-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
პროცესორი M1X ჩაანაცვლებს პირველ ჩიპ Apple M1-ს ამერიკული კომპანიის საკუთარი წარმოების კომპიუტერებში და შემოგვთავაზებს ბევრ საინტერესო დეტალს. ისევე, როგორც წინა ჯერზე, იგი წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად და ამჯერად მათ შორის სხვაობა შესაძლოა მეტად შესამჩნევი იყოს. M1-ს გააჩნია კონფიგურაციები 7 და 8 ბირთვით. ახალ M1X ჩიპს ექნება 16 და 32 ბირთვი მოდიფიკაციების შესაბამისად. ახალი MacBook Pro-ს გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა ყველაზე მძლავრი პროცესორი როგორც 16-დუიმიან, ისევე 14-დუიმიან ლეპტოპებში. M1 ჩიპი ცენტრალური პროცესორის 8 ბირთვით და 7 გრაფიკული ბირთვით მოცემული იქნება მხოლოდ MacBook Air-ში, რომლის ფასია 999 აშშ დოლარი. 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორის მქონე მოდელის ფასი იქნება 1249 აშშ დოლარი. ამგვარი დიფერენციაცია გამოყენებულ იქნა iMac-ში, სადაც გრაფიკული პროცესორის 1 ბირთვში სხვაობა 200 აშშ დოლარად შეფასდა. ცოტა ხნის წინ მსგავსი სხვაობა დაფიქსირდა Apple-ის მობილურ მოწყობილობებშიც. A15 Bionic iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს აქვთ 4 გრაფიკული ბირთვი, ორ უფროს მოდელს კი - 5 ბირთვი. ამაში დამნაშავე შესაძლოა იყოს პროცესორების დეფიციტი, რომლის გამოც ერთი გამომთვლელი ბირთვი უნდა გამორთულიყო ნაკლებად წარმატებულ ეგზემპლარებში. შესაძლოა, რომ ყველაზე მძლავრი პროცესორი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 16-დუიმიან ლეპტოპში. გაზრდილი წარმადობა ნიშნავს გაზრდილ თბოგამოყოფას, რომელსაც უფრო დიდი ზომის მოწყობილობა უკეთ უმკლავდება. ცენტრალური პროცესორების ბირთვების რაოდენობა ორივე შემთხვევაში იდენტური იქნება. 8 მათგანი იქნება მაღალი წარმადობის, 2 კი - ეკონომიური. https://bit.ly/3a3QRky
-
ვიდეო დაფების მწარმოებლების ლოგიკის გაგება მეტად რთულია. მაგალითად, დღესდღეობით AMD უშვებს იმდენად ცოტა ახალ ვიდეო დაფას, რომ ისინი ვერ მოხვდებიან ტოპ 50 ყველაზე გაყიდვად დაფებში Steam-ზე. ამის გამო AMD-ის პროცენტული წილი მუდმივად მცირდება, მომხმარებლები ღიად გამოხატავენ იმედგაცრუებას Big Navi არქიტექტურასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა მასშტაბის იყო დავა - შეძლებდა თუ ვერა ახალი გრაფიკული ჩიპი NVIDIA-ს ფლაგმანისთვის გასწრებას? შესაძლებელია თამამად მტკიცება, რომ პირველ ამოცანას AMD-ის ინჟინრები მშვენივრად გაუმკლავდნენ, რადგანაც Radeon RX 6900 ХТ წარმადობით თითქმის GeForce RTX 3090 დაფის ტოლია და ღირს უფრო იაფი. თუმცა ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ვიდეო დაფების გამოშვება არ შეუძლია არც AMD-ს, არც NVIDIA-ს. ინსაიდერების ინფორმაციით მალე გაიყიდება GeForce RTX 3000 SUPER სერიის ვიდეო დაფა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არაოფიციალური ცნობები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად ინფორმაცია სანდრო წყაროებიდან მოდის და ნაწილობრივ განსხვავდება უკვე გავრცელებული ხმებისგან. უპირველეს ყოვლისა, ვიხილავთ GeForce RTX 3090 SUPER-ს. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი CUDA ბირთვების გაზრდილი რაოდენობით და მაღალსიჩქარიანი GDDR6X ვიდეო მეხსიერებით. სავარაუდოდ, მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩება (24 გბ), თუმცა სიჩქარე გაიზრდება 20 გბ/წმ-მდე. მომდევნო მოდელი იქნება განახლებული GeForce RTX 2060. მას 12 გბ ვიდეომეხსიერება ექნება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. უცნობია, ვინ მოიფიქრა ასეთი უცნაური სვლა და საერთოდ რისთვის სჭირდება გრაფიკულ ჩიპს 12 გბ. დიდი ალბათობით, კომპანიას სურს გაყიდოს ერთი და იგივე პროდუქტი, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასად ორჯერ მეტი ვიდეომეხსიერებით. დაბნეულობას იწვევს აგრეთვე სამომავლო GeForce RTX 3070 Ti მოდელი 16 გბ ვიდეომეხსიერებით. თუკი ზემოთხსენებული მოდელების არსებობა ასე თუ ისე მაინც აიხსნება, აქ ნამდვილი ჩიხია. რისთვის არის საჭირო ასეთი ვიდეო დაფა, თუკი GeForce RTX 3080 Ti მოდელსაც კი მხოლოდ 12 გბ აქვს? ასეთი ვიდეო დაფა იქნება ამჟამად არსებულ მოდელებზე უფრო სწრაფი ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობის ხარჯზე და შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ძველი GPU-ების გაყიდვაზე. რეალურად, ეს არ არის სრული გეგმა. მოცემულ ცხრილზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც უკვე გამოსული, აგრეთვე მოსალოდნელი მოდელები. ახალი სერიის გამოსვლა მოსალოდნელია 2022 წლის დასაწყისში. https://bit.ly/3B7b6JX
-
- 1
-
-
უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს კრიპტო ბირჟა Coinbase-ის დაახლოებით 6 ათასი ექაუნთი. მათ გამოიყენეს დაუცველობა SMS-ის მეშვეობით ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციისთვის გვერდის ავლით, წერს Bleeping Computer. გამომცემლობამ გამოაქვეყნა დაზარალებულების შესახებ წერილი, რომელშიც საუბარია 2021 წლის მარტში მომხდარ მასშტაბურ შეტევაზე. შეტევისთვის საჭირო იყო ელ.ფოსტის მისამართი წვდომით, პაროლი და მასთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი. კომპანიამ აღიარა, რომ დაუცველობა დაკავშირებული იყო SMS ვერიფიკაციასთან, რის გამოც ჰაკერებმა მიიღეს ავტორიზაციის ტოკენები სმარტფონზე წვდომის გარეშე. ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. სავაჭრო პლატფორმამ საკუთარ თავზე აიღო შეტევაზე პასუხისმგებლობა და პირობა დადო, რომ მოახდენს მომხმარებლების ზარალის კომპენსირებას, რადგანაც გატეხილი ექაუნთები დაცული იყო Coinbase-ის რეკომენდაციებით. „ჩვენ შევავსებთ თქვენს ანგარიშებს ინციდენტის დროს დაუსაბუთებლად ამოღებული ვალუტის ღირებულების ტოლფასი თანხით. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე მიიღო კომპენსაცია. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღოს ზარალის კომპენსაცია. ცვლილებები თქვენს ექაუნთებზე დღის ბოლომდე აისახება“ - ნათქვამია ბირჟის შეტყობინებაში. Coinbase-ს არ დაუკონკრეტებია რომელ ვალუტაში მოხდება კომპენსირება. ფიატის ჩარიცხვისა და მოგების მიღების შემთხვევაში მომხმარებლებს გადასახადის გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, აგვისტოში Coinbase-მა შეცდომით გაუგზავნა წერილები მომხმარებლებს, რომლებშიც აცნობებდნენ მათ ორფაქტორიანი ავტორიზაციის პარამეტრების შეცვლის შესახებ. დაახლოებით 125 ათასმა მომხმარებელმა მიიღო ასეთი შეტყობინება. https://bit.ly/3lbAg4J
