Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ითვლებოდა, რომ NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპების ახალი თაობა Ada Lovelace გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში გამოვიდოდა. ვინც სიახლეებს თვალყურს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ ამ დრომდე არანაირი ანონსი არ ყოფილა, ასევე ინტერნეტში არ გამოჩენილა არც ერთი საინჟინრო ნიმუშის ტესტი. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რელიზს ოქტომბერზე ადრე არ უნდა ველოდოთ. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ შემოდგომის მეორე თვე ყველაზე მეტად მოსალოდნელია ფლაგმანების გაყიდვის დაწყებისთვის, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ ყველა სხვა გრაფიკული ჩიპი დიდი დაგვიანებით გამოვა: GeForce RTX 3080-ის გამოსვლა შესაძლოა გადაიდოს ნოემბრამდე, GeForce RTX 3070 მოდელისა კი - არაუადრეს მიმდინარე წლის დეკემბრის. სინამდვილეში ჩვენ არ გვინახავს რაიმე დამაჯერებელი ცნობა, რომელიც ზემოხსენებულ თარიღებს დაადასტურებს. Jensen Huang დუმს და დაბნეულობაა ტექნიკურ ინსაიდერებს შორის. ამას ემატება სრულიად გაუგებარი სიტუაცია AMD-ის შემდეგი თაობის გრაფიკული ჩიპების ახალ სერიებთან დაკავშირებით. ახლახანს პრესაში მცირე გაჟონვა მოხდა, რომელშიც გავრცელდა ინფორმაცია ნამდვილ სუპერფლაგმან Radeon RX 7950 XT-ის გამოშვების გეგმების შესახებ. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი Radeon RX 7900 XT ვიდეო დაფის წარმადობა არ არის საკმარისი მწვანეთა დასამარცხებლად, მაშინ AMD ინჟინრებს შეუძლიათ განათავსონ ორი Navi 31 ჩიპი და წარმოადგინონ მონსტრი კონსტრუქცია. თუმცა ამ ეტაპზე მონაცემები არეულია და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ლიზა სუ არაფერს ამზადებს, რადგან არ არსებობს კონკრეტული ვადები და სხვა დეტალები. სრულიად სხვა მარკეტინგულ მიდგომას იყენებს NVIDIA, ინსაიდერები კი იტაცებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გეიმინგ სივრცეში ჩნდება. ამჯერად კვლავ ვუბრუნდებით AD102 ჩიპზე დამყარებული ფლაგმანების მაქსიმალური სიმძლავრის საკითხს. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო დაფის სიმძლავრე მიაღწევდა 900 ვატს, მოგვიანებით გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმად GeForce RTX 4090-ის რეალური TDP-ის დონე არ აღემატებოდა 550 ვატს, ხოლო GeForce RTX 4090 Ti ვერსიისა კი - 900 ვატს. დღესდღეობით ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ AD102-ის მაქსიმალური ლიმიტი 800 ვატია, ამიტომ ენერგომოხმარების არანაირ რეკორდზე საუბარი არ იქნება. მაქსიმალური მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მათ, რაც ვიხილეთ GeForce RTX 3090 Ti-ში, თუმცა 600 ვატზე მეტს GeForce RTX 4090 არ მოიხმარს. რაც შეეხება GeForce RTX 4080-ს, მის შემთხვევაში გეიმერებს ელოდება 450 ვატი (AD103) ენერგომოხმარება, სხვა დაფებში კი მაჩვენებლები კიდევ უფრო მცირე იქნება. მობილურ სეგმენტს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ვითარება არც ისე ცუდია. დესკტოპ ვიდეო დაფა GeForce RTX 3080-ის მაქსიმალური სიმძლავრე 370 ვატია. ეს მაჩვენებელი Firmware-შია დაფიქსირებული, ლეპტოპებში არსებული ვიდეო დაფების TDP-ის დონე ორჯერ ნაკლებია. ამან ბევრ მწარმოებელს სიმძლავრესთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, რამაც წარმადობის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სუპერთხელ გეიმინგ მოდელებში. