Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. Bitcoin-ბირჟა Binance-მა გამოაცხადა კომპანია Bifinity-ს ამოქმედება, რომელიც გვევლინება, როგორც ფიატურ და ციფრულ ვალუტებში გადახდების ოფიციალური პროვაიდერი. „Bifinity-ს მოწინავე საგადახდო ინფრასტრუქტურა აერთიანებს კომპანიებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამყაროდან“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. ახალ პლატფორმაზე მხარდაჭერილია: 50-ზე მეტი კრიპტოაქტივი; პოპულარული გადახდის მეთოდები და სისტემები, როგორიცაა VISA და Mastercard; „მარტივი, ინტუიციურად გასაგები და უწყვეტი API ინტეგრაცია ტრეიდერებისთვის; გადახდების დამუშავება დაბალი საკომისიოთი. Bifinity-მ პარტნიორობის შეთანხმება დადო პლატფორმებთან Safepal, Zilliqa, EQONEX და Checkout.com.  სხვა საკითხებთან ერთად Binance-მა გამოაცხადა ევროსა და ბრიტანულ ფუნტში გადახდების სრული განახლება SEPA და Faster Payments სისტემების მეშვეობით. https://tinyurl.com/479jmhky
  2. ევროპელ მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ვიდეო დაფების ყიდვა სურთ, სიხარულის მიზეზი აქვთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაფებზე ფასები ამჟამად მინიმალურია ერთი წლის წინანანდელ მდგომარეობასთან შედარებით. 3DCenter-ის ანგარიში აჩვენებს, რომ RTX 3000 და Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები 41%-ით და 35%-ით აღემატება სარეკომენდაციო საცალო ფასებს გერმანიის საცალო მაღაზიებში, შესაბამისად. როგორც ხედავთ, სარეკომენდაციოსგან ფასები ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ეს არის მინიმალური ღირებულება გასული წლის იანვრიდან მოყოლებული. იმ დროს განსხვავება იყო 42% AMD-ს და 34% Nvidia-ს შემთხვევაში. ორივე კომპანიის ვიდეო დაფებზე ფასები 12 დეკემბრის შემდეგ მცირდება. იმ დროს მათი ფასები სარეკომენდაციოს 80%-ით აღემატებოდა. გასული წლის მაისში, როდესაც კრიპტოვალუტების კურსი მაქსიმალური იყო, NVIDIA-ს ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე 218%-ით მაღალი იყო, AMD-ს კი - 116%-ით. გერმანულ საცალო ვაჭრობაში ხელმისაწვდომობა უმჯობესდება და მაქსიმალურია მას შემდეგ, რაც 3D Center-მა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ეს ყველაფერი ხდება Ethereum-ის კურსის ვარდნის ფონზე და დიდი ალბათობით დამთხვევას არ წარმოადგენს, წერს Techspot. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ვიდეო დაფების მიწოდება 2021 წლის ბოლო კვარტალში გაიზარდა. 29 მარტს მოსალოდნელია ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს გამოსვლა. NVIDIA-მ ასევე შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 3050-ის ორი ახალი ვერსია. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ახალი თაობის ვიდეო დაფების გამოსვლა Nvidia-ს, AMD-სა და Intel-ისგან. https://tinyurl.com/bddj7m9e
  3. გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen ააშენებს 2 მლრდ ევროს ღირებულების ქარხანას მთავარ საწარმოსთან ახლოს ვოლფსბურგში. ახალი პლატფორმა გამოყენებული იქნება სამომავლო ფლაგმანურ ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის. ქარხნის მშენებლობა დაიწყება 2023 წელს, პირველი ელექტრომობილები კი კონვეირზე 2026 წლისთვის გავა. ფოტოს წყარო: Electrek არსებული ცნობების თანახმად Volkswagen-ის ფლაგმანური ელექტრომობილის შემუშავების პროექტი პროგრამა Audi Artemis-ის ანალოგიურია, რომლის ფარგლებში იგეგმება მაღალეფექტური ავტომობილების სერიის შექმნა ელექტრო ძრავზე. Trinity-ს შესახებ ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი. Volkswagen-მა განაცხადა მხოლოდ ის, რომ ფლაგმანური ელექტრომობილი გამორჩეული იქნება „დამუხტვის გაცილებით მცირე დროით და 700 კმ-ზე მეტი გავლის მარაგით“. ამჯერად კი ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ Trinity გამოვა ახალი ქარხნიდან, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. „Volkswagen-მა მიაღწია კიდევ ერთ ეტაპს ტრანსფორმაციის გზაზე: ახალი კომპლექსი ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის, რომლის ინვესტიცია 2 მლრდ ევროს შეადგენს და აშენდება მთავარ ქარხანასთან ახლოს ვოლფსბურგში. კონცერნის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ახალი ქარხანა გადამწყვეტი კომპონენტია Volkswagen-ის მთავარი საწარმოს მოდერნიზაციის უდიდეს პროგრამაში“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. გერმანულმა ავტომწარმოებელმა აგრეთვე განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს წარმოების სიჩქარე და ეფექტურობა. კომპანიის მიზანია ერთი ელექტრომობილის აწყობა 10 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდეს. ამჟამად კომპანიის ერთი ელექტრომობილის წარმოებას დაახლოებით 30 საათი სჭირდება. https://tinyurl.com/yc7u74b7
  4. კრიპტო ბირჟა FTX-მა დაამატა Terra-ს ეკოსისტემის ალგორითმულ Stablecoin UST-ის მხარდაჭერა. ადრე ბირჟაზე გამოჩნდა UST/USDT და UST/USD წყვილები სპოტ ვაჭრობისა და უვადო კონტრაქტებით ტრეიდინგისთვის. CoinGecko-ს მიხედვით საბაზრო კაპიტალიზაციის რეიტინგში აქტივი TerraUSD (UST) მე-14 ადგილს იკავებს 13.6 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით და უსწრებს Maker-ის დეცენტრალიზებულ Stablecoin DAI-ს (9.46 მლრდ აშშ დოლარი). წყარო: CoinGecko. Terra-ს ეკოსისტემის ტოკენ LUNA-ს კაპიტალიზაცია შეადგენს 29.4 მლრდ აშშ დოლარს და უკავია რეიტინგის მეშვიდე ადგილი. Stablecoin-ების სეგმენტის ზრდისა და Terra-ს DeFi-ეკოსისტემების პოპულარობის ფონზე UST-ის ბაზრის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 36%-ით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წყარო: CoinGecko შეგახსენებთ, LUNA-ს ღირებულებამ სტეიკინგში 30 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://tinyurl.com/58tzvnj2
