Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენი (NFT), როგორც ქვეყნის სწრაფვის ნაწილი - გახდეს „მსოფლიო ლიდერი“ კრიპტოვალუტებში. ფინანსთა მინისტრმა Rishi Sunak-მა შესაბამისი ბრძანება სამეფო მონეტარულ კარს გადასცა. არსებული მონაცემებით სამთავრობო NFT ტოკენი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. ფოტოს წყარო: Matt Cardy / Getty Images NFT ტოკენის გამოშვების ინიციატივა სამთავრობო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელმაც დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტების გლობალურ ლიდერობამდე უნდა მიიყვანოს. ასევე გამოცხადდა ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მარეგულირებელი ორგანოების მიერ ციფრული აქტივების ბაზრის კონტროლის გამკაცრებას. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება აპირებს გაერთიანებული სამეფოს გადახდის სისტემაში Stablecoin-ების ჩართვას. ასევე იგეგმება კონსულტაციების გამართვა სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით ვაჭრობის რეგულირების შესახებ. ამავდროულად, საკანონმდებლო კომისია განიხილავს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს (დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისები, DeFi), ასევე შეისწავლის დეცენტრალიზებული ფინანსებისა და „სტეიკინგის“ საგადასახადო რეჟიმს. პარალელურად შეიქმნება ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ბრიტანელი მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ NFT არის კრიპტოგრაფიული ტოკენების ტიპი, რომლის თითოეული ასლი უნიკალურია და არ შეიძლება შეიცვალოს სხვა მსგავსი ტოკენით. NFT ტოკენები გვევლინება, როგორც ციფრული ობიექტის ავთენტურობისა და უნიკალურობის ერთგვარი სერთიფიკატი. რაც შეეხება Stablecoin-ებს, ისინი წარმოადგენენ კრიპტოვალუტების კლასს, რომელთა კურსი რეგულირდება სუვერენულ ვალუტებთან ან ბირჟის პროდუქტთან მიბმის შედეგად. https://tinyurl.com/mvvdrefs
  2. თავდაპირველად კომპანია Nissan Motor ელექტრო ქროსოვერ Ariya-ს იაპონურ ბაზარზე გამოშვებას 2021 წლის შუა პერიოდში აპირებდა, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა გეგმებისთვის გადაეხედა კომპონენტების დეფიციტის გამო. ამჯერად ახალი ელექტრომობილის გაყიდვა იაპონიაში დაიწყება 12 მაისს მარტის ბოლოს ნაცვლად, ევროპაში ქროსოვერი გამოჩნდება ზაფხულში, აშშ-ში კი არაუადრეს შემოდგომისა. ფოტოს წყარო: Nissan Motor როგორც Reuters განმარტავს, Nissan Ariya-ს გაყიდვების დაწყება იაპონიაში რამდენიმე კვირით გადაიდო კომპონენტების დეფიციტისა და ლოგისტიკის შეფერხების გამო. ამას ხელი არ შეუშლია კომპანიისთვის - იანვარში ამ მოდელის კროსოვერების შეზღუდული სადებიუტო პარტია გამოეშვა, თუმცა იგი იაპონიის ფარგლებს გარეთ არ გასულა. Nissan Motor-ისთვის Ariya არანაკლებ სიმბოლურია, ვიდრე აქამდე ძალიან პოპულარული Leaf, რადგან ეს იქნება ბრენდის პირველი ელექტრო მანქანა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. Tesla-ს ელექტრომობილების გამოჩენამდე Nissan Leaf იყო ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი მსოფლიოში. Nissan Ariya-ს საბაზისო ვერსია წინა წამყვანი სისტემა აქვს, 87 კვტ/სთ ბატარეა და 238 ცხენის ძალა სიმძლავრის ელექტროძრავი. ასეთი ძრავის შედეგად უზრუნველყოფილია დაახლოებით 500 კმ გავლის მარაგი. უკანა წამყვანი სისტემის დამატების შედეგად ეს მარაგი 30 კილომეტრით მცირდება. უფროსი კომპლექტაციის Ariya-ს ექნება ორი ელექტროძრავი ჯამური სიმძლავრით 389 ცხენის ძალა და დაახლოებით 425 კმ გავლის მარაგი. ათწლეულის ბოლოსთვის Nissan ელოდება ელექტრომობილების წილის 40%-მდე გაზრდას აშშ-ს ბაზარზე გაყიდვების სტრუქტურაში. https://tinyurl.com/2zzfd77x
  3. ბრენდი POCO ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში, რაც უკავშირდება სმარტფონების მახასიათებლების შეთავსებას საკმაოდ დემოკრატიულ ფასთან. ბრენდი უშვებს როგორც მაღალი კლასის, ისე დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს. დაბალფასიანი მოდელები წარმოდგენილია POCO C სერიაში, რომელთაგან ბოლოა მოდელი C3. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ემზადება მორიგი მოწყობილობის გამოშვებისთვის, რომლის სახელწოდება იქნება C4. ეს ინფორმაცია ემყარება FCC-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილ მოდელ POCO 220333QPG-ის მახასიათებლებს. ჩანს, რომ სმარტფონს მხოლოდ 4G/LTE ქსელების მხარდაჭერა აქვს და მუშაობს MIUI 13-ზე. ახალი მოწყობილობის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. თუკი C3 მოდელის შემცვლელი სმარტფონი გამოვა, არაოფიციალური ცნობებით იგი გახდება Redmi 10C-ს რებრენდინგი. შეგახსენებთ, რომ Redmi 10C ცოტა ხნის წინ გამოვიდა და აქვს 6.71-დუიმიანი HD დისპლეი, ჩიპსეტი Snapdragon 680, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 18-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. იგი მუშაობს MIUI 13-ზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ Android 11-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/2p95rz2t
  4. Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Blockscale ASIC, სპეციალიზებული ჩიპი Bitcoin-ის და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტების მაინინგისთვის SHA-256 კრიპტო ალგორითმის საფუძველზე. ახალი პროდუქტი გვთავაზობს ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს წარმადობის მეტად მაღალი დონის პირობებში. ჩიპი Intel Blockscale ASIC უზრუნველყოფს 580 GHash/s წარმადობას. ენერგომოხმარების დონის დიაპაზონია 4.8-დან 22.8 ვატამდე. ენერგოეფეტურობის მაჩვენებელია 26 ჯოული/ტერაჰეშზე. ახალი ჩიპი ძალიან კომპაქტურია, შეფუთვაში მისი ზომა მხოლოდ 7 × 7.5 მილიმეტრს შეადგენს. ერთ მაინერში შესაძლებელია გაერთიანდეს 256-მდე Blockscale ჩიპი, რაც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის წარმადობას 148 THash/s დონეზე 3860 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. შედარებისთვის, ბაზრის ლიდერი კომპანია Bitmain-ის ფლაგმანური მაინინგ-სისტემა უზრუნველყოფს 140 THash/s წარმადობას 3010 ვატის მოხმარებისას. გამოდის, რომ Intel-ის პროდუქტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უარესია. „გამოთვლების ახალი ეპოქის მხარდაჭერის მიზნით Intel გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზურნველყოფს ჰეშრეითსა და ენერგოეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს მომხმარებლის საოპერაციო გარემოს მიუხედავად. კრიპტო სფეროში Intel-ის ათწლიანი კვლევები, ჰეშირების ტექნიკისა და ულტრა დაბალი ოპერაციული ძაბვის მქონე ჩიპების შემუშავება ბლოკჩეინ-აპლიკაციებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გამომთვლელი სიმძლავრის მასშტაბირება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე“ - განაცხადა Intel-ის Custom Computing Solutions-ის გენერალურმა მენეჯერმა Balaji Kanigicherla-მ. მომხმარებლებისთვის Intel Blockscale ASIC-ის მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამასთან, Intel განახორციელებს კონკრეტულად ჩიპების მიწოდებას, მათ საფუძველზე სისტემებს კი აწარმოებენ სხვა კომპანიები. Argo Blockchain, Block, Hive Blockchain Technologies და GRIID Infrastructure იქნებიან ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომლებიც მიიღებენ სისტემებს Intel ASIC-ის ბაზაზე. 2023 წელს და მის შემდგომ პერიოდში Intel სხვა მომხმარებელსაც შესთავაზებს საკუთარ ASIC-ს. https://tinyurl.com/yxw3fvwc
