამოშვება Bitcoin-ის პოპულარობას ზიანს მიაყენებს. მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს მისი და სხვა კრიპტოვალუტების აკრძალვას. https://bit.ly/3liIaJl
-
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს რობოტი, სახელად LEONARDO. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მრავალგვარი მეთოდით გადაადგილების შესაძლებლობა: იგი დადის და ხტუნავს ორ ფეხზე, ბალანსს ინარჩუნებს სკეიტბორდზე ან გაჭიმულ თოკზე და ფრინავს კიდეც. წყარო: newatlas.com რობოტის სიმაღლეა 0.8 მ, მას მარტივად შეუძლია გადაადგილება ორი ქვედა კიდურით და აქვს უნიკალური უნარი - შეინარჩუნოს წონასწორობა. რობოტი წონასწორობას ინარჩუნებს მხრებზე განთავსებული ოთხი ხრახნით და ამით იგი კვადროკოპტერს მოგვაგონებს. ხრახნები საშუალებას აძლევს რობოტს არა მხოლოდ გაათანაბროს თავისი პოზიცია, არამედ აიწიოს ჰაერში. შედეგად LEONARDO ადვილად დახტის უხეშ რელიეფზე, გადალახავს კიბეებს და სხვა დაბრკოლებებს. წყარო: newatlas.com „ჩვენ შთაგონება ბუნებისგან ავიღეთ. გაიხსენეთ, როგორ იქნევენ ფრინველები ფრთებს, ხტებიან და გადალახავენ სატელეფონო ხაზებს. როდესაც ფრინველები სიარულიდან ფრენაზე გადადიან, ეს არის რთული, მაგრამ დამაინტრიგებელი მოვლენა. გვინდოდა ამის აღქმა და რაიმეს შესწავლა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა Soon-Jo Chung-მა. რობოტ LEONARDO-ს უნარების სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3iBzg8f გადაადგილების კომპლექსური მეთოდი LEONARDO-ს უპირატესობას ანიჭებს სხვა რობოტებთან შედარებით. ხრახნები მას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტური ბალანსით, ვიდრე ჩვეულებრივ ორფეხა მანქანებს აქვთ, ფეხები კი ამაგრებენ სხეულს და დატვირთვის დიდ წილს ხრახნებიდან იღებენ. პროექტი მუშავდებოდა ორი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში რობოტმა მოახერხა ლაბორატორიული ტესტებიდან რეალურ პირობებში შესაძლებლობების დემონსტრირებაზე გადასვლა. ინჟინრებმა LEONARDO-ს ასწავლეს გაჭიმულ თოკზე სიარული და სკეიტბორდით გადაადგილებისას საგზაო კონუსების თავიდან არიდება. სამომავლო ვერსიებში პროექტის ავტორები რობოტს უზრუნველყოფენ უფრო მძლავრი ძრავით და მეტად ჭკვიანი ალგორითმებით. https://bit.ly/3liTuFq
-
კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გეიმპადი პერსონალური კომპიუტერის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-სთვის, აგრეთვე სადღესასწაულო თემა Xbox Series X/S-ისთვის. მანიპულატორი Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller ნოემბრიდან გაიყიდება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის დიზაინი მოგვაგონებს Xbox Debug-ის კონტროლერს. მას აქვს ნახევრად გამჭვირვალე კორპუსი, რომლის მიღმა ჩანს მოვერცხლილი შიდა კომპონენტები. მწვანე ღილაკი Xbox მიუთითებს Xbox-ის ორიგინალ ლოგოზე. მართვის ორგანოები გაფორმებულია კლასიკურ ფერში. გეიმპადი ფლობს Xbox Series X/S-ის კონტროლერის თანამედროვე ვერსიის ყველა მახასიათებელს გაუმჯობესებული ერგონომიკის, მცირე შეყოვნებისა და Share ღილაკის ჩათვლით. იგი თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, (Windows), Xbox One-თან, Xbox Series X/S-თან, აგრეთვე Android-სა და iOS-თან. აღსანიშნავია, რომ გეიმპადის Xbox Series X/S-თან დაკავშირებისას მომხმარებელი მიიღებს სადღესასწაულო დინამიურ თემა 20th Anniversary-ს, რომელიც იუბილეს ეძღვნება. მისი გაზიარება შესაძლებელია მეგობრებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კონტროლერის მათ კონსოლებთან დაკავშირება. გაფორმების შეცვლის შემდეგ თემა ქრება, მისი ხელახალი გამოყენებისთვის საჭიროა გეიმპადის თავიდან დაკავშირება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის მიახლოებითი ფასი 83.60 აშშ დოლარია, აქსესუარი 15 ნოემბრიდან გაიყიდება. https://bit.ly/3Di6u4o