  5. როგორც რესურსი VideoCardz აცხადებს, კომპანია AMD-მ გააზიარა Threadripper PRO 5000 სერიის პროცესორების მახასიათებლები. PRO პრეფიქსის არმქონე ჩიპებს ჯერჯერობით საუბარი არ ეხება და, როგორც ჩანს, მათ პირველ რიგში ვიხილავთ მაღალი წარმადობის კომპიუტერებში - სერიის დებიუტი შედგება Lenovo ThinkStation P620 დესკტოპებში. ფოტოს წყარო: amd.com კომპანიამ დაადასტურა, რომ Threadripper PRO 5000 სერიაში შევა ხუთი მოდელი, რომელთაგან ყველაზე მძლავრი იქნება 64-ბირთვიანი (128-ნაკადიანი) 5995WX საბაზისო სიხშირით 2.7 გჰც. აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა ჩიპს ექნება ერთი და იგივე მაქსიმალური სიხშირე 4.5 გჰც, ხოლო საბაზისო მაჩვენებლები განსხვავებული იქნება. სერიაში არ შევა 48-ბირთვიანი მოდელები - სიდიდით მეორე იქნება 32-ბირთვიანი ჩიპი 5975WX სიხშირით 3.6 გჰც. ამრიგად, საბაზისო რეჟიმში იგი 100 მჰც-ით, მაქსიმალურ სიხშირეზე კი 300 მჰც-ით სწრაფი იქნება წინამორბედთან შედარებით. ფოტოს წყარო: videocardz.com AMD Ryzen Threadripper 5965WX მოდელს ექნება 24-ბირთვი და 48 ნაკადი, საბაზისო სიხშირე - 3.8 გჰც, მაქსიმალური კი - 4.5 გჰც. სერიაში ასევე შედის 16- და 12-ბირთვიანი მოდელები 5955WX (4.0 გჰც) და 5945WX (4.1 გჰც). ყოველი ჩიპის შემთხვევაში TDP-ის დონე იქნება 280 ვატი, რაც შეესაბამება Threadripper 3000 სერიის მახასიათებლებს. მხარდაჭერილი დედა დაფების შესახებ AMD-ს არაფერი უთქვამს, თუმცა დიდი ალბათობით ესენი იქნება მოდელები აქტუალურ WRX80 ჩიპსეტზე განახლებული BIOS-ით. https://tinyurl.com/32umtjya
  6. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს რენდერები (სავარაუდოდ ოფიციალური), რომელიც high-end კლასს მიეკუთვნება. იგი შესაძლოა გახდეს პირველი სერიული მოწყობილობა პლატფორმაზე - Snapdragon 8 Gen 1 Plus. ფოტოს წყარო: weibo.cn სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს ახალი ფოტოები ადრე გამოქვეყნებული რენდერების მსგავსია - მოწყობილობის გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი იქნება უკანა პანელზე დიდ, მრგვალ მოდულში განთავსებული კამერების ბლოკის არასტანდარტული გაფორმება. დამატებითი დისპლეი უკანა პანელზე ახალ მოდელს არ ექნება - შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ Xiaomi 11 Ultra-ში განხორციელებული ექსპერიმენტალური გადაწყვეტილება არასაკმარისად ეფექტურად ჩათვალა. როგორც ცნობილია, ფლაგმანურ სმარტფონს ექნება პერისკოპული ტელეობიექტივი ხუთმაგი ზუმით. გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს უნიკალური გადაწყვეტილება - თავად Xiaomi-ს მიერ შექმნილი გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი და Leica-ს ტექნოლოგიები, რომელმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. Xiaomi 12 Ultra, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი, შესაძლოა იყოს პირველი მოწყობილობა ბაზარზე გაუმჯობესებულ ფლაგმანურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 1 Plus-ით, რომელსაც უფრო მაღალი წარმადობა ექნება საბაზისო ვერსია Snapdragon 8 Gen 1-თან შედარებით. https://tinyurl.com/2p9etj5v
  7. მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე პირველად შემცირდა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. მაჩვენებელმა 27.55 მილიონი (T) შეადგინა. პროცენტულ შეფარდებაში შემცირება წინა მოვლენის ანალოგიური - 1.49% აღმოჩნდა. წყარო: BTC.com. დაახლოებით ორკვირიან პერიოდში, რომელიც ყოფს მაჩვენებლის გადაანგარიშებებს, საშუალო ჰეშრეითმა შეადგინა დაახლოებით 197 EH/s - წინა დროის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 200 EH/s იყო. იმ დროს სირთულის მხრივ დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი - 29.97 Т.  Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის ცვლადმა შვიდდღიანმა საშუალო მაჩვენებელმა მიაღწია 17 თებერვლის მაქსიმუმს, 214.7 EH/s-ს, შემდეგ კი კლებისკენ გადავიდა. წყარო: Glassnode. 2021 წელს ჰეშრეითმა მაისში დაიწყო კლება სიჩუანში მაინერების ელექტრომომარაგების პრობლემების გამო. შემცირება გაგრძელდა აკრძალვის გამო ინდუსტრიის მოთამაშეების ჩინეთიდან გასვლის შედეგად. ასევე შემცირდა გამომთვლელ სიმძლავრესთან კორელირებადი სირთულე. ერთ-ერთი გადაანგარიშების შეჯამებით ივლისში ვარდნამ რეკორდული 27.94% შეადგინა. ორივე მაჩვენებელმა აღდგენა აგვისტოსკენ დაიწყო. იმ დროს Bitcoin-ის ჰეშრეითის წილის ლიდერი პირველად გახდა აშშ. შეგახსენებთ, თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი 13%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და ოდნავ გადააჭარბა 1 მლრდ აშშ დოლარს. https://tinyurl.com/2j4pe4ya
  8. მიმდინარე თვიდან AMD, Intel და NVIDIA იწყებენ ახალი და განახლებული ვიდეო დაფების გამოშვებას. დესკტოპ მოდელების გამოსვლის თარიღებისა და მოსალოდნელი მახასიათებლების შესახებ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვა რესურს 3DCenter-მა. Intel-ის შემთხვევაში გამოშვების დრო ოფიციალურად გაჟღერდა, პროდუქტების ბაზარზე გამოსვლა დაიწყება პირველი კვარტლის ბოლოს. ჯერ გამოვა მობილური ვიდეო დაფები, მეორე კვარტალში - დესკტოპ მოდელები, წლის ბოლოს კი - პროფესიონალური ვიდეო დაფები. პროდუქტების დეტალური მახასიათებლები კომპანიას არ გაუხმაურებია. NVIDIA-მ ასევე ოფიციალურად გამოაცხადა GeForce RTX 3090 Ti-ს გამოშვება, მაგრამ ვიდეო დაფა ჯერ არ გამოჩენილა გაყიდვაში და კომპანია არ განმარტავს ამის მიზეზებს. არაოფიციალური ცნობების თანახმად ამაჩქარებელი მარტის ბოლოს გამოჩნდება. AMD არ საუბრობს ახალ მოდელებზე, ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება ინსაიდერების მოსაზრებებს. როგორც ამბობენ, Radeon RX 6000 სერიები განახლდება სამი მოდელით - 6950XT, 6750XT და 6650XT, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს 18Gbps GDDR6 მეხსიერება. ასევე მოსალოდნელია RX 6500-ის გამოჩენაც. ვარაუდობენ, რომ მახასიათებლებით იგი 6400-ის მსგავსი იქნება, მაგრამ მისგან განსხვავებით საცალო ვაჭრობაში გამოვა. https://tinyurl.com/yc69ba94
