-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
OnePlus-ს ჯერ არ დაუანონსებია სმარტფონი Nord 2T, მაგრამ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება მის შესახებ. ამ მოდელის ანონსი დაგეგმილია 19 მაისისთვის. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობა იმუშავებს პროცესორზე MediaTek Dimensity 1300. სისტემა ჩიპ Dimensity 1300-ზე წარდგენილი იქნება რამდენიმე კვირის წინ. თუკი იგი OnePlus Nord 2T სმარტფონის შემადგენლობაში შევა, იგი გახდება პირველი სმარტფონი ხსენებული პროცესორით. Dimensity 1300-ს აქვს გარკვეული გაუმჯობესებები შედარებით ძველ Dimensity 1200-თან შედარებით. ორივე მათგანში გამოყენებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ახალ ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex A-78, ოთხი ბირთვი A55 და გრაფიკული პროცესორი Mali-G77 MC9. წარმოებას ახორციელებს TSMC-ის ქარხანა. ამ დრომდე უკვე ვრცელდებოდა ცნობა, რომ Nord 2T-ს ექნება 80 ვატი სიმძლავრის SuperVOOC დამუხტვა, ბატარეის მოცულობა კი შეადგენს 4500 მა/სთ-ს. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ სრული დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო. ჯერჯერობით უცნობი რჩება კამერების და სხვა კომპონენტების მახასიათებლები. სავარაუდოდ, ძირითადი კამერა იქნება 50 მეგაპიქსელი გაფართოებით და ფლაგმანური დონის შესაძლებლობებით. ასევე წარმოდგენილი იქნება სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო სენსორი, ასევე 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი FHD+ ეკრანი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სმარტფონის ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი ანონსის დროს გამოცხადდება. https://tinyurl.com/48xyjt82
-
ბესტსელერის „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ ავტორმა და ანტრეპრენერმა რობერტ კიოსაკიმ Bitcoin-ის ფასის ვარდნას „დიდებული სიახლე“ უწოდა და ივარაუდა კრიპტოვალუტის ფასის შემცირება 17 ათას აშშ დოლარამდე. „როგორც ადრე ვთქვი, ველოდები Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე. შემდეგ იქნება ტესტი, რომელიც შესაძლოა დაფიქსირდეს 17 ათასი აშშ დოლარის დონეზე. როგორც კი ეს მოხდება - დიდ ფსონს ვაპირებ. კრიზისები საუკეთესო დროა გამდიდრებისთვის“ - განაცხადა მან. ადრე ანტრეპრენერმა განმარტა, თუ რატომ არის დარწმუნებული ციფრული ოქროს გრძელვადიან წარმატებაში: „Bitcoin გაიმარჯვებს, რადგან ამერიკას სამი მარიონეტი უდგას სათავეში“. მათში იგი გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენსა და ფედერეალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელს. 2020 წელს კიოსაკიმ განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი სამ წელიწადში 75000 აშშ დოლარს მიაღწევდა, რადგან ფედერალური ბანკის არაკომპეტენტურობა „კლავს აშშ-ის ეკონომიკას“. კრიპტოვალუტა ხსენებულ ნიშნულს 2021 წლის ნოემბერში მიუახლოვდა და დააფიქსირა ისტორიული მაქსიმუმი 69 ათასი აშშ დოლარის დონეზე. 13 მაისს Bitcoin-ის ფასი მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგა 30 000 აშშ დოლარამდე. მანამდე ოქროს ცნობილმა მხარდამჭერმა და პირველი კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა „მეტად სავარაუდო“ უწოდა კოტირებების 10 ათას აშშ დოლარამდე შემცირების ალბათობას. შეგახსენებთ, რომ იანვარში Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი პროგნოზირებდა Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდას 2022 წელს. Fintech-ექსპერტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Finder-ის გამოკითხვაში, დაასკვნეს, რომ წლის ბოლომდე კრიპტოვალუტის ფასი 65 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/4raxc8ay
-
კომპანია Qualcomm კარგად არის ცნობილი ენთუზიასტებისთვის, რომლებიც მობილური გაჯეტებით ინტერესდებიან - მისი ჩიპები განთავსებულია ყველა სეგმენტის სმარტფონებში, დაბალბიუჯეტურიდან დაწყებული - ტოპ ვერსიებით დამთავრებული. გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ ინფორმაციას ახალ ფლაგმანურ SoC Snapdragon 8 Gen 1+-ის შესახებ და კომპანიამ საბოლოოდ დაადასტურა: ჩიპის პრეზენტაცია პარასკევს, 20 მაისს გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება საშუალო დონის ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 7 Gen 1. Snapdragon 8 Gen 1+ ჩიპს, თუკი ინსაიდერების ინფორმაციას დავუჯერებთ, ექნება უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორი, ვიდრე საბაზისო Gen 1 ვერსიას, აგრეთვე ახალი ჩიპი დამზადდება მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიით - ტაივანური კომპანია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. წარმოებისადმი ამგვარმა მიდგომამ უნდა გადაჭრას Qualcomm-ის ბოლო ფლაგმანური ჩიპების პრობლემები, როგორებიცაა Snapdragon 888 ჩიპის ძლიერად გაცხელება და შედეგად წარმადობის კარგვა ხანგრძლივ სტრეს-ტესტებში, ბენჩმარკებსა და თამაშებში. ამჟამად არსებული ცნობების თანახმად Snapdragon 8 Gen 1+ ჩიპის ბირთვების ფორმულა არ განსხვავდება Snapdragon 8 Gen 1-ის სტრუქტურისგან - წარმოდგენილი იქნება მთავარი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X2 ტაქტის სიხშირით 3 გჰც (შესაძლოა ოდნავ მაღალი), სამი დამხმარე მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-A710 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვი. https://tinyurl.com/2z65skr6
-
ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ პიტსბურგში, რათა განეხილათ თანამშრომლობა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც იმ დროისთვის მკვეთრად იგრძნობოდა საავტომობილო სეგმენტში. მიმდინარე კვირაში მოლაპარაკების მხარეები მზად არიან ჩამოაყალიბონ მიდგომა ინფორმაციის გაცვლისა და სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევარგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ფოტოს წყარო: TSMC Reuters-ის ცნობით შესაბამის განცხადებებს ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TTC) წარმომადგენლები გააკეთებენ, რომელშიც შედიან ოფიციალური პირები როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან. ორი რეგიონის ხელისუფლებას სურს კოორდინაცია გაუწიოს ნახევრადგამტარი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას, რათა თავიდან იქნას აცილებული თანხების არაეფექტური ხარჯვა, ასევე აღმოიფხვრას „სუბსიდიებისთვის შეჯიბრი“ მათი მიღების მსურველ კომპანიებს შორის. ზემოთხსენებული სამთავრობოთაშორისი ორგანო კოორდინაციას გაუწევს აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლების ქმედებებს სხვა სფეროებში, დაწყებული ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ - დამთავრებული ამ იურისდიქციებში მსხვილი კორპორაციების საქმიანობის რეგულირების წესების დადგენით. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეიმუშავეს (ან აპირებენ შეიმუშავონ) ცალკეული პროგრამები ჩიპების ადგილობრივი წარმოების განვითარების სუბსიდირების მიზნით. ამერიკის ხელისუფლება აპირებს 52 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას შესაბამისი საჭიროებისთვის, ევროკავშირის ხელისუფლებამ კი მსგავსი მიზნებისთვის 43 მლრდ ევრო გამოყო. https://tinyurl.com/4dm2a67z
-
კომპანია Circle-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ცენტრალიზებულ Stablecoin USDC-ის რეზერვებისა და გამოშვების დინამიკის შესახებ. გამოცემის თანახმად ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8.4 მილიარდი USDC გამოიცა, ხოლო 6.7 მილიარდი - გამოისყიდა. მიმოქცევაში ჯამში 50.6 მილიარდი მონეტაა. ცენტრალიზებულ Stablecoin-ის უზრუნველყოფის სტრუქტურა 13 მაისის მდგომარეობით ასეთია: 22.9% ანუ 11.6 მლრდ აშშ დოლარი - ნაღდი ფული; 77.1% ანუ 39 მლრდ აშშ დოლარი - აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, რომელთა გამოსყიდვის ვადა არ აღემატება სამ თვეს. „USDC-ის რეზერვები ინახება აშშ-ის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ შორის BlackRock-სა და Bank of New York Mellon-ში“, - ნათქვამია ბლოგში. Circle გადის ყოველწლიურ აუდიტს, რომლის ფარგლებში ასევე მოწმდება Stablecoin-ის უზრუნველყოფა. კომპანია SEC-ს აწვდის ანგარიშებს და ემზადება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლისტინგისთვის. USDC მეორე ადგილს იკავებს CoinGecko-ს Stablecoin-ების რეიტინგში. წყარო: CoinGecko. აქტივი მნიშვნელოვნად აღემატება Binance USD-ს (BUSD) კაპიტალიზაციის მხრივ, თუმცა ოდნავ ჩამოუვარდება მას ვაჭრობის მოცულობით. შეგახსენებთ, რომ Tether-მა USDT-ის უზრუნველყოფის უმეტესი ნაწილი გადაიტანა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში, რითაც შეამცირა პოზიციები კომერციულ ფასიან ქაღალდებში. https://tinyurl.com/s9957ku5
-
Bank of America-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ AMD-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი დაასრულა კომპიუტერის პროცესორების ბაზრის 20%-იანი წილით ფულადი თვალსაზრისით და 22%-ით - ერთეულების მიწოდების თვალსაზრისით. მობილური სეგმენტის კომერციულ ნაწილსა და მაღალი ფასის სეგმენტში წილის გაზრდით AMD-მ მოახერხა თავისი პროცესორების საშუალო სარეალიზაციო ღირებულების გაზრდა. ფოტოს წყარო: AMD ამავდროულად, პროგნოზის ავტორები იუწყებიან, რომ სერვერების სეგმენტში AMD ზედიზედ 12 კვარტალია რეალურად ზრდის თავის წილს პროცესორების ბაზარზე. თუ ვივარაუდებთ, რომ კომპიუტერების და სერვერების ბაზარი 2024 წლამდე წელიწადში საშუალოდ 6%-ით გაიზრდება, მაშინ AMD-ს აქვს შანსი, რომ პერიოდის ბოლომდე 26%-იანი წილი დაიკავოს როგორც ფულადი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ეს იქნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 2021 წელს არსებულ დონესთან შედარებით, ვინაიდან იმ დროისთვის კომპანიის ფულადი წილი არ აღემატებოდა 15%-ს, ხოლო რაოდენობრივი წილი - 19%-ს. https://tinyurl.com/y877zwjb
-
ჯეფ ბეზოსის კუთვნილმა კომპანია Blue Origin-მა განაცხადა, რომ ტურისტების შემდეგი ჯგუფი კოსმოსში New Shepard-ით პარასკევს, 20 მაისს გაემგზავრება. ხომალდის ეკიპაჟი ექვსი წევრისგან შედგება: ხუთი კაცისა და ერთი ქალისგან. ეს იქნება New Shepard-ის მეხუთე ტურისტული ფრენა ჯამში და რიგით მეორე - მიმდინარე წელს. Blue Origin-ის კონკურენტი Virgin Galactic ამ წელს ტურისტებს კოსმოსში არ წაიყვანს, რის შედეგად ბაზარი ბეზოსის ხელში მოხვდა. ფოტოს წყარო: Blue Origin სუბორბიტალურ ფრენაში მისია NS-21-ის ფარგლებში მრავალჯერად ავტომატურ კაფსულა News Shepard-ში მოხვდებიან Evan Dick, Katya Echazarreta, Hamish Harding, Victor Correa Hespanha, Jaison Robinson და Victor Vescovo. ევან დიკისთვის ეს იქნება მეორე ფრენა New Shepard-ით (და ტურისტის პირველი განმეორებითი ფრენა კომპანიისთვის), ხოლო კატია ეჩაზარეტა იქნება პირველი მექსიკელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. Blue Origin არ ასაჯაროვებს New Shepard-ით ათწუთიანი ფრენისთვის ბილეთის ფასს. Virgin Galactic-ის კოსმოსური თვითმფრინავის ბილეთი 450 000 აშშ დოლარი ღირს, თითოეულმა კომპანიამ უკვე განახორციელა ტურისტების ოთხი კომერციული გაშვება, თუმცა წელს Blue Origin გახდა ბაზრის მონოპოლიური მფლობელი. ტურისტების შემდეგი გაშვება კოსმოსში Virgin Galactic-ის მიერ განხორციელდება არა უადრეს 2023 წლის პირველი კვარტლისა, ხოლო Blue Origin წელს უკვე ფრენას ამზადებს. ფოტოს წყარო: Blue Origin კარგია თუ ცუდი - კოსმოსში ფრენა შეძლებული ადამიანებისთვის ატრაქციონად იქცა. ეჭვგარეშეა, რომ კოსმოსური ტურიზმის რენტაბელურობა დაფარავს არა მხოლოდ სტრატოსფეროზე ოდნავ მაღლა ფრენის ხარჯებს, არამედ ორბიტალური ფრენების დანახარჯებსაც. საინტერესოა, განხორციელდება თუ არა ფრენები მარსისკენ, რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ პლანეტებზე?! https://tinyurl.com/mrm6ew3z
-