  5. Steam-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მარტში გამოყენებული ცენტრალური პროცესორებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების სტატისტიკა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა გამოყენებული CPU-ების სტატისტიკაში, რადგანაც ექვსბირთვიანმა ჩიპებმა პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, ოთხბირთვიანმა პროცესორებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე, Nvidia GeForce RTX 2060 ცდილობს გრაფიკული ადაპტერების მწვერვალის დაპყრობას - ვიდეო დაფამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. Steam Hardware Survey-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ პოპულარულ პლატფორმაზე უფრო მეტი გეიმერია წარმოდგენილი ექვსბირთვიანი პროცესორებით, ვიდრე ოთხბირთვიანი პროცესორების მფლობელები. უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ექვსი ან მეტი ფიზიკური ბირთვის მქონე პროცესორები შეადგენენ მომხმარებლის ბაზის 34.22%-ს, ხოლო მომხმარებელთა 33.74% სარგებლობს ოთხი ფიზიკური ბირთვის მქონე კომპიუტერებით. ექვსბირთვიანი პროცესორების წილის ზრდა საკმაოდ სწრაფია. არქივების მიხედვით ადრე დომინირებდა ოთხბირთვიანი ჩიპები, რომლებზეც Steam-ის მომხმარებელთა 41.61%-იანი წილი მოდიოდა. მონაცემები ასევე მიუთითებს რვა ბირთვიანი პროცესორების რაოდენობის სტაბილურ ზრდაზე, ექვს ან მეტბირთვიანი პროცესორების წილი მართლაც კარგად გაიზარდა (გარდა უჩვეულო კონფიგურაციებისა, როგორიცაა 1.3- ან 5-ბირთვიანი პროცესორები). დაახლოებით ერთი თვის წინ Nvidia GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული გრაფიკული დაფა იყო Steam-ის მომხმარებლებს შორის. 2022 წლის დასაწყისში მას რამდენიმე პროცენტი დაემატა. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ GPU მოთხოვნადი გახდა მეორად ბაზარზე. მარტში ამ მოდელის წილი კვლავ გაიზარდა და შეინარჩუნა ლიდერობა ბაზარზე 8.18%-იანი წილით. რატომ ვერ დაიკავა GeForce RTX 2060-მა პირველი ადგილი მას შემდეგ, რაც Nvidia გულმოდგინედ მოამზადა იგი, როგორც GTX 1060-ის მემკვიდრე? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მდგომარეობს ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტის, Covid-19-ის, სკალპინგისა და კრიპტო მაინინგის ერთობლიობაში - ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში გრაფიკული ადაპტერები სათანადოდ ვერ მოხვდა გეიმერების ხელში. მარტში RTX 2060 მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა და უკან მოიტოვა GeForce GTX 1050 Ti. რთულია თქმა, ავა თუ არა ოდესმე RTX 2060 პირველ ადგილზე. Turing არქიტექტურაზე დამყარებული ეს ვიდეო დაფა ლიდერს დაახლოებით 2.5%-ით ჩამორჩება. Ampere GeForce RTX 3060-მა მეშვიდე ადგილი დაიკავა, ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა მისი წილი, ვიდრე RTX 2060 დაფისა მარტში. ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ლიდერი გახდება არა მოძველებული 2060, არამედ ახალი RTX 4060. ასევე არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, რომ ვიდეო დაფები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მალე ლიდერის პოზიციას უფრო ახალი მოდელი დაიკავებს. https://tinyurl.com/ycksbtfv
  6. ZOTAC-მა გამოუშვა ახალ ფლაგმან Nvidia RTX 3090 Ti-ს ორი მოდელი: AMP Extreme HoLo, რომელიც პროფილურ მედიას გაეგზავნა მიმოხილვებისთვის და მოდელი PGF OC სრულიად ინდივიდუალური დიზაინით, რომელიც მხოლოდ ჩინელი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. PGF სერია მსოფლიო ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა საკმაოდ საინტერესოა და ბევრი გეიმერი ისურვებდა მისი დეტალების ცოდნას, რადგანაც გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას ZOTAC-ის ყველა ხაზის წარმომადგენლებს შორის. GeForce RTX 3090 Ti PGF OC მოდელის მახასიათებლები AMP Extreme სერიის ვიდეო დაფების იდენტურია. მასაც აქვს 1890 მჰც ტაქტის სიხშირე და 450 ვატი TDP-ის დონე. მიმოხილვების თანახმად AMP მოდელი შესაძლოა მოდიფიცირებული იყოს 495 ვატ სიმძლავრემდე აჩქარების მეშვეობით. სამწუხაროდ, PGF ვარიანტის მაქსიმალური სიმძლავრე კომპანია ZOTAC-ს არ გამოუქვეყნებია. ის, რაც ზემოთხსენებული ორი სერიის ვიდეო დაფებს განასხვავებს, არის დაფების ზომა. AMP სისტემურ ბლოკში 3.5 სლოტს იკავებს, PGF-ის ოფიციალური ფორმატი 4 სლოტია - 7.3 სმ. ამ დროისთვის იგი შეიძლება ჩაითვალოს ბაზარზე გამოსული RTX 3090 Ti დაფის ყველაზე მსხვილი ვარიანტად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაფა 5 სანტიმეტრით მოკლეა და თითქმის 1 სმ-ით ვიწრო AMP-მოდელთან შედარებით. GeForce RTX 3090 Ti PGF OC-ს აქვს გაგრილების სისტემა Ice Storm სამი ქულერით. დაფის გარსსა და უკანა პანელზე წარმოდგენილია შუქდიოდური ARGB განათება. დაფას გააჩნია სპეციალური სამაგრი და კვების ადაპტერი 3×8 pin 16 pin-ზე. https://tinyurl.com/2p8vhybc
  7. ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ციფრული იუანის (e-CNY) საპილოტე ტესტირებას კიდევ უფრო მეტ ქალაქში გააფართოვებს. მარეგულირებელმა აღნიშნა CBDC-თან დაკავშირებული ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა და ექსპერიმენტის, როგორც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ნაწილის, წარმატება. ჩინეთი ციფრულ იუანს 2019 წლის ბოლოდან ტესტავს. 2021 წლის ბოლოს e-CNY-ით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობამ მიაღწია 87.57 მილიარდ იუანს (~ 13,68 მლრდ აშშ დოლარი), დარეგისტრირდა 261 მილიონი უნიკალური ციფრული საფულე. ტესტირებები ჩატარდა შენჟენში, სუჯოუში, სიონგანში, ჩენდუში, შანხაიში, ჰაინანში, ჩანშაში, სიანში, ცინგდაოში, დალიანსა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ტერიტორიაზე. მითითებული ქალაქები გააგრძელებენ ინსტრუმენტის გამოყენებას. ამჟამად ჩამონათვალს ემატება კიდევ თერთმეტი ქალაქი, რომელთაგან ექვსი აზიურ თამაშებს მასპინძლობს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე e-CNY იმუშავებს ინსტრუმენტის გამოყენებისას კონფიდენციალური მონაცემების დაცვაზე, ასევე კრიმინალური მიზნებისთვის მისი გამოყენების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩინეთის ეროვნული ბანკი ჩაატარებს "სიღრმისეულ კვლევას" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსურ სისტემაზე CBDC-ების გავლენის შესახებ. მიმდინარე წლის იანვარში ჩინურმა სურსათის მიწოდების კომპანია Meituan-მა პარტნიორებიდან მერჩანტებს ციფრული იუანის მიღების უფლება მისცა. https://tinyurl.com/bdfcwxzy
