-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
NVIDIA-ს დამფუძნებელი Jensen Huang საკმაოდ სიტყვაძუნწია ახალი პროდუქტების შესახებ გაკეთებული კომენტარების მხრივ, თუმცა მსგავსი ტიპის ინფორმაციის ერთ-ერთი ღია წყაროა კომპანიის ფინანსური დირექტორი Colette Kress, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე NVIDIA წარადგენს ახალ არქიტექტურას გეიმინგ სეგმენტში. ფოტოს წყარო: NVIDIA საინტერესო ის არის, რომ კვარტალური კონფერენციის მსვლელობისას კრესი ამ თემას შეეხო საკუთარი ინიციატივით ღონისძიებაზე მოწვეული ანალიტიკოსების შეკითხვების გარეშე. მეორე კვარტალში გეიმინგ სეგმენტიდან შემოსავლის მიღების შემცირების თანმიმდევრული შედარებისას ფინანსურმა დირექტორმა განმარტა: „ჩვენ ვემზადებით ახალ არქიტექტურაზე გადასვლისთვის მიმდინარე წლის დასასრულისკენ და შედეგად ველოდებით მეორე კვარტალში გეიმინგ სფეროდან შემოსავლის შემცირებას“. როგორც მოსალოდნელია, მეორე კვარტალში NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალი შესაბამისი დროის შედარებით შესაძლოა შემცირდეს 10-20%-ით, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც ზრდა იქნება. ასეთ დინამიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ჩინეთის ლოქდაუნები და უკრაინაში მიმდინარე ომი. ამასთან კოლეტ კრესი ხაზს უსვამს, რომ Ampere შესანიშნავი არქიტექტურაა და კვლავ ისარგებლებს მაღალი მოთხოვნით. GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფები დემონსტრირებს გაყიდვების საუკეთესო დინამიკას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში 2020 წლის შემოდგომაზე დაანონსებიდან მოყოლებული დღემდე. პერსონალური კომპიუტერების პლატფორმამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიზიდა დაახლოებით 100 მილიონი ახალი გეიმერი. RTX-ის მხარდაჭერის მქონე თამაშების რაოდენობა წელიწადში ორჯერ გაიზარდა 250 დასახელებამდე, ამ ტექნოლოგიაზე წვდომის მქონე, Geforce-ის მომხმარებლების რაოდენობა კი NVIDIA-ს შეფასებით ერთ მესამედს უახლოვდება. ძირითადი პროცესები, რომლებიც ახალ გრაფიკულ არქიტექტურაზე მიგრაციას უკავშირდება, კოლეტ კრესის თქმით წლის მეორე ნახევარში განხორციელდება. ეს უნდა იქნას გაგებული როგორც გეიმინგ, ასევე სერვერის სეგმენტებთან მიმართებაში. მაგალითად, სერვერული სეგმენტის Hopper მესამე კვარტალში გამოვა, თუმცა ამ არქიტექტურაზე დამყარებული პროდუქტების მიწოდება კალენდარული წლის ბოლოს დაიწყება. „ახალი პროდუქტების უმეტესი ნაწილი გამოვა მიწოდების მასშტაბირების პარალელურად წლის მეორე ნახევარში“, - აღნიშნა კოლეტ კრესმა. https://tinyurl.com/rtfrja5m
-
კომპანია Zotac-მა წარადგინა თავისი საფირმო სისტემა, რომელიც გვევლინება, როგორც მეოთხე თაობის „ზურგჩანთა-კომპიუტერი“ სახელწოდებით VR-go-4. ამ მოწყობილობას აქვს ვიდეო დაფა RTX a4500 და Intel Core i7 სერიის მობილური პროცესორი Tiger Lake 11800h. ამასთან, ვიდეო დაფას აქვს 7168 CUDA ბირთვი და 20 გბ GDDR6 მეხსიერება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ არაგეიმინგ ვიდეო დაფის არჩევა შეგნებულად მოხდა, რადგან ხსენებული დაფა გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე „საბაზისო დონის“ ნებისმიერი სხვა ვიდეო ადაპტერი. ამასთან, ამ პროდუქტში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ენერგიის დაზოგვას. ვიდეოდაფა მოიხმარს 200 ვატ ენერგიას, RTX 3080 დაფის ენერგომოხმარება კი 350 ვატისა და ზურგჩანთაში გამოყენების პირობებში მნიშვნელოვნად გააუარესებდა მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დონეს. კომპიუტერს აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, რომელიც შესაძლოა გაფართოვდეს 32 გბ-მდე. SATA-3 ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია Nvme პროტოკოლის მონაცემთა სანახი დისკის და M.2 ფორმატის ან ნებისმიერი 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. მოწყობილობას გააჩნია გაფართოების მთელი რიგი კონექტორები, მათ შორისაა ქარდრიდერი, ასევე 90 ვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა სწრაფი შეცვლის შესაძლებლობით. ჯერჯერობით უცნობია ამ მოწყობილობის გამოშვების დრო და ღირებულება, მაგრამ თუ წინა ვერსიების ფასზე გავამახვილებთ ყურადღებას, ფასი 2000 აშშ დოლარიდან იწყებოდა. სხვა საკითხებთან ერთად პირველი „ზურგჩანთა-კომპიუტერის“ დანერგვის შემდეგ Zotac სისტემატურად აუმჯობესებს დიზაინს და ფუნქციებს და აცხადებს, რომ გააგრძელებს ამ მიმართულების განვითარებას. https://tinyurl.com/29yd4ww
-
Bitcoin-ის სამართლიანი ფასი არის 38000 აშშ დოლარი და კრიპტოვალუტებმა უკან მოიტოვეს უძრავი ქონება, როგორც ერთ-ერთი სასურველი "ალტერნატიული აქტივი". ამის შესახებ წერს Business Insider ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. წერის მომენტისას ციფრული ოქროს ფასი 29600 აშშ დოლარს უახლოვდება. ექსპერტების მიერ დასახელებული სამართლიანი ფასი 28%-ით მეტია რეალურზე. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. „კრიპტოვალუტების ბაზრის გასული თვის კორექტირება უფრო ჰგავს კაპიტულაციას 2021 წლის იანვარ/თებერვალში არსებულ ვითარებასთან შედარებით. მომავალში ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის და მთლიანობაში კრიპტოვალუტების ბაზრის აღმავალ პოტენციალს“, - განაცხადა JPMorgan-მა მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ჩანაწერში. ჰოლდინგის ანალიტიკოსებმა, მათ შორის Nikolaos Panigirtzoglou-მ, აღნიშნეს, რომ ციფრული აქტივების ბაზრის კორექციის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად დააზარალა უძრავი ქონების მსგავსი „ალტერნატიულლი ინვესტიციები“. მათი აზრით, ეს მოწმობს ზრდის შესაძლებლობას. 2022 წლის თებერვალში Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის სამართლიანი ფასი იმყოფება დაახლოებით 38 ათასი აშშ დოლარის დონეზე. იმ დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 43400 აშშ დოლარად. აპრილში JPMorgan-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დაიმონმა აღიარა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. https://tinyurl.com/482trkae
-
