Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung მალე დაიწყებს შეკვეთების მიღებას სმარტფონ Galaxy Quantum 3-ზე. მას გააჩნია შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორი, რომელმაც უნდა გაზარდოს მოწყობილობის დაცულობის დონე. არსებული ცნობებით სმარტფონს შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოდელი Galaxy M53 5G. ფოტოს წყარო: SamMobile მოწყობილობას ექნება 6.7-დუიმიანი Full HD+ ფორმატის Super AMOLED Infinity-O დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა კამერა ოთხკომპონენტიანია. ესენია 108-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 8-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი ოპტიკით, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. სმარტფონში განთავსებული იქნება პროცესორი MediaTek Dimensity 900. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, მათგან ორია Cortex-A78 ბირთვი 2.4 გჰც-მდე სიხშირით და ექვსი Cortex-A55 სიხშირით 2.0 გჰც-მდე. პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის გრაფიკული კონტროლერი Mali-G68 MC4 და მოდემი 5G SA/NSA. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 6 ან 8 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა - 128 ან 256 გბ. ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2 ადაპტერები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და თითის ანაბეჭდის სკანერი გვერდით ნაწილზე. კვებას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/yckutpfh
  2. ონლაინ-ბროკერ Robinhood-მა დაამატა ოთხი ახალი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა - Solana, Polygon, Compound და Shiba Inu. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ბლოგში განაცხადა. ჯერჯერობით მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ ამ კრიპტო აქტივების ყიდვა და გაყიდვა, საფულეების შევსების და თანხების გამოტანის შესაძლებლობა მოგვიანებით გამოჩნდება, განმარტა Robinhood-მა. „გასულ წელს ჩვენი მომხმარებლები მუდმივად ითხოვდნენ ორ რამეს: მონეტების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას და კრიპტოვალუტების უფრო ფართო არჩევანს. პირველი მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ უკვე გავააქტიურეთ კრიპტო საფულეები ყველასთვის, ვინც მოლოდინში იყო - ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის. ახლა კი მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ შემდეგი პუნქტის მოგვარებაც“, - აღნიშნეს კომპანიაში. საბროკერო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელმა სტივ ქუირქმა აღნიშნა, რომ მონეტების არჩევისას Robinhood-ში ისინი შეაფასეს „ძველი წესების ნაკრების“ მიხედვით. მისი თქმით, პლატფორმა უნდა დარჩეს უსაფრთხო და საგანმანათლებლო სივრცედ. შეგახსენებთ, 2021 წლის ივლისში Robinhood-ის თანადამფუძნებელმა კრიპტოვალუტებს უწოდა კომპანიის განვითარების ქვაკუთხედი. https://tinyurl.com/36kcvjj9
  3. ამჟამად ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ უახლოეს დროში ბაზარზე გამოვა სამი განახლებული ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურაზე. მთელი რიგი ინტერნეტ-მაღაზიები ვარაუდობენ, რომ RX 6950 XT დაფის ფასი ისეთივე მაღალი იქნება, როგორც Nvidia RTX 3090 Ti-ს ღირებულება. შესაძლოა, ეს არ მოხდეს RX 6750 XT-სა და RX 6650 XT მოდელების შემთხვევაში. მიმდინარე კვირაში RRA-ს სიაში ნახსენები იყო ახალი დაფები, რაც მეტყველებს Radeon RX 6000 სერიის განახლებული ვიდეო დაფების მალე გამოჩენაზე. ახალი დაფები დაკომპლექტებული იქნება 18 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 მეხსიერებით და, შესაძლოა, უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, როგორც დროებით გადაწყვეტილებას წარმოადგენს იმ დრომდე, სანამ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი თაობის ვიდეო დაფები გამოვა გაყიდვაში. ფასები დიდწილად გამოცანად რჩება, ხელმისაწვდომობასთან ერთად ამას მათი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ერთადერთი ინფორმაცია ღირებულების შესახებ არის RX 6950 XT-ის საცალო ფასი, რომელიც მოწოდებულია ცნობილ ინსაიდერ momomo_us-ის მიერ. RX 6950 XT დაფის ფასი ერთ-ერთ ავსტრალიურ მაღაზიაში 3241 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც 2412 აშშ დოლარს შეესაბამება. ეს ფასი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ამავე სავაჭრო ობიექტის მიერ შემოთავაზებული RX 6900 XT-ს ღირებულება, რომელიც 1397 აშშ დოლარიდან იწყება. ფასიდან გამომდინარე ჩანს, რომ AMD აპირებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას ტოპ-სეგმენტში. https://tinyurl.com/32jj5b9v
  4. კვალიფიციური კადრების გლობალური დეფიციტის ფონზე Intel აამოქმედებს ორ სასწავლო პროგრამას - ჯერჯერობით მხოლოდ ორეგონის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც კარიერის გაკეთება სურთ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოებაში. ფოტოს წყარო: Intel ერთ-ერთი პროგრამა წარმოადგენს ორკვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების გარდაქმნას ქარხნების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებად. მეორე კი არის საპილოტე პროგრამა ქალაქ ჰილსბოროს უფროსკლასელთათვის. იგი მოსწავლეებს წარუდგენს ტექნოლოგიური ინდუსტრიის შესაძლებლობებს და მიმართულია პოტენციური დასაქმებულების მოზიდვისკენ. Intel უმსხვილესი კორპორატიული დამსაქმებელია ორეგონის შტატში, ვაშინგტონის კამპუსებში კომპანიაზე მუშაობს 22 ათასი ადამიანი. Intel-მა მიმდინარე კვირაში ოფიციალურად განაცხადა კვლევით საწარმო D1X-ის გაფართოების შესახებ - ახალი პროექტი შეფასებულია 3 მლრდ აშშ დოლარად და 1700-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, როგორც ბევრ დამსაქმებელს, Intel-საც უჭირს ახალი სპეციალისტების პოვნა. ორეგონში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და შტატს ფაქტიურად იმაზე ნაკლები უმუშევარი ჰყავს, ვიდრე სამუშაო ადგილები დარჩა. გასულ შემოდგომაზე Intel-მა ჩაატარა მასიური რადიო და სატელევიზიო სარეკლამო კამპანია, რომლითაც ეძებდა ტექნიკოსებს ქარხნებში სამუშაოდ. მსგავსი რეკლამა ადგილობრივ ავტობუსებზე დღემდეა განთავსებული. ტექნიკური სპეციალისტები, როგორც წესი, არიან მუშები, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობენ კომპიუტერული ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებთან. მათი გამოცდილებაა საზოგადოებრივ კოლეჯში ორწლიანი სწავლების პერიოდი, სწავლის ახლად დამთავრებულებისთვის საშუალო წლიური ანაზღაურებაა 60 ათასი აშშ დოლარი. Intel-ის ორკვირიანი „Quick Start“ პროგრამა ეფუძნება ანალოგიურ ინიციატივას, რომელიც უკვე განხორციელდა არიზონაში, სადაც Intel ასევე აქტიური მონაწილეა შრომით ბაზარზე. სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ პროგრამას, იღებენ დამატებით ქულებს კოლეჯში და კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ჰილსბოროს საშუალო სკოლის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ათობით საშუალო სკოლის მოსწავლე გაეცნობა ინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობებსა და სარგებელს. Intel მუშაობს რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის ქალაქისა და სკოლის მმართველებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელია, რომ პროგრამის რეალიზაცია ივნისში დამტკიცდება. Intel ხაზს უსვამს, რომ მომავალში პროგრამები განხორციელდება მთელი შტატის მასშტაბით სხვადასხვა წარმოშობის სტუდენტებისთვის, მათ შორის სოფლებში მცხოვრებთათვის - კომპანია აპირებს რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანის მოზიდვას. https://tinyurl.com/2p8pm4y6
  5. ბირჟა Coinbase-მა გამოაცხადა ლისტინგისადმი მიდგომის ცვლილება: ახლა პლატფორმა წინასწარ გამოაქვეყნებს პრეტენდენტი კრიპტოვალუტების ღია სიას. კომპანიამ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა „ინფორმაციული სიმეტრიის გასაზრდელად“ და კრიპტოვალუტების ბაზარზე უფრო სამართლიანი პირობების უზრუნველსაყოფად. კრიპტო საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა „Coinbase-ის ეფექტის“ სახელით ცნობილი კანონზომიერება: კრიპტო აქტივის ფასი მკვეთრად იზრდება ბირჟაზე ლისტინგის დაწყების შემდეგ. ამან შეიძლება დამატებითი უპირატესობა მისცეს ინსაიდერებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მომავალი პროცედურის შესახებ. Coinbase-ის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 50 პროექტის სია, რომელთა ლისტინგის დაწყება მოსალოდნელია 30 ივნისამდე. იგი მოიცავს 45 ERC-20 ტოკენს და 5 აქტივს Solana-ს ეკოსისტემიდან. მათ შორისაა Binance USD, სიდიდით მესამე Stablecoin მიწოდების თვალსაზრისით და 17.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციით, ასევე დიდ პროექტ BitDAO-ს ტოკენი. ზოგიერთი აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა Coinbase-ის სიის გამოქვეყნების შემდეგ. CoinGecko-ს მიხედვით სტატიის მომზადების პერიოდში დროს ტოკენ DappRadar-ის ღირებულება გაიზარდა 30%-ზე მეტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. Binance USD-ის ფასის გრაფიკი (BUSD). წყარო: Coingecko. Solana-ს ბლოკჩეინზე არსებული Apricot Finance-ის ფასი გაიზარდა 21%-ით, 0.029 აშშ დოლარამდე. Apricot Finance-ის ფასი (APT). წყარო: CoinMarketCap. 2021 წლის ზაფხულში ბირჟის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ პლატფორმა გეგმავს დროთა განმავლობაში დაამატოს ყველა კანონიერად დაშვებული კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. ახლახანს Coinbase-მა ასევე დააანონსა NFT სერიის გამოშვების გეგმა Bored Ape Yacht Club-ის კოლექციიდან. https://tinyurl.com/2p9xvrew
  6. კომპანია Tesla-მ კიდევ ერთხელ წარადგინა ელექტრო პიკაპი Cybertruck და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ცვლილებები ბევრს არ მოეწონა, მანქანის მახასიათებლები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. კომპანია გეგმავს გაამყაროს თავისი, როგორც ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებლის პოზიცია და მოდელების ხაზს აფართოვებს ელექტრო პიკაპის ხარჯზე, რომელიც აშშ-ში მსგავსი ტიპის მანქანებში ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტია. როდესაც 2019 წელს Tesla-მ Cybertruck წარადგინა, ბევრი გაკვირვებული დარჩა ელექტრომობილის უცნაური, კუთხოვანი კორპუსით, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და მდგრადია ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისადმი. ილონ მასკმა ოსტინში გიგაქარხნის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიება Rodeo Party-ზე განაცხადა, რომ სერიული წარმოებისთვის Cybertruck 2023 წელს იქნება მზად. Tesla Cybertruck. Tesla რატომ არის Tesla Cybertruck ასეთი უნიკალური? ელექტრომობილების მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ერთი ძრავის მქონე Cybertrucks-ს შეუძლია 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარის განვითარება 6.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 177 კმ/სთ-ს შეადგენს. ორძრავიანი Cybertruck 100 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს 4.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 193 კმ/სთ-ია. და ბოლოს, ყველაზე მძლავრი, სამძრავიანი მოდელი, რომელიც ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი, 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს მხოლოდ 2.9 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს შეადგენს. Cybertruck-ის სამივე მოდელს გააჩნია პნევმატური დაკიდების სისტემა, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად გაზარდოს ავტომობილის კლირენსი (დაშორება მიწიდან იატაკამდე) 40.6 სმ სიმაღლემდე. გარდა ამისა, ელექტრო პიკაპის წინა და უკანა ბამპერების დახრილობის კუთხეებია 35 და 28 გრადუსი (შეუძლია გორაზე ავიდეს და ჩამოვიდეს ისე, რომ ძირი არაფერს გამოსდოს) რაც მას უგზოობაზე სერიოზული გამავლობის მანქანად აქცევს. Cybertruck-ის ბუქსირების შესაძლებლობაც შთამბეჭდავია: ერთძრავიანი მოდელის მაქსიმალური გამწევი სიმძლავრეა 7500 ფუნტი (3400 კგ), ორძრავიანის - 10000 ფუნტი (4500 კგ), ხოლო სამძრავიანი მოდელისა - 14000 ფუნტი (6350 კგ). რაც შეეხება აკუმულატორებს, მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს ჯერ არ გაუხმაურებია ბატარეების სრული მახასიათებლები, უკვე ცნობილია, რომ Cybertruck-ის გავლის მარაგი ძრავების რაოდენობაზეა დამოკიდებული: ერთ სრულ დამუხტვაზე ერთძრავიანი მოდელის გავლის მარაგია 250 მილი (დაახლოებით 400 კმ), ორძრავიანის - დაახლოებით 300 მილი (480 კმ-ზე მეტი), ხოლო სამძრავიანისა - 500 მილზე მეტი (800 კმ-ზე მეტი). Cybertruck-ის კონსტრუქციის მოდიფიკაციები მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოფენის გახსნაში, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ Cybertrucks-ის ახალი დიზაინი. უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი უკმაყოფილო დარჩა მისი ვიზუალით. ამბობენ, რომ Cybertruck-ი არ გამოიყურება საუკეთესო სახით, მისი კარები განსხვავდება კორპუსის დანარჩენი ნაწილის ფერისგან და მთელი უკანა ნაწილი კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება უფრო ახლოს შემოწმებისას. სახურავის შემადგენელი ყველა ელემენტი არ არის სწორხაზოვანი, ყველაფერი უცნაური კუთხით არის მოხრილი, რის შედეგად ფირფიტებს შორის უზარმაზარი სივრცეებია. სახურავი არ ეკვრის ფანჯრის რაფებს, რაფები კი მჭიდროდ არ ეკვრის ფანჯრებს. სამაგიეროდ, მანქანას აქვს თითქმის ორმეტრიანი საბარგული. Cybertruck მაინც ყველაზე ფუტურისტულ პიკაპად რჩება სარკეების, უნიკალური საბურავების, წინა საქარე მინის ხელახალი კონფიგურაციისა და მცირე ცვლილებების მიუხედავად. რა ღირს Tesla Cybertruck? ერთძრავიანი უკანა ამძრავი სისტემის მქონე Cybertruck-ის ფასი იქნება 39900 აშშ დოლარი, ორი და სამი ძრავის მქონე სრულამძრავიანი მოდელები კი ეღირება 49900 და 69000 აშშ დოლარი შესაბამისად. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ტესტის შედეგებს და ვნახოთ, როგორ გაუწევს Cybertruck კონკურენციას ისეთ მოდელებს, როგორებიცაა GMC Hummer EV, Rivian R1T, Chevrolet Silverado EV და Ford F-150 Lightning. https://tinyurl.com/yckmc9rk