-
ნახევარგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ბევრ კომპანიას აიძულებს გაზარდონ წარმოების მოცულობა. Samsung-ის ელექტრომექანიკის განყოფილება (Samsung Electro-Mechanics) არ არის გამონაკლისი, სხვადასხვა ასორტიმენტის ბეჭდური PCB-ების მწარმოებელი მზად არის 900 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებაში. არაოფიციალური ცნობების თანახმად Intel დაინტერესებულია კორეული კომპანიის ხსენებული საინვესტიციო პროგრამით. ფოტოს წყარო: Intel როგორც The Korea Times აღნიშნავს, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ Samsung Electro-Mechanics ვიეტნამში არსებული საკუთარი საწარმოს გაფართოებაში ჩადებს 900 მლნ აშშ დოლარზე მეტს, რათა გაზარდოს იმ PCB-ების საწარმოო მოცულობა, რომლებიც FC-BGA შესრულების ჩიპების წარმოებისთვისაა საჭირო. კომპანიის ვიეტნამური პლატფორმა არის ერთ-ერთი კანდიდატი ინვესტიციების მისაღებად, მაგრამ არა ერთადერთი, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კორეული წყაროები განმარტავენ, რომ AMD და Intel შეიძლება ჩაერთონ ისეთ ინიციატივებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოიფხვრას კომპონენტების დეფიციტი საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის. FC-BGA დიზაინი, რომელიც გულისხმობს აწყობილი ჩიპის დამონტაჟებას პირდაპირ PCB-ზე, მოთხოვნადია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში Intel-მა მიმართა Samsung-ს წინადადებით - დანახარჯები გაენაწილებინათ სპეციალიზებული PCB-ების წარმოების მოცულობის გასაზრდელად. https://bit.ly/2ZVFObk
-
კომპანია Apple-მა გამოაცხადა სმარტ საათ Apple Watch Series 7-ის გაყიდვების დაწყების თარიღი. ახალ საათებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 8 ოქტომბრიდან, მოდელების გამოშვება კი დაგეგმილია 15 ოქტომბრისთვის. ამის შესახებ განცხადება განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. წყარო: Apple Apple Watch Series 7 - ეს არის Apple-ის სმარტ საათების სერიის გაგრძელება. ახალ სმარტ საათს უფრო დიდი ეკრანი აქვს წინა მოდელებთან შედარებით, რაც მიღწეულ იქნა დისპლეის ირგვლივ ჩარჩოს ზომის შემცირებით. დეველოპერებმა მისთვის აგრეთვე შექმნეს ახალი QWERTY-კლავიატურა და ორი ახალი უნიკალური ციფერბლატი - Contour და Modular Duo. დეველოპერების თქმით, მოწყობილობა უზრუნველყოფს 18 საათამდე სამუშაო ხანგრძლივობას, დამუხტვის სიჩქარე კი გაიზარდა 33%-ით. წყარო: Apple შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია ორი ზომა, 41 და 45 მმ. ალუმინის კლასიკური მოდელები წარმოდგენილი იქნება ფერებში „შუაღამისფერი“, „ვარსკვლავის შუქი“, მწვანე, „ახალი ლურჯი“ და წითელი. შეძენისთვის აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საათები ვერცხლისფერ, ოქროსფერ და გრაფიტის ფერებში. გარდა ამისა, კომპანია გამოუშვებს კიდევ ორ მოდელს ტიტანის კორპუსით. ალუმინის საბაზისო 41-მილიმეტრიანი Apple Watch Series 7 ვერსიის ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. უჟანგავი ფოლადისა და ტიტანისგან დამზადებული მოდელების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/2YiNsvj
-
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს Stablecoin-ების იურიდიულ ჩარჩოში ჩართვის შესაძლებლობას. ისინი შეიძლება დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საბანკო ინდუსტრიის რეგულირებაში - აცხადებს The Wall Street Journal გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის თანამოსაუბრეები აგრეთვე ელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესსაც თხოვნით - განიხილონ კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის სპეციალური დადგენილების შექმნის შესახებ, რომლებიც Stablecoin-ებს უშვებენ. ამ ზომების მიზანია შემცირდეს მარეგულირებლების შეშფოთება ამ ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. წყაროების თანახმად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროც დაინტერესებულია სეგმენტზე კონტროლის გამკაცრებით. მათ აღნიშნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს (FSOC) ურჩევენ აღიარონ Stablecoin-ებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა გამოუშვებს რისკების მართვის უფრო მკაცრ სტანდარტებს მსგავსი ორგანიზაციებისთვის მანამ, სანამ ისინი არ რეგულირდება ფედერალურ დონეზე. FSOC-ში შედიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო, ფედერალური რეზერვების სისტემა, SEC, CFTS და სხვა მთელი რიგი ზედამხედველობის ორგანოები. WSJ-ის თანახმად, საბჭოსთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი, რადგან კონკრეტული მოთხოვნების შემუშავება შრომატევადი პროცესია. რეკომენდაციები შეტანილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშში. ამ უკანასკნელში შედის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და SEC-ის ხელმძღვანელი გარი გენსლერი. ადმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს Stablecoin-ების ემიტენტები ჩართოს საბანკო რეგულირებაში. მოვლენების განვითარების ამგვარი ვარიანტი მათთვის სასურველია - აღნიშნეს WSJ-ის წყაროებმა. ივლისში მინისტრ იელენის მოწოდება იყო დაეჩქარებინათ Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. საინფორმაციო მედიის ცნობებით სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განიხილა Stablecoin-ების რისკები და სარგებელი საბანკო საზოგადოებისა და საკრედიტო გაერთიანებების წარმომადგენლებთან. იმავე თვეში გამოჩნდა ინფორმაცია ხაზინის განზრახვის შესახებ - Stablecoin-ების ემიტენტებისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყოთ მათი თავისუფალი კონვერტაცია ფიატში. გერი გენსლერმა Stablecoin-ებს უწოდა „კაზინოს პოკერის ჩიპები ველურ დასავლეთში", აშშ-ის სენატმა გამოაცხადა ამ ციფრული აქტივების ფიატით სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეგახსენებთ, პაუელის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემა არ აპირებს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ გეგმავს Stablecoin-ების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმას. https://bit.ly/3l3YHAJ