ორგანიზაცია Video Electronics Standard Association-მა (VESA), რომელიც დისპლეების სფეროში სტანდარტიზაციითაა დაკავებული, განახორციელა სტანდარტ VESA AdaptiveSync Display-ის კრიტერიუმის მქონე პირველი მონიტორების სერტიფიცირება. ესენია კომპანია LG-ს 27-დუიმიანი მოდელები UltraGear 27GP950 და UltraGear 27GP850. ორივე მათგანი ფლობს კადრის განახლების დინამიური ცვლილების ტექნოლოგიის (VRR) მხარდაჭერას. ფოტოს წყარო: VESA VESA-ს განცხადებით, AdaptiveSync Display სტანდარტთან შესაბამისობისთვის მონიტორებმა უნდა გაიარონ ორმოცდაათზე მეტი ტესტი ამ სტანდარტის მიხედვით დადგენილი სხვადასხვა პარამეტრის შესაბამისად. მაგალითად, დისპლეებს უნდა ჰქონდეთ 144 ჰერცი ან უფრო მაღალი კადრის განახლების სიხშირე default-ად, ამასთან სიხშირის 60 ჰერცამდე შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. კადრის განახლების მაღალი სიხშირის პარალელურად VESA AdaptiveSync სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მონიტორებში არ უნდა ხდებოდეს კადრების გამოტოვება, არ უნდა მახინჯდებოდეს გამოსახულება კადრების სწრაფი ცვლილების დროსაც კი, არ უნდა შეინიშნებოდეს ციმციმი, უნდა ფლობდნენ სწრაფი რეაგირებისა და მცირე შეყოვნების მაჩვენებლებს. ზემოთხსენებული ორი LG მონიტორი გატესტილია და სრულად შეესაბამება VESA AdaptiveSync სტანდარტის მოთხოვნებს. ორივე მათგანი აგებულია IPS Nano მატრიცაზე. LG UltraGear 27GP950 ფლობს 4K გაფართოებას და 160 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს, LG UltraGear 27GP850 - QHD (2K) გაფართოებას და 180 ჰერცამდე განახლების სიხშირეს. ამავდროულად, ორივე ეკრანს აქვს სწრაფი რეაქციის დრო 1 მილიწამი (GtG). https://tinyurl.com/b5yz4t3w
-
კომპანია Dyson-მა წარადგინა რამდენიმე პროტოტიპი რობოტი, რომლებიც საბოლოოდ გადაიქცევა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობის დამხმარე მანქანებად და გამოაცხადა, რომ გეგმავს დაიქირაოს რამდენიმე ასეული ინჟინერი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროექტზე სამუშაოდ. ფოტოს წყარო: dyson.co.uk Guardian-ის ცნობით Dyson-ის საყოფაცხოვრებო რობოტის პირველი საწარმოო მოდელი ბაზარზე დაახლოებით 2030 წელს გამოვა - კომპანია მანქანას აღწერს, როგორც „ავტონომიურ მოწყობილობას საოჯახო და სხვა დავალებების შესასრულებლად“. წარმოდგენილი პროტოტიპები ასახავს მწარმოებლის მიღწევებს მანიპულატორების წვრილი მოტორიკის ტექნოლოგიაში: რობოტიზებული კიდურები ჭურჭელს იღებენ საშრობიდან, მტვრისგან ასუფთავებენ ავეჯს და აგროვებენ სათამაშოებს. კომპანია, რომელიც უპირველეს ყოვლის ცნობილია მტვერსასრუტებითა და თმის საშრობებით, ბოლო წლებში ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართ. მისი ახალი სტრატეგიული მიმართულება აღსანიშნავი იქნება "კადრების ყველაზე დიდი დაქირავების კამპანიით კომპანიის არსებობის ისტორიაში". ამჟამად ხელმისაწვდომია 250 ღია პოზიცია პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება "კომპიუტერულ ხედვაში, მანქანათმცოდნეობაში, სენსორებსა და მექატრონიკაში*". მომდევნო 5 წელიწადში კომპანია კიდევ 700 სპეციალისტის დაქირავებას აპირებს, მიმდინარე წელს მისი პერსონალი 2000 ადამიანით გაიზარდა. *მექატრონიკა (Mechatronics), ასევე ცნობილი, როგორც მექატრონული ინჟინერია, წარმოადგენს ინჟინერიის სუბდისციპლინას, რომელიც ფოკუსირებულია მექანიკური, ელექტრონული და ელექტრომექანიკური სისტემების ინტეგრაციაზე, ასევე მოიცავს რობოტექნიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკის, ტელეკომუნიკაციის, პროდუქტების შემუშავებისა და მართვის სისტემების სინთეზს. ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და განვითარება განხორციელდება ახალ ობიექტში - კომპანიამ დაიწყო გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი რობოტიკის კვლევითი ცენტრის მშენებლობა ჰალავინგტონის აეროდრომზე, მალმსბერიში (უილტშირის საგრაფო) არსებული დიზაინის ცენტრიდან არც თუ ისე შორს. დაწესებულება ადრე გეგმავდა Dyson-ის ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობას, მაგრამ პროექტი 2019 წელს გაუქმდა. სამუშაოები ასევე განხორციელდება ლონდონის ლაბორატორიასა და სინგაპურში, სადაც კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს. Dyson-მა დიდი ხანია დადო ფსონი რობოტექნიკაზე: 2020 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავს 3.45 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ძრავებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში. მიმდინარე წელს კომპანია ამ ბიუჯეტიდან 750 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს. https://tinyurl.com/2738ybwt
-
ამერიკულმა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა eBay-მ გამოუშვა არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების კოლექცია NFT-პლატფორმა OneOf-თან თანამშრომლობის ფარგლებში. “NFT და ბლოკჩეინის ტექნოლოგია რევოლუციას ახდენს კოლექციონირების სივრცეში და სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ინვესტიციის შესაძლებლობა ენთუზიასტებისთვის“, - განაცხადა eBay-ის ვიცე-პრეზიდენტმა Dawn Block-მა. სადებიუტო კოლექცია Genesis მოიცავს საკულტო სპორტსმენების 3D და ანიმაციურ გამოსახულებებს, რომლებიც გამოჩნდა Sports Illustrated-ის გარეკანებზე. პირველ NFT-დ აირჩიეს კანადელი ჰოკეის მოთამაშე, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი Wayne Gretzky. „ორმოცი წლის წინ მადლობელი ვიყავი, რომ Sports Illustrated-ის გარეკანზე ვიყავი, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაქვს პატივი გადავცე საკოლექციო გამოცდილება ჰოკეის გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს კარიერას ათწლეულების განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს, ”- განაცხადა Gretzky-მ. OneOf-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადეს დიჯეიმ და პროდიუსერმა Alesso-მ და ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩაწერის მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ. 2021 წლის მაისში OneOf-მა 63 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა დაფინანსების საწყის ეტაპზე. მასში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი აქტივისტი ბილ ტაი, ჯეკ ჰერიკი, სუნა საიდი Nima Capital-იდან, Sangha Capital და Tezos Foundation. იმავე თვეში eBay-მ მომხმარებლებს NFT-ებით ვაჭრობის უფლება მისცა. მანამდე კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეიმი იანონემ განაცხადა, რომ პლატფორმა განიხილავს კრიპტოვალუტაში გადახდების მიღებას. https://tinyurl.com/2s3kcc5v