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანია Emirates Airlines-მა გამოაცხადა Bitcoin-ში გადახდების მიღებისა და NFT კოლექციის გამოშვების შესახებ. პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა აღნიშნა Emirates Airlines-ის ინტერესის არსებობა ბლოკჩეინის გამოყენებით თვითმფრინავების აღრიცხვისთვის, ასევე დაინტერესება მეტასამყაროს ტექნოლოგიით. „მეტასამყაროები სწავლების, ბილეთების გაყიდვის ტრადიციულ ოპერაციებს გადაიტანენ ციფრულ სამყაროში, რაც მათ უფრო ინტერაქტიულს გახდის“ - განაცხადა მან. ახალი პროექტების შემუშავებისთვის ავიაკომპანია დაიქირავებს სპეციალიზებულ თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში სალვადორის ავიაკომპანია Volaris-მა დაამატა Bitcoin-ით გადახდის შესაძლებლობა. https://tinyurl.com/2hn735es
-
ჩიპების სამხრეთკორეული მწარმოებლები ტაივანურ კომპანიებთან ერთად ფლობენ ელექტრონიკის საკონტრაქტო წარმოების ბაზრის თითქის 2/3-ს. კორპორაცია Samsung-მა განაცხადა, რომ ზაფხულიდან კომპანიის საწარმოო ობიექტებში კომპიუტერული და მობილური ელექტრონიკის წარმოების ღირებულება მინიმუმ 30%-ით გაძვირდება. ამასთან, ჟურნალისტები, რომლებიც თვალს ადევნებენ მსოფლიო ელექტრონიკისა და ნახევარგამტარების თემას, ამტკიცებენ, რომ კომპანიის დამკვეთთა ნახევარზე მეტი ფასის მატებას უკვე დათანხმდა. დანარჩენებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, Samsung კი ძალიან პრინციპულადაა განწყობილი - თუ დამკვეთები მეტს არ გადაიხდიან, კონტრაქტები გაუქმდება. პრინციპში, სამხრეთ კორეელების ეს გადაწყვეტილება სავსებით საფუძვლიანია. Samsung-ისთვის გასული ფინანსური წელი საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა, ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის ფონზეც კი კომპანიამ შეძლო ფასების შენარჩუნება და მისი მთავარი მომხმარებლები მეტად კმაყოფილი იყვნენ ამით. მაგრამ ახლა კომპანიის მენეჯერები ბიზნესისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ვალუტების ქცევაში, ასევე რისკად მიიჩნევა, თუ როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში. აღინიშნება, რომ ნახევარგამტარების წარმოებისთვის ძირითადი მასალების ღირებულება წლის დასაწყისიდან უკვე 30%-ით გაიზარდა. გარე კონტრაქტებით წარმოებული ელექტრონიკის ფასების ზრდა კომპანიას საშუალებას მისცემს დარჩეს მნიშვნელოვან ფინანსურ პლუსში თუნდაც გლობალური პრობლემების ფონზე. შედეგად, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ფასის მატება საბოლოო მომხმარებლებს დააწვება მხრებზე. მალე გაძვირდება სმარტფონები, საავტომობილო ელექტრონიკა, თითქმის ყველა სამომხმარებლო ელექტრონიკის ჩიპი, ისევე როგორც საავტომობილო ჩიპებისა და მოწყობილობების მთელი ხაზი. https://tinyurl.com/2p88tja2
-
ცნობილ ექსპერტ Ming-Chi Kuo-ს პროგნოზი, რომ 2023 წლისთვის Apple გეგმავს სმარტფონებში Lightning პორტის გამოყენებაზე უარის თქმას და USB-C-ს გამოყენებას, მხარდაჭერილია Bloomberg-ის სტატიაში, რომელიც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასეთი iPhone-ების პროტოტიპები უკვე იტესტება. ფოტოს წყარო: Apple ითვლება, რომ Apple-ისთვის ინტერფეისის ასეთი რთული მიგრაციის მთავარი მოტივი იქნება ევროპის ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც აიძულებს რეგიონში გაყიდული ელექტრონული მოწყობილობების ყველა მომწოდებელს გამოიყენონ USB-C კონექტორი ბატარეის დასატენად. ეს საშუალებას მისცემს ერთ დამტენს, გაუძლოს მრავალი სმარტფონის სასიცოცხლო ციკლებს, რაც შეამცირებს ელექტრონული ინდუსტრიის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების მასშტაბს. ამავდროულად Apple აცნობიერებს, რომ Lightning პორტის მქონე აქსესუარების მფლობელებს მომავალში მოუწევთ USB-C პორტთან დაკავშირება, ამიტომ ამზადებს შესაბამის საფირმო გადამყვანს. შეგახსენებთ, 2007-დან 2011 წლამდე Apple-ის სმარტფონებში გამოიყენებოდა iPod-ის მსგავსი 30-პინიანი კონექტორი და მხოლოდ iPhone 5-ის გამოშვებით გადაერთო მოწყობილობები ყველასთვის ნაცნობ Lightning-ზე. იმ დროს საფირმო ადაპტერი 29 აშშ დოლარი ღირდა. წყაროს ინფორმაციით მიმდინარე წელს iPhone-ის ყველა მოდელში შენარჩუნდება Lightning კონექტორი, 2023 წელი კი ინტერფეისის ცვლილების საორიენტაციო თარიღად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ iPad და Mac უკვე გადავიდა USB-C პორტის გამოყენებაზე, სმარტფონები კი რჩება კომპანიის ერთადერთ, თუმცა მრავალარიცხოვან მოწყობილობებად, რომლებშიც Lightning გამოიყენება. კომპანია ცდილობდა შეექმნა iPhone-ის ვერსიები ყოველგვარი ფიზიკური პორტის გარეშე, რომლებიც უსადენოდ დაიტენებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამუხტვის სიჩქარე შემცირდა ისევე, როგორც ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე მოწყობილობების სინქრონიზაციისას. კავშირის ამ ვარიანტის გამოყენება ასევე პრობლემურია ავტომობილებში. გასულ წელს Apple-მა უარყოფითად შეაფასა მოწყობილობების ერთიან პორტზე გადასვლის აუცილებლობა, სხვადასხვა რეგიონისთვის სხვადასხვა კონექტორის მქონე iPhone-ების ვერსიების შექმნა კიდევ უფრო ნაკლებად შეესაბამება კომპანიისა და მომხმარებლების ინტერესებს. თუ ევროპელი კანონმდებლები შეუვალნი დარჩებიან, Apple სავარაუდოდ იძულებული იქნება შესაბამისი პორტი დანერგოს მომდევნო თაობის ყველა სმარტფონში. https://tinyurl.com/55mhd4n9
-
მომავალ წელს გლობალური მარეგულირებლები შექმნიან ერთობლივ ორგანოს კრიპტო ინდუსტრიის რეგულაციების დანერგვის უკეთ კოორდინაციისთვის, განაცხადა IOSCO-ს თავმჯდომარე ეშლი ალდერმა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Bitcoin-ის მსგავსი ციფრული ვალუტების ბუმი გახდა ერთ-ერთი რამ სამი სფეროდან, რომლებზეც ხელისუფლება ახლა ყურადღებას ამახვილებს COVID-19-სა და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, აღნიშნა მან. „თუ გადავხედავთ იმ რისკებს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, ისინი უამრავია. ინსტიტუციურ დისკუსიებში სერიოზული შეშფოთებაა [კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით]“, - თქვა ალდერმა. მისი აზრით მარეგულირებლები ჩამორჩებიან ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სამი ძირითადი რისკის განხილვაში: კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, ოპერაციული მდგრადობის ნაკლებობა და ინდუსტრიაში გამჭვირვალობის სიმცირე. აუცილებელია კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც ფინანსური ბაზრებისთვის მოქმედი რეგულირების ანალოგის არსებობა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არსებობს. მიიჩნევს IOSCO-ს ხელმძღვანელი. „მაგრამ მე ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელობის გაგება და ეს დღის წესრიგი გახდა. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების რეალიზაციას დაახლოებით მომავალი წლისთვის ველოდები“ - განაცხადა ალდერმა. მანამდე კრიპტოვალუტების გლობალური რეგულირების კოორდინაციის შესახებ მოწოდება გასცა ევროპის ცენტრალური ბანკის სამმართველოს წევრმა ფაბიო პანეტამ. https://tinyurl.com/4vvvm9ak