  8. ბევრს აინტერესებს Intel Arc Alchemist სერიის ვიდეო დაფების რეალური წარმადობა, აგრეთვე მათი შედარება კონკურენტებთან. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის Intel-ის ახალი დაფების დამოუკიდებელი მიმოხილვები, თუმცა AMD-მ უკვე გააზიარა ტესტების საკუთარი შედეგები, რომლებშიც მოხდა Intel Arc A370M-ის შედარება AMD-ის საბაზისო დონის მობილურ გრაფიკულ პროცესორთან. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A370M არის Intel Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი ვერსიის ვიდეო დაფა. AMD Radeon Technology Team-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Twitter-ის გვერდზე, რომელშიც შედარებულია Radeon RX 6500M 4GB GPU-ის წარმადობა Intel Arc A370M 4GB GPU-სთან ხუთ AAA თამაშში. AMD-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე დაყრდნობით Radeon RX 6500M აღემატება Arc A370M-ს 27-114%-ით 1920x1080 გაფართოებაზე საშუალო ხარისხის პარამეტრებში. ამავე დროს Intel Arc A370M-ს შეუძლია 60 fps-ზე მეტი წარმადობის უზრუნველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. ორი საბაზისო დონის მობილური გრაფიკული ბარათის წარმადობის შესადარებლად AMD-მ გამოიყენა ხუთი თამაში: Hitman 3, Total War Saga: Troy, F1 2021, Strange Brigade და Final Fantasy XIV. გამოყენებული ხუთი თამაშიდან სამი დაფინანსებული იყო AMD-ის მიერ (კომპანია დაეხმარა მათ განვითარებასა და პოპულარიზაციას), Hitman 3 მხარდაჭერილი იყო Intel-ის მიერ, ხოლო Final Fantasy XIV არის თამაში, რომელიცა მხარდაჭერილია Nvidia-ს მიერ. შედარებამ აჩვენა, რომ Intel Arc A370M შესაძლოა უფრო ნელი იყოს, ვიდრე Nvidia GeForce GTX 1050 Ti დაფა 3DMark-ზე. Intel Arc A370M გრაფიკული პროცესორის მქონე ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ საცალო სავაჭრო ადგილზე, ამიტომ AMD-ს არ გასჭირვებია ერთ-ერთი ასეთი ლეპტოპის შეძენა. სამწუხაროდ AMD-ს არ გაუზიარებია გამოყენებული მოწყობილობის მახასიათებლები, არც დაკავშირებული Arc A370M და Radeon RX 6500M დაფების ენერგომოხმარების დონე. AMD-ს ასევე არ დაუკონკრეტებია რომელი ვერსიის თამაშები და დრავერები გამოიყენა, რაც ხშირად იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღჭურვილობის მახასიათებლები. მოწყობილობების მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი წარმადობის მაჩვენებლები, როგორც წესი, ზუსტია, თუმცა შესაძლებელია ამ მაჩვენებლებით მანიპულირება და, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს, რადგან კომპანიები აშკარად ცდილობენ თავიანთი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ, პარალელურად კი კონკურენტების სისუსტეებს გაუსვან ხაზი. სწორი იქნება, დაველოდოთ დამოუკიდებელ მიმოხილვებს, რათა ახალი მოწყობილობების შესახებ მივიღოთ გადაწყვეტილება. https://tinyurl.com/yet29rpc
  9. Xiaomi-ს გეიმინგ განყოფილებამ დააანონსა სმარტფონები Black Shark 5, 5 Pro და 5 RS. სამივე მოდელში შენარჩუნებულია საფირმო დიზაინი, მოწყობილობებს აქვთ მძლავრი Snapdragon ჩიპები გაგრილებით, 144-ჰერციანი დისპლეები, აგრეთვე 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. Black Shark 5 Pro. ფოტოს წყარო: blackshark.com/cn ყველაზე საინტერესო დისპლეი აქვს ტოპ ვერსია Black Shark 5 Pro-ს - ეს არის 6.67-დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით 2400×1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 60/90/120/144 ჰერცი, მხარდაჭერილია HDR10+ და SGS სერტიფიკატი. Black Shark 5 და Black Shark 5 RS მოდელებს აქვთ შედარებით უბრალო დისპლეი Samsung E4 AMOLED, ხოლო ზომა, გაფართოება და კადრის განახლების სიხშირე უფროსი მოდელის იდენტურია. Black Shark 5 Pro სმარტფონი Black Shark 5 Pro მუშაობს პროცესორ Snapdragon 8 Gen1-ზე, აქვს LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, მუდმივი მეხსიერების ფუნქციას კი ასრულებს მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქვესისტემა UFS 3.1 + SSD. ასეთივე სისტემაა გამოყენებული Black Shark 5 RS მოდელში, რომელსაც აქვს LPDDR5 მეხსიერება და პროცესორი Snapdragon 888 (8+256 გბ კონფიგურაციაში) ან Snapdragon 888+ (12+256 გბ ვერსიაში). Black Shark 5 წარმოდგენილია ჩიპით Snapdragon 870, LPDDR5 მეხსიერებითა და UFS 3.1 მონაცემთა სანახი სივრცით. Black Shark 5 მაღალი წარმადობის Black Shark 5 Pro და RS მოდელებს თხევადი გაგრილების სისტემა აქვთ - ორი კომპონენტი განთავსებულია დედა დაფის ორივე მხარეს, ჯამური ფართობია 5320 მმ², მაქსიმალური ეფექტურობა კი უზრუნველყოფილია სპილენძის ბლოკის პირდაპირი კონტაქტით. სმარტფონის სამივე ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი დამუხტვა; Black Shark 5 RS მოდელის ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, Black Shark 5/Pro-ს კი აქვს 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Black Shark 5 Black Shark 5 Pro-ს უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა: ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი კამერა მაკროგადაღებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. Black Shark 5-ის შემთხვევაში კამერების კონფიგურაციაა 64/13/2-მეგაპიქსელიანი მოდულები უკანა პანელზე და 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, Black Shark 5 RS სმარტფონს კი აქვს 64/8/5 მპ უკანა კამერები და 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. Black Shark 5 RS სმარტფონები განსხვავდება ფერებითაც: Black Shark 5 Pro შემოთავაზებულია შემდეგ ვარიანტებად: meteorite black (შავი), changing white (თეთრი) და China Aerospace; Black Shark 5 გამოვა შემდეგ ვერსიებად: dark universe black (შავი), dawn white (თეთრი), exploration gray (ნაცრისფერი) და China Aerospace; Black Shark 5 RS-ის ფერებია skydome black (შავი) და flare star yellow (ყვითელი). და ბოლოს ფასები: Black Shark 5 Pro ხელმისაწვდომია 8+256, 12+256 და 16+512 გბ კონფიგურაციებში და ღირს 660, 739 და 864 აშშ დოლარი, შესაბამისად. აგრეთვე გამოვა სპეციალური ვერსია China Space Edition Supreme Package, რომლის ფასი იქნება 943 აშშ დოლარი; Black Shark 5-ის ყიდვა შესაძლებელია 8+128, 12+128 და 12+256 გბ ვერსიებად, რომელთა ღირებულებაა 440, 471 და 518 აშშ დოლარი, მისი სპეციალური გამოშვება China Aerospace-ის ფასი კი 550 აშშ დოლარია. და ბოლოს, Black Shark RS გამოვა 8+256 გბ ვერსიაში ჩიპით Snapdragon 888 - მისი ფასი შეადგენს 518 აშშ დოლარს, ხოლო 12+256 გბ ვერსია ჩიპით Snapdragon 888+ შეფასებულია 597 აშშ დოლარად. ყველა მოდელი უკვე გაყიდვაშია. https://tinyurl.com/mvhbzavx