-
ინტერნეტში გამოჩნდა მობილური Intel Alder Lake პროცესორების სავარაუდო საწარმოო გეგმა. Wccftech-ის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაიყოფა კატეგორიების მიხედვით მე-12 თაობის მობილური პროცესორები და რა კონფიგურაციები იქნება ხელმისაწვდომი ამ კატეგორიებში. Alder Lake-P საწარმოო კატეგორია ჩაანაცვლებს ამჟამინდელ Tiger Lake-H45, H35 და UP3 პროცესორების ჯგუფებს, მასში გაერთიანებული იქნება მოდელები 12-დან 45 ვატამდე TDP-ის დონით. სითბოს გამოყოფის ამ ჩარჩოებში მოთავსდა 14-ბირთვიანი პროცესორები, რომლებშიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულიი იქნება 6 ბირთვი Golden Cove (P-Core) და 8 ბირთვი Gracemont (E-Core). ჯგუფი დაიხურება 2+8 ბირთვის მქონე კონფიგურაციებით. Alder Lake-M კატეგორია ჩაანაცვლებს Tiger Lake-UP4-ს და წარმოდგენილი იქნება 7-15 ვატი სითბური პაკეტის მქონე პროცესორებით, რომელთა ბირთვების რაოდენობა იქნება 10, 2 + 8 კონფიგურაციაში. ფოტოს წყარო: Wccftech ორივე კატეგორიაში ინტეგრირებული გრაფიკის სახით გამოყენებული იქნება GT2 და GT3 ბირთვები, ბოლო მათგანი შეიცავს 96 გამომთვლელ ბლოკს, აგრეთვე Alder Lake-P და M უზრუნველყოფენ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, Thunderbolt 4 ინტერფეისის, WiFi 6E უსადენო ქსელის მხარდაჭერას. DDR5-სა და PCIe Gen5-ის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება მხოლოდ Alder Lake-P-ში, M კატეგორია შემოიფარგლება PCIe Gen4-ით და LPDDR5-ის გარდა ექნება LPDDR4X-ის მხარდაჭერა. Intel Alder Lake-P-ს წარმოება უნდა დაიწყოს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, Alder Lake-M-ისა კი - 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე. პროცესორების პრეზენტაცია მოსალოდნელია ღონისძიება Innovation-ზე 27-28 ოქტომბერსა და CES 2022-ზე იანვარში. https://bit.ly/3mo1mES
-
გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ გამოვიდოდა Honor-ის დასაკეცი სმარტფონი. ამჯერად არსებული უახლესი ინფორმაციის თანახმად დასაკეცი სმარტფონი, სახელწოდებით Honor Magic X შესაძლოა უახლოეს დროში - მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვიდეს. ეს ინფორმაცია გავრცელდა Huawei-ს თაყვანისმცემლებისგან სოციალურ ქსელ Weibo-ს მეშვეობით. მის მიხედვით სამომავლო დასაკეცი სმარტფონი აგებული იქნება Huawei Mate X2-ის ანალოგიურად. Honor თავდაპირველად გამოჩნდა, როგორც Huawei-ს შვილობილი ბრენდი, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ორივე კომპანია ჯერ კიდევ იზიარებს ერთმანეთის ტექნიკურ ინფორმაციას და რადგან Mate X2 საკმაოდ ღირსეული დასაკეცი ტელეფონია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებლების უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩეს Honor-ის სიახლით. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, რომელსაც წყარო გვიზიარებს, გულისხმობს, რომ დასაკეცი სმარტფონი დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. ეს პოტენციური თარიღი ემთხვევა ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელებულ ხმებს. ამ დროისთვის არსებული ცნობებით ეკრანის ზომა გაშლილ მდგომარეობაში 8 დუიმია, რაც შეესაბამება Huawei Mate X2-ის ზომას. ინსაიდერი ამტკიცებს, რომ ტელეფონი იმუშავებს პროცესორ Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888 Plus-ზე. Honor-ის ინჟინრები აქ გაჩერებას არ აპირებენ: ვრცელდება ხმები, რომ ისინი აგრეთვე ქმნიან დასაკეც სმარტფონს Motorola Razr-ისა და Samsung Galaxy Z Flip 3-ის სტილში. დასაკეცი სმარტფონები ამჟამად ახალ იდეას არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც ჩანს, 2021 წლის შუა პერიოდი ერთგვარი გარდამტეხი მომენტია - ეს ფორმ-ფაქტორი ექსპერიმენტიდან შესაძლოა გარდაიქმნას ისეთ მოწყობილობად, რომელზეც რიგითი მომხმარებლები გააკეთებენ არჩევანს. იმის გათვალისწინებით, რომ Honor, Google და დასაკეცი სმარტფონების წარმოებით დაინტერესებული სხვა კომპანიები, როგორც მოსალოდნელია, მალე ჩაერთვებიან ბრძოლაში, წარმოდგენილი იქნება ფართო არჩევანი. უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ამ მოწყობილობების გაყიდვებმა მიაღწია ბაზრის მნიშვნელოვან წილს. https://bit.ly/2YbY6UW
-
კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNN-თან კომენტარში განაცხადა, რომ Altcoin-ების უმეტესობა კრიპტოვალუტის ბაზარს დატოვებს უახლოეს წლებში, Bitcoin კი ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსურ სისტემას. მან ასევე მოუწოდა ინვესტორებს, ყურადღება არ მიაქციონ ციფრული ოქროს არასტაბილურობას და გადახედონ ბაზრის საერთო სურათს. „bubble-ბი და მანიები ხდება ისეთი რაღაცეების ირგვლივ, რომლებიც ძირეულად ცვლის ჩვენს აზროვნებას. დეცენტრალიზებული სისტემები ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსებს, ” - ხაზგასმით აღნიშნა ნოვოგრაცმა. მისი თქმით, Bitcoin-ისადმი მზარდი ინტერესი განპირობებულია ტექნოლოგიის არსით. ნოვოგრაცმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტორებს არა მხოლოდ მოგება აინტერესებთ, არამედ მათ, სავარაუდოდ, სჯერათ ფინანსური სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელის პროგნოზის თანახმად Bitcoin-ის ფასი ათი წლის განმავლობაში 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. იმავე პერიოდში კრიპტოვალუტების 75% გაქრება ბაზრიდან - დარწმუნებულია ინვესტორი. ნოვოგრაცმა Bitcoin-ს უწოდა "მომდევნო ინტერნეტი", რომლის ხელიდან გაშვება არცერთ ინვესტორს არ სურს. ივნისში მან თქვა, რომ პირველი კრიპტოვალუტა არასოდეს გახდება გადახდის ინსტრუმენტი, რადგან მისი ბლოკჩეინი არ არის ადაპტირებული ამისათვის. https://bit.ly/3DbXHB3
-