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით ამჯერად ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმძლავრის არა ნახევარი, არამედ უდიდესი ნაწილის გათიშვა. უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს მობილური ვიდეო დაფების საბოლოო ჯამურ წარმადობაზე. წინასწარი მონაცემებით ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფის პრეტენდენტია GeForce RTX 4090 Ti, რომელსაც ექნება 18432 CUDA ბირთვი, 24 გბ მეხსიერება 24 გბ/წამამდე სიჩქარით და 800 ვატი TDP. ასეთი ვიდეო დაფა გამოვა 2023 წელს, მანამდე კი უნდა ველოდოთ GeForce RTX 4090-ის პირველ ტესტებს, რადგანაც პირველი იგი გაიყიდება შემოდგომიდან. https://tinyurl.com/2p97vamd
  2. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ წარადგინა მომავლის პორტატული კომპიუტერების საკუთარი ხედვა. კონცეფციამ, სახელად MOZI, უკვე მოიპოვა ჯილდო Red Dot Design Award 2022. ფოტოს წყარო: Red Dot ლეპტოპს, თუკი შეგვიძლია მას ასე ვუწოდოთ, დისპლეი არ აქვს. ამის ნაცვლად კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია პროექტორი, რომელსაც შეუძლია გამოსახულების ფორმირება კედელზე ან რამე სხვა ნათელ ზედაპირზე, მაგალითად, ცალკეულ პროექციულ ეკრანზე. მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია მოძრავი, გამოსაწევი კლავიატურა, რომელიც კორპუსშია ჩამალული. შესაძლებელია მისი მთლიანად მოხსნა ვიდეომასალების ან პრეზენტაციის ყურებისას, რის შედეგად მაგიდაზე ადგილი დაიზოგება. თავად კლავიატურა კომპაქტურია - მარჯვენა ნაწილში არ აქვს ციფრული ღილაკები. როგორც ფოტოებზე ვხედავთ, პორტატული კომპიუტერისთვის განკუთვნილია აუდიოსისტემა Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მოცემული, რადგან ჯერჯერობით იგი მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს. კომერციულ ბაზარზე ასეთი „ლეპტოპის“ გამოჩენის შესაძლო დროზე არაფერია ცნობილი. https://tinyurl.com/mr37emm6
  3. დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო აპირებს ქვეყანა და მისი დედაქალაქი ლონდონი „კრიპტოცენტრად“ აქციოს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა კრის ფილპმა განაცხადა, წერს Bloomberg. ამავდროულად ხელისუფლება აპირებს ყურადღებით შეისწავლოს ფულის შესაძლო გათეთრების ან სანქციების გვერდის ავლით კრიპტოვალუტების გამოყენება, აღნიშნა მან. ფილპმა განაცხადა, რომ რეგულირების „სწორი ბალანსისთვის“ მჭიდროდ თანამშრომლობენ სახაზინოსთან, ინგლისის ბანკთან და მის პრუდენციალური რეგულირების სამმართველოსთან, აგრეთვე ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსთან. მარტში დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირების პრინციპები ფინანსური სტაბილურობის სამომავლო რისკებზე აქცენტით. აპრილში პრუდენციალური რეგულირების ოფისმა გაზარდა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტი ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ რისკებთან საბრძოლველად. სახაზინომ განაცხადა, რომ გეგმავს Stablecoin-ების რეგულირების ჩართვას გარდა ალგორითმული გადახდის მექანიზმისა ფინანსური სერვისებისა და ბაზრების კანონპროექტში. მოგვიანებით დააგენტომ საჯარო განხილვისთვის წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ზომებს Stablecoin-ების კრახისგან დაცვის მიზნით. https://tinyurl.com/49k76ehp