  10. Biostar-მა დააანონსა ახალი iMiner 660MX8D2 რვა Radeon RX 6600 ვიდეო დაფით. კომპანია საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს კრიპტოვალუტების მაინინგში. მომწოდებელი გვთავაზობს ყველაფერს: მაინინგზე ორიენტირებულ დედა დაფებს, სრულფასოვან მოწყობილობებს მაინინგისთვის plug-and-play მხარდაჭერით. Biostar ადრე იყენებდა AMD-ის გრაფიკულ ბარათებს Polaris-ის ბაზაზე, მაგალითად Radeon RX 580-სა და RX 570-ს. ამჯერად კომპანიამ iMiner 660MX8D2-ისთვის აირჩია RDNA 2, კონკრეტულად კი - Radeon RX 6600M. როგორც აღვნიშნეთ, iMiner 660MX8D2-ში გამოყენებულია რვა გრაფიკული დაფა Radeon RX 6600M - Radeon RX 6600 დაფის მობილური ვარიანტი. Radeon RX 6600 და RX 6600M დაფებში მოცემულია ერთი და იგივე ჩიპი Navi 23 შეიდერების იდენტური რაოდენობით, ერთადერთი სხვაობა ტაქტის სიხშირეებშია. ამიტომ Biostar-მა, დიდი ალბათობით მობილური ვერსიების პროფილი დესკტოპად შეცვალა. თუმცა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უკვე დაფიქსირდა Nvidia GeForce RTX 3060 მობილური გრაფიკული დაფის შემთხვევაში. Biostar-ის 8-გიგაბაიტიანი Radeon RX 6600M აღჭურვილია ორი სითბური მილის და ორი ვენტილატორის მქონე ქულერით. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კვების PCIe კონექტორი, ასევე სამი DisplayPort და HDMI, რომლებიც მაინინგისთვის საჭირო არ არის. რვა ვიდეო დაფა Radeon RX 6600M დაყენებულია B360 ჩიპსეტის მქონე სპეციალურ დედა დაფა Biostar TB360-BTC D+-ზე, ჩიპსეტს აქვს Intel-ის ძველი, მე-8 და მე-9 თაობის პროცესორების მხარდაჭერა. iMiner 660MX8D-ში მოცემულია სუსტი, ორბირთვიანი ჩიპი Celeron G4900 ენერგომოხმარების მინიმიზაციის მიზნით, ასევე 120 გბ მოცულობის SSD მონაცემთა შენახვისთვის. ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი სლოტი SO-DIMM DDR4-2666 სტანდარტის 16 გბ მეხსიერებისთვის.თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ დედა დაფაზე გათვალისწინებულია გაფართოების რვა სლოტი PCIe x16 (შვიდი PCIe 2.0 x16 x1, ერთი PCIe 3.0 x16), ამიტომ გადამყვანი დაფები საჭირო არ არის. მოწყობილობას გააჩნია 2000 ვატიანი კვების ბლოკი ვიდეო დაფებისთვის. Biostar-ის განცხადებით iMiner 660MX8D2 წარმოადგენს უპრობლემო სისტემას მაინინგისთვის. მისი შეძენა და გამოყენება დამწყებებსაც კი შეუძლიათ. ETH-ის ჰეშრეითი შეადგენს 248 MH/s-ს, რაც დაახლოებით 7%-ით მეტია წინა მოდელ Biostar iMiner A588x8D2-თან შედარებით, რომელსაც აქვს რვა Radeon RX 580. მაინერით მხარდაჭერილია ყველა პოპულარული კრიპტოვალუტა, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Monero, BTG და Zcash. iMiner 660MX8D2-ის ფასი კომპანიას არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/3pntczcr
  11. კომპანია Intel-მა, როგორც ჩანს, გაასაჯაროვა სამომავლო დესკტოპ ვიდეო დაფა Arc A780-ის მახასიათებლები. Arc და Iris Xe ამაჩქარებლების მართვისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა Arc Control-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ აჩვენა ვიდეო დაფის მახასიათებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილ არც ერთი მობილურ Arc Alchemist ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება დესკტოპ მოდელს. ფოტოს წყარო: VideoCardz Arc Control-ის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აპლიკაცია, მათ შორის გრაფიკული სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე ვიდეო დაფის საბაზისო აჩქარების გარკვეული პარამეტრები. აპლიკაციების ერთ-ერთ ჩანართში გამოჩნდა ინფორმაცია ვიდეო დაფის GPU-ის სამუშაო სიხშირის, მეხსიერების სიხშირის, GPU-ისა და მეხსიერების დატვირთვის დონის შესახებ, აგრეთვე ენერგომოხმარების დონე და ამაჩქარებლის სხვა მახასიათებლები. ამ მონაცემების თანახმად GPU-ის სიხშირე შეადგენს 2200-2250 მჰც-ს 99%-ანი დატვირთვის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ფლაგმანური მობილური ვიდეო დაფა Arc A770M-ის გრაფიკული ჩიპი მუშაობს 1650 მჰც სიხშირემდე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უმცროს მობილურ ვიდეო დაფა Arc A350M-ის GPU-ის (რომლის სიხშირე 1150 მეგაჰერცია) მექანიკური აჩქარება თეორიულად შესაძლებელია 2.2 გიგაჰერცამდე. ეს ფაქტი დადასტურდა Geekbench-ის სინთეტიკური ტესტებიდან გამოჟონილი მონაცემების საფუძველზე. მობილური Intel Arc A350M GPU-ის სიხშირით 2.2 გჰც. წყარო: Geekbench ზემოთხსენებული ამაჩქარებლის დესკტოპ ბუნებაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს. Arc Control-ის აპლიკაციაში ვიდეო დაფის TDP-ის დონედ 175 ვატი ფიგურირებდა. Arc სერიის უკვე წარდგენილი მობილური ვიდეო დაფების არც ერთი მოდელი არ ფლობს ენერგომოხმარების ასეთ დონეს. მაგალითად, ფლაგმანური Arc A770M დაფის TDP-ის დონე 150 ვატს შეადგენს, თუმცა ამაჩქარებელმა შესაძლოა მიაღწიოს ენერგომოხმარების უფრო მაღალ დონეს ტექნოლოგია Intel Deep Link-ის წყალობით, რომელსაც შეუძლია სიმძლავრის განაწილება ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორს შორის საჭიროების შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს ვიდეომეხსიერების სიხშირე, რომელიც, თუკი წარმოდგენილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 1093 მჰც-ს შეადგენს. ამრიგად იგი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 17.5 გბ/წმ-ის დონეზე. შეგახსენებთ, რომ მობილური ვიდეო დაფების სერია Arс Alchemist-ის შემადგენლობაში გამოიყენება GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 16 გბ/წმ. მეხსიერების აჩქარება მობილური GPU-ების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ Intel-მა ვიდეოში აჩვენა Arc ვიდეო დაფის დესკტოპის მოდელის მახასიათებლები. https://tinyurl.com/yvc6dmp2
  12. სამომავლოდ სმარტფონებში, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებში ბატარეები შესაძლოა კვლავ გახდეს ჩანაცვლებადი, წერს Nextpit. ასეთია ევროპის პარლამენტის სურვილი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს. პრეს-რელიზის თანახმად სმარტფონებში, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებში ბატარეების შეცვლას თავად მომხმარებლებიც შეძლებენ სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. ბატარეები აღარ იქნება მყარად მიმაგრებული მოწყობილობის კორპუსზე. ამრიგად, გაიზრდება მოწყობილობების შეკეთების შესაძლებლობისა და ბატარეის კომპონენტების მეორადი გადამუშავების დონე. 2026 წლისთვის ევროპარლამენტს სურს უტილიზაციის დონის 90%-მდე გაზრდა. ამასთან, თანამედროვე, მოხსნის შესაძლებლობის არქონის ბატარეების შედეგად სმარტფონები გახდა წყალგამძლე, რაც გაცილებით რთული მისაღწევი იქნება გასახსნელი კორპუსის არსებობის შემთხვევაში. ახალმა მოთხოვნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სწრაფ დამუხტვაზეც. იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას 60, 80 და 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვა უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი ქმედითუნარიანობის შენარჩუნების პირობებში, მოწყობილობების მწარმოებლებს მოუწევთ სხვადასხვა სენსორის განთავსება და ბატარეის რამდენიმე უჯრედად გაყოფა. მონოლითური კონსტრუქციის გარეშე ამის მიღწევა ბევრად რთული იქნება. https://tinyurl.com/4d4nmaka