  9. ტაივანური კომპანია TSMC ირწმუნებოდა, რომ პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიულ წარმოებას 2022 წლის მეორე ნახევარში აითვისებდა, თუმცა მალევე დაიწყო ტექნოპროცესის მეორე თაობაზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაა N3E. მისი სერიული წარმოება 2023 წლის მესამე კვარტალში უნდა დაწყებულიყო და შემოეთავაზებინა წლიური პროდუქციის უფრო მეტი მოცულობის გამოშვება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტექნოპროცესი N3E დაგეგმილზე ერთი კვარტლით ადრე გახდება ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: TSMC ამ სიახლეზე საუბრის საფუძველს იძლევა Morgan Stanley-ს ანალიტიკურ ჩანაწერებში ერთ-ერთი ცნობილი ტაივანელი ტექნობლოგერის მიერ გამოქვეყნებული ცნობები. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წლიური პროდუქციის გამოსვლა N3E ტექნოპროცესის მეშვეობით გაუმჯობესდება და მისი მასიურ წარმოებაში დანერგვა 2023 წლის მეორე კვარტალში იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად N3E ტექნოპროცესი ითვალისწინებდა EUV ლითოგრაფიის გამოყენებით წარმოებული ფენების რაოდენობის ოთხი ერთეულით შემცირებას N3B ტექნოპროცესთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება. ასეთი ნაბიჯი გაამარტივებს კომპონენტების წარმოებას, თუმცა აიძულებს TSMC-ის დამკვეთებს, შეწირონ შესაბამისი პროდუქტების ზოგიერთი მახასიათებელი. წყარო იუწყება, რომ ტრანზისტორების სიმკვრივე N3E ტექნოპროცესში მცირდება მხოლოდ 8%-ით N3B-სთან შედარებით. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით ის მაინც 60%-ით მაღალია და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სამომხმარებლო თვალსაზრისით. არაოფიციალური წყაროები ამ დრომდე TSMC-ის პირველი თაობის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის პოტენციურ მომხმარებლებად მოიხსენიებდნენ ძირითადად Apple-ს, Qualcomm-სა და Intel-ს, ზოგჯერ კი - AMD-ს, NVIDIA-ს და MediaTek-ს. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო სამი კომპანია უპირატესობას მიანიჭებს დაელოდოს N3E ტექნოპროცესის ათვისებას. კვარტალურ კონფერენციაზე TSMC-ის წარმომადგენლებმა ერთხელ განაცხადეს, რომ კომპანია პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის დამკვეთებისთვის მიწოდების შედეგად შემოსავლის მიღებას მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. რეალურად, N3B და N3E ტექნოპროცესები დროში არ გაიწელება ისე, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ახალი ვერსიის ტექნოლოგიის უპირატესობებით სარგებლობას სავარაუდოდ TSMC-ის ბევრი მომხმარებელი მოისურვებს. https://tinyurl.com/2p98kze3
  10. 2022 წლის თებერვალში Bitcoin-ის მაინერებმა გამოიმუშავეს 13%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 1.06 მლრდ აშშ დოლარი. წყარო: ForkLog. შემოსავლებში საკომისიოს წილი სულ 1.24% - 12.9 მლნ აშშ დოლარი იყო. პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი უკვე მეოთხე თვეა კლებულობს მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში 1.72 მლრდ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ ეს მაჩვენებელი მიუახლოვდა მაქსიმუმს, რომელიც დაფიქსირდა მარტში - 1.74 მლრდ აშშ დოლარი. ანალოგიურ ტენდენციას აფიქსირებს Ethereum მაინერების შემოსავალი, რომელმაც კლება დაიწყო ნოემბრის შემდეგ. იმ დროს მან 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თებერვლისთვის კი 1.8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, წინა თვესთან შედარებით კლება დაახლოებით 35% იყო. წყარო: ForkLog. საკომისიო ტრადიციულად შეადგენს კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავლის მნიშვნელოვან წილს, თებერვალში იგი 66%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის სექტემბრის შემდეგ. მაინერების შემოსავლები მცირდება ქსელის მაჩვენებლების ზრდის ფონზე: Bitcoin-ის ჰეშრეითმა თებერვალში დააფიქსირა ახალი მაქსიმუმი ისევე, როგორც მაინინგის სირთულემ. Ethereum-ის გამომთვლელმა სიმძლავრემაც რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. Glassnode-ის თანახმად 18 თებერვალს მოძრავმა შვიდდღიანმა საშუალომ 960.4 TH/s შეადგინა. წყარო: Glassnode. უძველესმა Bitcoin-მაინინგის პულმა Slush Pool-მა ჰეშრეითის ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად მიმართა და 10 BTC შესწირა ფონდს „Повернись живим“. FlexPool-მა, Ethereum-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაინინგ პულმა,შეწყვიტა რუსეთის IP მისამართების მომსახურება უკრაინაში შეჭრის გამო. https://tinyurl.com/yck8tshn