  7. ინდუსტრიის ექსპერტების აზრით ჩიპების მიწოდების პრობლემა შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი სილიკონის საწარმოო ქარხნები შემოვა. როგორც Volkswagen-მა ივარაუდა, დეფიციტი 2024 წლამდე შენარჩუნდება - ამ პროგნოზს სხვა კომპანიებიც იზიარებენ. ფოტოს წყარო: fabersam/pixabay.com კვლევითი კომპანია Techcet გაფრთხილებას იძლევა, რომ ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ სილიკონებზე მოთხოვნა შეთავაზებაზე მაღალი იქნება 2023 წლამდე. კერძოდ, გამოწვეული იქნება გარკვეული ტიპის ნახევრადგამტარების და/ან ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, დეფიციტი უკავშირდება არა მხოლოდ ნახევრადგამტარი კომპონენტების სიმცირეს, არამედ თავად ფირფიტების ნაკლებობას. Techcet-ის მონაცემებით მომწოდებლები უკვე ითხოვენ უფრო მაღალ ფასებს კონტრაქტების მიხედვით, კერძოდ, ახალ ქარხნებში ინვესტიციების გადახდის მიზნით. გარდა ამისა, უახლოეს დროში გაიზრდება ენერგიისა და ნედლეულის ღირებულება. პრობლემა ნაწილობრივ შემსუბუქდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი ქარხნები შეძლებენ ინდუსტრიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სილიკონის ფირფიტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნა ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვეებში დააანონსეს მომწოდებლებმა ახალი ქარხნების მშენებლობა. საწარმოების აშენებასა და ექსპლუატაციაში შესვლას კი დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. ამ სიტუაციაში მთავარი გამარჯვებულები იქნებიან მხოლოდ თავად ფირფიტების მწარმოებლები. მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიმუშავებენ 15.5 მლრდ აშშ დოლარს წელს, რაც 14.8%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით - ეს არის ორნიშნა ზრდა, რაც არ დაფიქსირებულა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ახალი ქარხნების აშენების ალტერნატივა შეიძლება იყოს ძველი ქარხნების მოდერნიზაცია, მაგრამ მათი წარმოების სიმძლავრე არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მიმდინარე კვირაში საწარმოო კონსორციუმმა SEMI-მ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მწარმოებლები გააფართოვებენ 200-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოებას დეფიციტთან ბრძოლის მიზნით. წარმოების მოცულობა ყოველთვიურად გაიზრდება 6.9 მილიონ ფირფიტამდე 2024 წლისთვის. SEMI-ს წარმომადგენლების მონაცემებით ფირფიტების მწარმოებლები ააწყობენ 25 ახალ, 200-მილიმეტრიანი ფირფიტების ხაზს 5 წლის განმავლობაში, რათა დაკმაყოფილდეს 5G პროდუქციაზე, მანქანებისა და ინტერნეტ-ნივთების წარმოებაზე არსებული მოთხოვნა. გაიზრდება 300-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოების მოცულობაც. https://tinyurl.com/45nesc96
  8. Nasdaq-ის მიერ გამოკითხული ხუთასი ფინანსური მრჩევლის 71% დიდი ალბათობით ჩადებდა სამომხმარებლო თანხას კრიპტოვალუტებში შესაბამის სპოტ ETF-პროდუქტზე წვდომის არსებობის პირობებში. 26 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მქონე მრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა კომპანია 8 Acre Perspective-მა Nasdaq-ის სახელით. კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 38% არის დარწმუნებული, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაამტკიცებს სპოტ კრიპტო ETF-ს 2022 წელს. გამოკითხულთა 31% ასეთ შედეგს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „ჩვენ მიერ გამოკითხული მრჩევლების დიდი უმრავლესობა გეგმავს ან დაიწყოს კრიპტოვალუტისთვის თანხების გამოყოფა, ან გაზარდოს არსებული განაწილება“, - განაცხადა Nasdaq-ის ციფრული აქტივების ინდექსების კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიკ რაპაპორტმა. იმ მრჩეველების 86%, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ციფრულ აქტივებში, აპირებს გაზარდოს კრიპტოვალუტის წილის პორტფოლიოში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. შემცირების გეგმების შესახებ არავის უთქვამს. ამავე ჯგუფიდან გამოკითხულთა 50% უკვე იყენებს Bitcoin ფიუჩერსების ETF-ებს, ხოლო 28% გეგმავს გამოყენებას. კვლევის მიხედვით ათი მრჩევლიდან მხოლოდ ოთხმა განიხილა ინვესტიცია ცალკეულ კრიპტოვალუტებში. SEC-ს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია არც ერთი განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამავე დროს სააგენტომ დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ბაზაზე VanEck-ის, Valkyrie Investments-ისა და ProShares-ის მიერ ბირჟის ფონდების ამოქმედება. 2022 წლის თებერვალში კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა სიტუაცია ახსნა სააგენტოების მიერ მიღებული განაცხადების შეუსაბამობით ფასიანი ქაღალდების თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის აღმკვეთ კანონთან. Grayscale Investments-მა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა Bitcoin-ტრასტის ETF-დ გარდაქმნა. კომპანიამ შესაბამისი განაცხადი მარეგულირებელს გაუგზავნა 2021 წლის ოქტომბერში. 2022 წლის თებერვალში SEC-მა გადაწყვეტილების მიღება გადადო. კომპანიამ დაუშვა, რომ კომისიამ დაარღვია კანონი Bitcoin-ის ფიუჩერსების ETF-ების დამტკიცებისას და გამოაცხადა მზადყოფნა უჩივლოს სააგენტოს GBTC-ის ETF-ად გადაქცევაზე უარის თქმის შემთხვევაში. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით SEC სპოტ Bitcoin-ETF-ს 2023 წლის შუა რიცხვებში დაამტკიცებს. https://tinyurl.com/4vmdp9np