-
კომპანია MediaTek-მა დააანონსა ახალი ჩიპები Filogic 880 და Filogic 380 Wi-Fi 7-ის მხარდაჭერითა და მაღალი სიჩქარით, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული და სამომხმარებლო მოწყობილობების ფართო სპექტრში გამოყენებისთვის. ახალი ჩიპები იქნება ერთ-ერთი პირველი Wi-Fi 7 პროდუქტები ბაზარზე, მათი მეშვეობით მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ მომხმარებლებს შესთავაზონ მოწინავე ტექნოლოგიაზე დამყარებული პროდუქტები. ფოტოს წყარო: trecebits.com ჩიპი Filogic 880 დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოადგენს Wi-Fi 7 პლატფორმას ოთხბირთვიან პროცესორ Cortex A73-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს 36 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. პროდუქტი განკუთვნილია მაღალი წარმადობის მარშრუტიზატორებში გამოყენებისთვის. მეორე სიახლეა ჩიპი Filogic 380, რომელიც ასევე მზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და გამოიყენება სმარტფონებში, პლანშეტებში, ტელევიზორებში, ტვ-ბოქსებსა და სხვა ტექნიკაში. ჩიპი უზრუნველყოფს ქსელთან კავშირს 2.4, 5 და 6 გჰც დიაპაზონებში, აქვს 320 მჰც-მდე არხის მხარდაჭერა და 5 გბ/წმ-მდე სიჩქარე არხზე. მხარდაჭერილია 2х2 MIMO და Bluetooth 5.3. ფოტოს წყარო: MediaTek „უსადენო კავშირის ჩვენი მოწყობილობები განკუთვნილია მაქსიმალური წარმადობის უზრუნველყოფისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით და ასახავენ MediaTek-ის სწრაფვას - მოხდეს ახალ ბაზრებზე Wi-Fi 7-ის დანერგვის სტიმულირება. Filogic 880 და Filogic 380 ჩიპების მეშვეობით ჩვენი მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სწრაფი, საიმედო კავშირით ინდუსტრიის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“ - აცხადებს MediaTek-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი Alan Hsu. შეგახსენებთ, რომ Wi-Fi 7 სტანდარტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის სერტიფიცირებული. უკვე ცნობილია სტანდარტის ძირითადი მახასიათებლები, მაგრამ მისი საბოლოო ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ეს ნიშნავს, რომ Wi-Fi 7-ის მხარდაჭერის მქონე სამომხმარებლო მოწყობილობები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. https://tinyurl.com/4nmrw6vf
-
გამოფენა Computex 2022-ზე კომპანია NVIDIA-მ წარადგინა გეიმინგ მონიტორი ASUS ROG Swift 500Hz, რომელიც შეიქმნა ASUS-სა და მის გეიმინგ ქვეგანყოფილება Republic of Gamers-თან თანამშრომლობით. მონიტორს აქვს 24.1-დუიმიანი პანელი Esports-TN (E-TN) გაფართოებით Full HD (1920×1080 პიქსელი) და დღეისათვის რეკორდული კადრის განახლების სიხშირე - 500 ჰერცი. ფოტოს წყარო: videocardz.com NVIDIA-მ ახალი მონიტორი დაახასიათა, როგორც „G-sync-ის მხარდაჭერის მქონე დისპლეი კიბერსპორტისთვის ყველაზე მცირე შეყოვნებითა და კადრის ყველაზე მაღალი განახლების სიხშირით, რაც კი ოდესმე შექმნილა“. ამ დრომდე კადრის განახლების ყველაზე მაღალ სიხშირეს ASUS ROG Swift სერიაში ფლობდა მონიტორი ASUS ROG Swift 360Hz, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ASUS-მა და NVIDIA-მ შექმნეს ახალი კიბერსპორტული დისპლეები G-SYNC მხარდაჭერითა და 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლებიც გამიზნულია ისეთი თამაშებისთვის, როგორებიცაა CS:GO, Valorant, Overwatch და League of Legends. მონიტორზე მხარდაჭერილია რეჟიმი NVIDIA G-SYNC Esports Mode ფუნქციით Esports Vibrance, რაც უფრო მკაფიო ფერების აღქმას უზრუნველყოფს. ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგია NVIDIA Reflex Latency Analyzer, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს სისტემის ჩართვის შეფერხება „როგორც აპარატული უზრუნველყოფის, ისე თამაშების ოპტიმიზაციის გზით“, რაც, როგორც კომპანია ამტკიცებს, გეიმერებს მრავალმომხმარებლიან თამაშებში გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, ერთმომხმარებლიანში კი - უფრო ეფექტურს. ტექნოლოგია Reflex-ით მხარდაჭერილია 900-სერიიდან მოყოლებული GeForce ვიდეო დაფები. კომპანიის თქმით ყოველთვიურად NVIDIA Reflex-ს იყენებს 20 მილიონზე მეტი გეიმერი, რის შედეგად იგი NVIDIA-ს ერთ-ერთი წარმატებული ტექნოლოგია გამოდის. ASUS ROG Swift 500Hz მონიტორზე ხელმისავწდომი პორტებია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.2 და აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. მონიტორის დანარჩენი მახასიათებლები, ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/yckvkyhv
-
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები არაფრითაა უზრუნველყოფილი და უნდა რეგულირდებოდეს. ლაგარდმა აღნიშნა, რომ მას მეტად აწუხებს ხალხი, რომლებსაც არ ესმით კრიპტოვალუტებში ინვესტირების რისკები და შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ. მისი აზრით კრიპტოვალუტები „არაფრად ღირს, არაფრით არიან გამყარებული, მათში არ არის საბაზისო აქტივი, რომელიც შეიძლება უსაფრთხოების გარანტი იყოს“. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრიპტოაქტივებს დაუპირისპირა ციფრული ევრო, რომელიც მარეგულირებელმა შესაძლოა 2026 წლამდე გამოუშვას. ადრე ლაგარდმა განაცხადა, რომ ყველა კრიპტოვალუტა და Stablecoin აკმაყოფილებს სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათი ვალუტებად აღიარება უადგილოა. აპრილში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოწოდება გამოთქვა კრიპტობაზრის რეგულირების შესახებ. https://tinyurl.com/27dv92ma
-