-
კომპანია ASUS ელის დესკტოპ კომპიუტერების, აგრეთვე კომპიუტერის დამოუკიდებლად ასაწყობი გარკვეული მაკომპლექტებლების მიწოდების მოცულობის ვარდნას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. ამის შესახებ წერს რესურსი DigiTimes ASUS-ის ერთ-ერთ დირექტორ Hsien-Yuen Hsu-ს განცხადების საფუძველზე. ფოტოს წყარო: ASUS ASUS-ის ტოპ მენეჯერის თქმით მზა კომპიუტერების მიწოდება მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 10%-ით შემცირდება. ამასთან მოსალოდნელია დედა დაფებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების მიწოდების 10-15%-ით შემცირება. ASUS-ის პროგნოზები შეესაბამება Mercury Research-ის ახალ ანგარიშს. სააგენტოს სპეციალისტ Dean McCarron-ის თქმით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-სა და Intel-ის CPU-ების გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. დესკტოპ პროცესორების მიწოდება კვარტალში 30%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნაა ხსენებული ბაზრის ისტორიაში. ამის მიუხედავად AMD-მ შეძლო პროცესორების ბაზრის წილი 27.7%-მდე გაეზარდა, რაც რეკორდულია ამ კომპანიისთვის. მეორე კვარტალში გაყიდვების შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიოში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება იქნება, აცხადებს ASUS. გარდა ამისა, მსოფლიო განიცდის ინფლაციის ზრდას, რაც ასევე ანელებს სხვადასხვა ელექტრონიკის გაყიდვებს. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, რომელიც წარსულში იყო გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი და ამავდროულად შემაჩერებელი ფაქტორი ლოჯისტიკაში არსებული პრობლემების გამო, მისი გავლენა გლობალური მიწოდების ჯაჭვზე სუსტდება. DigiTimes-ის ცნობით მაინერების მხრიდან გრაფიკულ დაფებზე მოთხოვნა იკლებს, მაგრამ გეიმერების მხრიდან ამაჩქარებლებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, რაც ხელს უშლის GPU-ების მიწოდების უფრო სერიოზულ შემცირებას, რაზეც ASUS საუბრობს. 2022 წლის პირველ კვარტალში ტაივანური კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 66% მოდიოდა დესკტოპ კომპიუტერებისა და ლეპტოპების გაყიდვებზე. კომპიუტერის კომპონენტები კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 33%-ს შეადგენდა, სმარტფონების გაყიდვები კი - მხოლოდ 1%-ს. ASUS გააგრძელებს ახალი პროდუქტების გამოშვებას 2022 წლის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოს მოგება. კომპანიამ ასევე თქვა, რომ ჩიპების უმეტესობა, რომლებიც ადრე დეფიციტური იყო, ახლა უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა, კომპანია კვლავ ხედავს პრობლემებს ელექტროენერგიის მართვის ინტეგრირებული სქემების (PMICs) და ზოგიერთი სხვა კომპონენტის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩინეთში ახალი ლოქდაუნის ფონზე. გარდა ამისა, ASUS მიუთითებს ლოჯისტიკის საფასურის ზრდაზე. https://tinyurl.com/243ec8zh
-
კომპანია NVIDIA-მ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს გამოფენა Computex 2022-ზე. გრაფიკული პროცესორების მწარმოებლები თავიანთი ანგარიშით 23 მაისს გამოვლენ. მიმდინარე წელს ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში საგამოფენო ცენტრ Taipei Nangang Exhibition Hall-ში 23-დან 27 მაისამდე პერიოდში. გარდა ამისა ორგანიზებული იქნება ინტერნეტ-პროგრამა Computex DigitalGo - იგი 6 ივნისამდე გაგრძელდება. ფოტოს წყარო: NVIDIA NVIDIA-დან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 6 მომხსენებელი, რომლებიც გააზიარებენ უახლეს ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში განვითარებული მოვლენების შესახებ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან დამთავრებული რობოტექნიკით. თუმცა გეიმერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ უფროს ვიცე-პრეზიდენტ ჯეფ ფიშერის დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც ზედამხედველობს GeForce-ის გეიმინგ ბიზნესს. შეგახსენებთ, რომ ადრე ფიშერმა მონაწილეობა მიიღო გამოფენა CES 2022-ში, სადაც NVIDIA-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti. NVIDIA ზემოთხსენებულ გამოფენაზე ისაუბრებს გეიმერებისთვის განკუთვნილ უახლეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე. ღონისძიების აღწერაში კომპანია მიუთითებს, რომ „წარმოგვიდგენს, როგორ უწყობს ხელს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები მონაცემთა დამუშავების კორპორატიულ ცენტრებს მუშაობაში, აგრეთვე გააზიარებს ინფორმაციას გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის განკუთვნილი უახლესი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ. შეტყობინების მეორე ნაწილი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ შესაძლოა ისაუბროს ახალი თაობის გრაფიკა Ada Lovelace-ზე, რომელმაც მიმდინარე წელს უნდა ჩაანაცვლოს ამაჩქარებლების აქტუალური სერია Ampere. 23 მაისს Computex 2022 ასევე უმასპინძლებს AMD-ის აღმასრულებელ დირექტორ ლიზა სუს. სიტყვით გამოსვლის ფარგლებში იგი, სავარაუდოდ, გააზიარებს ინფორმაციას Ryzen-ის ახალი თაობის პროცესორების და, შესაძლოა, მომავალი RDNA 3 გრაფიკული არქიტექტურის შესახებ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიამ ამ დღეს წარადგინოს ახალი პროდუქტები. https://tinyurl.com/yczbtmkm