  9. კომპანია ASUS-მა წარადგინა TUF სერიის ახალი გრაფიკული დაფა, რომელიც დაფუძნებულია NVIDIA Ampere არქიტექტურაზე. თუმცა 2020 წლის ბოლოდან გამოშვებული RTX 30 სერიის სხვა TUF მოდელებისგან განსხვავებით RTX 3050 ვიდეო დაფებს აქვს ორი ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამჯერად ASUS-ს აქვს სერიები სამი ქულერით (ROG STRIX), ორი ქულერით (TUF Gaming) და ერთი ქულერით (Phoenix), რომლებიც დამყარებულია ერთსა და იმავე გრაფიკულ პროცესორზე. RTX 3050 TUF მოდელს აქვს სრულიად ინდივიდუალური კონსტრუქცია 2.8-სლოტიანი გაგრილების სისტემით და დისპლეიზე output-ების არასტანდარტული კონფიგურაციით. ამ მოდელს, რომელსაც ხშირად Radeon RX 6500XT-ს ადარებენ, შედარებით მეტი ინტერფეისი აქვს: ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4. ASUS-მა გამოუშვა RTX 3050 TUF დაფის ორი მოდელი, რომელთაგან ერთია აჩქარებული ვერსია OC Edition ტაქტის სიხშირით 1845 მჰც (აჩქარებისას 1875 მჰც), მეორე კი - სტანდარტული ვერსია 1700 მჰც სიხშირით (აჩქარებისას 1807 მჰც). გარდა ამისა, ორივე დაფას აქვს ორმაგი BIOS წინასწარ დაყენებული Quiet ან Gaming პარამეტრებით. ამ დროისთვის ახალი ვიდეო დაფის გაყიდვის თარიღი კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/3zn9svzn
  10. 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე წამოდგენილი იყო 143.6 მილიონი მონიტორი - ნათქვამია ანალიტიკურ სააგენტო International Data Corporation-ის (IDC) ახალ ანგარიშში. ეს მაჩვენებელი საუკეთესოა 2012 წლის შემდეგ, იმ დროს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 150.3 მილიონი მონიტორი. ფოტოს წყარო: Gigabyte მიწოდების ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2021 წელს გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს და 5% შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯამში ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. გასული წლის პირველ ნახევარში მიწოდების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, კორპორატიულ სეგმენტზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა. წლის მეორე ნახევრის დასაწყისში მონიტორებზე მოთხოვნამ კლება დაიწყო ბაზრის გადატვირთულობის გამო. მოცულობის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი იყო ახალი შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა აზიაში კორონავირუსის მორიგი გავრცელების ფონზე, რამაც გამოიწვია პრობლემები ლოჯისტიკაში, ასევე კომპონენტების ნაკლებობა. შედეგად 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. წყარო: IDC ანალიტიკოსების თქმით გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგების თანახმად მონიტორების ტოპ ხუთეულიდან მხოლოდ ორმა კომპანიამ დააფიქსია მიწოდების მოცულობის ზრდა. ესენი იყვნენ Dell და Lenovo. კორპორატიულ სეგმენტზე მიწოდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე - 8%-ზე მეტით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელი მონიტორების ბაზრისთვის ნაკლებად წარმატებული იქნება. მათი აზრით კორონავირუსის ახალი გავრცელება, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა წლის ბოლომდე მიწოდების 3.6%-ით შემცირებას გამოიწვევს. თუმცა 2023 წლიდან მაჩვენებლები დასტაბილურებას დაიწყებს. https://tinyurl.com/bdcwv3ae
  11. ციფრული ოქროსა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს 2023 წლის ზაფხულამდე. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Galaxy Digital-ის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეისონ ურბანმა. ამ მოვლენის მამოძრავებელ ძალებს შორის ტოპ-მენეჯერმა დაასახელა ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების შემდგომი მიღება. „წლის დაწყებისას შესაძლებელი იყო მეთქვა, რომ ვვარაუდობ Bitcoin-ის ფასად 100 ათას აშშ დოლარს, Ethereum-ისას კი - 6500-დან 7000-მდე აშშ დოლარის ფარგლებში. მივიჩნევ თუ არა, რომ ამ გზაზე კრიპტოვალუტებს წინაღობა შეხვდებათ? პოტენციურად კი. ექნება ამას მნიშვნელობა? - არა! წლის ბოლოს თუ არა, 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ეს მოხდება. ვხედავ ინვესტორების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა წყალობით ბაზრის აღმასვლა გაგრძელდება“ - განმარტა ურბანმა. Galaxy Digital-ის წარმომადგენელმა დაუშვა, რომ დროთა განმავლობაში Ethereum Bitcoin-ს უკან ჩამოიტოვებს კაპიტალიზაციის სიდიდით. „ინვესტორებმა დაიწყეს სმარტ-კონტრაქტების ძალის გაცნობიერება. Ethereum - ეს არის, ის, რაც საჭიროა ახალი იდეებისთვის. ეს არის სპილენძი, Bitcoin კი - ციფრული ოქრო“ - განაცხადა მან. ტოპ-მენეჯერის აზრით, პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს. ურბანს ეჭვი ეპარება, რომ ლიდერის ცვლილება შეიძლება უახლოეს ორ-სამ წელში მოხდეს, თუმცა მან მსგავსი სცენარი არ გამორიცხა. შეგახსენებთ, ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელ არტურ ჰეიესის პროგნოზით მოხდება Ethereum-ის ზრდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი კვლავ გაიზრდება, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემა პაუზას აიღებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საკითხში. https://tinyurl.com/39ty5a94
  12. კონფერენცია GTC-ზე NVIDIA-ს პრეზენტაცია გრანდიოზული აღმოჩნდა. კომპანიამ წარადგინა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი თავისი პირველი ARM-პროცესორები კოდური დასახელებით Grace, აგრეთვე „სუპერჩიპები“, რომლებშიც მაღალსიჩქარიანი მაკავშირებლით შესაძლებელია გაერთიანდეს ორი ასეთი პროცესორი ერთ „სუპერპროცესორად“ ან შეიქმნას გამომთვლელ პროცესორ Grace-ის კომბინაცია გრაფიკულ Hopper-თან. კომპანიის მონაცემებით ორი Grace-ის მქონე 144-ბირთვიანი სუპერჩიპი წარმადობით ერთნახევარჯერ აღემატება NVIDIA DGX A100-ს. როგორც Tom’s Hardware აღნიშნავს, ეს არ არის შედარების საუკეთესო ვარიანტი, რადგან DGX A100-ში გამოყენებულია AMD-ის წინა თაობის სერვერული პროცესორები - Rome სერიის 64-ბირთვიანი EPYC 7742. რესურსის სპეციალისტებმა უფრო საინტერესო შედარება იპოვეს Intel-ის პროცესორებთან. NVIDIA Accelerated Computing-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა GTC-ზე ცალკე პრეზენტაცია გამართა, სადაც სუპერჩიპი Grace შეადარეს ამჟამინდელი თაობის Intel Ice Lake-ს ამინდის პროგნოზირების ამოცანებში (Weather Research and Forecasting). NVIDIA ამტკიცებს, რომ Grace ორჯერ უფრო სწრაფი და 2.3-ჯერ უფრო ენერგოეფექტურია ორ 36-ბირთვიან და 72-ნაკადიან Intel Xeon Platinum 8360Y პროცესორთან შედარებით. შედეგები შთამბეჭდავია, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ Grace-ს, დიდი ალბათობით, ასეთი დიდი უპირატესობა არ ექნება სამომავლო Intel Sapphire Rapids-თან შედარებით, ასევე იგი შესაძლოა წარმადობითა და ეფექტურობით აღმოჩნდეს დაახლოებით იმავე დონეზე, რაზეც Milan სერიის AMD EPYC პროცესორები. ნებისმიერ შემთხვევაში, NVIDIA Grace ძალიან ძლიერი პროდუქტია HPC სეგმენტში. https://tinyurl.com/5fbtxvwh