  11. ხმები Apple-ის განზრახვის შესახებ - მარტში გამართოს ახალი პროდუქტების წლევანდელი პირველი პრეზენტაცია, ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შედგა ამ ღონისძიების ანონსი, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში და გადაიცემა როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე YouTube პლატფორმაზე. პრეზენტაციის სლოგანია „მაქსიმალური წარმადობა“ (Peek performance). სამომავლო მოწყობილობებს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Apple დააანონსებს ახალ iPhone SE-ს 5G მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ს და რამდენიმე კომპიუტერს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ლეპტოპი MacBook Pro ახალი საფირმო M2 ჩიპით. როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ს არ გაუზიარებია წინასწარი ინფორმაცია, თუ რა ელოდებათ მომხმარებლებს პრეზენტაციაზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია მესამე თაობის iPhone SE-ის ანონსი, რომელსაც ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა. არაოფიციალური ცნობების თანახმად მოწყობილობა მემკვიდრეობით მიიღებს 2020 წლის მოდელის (უფრო სწორად, iPhone 8-ის კიდევ უფრო ძველი დიზაინის) იერსახეს, მაგრამ განსხვავებული იქნება უფრო მძლავრი აპარატურით, რომელიც აგებულია საფირმო A15 Bionic პროცესორზე (გამოიყენება iPhone 13-ში). კიდევ ერთი სიახლე იქნება პლანშეტი iPad Air, რომელსაც ასევე ექნება 5G. წარმადობის მხრივ პლანშეტი დიდწილად მოგვაგონებს აქტუალურ iPad mini-ს: მასაც ექნება პროცესორი A15 Bionic, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი ფრონტალური კამერა და ფლეშ-განათება ოთხი შუქდიოდით. დიზაინს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, იგი ნასესხები იქნება წინა აქტუალურ მოდელ iPad Air-ისგან, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სიახლე მომავალ ღონისძიებაზე შეიძლება იყოს ახალი Mac კომპიუტერი, მაგრამ ამის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე შესაძლებელია ახალი MacBook Pro-ს გამოჩენა, რომელიც აგებულია საფირმო Arm-პროცესორ M2-ის ბაზაზე. რეალურად რას უმზადებს Apple მომხმარებლებს, შეგიძლიათ გაიგოთ ონლაინ-ტრანსლაციის დროს რამდენიმე დღეში. https://tinyurl.com/2p8ty9p5
  12. კომპანია LG-მ წარადგინა 48-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი UltraGear 48GQ900. მასში გამოყენებულია OLED მატრიცა და აქვს HDMI 2.1 სტანდარტის მხარდაჭერა. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორი UltraGear 48GQ900 სრულად თავსებადია Xbox Series X და PlayStation 5 კონსოლებთან და მხარდაჭერილია კადრის ცვლადი განახლების ტექნოლოგია Variable Refresh Rate (VRR) 120 ჰერცამდე სიხშირით. ფოტოს წყარო: LG კომპანიას ყველა დეტალი არ გაუსაჯაროვებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მონიტორ LG UltraGear 48GQ900-ს გააჩნია 4K გაფართოების მხარდაჭერა, აგებულია არეკვლის საწინააღმდეგო საფარის მქონე 10-ბიტიან მატრიცაზე და აქვს DisplayHDR სტანდარტის სერტიფიკაცია. HDMI 2.1 კონექტორის გარდა ხელმისაწვდომია DisplayPort. კომპანიის თქმით UltraGear 48GQ900 გაყიდვაში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოვა. კომპანიას მონიტორის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. მისი ზომისა და OLED მატრიცის გამოყენების გათვალისწინებით მოწყობილობა ნამდვილად არ იქნება ხელმისაწვდომი. LG UltraGear 24GQ50F-B 48-დუიმიანი UltraGear 48GQ900 მოდელის გარდა კომპანიამ ასევე წარადგინა უფრო კომპაქტური მოდელები UltraGear 27GQ50F-B (27 დუიმი) და UltraGear 24GQ50F-B (24 დუიმი). მათი გაფართოებაა Full HD და კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცამდე. ახალ მონიტორებში მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. ორივე მოდელში გამოყენებულია VA მატრიცა, კონტრასტულობის დონეა 3000:1, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 250 კდ/მ2. LG UltraGear 24GQ50F-B ორივე მონიტორს აქვს ორი HDMI კონექტორი, ერთი DisplayPort და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. LG UltraGear 27GQ50F-B და UltraGear 24GQ50F-B მოდელები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მათი ფასიც ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/4t23x95r
  13. ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა (CME) გამოუშვებს ოფციონურ კონტრაქტებს, რომელთა ძირითადი აქტივები იქნება Bitcoin-ისა და Ethereum-ის მიკროფიუჩერები. ინსტრუმენტებით ვაჭრობა დაიწყება 2022 წლის 28 მარტს მარეგულირებლების მიერ დამტკიცების შემდეგ. „ოპციონური კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას მისცემს ეფექტურად მოახდინონ ბაზრის მოვლენების ჰეჯირება უფრო დიდი სიზუსტით და მოქნილობით, რაც ნებისმიერი ზომის ტრეიდერს მისცემს ციფრულ აქტივებზე წვდომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. CME-მ გამოუშვა Micro Bitcoin (MBT) მაისში, Micro Ethereum (MET) - 2021 წლის დეკემბერში. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითადი აქტივის მეათედს და არის საანგარიშსწორებო. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ბაზარზე ინსტრუმენტების მიმოქცევის დროს მათი საერთო ვაჭრობის მოცულობამ 5.2 მილიონ კონტრაქტს გადააჭარბა. ფიუჩერსებისგან განსხვავებით ოფციონი აძლევს მფლობელს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას - იყიდოს ან გაყიდოს ძირითადი აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გლობალური სტანდარტების შემუშავება. https://tinyurl.com/yckshdmm