ელექტრონიკის ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ ოფიციალურად განაცხადა გერმანულ კომპანია Leica-სთან „გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის“ დაწყების შესახებ. Leica სპეციალიზებულია კამერებისა და ობიექტივების წარმოებაზე. Xiaomi-ს პირველი სმარტფონი, რომლის შექმნაში Leica მიიღებს მონაწილეობას, მიმდინარე წლის ივლისში გამოვა. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ ჩინური კომპანიის ახალი ფლაგმანური სმარტფონი ორიენტირებული იქნება ფოტოგადაღების მოყვარულებზე. Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ „ეს თანამშრომლობა ძლიერ იმპულსს მისცემს გამოსახულების დამუშავების სფეროში Xiaomi-ს სტრატეგიის განვითარებას“. ცნობები Xiaomi-სა და Leica-ს შესაძლო პარტნიორობის შესახებ ინტერნეტში გასულ წელს გამოჩნდა. ხუთ წელზე მეტია, რაც Leica თანამშრომლობს ელექტრონიკის ჩინურ მწარმოებელ Huawei-სთან. მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი იყო სმარტფონი Huawei P9, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. გასულ წელს გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომ Leica ეძებდა ახალ პარტნიორს და აშშ-ის სანქციებში მოყოლილ Huawei-სთან მისი თანამშრომლობა Huawei P50 სერიის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა შეწყვეტილიყო. Huawei-მ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ასეა თუ ისე Leica-ს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა. აღვნიშნავთ, რომ გერმანული კომპანიის პარტნიორების სიაში მობილური ბაზრის წარმომადგენლებიდან ასევე შედიან Sharp და Panasonic. რაც შეეხება Xiaomi-სა და Leica-ს სამომავლო ერთობლივ სმარტფონს, დიდი ალბათობით საუბარი ეხება მოდელს სახელწოდებით Xiaomi 12 Ultra. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობა იქნება high-end კლასის და მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 Plus, აგრეთვე ძირითადი კამერის უჩვეულო დიზაინს მინის მრგვალი საფარით. https://tinyurl.com/2emfnrzs
-
Corsair უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ლიდერია გეიმინგ აქსესუარების, მეხსიერებისა და კომპიუტერების ბაზარზე. კომპანიამ ამჯერად წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ლეპტოპი - Voyager a1600 AMD Advantage Edition, რომელიც აგებულია AMD-ის მოწინავე გადაწყვეტილებების საფუძველზე და აღჭურვილია Touch Bar-ის ანალოგით - OLED სენსორული პანელით, რომელიც წარსულში Apple MacBook Pro ლეპტოპებში გამოიყენებოდა. ფოტოს წყარო: Corsair ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი (შეესაბამება QHD+ ფორმატს), რომელიც ფერთა გადმოცემის მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს. პანელის გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცი და მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც გეიმინგ პროცესის დინამიურობას აუმჯობესებს კადრების გაწყვეტისა და არტეფაქტების მოგვარების ხარჯზე. მოწყობილობაში წარმოდგენილია 1080p გაფართოების მქონე ვებ-კამერა. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ AMD Ryzen 7 6800HS ან Ryzen 9 6900HS პროცესორების მქონე ვერსიებს შორის. ორივე შემთხვევაში ლეპტოპი დაკომპლექტებულია გრაფიკული ამაჩქარებლით AMD Radeon RX 6800M. კონფიგურაციაში შედის 32 ან 64 გბ ოპერატიული მეხსიერება Corsair Vengeance DDR5 SO-DIMM, აგრეთვე 1 ან 2 ტბ მოცულობის SSD. ახალი ლეპტოპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელია სენსორული პანელი, რომელიც კლავიატურის ქვემოთ არის განთავსებული. ხელმისაწვდომია ათი დამატებითი კონფიგურირებადი კლავიში სხვადასხვა ფუნქციაზე სწრაფი წვდომისთვის. სენსორული პანელის მშაობას უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფა Elgato Steam Deck. საინტერესოა ის, რომ მომხმარებელს შეუძ₾ია წვდომა მიიღოს სენსორულ პანელზე მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობა დახურულია. თავად კლავიატურა დამზადებულია მექანიკურ გადამრთველ Cherry MX Ultra-Low Profile-ზე და დამატებული აქვს RGB-განათება. აუდიო სისტემა წარმოდგენილია ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე ორი დინამიკით. ლეპტოპის ავტონომიურობას უზრუნველყოფს 6410 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ხელმისაწვდომია უსადენო დაპატერები Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი ინტერფეისი Thunderbolt 3, ერთი USB 3.2 Gen2 Type-C, ერთი USB 3.2 Gen1 Type-A, ქარდრიდერი და აუდიოკონექტორი. გეიმინგ ლეპტოპები Corsair Voyager a1600 წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Windows 11 Home-ით. მოდელი პროცესორით Ryzen 7 6800HS, 32 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტბ მყარი დისკით შეფასებულია 2700 აშშ დოლარად, ხოლო ვერსია, რომელსაც აქვს პროცესორი Ryzen 9 6900HS, 64 გბ ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ SSD - ღირს 3000 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/5xrhbvzh
-
Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა Reddit-ზე AMA-ს სესიაზე განაცხადა, რომ არ ფლობს კრიპტოვალუტას. „მე მომწონს ინვესტიციის ჩადება ისეთ საკითხებში, რომელთაც აქვთ ღირებულება. კომპანიების ღირებულება ემყარება იმ ფაქტს, რომ ისინი ქმნიან შესანიშნავ პროდუქტებს“, - განმარტა გეითსმა. მისი თქმით, ციფრული აქტივები ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. „კრიპტოვალუტის ღირებულება დამოკიდებულია ადამიანის გადაწყვეტილებაზე, რომ ვინმე სხვა არის მზად - გადაიხადოს ამისთვის“, - განაცხადა მილიარდერმა. გეითსმა დაამატა, რომ ასეთ აქტივებს საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოაქვს. 2021 წლის თებერვალში Microsoft-ის დამფუძნებელმა პოტენციურ ინვესტორებს მოუწოდა, არ მიბაძონ Tesla-ს მაგალითს, რომელმაც Bitcoin-ში 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მისი აზრით ილონ მასკზე ნაკლები კაპიტალის მფლობელები „უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ“. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში გეითსმა Bitcoin გლობალური კლიმატის პრობლემად დაასახელა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავმჯდომარე ბენ ბერნანკემ ეჭვქვეშ დააყენა ციფრული ოქროს პერსპექტივები, როგორც ფიატის ალტერნატივა. მისი თქმით, Bitcoin მიმზიდველია „როგორც სპეკულაციური აქტივი“. https://tinyurl.com/2p8ujva6
-
