-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ახალმა iPhone-ებმა ხელი შეუწყეს სმარტფონების ბაზარს მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევაში. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების ნახევარზე მეტი მოდიოდა 5G მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, რაც პირველად მოხდა. ფოტოს წყარო: Apple ამას მოწმობს Counterpoint Research-ის მონაცემები, რომლის სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ იანვარში 5G სმარტფონების გაყიდვების წილი 51% იყო. 5G ინფრასტრუქტურა განიხილება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, როგორებიცაა ავტონომიური მართვა და საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია. ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად განვითარებად 5G ბაზარს წარმოადგენს ჩინეთი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანოს მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს ჩინეთში ექსპლუატაციაში შევა 600 ათასი საბაზისო 5G სადგური, რის შედეგად მოწყობილობების საერთო რაოდენობა 2 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს. სმარტფონების ჩინური მწარმოებლები ხელს უწყობენ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას. მიმდინარე წლის იანვარში Xiaomi-სა და Vivo-ზე მოდიოდა ყველა გაყიდული 5G სმარტფონის 11%, კიდევ 10% შეადგინა Oppo-ს მოწყობილობების წილმა. ამასთან, სმარტფონების დიდი ნაწილის რეალიზება მოხდა შიდა ბაზარზე. გლობალურ მიწოდებაში Apple-ის წილმა იანვარში შეადგინა 37%. სამხრეთკორეულმა Samsung-მა, რომელმაც 5G მოწყობილობა ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა, დაიკავა ბაზრის 12%. ფოტოს წყარო: Counterpoint Research მიმდინარე თვის დასაწყისში Apple-მა წარადგინა ახალი iPhone SE 5G მხარდაჭერით, რომელიც დაახლოებით ორჯერ იაფია, ვიდრე კომპანიის სხვა სმარტფონები. იგი ასევე თითქმის ორჯერ იაფია 5G მხარდაჭერის მქონე ფლაგმანურ Android-სმარტფონებზე. დიდი ალბათობით, ახალი iPhone SE-ს გამოშვება Apple-ს ხელს შეუწყობს 5G სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ლიდერობის გამყარებაში. https://tinyurl.com/bdhzt2z8
-
გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და ფედერალური რეზერვების სისტემის განაკვეთთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეასუსტა მფლობელების მიერ Bitcoin-ების დაგროვების პროცესი. მოკლევადიან მფლობელებს შორის „არამომგებიანი“ მონეტების მაღალი პროპორციის გათვალისწინებით Glassnode-ის ანგარიშის მიხედვით საბოლოო კაპიტულაცია არ არის გამორიცხული. ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს გაყიდვების ზრდა გრძელვადიანი Bitcoin-ინვესტორების მიერ. ექვსი თვისა და უფრო დიდი ხნის მონეტების წილი 5%-მდე გაიზარდა, რაც წინა რამდენიმე თვისთვის დამახასიათებელი არ იყო. ამჟამინდელ პირობებში ეს არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ჰოდლერების ნდობის დაკარგვის ნიშანი, ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. წყარო: Glassnode. ინდიკატორი Coin Days Destroyed, რომელიც ითვალისწინებს "უძველესი" მონეტების მოძრაობას, კვლავ მიუთითებს Bitcoin-ების დაგროვებაზე, როგორც სასურველ ქცევაზე. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წინა დათვური ციკლების დასრულებებს ხარების ფინალური კაპიტულაცია მოყვა. მათ არ გამორიცხეს სამომავლოდ მსგავსი სცენარის გამეორება. წყარო: Glassnode. გამყიდველების სახით შესაძლოა გვევლინებოდნენ მოკლევადიანი ინვესტორები (ვინც პოზიციებს ინარჩუნებს 155 დღეზე ნაკლები ვადით). მათ მფლობელობაში არსებული Bitcoin-ების 82% (2.51 მლნ BTC) მიმდინარე ფასის მიხედვით „წამგებიანია“. წყარო: Glassnode. 6 თვეზე ნაკლები ასაკის BTC-ის წილმა მიაღწია ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი მიწოდების 24.53%-ს HODL-ტალღის ინდიკატორის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მონეტიდან სამი წელიწადზე მეტია უმოძრაოა, მიუხედავად ბოლო თვეების ბაზრის ტურბულენტობისა. წყარო: Glassnode. დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი ექსპერტების აზრით არის Bitcoin-ის მკვეთრი გადინება Coinbase-ის საფულეებიდან. მან შეადგინა რეკორდული 31.130 BTC (1.18 მლრდ აშშ დოლარი) 2017 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული. Bitcoin-ბირჟის ბალანსი საბოლოოდ 375.500 BTC-მდე ან ATH-ის 36.6%-მდე შემცირდა 2020 წლის აპრილში. ”ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ინვესტორები სულ უფრო ხშირად განიხილავენ Bitcoin-ს, როგორც რელევანტურ აქტივს თანამედროვე პორტფელებში”, - შეაჯამეს ექსპერტებმა. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა 50 ათას აშშ დოლარამდე მარტში. მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ინარჩუნებს კრიპტოვალუტებს ინფლაციის ზრდის მოლოდინში. https://tinyurl.com/6ctjwthn
-
როგორც გამოფენა CES-ზე ითქვა, Intel მობილური გრაფიკული პროცესორების სერია Intel Arc A-ს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს, ზუსტი თარიღია 30 მარტი. Intel-ის ვებ-გვერდზე აგრეთვე გამოჩნდა გარკვეული საინტერესო ცნობები, მაგალითად, წარმადობის რა დონეს უნდა ელოდონ მომხმარებლები Arc А სერიის პირველი მობილური გრაფიკული პროცესორისგან, აგრეთვე ცნობილი გახდა ინფორმაცია Project Endgame-ის შესახებ. 