ისრაელში არსებულმა კომპანია Weebit Nano-მ, რომელიც რეზისტენტული მეხსიერების (ReRAM) შემქმნელია, განაცხადა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ახალი და პერსპექტიული შენახვის ტექნოლოგიის მასობრივი წარმოების მიმართულებით. ფრანგულ ინსტიტუტ CEA-Leti-ს სატესტო სიმძლავრეებზე ReRAM-ის მასივები პირველად გამოვიდა 300-მილიმეტრიან ფირფიტებზე 28-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ფოტოს წყარო: Weebit Nano Weebit-ისა და CEA-Leti-ს პარტნიორობის წინა პროდუქტები იყო ReRAM მასივები 200-მილიმეტრიან ფირფიტებზე 40-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. დიდი დიამეტრის ფირფიტებზე დახვეწილი ტექნოპროცესების დაუფლება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც კომპანიას საშუალება მისცა გამოეცხადებინა ეს მიღწევა, როგორც კვანტური ნახტომი. სამწუხაროდ, Weebit-ს მასივების მახასიათებლები არ გაუსაჯაროვებია. გამოცხადდა, რომ ეს არის რეზისტენტული მეხსიერების 1 მბ ბლოკები. ზოგადად, ReRAM-ის წარმოების ათვისება 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური სტანდარტებით ოთხჯერ აორმაგებს მეხსიერების ამ ვარიანტის სიმკვრივეს (ცხადია Weebit ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ვინაიდან ReRAM ვითარდება მრავალ ვარიანტში). აღსანიშნავია, რომ კომპანია Weebit Nano-ს ReRAM-ის სატესტო წარმოება 28-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. თუმცა იმ დროს არ მოხდა ისევე, როგორც არ დაწყებულა ReRAM-ის წარმოება სამხრეთ კორეაში 2020 წლის ბოლოს „ერთი დიდი კომპანიის“ მიერ. ამის ნაცვლად, ერთი თვის წინ Weebit-მა 130-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში ReRAM-ის წარმოების დაწყების მიზნით შეთანხმება დადო ამერიკულ კომპანია SkyWater-თან. ფოტოს წყარო: Weebit Nano იქმნება შთაბეჭდილება, რომ Weebit-ის ტექნოლოგია კარგად არ შეესაბამება მოწინავე ტექნოპროცესებს. იმედია, რომ რეზისტენტული მეხსიერების ტექნოლოგია უფრო მეტად დაუახლოვდება კომერციულ განხორციელებას. ReRAM მეხსიერება სიჩქარის მხრივ ახლოს არის ოპერატიულ მეხსიერებასთან, თუმცა ენერგოდამოუკიდებელია ფლეშ-მეხსიერების მსგავსად. სამომავლო ელექტრონიკის განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. https://bit.ly/3Fnsixs
-
ინტერნეტ-წყაროებმა Lenovo-ს ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს მოწყობილობა Legion Play-ს რენდერები, ეს არის პორტატული კონსოლი, რომელიც კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია. არ არის გამორიცხული, რომ ამ გაჯეტის შესახებ ცნობები ახლო მომავალში გავრცელდეს. ფოტოების წყარო: liliputing.com როგორც ფოტოებიდან ჩანს, კონსოლის ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე თამაშის მართვის ორგანოებია მოცემული. ესენია ორი ანალოგური ჯოისტიკი, D-Pad პანელი და X, Y, A, B ღილაკების მასივი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ზედა ტრიგერები და მთელი რიგი ფუნქციონალური ღილაკები. კორპუსის ქვედა ნაწილში მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი, 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი და მიკროფონის ჭრილი ვირტუალურ სივრცეში ხმოვანი ჩატების განსახორციელებლად. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android სპეციალურად შემუშავებული ინტერფეისით. ხელმისაწვდომია აპლიკაციები Google Play, YouTube-სერვისები, Google Drive და ა.შ. გაჯეტს სავარაუდოდ არ ექნება ფიჭური კავშირების მხარდაჭერა, ამიტომ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ Wi-Fi-სა და Bluetooth-ით დაკავშირებით. კონსოლ Lenovo Legion Play-ს ანონსის თარიღისა და ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3kZX7jr
-
ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) არ გეგმავს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ ზოგიერთი ციფრული აქტივი უნდა იყოს ჩასმული სამართლებრივ ჩარჩოში. განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. კონგრესმენმა ტედ ბადმა ჰკითხა პაუელს, აპირებს თუ არა ფედერალური ბანკი მიჰყვეს ჩინეთის ეროვნული ბანკის მაგალითს და დააწესოს "აკრძალვა ან შეზღუდვა" კრიპტოვალუტების გამოყენებაზე შეერთებულ შტატებში. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა უარყოფითად უპასუხა, მაგრამ ხაზი გაუსვა Stablecoin-ების რეგულირების აუცილებლობას. ”Stablecoin-ები ჰგავს ფულადი ბაზრის ფონდებს, საბანკო დეპოზიტებს, მაგრამ გარკვეულწილად ისინი მარეგულირებელ პერიმეტრს მიღმაა. სავსებით მიზანშეწონილია მათი ჩართვა საკანონმდებლო ჩარჩოში. იგივე საქმიანობა, იგივე რეგულაცია, ” - განაცხადა მან. ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის და დაადგინა, რომ პლატფორმების საქმიანობა, რომლებიც ეწევიან ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში, უკანონოა. 28 სექტემბერს კონგრესის შვიდმა წევრმა პაუელს გაუგზავნა წერილი, რომელიც მოიცავდა ოთხ კითხვას ფედერალური ბანკების მიერ კრიპტოვალუტების შენახვისადმი ფედერალური ბანკის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და სააგენტოს როლს CBDC-ის საერთაშორისო სტანდარტების დადგენაში. ივლისში პაუელმა განაცხადა, რომ ციფრული დოლარის გამოსვლა Bitcoin-ის პოპულარობას დაარტყამს. https://bit.ly/3zWqbg8
-
Poco-მ გააფართოვა C-სერიის პროდუქტების ხაზი და წარადგინა სმარტფონი Poco C31. Poco C31 - ეს არის დაბალბიუჯეტური შემოთავაზება Poco-სგან, რომელიც წარმოდგენილია 6.53-დუიმიანი თხევადკრისტალური IPS დისპლეით. სმარტფონს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Helio G35. უკანა პანელზე მოცემულია თითის ანაბეჭდის სკანერი. Poco C31 მოდელის სხვა ძირითადი მახასიათებლები მოიცავს 13-მეგაპიქსელიან სამ კამერას, აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64 გბ შიდა მეხსიერება და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Poco C31-ის ფასი 115 აშშ დოლარიდან იწყება. ამ ვერსიას ექნება 3 გბ ოპერატიული + 32 გბ მუდმივი მეხსიერება. Poco C31 ვარიატი 4+64 გბ მეხსიერებით ღირს 128 აშშ დოლარი. მოწყობილობა ხელმისაწვდომია ფერებში - Royal Blue და Shadow Grey. Poco C31-ს აქვს 6.53-დუიმიანი IPS დისპლეი HD+ გაფართოებითა და 20:9 გვერდების შეფარდებით. სმარტფონი მუშაობს Helio G35 ჩიპსეტზე, აგრეთვე აქვს P2i ნანოსაფარი შხეფებისგან დაცვისთვის. მოწყობილობას აქვს 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. მეხსიერების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 512 გბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სმარტფონს გააჩნია თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზე, აგრეთვე მხარდაჭერილია სახის ამოცნობის ტექნოლოგია. Poco C31 აღჭურვილია სამი კამერით, ძირითადი კამერა 13-მეგაპიქსელიანია, ხელმისაწვდომია 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროობიექტივი. C31 მოდელის უკანა პანელზე განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა f / 2.2 დიაფრაგმით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. დაკავშირების კუთხით ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, Bluetooth v.5, GPS, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და microUSB პორტი. სმარტფონის ზომაა 164.9 × 77.1 × 9 მმ და იწონის 194 გრამს. https://bit.ly/3F3KU5v