Ampere თაობასთან ერთად NVIDIA-მ წარადგინა გრაფიკული პროცესორი A100, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისა და დიდი მოცულობის გამომთვლელი სიმძლავრის დამუშავებისთვის. რელიზის დროს გაუგებრობა მოხდა და დაავიწყდათ მომხმარებლებისთვის განემარტებინათ, რომ A100 არ არის ახალი თაობის მოწინავე ვიდეო დაფა. უფრო მეტიც, თავად მოწყობილობას არ შეიძლება ეწოდოს ვიდეო დაფა იმ მიზეზით, რომ იგი აგებულია Tensor-ბირთვებზე. ამ მექანიზმის ამოცანები სრულიად სხვაა: მონაცემთა-ცენტრების აღჭურვა, ყველაზე რთული ალგორითმების მომენტალური გამოთვლა, ხელოვნური ინტელექტის შემუშავება, გაუმჯობესება და სწავლება. წყაროების ინფორმაციით კომპანია გეგმავს A100-ის განახლებული ვერსიის გამოშვებას. ახალი Hopper არქიტექტურის მიუხედავად ამაჩქარებელი გაცილებით მაღალი წარმადობის უნდა გამოვიდეს. კერძოდ, ნახსენებია ვიდეომეხსიერების მოცულობა - 80 გბ, კვების კონექტორი PCIe, ასევე თითქმის 19.5 TFLOPS წარმადობა. Videocardz-ის ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ A100-ის შემადგენლობაში შევა თხევადი გაგრილების სისტემა. სასერვერო H100 დაფის გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლის მეორე ნახევარში, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, H100 გამოვა დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში ახალი თაობის RTX 4070, 4080 და 4090 ამაჩქარებლებთან ერთად, თუკი მათი რელიზი არ გადაიდო 2022 წლის ბოლოსთვის. განახლებული A100-ს გამოსვლის შესახებაც ცნობები ჯერჯერობით მიუწვდომელია. https://tinyurl.com/s8v5tm3f
-
იანვარში კომპანია AMD-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური მობილური ვიდეოდაფა Radeon RX 6300M, თუმცა ამ გრაფიკის მქონე კომპიუტერები ბაზარზე ჯერჯერობით შემოსული არ იყო. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ეს ამაჩქარებელი გამოჩნდა Geekbench 5-ის ტესტში, სადაც დააფიქსირა საკმაოდ სუსტი წარმადობა და ჩამორჩა თითქმის თანაბარ GeForce MX450-ს - NVIDIA-ს წინა თაობის საბაზისო დონის ვიდეო დაფას. ფოტოს წყარო: AMD AMD Radeon RX 6300M - ეს არის საწყისი დონის ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურით. მას აქვს 12 გამომთვლელი ბლოკი და 768 ნაკადური პროცესორი კრისტალ Navi 24-ზე. GDDR6 ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 2 გბ-ს, Infinity Cache-ის კი - 8 მბ-ს. AMD-მ საგრძნობლად შეამცირა GPU-ის ტაქტის სიხშირე 1512 მჰც-მდე, ამ ყველაფრის შედეგად მიღწეულ იქნა მხოლოდ 25 ვატი და უფრო ნაკლები ენერგომოხმარება. ბირთვების იგივე რაოდენობაა წარმოდგენილი Ryzen 6000 სერიის პროცესორების ინტეგრირებულ Radeon 680M-ში, თუმცა მათი ტაქტის სიხშირე 2.4 გჰც-ია - დისკრეტული ადაპტერის ერთადერთი უპირატესობა გამოდის უფრო სწრაფი GDDR6. ფოტოს წყარო: geekbench.com Geekbench 5-ის ბაზაში ვიდეო დაფა Radeon RX 6300M გამოჩნდა მონობლოკ HP Zhan 99 Pro G9-ის შემადგენლობაში, რომელშც ასევე წარმოდგენილი იყო ჩიპი Intel Core i7-12700 (Alder Lake) და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რაც დესკტოპ პროცესორისა და მობილური გრაფიკის არასტანდარტულ შერწყმას წარმოადგენს. OpenCL ტესტში ვიდეოდაფამ მოაგროვა 30044 ქულა, Vulkan-ში- 24371. თანამედროვე გრაფიკისთვის ეს საკმაოდ მოკრძალებული შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ასეთივე მახასიათებლები აქვს წინა თაობის NVIDIA MX450-ს: OpenCL-ში 29000, ხოლო Vulkan-ში მეტიც კი - 24688 ქულა. ფოტოს წყარო: geekbench.com ჯერ მაინც ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რადგან Geekbench 5-ის შედეგები ყოველთვის არ ასახავს ვიდეო დაფის წარმადობას თამაშებში - შესაძლოა, ვითარება გეიმინგ ტესტებში შეიცვალოს. https://tinyurl.com/yc25ftk2
-
აქციებისა და ობლიგაციების ღირებულების კლებამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა აშშ-ის მაცხოვრებლების დანაზოგებზე, ვიდრე კრიპტოვალუტების ნეგატიურმა გადაფასებამ. ამ დასკვნამდე მივიდნენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები, წერს CoinDesk. Bitcoin-ის და სხვა ციფრული აქტივების ფასის დაცემას შეზღუდული გავლენა ექნება მთლიან მოთხოვნაზე ამგვარი ინვესტიციების მასშტაბის გამო. ექსპერტების გამოთვლით აშშ-ის მოქალაქეები ფლობენ 1.3 ტრილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით მესამედს. შიდა მეურნეობების წმინდა დაგროვებული კაპიტალი 150 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს (2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით). ფასების ამჟამინდელმა კლებამ სავარაუდოდ ციფრული აქტივების შეფასება დაახლოებით 300 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა. დღესდღეობით მათი წილი მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს, გამოთვალეს ანალიტიკოსებმა. შედარებისთვის: აქციები შეადგენდა წმინდა დაგროვებული კაპიტალის 33%-ს. ფასიანი ქაღალდების ღირებულების კლებამ აქციონერები ჯამში 8 ტრილიონი აშშ დოლარით გააღარიბა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ TerraUSD-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხე არ არსებობს. Chainalysis-ის ექსპერტებმა 2021 წელს აშშ-ის მაცხოვრებლების კრიპტოვალუტებში ინვესტიციებიდან მიღებული მოგება 47 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/462fcz8x
-
გამომცემლობა The Information-ის რეპორტიორმა Wayne Ma-მ ისაუბრა Apple-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე სამომავლო პროდუქტზე - ეს არის ვირტუალური და შერეული რეალობის ჰედსეტი, რომელიც უკვე წარედგინა კომპანიის დირექტორთა საბჭოს. ფოტოს წყარო: Achin bm / pixabay.com მოწყობილობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია 14 კამერისგან შემდგარი მასივი, რომელიც მაღალი სიზუსტით იკვლევს მომხმარებლის სახის გამომეტყველებას. ეს საჭირო იქნება ვირტუალურ გარემოში რეალისტური ავატარების შესაქმნელად - ავატარები შეძლებენ მომხმარებლის მიმიკის გამეორებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო დიზაინერმა ჯონი აივმაც, რომელმაც Apple 2019 წლის ნოემბერში დატოვა. წასვლის მიუხედავად აივი აგრძელებს კომპანიის საკონსულტაციო მხარდაჭერას, ეხმარება ყოფილ კოლეგებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბატარეის განთავსება მოწყობილობაში, ასევე ერგონომიკის ოპტიმიზაციაში. AR/VR ჰედსეტის ადრეულ პროტოტიპებში ბატარეა ჩამონტაჟებული იყო