30 მარტს გაიმართება ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Intel Arc A-Series-ის გრაფიკის გამოშვების სპეციალური ღონისძიება, სახელწოდებით „თამაშის ახალი ეტაპი“. მოსალოდნელია, რომ მისი მსვლელობისას გახმაურდება უამრავი ტექნიკური დეტალი, აგრეთვე კომპანიის პარტნიორების პროდუქტების ფართო სპექტრი. Intel-ის ახალი გრაფიკული ტექნოლოგიები, რომელთა დემონსტრაცია უნდა შედგეს ღონისძიებაზე, მოიცავს Intel Deep Link-ს, XeSS-სა და ბევრ სხვას. Intel Arc სერიის პირველი დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც ლეპტოპებში იქნება გამოყენებული, იქნება Intel Arc A370M. ეს GPU იქნება პირველი, რომელიც გამოყენებული იქნება Intel Evo სისტემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს უზრუნველყოს ავტონომიური მუშაობის რეალური ცხრა ან მეტი საათი Full HD გაფართოებაზე. ამავე დროს ახალი Arc სერიის გრაფიკული პროცესორები უზრუნველყოფენ გრაფიკული წარმადობის ორჯერ ზრდას. ეს განცხადება ეხება Intel Iris Xe 96EU-ს, რომლის სამუშაო სიხშირეა 1.45 გჰც-მდე. Intel მიგვანიშნებს, რომ Arc A370M-ის წარმადობას უზრუნველყოფს ტექნოლოგია Intel Deep Link, როგორიცაა Power Share, რომელიც ადრე Iris Xe Max გრაფიკაში გამოიყენებოდა. იგი სიმძლავრეს ანაწილებს პროცესორსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კონკრეტული დატვირთვის შესაბამისად. Arc A370M-ისა და სხვა გრაფიკული პროცესორების ზუსტი მახასიათებლები გამოქვეყნდება უახლოეს დროში, შესაძლოა თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე (GDC), რომელიც მომავალ ორშაბათს იწყება. Intel-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებაზე განხილული იქნება რეითრეისინგის საკითხი GPU Arc-ში და ტექნოლოგია XeSS. https://tinyurl.com/33sb8ez7
-
გასული წლის დეკემბერში ჩინეთში შედგა სმარტფონების, Xiaomi 12-ისა და Xiaomi 12 Pro-ს, აგრეთვე Xiaomi 12X-ის დებიუტი. ამჯერად გაიმართა ამ მოწყობილობების პრეზენტაცია საერთაშორისო ბაზარზე: სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. ფოტოს წყარო: Xiaomi უფროს მოდელ Xiaomi 12 Pro-ს აქვს პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 და 6.73-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 3200 × 1440 პიქსელი. წინა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი კამერა, უკან - სამი მოდული 50 მპ გაფართოებით. კვებას უზრუნველყოფს 4600 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი და უსადენო 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის ფასი იქნება 1000 $/1000 ევროდან - ეს არის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ მეხსიერებით. ერთი დონით ქვემოთ პოზიციონირებს Xiaomi 12. მას აქვს ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. სელფი-კამერა 32-მეგაპიქსელიანია, უკანა სამმოდულიან კამერაში მოცემულია 50, 13 და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი იწყება 750 $/800 ევროდან. და ბოლოს, მოდელ Xiaomi 12X-ს აქვს პროცესორი Snapdragon 870 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. კამერების სისტემა Xiaomi 12-ის მსგავსია. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი დამუხტვა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი იწყება 650 $/700 ევროდან. https://tinyurl.com/4de6c3d5
-
ევროპარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო საკითხების კომიტეტმა (ECON) ხმათა უმრავლესობით მიიღო MiCA-ს კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. ”კარგი დღე კრიპტო სექტორისთვის! ევროკავშირის პარლამენტმა გზა გაუხსნა კრიპტოვალუტების ინოვაციურ რეგულაციას, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებს დააწესებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ წინ მივდივართ“, - დაწერა მომხსენებელმა შტეფან ბერგერმა. დოკუმენტი არ მოიცავს ცვლილებას მაინინგის აკრძალვის შესახებ Proof-of-Work კონსენსუსის ალგორითმზე, რაც დე ფაქტო ნიშნავდა Bitcoin-ის აკრძალვას, აღნიშნა პარლამენტარმა. ECON-მა მხარი დაუჭირა ბერგერის წინადადებას ამ საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ, როგორც ევროკავშირის Taxonomie-ს მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილს. კანონპროექტის შემდგომი განხილვა ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის დონეზე გაიმართება. MiCA-ს მიღებით ჯამში ECON-მა ძლიერი სიგნალი მისცა ინოვაციებს,” - ხაზგასმით აღნიშნა ბერგერმა. კომიტეტის 45-მა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის ტექსტს, წინააღმდეგი იყო 5, შვიდმა პირმა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოსცა განკარგულება ფედერალური სააგენტოების ძალისხმევის კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირებაში. https://tinyurl.com/5n7nswh6
-
იაპონური კომპანია LG Electronics მარტის ბოლოს გამოუშვებს სამ ბიზნეს-ლეპტოპს თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერების სერიაში „LG gram“: ესენია 14-დუიმიანი 14Z95P-NP56J და 14Z95P-NP53J, აგრეთვე 17-დუიმიანი 17Z95P-NP56J. მოსალოდნელი ფასები შეადგენს დაახლოებით 1600, 1500 და 1800 აშშ დოლარს, შესაბამისად. 14Z95P-NP56J - ეს არის მსუბუქი ლეპტოპი პროცესორით Core i5-1155G7, IPS პანელითა და 99%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. ბატარეაში გამოყენებულია მაღალი გამტარობის ნახშირბადის ნანომილები, რაც უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას და ხანგრძლივ ქმედითუნარიანობას. 14Z95P-NP56J მოდელის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ NVMe SSD, 14-დუიმიანი პრიალა IPS LCD დისპლეი გაფართოებით 1920 x 1200, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. 14Z95P-NP53J მოდელს აქვს 8 გბ მეხსიერება, 256 NVMe SSD, 14-დუიმიანი 1920 x 1200 გაფართოების მქონე IPS LCD პრიალა დისპლეი, Windows 10 Pro. 17Z95P-NP56J მოდელს რაც შეეხება, მას აქვს 16 გბ მეხსიერება, 512 გბ NVMe SSD, 17-დუიმიანი პრიალა IPS LCD ეკრანი გაფართოებით 2560 x 1 600 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. მოწყობილობებს აქვთ ორი Thunderbolt 4, ორი USB 3.1, HDMI, Wi-Fi 6, Bluetooth 5.1, HDMI, ვებ-კამერა 720p, microSD სლოტი და აუდიოკონექტორი. 14-დუიმიანი მოდელის ზომაა 313.4 x 215.2 x 16.8 მმ და იწონის დაახლოებით 999 გრამს, 17-დუიმიანი მოდელის ზომები კი შეადგენს 380.2 x 260.1 x 17.8 მმ-ს, წონა - დაახლოებით 1350 გრამს. https://tinyurl.com/5xhdbdn7