  13. უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung Electronics-სა და LG Display-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი OLED პანელების მიწოდებაზე ძირითადად შესაბამისი პროდუქტების დაბალბიუჯეტურ სეგმენტზეა ორიენტირებული. ამის შესახებ გამომცემლობა The Elec გვაცნობებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: LG Display კომპანია Samsung შემოსავლის თვალსაზრისით უმსხვილესია, იგი მიმდინარე წელს პირველად უშვებს OLED-მოდელებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ტელევიზორებისთვის განკუთვნილ პანელებს იგი Samsung Display-სა და LG Display-სგან შეისყიდის. LG Display-სთან მიმართებაში კომპანია Samsung ძირითად ყურადღებას ამახვილებს M-სერიის OLED-პანელების შეძენაზე, რომელზე იაფი მოდელები LG-ს პორტფოლიოში არ არსებობს. ცნობილია, რომ კომპანია უშვებს სამი სერიის OLED-პანელებს: R, P და M. R მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და უზრუნველყოფს 200 ნიტ სიკაშკაშეს, P და M – 180 და 150 ნიტს, შესაბამისად. Samsung-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს ტელევიზორების ღირებულება, სწორედ ამიტომ ყიდულობს ყველაზე დაბალბიუჯეტურ ვარიანტებს - პანელების ღირებულებაზე მოდის ტელევიზორის ფასის მესამედი. The Elec-ის წყაროების თანახმად Samsung აპირებს ისარგებლოს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ბრენდის პოზიციით დაბალბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. ამავდროულად, LG თავისი ტელევიზორების სერიაში იყენებს სამივე სერიის LG Display მოდელებს. ამასთან, Samsung-მა LG-ს სთხოვა 200-ნიტიანი R-სერიის პანელების გაყიდვა უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მოკლედ, წყაროები თვლიან, რომ LG Display-ს მხრიდან უარის ალბათობა საკმაოდ დიდია - Sony-ს და LG Electronics-საც კი LG Display-ს პროდუქცია უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე Samsung ითხოვს. წლის დასაწყისში უკვე გავრცელდა ცნობა, რომ Samsung ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს LG Display-ზე - იგი აქცენტს აკეთებს შესყიდვების დიდ მოცულობებზე და მომწოდებლისგან ითხოვს საფასურის შემცირებას. https://tinyurl.com/vpv38wcf
  14. კრიპტო პლატფორმა Binance-მა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს BNB Beacon Chain ქსელის განახლებას და ჰარდფორკს. განახლება განხორციელდება ბლოკის 234.560.000 დონეზე 12 აპრილს. განცხადების თანახმად განახლებამდე ცოტა ხნით ადრე პლატფორმა გათიშავს თანხების შეტანა-გატანის შესაძლებლობას BNB Chain ეკოსისტემაში. ოპერაციები განახლდება, როდესაც კომპანია „დარწმუნდება ქსელის სტაბილურ მუშაობაში“. BNB Beacon Chain მართვის ქსელისთვის განკუთვნილი ჰარდფორკი Descartes მოიცავს BIP-128 წინადადების გააქტიურებას, რომელიც შექმნილია BNB Chain-ის სტეიკინგის ჯილდოს განაწილების სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. განახლების შედეგად შემცირდება დატვირთვა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინის ე.წ. breath-ბლოკზე. მასზე განაწილდება მხოლოდ ვალიდატორების საკომისიოები. დელეგატების ჯილდოს განათავსებენ ცალკე საცავში და შემდეგ პაკეტებად გადასცემენ ბენეფიციარებს. BIP-128 ასევე ადგენს პაკეტის მოცულობას, რომელიც საჭიროა ჯილდოს დროულად განაწილებისთვის. წყარო: GitHub „დელეგატებზე ძირითადი გავლენა არის ის, რომ შეთავაზების გააქტიურების შემდეგ ისინი მიიღებენ ჯილდოებს მცირე დაგვიანებით. თუმცა, ეს შეფერხება შედარებით მცირეა და მისი იგნორირება შესაძლებელია სტეიკინგის პროცესის კონტექსტში“ - აღნიშნეს დეველოპერებმა. ჰარდფორკი Descartes გაააქტიურეს ტესტნეტ BNB Beacon Chain-ში მიმდინარე წლის 15 მარტს. ადრე Binance Smart Chain ეკოსისტემის გუნდმა განახორციელა პროექტ BNB Chain-ის რებრენდინგი. მასში შედის: • BNB Beacon Chain მართვის ქსელი (ყოფილი Binance Chain); • Blockchain BNB Smart Chain (BSC) - ყოფილი Binance Smart Chain; • EVM-თან თავსებადი კონსენსუსის დონეები, მულტიჩეინ-ჰაბების ჩათვლით. იანვარში BNB Chain-ის დეველოპერებმა წარადგინეს ეკოსისტემის განვითარების 2022 წლის გეგმა. https://tinyurl.com/4nwye24e
  15. მარტი და აპრილი Tesla-სთვის აღინიშნა ორი ახალი საწარმოს გახსნით - გერმანიასა და ტეხასის შტატში. პირველი ქარხნიდან კომპანია გეგმავს წელიწადში 500 ათასი მანქანის გამოშვებას, მეორეზე კი უფრო დიდი ფსონია დადებული. ოსტინის კონვეირზე არსებული პროდუქციის ასორტიმენტი იქნება უფრო ფართო, საწარმოო სიმძლავრე კი გაიზრდება წელიწადში 1 მილიონი ელექტრომობილის წარმოებამდე. ფოტოს წყარო: Tesla როგორც Bloomberg აღნიშნავს, ასეთი განცხადება ილონ მასკმა გააკეთა ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ახალი მანქანათმშენებელი საწარმოს გახსნას ეძღვნებოდა. როგორც მასკმა აღნიშნა, სურს, რომ დროთა განმავლობაში Tesla-მ დაიკავოს მსოფლიო ავტობაზრის 20%. ეს განცხადება ეხმაურება კომპანიის სწრაფვას - 2030 წლისთვის ყოველწლიურად გამოუშვას 20 მილიონი ელექტრომობილი მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ამ დროისთვის ყოველწლიურად გაიყიდება დაახლოებით 100 მილიონი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. თუკი ტექსასის ახალი ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს დავუბრუნდებით, მომავალი წლიდან იგი უკვე აითვისებს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის, სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster-ისა და რობოტ-ჰუმანოიდ Bot-ის (Optimus) წარმოებას. ამჟამად ქარხნიდან უკვე გამოდის ქროსოვერი Tesla Model Y, რომელსაც აქვს 4680 ტიპის უჯრედებზე აწყობილი ბატარეები. ზოგადად, ე.წ. Cyber Rodeo ჩვეულებრივ ბაზრობას წააგავდა, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ატრაქციონები, როგორიცაა მექანიკური ხარები და ტირი, იყიდებოდა Tesla-ს ბრენდის სუვენირები და დამსწრეებს სთავაზობდნენ სწრაფი კვებისა და სასმელების ფართო არჩევანს. მოეწყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი - მოამზადონ პერსონალი Tesla-ს ახალი საწარმოსთვის. დროთა განმავლობაში აქ დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც ტექსასის შტატში მუშახელის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საკმაოდ ამბიციური მიზანია. https://tinyurl.com/4t3zrn8j
  16. პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. ფოტოს წყარო: EVGA ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. ფოტოს წყარო: BisoBiso EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. ფოტოს წყარო: EVGA გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. https://tinyurl.com/2t2msyr7