  14. კომპანია GIGABYTE უშვებს AERO 16 სერიის 16-დუიმიანი ლეპტოპების ოთხ მოდელს დეველოპერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის მე-12 თაობის Core პროცესორებით. AERO 16 - ეს არის 16-დუიმიანი ლეპტოპი Core i9-12900HK ან Core i7-12700H პროცესორით. მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობით და აქვს წვრილი ჩარჩო ოთხივე მხრიდან, რის შედეგად უზრუნველყოფილია ეკრანის ისეთივე ფართობი, როგორც წინა AERO 15 სერიის 16-დუიმიან პანელებში. ყველა მოდელს აქვს 16-დუიმიანი OLED-პანელი 3840 x 2400 პიქსელი გაფართოებით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამითა და DisplayHDR 500 TRUE BLACK-თან თავსებადობით. AERO 16 YE5-94JP948HP მოდელს აქვს პროცესორი Core i9-12900HK, 32GB DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაყიდვაში გამოვა მარტის დასაწყისში და, როგორც მოსალოდნელია, გაიყიდება დაახლოებით 5300 აშშ დოლარად. AERO 16 XE5-73JP938HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაიყიდება მარტის ბოლოდან დაახლოებით 3600 აშშ დოლარად. AERO 16 XE4-73JP914HH მოდელი აღჭურვილია Core i7-12700H პროცესორით, აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti, 1 ტბ SSD (PCIe 4.0 ინტერფეისით) და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მისი საცალო ფასი დაახლოებით 3300 აშშ დოლარს შეადგენს. AERO 16 KE4-72JP914HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Laptop, 1 ტბ SSD (PCIe 4.0), Windows 11 Pro. იგი მარტის ბოლოს გამოვა და საცალო ფასი იქნება დაახლოებით 286 000 იენი. ყველა ლეპტოპის ზომაა 356 x 248.5 x 22.4 მმ, წონა - 2.3 კ, ბატარეის მოცულობა - 99 ვტ/სთ. https://tinyurl.com/yckryn9p
  15. კომპანია Oppo-მ გამოფენა MWC 2022-ზე დააანონსა სწრაფი დამუხტვა SuperVOOC სიმძლავრით 150 ვატი, რომელიც საშუალებას იძლევა 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დაიმუხტოს 5 წუთში, 100%-მდე კი - 15 წუთში. მასთან ერთად გამოიყენება ბატარეის აღდგენის ტექნოლოგია „Battery Health Engine“ (BHE), რომლის წყალობით თითქმის ორმაგდება ბატარეის ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა. OPPO-ს განცხადებით, ტექნოლოგია BHE გარანტიას იძლევა, რომ სმარტფონის ბატარეა შეინარჩუნებს თავდაპირველი მოცულობის 80%-ს დამუხტვის 1600 ციკლის შემდეგ, რაც ორჯერ აღემატება საწარმოო სტანდარტს. ტექნოლოგია გულისხმობს ძაბვის სიმძლავრის რეგულირებას უარყოფითი მუხტის მქონე ელექტროდების მუშაობაზე დამოკიდებულების შესაბამისად. 150-ვატიანი დამტენი SuperVOOC მუშაობს 20 ვოლტ ძაბვასა და 7.5 ამპერ სიმძლავრეზე. OPPO-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია შემოწმდა გაგრილებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ დამუხტვის ზემოთ მითითებული სიჩქარეები მიღწეულ იქნა სმარტფონებში, რომლებიც მუშაობდნენ თვითმფრინავის რეჟიმზე გამორთული ეკრანებით. ფოტოს წყარო: androidheadlines.com დავამატებთ, რომ კომპანია Realme-მაც დააანონსა სწრაფი 150-ვატიანი დამუხტვის ტექნოლოგია UltraDart. Realme ეკუთვნის BBK Electronics-ს, რომელიც კომპანია Oppo-ს (და OnePlus-ის) მშობელი კომპანიაა. 150-ვატიანი დამუხტვა UltraDart მახასიათებლებით SuperVOOC-ის მსგავსია, თუმცა Oppo-სგან განსხვავებით კომპანია Realme-მ დაასახელა პირველი მოწყობილობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით - ეს იქნება სმარტფონი GT Neo 3. ფოტოს წყარო: xda-developers.com SuperVOOC დამუხტვის მქონე OnePlus სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვა. პარალელურად წარმოდგენილ იქნა SuperVOOC-ის უფრო მძლავრი, 240-ვატიანი ვერსიის მუშაობა. ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია 24 ვოლტი ძაბვა და 10 ამპერი სიმძლავრე. შედეგად შესაძლებელი იქნება 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის 9 წუთში 100%-ით დამუხტვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უსაფრთხო იქნება. კერძოდ, 13 სენსორი მონიტორინგს გაუწევს სხვადასხვა ელემენტის ტემპერატურას. https://tinyurl.com/mrxbwwb6
  16. კერძო და საბირჟო საფულეებს შორის კრიპტოვალუტების გადაადგილების დინამიკა მიუთითებს ინვესტორების გარკვეულობის ნაკლებობაზე ციფრული აქტივების ბაზარზე მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CoinDesk Bank of America-ს (BofA) ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსების აზრით ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების გამკაცრება შეზღუდავს კრიპტოვალუტების ზრდას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, BofA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ახალი „კრიპტოზამთრის“ დასაწყისი, რადგან მომხმარებლების მიერ ციფრული აქტივების მიღების დონე და დეველოპერების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბირჟებიდან Bitcoin-ების დაფიქსირებული გადინება გამყიდველების იმპულსის ამოწურვაზე მიუთითებს. ამავდროულად, Ethereum-ის შემოდინება ამ პლატფორმების მისამართებზე შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ზეწოლაზე კაპიტალიზაციის მხრივ მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ფასზე - განაცხადა BofA-მ. მოხსენების თანახმად ბირჟებზე Stablecoin-ების შემოდინება ზედიზედ მეორე კვირაა სუსტდება. გასული კვირის შედეგებით წინა შვიდდღიან პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას არსებულ გარემოში. ბანკმა დაამატა, რომ ციფრული აქტივების ბაზრისთვის გაძნელდება მიმდინარე ფასების დიაპაზონიდან გასვლა, სანამ შესაძლო რეცესიის შიშები არ შემცირდება Glassnode-ის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში Bitcoin-ის საბირჟო ბალანსები გაიზარდა 83.9 მილიონი აშშ დოლარით, Ethereum-ისა – 362.5, USDT-ს კი - 261.2 მლნ აშშ დოლარით. Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს კრიპტობაზრის პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სპეციალისტების თქმით ტრეიდერებს შორის ჭარბობს დათვური განწყობა, თუმცა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის წარმოქმნილი არასტაბილურობა შესაძლოა შესყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდეს. შეგახსენებთ, რომ FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ციფრულ ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/3c5tdxa7