-
ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც გვაცნობებს, რომ 17 მარტს წარდგენილი იქნება 2022 წლის ხაზის ახალი პორტატული კომპიუტერები RedmiBook Pro. კომპანია აცხადებს, რომ მზადებაში არსებული მოწყობილობები კონკურენციას გაუწევენ მაღალი წარმადობის თხელი და მსუბუქი ლეპტოპების სეგმენტის წარმომადგენლებს. თიზერის თანახმად ლეპტოპები აღჭურვილი იქნება გაგრილების მაღალეფექტური სისტემით. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ ახალი ლეპტოპები დამყარებული იქნება პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. კერძოდ, RedmiBook Pro-ს ერთ-ერთი მოდიფიკაცია გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench 5-ზე პროცესორით Core i7-12650H. ეს ჩიპი ათბირთვიანია, რომელთაგან ექვსი არის მაღალი წარმადობის, ოთხი კი - ენერგოეფექტური. შესაძლებელია ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. ტაქტის მაქსიმალური სიხშირე Turbo Boost Max 3.0 ტექნოლოგიით აღწევს 4.7 გჰც-ს. შემადგენლობაში შედის Intel-ის UHD გრაფიკა. სამწუხაროდ, პორტატული კომპიუტერების სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. დასაშვებია ვარაუდი, რომ ლეპტოპებს ექნება არანაკლებ Full HD გაფართოების (1920 × 1080 პიქსელი) დისპლეები. აღჭურვილობაში შევა სწრაფი SSD PCIe ინტერფეისით. https://tinyurl.com/4yjtt9dr
-
ილონ მასკი არ გეგმავს კუთვნილი Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Dogecoin-ის თავიდან მოშორებას. ამის შესახებ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მან გამომწერებს შორის ინფლაციის თემაზე გამართა. მასკმა მოიხსენია სტატია Financial Times-იდან, სადაც ნათქვამია, რომ სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეზე გაიზარდა რუსეთიდან ნედლეულის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე. ბოლო მონაცემებით აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 1982 წლიდან დღემდე რეკორდულ 7.9%-ს მიაღწია. „მათ, ვისაც ამ საუბრიდან გაკვეთილის სწავლა სურს, სჯობს, ინვესტიცია განახორციელონ ფიზიკურ აქტივებში. შეიძინეთ სახლი ან აქცია კომპანიაში, რომელიც აწარმოებს კარგ პროდუქტებს. სხვათა შორის, მე პირადად ჯერ კიდევ მაქვს Bitcoin, Ethereum და Dogecoin” - დაწერა მან. მასკი თავისი შეტყობინებით მაიკლ სეილორს დაეთანხმა. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა იწინასწარმეტყველა სუსტი ფიატური ვალუტების კოლაფსი და აქციებიდან, სასესხო ქაღალდებიდან და ნაღდი ფულიდან კაპიტალის გადინება Bitcoin-ის მსგავსი „დეფიციტური“ ქონების მიმართულებით. მასკის შეტყობინების ფონზე Dogecoin-ის კურსი გარკვეულ მომენტში 10%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის დროს DOGE-ს დაკარგული ქონდა 1% 24-საათიან პერიოდში. DOGE/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელმა სემ ბენკმან-ფრიდმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია Bitcoin-ზე მოთხოვნის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე. https://tinyurl.com/3tbnyfxk
-
კომპანია AMD მასშტაბირების ტექნოლოგია FSR 2.0-ის (FidelityFX Super Resolution) ახალ ვერსიას 17 მარტს წარადგენს. ინფორმაცია დასტურდება AMD-ის სარეკლამო მასალებით, რომლებიც პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: VideoCardz აღინიშნება, რომ FSR 2.0 უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას ყველანაირი პარამეტრისა და გაფართოების პირობებში. FSR 2.0 ვერსიაში მოსალოდნელია სივრცითი მასშტაბირებიდან დროში მასშტაბირებაზე გადასვლა ისევე, როგორც NVIDIA DLSS-ის შემთხვევაში. AMD-მ აგრეთვე განახორციელა ხარვეზების მოგვარების ალგორითმების ოპტიმიზაცია. ორი ტექნოლოგიის შერწყმის შედეგად FSR 2.0-ის მუშაობის შედეგი უფრო მეტად ხარისხიანი იქნება. წყარო აცხადებს, რომ ფლობს რამდენიმე ფოტოს, რომლებზეც შედარებულია FSR 1.0 და FSR 2.0 ტექნოლოგიების შედეგები, თუმცა რესურსს ჯერჯერობით არ შეუძლია ამ ფოტოების გაზიარება. FSR 2.0 ტექნოლოგიის ფუნქციონირებისთვის Radeon ვიდეო დაფებში GPU-ის შემადგენლობაში არ არის საჭირო სპეციალური მანქანური სწავლების ბირთვის არსებობა. თუმცა AMD არსებულ მასალებში არ უთითებს, კონკრეტულად რომელ ვიდეო დაფებს ექნება ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მეორე მხრივ, კომპანია აცხადებს, რომ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მხარდაჭერილ თამაშებში ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი წარმადობა FSR 1.0 ვერსიასთან შედარებით. AMD ასევე აცხადებს, რომ 17 მარტს შედგება ტექნოლოგია Radeon Super Resolution-ის (RSR) რელიზი - ეს გახლავთ FSR-ის ანალოგი, თუმცა რეალიზდება ვიდეო დაფების დრაივერების დონეზე. თამაშებში ტექნოლოგიის გამოყენება არ საჭიროებს დეველოპერების ჩარევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RSR იმუშავებს ყველა თამაშთან, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. თუმცა ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ Radeon RX 5000 სერიის და უფრო ახალ ვიდეო დაფებში. https://tinyurl.com/2p8kw7aw
-
Samsung Galaxy S22 სერიის ფლაგმანური სმარტფონების დიდი გამოფენიდან ერთი თვის შემდეგ სამხრეთკორეული გიგანტი მზად არის მოაწყოს თავისი შემდეგი დიდი ღონისძიება საშუალო დონის მოწყობილობების განახლებული ხაზის წარსადგენად. Galaxy A სერიის მოწყობილობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 17 მარტს გაიმართება, ნათქვამია Samsung Electronics-ის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ Galaxy A არის სმარტფონების ყველაზე პოპულარული კატეგორია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს მოდელები ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობენ ფუნქციების სრულ სპექტრს, რასაც მომხმარებლები ელიან თანამედროვე სმარტფონში. არ არის დაკონკრეტებული, რომელი მოწყობილობები იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. თუმცა ინსაიდერებს და ტექნოლოგიურ რესურსებს საკუთარი ვარაუდები აქვთ ამის შესახებ. მაგალითად, Gizmochina იუწყება, რომ დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება სამი ახალი სმარტფონი, რომლებიც ჩაანაცვლებს ცნობილ Samsung Galaxy A32, Galaxy A52 და Galaxy A72 მოდელებს. შესაძლო პლატფორმებს შორის ჩამოთვლილია Samsung-ის საფირმო Exynos 1200 უმცროსი მოდელებისა და Qualcomm Snapdragon 750G - უფროსი სმარტფონების შემთხვევაში. https://tinyurl.com/3fcxfzfn
-
წლის მეორე ნახევარში Intel აპირებს ბაზარზე გამოუშვას მაინინგ ჩიპები Bonanza Mine (BMZ2), რომლებიც, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცალკეული კომპონენტების, ასევე ASIC მოწყობილობების ფორმატის სახით. ადრე ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მიიღო მინიმუმ სამი დიდი შეკვეთა ახალ პროდუქტზე, ახლა კი გავრცელდა ცნობები მეოთხე პარტნიორის - ამერიკული მაინინგ კომპანია HIVE Blockchain-ის შესახებ. ფოტოს წყარო: intel.com HIVE დაინტერესებულია Bonanza Mine ASIC-ების შეძენით და მუშაობს მათ საკუთარ აპარატურაში ინტეგრირებაზე. კომპანიას სურს მნიშვნელოვნად გააფართოოს საქმიანობა თავისი მანქანების მთლიანი პროდუქტიულობის 95%-ით, 1.9-დან თითქმის 3.8 Eh/s-მდე გაზრდით. დამკვეთი ახალი აღჭურვილობის განთავსებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს. Intel-ს ჯერჯერობით არ განუცხადებია ASIC-მოწყობილობების ის რაოდენობა, რასაც HIVE-ს მიაწვდის. BMZ2-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლებიც ჯერჯერობით ოციფიალურად არ გახმაურებულა, თუმცა წინასწარი, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად სისტემების წარმადობა იქნება 135 Thash/s 26 J/Thash ეფექტურობით, ფასი კი 5625 აშშ დოლარი. თუკი HIVE საკუთარი არსენალის გაორმაგებას გეგმავს, გამოდის, რომ მისი შეკვეთა მოიცავს BMZ2-ის დაახლოებით 14 ათას ეგზემპლარს, რომელთა ჯამური ღირებულება 78 მლნ აშშ დოლარს აღემატება. Bitcoin ფინანსურ სამყაროში რევოლუციურ გადაწყვეტილებად ითვლება, მაგრამ ბევრ სხვა კრიპტოვალუტასთან ერთად მას აკრიტიკებენ ენერგიის მოხმარებისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების პრობლემის გამო. აღსანიშნავია, რომ Intel დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს მაინინგ ინდუსტრიას. https://tinyurl.com/2p8mp9ed
-
კომპანია ASUS-მა დააანონსა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Mini PC PN63-S1, რომლის კორპუსის ზომაა 120 × 130 × 58 მმ. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro-თი ან Windows 11 Home-ით. ფოტოს წყარო: ASUS კომპიუტერს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. მაქსიმალურ კონფიგურაციაში წარმოდგენილია პროცესორი Core i7-11370H ოთხი ბირთვით (ინსტრუქციის რვა ნაკადი) და გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში მაქსიმალური სიხშირე აღწევს 4.8 გჰც-ს. კომპიუტერს ექნება 64 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია განთავსდეს სამი მყარი დისკი - ერთი 2.5-დუიმიანი და ორი M.2 ფორმატის SSD (მათ შორის PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ინტერფეისების ნაკრებში შედის USB 3.2 Gen2 Type-C და USB 3.2 Gen2 (×3), HDMI 1.4, Mini DP 1.2, ქსელის სადენის კონექტორი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კონფიგურირებადი პორტი. მინი კომპიუტერი გაიყიდება დაახლოებით 430 ევროდ. https://tinyurl.com/ys2kpk28
-
ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, რომ Apple მუშაობს ახალ MacBook Air-ზე. მისი გამოჩენა მოსალოდნელია მიმდინარე წლის ბოლოს და ის Apple M1 პროცესორზე იმუშავებს. ინსაიდერი 9to5Mac კი აცხადებს, რომ ამ MacBook Air-ში წარმოდგენილი იქნება უფრო თანამედროვე M2 პროცესორი. MacBook Air ფიგურირებს კოდური დასახელებით J413. იგი გამოვა ერთადერთი ვერსიის სახით M2 ჩიპით. ამ პროცესორის კოდური სახელწოდებაა “Staten” და იგი დამყარებულია ჩიპზე არსებულ სისტემა A15-ზე. ეს არის ისევ რვაბირთვიანი ჩიპი, მაგრამ ათბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. აგრეთვე ცნობილია, რომ Apple აწარმოებს მოდელებს - M2 Pro, M2 Max და M2 Ultra. ინსაიდერი აგრეთვე წერს, რომ მიმდინარე წელს გამოვა 13-დუიმიანი ლეპტოპი MacBook Pro ჩიპით M2. ამ მოდელის კოდური დასახელებაა J493. საცალო გაყიდვაში მოწყობილობა შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით MacBook, Pro-ს გარეშე. Apple-ს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ცნობები. https://tinyurl.com/m3vk7y9n
-
ოთხშაბათს თეთრმა სახლმა გამოსცა აღმასრულებელი დირექტივა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. ახალი დოკუმენტი ოფიციალურ პირებს ავალდებულებს შეაფასონ ციფრული აქტივების რისკები და სარგებელი, ასევე შეიმუშაონ აშშ დოლარის ციფრული ექვივალენტი. შვიდი კონკრეტული ზომა დადგენილება მოიცავს რამდენიმე კონკრეტულ ზომას: პირველი - მომხმარებლების, ინვესტიციების და ბიზნესის ინტერესების დაცვა შეერთებულ შტატებში. ხელისუფლება ფინანსთა სამინისტროსგან კრიპტოვალუტების შესწავლას და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას მოითხოვს. მარეგულირებლებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ზედამხედველობა და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური რისკისგან დაცვა, ნათქვამია მოხსენებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითობის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. კიდევ ერთი საკვანძო ზომაა ფინანსური სტაბილურობის გარანტია, როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს მოუწოდებს გამოავლინოს და აღმოფხვრას ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის ლიდერობის ხელშეწყობას და შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობის შექმნას სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამ ამოცანის ფარგლებში ვაჭრობის სამინისტროს ევალება შექმნას ბაზა აშშ-ის ციფრული კონკურენტუნარიანობისა და ლიდერობის წინსვლისთვის. ანგარიში ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების როლს ციფრული აქტივების განვითარებაში. „აუცილებელია ტექნოლოგიური პროგრესის საიმედო განვითარება და ციფრული აქტივების გამოყენება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტების მაინინგი უარყოფითად აისახება კლიმატზე“. ციფრული დოლარი ბრძანება ასევე ეხება დოლარის ციფრული ვერსიის - აშშ-ის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შესწავლას. კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა ფასები უკიდურესად ცვალებადია, ციფრული დოლარი უნდა ღირდეს იმდენივე, რამდენიც მისი ფიატური ექვივალენტი. გასულ წელს აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში ასეთი ციფრული აქტივების უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ, მაგრამ არ გაკეთებულა განცხადება გამოშვების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ახლა კი თეთრმა სახლმა სთხოვა ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭოს CBDC სისტემის კვლევასა და განვითარებას. კრიპტოინვესტორების გამარჯვება? ახალი პოლიტიკური პროგრამა გაურკვევლობის ძირითად წყაროს აშორებს სექტორს, რომელმაც უკვე არაერთი სკანდალი გამოიარა რეგულირების სფეროში. ახალი კანონის მიღებით გამოწვეული ოპტიმიზმის ფონზე Bitcoin-ის ფასი 42 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. კრიპტო კომპანია Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა Twitter-ში დაწერა, რომ ეს არის "კრიპტოვალუტების გარდამტეხი მომენტი". როგორ იმოქმედებს ასეთი რეგულაციები არასტაბილურ კრიპტო ინდუსტრიაზე, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია შედარებით პოზიტიურად გამოიყურება, რადგან ბევრი კრიპტო ინვესტორი ეთანხმება ალერს. https://tinyurl.com/e3p49jt5
-
კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა გააზიარა ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების პროცესორების ბაზრის კვლევის შედეგები . ფოტოს წყარო: pixabay.com / Monoar_CGI_Artist შეფასების თანახმად 2021 წელს სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპების გაყიდვები 3.6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. წარმოება გაყოფილია ხუთ მოწინავე მომწოდებელს შორის. ბაზრის ლიდერია MediaTek 46%-იანი წილით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კომპანია აკონტროლებს მიწოდების პრაქტიკულად ნახევარს. აღინიშნება, რომ გასულ წელს MediaTek-მა დააფიქსირა მნიშვნელოვანი ზრდა 300 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში Dimensity 700/800 სერიის პროცესორების წყალობით. წამყვან მომწოდებლებს შორის მეორე ადგილზეა Qualcomm 35%-იანი წილით. კომპანია დომინირებს 300-499 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობების სეგმენტში: ამ შემთხვევაში Qualcomm-ის წილი 65%-ს შეადგენს. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research ხუთეულში შედის Samsung, თუმცა ამ კომპანიის ჩიპებზე მოთხოვნა შემცირდა. 100-299 აშშ დოლარის ღირებულების სეგმენტში კომპანიის წილი ერთ წელიწადში 17-დან 7%-მდე შემცირდა. კომპანია Unisoc აფიქსირებს ზრდას 200 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში. 99 აშშ დოლარამდე სეგმენტში მისმა წილმა 26% შეადგინა. და ბოლოს, HiSilicon ფლობს 16%-იან წილს 500 აშშ დოლარი და მეტი ღირებულების მქონე კატეგორიაში. https://tinyurl.com/k6ea6cfy
-
ანონსის მოლოდინში Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიის პროცესორები ფრანგული და გერმანული რითეილერების მონაცემთა ბაზებში გამოჩნდა. ამაზე ყურადღება გაამახვილა ცნობილმა ინსაიდერმა ფსევდონიმით @momomo_us. ფოტოს წყარო: VideoCardz გამყიდველების მონაცემთა ბაზა შეიცავს პროცესორების OPN მარკირებას, ასევე მათ სავარაუდო ღირებულებას. ფასმაჩვენებლები ძირითადად უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო ნახსენები. მაგალითად, Ryzen 7 5800X3D გამოჩნდა სამ მომწოდებელთან და მათგან მხოლოდ ერთი აფასებს ჩიპს 428 ევროდ, რაც ამჟამინდელი კურსით გადაანგარიშებისას ოდნავ მეტია ადრე გამოცხადებულ 449 აშშ დოლარზე. Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიის პროცესორები. ფოტოს წყარო: 2Compute გერმანიაში ეს ჩიპი ღირს 518 ან 470 ევრო. რვაბირთვიანი Ryzen 7 5700X ჩიპის ფასის დიაპაზონია 316-დან 371 ევრომდე (287-337 აშშ დოლარი). AMD Ryzen 7 5700X. ფოტოს წყარო: PC21 თუ ამ პროცესორების შესახებ ცნობები სწორია, მისი ფასი იქნება 299 აშშ დოლარი (272 ევრო), რაც დაბალია აქტუალურ მოდელ Ryzen 7 5800X-თან შედარებით. https://tinyurl.com/mr3mfd5u
-
იაპონური ჰოლდინგი Z Holdings, რომელიც SoftBank-სა და Naver Corporation-ს ეკუთვნის, გეგმავს NFT სავაჭრო პლატფორმის გაშვებას. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. SoftBank-ის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერის თქმით მარკეტფლეისი მუშაობას 2022 წლის გაზაფხულზე ერთდროულად 180 ქვეყანაში დაიწყებს. Z Holdings ფლობს ინტერნეტ-კომპანია Yahoo Japan-ს, იაპონიაში უმსხვილეს მესენჯერ Line-ს და მობილური გადახდების სერვის PayPay-ს. ჰოლდინგში აღნიშნეს, რომ განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ისინი ყურადღებას მიაქცევენ Web 3.0-ის მიმართულებას. ეს ტერმინი მოიცავს ბლოკჩეინ-აპლიკაციების მზარდ სიას, როგორიცაა კრიპტო ბირჟები, DeFi სერვისები და NFT ბაზრები. „შესაძლოა Web 3.0 იყოს სამყაროს საწინდარი, სადაც ცხოვრება ძალიან განსხვავებული იქნება და ჩვენ არ გვინდა, რომ კომპანიამ გამოტოვოს ზრდის უზარმაზარი შესაძლებლობა. ჩვენ ყოყმანის გარეშე წავალთ გარიგებაზე ზრდის მიზნით“ - განაცხადა Z Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენტარო კავაბემ. ჰოლდინგის მფლობელები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ინდუსტრიაში. SoftBank-მა მხარი დაუჭირა პროექტებს, როგორიცაა Mercado Bitcoin Exchange, Sorare NFT პლატფორმა, ინფრასტრუქტურის სტარტაპი Blockdaemon და მისი პარტნიორი Naver, Zepeto metaverse-ის დეველოპერი. 2021 წელს საინფორმაციო მედიამ განაცხადა, რომ Naver აწარმოებდა მოლაპარაკებებს მსხვილი კორეული კრიპტობირჟა Bithumb-ის წილის შეძენასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/wxzbn6ex