  13. საგადახდო გიგანტმა Visa-მ აამოქმედა არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენებით (NFT) ბიზნესის განვითარების დამხმარე პროგრამა. ინიციატივა გათვლილია 1 წლის ვადაზე და ორიენტირებულია მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მოდელიერებსა და კინემატოგრაფებზე. Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა კიუ შეფილდმა განაცხადა, რომ კომპანია იმედოვნებს დაადგინოს კონტენტის შემქმნელების წინაშე მდგარი პერსპექტივები და გამოწვევები და შეისწავლოს NFT-ების ის როლი, რომელიც შეუძლია შეასრულოს მათი სამუშაოს მონეტიზაციაში. საბოლოო ჯამში პროგრამა დაეხმარება Visa-ს საკუთარი კომერციული NFT პროდუქტების განვითარებაში. Visa-ს ჯერ არ გადაუწყვეტავს რამდენი ავტორის სწავლება სურს ამ პროგრამის ფარგლებში. თუმცა შეფილდის აზრით ჯგუფი უნდა იყოს პატარა, რათა შეიქმნას ქომიუნითი და მხარდაჭერილ იქნას ტექნიკური ზედამხედველობა. დაინტერესებულმა ავტორებმა უნდა შეავსონ ანკეტა და გაიარონ პირადი გასაუბრება. Visa ავტორებს ასევე უზრუნველყოფს ერთჯერადი სტიპენდიით. მისი ოდენობა არ გახმაურებულა. 2021 წლის ოქტომბერში Visa-მ მხატვარ მიკა ჯონსონთან ერთად გამოაცხადა საგანმანათლებლო პროექტის შექმნის გეგმა, რომელიც დაეხმარება ციფრული ხელოვნების შემქმნელებს გაეცნონ NFT-ების პოტენციალს. დეკემბერში კომპანიამ განაცხადა კრიპტოვალუტების საკითხზე ახალი საკონსულტაციო განყოფილების შექმნის შესახებ. იგი ასევე ავითარებს პროდუქტებს, რომლებიც ფოკუსირებულია Stablecoin-ებსა და CBDC-ებზე. https://tinyurl.com/yckspaxa
  14. კომპანია MSI-მ დააანონსა დესკტოპ კომპიუტერი MAG Meta 5 5E, რომელიც შემუშავებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Windows 11. ფოტოს წყარო: MSI მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800. ჩიპს აქვს რვა ბირთი ინსტრუქციების ერთდოულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ტაქტის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე დინამიური აჩქარებისას - 4.6 გჰც-ს. გრაფიკული ქვესისტემისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი MSI RX6700XT. ხელმისაწვდომია ორი სლოტი DDR4-2933 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებისთვის ჯამური მოცულობით 64 გბ. შესაძლებელია ორი 2.5-დუიმიანი და ორი 3.5-დუიმიანი მყარი დისკის, აგრეთვე ერთი M.2 2280 მოდულის დაყენება. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 5 AC3168 და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები. ასევე ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Realtek RTL8111H კომპიუტერის ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. დესკტოპ კომპიუტერის ზომებია 195 × 514.8 × 466 მმ. შესაძლოა გამოყენებული იყოს 750 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი სერტიფიკატით 80 Plus Gold. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen1 Type C, USB 2.0 Type A, USB 3.2 Gen 1 Type A, HDMI და ა.შ. https://tinyurl.com/2bme573h
  15. ამჟამად მარსის კვლევა ხორციელდება რამდენიმე როვერის მეშვეობით, რომლებიც იქ ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გაგზავნა. ბოლოდროინდელი ასეთი ობიექტები იყო: ავტომატური სადგური Perseverance და ვერტმფრენი Ingenuity. ამასთან ორბიტაზე მოძრაობს რამდენიმე ორბიტალური სადგური, რომლებიც ატარებენ ამა თუ იმ კვლევას და დედამიწაზე ფოტოებს აგზავნიან. სამწუხაროდ, ამჟამად წითელ პლანეტაზე ადამიანის დასმა ოცნებად რჩება. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მთელი კაცობრიობის გაერთიანებული ძალისხმევა საშუალებას მოგვცემს გავცდეთ შესაძლებლობის საზღვრებს. ამჟამად ხდება ლოკალური წარმატებები, რომელთა რეალიზაცია ძალიან რთულდება. მაგალითისთვის, დაგეგმილი მთვარის მისია Artemis არაერთხელ გადაიდო, აშშ-ს ჯერ არ ყავს რაკეტები, რომლებიც ასტრონავტებს წაიყვანს. მიიჩნევა, რომ 2024 წელს ეკიპაჟს შეეძლება მთვარის ორბიტის გარშემო რამდენიმე წრის გაკეთება, ხოლო დაშვება 2026 წლამდე გადაიდო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებია, რომლებიც მუდმივად კორექტირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს მთვარის მისია არ წარმოადგენს ტექნოლოგიურ გარღვევას, არამედ ეს არის „ხარკი ფემინიზმისა და ტოლერანტობისთვის“, რადგან ეკიპაჟი ქალებისგან შედგება. ფაქტობრივად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აშშ-შიც კი ამ მიდგომას შიდა წინააღმდეგობა ხვდება. ჯერჯერობით ერთადერთი იმედი ილონ მასკია. გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი Starship-ის ყველა გამოცდის დასრულებას დაგეგმილ ვადებში, ასე რომ ამ დროისთვის NASA-ს მეცნიერებს მხოლოდ ფანტაზიები და ვარაუდები რჩებათ. გამოდის, რომ დღეს კაცობრიობის ყველა მისწრაფება მარსზე მოხვედრის შესახებ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. ამასობაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რჩება მხოლოდ მილიარდერის ქარიზმის რწმენა. რამდენიმე დღის წინ NASA-ს წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთეს, სადაც ისაუბრეს გამარჯვებებზე კოსმოსსა და ყველა სხვა ინდუსტრიაში. ცალკე აღინიშნა ზომები რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელს მსოფლიოში, მაგრამ იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებდა წამყვანი პოზიციის დაკავებას. თუმცა ბევრად უფრო საინტერესოა კოსმოსური კვლევის პროგრამა. კოსმოსური სააგენტო გეგმავს ბიუჯეტიდან დამატებით 23 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას. თანხა ამერიკელი ასტრონავტებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგურის შექმნას მოხმარდება. ამჯერად ზუსტი თარიღები არ არის დასახელებული, მაგრამ მარსის პროგრამა ნაკლებად იმედისმომცემად გამოიყურება. NASA ირწმუნება, რომ 2040 წელს ამერიკელები წითელი პლანეტის ზედაპირზე დაადგამენ ფეხს. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გახმაურებულა. უფრო მეტიც, ბოლომდე არ არის ნათელი, საუბარია მარსზე პირველად დაშვებაზე, თუ 2040 წლისთვის იქ სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგური აიგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ილონ მასკი აშკარად არ მოიწონებს მსგავს პირობებს, რადგან მან განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკის მოქალაქეებს წითელ პლანეტაზე გადაიყვანს. https://tinyurl.com/ysawtbnf
      • 1
      • Upvote