-
- 1
-
-
ციფრული აქტივების ინდუსტრია შეიძლება გახდეს "ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი" მომდევნო წლებში. ეს შეფასება წარმოადგინეს ფინანსურ კონგლომერატ Bank of America-ს განყოფილების ანალიტიკოსებმა კვლევის ანგარიშში. მათი აზრით, "ციფრული აქტივების სამყარო", რომლის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია და 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს "ძალიან დიდია იმისთვის, რომ დააიგნორონ". ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 მილიარდი აშშ დოლარია, მასში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა ეკოსისტემა გაცილებით ფართოა. მის შემადგენელ ნაწილებს შორის მათ დაასახელეს "ტოკენები, რომლებიც მუშაობენ ოპერაციული სისტემების მსგავსად, დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dapps), ფიატებთან დაკავშირებული Stablecoin-ები, CBDC და NFT." მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Ethereum-მა უზრუნველყო საჯაროდ ხელმისაწვდომი სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა ასობით dapp-ის შესაქმნელად, რომელთაც შეუძლიათ გარდაქმნან ფინანსები, დაზღვევა, იურიდიული მომსახურება და ბევრი სხვა სფერო. ”ციფრული აქტივები, რომლებიც პროგრამების შექმნის საშუალებას იძლევა, ყველაზე დიდი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ შეიძლება არსებობდეს იმაზე უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე სკეპტიკოსები ფიქრობენ, ” - ნათქვამია მოხსენებაში. Bank of America-ს ექსპერტებმა ყველაზე ინოვაციურ მიმართულებად დაასახელეს დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და NFT. Dapp-ების წყალობით DeFi სექტორს შეუძლია „ფინანსური სერვისებით უზრუნველყოს საბანკო მომსახურებებს მოკლებული 1.7 მლრდ ადამიანი მხოლოდ სმარტფონის მეშვეობით“. „NTF ცვლის იმას, თუ ავტორები როგორ ურთიერთქმედებენ ფიატთან და იღებენ კომპენსაციას“ - აღნიშნეს მკვლევარებმა. სეგმენტის მკვეთრი ზრდა მოულოდნელი აღმოჩნდა ტრადიციული ბაზრების ბევრი მონაწილისთვის - აგვისტოში NFT-ის გაყიდვებმა მხოლოდ OpenSea მარკეტფლეისზე 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, შედარებისთვის, მთელი 2020 წლის ჯამური მაჩვენებელი 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით ციფრული აქტივების ფართოდ გავრცელების მთავარი მოკლევადიანი რისკი არის მარეგულირებელი გაურკვევლობა. ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მაგალითად ჩინეთსა ან ინდოეთში, აკრძალა Bitcoin-ით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ამა თუ იმ ხარისხით. CBDC-ის გარდაუვალი გამოშვება ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებშიც კერძო ციფრული აქტივები შეიძლება გახდეს მარეგულირებლების სამიზნე, რომლებიც მათ მიიჩნევენ გადახდების და საკრედიტო სისტემების რისკებად, მიიჩნევენ მკვლევარები. ”ჩვენი აზრით, მარეგულირებელი გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი მოკლევადიანი რისკი, მაგრამ რეგულირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტორების უფრო აქტიურ მონაწილეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მას შემდეგ, რაც შეიქმნება ციფრული აქტივების განვითარება-გამოყენების წესები”, - ნათქვამია მოხსენების ავტორების მიერ. მიმდინარე წლის მარტში Bank of America აცხადებდა, რომ Bitcoin უსარგებლოა, როგორც დაგროვების საშუალება და მის ერთადერთ ფასეულობას კურსის ზრდა წარმოადგენს. ივლისში კონგლომერატმა შექმნა ციფრული აქტივების შემსწავლელი გუნდი და გახსნა ფიუჩერსებით ვაჭრობა ციფრული ოქროს ბაზაზე. https://bit.ly/3iCTyOI