-
მიუხედავად იმისა, რომ Android-პლანშეტები დიდი ხანია იწარმოება, ბოლო პერიოდში Google-მა ინვესტიციები გაზარდა შესაბამის ბაზარზე. კერძოდ, მან წარადგინა ოპერაციული სისტემა Android 12L, რომელიც განკუთვნილია დიდი ეკრანის მქონე გაჯეტებისთვის, კომპანიის წარმომადგენელმა Rich Miner-მა კი, რომელსაც „Android-პლანშეტების ტექნიკური დირექტორი“ ეწოდება, ინდუსტრიის განვითარების შესახებ საკუთარი შეხედულებები გააზიარა. ფოტოს წყარო: kaboompics/pixabay.com Google-ის მიერ YouTube-ისთვის მომზადებულ მასალაში მაინერმა გაიხსენა Android-პლანშეტების გამოჩენა და ისაუბრა, თუ როგორ გახდა შესაძლებელი მედიაფლეიერების მსგავსი აპლიკაციების მასშტაბირება გამოყენების ახალ ვარიანტზე დიდი ინვესტიციების გარეშე. მიუხედავად ამისა, ბაზარზე სტაგნაცია დაიწყო და იგი COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე გაგრძელდა - ზრდა შეინიშნა მხოლოდ 2019 წელს. ზრდას დიდწილად ხელი შეუწყეს პერიფერიისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებმა და მომხმარებლები უზრუნველყვეს არა მხოლოდ კონტენტის მოხმარებით, არამედ მისი შექმნის შესაძლებლობებით. ბაზრის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად მაინერმა აღნიშნა ის, რომ პლანშეტები „გახდა მაღალი წარმადობის და უფრო იაფი, ვიდრე ლეპტოპები“. ამას ხელს უწყობს Google-ის მუშაობა Android 12L-ზე - ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც ოპტიმიზებულია სმარტფონზე დიდ მოწყობილობებზე, აგრეთვე ხელშემწყობი ფაქტორია დიდ ეკრანებზე აპლიკაციების ასახვის გაუმჯობესებული მეთოდები. Google-ის წარმომადგენელმა დეველოპერებს ურჩია ისარგებლონ კომპანიის ახალი ინსტრუმენტების უპირატესობებით, რათა განახორციელონ აპლიკაციების თავსებადობის ოპტიმიზაცია პლანშეტებზე და ასევე შექმნან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დიდი ეკრანის მქონე გაჯეტების ბაზარზე იქნება ორიენტირებული. მან გაიხსენა 2020 წლის სტატისტიკა, რომელშიც პლანშეტების გაყიდვის მოცულობა გაყიდული ლეპტოპების თანაბარი იყო და ივარაუდა, რომ „არც ისე შორეულ მომავალში“ ყოველწლიურად გაიყიდება მეტი პლანშეტი, ვიდრე ლეპტოპი. „ვფიქრობ, ამ პუნქტის გავლის შემდეგ უკან აღარასოდეს დაბრუნდებით, ”- განაცხადა მაინერმა. ზოგიერთი ასეთ განცხადებებს უკავშირებს იმას, რომ Google დიდი ალბათობით ამზადებს Pixel სერიის წინამორბედებთან შედარებით უფრო დიდი ზომის სმარტფონს, რომელსაც შესაძლოა დრეკადი დისპლეი ქონდეს. https://tinyurl.com/mry4rnsy
-
ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ კომპანია Samsung მიმდინარე წელს წარადგენს მაღალი გამძლეობის ახალ სმარტფონს Xcover სერიაში. მოწყობილობის ანონსი ზაფხულშია მოსალოდნელი. ფოტოებზე: Galaxy XCover 5 / ფოტოს წყარო: Samsung როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G736B. კომერციულ ბაზარზე იგი გამოვა სახელით - Galaxy Xcover Pro 2. ეს იქნება Xcover სერიის პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით. სმარტფონი დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან, მტკიცე კორპუსი კი დარტყმაგამძლე იქნება. ასევე საუბარია მოხსნადი ბატარეის არსებობაზე, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს სწრაფად შეცვალოს ელემენტი საველე პირობებში. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება საფირმო პროცესორი Exynos 1280. არაოფიციალური მონაცემებით პროგრამულ უზრუნველყოფად გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 12. ფიზიკური გამძლეობის პარალელურად უზრუნველყოფილი იქნება ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ვადა. სმარტფონს აქვს კონფიდენციალური კორპორატიული მონაცემების საიმედო დაცვა. და ბოლოს, რეალიზებული იქნება სპეციალური ფუნქციები, რომლებიც მფლობელებს სამუშაო პროცესში დაეხმარება. https://tinyurl.com/2ukysrkf
-
მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოახდენს ციფრული აქტივების რეგულირების რეგლამენტირებას. რა მოხდება კრიპტოვალუტის ფასებთან მიმართებაში, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. კრიპტოვალუტების როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამ მხრივ თეთრ სახლს მოეთხოვება უფრო აქტიურად იყოს ჩართული ციფრული აქტივების რეგულირების წესების დადგენის საქმეში. ზეწოლას დაემატა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ისევე როგორც შეშფოთება, რომ რუსულმა ორგანიზაციებმა შეიძლება სანქციების გვერდის ასავლელად კრიპტოვალუტები გამოიყენონ. ბაიდენი, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს აღმასრულებელ ბრძანებას კრიპტო აქტივების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების მიზნებს Bitcoin-ისა და სხვა ციფრული ვალუტების მიმართ. Bloomberg-ის თანახმად აღმასრულებელი ბრძანება მიმართავს ფედერალურ სააგენტოებს, შეაფასონ რისკები და საფრთხეები, რომლებსაც კრიპტოვალუტები უქმნიან შეერთებული შტატების ეკონომიკას. Barron's-ის ანგარიშის მიხედვით აშშ-ის ადმინისტრაცია თვლის, რომ კრიპტოვალუტებს აქვთ „ეკონომიკური გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე“. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელ სამუშაოებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ეკონომიკური საბჭო და ეკონომიკის მრჩეველთა საბჭო მიიღებს მონაწილეობას. მოახდენს თუ არა გავლენას კრიპტოვალუტების რეგულირება მათ ფასზე? ამჟამად კრიპტოვალუტების სამყაროში ფინანსური რეგულაცია თითქმის არ არსებობს და ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა კრიპტოაქტივები ინდივიდუალური ინვესტორებისთვის. ზოგადად, ფინანსურმა რეგულაციამ უნდა უზრუნველყოს ინვესტორების უსაფრთხოება, აკრძალოს თაღლითური ქმედებები კრიპტო ეკოსისტემაში, შესთავაზოს მკაფიო მითითებები კრიპტოეკონომიკაში ბიზნესის განვითარებისთვის და გადაჭრას მაინინგთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები. თუმცა ზოგიერთი შიშობს, რომ ასეთმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული შეზღუდვები და ჩაახშოს ინოვაციები - შესაბამისად, რეგულირება უნდა იყოს ფრთხილად დაბალანსებული. ხოლო რა დაემართება კრიპტოვალუტის ფასებს, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კანონმდებლობა მხარს დაუჭერს ინოვაციის სტიმულირებას, კრიპტოვალუტების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს. თუ ის შემზღუდავი იქნება, Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები სავარაუდოდ დაკარგავენ ღირებულებას. გასული წლის ბოლოს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გაფრთხილება გამოთქვა ციფრული ბაზრიდან „საფრთხის მოზღვავების“, კერძოდ კი კრიპტო აქტივების ბოროტად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლესი ფინანსური მოვლენები უდავოდ შეუწყობს ხელს კრიმინალისა და და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას. დრო გვიჩვენებს, რა მიდგომას გამოიყენებს აშშ-ის ხელისუფლება კრიპტოვალუტების მიმართ და როგორ იმოქმედებს ეს მთლიან ციფრულ ბაზარზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთთან შედარებით აშშ ძალიან აგვიანებს საკუთარი პოზიციის განსაზღვრას. https://tinyurl.com/yc28mn69
-
არაერთხელ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google გეგმავს გამოუშვას სმარტფონი Pixel 6a და კომპანიის პირველი სმარტ-საათი Pixel Watch. თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლებს მოცდა კიდევ მოუწევთ. როგორც ჩანს, ამერიკული კომპანიის დაბალბიუჯეტური სმარტფონის გამოშვება მინიმუმ ივლისამდე გადაიდო. Pixel Watch-ის გამოსვლა კი საუკეთესო შემთხვევაში მაისშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინსაიდერმა ჯონ პროსერმა განაცხადა, მისი აზრით, რეალურად, სმარტ-საათი უფრო გვიანაც შეიძლება გამოვიდეს. ამ დრომდე არსებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Google-ის პირველი სმარტ-საათის წარდგენა 26 მაისს უნდა მოხდეს. შესაძლოა, საათი სმარტფონთან ერთად დაანონსდეს. ინსაიდერის აზრით პროდუქტების შეფერხების ძირითადი მიზეზია დეფიციტი, რომელიც ბევრი კომპანიის ბევრ მოწყობილობას შეეხო. Pixel-ის ამჟამინდელი სმარტფონები საკუთარი წარმოების პროცესორ Google Tensor-ზე მუშაობს. სავარაუდოდ, Pixel 6a მოდელს ექნება იგივე პროცესორი Tensor GS101, რაც აქვს Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ინფორმაციაა. https://tinyurl.com/p3wnny3v
-
2016 წლის ივლისში 249 აშშ დოლარად გამოსული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce GTX 1060 მიმდინარე წლის თებერვლის შეჯამებით ყველაზე პოპულარულია Steam-ის მომხმარებლებს შორის. ბოლო თვეში მან რამდენიმე პოზიცია წაართვა სხვა, უფრო თანამედროვე მოდელებს. ფოტოს წყარო: nvidia.com GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული იყო 2018 წლის მარტში, იმ დროს მან Steam-ის მომხმარებლებს შორის 13.62% წილი დაიკავა. მისი პოზიციები კვლავ მტკიცეა, თუმცა დაშორება ცოტა შემცირდა - ამჟამად მისი წილი 7.99%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვართან შედარებით მისი მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ეს შესაძლოა სტატისტიკურ ცდომილებას წარმოადგენდეს. NVIDIA GeForce GTX/RTX xx60 სერიის ამაჩქარებლები ტრადიციულად ლიდერობენ გეიმინგ პლატფორმის რეიტინგებში, რაც აშკარად ჩანს ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ფოტოს წყარო: tomshardware.com შეგახსენებთ, GeForce RTX 3060-ის რელიზი გასული წლის თებერვალში შედგა, ამიტომ აგვისტოში ვიდეო დაფა ბაზარზე უკვე ნახევარი წელია იმყოფებოდა. როგორც 2022 წლის იანვრისა და თებერვლის შედეგებიდან ჩანს, მოდელი RTX 3060 ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ზრდის წილს, ასეთივე ტენდენციას აფიქსირებს GeForce RTX 2060 და GTX 1060, თუმცა ამ შემთხვევებშიც შედეგები შესაძლოა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მახასიათებლებთან იყოს დაკავშირებული - Valve ტრადიციულად არ აზიარებს შესაბამის დეტალებს. ფოტოს წყარო: store.steampowered.com GeForce GTX 1060-ის პოპულარობა შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი ფაქტორებით: მას ყიდულობენ გეიმინგ კლუბები, GPU-ების ბაზარზე არსებული ვითარების გამო კი ბევრი მომხმარებელი არ ჩქარობს კომპიუტერების კონფიგურაციის განახლებას. მოდელი ასევე პოპულარულია მეორად ბაზარზე: მისი ფასისა და ხარისხის შეფარდება საუკეთესოა - დაბალი ღირებულების ფონზე იგი ჯერ კიდევ აქტუალურად ითვლება. ასევე საინტერესოა მობილური ვერსიის GeForce RTX 3060 დაფის წილის ზრდის ტენდენცია: დასაშვებია ვარაუდი, რომ დესკტოპ ვიდეო დაფების დეფიციტის გამო ბევრმა გეიმერმა ლეპტოპებზე გადასვლა გადაწყვიტა. თებერვლის შეჯამებით Steam-ის 1.92-მა პროცენტმა აირჩია GeForce RTX 3060-ის დესკტოპ ვერსია, 2.35-მა პროცენტმა კი უპირატესობა მობილურ ვერსიას მიანიჭა. სხვა მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ოპერატიული მეხსიერების ყველაზე პოპულარული მოცულობაა 16 გბ (50%), მეორე ადგილზეა კონფიგურაციები 8 გბ მეხსიერებით (25%). გარდა ამისა, სტაბილურ ზრდას აფიქსირებს Windows 11: ბოლო თვეში ახალმა ოპერაციულმა სისტემამ 2%-ზე მეტი მოიპოვა და მიაღწია 15.95%-ს, Windows 10-მა დაკარგა 2% და გაჩერდა 75.89%-იან ნიშნულზე. CPU-ს მხრივ კი ცვილებები არანაირია: Intel, ისევე როგორც ერთი თვით ადრე, იკავებს 68.9%-ს Steam-ის სტატისტიკაში, AMD-ის წილზე კი მოდის დანარჩენი 31.1%. https://tinyurl.com/5a9m924r