  4. როგორც ჩანს, მაინინგის მორიგ ბუმს მოჰყვება მომდევნო „კრიპტო hangover“, თუ, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების ბაზარზე ვითარება მკვეთრად არ იცვლება. ამ დროისთვის მაინინგის მომგებიანობა იმდენად შემცირდა, რომ ბევრი მაინერი აპირებს თავი დააღწიოს აღჭურვილობას და დააბრუნოს ინვესტიცია, ვიდეო დაფები კი მეორად ბაზარზე ჯერ კიდევ შეიძლება გაიყიდოს შედარებით მაღალ ფასად. მეორადი ვიდეო დაფების შემოდინება შეინიშნება ბევრ სავაჭრო პლატფორმაზე. eBay-ზე ვითარებას აკონტროლებს რესურსი Tom's Hardware და ექსპერტები აღნიშნავენ როგორც მრავალი ცალკეული პოზიციის გამოჩენას, ასევე ვიდეო დაფების მასობრივ გაყიდვას. პირველ შემთხვევაში, GeForce RTX 3080 650 აშშ დოლარად არის ხელმისაწვდომი, მეორეში ამ მოდელის ექვსი ერთეულის ყიდვა შესაძლებელია 2500 აშშ დოლარად, ე.ი. ერთი RTX 3080 ღირს 420$ (დაახლოებით 310$ კგ-ზე). Tom's Hardware-ის დაკვირვება NVIDIA-ს ვიდეო დაფებზე ერთი მხრივ, ეს ვითარება შესაძლებელია შეფასდეს კარგ სიახლედ მათთვის, ვინც ამ დრომდე ცდილობს თანამედროვე გრაფიკული ამაჩქარებლის პოვნას ხელმისაწვდომ ფასად, თუმცა მაინინგის შემდეგ ვიდეო დაფის, განსაკუთრებით კი ძველი მოდელის, ყიდვა უკიდურესად არასასურველია მაღალი გადახურებისგან მიღებული ზიანის გამო. მეორე მხრივ, არასახარბიელო მდგომარეობაა ვიდეო დაფების მწარმოებლებისთვის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ფინანსურ შედეგებზე. ასევე არის ცნობები ახალი ვიდეო დაფების შესაძლო შეფერხების შესახებ ძველი დიდი მარაგების გაყიდვის აუცილებლობის გამო, ხოლო მეორად ბაზარზე შეთავაზებების შემოდინება აშკარად არ შეუწყობს ხელს ამ მიზანს. https://tinyurl.com/43v974x9
  5. ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის ხელისუფლებისგან ქალაქის ცენტრის ქვეშ გვირაბების ქსელის გაფართოებისთვის ერთიანი ნებართვა მიიღო. შედეგად შესაძლებელი გახდება დაემატოს ახალი სადგურები მგზავრებისთვის, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილებით მგზავრობენ მეგაპოლისის ქვეშ ლოკაციებზე - Stratosphere და ფრიმონტ-სტრიტი. ფოტოს წყარო: Boring Company გვირაბების ქსელი Vegas Loop მშენებლობის დასრულებისას უნდა იყოს ჯამში დაახლოებით 50 კმ. სიგრძის და ჰქონდეს 51 გაჩერების სადგური. ჯერჯერობით გვირაბების სიგრძე 3 კილომეტრია და ისინი განლაგებულია საკონფერენციო ცენტრ Las Vegas Convention Center-ის (LVCC) ქვეშ. შედეგად შესაძლებელია 25-წუთიანი ფეხით სასიარული გზა გადაიქცეს მიწის ქვეშ ორწუთიან სამგზავრო მონაკვეთად. ჯერჯერობით გამოიყენება Tesla Model X და Y ელექტრომობილები რეალური მძღოლებით, მაგრამ მომავალში ისინი ავტონომიურად იმოძრავებენ. წელს CES 2022 IT გამოფენის ვიზიტორებს საშუალება მიეცათ შეემოწმებინათ სისტემა, ამასთან, ბევრ მათგანზე, ვინც ქალაქის მეტროთი სარგებლობდა, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ბევრი ჩიოდა გვირაბში საცობების გამო, რომელიც ერთდროულად 70 მანქანაზე მეტს ვერ იტევს. მიუხედავად ამისა, CES-ის მიმდინარეობის