-
11 მაისს მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.89%-ით და მიაღწია რეკორდულ მაქსიმალურ 31.25 T-ს. წყარო: BTC.com. 2022 წლის დასაწყისიდან ინდიკატორი უარყოფითად მხოლოდ სამჯერ იქნა კორექტირებული. მაქსიმალურმა კლებამ შეადგინა 1.49%. წინა გადათვლის შემდეგ საშუალო ჰეშრეითმა მიაღწია 223.7 EH/s-ს. Glassnode-ის მიხედვით Bitcoin-ის ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის შვიდდღიანი მოძრავი საშუალო მაჩვენებელი არის 222.2 EH/s. მაქსიმალური 227.2 EH/s დაფიქსირდა 5 მაისს. 2022 წელს ჰეშრეითი გაიზარდა დაახლოებით 32%-ით. წყარო: Glassnode. ადრე Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს მაინინგის მომგებიანობაზე ზეწოლის არსებობა Bitcoin-ის ფასის შემცირებისა და ჰეშრეითის ზრდის გამო. მათი კვლევის დროს პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა დაახლოებით 40 000 აშშ დოლარად. 10 მაისს ციფრული ოქროს ფასი 30 000 აშშ დოლარს ქვევით ჩამოვიდა. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Coinbase-ზე. წყარო: TradingView. აპრილში მაინერების მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 1.15 მლრდ აშშ დოლარი - 4%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. https://tinyurl.com/45fsnz79
-
კომპანია Samsung-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტექნიკური დოკუმენტი, რომელშიც გადმოცემულია მომავალი თაობის 6G სტანდარტის ქსელთან დაკავშირებული გეგმები. დოკუმენტის სახელწოდებაა „ სპექტრი 6G: საზღვრების გაფართოება“. Samsung-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და პერსპექტიული კომუნიკაციების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა Seong-Jin Cho-მ განაცხადა: „ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ 6G სტანდარტის გაგება, შემუშავება და სტანდარტიზება. მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა და გავაზიაროთ აღმოჩენები, რათა გავავრცელოთ ჩვენი ხედვები და მივიღოთ ახალი გამოცდილება ცხოვრების ყველა ასპექტთან მიმართებაში. ზოგადად, კომპანია მუშაობს ახალი თაობის სტანდარტის ბაზარზე შემოტანაზე“. 6G-სთვის საჭირო იქნება ულტრა ფართო გამტარუნარიანობის სპექტრი, რომელიც მერყეობს "ასობით მჰც-დან ათობით გჰც-მდე". ეს შესაძლებელს გახდის შეიქმნას მაღალი ხარისხის მობილური ჰოლოგრამები და ყოვლისმომცველი გაფართოებული რეალობა (XR). კომპანია ორიენტირებულია დაფარვის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით განიხილება ყველა ხელმისაწვდომი დიაპაზონი - დაბალი 1 გჰც-მდე დიაპაზონით დაწყებული, საშუალო 1-დან 24 გჰც-მდე და მაღალი 24-დან 300 გჰც-თ დამთავრებული. Samsung ამტკიცებს, რომ 6G-ს სიჩქარემ შესაძლოა მაღწიოს 1 ტბ/წმ-ს, რაც ორმოცდაათჯერ აღემატება 5G ქსელის 20 გბ/წმ სიჩქარეს. 2021 წლის ივნისში ჩატარებულ ტესტებში კომპანიამ შეძლო 6 გბ/წმ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა 15 მეტრის დაშორებაზე შენობაში. 30 მეტრ მანძილზე სიჩქარემ შეადგინა 12 გბ/წმ. 120 მეტრი დისტანციისას სიჩქარემ მიაღწია 2.3 გბ/წმ-ს. https://tinyurl.com/yckzzeut
-
Intel-მა წარადგინა Alder Lake-HX - მობილური პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურის კლასის ლეპტოპებისთვის. ამასთან, სერიის ფლაგმანი Core i9-12950HX გახდა პირველი მობილური 16-ბირთვიანი CPU (რვა მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით), რომელსაც შეუძლია იმუშაოს 5.0 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel მიიჩნევს, რომ ასეთი მძლავრი პროცესორები საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ გეიმერებისთვისაც. როგორც განაცხადა Intel-ის სამომხმარებლო გამოთვლითი განყოფილების მობილური პროდუქტების მარკეტინგის უფროსმა დირექტორმა Daniel Rogers-მა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გეიმინგ პროცესორი არის Core i9-12900HK, ახალი HX სერიაც გამოსადეგია გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მე-12 თაობის Core HX სერიაში შევიდა შვიდი მოდელი 8-დან 16-მდე ბირთვების ფორმულებით 8P+8E, 6P+8E, 4P+8E და 4P+4E. ყველა მათგანს საკმაოდ მაღალი სიხშირეები გააჩნია. მაღალი წარმადობის ბირთვები ტურბორეჟიმში შესაძლებელია აჩქარდეს 4.4-5.0 გჰც-მდე მოდელის შესაბამისად, ენერგოეფექტური ბირთვების სიხშირის დიაპაზონი კი არის 3.1-3.6 გჰც. ამასთან, სერიის ყველა CPU-ს აქვს 55-ვატიანი სითბური პაკეტი და ტურბორეჟიმში მაქსიმალური ენერგომოხმარება - 157 ვატი. როგორც Intel-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, Alder Lake-HX სერია აერთიანებს პროცესორებს, რომლებიც დაპროექტებულია დესკტოპის ნახევრადგამტარი კრისტალების საფუძველზე. ფაქტობრივად ესენია იგივე დესკტოპ Alder Lake, თუმცა ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობაზე და გადატანილია BGA-პაკეტში. ამიტომ ასეთ პროცესორებს გააჩნია 16 PCIe 5.0 არხი გრაფიკულ დაფასთან მიერთებისთვის და 4 PCIe 4.0 არხი NVMe SSD-სთვის. ეს ფაქტი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, რადგან Core i9-12900HK მოდელის მსგავს მობილურ პროცესორებში არ არის მხარდაჭერილი PCIe 5.0 სალტე. ამასთან, Alder Lake-HX პროცესორებში არ არის წარმოდგენილი ინტეგრირებული კონტროლერი Thunderbolt 4. Alder Lake-HX-ზე დმყარებულ სისტემებს შეუძლია მუშაობა DDR5/LPDDR5 (სიხშირე 4800/5200 მჰც) და DDR4/LPDDR4 (სიხშირე 3200/4267 მჰც) სტანდარტების მეხსიერებებთან. მეხსიერების მოცულობა აღწევს 128 გბ-ს. მხარდაჭერილია ECC. მე-12 თაობის ყველა Core HX მოდელი განბლოკილია ოვერქლოქინგისთვის (გარკვეული შეზღუდვებით), აგრეთვე შესაძლებელია მასთან დაკავშირებული მეხსიერების აჩქარება. ოფიციალური მონაცემების თანახმად Core i9-12900HX სამუშაო აპლიკაციებში წარმადობით აღემატება Core i9-12900HK-ს, i9-11980HK-სა და Ryzen R9-6900HX-ს, თუმცა უპირატესობის კონკრეტული მასშტაბები არ სახელდება. გარდა ამისა, Intel-მა მოიყვანა Core i9-12900HX-ის ტესტირების შედეგები გრაფიკულ დაფა GeForce RTX 3080-ითა და DDR5-4800 მეხსიერებით, რის შედეგად ფიქსირდება FPS-ის სამნიშნა მაჩვენებელი პოპულარულ თამაშებში. მე-12 თაობის Core HX სერიის პროცესორების ბაზაზე დამყარებულ მობილურ სამუშაო სადგურებს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ Dell, HP, Lenovo და სხვა კომპანიები. https://tinyurl.com/438epktn