-
ჩინეთში პოპულარულ პლატფორმა Goofish-ზე გამოჩნდა custom ვიდეო დაფები, რომლებიც საშუალებას იძლევა მფლობელმა გვერდი აუაროს Nvidia-ს მაინინგ-შემზღუდველს მობილური პროცესორის ხარჯზე. მოწყობილობას საფუძვლად უდევს GeForce RTX 3060 Mobile-ის გრაფიკული პროცესორი GA106, რომელიც ლეპტოპებში გამოიყენება. იგი არ ექვემდებარება ჰეშრეითის დაბლოკვა Lite Hash Rate-ს (LHR), აქვს 30-ნაკადიანი მულტიპროცესორები და ავლენს დაახლოებით 50 MH/s წარმადობას Ethereum-ის მაინინგში. წყარო: cnBeta. ერთ-ერთ განცხადებაში გაყიდვაში გამოტანილია ცხრა ასეთი მოდელისგან აწყობილი ფერმა, რომლის ჯამური წარმადობაა 240 MH/s 910 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. წყარო: cnBeta. გაგრილების სისტემა შედგება სპილენძის ორი სითბური მილისა და ორი ვენტილატორისგან წარწერით - Nvidia. წყარო: cnBeta. ვინ და როგორ აწარმოებს ამ ვიდეო დაფებს, უცნობია, რადგანაც მოწყობილობებს მარკირება არ აქვს. მათი ფასი 545-დან 570 აშშ დოლარამდე მერყეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ custom GPU-ები პოტენციურად შესაძლებელია გეიმერებმაც გამოიყენონ - ვიდეო დაფებს აქვს HDMI პორტი, მობილური ჩიპი GA106 კი ფლობს უფრო მეტ CUDA ბირთვს, ვიდრე დესკტოპ ვარიანტი. თუმცა მათი წარმადობა გეიმინგში მაღალი არ არის მეხსიერების მცირე მოცულობისა (6 გბ GDDR6) და TDP-ის დაბალი დონის გამო. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული LHR ხაზი, რომელთათვის გაანახევრა მოწყობილობების სიმძლავრე Ethereum-ის მაინინგის დროს. კომპანია ამრიგად გეგმავდა GPU-ების ორიენტირებას გეიმერების მოთხოვნებზე. თუმცა მოგვიანებით მაინერებმა შეძლეს ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობის დაბრუნება და ბლოკირებისთვის გვერდის ავლა ერთდროულად ორი ციფრული ვალუტის მოპოვების მეშვეობით. https://tinyurl.com/bdz59v5t
-
საწყისი საფასო კატეგორიის სმარტფონი Samsung Galaxy A12 აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი Android-მოდელი გასული წლის შეჯამებით. ამის შესახებ მეტყველებს კომპანია Counterpoint Research-ის გაყიდვების სტატისტიკა - აცხადებს Androidcentral. Galaxy A12 დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილო ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. იგი შესაძლოა არ იყოს Samsung-ის საუკეთესო დაბალბიუჯეტური Android-სმარტფონი, თუმცა მას აქვს დიდი მოცულობის ბატარეა და პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ხანგრძლივი მხარდაჭერა კონკურენტებთან შედარებით. Counterpoint Research-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი შემცვლელი Galaxy A13 5G არანაკლებ მოთხოვნადი იქნება. Galaxy A12-ზე მოდიოდა 2021 წელს მსოფლიოში ყველა გაყიდული სმარტფონის 2% წილი. iPhone-ების გათვალისწინებით მან მე-6 ადგილი დაიკავა. Apple-მა ტოპ 10-ში შვიდი ადგილი დაიკავა, ხოლო iPhone 12 ლიდერობს 2.9%-ით. iPhone 12-ზე, 12 Pro Max-სა და iPhone 13-ზე მოდიოდა Apple-ის ყველა გაყიდული სმარტფონის 41%-იანი წილი. https://tinyurl.com/mpm9h9hk
-
კომპანია Apple-მა წარადგინა M1 სერიის ახალი პროცესორი - 20-ბირთვიანი M1 Ultra. პროცესორი გვთავაზობს სერიის მაქსიმალურ წარმადობას და განკუთვნილია სრულიად ახალ სამუშაო სადგურ Mac Studio-ში გამოყენებისთვის. M1 Ultra-ს მთავარი მახასიათებელია არქიტექტურა UltraFusion. მისი წყალობით Apple-მა გააერთიანა ორი M1 Max ჩიპი ერთ გიგანტურ პროცესორში. ეს შესაძლებელი გახდა M1 Max ჩიპში ადრევე გათვალისწინებული პროცესორთაშორისი დამაკავშირებლით, რომლის სიჩქარეა 2.5 ტბ/წმ. ჯამში M1 Ultra-ში გაორმაგებულია M1 Max-ის მახასიათებლები: ახალ პროცესორს აქვს 20 ბირთვი CPU (16 მაღალი წარმადობის და 4 ენერგოეფექტური), 64 GPU ბირთვი და 32-ბირთვიანი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი. არქიტექტურა UltraFusion საშუალებას იძლევა დაკავშირდეს პროცესორის ორი კრისტალი ნახევრადგამტარი ფირფიტის მეშვეობით, რომელშიც 10 ათასზე მეტი კავშირი გადის. სწორედ ასეთმა მიდგომამ მისცა Apple-ს საშუალება მიეღო ერთიანი გიგანტური ჩიპი 114 მილიარდი ტრანზისტორით, რომელიც შემადგენლობის მიუხედავად ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მიერ აღიქმება, როგორც ერთიანი პროცესორი. Apple ამტიცებს, რომ M1 Ultra-ს წარმადობა სტანდარტული M1 ჩიპისას რვაჯერ აღემატება. უფრო მეტიც, პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიამ მიუთითა, რომ M1 Ultra გვთავაზობს 90%-ით უკეთეს წარმადობას Core i9-12900K ჩიპთან შედარებით იდენტური ენერგომოხმარების პირობებში. M1 Ultra-ს მაქსიმალური ენერგომოხმარება კი Intel-ის პროცესორთან შედარებით 100 ვატით ნაკლებია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Apple M1 სერიის ყველა პროცესორს საფუძვლად უდევს ARM არქიტექტურა და იწარმოება TSMC N5 ტექნოპროცესით. რაც შეეხება M1 Ultra-ს ინტეგრირებულ გრაფიკას, Apple-ის თქმით მისი წარმადობა GeForce RTX 3090-ის მსგავსია 200 ვატით ნაკლები ენერგომოხმარების პირობებში. M1 Ultra-ს მეხსიერების სიჩქარეა 800 გბ/წმ - ეს მაჩვენებელი ორარხიან DDR5-4800-ს აღემატება. უნიფიცირებული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 128 გბ, საიდანაც გრაფიკული ბირთვის პროცესორი საკუთარი საჭიროებისთვის მოიხმარს 48 გბ-მდე. M1 Ultra-ს დებიუტი შედგა ახალ დესკტოპ კომპიუტერ Mac Studio-ში, რომელიც წარმოადგენს კომპაქტური კორპუსის მქონე სამუშაო სადგურს. როგორც კომპანია მიუთითებს, ამგვარი კომპიუტერები განკუთვნილია დეველოპერებისთვის, მხატვრებისთვის და ვიდეოს სფეროს პროფესიონალებისთვის და მათ სთავაზობს მეტ წარმადობას, ვიდრე სტანდარტული 28-ბირთვიანი Mac Pro. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ M1 Ultra ასევე მოხვდება Mac Pro სერიის მომავალ კომპიუტერებში, თუმცა თავად Apple-ს ამგვარი გეგმები არ გაუჟღერებია. https://tinyurl.com/khbnjwvc