-
კომპანია Waymo, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში შედის, უკვე გარკვეული დროა ახორციელებს მგზავრების უპილოტო ტაქსებით გადაყვანას არიზონაში, თუმცა მძღოლი ავტომობილში რჩება ავტომატიკის დამზღვევის სახით. კომპანიამ ამჯერად ანალოგიური საქმიანობის ნებართვა მიიღო კალიფორნიის ხელისუფლებისგან, ამავე დროს დამტკიცდა კონკურენტ Cruise-ს მსგავსი განაცხადიც, რომელიც კომპანია General Motors-ისგან ფინანსდება. ფოტოს წყარო: Reuters როგორც Reuters განმარტავს, ლიცენზიის მიმღებ კომპანიებს თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. კერძოდ, Cruise-ს ნებადართული აქვს მგზავრების გადაყვანა ავტონომიური ტრანსპორტით მძღოლის გარეშე ღამის საათებში სან-ფრანცისკოს ცალკეულ რაიონებში. Waymo-ს შემთხვევაში მძღოლები საჭესთან ისხდებიან. ორივე კომპანიამ ასევე უნდა მიიღოს კიდევ ერთი ნებართვა უპილოტო ტაქსებით მგზავრებისგან საფასურის მიღების შესახებ. კონკურენტმა კომპანია Nuro-მ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო კალიფორნიაში უპილოტო მანქანების ექსპლუატაციის ნებართვა, თუმცა ნებართვა ითვალისწინებს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას. კალიფორნიის მარეგულირებლებმა ნებართვა მისცეს Cruise-ს განახორციელოს სამგზავრო მომსახურება სან-ფრანცისკოს შერჩეულ უბნებში საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე არაუმეტეს 48 კმ/სთ სიჩქარით. Waymo-ს ტაქსებში მძღოლის ყოფნის შემთხვევაში ძრავს შეუძლია 104 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, თუმცა ავტონომიური მანქანების ექსპლუატაციის ტერიტორია შემოიფარგლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს ზოგიერთი რაიონით. ექსპერიმენტში მონაწილეობენ ელექტრომობილების მოდიფიცირებული ვერსიები: Chevrolet Bolt EV – Cruise-ის შემთხვევაში და ქროსოვერი Jaguar I-Pace – Waymo-ს შემთხვევაში. https://bit.ly/3meFJa3
-
კომპანია Visa-მ შეიმუშავა კონცეფცია ცენტრალური ბანკების სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოშვებული ვალუტებისა და Stablecoin-ების ურთიერთქმედებისთვის გადახდებში. ბლოგზე განთავსებული შეტყობინების თანახმად პლატფორმა Universal Payments Channel (UPS - უნივერსალური საგადახდო არხები) მოქმედებს, როგორც კონცენტრატორი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ქსელს და უზრუნველყოფს ციფრული ვალუტების უსაფრთხო გადარიცხვას. „იფიქრეთ მასზე, როგორც „უნივერსალურ ადაპტერზე“ ბლოკჩეინებისთვის, რომელიც ცენტრალურ ბანკებს, ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაბრკოლების გარეშე გაცვალონ ქონება ვალუტის ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა Visa-ს CBDc-ებისთვის განკუთვნილი გლობალური პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კეტრინ გუმ. კომპანიის მკვლევარების აზრით უახლოეს წლებში ბევრი ცენტრალური ბანკი გამოუშვებს ციფრულ ვალუტებს. კონსტრუქციის უნიკალური მახასიათებლების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ აქტივებმა შეძლონ შეუფერხებლად ფუნქციონირება ერთსა და იმავე ქსელში. „იმისთვის, რომ CBDC-ები წარმატებული იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ორი ძირითადი ინგრედიენტი: მომხმარებლების მხრიდან აღიარების შესანიშნავი მაჩვენებელი და მერჩანტების მიერ ფართო აღიარება. ეს ნიშნავს შესაძლებლობას - განხორციელდეს ანგარიშსწორება ვალუტის, არხის ან ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა გუმ. UPS კონცენტრატორი სხვადასხვა ბლოკჩეინს აერთიანებს - იქნება ეს ქვეყნებს შორის CBDC-ების ქსელი თუ კერძო Stablecoin-ების პროტოკოლები. Visa-ს სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ UPS-ს აგრეთვე შეუძლია სიჩქარის პრობლემის გადაჭრა, რადგანაც DLT-ქსელების უმეტესობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებლის მხრივ ტრადიციულ გადაწყვეტილებებს. სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით UPS-ის სპეციალიზებული საგახდო არხები იმუშავებენ ბლოკჩეინის გარეთ და გამოიყენებენ სმარტ-კონტრაქტებს მათთან უკუკავშირისთვის. მკვლევარებმა უკვე აამოქმედეს საბაზისო კონტრაქტი სატესტო ქსელ Ethereum Ropsten-ში. UPS-ზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. Visa-მ ადრე წარადგინა CBDC-ების გამოყენებით ოფლაინ-ანგარიშსწორების მეთოდი. კომპანიის წარმომადგენლები შედიან ექსპერტების ჯგუფში, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას დაეხმარებიან ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის შესწავლაში. https://bit.ly/3kWhqye
-
საინტერესო ცნობა გააჟღერა ტავანურმა ვებ-გვერდ DigiTimes-მა. წყაროს ინფორმაციის თანახმად დედა დაფების მწარმოებლები ელოდებიან „დაამზადე შენ თვითონ“ ბაზრის სეგმენტის გამოცოცხლებას მეოთხე კვარტალში, თუმცა თავიანთ მოლოდინებს უკავშირებენ არა ახალი Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლას, არამედ Intel-ისა და AMD-ის პროცესორებზე ამჟამინდელი ფასების შემცირებას. ფოტოს წყარო: DigiTimes ინტერნეტ-წყაროები ამ დრომდე პერიოდულად საუბრობდნენ Intel-სა და AMD-ს შორის ფასების ომზე სერვერულ სეგმენტში, სადაც პირველ მათგანს ჯერჯერობით არაფერი გააჩნია უახლეს EPYC პროცესორებთან დასაპირისპირებლად წარმადობისა და ფლობის ჯამური ფასის შეფარდების თვალსაზრისით. ამჟამად ტაივანური ვებ-გვერდი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წინ არის დესკტოპ სეგმენტის პროცესორებზე ფასების კლება და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. ბოლო კვარტალური ანგარიშგების ღონისძიებაზე Micron Technology-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კომპონენტების დეფიციტი ოდნავ შესუსტდება, მაგრამ მისი სრულად დამარცხება შესაძლებელი იქნება არა უადრეს 2023 წლისა. Barron's-სთან ინტერვიუში Micron Technology-ის ბიზნეს-დირექტორმა Sumit Sadana-მ თქვა, რომ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის გაზრდას, როგორც წესი, მინიმუმ ცხრა თვე სჭირდება. ფოტოს წყარო: Micron როგორც ჩანს, მთელ რიგ ინდუსტრიებში მოთხოვნა იზრდება უსწრაფესი ტემპით და მწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ დრო სიმძლავრეების გასაზრდელად. ამ მიზეზით ხდება ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მუდმივად გადავადება და მასში არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორსმაჟორული გარემოებები, როგორებიცაა ლოქდაუნი, სტიქიური უბედურებები და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება ლოჯისტიკის დარღვევის გამო. https://bit.ly/3F5ZJo0