  17. როგორც რესურსი VideoCardz განმარტავს, კომპანია NVIDIA-ს სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად შემუშავებაში არსებული დრაივერების შესახებ ინფორმაცია ენთუზიასტების ხელში მოხვდა. მათ შეისწავლეს NVIDIA-ს სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული სამომავლო გრაფიკული პროცესორებისა და გამომთვლელი არქიტექტურის პირობითი დასახელებები. ფოტოს წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი Hopper და Ada Lovelace არქიტექტურების შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - პირველი მათგანი მოერგება გამომთვლების აჩქარების სეგმენტს, მეორე კი - გეიმინგს. არქიტექტურა Blackwell-ის შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდი, რომ ამგვარ სახელწოდებას Hopper-ის მემკვიდრე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიდ ბლექველის ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც სპეციალიზირებული იყო სტატისტიკაში და გახლდათ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ასოციაცია გათვალისწინებული იყოს გეიმინგ არქიტექტურისთვის. პარალელურად, VideoCardz-მა ჩამოთვალა დრაივერებში აღმოჩენილი Ada Lovelace სერიის გეიმინგ გრაფიკული პროცესორების დასახელებები: AD102, AD103, AD104, AD106, AD107 და AD10B (ბოლო მათგანის შემთხვევაში 8-ის ნაცვლად რატომღაც “B“ აღმოჩნდა). Hopper არქიტექტურისთვის გათვალისწინებულია GH100 და GH202 სერიები, Blackwell თაობა კი წარმოდგენილია ჩიპებით GB100 და GB102. https://tinyurl.com/y2fk5dse
  18. ისეთი კომპანიების მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, რომლებიც ტრანსპორტისთვის ავტოპილოტირების სისტემებს ქმნიან, კალიფორნია დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ კონსერვატიულ პოლიტიკას ამგვარი მანქანების საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გამოცდასთან მიმართებაში. და მაინც, კომპანიებმა Waymo-მ და Cruise-მა მიმდინარე კვირაში ნებართვა მიიღეს კალიფორნიაში დაიწყონ უპილოტო ტაქსების ტესტირება მგზავრებისგან ტრანსპორტირების საფასურის სანაცვლოდ. ფოტოს წყარო: Waymo როგორც Reuters აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე კომპანიას მიენიჭა გარკვეული შეზღუდვების პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დროსა და ტერიტორიაში გარკვეულ შეზღუდვას, აგრეთვე აუცილებელია, რომ საჭესთან დაზღვევის მიზნით მძღოლი იმყოფებოდეს. ადრე სატესტო მგზავრობები ხორციელდებოდა მგზავრებისგან საფასურის მიღების გარეშე. General Motors-ის შვილობილი კომპანია აგრეთვე ცდილობს მოიპოვოს ნებართვა სრულად ავტომატური მანქანების პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომლებსაც არ აქვთ კონტროლის სტანდარტული ინსტრუმენტები და არ არის გათვალისწინებული დამზღვევი მძღოლის თანდასწრება. Cruise უფლებამოსილია კომერციული სამგზავრო ტრანსპორტირება განახორციელოს სან-ფრანცისკოს შერჩეულ ქუჩებზე საღამოს 10:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე 48 კმ/სთ სიჩქარით. კონკურენტმა Waymo-მ, რომელიც Google-თან ერთად ჰოლდინგ Alphabet-ის ნაწილია, მოიპოვა მგზავრების გადაყვანის უფლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს გარკვეულ რაიონებში 104 კმ/სთ-მდე სიჩქარით. ორივე კომპანიას ეკრძალება ძლიერი წვიმის ან ნისლის დროს მუშაობა. Waymo-ს მგზავრების ტრანსპორტირების მსგავსი გამოცდილება აქვს არიზონას ტერიტორიაზე, სადაც მას უკვე დიდი ხანია გადაყავს მომხმარებლები კომერციულ საფუძველზე. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კალიფორნიაში მსგავსი სერვისით სარგებლობის სურვილს ათობით ათასი მომხმარებელი გამოხატავს. https://tinyurl.com/yf4ctpud
  19. რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-დან და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვა ფინანსური სანქცია გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ფაქტორი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. ასეთი მოსაზრება გამოთქვა BTC.TOP pool-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Jiang Zhuoer-მა. ექსპერტის თქმით საგარეო სავაჭრო საქმიანობის განსახორციელებლად რუსეთი შეზღუდვების გვერდის ავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას შეეცდება, მათ შორის ციფრული აქტივების დახმარებით. თუმცა, ამჟამინდელ კრიპტო ბაზარს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს საგარეო ვაჭრობის მთელ მოცულობას, აღნიშნა Jiang-მა. სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 789 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. „ვაჭრობის უზარმაზარი მოცულობის გამო კრიპტოვალუტების სივრცეში შემოსული თანხების მცირე ნაწილიც კი გიგანტური სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის“, - თქვა Jiang-მა. მან აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ვირტუალური ვალუტები ასევე შეიძლება გახდეს პირადი გადახდების არხი, რადგან „ადამიანების უმეტესობისთვის SWIFT-ის გვერდის ავლა ძალიან ძვირი და მძიმეა“. მედიამ ციფრული რუბლი და გამოსასყიდი პროგრამები რუსეთის ფედერაციის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო გზებად დაასახელა. https://tinyurl.com/477amdzs