  17. კომპანია Block-მა (ყოფილი Square), რომელსაც Twitter-ის ყოფილი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ჯეკ დორსი უდგას სათავეში, პარტიორ Blockstream-თან ერთად დაიწყო Bitcoin-ის მოპოვებისთვის მაინინგ-ფერმის პროექტის რეალიზაცია ტექსასში. ელექტროაღჭურვილობა უზრუნველყოფილი იქნება Tesla-ს მზის ბატარეებითა და აკუმულატორებით. Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ისაუბრა ახალ პროექტზე ღონისძიება Bitcoin Conference 2022-ზე მაიამიში. მან განმარტა, რომ პლატფორმაზე გამოყენებული იქნება Tesla-ს დიდი ზომის ბატარეები. ბეკმა არ მიუთითა ობიექტის ზუსტი მდებარეობა. ბაზარმა ახალი ამბები სკეპტიკურად მიიღო: Tesla-ს აქციების ფასი დაეცა 2.1%-ით, Block-ის აქტივებმა დაკარგეს ფასის 1.4%, ხოლო Blockstream არ ვაჭრობს ბირჟაზე - იგი კერძო კომპანიაა. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკისა და Twitter-ის თანადამფუძნებელ ჯეკ დორსის ინტერესები კიდევ ერთხელ დაემთხვა: ადრე დორსიმ დადებითად ისაუბრა მასკის სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოში შესვლის შესახებ, როდესაც მან გამოაცხადა პლატფორმის დიდი წილის შესყიდვა. მასკმა გასული წლის დასაწყისში ენთუზიაზმით დაიწყო საუბარი კრიპტოვალუტებზე - Bitcoin-სა და Dogecoin-ზე. რაღაც მომენტში Tesla-მ Bitcoin-ზე ელექტრომობილების გაყიდვაც კი დაიწყო, რამაც ციფრული აქტივის გაძვირება გამოიწვია. თუმცა, კომპანიამ შემდგომში უარი თქვა ამ იდეაზე იმის გამო, რომ ზოგიერთი ცნობით Bitcoin-ის მაინინგი საზიანოა გარემოსთვის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Block-მა შეისყიდა Intel-ის მაინინგ ჩიპების პარტია - მათი მიწოდება ხდება მაკომპლექტებლების, ან ASIC-მოწყობილობების სახით. ჯეკ დორსიმ, როდესაც Twitter-ის გენერალური დირექტორი იყო, განახორციელა ბლოკჩეინის გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება სოციალურ ქსელში: მან შესაძლებელი გახადა Bitcoin-ის მიღება და დაამატა NFT-ფოტოების პროფილის სურათად დაყენების შესაძლებლობა. Tesla ასევე აგრძელებს ინვესტირებას Bitcoin-ში: ამდროინდელი მონაცემებით მანქანათმშენებელი კომპანიის განკარგულებაში არსებული ციფრული აქტივების ღირებულება 2.48 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2braees3
  18. ბევრი ელოდა, რომ AMD ვიდეოდაფების ბაზარზე NVIDIA-ს წილის რამდენიმე პროცენტს წაართმევდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოვიდოდა ფლაგმანური დაფა, რომელიც ყველაზე სწრაფ მოდელებს გაუწევდა კონკურენციას. ზოგი ოცნება სრულდება - Radeon RX 6900 ХТ მართლაც სწრაფია, თუმცა GeForce RTX 3090 დაფის უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბაზრო წილთან მიმართებაში კი ვითარება ჯერ კიდევ ცუდადაა AMD-სთვის, რადგან საწარმოო სიმძლავრეებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მას მოუწია გახლეჩილიყო პროცესორების ბიზნესს, გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და ვიდეო დაფების წარმოებას შორის. ამჯერადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გველოდება მძლავრი სიახლე და ბაზარს გააჯერებს ისტორიაში ყველა სწრაფი და ეფექტური ვიდეო დაფები. RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ჩიპები დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იმ დროს, როდესაც სხვები - 6-ნანომეტრიანი ნორმებით. საუბარია, რა თქმა უნდა, ტაივანურ TSMC-ზე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ჩიპი Navi 33, რომელიც უნდა გახდეს საშუალო ფასის დიაპაზონის ვიდეო დაფების საფუძველი. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ჩიპზე დამყარებული ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა იქნება Radeon RX 7700, რომელიც ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Radeon RX 6900 ХТ, თუმცა უფრო მომგებიანი აღმოჩნდება წარმოების თვალსაზრისით. Radeon RX 7700 დამზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და ექნება 460 კვადრატული მილიმეტრის ფართობის მქონე კრისტალი (Radeon RX 6900 ХТ დაფის მაჩვენებელი 520 მმ2-ია), ამასთან Navi 33-ს ექნება 4096-მდე შეიდერ-ბირთვი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ Navi 23-ს, რომელიც დღეს Radeon RX 6600 სერიის წარმოებაში გამოიყენება, მხოლოდ 2048 შეიდერ-ბირთვი აქვს. გამოდის, რომ საშუალო ფასის დიაპაზონის პირობებში შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლების გაზრდა კრისტალის ფართობის გაზრდის საჭიროების გარეშე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 7700 იქნება არა მხოლოდ Radeon RX 6700-ზე უფრო სწრაფი, არამედ მიაღწევს ამჟამინდელ ფლაგმან Radeon RX 6900 ХТ-მდე. უცნობია, როგორ მოახერხებენ AMD-ის ინჟინრები 7-ნანომეტრიანიდან 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას არქიტექტურული მახასიათებლების ასე გაუმჯობესებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. მიიჩნევა, რომ Navi 33-ს ექნება 256 მბ-მდე Infinity Cache, ვიდეომეხსიერების მოცულობა კი 8 გბ-მდე შემცირდება, რაც შეამცირებს ენერგომოხმარებას მიმდინარე თაობის ფლაგმანებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩიპი ცივი იქნება, პოტენციურ მომხმარებლებს კი მოეწონებათ მისი ფასი (500 აშშ დოლარამდე). Radeon RX 7600 სერიას რაც შეეხება, არსებობს ცნობები 230 ვატამდე ენერგომოხმარებისა და მეხუთე თაობის PCIe სტანდარტის (PCIe 5.0х8) მხარდაჭერის შესახებ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს NVIDIA Ada Lovelace სერია არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ ფასის მხრივაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ცნობები ინსაიდერულია და არ არის ოფიციალურად დადასტურებული. https://tinyurl.com/5xjb36n8
      • 2
      • Thanks
      • Like
  19. მონიტორ Porsche Design AOC Agon Pro PD32M-ს აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. პანელი შეესაბამება 4K ფორმატს - გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი. ფოტოს წყარო: Porsche Design რეალიზებულია განათების ტექნოლოგია Mini LED, რომელიც ითვალისწინებს მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენებას. მხარდაჭერილია სერტიფიკატი Display HDR 1400 და ადაპტირებადი სინქრონიზაციის საშუალება გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისთვის. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 144 ჰერცს. უზრუნველყოფილია 97%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მაქსიმალური სიკაშკაშე 1600 ნიტს აღწევს. მონიტორის შემადგენლობაში შედის აუდიოსისტემა DTS Sound ორი დინამიკით, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრეა 8 ვატი. კორპუსის უკანა მხარეს წარმოდგენილია მრავალფერი განათება Light FX. გარდა ამისა, გათვალისწინებულია გვერდითი დამჭერები ჰედსეტისთვის. მონიტორს აქვს ორი HDMI 2.1 ინტერფეისი, ერთი DisplayPort, USB Type-C პორტი, ოთხი USB 3.2 და ერთი სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომის ან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის საორიენტაციო ფასი 2000 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/2p9bkf34