  16. Citizens School, რომლის დუბაიში გახსნა სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, მოსწავლეების მშობლებს შესთავაზებს სწავლის საფასურის Bitcoin-ითა და Ethereum-ით გადახდის შესაძლებლობას. გადახდები მიიღება პროცესინგ-სერვისის მეშვეობით, რომელიც კრიპტოაქტივებს ადგილობრივ ვალუტა დირჰამში დააკონვერტირებს. „ანგარიშსწორების ახალი მეთოდის დანერგვის შედეგად ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო ძლიერ როლს შეასრულებს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ციფრული ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს ახალი ეპოქის ნაყოფით, დღევანდელი ბავშვები გახდებიან მომავლის ანტრეპრენერები და ინვესტორები“, - აცხადებს Citizens School-ის დამფუძნებელი ადილ ალზარუნი. დუბაის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი ვირტუალური აქტივების შესახებ და დააარსა ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო - Dubai Virtual Assets Regulatory Authority. ამის შემდეგ Binance-მა და FTX-მა მიიღეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობის ლიცენზია. https://tinyurl.com/4uk34ypp
  17. გავრცელდა ცნობები AMD-ის პროცესორების სამომავლო სერიის შესახებ. ინსაიდერ Greymon55-ის თქმით, რომელმაც ადრე AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმები აღმოაჩინა, კომპანია მომავალი Ryzen სერიის მასობრივი წარმოების დაწყებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისისთვის აპირებს. ეს ნიშნავს, რომ Ryzen 7000 სერიის გამოსვლამდე დიდი დრო არ დარჩა. სავარაუდოდ, სამომავლო სერიას წინამორბედის ანალოგიური გრაფიკა ექნება. წინა სერია AMD Vermeer-ის (Zen3) მასობრივი წარმოება 2020 წლის ივლისში დაიწყო, გაყიდვაში კი ნოემბერში გამოვიდა. ტექნოლოგია 3D V-Cache-ის მქონე პროცესორები იწარმოება გასული წლის ნოემბრიდან და ოფიციალურად მომავალ თვეში გამოვა. იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen 7000 სერიას აქვს სრულიად ახალი დიზაინი, წარმოებასა და გამოშვებას შორის პერიოდი შესაძლოა 4-5 თვემდე გაიზარდოს. ასეა თუ ისე, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AMD შესაძლოა Raphael-ის გამოშვებისთვის მეოთხე კვარტლის დასაწყისში მზად იყოს. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რათა ახალმა სერიამ კონკურენცია გაუწიოს Intel-ის მე-13 სერიის Raptor Lake პროცესორებს. მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორებს ექნება 5-ნანომეტრიან მიკროარქიტექტურა Zen4-ზე წარმოებული თექვსმეტამდე ბირთვი. არაოფიციალური ცნობებით, სერიის ყველაზე სწრაფ პროცესორს 170-ვატიანი TPD-ის დონე ექნება. გარდა ამისა, Zen4 პროცესორებში გამოყენებული იქნება სოკეტი LGA AM5. AMD აპირებს უზრუნველყოს ახალი პლატფორმის მრავალწლიანი მხარდაჭერა, აგრეთვე AM4 პროცესორებისთვის განკუთვნილ ქულერებთან თავსებადობა. ასევე, AMD-ის პლატფორმა პირველად მიიღებს უახლესი DDR5 და PCIe Gen5 სტანდარტების მხარდაჭერას. https://tinyurl.com/ycyxndut
  18. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დაანონსდა. დაფის საკუთარ ვერსიებს შემოგვთავაზებენ ASUS, Colorful, EVGA, Gainward, Galax, Gigabyte, INNO3D, MSI, Palit, PNY, Zotac და სხვა კომპანიები. ფოტოს წყარო: NVIDIA ვიდეო დაფაში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA102. კონფიგურაციაში გათვალისწინებულია 10752 CUDA ბირთვი და 24 გბ GDDR6X მეხსიერება 384-ბიტიანი სალტით. დაფას აქვს 336 Tensor ბირთვი და 84 ბირთვი რეითრეისინგისთვის. GPU-ის საბაზისო სიხშირე შეადგენს 1560 მჰც-ს, აჩქარების შემთხვევაში - 1860 მჰც-ს. ენერგომოხმარების მაჩვენებელია 450 ვატი. ეტალონურ მოდელებს, რა თქმა უნდა, GPU-ის სიხშირე და ენერგომოხმარების დონე უფრო მაღალი ექნება. NVIDIA-ს განცხადების თანახმად გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti უზრუნველყოფს 64%-ით მეტ წარმადობას GeForce RTX 2080 Ti მოდელთან შედარებით. GeForce RTX 3090 მოდელს თუ შევადარებთ, Ti ვერსიის წარმადობა დაახლოებით 9%-ით მაღალია. GeForce RTX 3090 Ti დაფის სარეკომენდაციო საცალო ფასი 1999 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი კასტომიზებული ვერსიის ფასი 3 ათასი აშშ დოლარი და მეტი იქნება. ასეთ ვიდეო დაფებთან მუშაობისთვის საჭიროა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. https://tinyurl.com/2u994vwv
  19. მარკ ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მალე Instagram-ზე NFT-ის დამატებას, საფულე MetaMask კი საკუთარ ტოკენს გამოუშვებს. NFT შეიძლება გამოჩნდეს Instagram-ზე უახლოეს თვეებში, განაცხდა Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა კონფერენცია SXSW-ზე. დეკემბერში Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მოსერიმ გამოაცხადა, რომ კომპანია იკვლევს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას. მოსერიმ NFT ინდუსტრიას უწოდა საინტერესო სფერო, რომლის მეშვეობით სოციალურ ქსელს შეუძლია ხელი შეუწყოს კონტენტის შემქმნელებს. საფულე MetaMask გამოუშვებს საკუთარ ტოკენს - დაადასტურა დეველოპერული კომპანიის Consesys-ის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ლუბინმა. მისი თქმით მალე იგეგმება დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია DAO-ს ამოქმედება, რომელიც დააფინანსებს პროექტის განვითარებას. 15 მარტს Consensys-მა გამოაცხადა, რომ დახურა 450 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსების D რაუნდი. პროექტი შეფასდა 7 მლრდ აშშ დოლარად. იანვარში MetaMask-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვმა თვეში 30 მილიონს გადააჭარბა. ბრიტანული საბანკო ორგანიზაცია HSBC, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, პარტნიორობას გაუწევს Animoca Brands-ს - The Sandbox metaverse-ის დეველოპერს. ბანკი შეიძენს ვირტუალური უძრავი ქონების ნაწილს, რომელიც გამოყენებული იქნება სპორტის, ელექტრონული სპორტისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებთან ურთიერთქმედებისთვის, ნათქვამია The Sandbox-ის ბლოგში. ბლოკჩეინ-პლატფორმა ათასზე მეტ დეცენტრალიზებული ეკონომიკის სტარტაპს დაუჭერს მხარს 100 მლნ აშშ დოლარიანი ფონდით. სტარტაპებმა უნდა განავითარონ ახალი ვარიანტები 10 მილიონზე მეტი სმარტ მოწყობილობის MachineFi პლატფორმაზე დასაკავშირებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დეცენტრალიზებული მანქანური ეკონომიკა არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელშიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა არა ადამიანები, არამედ მანქანები. არგენტინის მარეგულირებელი ორგანო UIF აპირებს დაამატოს კრიპტო სერვისის პროვაიდერები იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიშები AML პროცედურების შესახებ. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. თუ შემოთავაზებული ცვლილებები დამტკიცდება, ეს სერიოზულად შეცვლის კრიპტო კომპანიების მუშაობას არგენტინაში. ამჟამად კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს, მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ. https://tinyurl.com/yckpyy4z