-
კომპანია Counterpoint Technology Market Research იძულებულია შეამციროს პროგნოზი მიმდინარე წელს სმარტფონების მიწოდების მოცულობის შესახებ. ამის მიზეზია ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. შეფასებების თანახმად 2018 წელს გლობალური მასშტაბით განხორციელდა დაახლოებით 1.51 მლრდ ფიჭური სმარტ მოწყობილობის მიწოდება. 2019 წელს გაყიდვები შემცირდა 1.48 მილიარდ ერთეულამდე. გასულ წელს კი - 1.33 ერთეულამდე, რაც აიხსნება ფიჭური მაღაზიების დროებითი დახურვითა და სხვა შეზღუდვებით პანდემიის ფონზე. მიმდინარე წელს ინდუსტრია დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას, თუმცა სმარტფონების მიწოდებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტი. ჩიპების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანია - მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ავტომობილების, სერვერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა ტიპის პროდუქციის მწარმოებლები. Counterpoint Technology Market Research-ის ინფორმაციით სმარტფონების ზოგიერთი მომწოდებელი ამჟამად იღებს შეკვეთების მოცულობის მხოლოდ 70%-ს, ეს კი მრავალრიცხოვან სირთულეს ქმნის. ადრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ 2021 წლის შეჯამებით ფიჭური სმარტ მოწყობილობების ბაზრის მოცულობა 9%-ით, 1.45 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდებოდა. ამჟამად უკვე საუბარია 6%-იან მატებაზე, მიწოდების მოცულობა კი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 1.41 მილიარდი ერთეული. https://bit.ly/39RvL8T
-
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისგან - ეს აზრი გამოხატა ილონ მასკმა კონფერენცია Code Conference-ზე, კალიფორნიაში - წერს CNBC. ”მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის განადგურება შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლებებს შეუძლიათ მისი განვითარების შენელება”, - განაცხადა მილიარდერმა. მისი აზრით ციფრულ აქტივებს აქვთ პოტენციალი ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით. მაგრამ კრიპტოვალუტა არ არის საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნა Tesla-ს ხელმძღვანელმა. „თავს არ ვთვლი კრიპტოვალუტების დიდ ექსპერტად. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ფასეულობები, თუმცა ეს არ არის „მეორედ მოსვლა“ - განაცხადა მასკმა. მან ასევე დააკავშირა კრიპტო ინდუსტრიაზე ჩინეთის ბოლოდროინდელი შეტევა "ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან პრობლემებთან". ”სამხრეთში ახლა არის დროდადრო მიწოდების პრობლემები, რადგან მოთხოვნა აღემატება მოლოდინს. კრიპტოვალუტის მოპოვება არ შეიძლება იყოს ბოლო ფაქტორი ამაში, ” - განმარტა ანტრეპრენერმა. მასკი ვარაუდობს, რომ ციფრული აქტივები თავისი არსით „ორიენტირებულია ცენტრალიზებული ხელისუფლების უფლებამოსილების შემცირებისკენ“, რაც ეწინააღმდეგება ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის შეხედულებებს. აგვისტოში Tesla-ს ხელმძღვანელი შეუერთდა შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის გაფართოების დაბეგვრის გეგმის კრიტიკას. https://bit.ly/3zTiQOb
-
AMD-მ გამოაცხადა მეტად ამბიციური მიზანი: 2025 წლისთვის მიაღწიოს 30-ჯერ მეტ ენერგოეფექტურობას EPYC პროცესორებსა და Instinct GPU ამაჩქარებლებზე. AMD-მ თავადაც იცის, რამდენად მაღალია დასახული ბარიერი: მიზანი ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ ეფექტურობას 150 %-ით აღემატება. AMD-ს მიზანი ენერგოეფექტურობის სფეროში დაკავშირებულია გამოთვლების დაჩქარებისთვის განკუთვნილი იმ ნოუდების დამუშავების მოთხოვნების მნიშვნელოვნად ზრდასთან, რომლებიც ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის სწავლება, კლიმატის პროგნოზირება, გენომიკა და ფართომასშტაბიანი სუპერკომპიუტერული მოდელირება. AMD აცხადებს, რომ თუკი მიზანს მიაღწევს, ამგვარი სისტემების საერთო ენერგომოხმარება ხუთწლიან პერიოდში 97%-ით შემცირდება. „პროცესორის ენერგოეფექტურობის დონის ამაღლების მიღწევა AMD-სთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია და ჩვენ ახალ მიზანს ვისახავთ დღევანდელი გამომთვლელი ნოუდებისთვის ჩვენი მაღალი წარმადობის პროცესორების და ამაჩქარებლების გამოყენებით მანქანურ სწავლებასა და მაღალი წარმადობის გამოთვლების დანერგვაში,” - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა Mark Papermaster-მა. „ამ მნიშვნელოვან სეგმენტებზე ფოკუსირება და წამყვანი კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი მუშაობის გაუმჯობესების შეთავაზებით AMD-ს მიზანი ოცდაათჯერ აღემატება ამ სფეროებში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებს და 150%-ით - წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. AMD უკვე სწავლობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას საკუთარ პროცესორებსა და გრაფიკულ პროცესორებში იმდენად, რომ AMD Zen პროცესორები რეალურად აღემატება Intel-ის საუკეთესო პროცესორებს წარმადობა/ვატის შეფარდების მხრივ. საჭირო იქნება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სამგანზომილებიანი ქეშის სტეკირება (Infinity Cache-ის გამოყენება RDNA 2 ჩიპებში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებას) და ეფექტურობაზე სულ უფრო მეტად ორიენტირებული ინჟინრული მიდგომა. ჯერ კიდევ უცნობია, რა მეთოდებს მოიძიებს AMD დასახული მიზნის მისაღწევად, რადგანაც ჯერ არც ერთი მათგანის შესახებ არ უსაუბრია. https://bit.ly/2ZC1Lfb
-