  20. რესურს 3DCenter.de-ს წარმომადგენლებმა სააგენტო Jon Peddie Research-ის სტატისტიკა საკუთარი ანალიტიკური გამოთვლებით შეავსეს. მეოთხე კვარტალში AMD-ისა და NVIDIA-ს პარტნიორებმა ერთობლივად გაყიდეს 13.1 მილიონი ვიდეო დაფა ღირებულებით 13.5 მლრდ აშშ დოლარი. რაოდენობრივ გამოხატულებაში AMD აკონტროლებდა ბაზრის 23%-ს, NVIDIA კი - 77%-ს, თუმცა პირველი მათგანის პოზიციის გამყარების ტენდენცია 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ შეინიშნება. ფოტოს წყარო: 3DCenter მეოთხე კვარტალში NVIDIA-მ დესკტოპ ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობა გაზარდა მხოლოდ 0.5%-ით იმ დროს, როდესაც AMD-მ შეძლო მიწოდების გაზრდა 12.4%-ით. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ჰქონდა დიდი რეზერვები ასეთი ნაბიჯისთვის, ხოლო NVIDIA მუშაობდა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე. მეოთხე კვარტალში გაგზავნილი ვიდეო დაფების საერთო რაოდენობა 3%-ით, ხოლო წლიურად 29.5%-ით გაიზარდა. გერმანელმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ განსაზღვრეს, რომ ვიდეო დაფების რეალიზაციის საშუალო ფასმა მეოთხე კვარტალში 1031 აშშ დოლარს მიაღწია, არამედ ივარაუდეს, რომ კრიპტოვალუტების ბუმმა ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი ერთეულით გაზარდა ნორმალური დონიდან. მოთხოვნა ჯერ კიდევ ვერ კმაყოფილდება სრულად და მისი გაჯერებისთვის კიდევ არაერთი კვარტალია საჭირო, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი მაინერებმა რომც შეამცირონ გეიმინგ ვიდეო დაფების შეძენის საჭიროება, ბაზარი მომენტალურად არ დასტაბილურდება. სხვათა შორის, საშუალო ფასი 1031 აშშ დოლარი სულაც არ არის ყველაზე მაღალი უახლოესი ხუთი კვარტლის რეტროსპექტივაში. მანამდე მას უკვე მიუღწევია 1077 და 1051 აშშ დოლარისთვის, ასე რომ ბოლო კვარტალში გარკვეული კლებაც კი დაფიქსირდა. https://tinyurl.com/yc5tk8x2
  21. Apple მუშაობს iPad-ისა და MacBook-ის ჰიბრიდის შექმნაზე, რომელსაც 20-დუიმიანი დრეკადი დისპლეი ექნება - განაცხადა Bloomberg-ის წარმომადგენელმა Mark Gurman-მა Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფოტოზე: Lenovo ThinkPad X1 Fold Gurman-ის თქმით, ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ დრეკად iPad/MacBook-ს შესაძლოა დაუკავშირდეს ფიზიკური კლავიატურა ან დასაკეცი ეკრანის ერთი ნახევარი გამოყენებულ იქნას ვირტუალური კლავიატურის სახით. წყაროები ამტკიცებენ, რომ Apple-მა მეორე ვარიანტი აირჩია. დიდწილად მოწყობილობას ექნება დიდი ზომის iPad-ის იერსახე, რომელიც შესაძლებელია დაიკეცოს გადატანისთვის ხელსაყრელ პოზიციაში ან იმ შემთხვევაში, თუკი დისპლეის ნახევარი სავსებით საკმარისია სასურველი ამოცანის შესრულებისთვის. შესაძლოა, მიწოდების ნაკრებში შევიდეს ასევე მოხსნადი ფიზიკური კლავიატურა. როგორც Gurman ამტკიცებს, კომპანია ამ მოწყობილობაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ როდის იხილავს დღის სინათლეს, ჯერჯერობით უცნობია. Ross Young-ის თქმით Apple დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას დაახლოებით 2026 წლისთვის გეგმავს, რაც შეესაბამება Apple-ის ავტომობილისა და შერეული რეალობის ჰედსეტის წარმოების დაწყების თარიღს. მსგავსი მოწყობილობა შექმნა Lenovo-მ 2020 წლის ბოლოს - ეს არის, 13.3-დუიმიანი ლეპტოპი-ტრანსფორმერი დრეკადი ეკრანით ThinkPad X1 Fold. თუმცა როგორც რესურსი Digital Trends აცხადებს, იგი გამოსაყენებლად არც ისე მოსახერხებელი აღმოჩნდა „ვიწრო“ ფიზიკური კლავიატურისა და სენსორული პანელის გამო. https://tinyurl.com/3863txvf
  22. რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან (აშშ) ტედ კრუზმა კონსერვატორების პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გამოსვლისას აღნიშნა Bitcoin-ის დეცენტრალიზებულობა. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ აკონტროლებს პირველ კრიპტოვალუტას. მაგალითად მან მოიყვანა სიტუაცია კანადაში, სადაც პროტესტის გამო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოიყენა საგანგებო კანონი. ქვეყნის ხელისუფლებამ ბანკებს, ისევე როგორც კრიპტობირჟებს და კასტოდიალურ სამსახურებს უბრძანა, გაეყინათ ანგარიშები, რომლებიც შემოწირულობებს იღებდნენ პროტესტის გამომხატველების მხარდასაჭერად. არაკასტოდიალური საფულე Nunchuck-ის უკან მდგომმა გუნდმა მიიღო მსგავსი მოთხოვნა. მან ხელისუფლებას მოუწოდა გაეცნოს არაკასტოდიალური საფულეებისა და პირადი გასაღებების კონცეფციას. კრუზმა მის პასუხს "შთამბეჭდავი" უწოდა და წაიკითხა CPAC-ში გამოსვლის დროს. მან ასევე გაიხსენა ჩინეთში კრიპტოვალუტის აკრძალვა. შეგახსენებთ, რომ სინტია ლამისმა, რომელიც წარმოადგენს შტატ ვაიომინგს აშშ-ის სენატში, ფედერალურ სარეზერვო სისტემას შესთავაზა მიმართოს თავისი სავალუტო რეზერვების ნაწილი ციფრული ოქროს შესაძენად. https://tinyurl.com/2p9hesxm
  23. თითქმის არავინ ელოდა, რომ 2022 წლის თებერვალში გეიმინგ დონის სამომხმარებლო ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე იაფად გაიყიდებოდა, თუმცა ასე მოხდა. Mindfactory - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც ტექნიკას ყიდის, ფასებს აქვეყნებს. მის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია AMD-ის პარტნიორების ვიდეო დაფები, რომელთა ფასი სარეკომენდაციოზე დაბალია. ეს სიახლე საინტერესო შეძლება იყოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც GPU-ის განახლება სურს, უახლეს კომპიუტერულ თამაშებში რეითრეისინგისა და 4K გამოსახულების გამოყენება - ნუ იჩქარებენ: სიახლე ეხება სუსტ ვიდეო დაფებს AMD Radeon RX 6500 XT-ს. RX 6500 XT მოდელების მარაგი საკმაოდ მაღალია. ASRock ITX-ის 58 მოდელია ხელმისაწვდომი 199 ევროდ და 32 მოდელი 229 ევროდ. როგორც ჩანს, ეს მოდელები დიდად აქტიურად ვერ იყიდება და სწორედ ამან განაპირობა სარეკომენდაციო ფასების დაკლება. Mindfactory-ის განცხადებაში ნაჩვენებია AMD Radeon RX 6500 XT-ის ორი მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომია შესყიდვისთვის. ASRock Radeon RX 6500XT Challenger ITX და Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle ხელმისაწვდომია 199 ევროდ. კონტექსტში თუ განვიხილავთ, გერმანიაში AMD Radeon RX 6500 XT  ვიდეო დაფის საბაზისო მოდელის მინიმალური ფასი 209 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, გერმანიაში მოქმედებს 19%-იანი დღგ, რის მიხედვით ASRock ITX-ის ფასი 160 ევრო გამოდის გადასახადის გარეშე. თუ ამ თანხას ამერიკულ დოლარში გადავიყვანთ, მივიღებთ 182 აშშ დოლარს გაყიდვების გადასახადამდე. https://tinyurl.com/2p9by8s7