  20. 3DCenter.org-ის მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით გრაფიკული ბარათების ფასებმა მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის დასაწყისის შემდეგ. უფრო მეტიც, მიმდინარე სიახლეები გვიჩვენებს, რომ საშუალო სარეკომენდაციო საცალო ფასი მარტის დასაწყისიდან თვის ბოლომდე 25%-ით შემცირდა. ამჟამად ასევე 25%-ით მეტია GPU-ის საშუალო ფასი სარეკომენდაციოზე. ერთი კვარტლის წინ კი გრაფიკული ადაპტერების ფასი სარეკომენდაციოს დაახლოებით 80%-ით აღემატებოდა. ეს მონაცემები ეხება ევროკავშირის გრაფიკული დაფების ბაზარს. მოცემულ დიაგრამაზე NVIDIA-ს ვიდეო დაფები მონიშნულია მწვანედ, AMD-ისა - წითლად. ამჟამად NVIDIA-სა და AMD-ის ფასები ერთმანეთს ემთხვევა გაძვირების დონის მიხედვით. შესაძლებელია ვარაუდი, რომ უკეთესი მიწოდების ფონზე ყველა მომწოდებელს ფასის გაზრდის ნაკლები შესაძლებლობა ექნება. მწვანე და წითელ ხაზებს შორის ყველაზე დიდი გადახრა შეინიშნა გასული წლის მაისში, როდესაც ფასები ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლებისთვის. ხელმისაწვდომობის დონეები აღინიშნება ლურჯი წყვეტილი ხაზით. თუ ამ სტატისტიკას შევუთავსებთ ფასების ვარდნას, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გრაფიკული დაფების ყიდვის მსურველების მოთმინება დაჯილდოვდება კიდევ უფრო დაბალი ფასებით. თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ აპრილის ბოლოს შესაძლოა ვიხილოთ მწარმოებლის მიერ შეთავაზებულ საცალო ფასთან ყველაზე მიახლოებული ფასები ყველა ბრენდისა და ვიდეო დაფის მოდელზე. 3DCenter აცხადებს, რომ ბოლოს დაფიქსირებულმა ფასის ვარდნამ არ გამოიწვია მყიდველების მკვეთრი შემოდინება. საუკეთესო ფასის მოლოდინში მომხმარებლები არ ჩქარობენ მოწყობილობების ყიდვას. ითვლება, რომ ამხელა მოთმინების შემდეგ კომპიუტერის ბევრი მომხმარებელი კვლავ ელოდება კიდევ უფრო დაბალ ფასებს. გეიმერები, სავარაუდოდ, შემდეგი თაობის მოწყობილობებს ელოდებიან. ზოგიერთი გრაფიკული პროცესორი უკვე სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება. მაგალითად, გასულ კვირაში AMD Radeon RX 6500 XT გერმანიაში იყიდებოდა სარეკომენდაციო ფასზე 35%-ით ნაკლებად. ზოგიერთი თვლის, რომ კონკრეტულად ეს გრაფიკული ადაპტერი ასე იაფად დაბალი წარმადობის გამო იყიდება. ასევე ყურადსაღებია დიაგრამაზე მოცემული ყვითელი ხაზი. იგი ხაზი გვიჩვენებს Ethereum-ის ფასს, რომელიც რჩება ყველაზე პოპულარულ არჩევანად GPU მაინერებისთვის. ვხედავთ, რომ GPU-ებისა და ETH-ის ფასები საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული გასულ ივლისამდე. თუმცა ვითარება შეიცვალა და ამას არაერთი მიზეზი აქვს: ყველაზე აშკარაა მაინინგის სირთულის დონის მატება და შემოდგომის შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა. ბოლო დროს კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე ეს საკმარისი არ იქნება გრაფიკული დაფები ფასების კლების იმპულსის დასაძლევად. https://tinyurl.com/2p86bayr
      • 1
      • Thanks
  21. კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ჩიპი Core i9-12900KS. კომპანია მას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ პროცესორს“ უწოდებს. იგი იწარმოება Alder Lake-ის რჩეული კრისტალების ბაზაზე და უზრუნველყოფს ავტომატური აჩქარების მაღალ დონეს Core i9-12900K მოდელთან შედარებით. ტექნოლოგია Thermal Velocity Boost-ისა და Intel Adaptive Boost Technology-ს წყალობით Core i9-12900KS მოდელისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Intel Core i9-12900KS ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი 24 ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. P-ბირთვების სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს. პროცესორის ერთ ბირთვს შეუძლია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ამასთან, ყველა P-ბირთვის ავტომატური აჩქარების დონე 5.2 გიგაჰერცია. ენერგოეფექტური ბირთვები მუშაობს 2.5-დან 4.0 გჰც-მდე დიაპაზონში. Core i9-12900KS მოდელში ხელმისაწვდომია 14 მბ L2 და 30 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. PBP (PL1) და MTP (PL2) ენერგომოხმარების მაჩვენებლები შეადგენს 150 და 241 ვატს, შესაბამისად. პროცესორს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 770. Alder Lake სერიის სხვა მოდელების მსგავსად Core i9-12900KS-ში მხარდაჭერილია DDR5-4800 და DDR4-3200 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე ინტერფეისები PCIe 5.0 და PCIe 4.0. ფოტოს წყარო: VideoCardz პროცესორი Core i9-12900KS 5 აპრილიდან გაიყიდება, მისი სარეკომენდაციო ფასი 739 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/u3ysmw5h
  22. ბლოკჩეინის შეფასება სრულიად გადაჭარბებულია და CBDC-ის ზოგიერთი კვლევა სარეკლამო რგოლს უფრო ჰგავს. ამის შესახებ ფედერალური რეზერვების სისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა კრის უოლერმა ეროვნული ციფრული ვალუტებისადმი მიძღვნილ ვირტუალურ სემინარზე განაცხადა. უოლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად ფედერალური სარეზერვო სისტემა მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა კერძო ბაზრებზე. საცალო CBDC-ის გამოშვებისთვის ჯერ ბაზრის მარცხი უნდა მოხდეს, მაგრამ უოლერი ამას არ ელის. ციფრული ვალუტებისადმი მიძღვნილი ნამუშევრები უფრო მეტად ფოკუსირებულია მის „ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე“, რასაც ყურადღება გადააქვს იმ საკითხიდან, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი საჭირო მოქალაქეებისთვის, განაცხადა მან. იელის უნივერსიტეტის პროფესორი გერი გორტონი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში, უოლერს შეეპასუხა. მან აღნიშნა Stablecoin-ების გაჩენა, რომლებიც ფიატს კონკურენტები გახდნენ, მაშინ როცა ადრე თითოეულ ქვეყანას ჰქონდა სუვერენიტეტი ამ საკითხში. „ფედერალურ სარეზერვო სისტემას პრობლემები შეექმნება, თუ Stablecoin-ები ფართოდ გავრცელდება. ეს არ არის აბსტრაქტული რამ, ისინი უკვე ახდენენ გავლენას ფულად ბაზარზე“, - განმარტა გორტონმა. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური რეზერვების სისტემამ აქტიურად უნდა განავითაროს CBDC და მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს ამისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში Stablecoin-ებმა შეიძლება შეავიწროვონ ციფრული ვალუტები. უოლერმა უპასუხა, რომ ფედერალური სისტემა საკმარის ყურადღებას აქცევს ამ სეგმენტის შესწავლასა და გაგებას. მიმდინარე თვეში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ Stablecoin-ები შეიცავს რისკებს აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის და საჭიროებს ახალი კანონების შემუშავებას მათ დასარეგულირებლად. იანვარში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წარმოადგინა ანგარიში CBDC-ის კვლევის შედეგების შესახებ. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ სპეციალური ციფრული ფორმის გაჩენა აშშ დოლარს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. 9 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი ავალდებულებს მარეგულირებლებს, განიხილონ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სააგენტომ Stablecoin-ები მიიჩნია, როგორც საფრთხედ ინვესტორებისა და ბაზრის მთლიანობისთვის და ასევე მოითხოვა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. ჯერომ პაუელი ეჭვქვეშ აყენებდა Stablecoin-ებისა და კრიპტოვალუტების საჭიროებას დოლარის ციფრული ვერსიის გამოჩენის შემდეგ. https://tinyurl.com/3a9x944f