თავსახურში, მაგრამ აივის შემოთავაზება იყო მისი განთავსება დისტანციურ ბლოკში Magic Leap-ის მსგავსად, თუმცა ჯერ უცნობია, რომელი გადაწყვეტილება მოხვდება სერიულ წარმოებაში. პროექტზე მომუშავე თანამშრომლებმა მოწყობილობა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი არ გვევლინება, როგორც გეიმინგ მოწყობილობა, არადა სწორედ თამაშებმა განაპირობა დიდწილად iPhone-ების წარმატება, ასევე გეიმინგი Meta-ს ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. Apple-ს არ სურს სპეციალური გეიმინგ კონტროლერის შექმნა - კომპანია აპირებს უპირატესობა მიანიჭოს ხელის მოძრაობის გამოკვლევას ან გამოიყენოს რაიმე მარტივი მოქმედებისთვის. ადრე მიიჩნეოდა, რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნებოდა რაიმე სახის გარე საბაზისო სადგურით გამოთვლითი პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ ჰედსეტი სრულიად დამოუკიდებელი მოწყობილობა ყოფილიყო - მას ექნება ორი პროცესორი და ნაკადის კოდეკი შეფერხებების შესამცირებლად. ერთ-ერთი პროცესორი იქნება M2 ჩიპის ექვივალენტი, რომლის დებიუტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს შედგება ახალი MacBook Air-ისა და iPad-ის ანონსისას. https://tinyurl.com/2s4mymcx
-
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო (NASA) და კოსმოსური კომპანია SpaceX გეგმავენ ხომალდ Dragon-ის მეშვეობით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟისთვის ტვირთის გაგზავნას 7 ივნისს. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო TAC NASA-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: SpaceX „ეს იქნება 25-ე კომერციული მისია, რომელიც ტვირთის მიწოდებას გაახორციელებს სკს-სთვის NASA-ს და SpaceX-ის კონტრაქტის ფარგლებში. რაკეტა Falcon 9-ს გაშვება კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან დაგეგმილია 7 ივნისისთვის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთება ჩანიშნულია 8 ივნისს“ - ნათქვამია კოსმოსური სააგენტოს შეტყობინებაში. არსებული მონაცემებით ხომალდი Dragon ორბიტალურ სადგურს მიაწვდის დაახლოებით 3 ტონა ტვირთს, მათ შორის საკვებ მარაგს, აღჭურვილობას და მასალებს სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის. სკს-თან დაკავშირების შემდეგ ხომალდი კოსმოსში დარჩება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგ იგი დედამიწაზე დაბრუნდება და ატლანტის ოკეანეში, ფლორიდის სანაპიროზე დაეშვება. წყაროს ცნობით მომავალი მისიის ფარგლებში NASA გეგმავს ორბიტალურ სადგურზე დედამიწის ზედაპირზე მტვრის ქარიშხლების მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის წაღებას, რომელიც განთავსდება სადგურის კორპუსის გარე მხარეს. ამასთან ერთად ასტრონავტების ხელში მოხვდება ნიადაგის მიკროორგანიზმები, რათა შეისწავლონ მათი ქცევა უწონობაში. ხომალდი ასევე მიაწვდის მასალებს და აღჭურვილობას იმუნური სისტემის დაბერების საფუძვლიანი პროცესების შესასწავლად და ა.შ. https://tinyurl.com/2p8p7xkc
-
Bitcoin-ის ფასის ქვედა ზღვარის ტესტირება მოხდება 8 ათას აშშ დოლარიან დონეზე, ტექნიკური ანალიზის ასეთ დასკვნამდე მივიდა ოქროს მომხრე და პირველი კრიპტოვალუტის კრიტიკოსი პიტერ შიფი. „როგორ შეიძლება ვინმე დარჩეს Bitcoin-ის ლონგზე? ახლა, როდესაც ზედა საზღვარი გარღვეულია, დიდია გადაადგილების ალბათობა ქვედა საყრდენი ხაზისკენ. სქემაში ასევე ნაჩვენებია ორი მნიშვნელოვანი ნიმუში: "ორმაგი ზედა" და "თავი და მხრები". საშინელი კომბინაციაა. ეს არის გზა ღრმად ქვედა მიმართულებით“, - წერს შიფი. კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები იმეორებს ტრაექტორიას, რომელიც წინ უძღოდა სერიოზულ დაცემას 2013 წლის ბოლოს. „რყევასავით გამოიყურება, ვეთანხმები”, - განაცხადა მან. კიდევ ერთმა კომენტატორმა თქვა, რომ Bitcoin-ის ფასი დაეცა ბოლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე აღმავალი ეტაპის წინ. 8 მაისს შიფმა გამოთქვა პროგნოზი, რომ ციფრული ოქროს ფასი შეიძლება ჩამოვიდეს 10 ათას აშშ დოლარზე დაბლა, თუ კურსი მკვეთრად გაარღვევს 30 ათას აშშ დოლარიან დონეს. ინვესტორის მიერ შექმნილი გამოკითხვის მონაწილეთა 80%-ზე მეტი თანხმდება, რომ კოტირებები არ დარჩება ამ ნიშნულზე ზემოთ. 11 მაისს ფასმა ვერ მიაღწია 30 ათას აშშ დოლარს. ხანმოკლე ვარდნის შემდეგ კურსი დაუბრუნდა ნიშნულს. Bitcoin-ის „შიშისა და სიხარბის“ ინდექსი უკიდურეს მნიშვნელობებზეა, რაც აქტივის გაყიდვის სიგნალს იძლევა. წყარო: Alternative. ამ ფონზე CoinShares-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს კრიპტოფონდებში თანხების ყოველკვირეული რეკორდული შემოდინება წლის დასაწყისიდან. ექსპერტების აზრით ინსტიტუციური ინვესტორები ცდილობენ ისარგებლონ ბაზრის ვარდნით. შეგახსენებთ, რომ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა არ გამორიცხა Bitcoin-ის ფასის შემდგომი შემცირება 30 000 აშშ დოლარს ქვევით. https://tinyurl.com/mrxkjb7z
-
ახლახანს დაანონსდა ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელ Intel Habana-ს მეორე თაობა, თუმცა ამ ჩიპების პირველ თაობაზე დამყარებული პირველი სერიოზული ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი Voyager მხოლოდ ახლა აიწყო საბოლოოდ და მზად არის ექსპლუატაციისთვის. 2021 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერულმა ცენტრმა აირჩია Habana Labs-ის ამაჩქარებლები, რომლებიც მაშინ Intel-ის მიერ იყო შეძენილი მის ექსპერიმენტულ სუპერკომპიუტერ Voyager-ისთვის. სუპერკომპიუტერი Voyager. წყარო: SDSC Voyager მოიცავს Supermicro X12-ის 42 ნოუდს, თითოეული მათგანი აღჭურვილია მესამე თაობის წყვილი ჩვეულებრივი პროცესორით Intel Xeon Scalable და პირველი თაობის რვა Habana Gaudi ამაჩქარებლით. თითოეულ ამაჩქარებელს აქვს 32 გბ HBM მეხსიერება რვა ინფერენს-ამაჩქარებლით Habana Goya HL-100. რადგანაც სისტემა გათვლილია სუპერდიდ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, ძირითადი ინტერკონექტის სახით გამოიყენება 400GbE-ფაბრიკა RDMA-ით: თითოეულ სერვერს აქვს ექვსი ასეთი პორტი, დაკავშირებისთვის კი გამოიყენება არამბლოკავი კომუტატორები Arista. პროექტ Voyager-ის ფაზები. წყარო: Intel საკმაოდ სერიოზული მახასიათებლების მიუხედავად Voyager-ისგან რეკორდებს არ უნდა ველოდოთ. მუშაობის პირველი სამი წლის განმავლობაში კომპიუტერს ელოდება სატესტო ფაზა, რომლის დროსაც მასზე წვდომას მიიღებენ მეცნიერებისა და მკვლევარების რჩეული გუნდები, მთელი ინფორმაცია კი გულმოდგინედ შეგროვდება და მოხდება შესწავლა. შემდეგი ფაზა გაგრძელდება ორი წელი და ამ პერიოდში Voyager-ზე წვდომა გახდება ბევრად თავისუფალი. ამ დროისთვის SDSC იმედოვნებს, რომ მოაგვარებს ყველა ხარვეზს, მოახდენს პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირებას და შეიმუშავებს სუპერკომპიუტერთან მუშაობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს. https://tinyurl.com/y3mxk86r