  24. MWC 2022-ის ვირტუალურ პრეზენტაციაზე Huawei-მ წარადგინა რამდენიმე პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო 28.2-დუიმიანი მონობლოკი MateStation X, რომელიც მწარმოებელმა ჩინეთში გასულ შემოდგომაზე დააანონსა. სისტემა დამყარებულია AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორზე. ფოტოს წყარო: Huawei 28.2-დუიმიან MateStation X-ში გამოყენებულია სენსორული IPS-მატრიცა გაფართოებით 3840 × 2560 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 3:2, აქვს 98%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეი სერტიფიცირებულია TUV Rheinland-ის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკს აქვს ლითონის კორპუსი და აღჭურვილია 2.1-არხიანი აუდიოსისტემით, რომელსაც გააჩნია ტექნოლოგია Diavlet-ისა და Huawei-ს მიერ შექმნილ ალგორითმ Histen-ის მხარდაჭერა. მოწყობილობას ასევე აქვს ოთხი მიკროფონი, რომლებსაც შეუძლია ხმოვანი ბრძანების ამოცნობა 5 მეტრის დაშორებიდან. Huawei MateStation X-ს აქვს ექვსბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen 5 5600H, რომელიც 3.3-დან 4.2 გჰც-მდე დიაპაზონში მუშაობს. ხელმისაწვდომია 16 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში მოცემულია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სენსორის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურით და Bluetooth-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს Windows 11-ზე. ევროპული ბაზრისთვის მოწყობილობის ფასი 2199 ევროა. https://tinyurl.com/2p9hb2ra
  25. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დარტყმა მიაყენა მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის კრიპტოვალუტების ბაზარს. აქტივების მმართველი კომპანია Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა განიხილეს ფასებზე მოქმედი ფაქტორები და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ციფრული ოქროს მნიშვნელოვანი კორელაცია S&P 500 და PCT ინდექსებთან 2022 წლის დასაწყისში. იანვარში შეინიშნებოდა სარისკო აქტივების ზრდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ფასების კლება დაიწყო. Grayscale-ის თანახმად „დათვები“ მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის სამომავლო ესკალაცია ფასების შემცირებას გამოიწვევს. პოლარული პოზიცია ის არის, რომ ბაზარში უკვე ჩაინერგა რუსეთის ფედერაციის სამომავლო ქმედებები, ამიტომ კოტირებებმა ფსკერს მიაღწია. კომპანიის სპეციალისტების აზრით თუკი უახლოესი დღეები და კვირები ზრდა გაგრძელდება „ცუდი სიახლეების“ მიუხედავად, ეს იქნება ტრეიდერების იმპულსის დაშრეტის ნიშანი. Grayscale-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაზრები ფასდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინში. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით პრეტენდენტები ხელახლა აფასებენ ფედერალური სისტემის მოქმედების მოლოდინს. ინვესტორების ნაწილი თვლის, რომ განაკვეთის ზრდის რისკები არ არის სათანადოდ შეფასებული, რადგან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეიძლება იგრძნოს უფრო აგრესიული ზომების მიღების საჭიროება. სხვები კი ვარაუდობენ, რომ სააგენტომ მანევრირებისთვის მეტი სივრცე დაიტოვა, ასე რომ ის უფრო რბილად იმოქმედებს. Grayscale-ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს დაკვირვებას, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური სიტუაცია, აგრეთვე ბაზრების რეაქცია. მათი თქმით საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინის შემცირება დადებითად აისახება სარისკო აქტივებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე. კომპანიამ აღნიშნა, რომ ბაზრებზე დაცემის განწყობა ჭარბობდა, ისევე როგორც შფოთვის დონე, რომელიც დაფიქსირდა COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში. სკეპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია გაუარესდეს და გაყიდვები გაგრძელდეს. ხარები, თავის მხრივ, მალე ელოდებიან ფასის ზრდას, რადგან გაყიდვების იმპულსი უკვე ამოიწურა. Grayscale, როგორც წესი, მხარს უჭერს მეორე მოსაზრებას. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ სარისკო აქტივები ისტორიულად დაეცა უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების წინ. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი და აშშ არ აპირებენ ცივ ომში შესვლას, ამიტომ ფასების მორიგი ზრდის ხილვის დიდი შანსი არსებობს. Grayscale-ის მიხედვით, ეს ეხება კრიპტოვალუტებსაც. წყარო: Grayscale, Fundstrat. Grayscale-მა განაცხადა, რომ Bitcoin ითვლება მაღალი რისკის აქტივად, მაგრამ გრძელვადიანი ინვესტორებისთვის შედეგად მიღებული ცვალებადობა შეიძლება იყოს ყიდვის კარგი შესაძლებლობა. ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ პირველი კრიპტოვალუტა აგრძელებს თავის გრძელვადიან აღმავალ ტენდენციას და გაუსწრო ოქროს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ბროკერ Genesis Global Trading-ის ვიცე-პრეზიდენტმა როშუნ პატელმა. სტატიის წერის დროს Bitcoin დაახლოებით 38900 აშშ დოლარად იყიდებოდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაიაფდა 0.6%-ით. კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1.85 ტრლნ აშშ დოლარად ფასდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ ციფრულ ოქროზე მოთხოვნის ზრდას ელის აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე ომთან და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/2sw5nyxs
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.