პერიოდში სისტემას ყოველდღიურად გადაჰყავდა დაახლოებით 15-17 ათასი მგზავრი. ახალი ნებართვა აახლოებს Boring Company მიზნის მიღწევას - სატრანსპორტო სისტემის აშენებას, რომელიც ლას-ვეგასში ყველაზე პოპულარულ ადგილებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გასულ ოქტომბერში კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა ლას-ვეგას სტრიპის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მგზავრების სწრაფ გადაყვანას სასტუმროებში, კაზინოებში და აეროპორტშიც კი. კომპანიამ მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ქალაქის ხელისუფლების პროგნოზით სტრიპის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემა 2023 წელს დაიწყებს მომხმარებლების მომსახურებას. მოსალოდნელია, რომ LVCC ცენტრისა და Resorts World გასართობი კომპლექსის დამაკავშირებელი მონაკვეთი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. https://tinyurl.com/wek6y9fx
  6. Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს უწოდა „დიდი სულელის თეორიაზე დამყარებული“ ტყუილი, აცხადებს Bloomberg. კალიფორნიაში TechCrunch-ის კონფერენციაზე, მილიარდერმა თქვა: ”ცხადია, მაიმუნების ძვირადღირებული ციფრული სურათები სამყაროს ძლიერ აუმჯობესებს.” მან აღნიშნა, რომ არ აქვს პოზიციები ამ აქტივების კლასში. სავარაუდოდ, ციტატაში გეიტსი მიუთითებდა პოპულარულ Bored Ape Yacht Club NFT კოლექციაზე Yuga Labs-ის გუნდიდან. NFT კოლექციების რეიტინგი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით შვიდი დღის განმავლობაში. წყარო: OpenSea. ადრე გეითსმა მოუწოდა პოტენციურ ინვესტორებს - არ მიბაძონ Tesla-ს მაგალითს, რომელმაც Bitcoin-ში 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მან ასევე აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის უარყოფითი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. გეითსი ღონისძიებაში მონაწილეობდა, როგორც კლიმატის ფონდ Breakthrough Energy Ventures-ის დამფუძნებელი. მან აღნიშნა სილიკონის ველიდან სპეციალისტების დაქირავების სირთულე ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობა, რომლებიც საჭიროებენ ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას. მილიარდერმა ასევე უწოდა ციფრულ ბანკინგს, რომელსაც ის მხარს უჭერს თავისი ფილანთროპული ფონდების მეშვეობით, "ასობით ჯერ უფრო ეფექტური", ვიდრე კრიპტოვალუტები. მაისში გეითსმა თქვა, რომ ინვესტიციას არ აკეთებდა ციფრულ აქტივებში, რადგან მათ არ აქვთ ღირებულება. https://tinyurl.com/y6vyznj7
      • 1
      • Like
  7. ასოციაცია SEMI ელოდება, რომ ნახევრადგამტარი პროდუქციის ბაზრის მონაწილეებისთვის ჩიპების წარმოებისთვის განკუთნილი აღჭურვილობის დანახარჯები მიმდინარე წელს 20%-ით გაიზრდება და პირველად გადააჭარბებს 100 მლრდ აშშ დოლარიან ბარიერს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წარმოების პროფილური ხარჯები თითქმის გაორმაგდა. მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნდება. ფოტოს წყარო: Reuters ძირითადი დანახარჯებით (34 მლრდ აშშ დოლარი) მაკრორეგიონებს შორის ტაივანი ლიდერობს, რომლის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 52%-ით გაიზრდება. ეს სავსებით ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი საკონტრაქტო წარმოების ობიექტები კონცენტრირებულია კუნძულზე. საკონტრაქტო ინდუსტრიაზე მოვა მთლიანი ტექნიკის დანახარჯების 53%, მას მოჰყვება მეხსიერების მწარმოებლები 33%-ით. დანახარჯების 85-მდე პროცენტი მიმართული იქნება აღჭურვილობის შესაძენად 158 საწარმოსა და ქსელში წარმოების სიმძლავრის გაფართოებისკენ. მომავალ წელს მოდერნიზაცია 129 საწარმოსა და ხაზს შეეხება. ნახევრადგამტარების ინდუსტრიის პროდუქტიულობა არ იზრდება იმავე პროპორციით, როგორც აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსება. ამრიგად, წელს საწარმოების მთლიანი პროდუქცია მთელ მსოფლიოში მხოლოდ 8%-ით გაიზრდება, გასულ წელს კი 7%-ით გაიზარდა. მომავალ წელს ზრდა 6%-მდე შეიზღუდება. თუ განვიხილავთ რეგიონულ დაყოფას ინვესტიციების კუთხით, მაშინ სამხრეთ კორეა ტაივანის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება 25.5 მლრდ აშშ დოლარით (+7% გასულ წელთან შედარებით), მესამეზე ჩინეთია 17 მლრდ აშშ დოლარით (-14% წინა წელთან შედარებით). მეოთხე ადგილს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებს, რომლებიც ტექნიკის შესყიდვაზე ერთად 9.3 მლრდ აშშ დოლარს (+176%) დახარჯავენ. ორივე ამერიკისთვის ხარჯების ოდენობა იგივე 9.3 მლრდ აშშ დოლარი (+19%) იქნება მომავალი წლის ბოლომდე, წელს კი 13%-ით გაიზრდება. https://tinyurl.com/ytcnpsbn
  8. ჩინეთის სიანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში შევიდა სამი წლით ადრე დაგეგმილი სახმელეთო კომპლექსი კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის ტექნოლოგიების შესამოწმებლად. 75 მეტრის სიმაღლის ფოლადის კონსტრუქცია ინსპექციამ მიიღო და დაამტკიცა ექსპლუატაციისთვის. კომპლექსი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების მთელი სპექტრის ტესტირებას, რაც უზრუნველყოფს კოსმოსური მზის ენერგიის წარმოქმნას - ეს იქნება სუფთა ენერგია უწყვეტი წყაროდან. ფოტოს წყარო: Xidian University კონსტრუქცია ზედაპირიდან შეაგროვებს მზის ენერგიას და სადენების გარეშე ანტენების მეშვეობით გადასცეს მას დედამიწას 55 მეტრის დაშორებაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შევა როგორც მზის ენერგიის ეფექტური შეგროვების ტექნოლოგიის შემოწმება, ასევე მის მიკროტალღურ გამოსხივებად გარდაქმნის ტექნოლოგიის, გადაცემის და მიღების საშუალებების და ხელახლა გარდაქმნის შემოწმება. Multi-Rotary (MR SPS) უნივერსიტეტის გუნდი ავითარებს საკუთარ კონცეფციას გეოსტაციონარული ორბიტადან დედამიწაზე ენერგიის გენერირებისა და გადაცემისთვის - კონცეფციის სახელია Orb-Shape Membrane Energy Gathering Array (SSPS OMEGA). ასევე ჩინეთში მუშავდება მზის ელექტროსადგურის კიდევ ერთი კონცეფცია - Multi-Rotary (MR SPS) ანუ მრავალბრუნვადი სადგური, რომელიც შეცვლის მზის პანელების დახრილობის კუთხეს ენერგიის ოპტიმალური გამომუშავებისთვის. და ბოლოს, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო - CNSA, აწარმოებს კიდევ ერთ პროექტს ორბიტადან დედამიწაზე ენერგიის გასაგზავნად, ამ პროექტის ფარგლებში კოსმოსში მუშაობის დაწყებას 2028 წელს აპირებენ. როგორც ხედავთ, ჩინეთში მტკიცედ მიიწევენ ერთსა და იმავე მიზნისკენ რამდენიმე მიმართულებით. https://tinyurl.com/579pmapw