კომპანია Strategy Analytics-მა შეისწავლა წილების განაწილების ბალანსი პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე. დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასეთი ჩიპების გადაზიდვა ფულადი თვალსაზრისით გაიზარდა 17%-ით 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ინდუსტრიის მოცულობამ მიაღწია 737 მილიონ აშშ დოლარს. მიწოდების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა აიხსნება პანდემიის ფონზე პლანშეტებზე გაზრდილი მოთხოვნით: მთელ მსოფლიოში მომხმარებლებმა დაიწყეს ასეთი გაჯეტების ყიდვა გასართობად და ინტერნეტში სამუშაოდ. პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეა Apple 58%-იანი წილით. მეორე ადგილზეა Intel 14%-ით, ხოლო Qualcomm საუკეთესო სამეულში მოხვდა 10%-იანი მაჩვენებლით. ამრიგად, სამი დასახელებული კომპანია ერთად აკონტროლებს გლობალური ბაზრის 82% -ს. ჩიპების ყველა სხვა მომწოდებელი ერთობლივად იკავებს ინდუსტრიის 18%-ს. წყარო: Strategy Analytics თუკი ბაზარს ერთეულების კუთხით განვიხილავთ, პლანშეტებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა მეორე კვარტალში 8%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე დროს, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. https://bit.ly/39M9rgO
-
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და ანგარიში ჩააბაროს კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ სხვა ქვეყნები კრიპტო ინდუსტრიის რეგულირებას. ამგვარ წინადადებას შეიცავს სენატორების, მეგი ჰასანისა და ჯონი ერნსტის კანონპროექტი - წერს Politico. გამომცემლობის თანახმად, კანონპროექტის მიზანია შესწავლილ იქნას მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტების შესახებ მანამ, სანამ მოხდება კონკრეტულ წესებზე გადასვლა. ”შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ჩვენმა ხელისუფლებამ უკეთ უნდა გაიაზროს როლი, რომელსაც კრიპტოვალუტა თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში და როგორ გამოიყენება იგი სხვა ქვეყნებში,” - განაცხადა ჰასანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხაზინამ უკეთ უნდა გააცნობიეროს ახალი აქტივების კლასის გავლენა გლობალურ ფინანსებზე. ჰასანმა ადრე გაგზავნა წერილები მთელ რიგ დაწესებულებებში, სადაც გამოთქმული იყო შეშფოთება კრიპტოვალუტის, როგორც გამომსყიდველი პროგრამის გამოყენების შესახებ. სექტემბერში შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა კრიპტოვალუტების შესახებ დებულება თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ არსებულ კანონპროექტში. https://bit.ly/3EWNI4d
-
კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გამოაცხადა კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ის შემდეგი ტურისტული სუბორბიტალური გაშვების თარიღი - 12 ოქტომბერი. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, იუწყება პორტალი Space.com. კოსმოსში ოთხკაციანი ეკიპაჟი გაემგზავრება. ფოტოს წყარო: Blue Origin „დღეს Blue Origin-მა დააანონსა ხომალდ New Shepard-ის მე-18 მისია. იგი გაიმართება სამშაბათს, 12 ოქტომბერს. ხომალდით გაფრინდება ოთხი ასტრონავტი, მათ შორისაა Chris Boshuizen – NASA-ს ყოფილი ინჟინერი და Planet Labs-ის თანადამფუძნებელი, აგრეთვე Glen de Vries - კომპანია Dassault Systemes-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და კომპანია Medidata-ს თანადამფუძნებელი“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში, სადაც აგრეთვე განმარტებულია, რომ დანარჩენი ორი ასტრონავტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადრე გავრცელდა ხმა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოქტომბრის მისიაში შესაძლოა ყოფილიყო მსახიობი William Shatner, რომელმაც ვარსკვლავთმფრენ „Enterprise”-ის კაპიტან ჯეიმს კირკის როლი ითამაშა Star Trek-ში. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. Chris Boshuizen (მარცხნივ) და Glen de Vries (მარჯვნივ) რაკეტის წინა პილოტირებული ფრენა შედგა 20 ივლისს, მასში მონაწილეობდა კომპანია Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მას თან ახლდა ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი Wally Funk, აგრეთვე 18 წლის Oliver Daemen, რომელიც Blue Origin-ზე აუქციონზე გამარჯვების შედეგად მოხვდა. მგზავრმა, რომელმაც ბილეთი 28 მლნ აშშ დოლარად იყიდა, გადაწყვიტა მონაწილეობა New Shepard-ის მორიგ მისიაში მიეღო - მან ადგილი დაუთმო მეორე ადგილის მფლობელ პირს - ოლივერის მამას. New Shepard-ის მორიგი ფრენა გაგრძელდება დაახლოებით 11 წუთი, მის ფარგლებში კაფსულა აფრინდება დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა და გადალახავს ე.წ. კარმანის ხაზს, რომელიც მიიჩნევა დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად. კოსმოსური ტურისტები უწონადობაში დაახლოებით 3 წუთს გაატარებენ, რის შემდეგ უკან დედამიწაზე დაბრუნდებიან. კომპანია სუბორბიტალური ფრენების ბილეთებს თავის ვებ-გვერდზე ყიდის, თუმცა ბილეთის საჯარო ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/3CQhs0B
-
კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის თხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ის, MAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი. ფოტოს წყარო: Intel კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან. პორტალ VideoCardz-ის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვები. მე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiON-ზე. ფოტოს წყარო: MSI ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: MSI უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები, რადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებს. გაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე-12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. ფოტოს წყარო: VideoCardz ამავე დღეს უნდა დაიწყოს ხსენებული პროცესორების KF-ვერსიების გაყიდვაც, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Xe. https://bit.ly/3F7j602
-