-
MicroStrategy არ გეგმავს თავისი კრიპტოვალუტის რეზერვების ლიკვიდაციას. იმისთვის, რომ კომპანიას ამოეწუროს ციფრული აქტივები სესხების უზრუნველსაყოფად, Bitcoin-ის ფასი 3562 აშშ დოლარზე დაბლა უნდა დაეცეს, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა. „MicroStrategy-მ აიღო 205 მლნ აშშ დოლარის ვადიანი სესხი და უნდა უზრუნველყოს 410 მლნ აშშ დოლარი გირაოს უზრუნველყოფისთვის. კომპანიას აქვს 115 109 BTC, რომელთა ჩადებაც შესაძლებელია. თუ Bitcoin-ის ფასი 3562 აშშ დოლარს ქვევით ჩამოვა, შეგვიძლია სხვა გირაო განვათავსოთ“ - განაცხადა მან. მანამდე კომპანიამ 2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. საანგარიშგებო პერიოდისთვის მან გამოიმუშავა 119.3 მლნ აშშ დოლარი 298 მლნ აშშ დოლარის დანახარჯით, ეს უკანასკნელი კი მოიცავს 170.1 მლნ აშშ დოლარს, რაც გამოწვეულია მისი ციფრული აქტივების უარყოფითი გადაფასების შედეგად. MicroStrategy-ს ბალანსზე აქვს 129 218 BTC - სტატიის წერის მომენტში არსებული კურსის თანახმად 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ამასთან 115 109 BTC ინახება MacroStrategy-ს ქვეგანყოფილების რეზერვებში. კომპანია 95643 BTC-ს „დაუხარჯავად“ მიიჩნევს. MicroStrategy-ს კრიპტოვალუტების ბალანსი. წყარო: MicroStrategy 9 მაისს კრიპტო ბაზრის ვარდნის ფონზე MicroStrategy-ს აქციების ფასი 25%-ზე მეტით შემცირდა. 10 მაისს Nasdaq-ზე პრემარკეტის მიმდინარეობისას ფასიანმა ქაღალდებმა დაიბრუნა დაკარგულის ნაწილი, თუმცა მთავარი სესიის გახსნის შემდეგ კოტირებებმა კვლავ შემცირება დაიწყო. სტატიის წერის მომენტში აქციების ფასი დაახლოებით 216 აშშ დოლარია. MSTR/USD-ის საათობრივი გრაფიკი Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. გასულ თვეში სეილორმა Bitcoin-ის ყიდვას წარმატებული პოლიტიკა უწოდა. https://tinyurl.com/mwbednf
-
თანამედროვე სერვერების მეხსიერებისადმი მოთხოვნები მუდმივად იზრდება. მეტასამყაროს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭიროა მოცულობისა და სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე შეყოვნების შემცირება. მხოლოდ ტრადიციული DDR მოდულების გამოყენება ზღუდავს მასშტაბირების შესაძლებლობებს, საჭიროა ახალი მიდგომა. კომპანია Samsung Electronics-ს აქვს გადაწყვეტილება - Compute Express Link-ის (CXL) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც საშუალებას იძლევა სერვერი აღიჭურვოს ათ ტერაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც წამში რამდენიმე ტერაბაიტის გატარუნარიანია. Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ინდუსტრიაში პირველი CXL სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 512 გბ-მდე მოცულობით. გასულ წელს დაანონსდა პროტოტიპი, მთელი ეს დრო მიმდინარეობდა მისი გაუმჯობესება კორპორატიული სექტორის კომპანიებსა და მწარმოებლებთან თანამშრომლობის შედეგად. თავდაპირველ პროდუქტთან შედარებით შესაძლებელი გახდა მოცულობის ოთხჯერ გაზრდა, ხოლო შეყოვნების ხუთჯერ შემცირება. Samsung CXL მეხსიერებისთვის გამოიყენება სპეციალური ინტეგრირებული სქემა და კონტროლერი, მხარდაჭერილია PCIe Gen5 ინტერფეისი, მოწყობილობა დამზადებულია EDSFF (E3.S) ფორმ-ფაქტორში. CXL მეხსიერება პროცესორის მიერ აღიქმება, როგორც ძირითადი. Samsung დაიწყებს ნიმუშების მიწოდებას პარტნიორებისთვის დაიწყებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთობლივი ტესტირებისა და კომერციალიზაციისთვის მოსამზადებლად, რათა გამოუშვას მომავალი თაობის სასერვერო პლატფორმები ახალი PCIe ინტერფეისის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/msh9bn45
-
- 1
-
-
კომპანია ASUS-მა წარადგინა განახლებული ლეპტოპები Vivobook S14 და Vivobook S15 OLED. ახალი მოწყობილობები წარმოდგენილია პროცესორებით Intel Core i7-12700H, Core i5-12500H და AMD Ryzen 7 6800H. Intel-ის ჩიპებში გამოყენებულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Iris Xe, AMD-ის პროცესორებში კი წარმოდგენილია უფრო მძლავრი გრაფიკა Radeon 680M. ყველა მოდელს აქვს 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD. ფოტოს წყარო: ASUS ASUS Vivobook S14 OLED წარმოდგენილია 14.5-დუიმიანი OLED ეკრანით, რომლის გაფართოებაა 2.8K (2880 × 1800 პიქსელი), გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. მოდელ Vivobook S15-ის ერთ მოდიფიკაციას აქვს OLED ეკრანი 2880 × 1620 პიქსელი გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 16:9, მეორე მოდიფიკაციას კი - FHD დისპლეი (1920 × 1080 პიქსელი). ორივე შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 120 ჰერცს. Vivobook S14 და S15 ლეპტოპების OLED ეკრანების დანარჩენი მახასიათებლები იდენტურია, მათ შორისაა 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/მ2. გამოყენებული პროცესორების მიხედვით ლეპტოპებზე ხელმისაწვდომი იქნება ორი Thunderbolt 4.0 პორტი (Intel-ის ჩიპებში) ან USB 4.0 (AMD). უსადენო დაკავშირებისთვის გამოიყენება Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 მოდულები. FHD-პანელის მოდელების პარალელურად ახალ ლეპტოპებს აქვს 70 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 90-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ASUS Vivobook S14-ისა და S15 OLED-ის გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. https://tinyurl.com/yyp2n2yb
-