  23. პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Genoa თაობის ერთ-ერთი AMD EPYC პროცესორის შესახებ: ეს ჩიპები გამოყენებული იქნება სერვერებსა და მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში. პროდუქციის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. პროცესორებს საფუძვლად უდევს მიკროარქიტექტურა Zen 4. ჩიპები დამზადებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გამოცხადებულია 1.25-ჯერ მეტი წარმადობა 7-ნანომეტრიან პროდუქტთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Geekbench-ის ტესტში ფიგურირებდა პროცესორი Genoa კოდური დასახელებით 100-000000479-13. იგი შეიცავს 32 ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 64-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 3.4 გჰც-ს. ფოტოს წყარო: Geekbench ბენჩმარკის ინფორმაციით Genoa თაობის პროცესორებს ექნება მეორე დონის (L2) 1 მბ ქეშ-მეხსიერება თითოეულ ბირთვზე. პირველი დონის ქეშის (L1) მოცულობა შეადგენს დაახლოებით 32 კბ-ს ინსტრუქციისა და მონაცემებისთვის, მესამე დონის ქეშის (L3) მოცულობა კი არის 4 მბ თითოეულ ბირთვზე. ფოტოს წყარო: VideoCardz Genoa სერიაში შევა პროდუქტები, რომლებშიც 96-მდე ბირთვის გამოყენებაა გათვლილი. ჩიპებს ექნება DDR5-5200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. https://tinyurl.com/2bvkbycw
  24. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა გააზიარა Apple-ის გეგმები iPad Pro სერიის ახალი პლანშეტების შესახებ. ამ გაჯეტების ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფოტოს წყარო: Apple ამჟამად ხელმისავწდომი iPad Pro სერიის პლანშეტები (ფოტოებზე) წარმოდგენილია 11- და 12.9-დუიმიანი დისპლეებით. პირველი მათგანის ეკრანის გაფართოება შეადგენს 2388 × 1668 პიქსელს, მეორეს შემთხვევაში - 2732 × 2048 პიქსელს. მოწყობილობებს საფუძლად უდევს საფირმო პროცესორი Apple M1 რვა ბირთვითა და ძრავ Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერებისა - 2 ტბ. როგორც ცნობილია, ახალი თაობის iPad Pro-ც წარმოდგენილი იქნება 11- და 12.9 დუიმიანი ეკრანიანი მოდელებით. გამოყენებული იქნება OLED მატრიცა. უფროს მოდელს ექნება განათება Mini LED, რომელშიც გათვალისწინებულია მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენება. მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს ჩიპი Apple М2, რომელიც აერთიანებს რვა ბირთვსა და გრაფიკულ ამაჩქარებელს ცხრა ან ათი ბირთვით. წარმოების ტექნოლოგია 4-ნანომეტრიანია. სამომავლო პლანშეტებს ექნება უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა, რომლის დებიუტი შედგა iPhone 12 სერიის სმარტფონებში. მაგნიტების წყალობით უზრუნველყოფილია დამტენი მოწყობილობისა და გაჯეტის ზუსტი ურთიერთგანლაგება, რაც ენერგიის მარაგის შევსების მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. https://tinyurl.com/2mnmph8v
  25. ბლოკჩეინის ტექნოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტენდენციად ფინანსურ, სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს შორის მთელს მსოფლიოში. გთავაზობთ მიმოხილვას ბოლოდროინდელი ყველაზე საინტერესო ინიციატივების შესახებ. ბრაზილია ახდენს ბლოკჩეინის ინტეგრაციას ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ბრაზილიის ხელისუფლება ქმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმას ბიუჯეტის ფინანსების მოძრაობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამის შესახებ პორტალი do Bitcoin იტყობინება. ბრაზილიის განვითარების ბანკის ბლოკჩეინის ინიციატივების ხელმძღვანელმა გლადსტონ არანტესმა განაცხადა, რომ Rede Brasil de Blockchain-ის დეველოპერებმა საბაზისო პლატფორმად აირჩიეს Hyperledger Besu 2.0 კონსენსუსის პროტოკოლის სისტემა. პროექტის ქსელი გამოიყენებს უფლებამოსილების დამადასტურებელი კონსენსუსის სისტემას. ხელისუფლება მთელი სახელმწიფო ხარჯების გადატანას Rede Brasil de Blockchain-ზე აპირებს. ვისკის მწარმოებელი ბლოკჩეინს გამოიყენებს ფალსიფიკაციასთან ბრძოლისთვის შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი The Whiskey Barrel ნერგავს ბლოკჩეინს, რათა გადაამოწმოს ერთ ალაოზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელების შეზღუდული კოლექციის, Glen Moray-ს ავთენტურობა. ინფორმაციას Decanter ავრცელებს. ტირაჟი წარმოდგენილია 152 ბოთლით, რომლის ღირებულება 350 ფუნტია (დაახლოებით 460 დოლარზე მეტი). კოლექციის ნაწილი წარმოდგენილია NFT-ების სახით, რომლებიც იმოქმედებენ, როგორც ციფრული სერთიფიკატები Solana-ს ბლოკჩეინზე. ვისკის თითოეულ ბოთლს მიენიჭა უნიკალური QR კოდი საჯარო რეესტრში ინფორმაციის წვდომისთვის, რათა შემცირებულიყო ყალბის შეძენის რისკი. კომპანიის მომხმარებლები ასევე მიიღებენ მონაცემებს მიწოდების ჯაჭვებისა და წარმოების პირობების შესახებ. Unilever ბლოკჩეინს გამოიყენებს პალმის ზეთის მიწოდების თვალყურის დევნებისთვის სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზრებზე ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა Unilever Corporation-მა კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ის შემქმნელთან ერთად წარმოადგინა საპილოტე ბლოკჩეინ-პროექტი GreenToken. ინიციატივა მიზნად ისახავს რეალურ დროში თვალყური ადევნოს მიწოდების ქსელებს, წარმოების პირობებს და პროდუქტის შემადგენლობას. კონცეფცია უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი ინდონეზიაში. შეფუთვაზე QR კოდის სკანირებით კომპანიები და მომხმარებლები შეძლებენ გაარკვიონ პროდუქტში პალმის ზეთის პროცენტული რაოდენობა და დარწმუნდნენ მის ეკოლოგიურ წარმომავლობაში. ჩინეთის სასამართლოები იწყებენ მტკიცებულებების მიღებას ბლოკჩეინზე ჩინეთის შიდა მონღოლეთისა და სიჩუანის პროვინციების სასამართლოებმა ბლოკჩეინის გამოყენებით ჩაწერილი მტკიცებულებების გამოყენება დაუშვეს. პირველ პრეცედენტებს შორის არის ბლოკჩეინ-ხელშეკრულების, როგორც საქმის მტკიცებულების, ოფიციალური ჩართვა საქმეში, რომლითაც პროტესტდებოდა შიდა მონღოლეთში სესხის ხელშეკრულება. სიჩუანში სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი მუსიკალური ნაწარმოების ქურდობისა და კომერციული მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე. საფუძვლად ასევე გამოყენებული იქნა მტკიცებულება ბლოკჩეინზე. https://tinyurl.com/ykmkxb3a
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.