2018 წელს სტარტაპ Eli Electric Vehicles-მა ლოს-ანჯელესიდან დააანონსა კომპაქტური ელექტრომობილი Zero, რომელიც განკუთვნილია მცირე საქალაქო მგზავრობისთვის დაბალი სიჩქარით. ამჯერად კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო ამ მანქანის წარმოების საწყისი ციკლი. ფოტოების წყარო: newatlas.com ელექტრომობილებით დაინტერესებულ ზოგ მომხმარებელს დიდად არ სჭირდება დიდი, სწრაფი და შორსმავალი მანქანები მცირე ქალაქებში ან მეგაპოლისებში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. შესაბამისად, იქმნება ისეთი მიკრომანქანების ცალკეული ბაზარი, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ვიწრო ადგილებში მოძრაობა. ამგვარი მანქანები მძღოლებსა და მგზავრებს იცავენ უამინდობისგან, თავსდებიან ვიწრო საპარკინგე ადგილებში, მათი ფასი საკმაოდ დაბალია და ექსპლუატაციაც არ ჯდება ძვირი. ერთ-ერთი პირველი კომპაქტური ელექტრომობილი იყო Renault Twizy, თუმცა ბოლო წლებში სხვა მოდელებიც გამოჩნდა: შვეიცარიული Microlino, რომლის რელიზი მომდევნო წლისთვისაა მოსალოდნელი, ფრანგული Citroen Mi Ami, აგრეთვე მისი გერმანული ტყუპისცალი Opel Rocks-e. ამჯერად მათ დაემატა „რაიონული“ ელექტრომობილი NEV — Neighborhood Electric Vehicle) Zero, რომლის წარმოების საწყiსი ეტაპი უკვე დაწყებულია. NEV კატეგორიის ელექტრო მანქანები გამოირჩევიან კომპაქტური ზომებით და დაბალი სიმძლავრით, ასეთი მანქანების მაქსიმალური სიჩქარე ჩვეულებრივ არ აღემატება 40 კმ/სთ-ს. Eli-მ განაცხადა, რომ მანქანებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ისეთ გზებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 60 კმ/სთ-ია. ევროპულ ბაზარზე Zero-ს გასაყვანად კომპანიამ მოდელში რამოდენიმე ცვლილება უნდა შეიტანოს: გაზარდოს სამუშაო ძაბვა 48-დან 72 ვოლტამდე, დაამატოს საჭის და მუხრუჭის გამაძლიერებელი, დააყენოს უკანა ხედვის კამერა და დაამუშაოს რამდენიმე სხვა პუნქტი. ორადგილიან ელექტრომობილს აქვს 4 კვტ სიმძლავრის ერთი ძრავი (5.44 ცხენის ძალა), იგი საშუალებას იძლევა მანქანამ განავითაროს 40 კმ/სთ-მდე სიჩქარე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს აკომულატორი 5.8 კვტ/სთ სიმძლავრით (გავლის მარაგი 80 კმ) ან 8 კვტ/სთ სიმძლავრის ძრავი (112 კმ). გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკუპერაციული დამუხტვის სისტემა (ბატარეა იმუხტება დამუხრუჭებისას გამოყოფილი სითბოს მეშვეობით), რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სვლის მარაგი. Eli Zero-ს გაბარიტები შეადგენს 225×138×158 სმ-ს, სავალი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან და წარმოდგენილია McPherson-ის წინა დაკიდების სისტემით, წინა და უკანა საბურავებზე დაყენებულია დისკის მუხრუჭები, მობრუნების რადიუსი 7 მეტრს შეადგენს. სახურავზე მოცემულია ლუქი, გათვალისწინებულია უკანა კამერა და პარკინგის სენსორი, გარდა ამისა, სამიდან ორ კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია საჭისა და მუხრუჭის გამაძლიერებლები. ელექტრომობილის ორი სავარძელი დაფარულია ტექსტილის მასალით ან ხელოვნური ტყავით, ხელმისაწვდომია ბორტ-სისტემა 7-დუიმიანი დისპლეით, გათვალისწინებულია USB-პორტები მობილური მოწყობილობის დამუხტვისთვის, 12-ვოლტიანი როზეტი, აგრეთვე 160 ლიტრი მოცულობის საბარგული. Eli Zero-მ უკვვე მიიღო მიიღო ევროპაში გაყიდვისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა ნებართვა - პირველი ეგზემპლარები ადგილობრივ დისტრიბუტორებს წარედგინებათ უახლოეს კვირებში, მშობლიურ ამერიკულ ბაზარზე გასვლას კი კომპანია ოდნავ მოგვიანებით გეგმავს. https://bit.ly/3i9NVau
-
Bitcoin-ბირჟებმა Binance-მა და Huobi-მ შეაჩერეს ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტებზე განხორციელდა რეპრესიების ახალი ტალღა ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს Bloomberg. კომპანიებმა აუკრძალეს მომხმარებლებს ჩინური ტელეფონის ნომრების გამოყენება ახალი ანგარიშების რეგისტრაციისთვის. სააგენტოს ცნობით ჰონგკონგის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შექმნან საფულეები ორივე პლატფორმაზე. Bloomberg-თან საუბარში Binance-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია არ აწარმოებს ოპერაციებს ჩინეთში და ბლოკავს შესაბამის IP მისამართებს. მან არ გააკეთა კომენტარი ადგილობრივი ტელეფონის ნომრების გამოყენების აკრძალვაზე. „Binance მეტად სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებას - დაიცვას ნორმატიული მოთხოვნები და მოწოდებულია მიჰყვეს ადგილობრივ რეგულაციებს, სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ“ - განაცხადა მან. Huobi-მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ შეწყვიტა მომხმარებლების რეგისტრაცია ჩინეთიდან 2021 წლის 24 სექტემბერს. მიზეზი იყო კომპანიის სურვილი - შეასრულოს ადგილობრივი კანონები. 31 დეკემბრისთვის პლატფორმა წაშლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეზიდენტების არსებულ ანგარიშებს. Bloomberg-ის ინფორმაცია დაადასტურა ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. მან აღნიშნა, რომ ამ მსხვილი მოთამაშეების ქმედება დემონსტრირებს, თუ რამდენად მძლავრი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ქვეყაში კრიპტო კომპანიები. ვუმ ასევე ყურადღება გაამახვილა ბოტ Whale Alert-ის შეტყობინებაზე, რომლის თანახმად Huobi-ს მისამართებიდან გადატანილ იქნა 22 ათასზე მეტი BTC (დაახლოებით 928 მლნ აშშ დოლარი სტატიის წერის მომენტში არსებული კურსით). მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი ბირჟა ეცდება გაყვანის მოთხოვნების ზვავთან გამკლავებას, ეს უნდა იყოს გადარიცხვები ცივი საფულეებიდან ცხელებზე. 24 სექტემბერს ცნობილი გახდა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ჩინეთის მორიგი რეპრესიების შესახებ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა აღნიშნა გარემოზე კრიპტოვალუტის მოპოვების ნეგატიური გავლენა და მისი „უმნიშვნელო“ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაახასიათა პლატფორმის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში. მანამდე ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის. Circle-ის ხელმძღვანელმა ჯერემი ალეირმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა არ დაემსგავსონ ჩინეთს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან მიმართებაში. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა სენატორმა პეტ ტუმიმ. მისი თქმით, პეკინის ქმედებები ახალ შესაძლებლობებს უხსნის შეერთებულ შტატებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. https://bit.ly/3CS9u7t