-
Bentley - საუკუნოვანი ბრიტანული საავტომობილო ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ხარისხითა და ლუქს კლასის მანქანებით, ელექტრომობილების ბაზარზე შემოდის ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილის წარდგენით. ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი Bentley. Wuka/iStock ადრე Bentley-მ განაცხადა ელექტრიფიკაციის სტრატეგია "Beyond100"-ის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისთვის სრულიად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლას ხუთი ახალი BEV-ის მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად გამოვა 2025 წლიდან. Bentley-ს გენერალურმა დირექტორმა ადრიან ჰოლმარკმა განაცხადა, რომ კომპანიის პირველი ელექტრომობილი, რომლის გამოსვლა 2025 წელსაა დაგეგმილი, შეძლებს 1400 ცხენის ძალა სიმძლავრის (1044 კვტ) განვითარებას და 0-60 მილი/სთ (0-100 კმ/სთ) სიჩქარის განვითარებას სულ რაღაც 1.5 წამში. თუ ეს სიმართლეა, ახალი Bentley უკან ჩამოიტოვებს Lucid Air Dream Edition Performance-სა (1 111 ცხენის ძალა) და Tesla Model S Plaid-ს (1 020 ცხენის ძალა) დრაგ-რეისინგში. ეს მოდელები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილებია, რომელთაც ორ წამზე ნაკლებ დროში შეუძლიათ ზემოთხსენებული სიჩქარის განვითარება. Automotive News Europe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლმარკმა ისაუბრა კომპანიის პირველი ლუქს-ელექტრომობილის ზოგიერთი თამამი მახასიათებლისა და ფასების შესახებ. მისი თქმით, კომპანიას სურს ბაზარზე შესვლა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ წარმოუდგენია არც ერთი სრულიად ელექტრო ავტომობილი. ახალი BEV აიწყობა Porsche-სა და Audi-ს მიერ შემუშავებულ პრემიუმ-კლასის ელექტრო პლატფორმაზე (PPE), ეს კომპანიები არიან VW Group-ის ქვედანაყოფები და Bentley-ს მფლობელები 1998 წლიდან. PPE უზრუნველყოფს Bentley-ს ბატარეების ტექნოლოგიით, ელექტრომობილების წამყვანი სისტემებისა და სალონის წყობის ტექნოლოგიებით, აგრეთვე ავტონომიური და დაკავშირებადი ავტომობილების პოტენციალით. Bentley-ს პირველი ელექტრომობილი წარმოებული იქნება ინგლისში, კომპანიის ქარხანაში. Bentley EXP 100 GT-ს კონცეფცია ჰოლმარკმა ისაუბრა სამომავლო ელექტრომობილის „ბრუტალურ აჩქარებაზე“ და განაცხადა, რომ ეს არ იქნება მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი, ამის ნაცვლად ეს იქნება „გადასწრება ძალისხმევის გარეშე“. მან განაცხადა: დიდ ბრიტანეთში ადამიანების უმეტესობას მოსწონს აჩქარება 30-დან 70 მილი/სთ-მდე (50-113 კმ/სთ), გერმანიაში - 30-დან 150 მილი/სთ-მდე (50-240 კმ/სთ). ახლა ჩვენ გაგვაჩნია 650 ცხენის ძალა GT Speed-ში, BEV-ის შემთხვევაში კი სიმძლავრე ორჯერ მეტი იქნება. თუმცა, თუ განვიხილავთ აჩქარებას 0-დან 60 მილი/სთ-მდე, ეფექტი მცირდება. პრობლემა ის არის, რომ ეს არაკომფორტულია. 2.4 წამში 60 მილი/სთ სიჩქარის (100 კმ/სთ) განვითარება მფლობელისთვის ათჯერ უფრო სასიამოვნოა. ამაზე მეტის შემდეგ მას უბრალოდ გულისრევის შეგრძნება გაუჩნდება“. ეს არის ნამდვილი გადაჭარბებული სიჩქარე. მაგრამ სანერვიულო არაფერია. ჰოლმარკის თქმით ექსტრემალური აჩქარების არჩევანი მომხმარებლის გადასაწყვეტი იქნება - ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების ვარიანტი 1.5 ან 2.7. წამში. კომპანიამ არ გაიზიარა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ განაცხადა, რომ დიზაინი დაფუძნებული იქნება Continental GT კუპეზე, Flying Spur სედანსა და Bentayga SUV-ზე. რაც შეეხება უსიამოვნო ამბებს, ჰოლმარკმა აღნიშნა, რომ ავტომობილის მინიმუმ ერთი ვარიანტი ეღირება 262 000 აშშ დოლარზე მეტი (250 000 ევრო). https://tinyurl.com/mryn754u
-
ტექნოლოგიის ცუდად გაგება გახდა ყველაზე პოპულარული მიზეზი, რის გამოც მომხმარებლებმა უარი თქვეს ციფრულ აქტივებში ინვესტირებაზე. ამას მოწმობს Coupon Follow-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები. კვლევაში მონაწილეობდა აშშ-ის 18 წელზე უფროსი ასაკის 1172 მაცხოვრებელი, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ინვესტიცია განხორციელებული კრიპტოვალუტაში. გამოკითხულთა 42%-მა არ იყიდა კრიპტოვალუტა, რადგან „არ ესმით მისი ფასეულობა“. 39% შეშფოთებულია არასტაბილურობით. 35% კრიპტოვალუტებს სკამად მიიჩნევს - ყველაზე ხშირად ეს მიზეზი დაასახელეს ბეიბი-ბუმერის თაობის წარმომადგენლებმა (44%). კიდევ 24-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად კომპეტენტური აქტივის შესაძენად. წყარო: Coupon Follow. გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა თქვა, რომ რაღაც მომენტში ჩამოტვირთა კრიპტოვალუტის გაცვლის აპლიკაციები ტელეფონებში, მაგრამ არასოდეს გამოუყენებიათ. ზოგს აკლდა ცოდნა, ზოგს ეშინოდა არასტაბილური ფასების, ზოგს აწუხებდა პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება. წყარო: Coupon Follow. ამერიკელების მხოლოდ 6-მა პროცენტმა, რომლებიც ამჟამად არ ფლობენ კრიპტოვალუტას, თქვა, რომ მზად არიან იყიდონ იგი უახლოეს მომავალში. მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტებში ინვესტიციის უპირატესობების შესახებ დაეხმარება რესპოდენტთა სკეპტიციზმის შეცვლას. ასე ფიქრობს 18%. 16% გადაწყვეტდა შეძენას, უფრო მაღალი შემოსავალი რომ ჰქონოდათ - უმეტესად ასეთი პასუხი გასცეს მილენიალებმა. Z თაობის წარმომადგენლები, თავის მხრივ, დაინტერესებულნი არიან უფლებადამცველი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო რეგულირებით და ბაზრის კონტროლით. წყარო: Coupon Follow. შეძენის შემთხვევაში რესპონდენტთა უმრავლესობისთვის პირველი მონეტები იქნება Bitcoin, Ethereum ან USD Coin. წყარო: Coupon Follow. https://tinyurl.com/r74jad67