  20. კომპანია MicroBT-მ მაიამიში გამართულ კონფერენცია Bitcoin 2022-ზე წარადგინა Whatsminer M50 სერიის Bitcoin-ის ASIC-მაინერები. მოწყობილობები - M50S, M50 და M53 - აღჭურვილია Samsung Corporation-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებით. განცხადების თანახმად მათი ეფექტურობა 15%-ით აღემატება წინა M30 სერიის მაინერების ეფექტურობას, რომლებიც კომპანიამ 2020 წელს გამოუშვა. ახალი მოდელების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თვეში გამოვა 30 ათასი ერთეული. მაინერები შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია. ჰაერით გაგრილების სისტემის მქონე ფლაგმანური მოდელი Whatsminer M50S უზრუნველყოფს 126 TH/s ჰეშრეითს 26 J/TH ენერგოეფექტურობის პირობებში (მოხმარებული სიმძლავრე 3276 ვატია). წყარო: MicroBT. Whatsminer M50 მოდელის მაჩვენებლებია 114 TH/s და 29 J/TH, შესაბამისად. M53 მოდელს თხევადი გაგრილების სისტემა აქვს. Bitcoin-მაინერის ჰეშრეითი შეადგენს 240 TH/s-ს 29 J/TH ენერგომოხმარების პირობებში. წყარო: MicroBT. 2020 წლის სექტემბერში საწარმოო ჟურნალისტმა კოლინ ვუმ დააანონსა MicroBT-ის მიერ M50 სერიის გამოშვება. მისი ცნობების თანახმად კომპანია აპირებდა მაინერებში კვლავ Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ჩიპების გამოყენებას, თუმცა დაახლოებით 30 J/TH ენერგოეფექტურობა Bitmain-ის მოწყობილობის მაჩვენებელზე მაღალი იქნებოდა. იმ დროს ბაზრის ლიდერი იყენებდა TSCM-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებულ პროცესორებს. 2021 წლის ნოემბერში Bitmain-მა პირველად წარადგინა მოდელი, რომელიც დაფუძნებული იყო 5-ნანომეტრიან ჩიპებზე - Antminer S19 XP. 2022 წლის მარტში კომპანიამ წარადგინა თხევადი გაგრილების სისტემის მქონე Antminer S19 XP Hyd. მოწყობილობა უზრუნველყოფს 255 TH/წმ ჰეშრეითს ეფექტურობით 20.8 J/TH. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ამერიკულმა კორპორაცია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი ჩიპი Bitcoin-ის მაინინგისთვის. Bonanza Mine-ზე დაფუძნებული პროტოტიპის მახასიათებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება Bitmain-ისა და MicroBT-ის ფლაგმანებს. მარტში Intel-მა დააანონსა მაინინგ ჩიპის მეორე თაობის გამოშვება. განცხადების თანახმად Blockscale უზრუნველყოფს დაახლოებით 26 J/TH ენერგოეფექტურობას. https://tinyurl.com/3rwk8yrk
  21. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირველად გამოჩნდა დეტალები Snapdragon 7 Gen 1 ჩიპსეტის შესახებ და ცნობილი გახდა, რომ მას ექნება ARM V9 არქიტექტურა, მაგრამ Cortex-X2 ბირთვების გარეშე. ახალი ცნობები კიდევ უფრო მეტ დეტალს ავლენს ჩიპსეტის შესახებ. როგორც Digital Chat Station აცხადებს, ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ში გამოყენებული იქნება ოთხი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.36 გჰც და ოთხი ბირთვი Cortex-A510 ტაქტის სიხშირით 1.8 გჰც. თუმცა, სავარაუდოდ, სიხშირეების ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ჩიპსეტი ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაში იმყოფება. ინსაიდერს დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, ვინ აწარმოებს Snapdragon 7 Gen 1-ს. ამჟამად არსებული მონაცემები ეყრდნობა Samsung-ის მიერ წარმოებულ ჩიპსეტს და სავარაუდოდ იმავე 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელიც საფუძვლად უდევს Exynos 2200-სა და Snapdragon 8 Gen 1-ს. ამჟამად ცნობილია, რომ ეს ტექნოპროცესი უარესია TSMC-ის ანალოგთან შედარებით, რომელიც გამოყენებულია Dimensity 9000-ის წარმოებისას, იგი ასევე ჩამოუვარდება ტაივანური კომპანიის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესსაც კი, როგორც Dimensity 8100-ის მაგალითზე ჩანს. ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, ეს შეიძლება მოხდეს მაისში. https://tinyurl.com/2kzbm46p
  22. კომპანია Intel-ის წარმომადგენელმა Tom Petersen-მა პორტალ HotHardware-თან ინტერვიუს მსვლელობისას წარადგინა უცნობი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებლის პროტოტიპი. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ფოტოს წყარო: Intel კომპანია Intel-ს დესკტოპ ვიდეო დაფა Arc-ის დემონსტრაციისას არ უჩვენებია, რა სახის და რამდენი კონექტორი ექნებოდა კვებისთვის. პეტერსონმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ საუბარი ეხება კვების ჩვეულებრივი ATX სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ამაჩქარებელს. ეს ნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები და არა უახლესი 12+4-პინიანი კონექტორი PCIe 5.0, რომელიც მიღებულია ATX 3.0 სტანდარტის მახასიათებლებით. წარმოდგენილ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი. თითოეულ ასეთ კონექტორს შეუძლია ვიდეო დაფისთვის 150 ვატის მიწოდება. PCIe x16 სლოტიდან 75 ვატთან ერთად (ასევე ნაჩვენები იყო ინტერვიუში) 525 ვატამდე სიმძლავრის მიწოდებაა შესაძლებელი დაფისთვის. კონექტორებს შორის მნიშვნელოვანი დაშორება, რომელიც შეგვიძლია შევნიშნოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ვიდეო დაფის ძალიან ადრეული საინჟინრო ნიმუში, რომლის მთავარი მიზანია მისი კომპონენტების მუშაობის შემოწმება. Intel-ის პოლიტიკამ ხელი შეუშალა პეტერსონს დესკტოპ ამაჩქარებლის სრული პროტოტიპის წარდგენაში. აღსანიშნავია, რომ პეტერსენის მიერ ნაჩვენები პროტოტიპი საერთოდ არ ჰგავს დესკტოპ დაფა Intel Arc Alchemist-ის ინჟინრულ ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები უფრო ადრე გამოჩნდა. მისი ფინალური ეტალონური ვერსია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა. ვიდეო დაფა Arc Alchemist-ის ადრეული ნიმუში. ფოტოს წყარო: YouTube / Moore’s Law is Dead ვიდეო დაფა Arc Alchemist მარტის პრეზენტაციიდან. ფოტოს წყარო: Intel რეალურად, ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა, გვიჩვენა თუ არა პეტერსენმა ARC სერიის ვიდეო დაფის პროტოტიპი თუ საუბარი ეხებოდა მომდევნო თაობის ამაჩქარებელს. ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ ვიდეო დაფების სერია Battlemage, რომელიც Alchemist-ს ჩაანაცვლებს, იქნება „გადაწყვეტილება ენთუზიასტებისთვის“. ამ სიტუაციაში დამაბნეველია ასევე სამი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობაც, რადგან შესაძლებელი იყო ერთი ახალი 12+4-პინიანი ATX 3.0 სტანდარტის კონექტორის გამოყენება, რომელსაც მეტი სიმძლავრის გადაცემა შეუძლია. Intel-მა განაცხადა, რომ Arc Alchemist სერიის დესკტოპ ვიდეო დაფებს მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში წარადგენს. იმ დროს გახდება ცნობილი ყველა დეტალი. https://tinyurl.com/2kjn5stk
  23. ბირჟა BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა განმარტა, რატომ იქნება მიმდინარე წელის მეტად მნიშვნელოვანი Ethereum-ისთვის და ისაუბრა საკუთარ პროგნოზზე კრიპტოვალუტის ფასის შესახებ. ბიზნესმენის თქმით ზაფხულისთვის დაგეგმილ Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე ქსელის გადასვლის შემდეგ Ethereum იმოქმედებს, როგორც სასაქონლო ობლიგაცია. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება უფრო მომგებიანი ინვესტიციები პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებთან შედარებით, რომლებიც უმეტესად გადაჭარბებულად არის შეფასებული. ჰეიესი დარწმუნებულია, რომ Bitcoin ბაზარზე „ვარსკვლავად“ დარჩება. თუმცა, ციფრული ოქრო არის „სუფთა ფული“, რომელსაც საკუთარი პროტოკოლის მიხედვით „არაფერი მოაქვს“. BitMEX-ის ყოფილი ხელმძღვანელი დაეყრდნო Ethereum-ის მკვლევარ ჯასტინ დრეიკის მოსაზრებებს, რომლის გამოთვლებით ETH-ის სტეიკერების შემოსავალი ახალ ალგორითმზე გადასვლის შედეგად წლიურად 8%-11.5% იქნება. „Ethereum-ის ქომიუნითიმ მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ ETH - ეს არის ბირჟის საქონელი, რომელიც ამ კომპიუტერის კვებისთვის გამოიყენება და არა სუფთა ფულადი ინსტრუმენტი“ - განაცხადა ჰეიესმა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისში მისი პორტფელი შედგებოდა BTC-ისა და ETH-ის თანაბარი წილისგან. სამომავლო ცვლილებების გათვალისწინებით ჰეიესი გეგმავს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის წილის 75%-მდე გაზრდას. ბიზნესმენი ასევე თვლის, რომ Proof-of-Stake-ზე გადასვლა Ethereum-ს მიმზიდველს გახდის ტრადიციული აქტივების მმართველებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაიცვან მდგრადი განვითარების პრინციპები. ეს ალგორითმი უფრო ეკოლოგიურად ითვლება Bitcoin-ში ენერგოინტენსიურ Proof-of-Work-თან შედარებით. ჰეიესმა ხაზი გაუსვა Ethereum-ის უპირატესობას პირდაპირ კონკურენტებთან მიმართებაში რიგი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. „Ethereum-ს ჰყავს დაახლოებით 4 ათასი დეველოპერი, რაც სამჯერ მეტია Polkadot-ზე“ - განაცხადა მან. ჰეიესმა აგრეთვე მიუთითა ფასი-მისამართის თანაფარდობასა და TVL-ებზე და დაასკვნა, რომ ქსელი ნაკლებად ძვირი და უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სმარტ-კონტრაქტის პლატფორმები. „როდესაც ყველაფერი დალაგდება წლის ბოლოს, მე მჯერა, რომ ETH გაიყიდება 10 ათას აშშ დოლარზე მეტად“ - დაასკვნა ჰეიესმა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბიზნესმენმა დანაშაული აღიარა აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე და დათანხმდა 10 მლნ აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა BitMEX-ის თანადამფუძნებლებს - ჰეიესს, ბენ დელოს, სამუელ რიდს და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ გრეგ დუაიერს საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისთვის. https://tinyurl.com/43faffdr
  24. Jon Peddie Research-მა თებერვლის ბოლოს მეოთხე კვარტალში დისკრეტული ვიდეო დაფების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში განხორციელდა 13.1 მილიონზე მეტი დისკრეტული ვიდეო დაფის მიწოდება, რაც 3%-ით მეტია თანმიმდევრული შედარებით და 29.5%-ით მეტი - წლიურ ჭრილში. მარტის შუა პერიოდში წყარომ გამოაცხადა, რომ 2021 წლის შეჯამებით განხორციელდა 50 მილიონზე მეტი ვიდეო დაფის მიწოდება. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს განცხადება არის Jon Peddie Research-ის შემდეგი მოხსენების მთავარი სიახლე, რომელიც კომპლექსურია თავისი სტრუქტურით. შეგახსენებთ, მეოთხე კვარტალში კომპანია AMD-მ შეძლო ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 12.4%-ით გაზრდა, წლიურ შედარებაში კი იგი 35.7%-ით გაიზარდა. მისმა კონკურენტმა NVIDIA-მ შეინარჩუნა დისკრეტული გრაფიკის ბაზრის 77.2%, მისი მიწოდების მოცულობა გაიზარდა 0.5%-ით, წლიური შედარების კუთხით კი ზრდამ შეადგინა 27.7%. მთლიან 2021 წელს თუ განვიხილავთ, მიწოდებული ვიდეო დაფების რაოდენობა 42-დან 50 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა - თითქმის 20%-ით. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში 1987 წლიდან დისკრეტული ვიდეო დაფების მიწოდების მაქსიმალურმა მოცულობამ მიაღწია 1998 წელს - განხორციელდა 116 მილიონი ერთეულის მიწოდება. ფულად გამოხატვაში 2021 წლის შეჯამებით ბაზარი გაიზარდა 51.8 მლრდ აშშ დოლარამდე, 2023 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 52.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/4pzv45un
  25. კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო გასულ თვეში წარდგენილი ახალი Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიების შვიდიდან ექვსი მოდელის გაყიდვა. 96 გბ 3D V-Cache-ის მქონე რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5800X3D ჩიპის გაყიდვა კი ოდნავ მოგვიანებით - 20 აპრილს დაიწყება. ფოტოს წყარო: AMD გაყიდვაში უკვე გამოვიდა 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5700X ფასით 299 აშშ დოლარი, 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 5600 და Ryzen 5 5500 მოდელები ფასით 199 და 159 აშშ დოლარი, შესაბამისად. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 5 5600 ფაქტობრივად შესაძლოა Ryzen 5 5600X მოდელის „მკვლელი“ აღმოჩნდეს და მის გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს. ეს ჩიპიც და უფრო ხელმისაწვდომი Ryzen 5 5500 მოდელიც კარგი ვარიანტებია გასული თაობის საბაზისო დონის ჩიპების მქონე სისტემების განახლებისთვის. გაყიდვაში ასევე გამოვიდა Ryzen 4000 Renoir სერიის სამი ენერგოეფექტური პროცესორი Zen 2 არქიტექტურით. 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 4600G და Ryzen 5 4500 ჩიპების სარეკომენდაციო ფასებია 154 და 129 აშშ დოლარი შესაბამისად. მოდელი Ryzen 3 4100 კი შეფასებულია 99 აშშ დოლარად. ყველა ახალი პროცესორი უკვე წარმოდგენილია მსხვილი დასავლური რითეილერების ასორტიმენტში. https://tinyurl.com/yckmszu6
      • 1
      • Upvote
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.