Bitcoin მოქმედებს, როგორც კარგი დაზღვევა ინფლაციისგან, მაგრამ არა - როგორც ოქროს სრულფასოვანი ალტერნატივა. ეს აზრი გამოთქვა მილიარდერმა რეი დალიომ Economic Times-თან ინტერვიუში. Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა აღიარა პირველი კრიპტოვალუტის მსგავსება შეზღუდული მიწოდების მქონე მთავარ ძვირფას ლითონთან, მაგრამ აღნიშნა დაბრკოლებები ბანკების სარეზერვო აქტივად მისი ტრანსფორმაციის მხრივ. „შესაძლებელია ტრანზაქციების გამორკვევა. შესაძლებელია მათი კონტროლირება, გაცვლა და არაკანონიერად ქცევა“ - განაცხადა დალიომ განმარტებების გარეშე. მილიარდერმა Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ასევე შეადარა Microsoft-ის კაპიტალიზაციას და დაასკვნა, რომ პირველი კრიპტოვალუტა ოქროსთან შედარებით „ნაკლებად შესაფერისია“ კაპიტალის დაზოგვისთვის. მიუხედავად სკეპტიციზმისა, დალიომ აღნიშნა ციფრული აქტივებით პორტფელის დივერსიფიკაციის აუცილებლობა და გამოხატა ოპტიმიზმი ინდუსტრიის პერსპექტივების შესახებ მომდევნო ათი წლის განმავლობაში. „ამჟამად ვიმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც არსებობს კონფისკაციის ნებისმიერი ფორმის რისკები. ოქრო ამ ამოცანას უკეთ უმკლავდება. ციფრული აქტივები ჯერჯერობით არ არის კარგი კონკურენტი, თუმცა ისინი აგრძელებენ განვითარებას“ - აღნიშნა მან. მილიარდერის მოწოდებაა პორტფელში ოქროსა და კრიპტოვალუტების დამატება ინფლაციისგან დაზღვევის მიზნით. შეგახსენებთ, რომ თებერვალში დალიომ გაფრთხილება გასცა ზოგიერთ ქვეყანაში ციფრული აქტივების შესაძლო აკრძალვის შესახებ. მანამდე მან განაცხადა, რომ მარეგულირებლები „მოკლავენ“ Bitcoin-ს მისი მასიური წარმატების შემთხვევაში. https://tinyurl.com/2p8puzbf
-
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გვსმენია AMD-ის გეგმების შესახებ - გამოუშვას სუპერ სწრაფი APU ინტეგრირებული გრაფიკით, რომელსაც შეუძლია საშუალო დონის დისკრეტული გრაფიკული დაფების წარმადობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი. პირველ რიგში, AMD-ს აქვს მეგაპოპულარული Ryzen 7 5700G, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი გრაფიკული კომპონენტებით. ასევე გაყიდვაშია სერია Ryzen 6000 Rembrandt, რომელშიც ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი განკუთვნილია მხოლოდ ლეპტოპებისთვის და დეფიციტშია, რადგანაც ლიზა სუს თავისი პრიორიტეტები გააჩნია. ამჟამად AMD გახლეჩილია გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და სასერვერო პროცესორების წარმოებას შორის, ლეპტოპებისთვის ადგილი არ არის, თუმცა ჰორიზონტზე ახალი სერია Ryzen 7000 მოჩანს. ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული დესკტოპ პროცესორები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოჩნდება. ისინი დაფუძნებული იქნება Zen 4 არქიტექტურაზე და შეძლებენ შემოგვთავაზონ არა მხოლოდ IPC-ის ორნიშნა ზრდა, არამედ DDR5 სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებაზე გადასვლაც. 2020 წელს მიიჩნეოდა, რომ ეს პროცესორები 2021 წლის შემოდგომაზე გამოვიდოდა, მაგრამ ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტმა და Apple-ის სიხარბემ განაპირობა, რომ AMD-ს აღარაფერი დარჩა პერსპექტიული დესკტოპ პროცესორების გამოშვების გადავადების გარდა. სწორედ ამით აიხსნება Intel-ის მოულოდნელი ნახტომი, როდესაც მე-12 თაობა მოულოდნელად არა მარტო წინ გაიჭრა, არამედ პირველმა შემოგვთავაზა DDR5 სტანდარტი PCIe 5.0-თან ერთად. ჯამში AMD-ის გეგმები ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებით შთამბეჭდავად გამოიყურება. სასერვერო EPYC-ისა და მაღალი წარმადობის Threadripper-ის გარდა ვიხილავთ დესკტოპ სერიას Ryzen 7000 Raphael, აგრეთვე მაღალი წარმადობის მობილურ ჩიპებს Dragon Range და ულტრაბუკებისთვის განკუთვნილ სერიას - Phoenix. AMD კვლავ გვპირდება ისტორიაში საუკეთესო გეიმინგ პროცესორებს, მაგრამ ეს არის მობილური ჩიპების სერია, რომელიც ნამდვილად რევოლუციური უნდა იყოს. ინსაიდერები აცხადებენ, რომ მობილური პროცესორები Phoenix შემოგვთავაზებენ ინტეგრირებულ გრაფიკას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დისკრეტულ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის დონის წარმადობა. ასეთ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს განსხვავება დესკტოპ GeForce RTX 3060-სა და მის მობილურ ვერსიას შორის, რომლის TDPის დონე 60 ვატია. ჯერჯერობით Ryzen 7000U Phoenix სერიის შესახებ არსებული ოფიციალური ინფორმაცია ძალიან მწირია, თუმცა ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ AMD აპირებს ფასის საკმაოდ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას. სავარაუდოდ, სუპერსწრაფი გრაფიკის მქონე სწრაფი, ენერგოეფექტური ჩიპის ფასი 1200 აშშ დოლარამდე იქნება. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არაოფიციალურია, რადგან სერიის გამოსვლამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მიიჩნევა, რომ Ryzen 7000U Phoenix-ის ანონსი შედგება საერთაშორისო გამოფენა CES 2023-ზე. იგი ტრადიციულად გაიმართება იანვარში, მის ფარგლებში ვიხილავთ ბევრ სიახლეს, რომელთა შესახებ ინფორმაციას ინსაიდერები ფლობენ. სხვათა შორის, თუ გეგმავთ ლეპტოპის ყიდვას 2023 წელს, მაშინ ღირს უკეთ დააკვირდეთ Dragon Range სერიას. ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესორებს ექნება 16 ბირთვამდე და დამზადდება ჩიპლეტების ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც შესაძლებელს გახდის წარმადობის უზარმაზარ ნახტომს ამჟამინდელ გადაწყვეტილებებთან შედარებით. https://tinyurl.com/5a2v6vee
-