-
AMD-მ CDNA არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი გრაფიკული პროცესორი Instinct MI100 თავდაპირველად წარადგინა 2020 წელს, როგორც Nvidia A100-ის კონკურენტი მაღალი წარმადობის გამოთვლებში (HPC). მოგვიანებით გამოვიდა მოდელები Instinct MI200 და MI250X არქიტექტურა CDNA 2-ის ბაზაზე. ამჯერად გამოჩნდა ინფორმაცია სამომავლო Instinct MI300-ის შესახებ, რომელიც CDNA 3 არქიტექტურაზე იქნება დამყარებული. ინფორმაცია გავრცელდა AdoredTV-სგან, რომელმაც მიიღო სლაიდი Instinct MI300-ის აღწერილობით. სლაიდის თანახმად Instinct MI300 რეალურად წარმოადგენს APU-ს ZEN 4 არქიტექტურის პროცესორით, რომელიც იმუშავებს გრაფიკულ პროცესორსა და საერთო HBM მეხსიერებასთან ერთად. ინსაიდერმა @Komachi_Ensaka-მ პირველად განაცხადა MI200-სთვის განკუთვნილი APU-ს შესახებ 2019 წელს, რომელსაც მოჰყვა @ExecuFix-ის თვითი 2021 წლის სექტემბერში, რომელიც მიუთითებდა MI300-ის მხარდაჭერის მქონე ახალ SF5 სოკეტზე. ასეა თუ ისე, 2015 წელს AMD-მ განიხილა მეგაეგზაფლოპს APU-ის კონცეფცია 32 ბირთვით, გრაფიკული პროცესორითა და DRAM მეხსიერებით და 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია „ ეგზაფლოპს-გამოთვლებისთვის განკუთვნილი APU-ის დაპროექტება და ანალიზი“. ახლახანს გამოჩენილი სლაიდი თანხმობაში მოდის ზემოთ მოყვანილ ინფორმაციასთან. მოსალოდნელია, რომ Zen 4-ისა და CDNA 3-ის ბაზაზე APU-ის შემუშავება დასრულდება მაისის ბოლოს, პირველი ნიმუში კი ლაბორატორიებში მესამე კვარტალში გამოჩნდება. ეს იქნება ყველაზე დიდი ეგზაფლოპს-APU x86 მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია დიდი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება, უცნობია, აწარმოებს თუ არა AMD ყველა CDNA 3 ამაჩქარებელს APU-ის სახით თუ გამოუშვებს ცალ-ცალკე GPU-სა და APU-ს. https://tinyurl.com/du4sxt2n
-
კომპანია Acer-მა წარადგინა განახლებული ლეპტოპი-ტრანსფორმერი Spin 5 (SP514-51N), რომელიც წარმოდგენილი იქნება Intel Alder Lake პროცესორებით და 2.5K დისპლეით. მოწყობილობის საცალო გაყიდვა დაიწყება ივლისში და მისი ფასი იწყება 1350 აშშ დოლარიდან. ფოტოს წყარო: Acer ლეპტოპს ექნება 14-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 16:10. სპეციალური კონსტრუქციის წყალობით ეკრანი ბრუნვადია 360 გრადუსით, რის შედეგად შესაძლებელია მოწყობილობის სხვადასხვა რეჟიმში, მათ შორის პლანშეტის სახით გამოყენება. დისპლეი იკავებს ლეპტოპის ზედა ნაწილის 88%-ს. ეკრანზე მუშაობისთვის შესაძლებელია Acer Active სტილუსის გამოყენება (მხარდაჭერილია დაჭერის 4096 დონე). განახლებული Spin 5 გამოვა Intel Alder Lake (მე-12 თაობის) პროცესორებით, მაგრამ რომელ მოდელებზეა საუბარი - ჯერჯერობით უცნობია. მხარდაჭერილია 16 გბ-მდე LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ-მდე PCIe Gen4 SSD. უსადენო კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება Killer Wi-Fi 6E AX1675i მოდული. კონსტრუქციაში შედის ორი Thunderbolt 4 ინტერფეისი, ასევე სრული ზომის HDMI, ორი USB Type-A პორტი და microSD ბარათის სლოტი. Acer Spin 5-ის კორპუსის სისქე 16.9 მილიმეტრია, წონა 1.3 კგ. ლეპტოპის გაყიდვა დაიწყება ივლისში, საბაზისო კონფიგურაციის ფასი 1350 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/ycxbdzbf
-
კრიპტო მილიარდერმა, კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სემ ბენკმან-ფრიდმა გამოხატა აზრი, რომ Bitcoin-ს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, მომავალი არ აქვს. მილიარდერმა გააკრიტიკა Bitcoin-ის ტრანზაქციის შემოწმების სისტემა ეკოლოგიაზე მაღალი დატვირთვისა და არაეფეტურობის გამო. იგი მიიჩნევს, რომ ქსელს არ შეუძლია წამში მილიონი ტრანზაქციის დამუშავება. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ Bitcoin-ების გადატანა მეორე დონის გადახდის პროტოკოლებზე, როგორიცაა Lightning. proof-of-stake ალგორითმის მქონე ქსელებს ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. თუმცა, წილის დამადასტურებელ ალგორითმზე Bitcoin-ის გადატანა რთული ამოცანა იქნება. Ethereum-ის დეველოპერები უკვე რამდენიმე წელია გეგმავენ ასეთ გადასვლას და ვადები მუდმივად ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ ბენკმან-ფრიდს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო ვალუტის, იგი მასში ხედავს ოქროს მსგავსად აქტივის, სასაქონლო და დაგროვების საშუალების პოტენციალს. გასულ კვირას კრიპტო ბაზარმა დიდი ვარდნა განიცადა Stablecoin Terra-ს კრახის შემდეგ. Bitcoin-ის ფასი ოდნავ გაიზარდა მინიმალური ღირებულებიდან, მაგრამ ღირს ორჯერ ნაკლები ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, წერს Techspot. https://tinyurl.com/2d7w497r
-
კომპანია Samsung-ს კვლავ სჯერა დრეკადი სმარტფონების ნათელი მომავლის და უახლოეს თვეებში გეგმავს წარადგინოს ახალი მოდელები Galaxy Z Fold 4 და Galaxy Z Flip 4. ამ მოვლენის მოლოდინში უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გამოჩნდა ამ მოწყობილობების შესახებ. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ Samsung-მა ამ სმარტფონებისთვის კომპონენტების მასობრივი წარმოება დაიწყო. მიმდინარე წელს Samsung აპირებს მაღაზიების თაროებზე გაიტანოს ახალი თაობის დრეკადი სმარტფონების 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. Galaxy Z Flip 3-თან შედარებით მოდელ Galaxy Z Fold 3-ის პოპულარობის გათვალისწინებით ახალი Galaxy Z Fold 4-ის წარმოების მოცულობამ შესაძლოა შეადგინოს ამ ორი მოწყობილობის დაახლოებით 70%. თუ გეგმების რეალიზაცია წლის ბოლომდე მოხდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა - გამოშვებული სმარტფონების 1% პირველად იქნება შედგენილი დრეკადი სმარტფონებით. მიუხედავად იმისა, რომ დრეკადი სმარტფონები კვლავ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონები, მოსალოდნელია, რომ მათი ფასი შემცირდება უახლოეს წლებში შეთავაზების მოცულობის გაზრდის გამო. ეს უფრო მეტ მყიდველს მიიზიდავს მათკენ და დრეკადი სმარტფონების წილის ზრდა გაგრძელდება, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/37zkpt89