კომპანია Gigabyte-მა წარადგინა უზარმაზარი 55-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი S55U, რომელსაც აქვს ოპერაციული სისტემა Android და ციფრულ ხმოვან დამხმარე Google ასისტენტის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara Gigabyte S55U-ს საფუძვლად უდევს 4K გაფართოების VA მატრიცა კვანტური პიქსელების განათებისა და 132 ზონის ადგილობრივი ჩაბნელების ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ეკრანის სიკაშკაშის ტიპური მაჩვენებელია 500 კდ/მ2, მაქსიმალური კი - 1500 კდ/მ2, კონტრასტულობაა 5000:1. მხარდაჭერილია 1.07 მილიარდი ფერი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის მინიმალური დრო - 2 მილიწამი (საშუალოდ 5 მწ), აგრეთვე მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. კომპანია მიუთითებს, რომ მონიტორი ფლობს 96%-იან DCI-P3 და 140-%-იან sRGB ფერთა გამას. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორ-ორი პორტი HDMI 2.1 და HDMI 2.0, თითო შემავალ-გამავალი USB 3.2 Gen 1, ერთი USB 2.0, აგრეთვე ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორს ასევე აქვს ორი სტერეოდინამიკი, სიმძლავრით თითოეული 10 ვატი, გააჩნია LAN კონექტორი, აგრეთვე Wi-Fi 5 და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 400 × 300 მმ ზომის VESA სამაგრი. Gigabyte S55U-ის ზომა შეადგენს 1232 × 309 × 749 მმ-ს, წონა - 18.1 კგ-ს. ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვაში გამოსვლის თარიღის შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/4raerbjp
-
კორპორაცია Meta მალე აამოქმედებს საპილოტე პროექტს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ინტეგრირებისთვის სოციალურ ქსელ Instagram-ში. ამის შესახებ წერს CoinDesk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. რესურსის თანახმად Meta, სავარაუდოდ, გეგმავს Instagram-ზე დაამატოს NFT-ების მხარდაჭერა, რომლებიც გამოშვებულია Ethereum-ზე, Polygon-ზე, Solana-სა და Flow-ზე, თუმცა უცნობია იმუშავებს თუ არა პლატფორმა ყველა ამ ქსელთან პირველ ეტაპზე. საპილოტე პროექტში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მომხმარებლების შეზღუდული ჯგუფი. ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ Meta აპირებს Instagram-ის ინტეგრირებას პოპულარულ ციფრულ საფულეებთან, როგორიცაა MetaMask. განცხადების თანახმად პლატფორმა არ დააკისრებს მომხმარებლებს NFT-ების განთავსებისა და გაცვლის საფასურს. 2022 წლის იანვარში Financial Times-მა განაცხადა, რომ კორპორაცია გეგმავს NFT-ების ინტეგრირებას Facebook-სა და Instagram-ში და ასევე მუშაობს პლატფორმის პროტოტიპზე, რომელიც ამ ციფრული აქტივების გამოშვების საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ მარტში კორპორაციის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ NFT-ების შექმნის ფუნქცია შესაძლოა გამოჩნდეს Instagram-ზე „უახლოეს თვეებში“. https://tinyurl.com/35fbr9ef
-
10 მაისს გაიმართება ღონისძიება VISON და მის ფარგლებში კომპანია Intel წარადგენს პროცესორების მორიგ სერიას კოდური დასახელებით Alder Lake-HX. ეს სერია იქნება პირველი მობილური ხაზი, რომელშიც 16-ბირთვიანი პროცესორები შევა. პროცესორების განახლებულ სერიაში შესულ პროცესორებს ექნება BGA პაკეტი. ერთ-ერთი გამოქვეყნებული სლაიდი ამტკიცებს, რომ BGA-ს ზომა ისეთივე იქნება, როგორიც არის დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი LGA (45 x 37.5 მმ), განსხვავებული იქნება მხოლოდ სიმაღლე, რომელიც შემცირდა 4.4-დან 2 მილიმეტრამდე. Alder Lake-HX ჩიპები იქნება ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის პროცესორები სიმძლავრით 55 ვატი და ისინი წარმოდგენილი იქნება მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემებსა და სამუშაო სადგურებში. ახალ პროცესორებში გაზრდილი იქნება ბირთვების რაოდენობა, სიმძლავრე და PCIe არხების რაოდენობა. PCI Express-ზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ Alder Lake-HX იქნება პირველი მობილური პლატფორმა უახლესი PCIe Gen5 ინტერფეისის მხარდაჭერით. გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ ჯამში 48 PCIe არხს (Gen5 x16 + Gen4 x20 + Gen3 x 12), რაც აღემატება Alder Lake-H-ს (Gen4 x16 + Gen3 x12). Alder Lake-HX-ის კიდევ ერთი სიახლეა აჩქარების გაუმჯობესებული შესაძლებლობა. პლატფორმას აქვს XMP 3.0 პროფილის მქონე DDR5-ისა და ფუნქცია Dynamic Memory Boost-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ენერგოეფექტური ბირთვების აჩქარება, ასევე განახლებული Intel Speed Optimizer და Extreme Tuning Utility. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Intel-ის მტკიცებით ყველა HX მოდელზე მხარდაჭერილი იქნება აჩქარების შესაძლებლობა. როგორც ამ დრომდე ითქვა, პროცესორებს ექნება 16-მდე ბირთვი 5 გჰც-მდე სიხშირით. ყველა HX პროცესორს ექნება იდენტური საბაზისო სიმძლავრე 55 ვატი და მაქსიმალური - 157 ვატამდე, რაც 42 ვატით მეტია Alder Lake-H სერიის პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, რადგანაც ახალი მოდელები დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ჩიპებზეა დამყარებული, გრაფიკული პროცესორის ბირთვები შემცირდა 32-მდე ან 16-მდე მოდიფიკაციის შესაბამისად. თუმცა ეს ფაქტი არ არის შემაშფოთებელი, რადგან ამ პროცესორების მქონე ყველა გეიმინგ ლეპტოპს მძლავრი ვიდეო დაფა ექნება. https://tinyurl.com/t5nw4sxs
-
კომპანია Lenovo-მ გააფართოვა პორტატული კომპიუტერების ასორტიმენტი და დააანონსა მოდელი Yoga Slim 7 Pro 16-დუიმიანი დისპლეით. მოწყობილობას საფუძვლად დაედო AMD-ის აპარატული პლატფორმა. ფოტოს წყარო: Lenovo ლეპტოპს აქვს პროცესორი Ryzen 5 6600HS Creator Edition ან Ryzen 7 6800HS Creator Edition. პირველ მათგანს აქვს ექვსი ბირთვი სიხშირით 4.5 გჰც-მდე, მეორეს - რვა ბირთვი სიხშირით 4.7 გჰც-მდე. ორივე შემთხვევაში მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია. ეკრანს აქვს 2.5K გაფართოება, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision. ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება გრაფიკული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce RTX 3050 ან RTX 3050 Ti. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 ან 32 გბ-ს, PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე SSD-ის მოცულობა - 512 გბ-ს ან 1 ტბ-ს. ხელმისაწვდომია პორტები USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Type-C, HDMI 2.0, SD-ბარათის წამკითხველი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ლეპტოპი გაყიდვაში გამოვა ივნისში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1500 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/y4cn4k4b