  9. შიშისა და სიხარბის ინდექსი 8-მდე დაეცა, 2020 წლის მარტის დონის მსგავსად. იმ დროს Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 3800 აშშ დოლარიან ფსკერს. წყარო: alternative.me. Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ინდექსი "შიშის ზონაში" 56 დღეა იმყოფება, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. „ბაზრის მონაწილეები უდავოდ დაიღალნენ ამით, ბევრი კაპიტულაციას ახდენს. ისტორიულად ყიდვა მომგებიანი სტრატეგია იყო შიშის დროს. თუმცა, ვარდნის დაჭერა ადვილი არ არის, ”- გააზიარეს მკვლევარებმა თავიანთი აზრები. კომპანიამ აღნიშნა, რომ ტექნიკური ანალიზის კონტექსტში 20000 აშშ დოლარი არის Bitcoin-ისთვის კრიტიკული დონე, რადგან ეს არის წინა ფასების აღმასვლის პიკი. წყარო: Arcane Research, TradingView. „Bitcoin თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ვაჭრობდა ციკლის პიკს ქვემოთ. ამიტომ, ამ დონის ქვემოთ შესაძლო ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ჰოდლერის კაპიტულაცია და დელევერიჯი“, - აღნიშნეს ექსპერტებმა. ასევე მნიშვნელოვანია ღია ინტერესი Bitcoin-ის ოფციონების მიმართ 20000 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს არის დამატებითი ზეწოლის ფაქტორი სპოტ ბაზარზე, თუ აღნიშნული დონე ვერ გაუძლებს დათვურ შემოტევას. ადრე Glassnode-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ბაზარი შედის "დათვური ციკლის ყველაზე ღრმა ფაზაში". https://tinyurl.com/3c7fuh5b
  10. Zen არქიტექტურისა და EPYC პროცესორების გამოსვლის შემდეგ შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ AMD დაბრუნდა სერვერების ბაზარსა და HPC სფეროში. მონაცემთა ცენტრის ბევრი მფლობელი და სუპერკომპიუტერების დამპროექტებელი სულ უფრო ხშირად ირჩევს AMD-ს, თუმცა კომპანია ასევე ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას მანქანური ინტელექტის ბაზარზე, სადაც დიდი ხანია დომინირებს NVIDIA თავისი CUDA ეკოსისტემით. საუბარია ყველა სეგმენტის დაპყრობაზე, დაწყებული დიდი ქლაუდ სისტემების განკუთვნილი პერიფერიული გამოთვლების სფეროდან, რისთვისაც კომპანიას უკვე აქვს „საჭირო სილიკონი და პროგრამული უზრუნველყოფა“. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა AMD-მ ღონისძიება Financial Analyst Day 2022-ზე. AMD-ს ხელმძღვანელმა ლიზა სუმ აღნიშნა, რომ კომპანიას წინ დიდი სამუშაო აქვს, თუმცა მოსალოდნელ შედეგად ღირს. მასიური აქტიურობა უკვე დაიწყო: აღინიშნება ინტერესი EPYC პროცესორებისადმი ინფერენს-სისტემებში გამოსაყენებლად და Instinct ამაჩქარებლების მიმართ - ნეიროქსელების მომზადების მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და მანქანური სწავლების პროდუქტების ბაზრის ათვისების გეგმა. წყარო: AMD Instinct-თან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - დღეისათვის იგი არის ერთ-ერთი უმძლავრესი ამაჩქარებელი სუფთა წარმადობის კუთხით, EPYC-მა მიაღწია სიჩქარის სერიოზულ ზრდას ინფერენს-დატვირთვების შესრულებისას დიდწილად ZenDNN (Zen Deep Neural Network) ბიბლიოთეკის წყალობით. ეს ბიბლიოთეკა ინტეგრირებულია პოპულარულ ფრეიმვორქებთან - TensorFlow, PyTorch და ONNXRT. იგი მხარდაჭერილია მეორე თაობით დაწყებულ EPYC პროცესორებზე, თუმცა კომანია წინ წავა და ახალი თაობის პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს დანერგავს აპარატულ დონეზე. მათ შორის საუბარია ეხება AVX-512 VNNI-ს მხარდაჭერას, რომელიც გამოჩნდება EPYC Genoa-სა და Ryzen 7000-ში. ამ დრომდე ასეთი ინსტრუქციის მხარდაჭერა გააჩნდა მხოლოდ Intel-ის პროცესორებს, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში. ადაპტური XDNA არქიტექტურა. წყარო: AMD კიდევ ერთი გზაა Xilinx ბლოკებზე დაფუძნებული ჩიპლეტების გამოყენება. ამ ინიციატივას ეწოდება XDNA ადაპტური არქიტექტურა. ბლოკები გამოჩნდა ჯერ კიდევ სერია Versal-ში 2018 წელს, ამჟამად AMD აპირებს ანალოგიური ხელოვნური ინტელექტის მქონე ძრავებით აღჭურვოს ლეპტოპებისთვის განკუთნილი Ryzen: Phoenix Point (2023 წელი) და Strix Point (2024 წელი). იგივე ტექნოლოგია გამოჩნდება EPYC-ში, ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ Zen 5 არქიტექტურაზე დამყარებული ჩიპები მანქანური სწავლების ახალი ოპტიმიზაციით 2024 წელს უნდა გამოვიდეს. ამასთან Xilinx-ის გეგმები ამით არ სრულდება. Zynq მატრიცაზე არსებული გადაწყვეტილებები დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება ინდუსტრიაში, ჯანდაცვაში, სატრანსპორტო სისტემებსა და სმარტ-წარმოებაში. იგივე ეხება ტელეკომუნიკაციის ბაზარს, რომელშიც გამოიყენება Xilinx Versal და ქლაუდ მონაცემთა ცენტრები, რომლებშიც ფართოდაა გამოყენებული ამაჩქარებლები Alveo და Kintex. AMD არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ბაზრის ამ სექტორების დატოვებას. სფეროები და ინდუსტრიები, რომლებიც შეიძლება მოცული იყოს AMD-ის პროდუქტებით. წყარო: AMD კომპანია ასევე აქტიურად ამზადებს ნიადაგს თავის პირველ სერვერულ APU Instinct MI300-სთვის. ROCm პაკეტმა მიიღო ოპტიმიზაცია სწავლებისა და ინფერენსისთვის PyTorch-სა და TensorFlow-ში და ამჯერად იგი შეძლებს იმუშაოს RDNA არქიტექტურის მქონე სამომხმარებლო Radeon მოდელებზე. AMD ასევე ავითარებს SDK-ებს წინასწარ ოპტიმიზებული მოდელებით, რათა გააადვილოს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შემუშავება და დანერგვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ AMD-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ბაზრის დაფარვა დაფუძნდება სამ საყრდენზე: Ryzen და EPYC პროცესორები მცირე და საშუალო მოცულობის მოდელებისთვის; ამაჩქარებლები და Instinct APU-ები, Xilinx-ის ადაპტირებულ ჩიპებთან ერთად დიდი და ზედმეტად დიდი მოდელებისთვის. AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ყველა ტექნოლოგიის კონსოლიდაცია ერთ პროგრამულ სტეკში. წყარო: AMD უკეთესი კონსოლიდაციისთვის AMD აქტიურად აერთიანებს ერთიან მასივში ამ დრომდე დამოუკიდებელ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს ყველა ტიპის გამოთვლისთვის. ამისთვის ის აქტიურად თანამშრომლობს სხვა კომპანიებთან, მათ შორის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Microsoft და Meta. Unified AI Stack-ის კონცეფცია განაგრძობს განვითარებას, მოიცავს უფრო და უფრო მეტ ახალ კომპონენტს, ასე რომ საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი შეძლებს გამოიყენოს ინსტრუმენტების ერთი ნაკრები, რომლითაც მხარდაჭერილი იქნება AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. Intel იგივე მიმართულებით მოქმედებს თავისი oneAPI ინიციატივით. https://tinyurl.com/2p9y4mfe
  11. რესურს VideoCardz-მა დაადასტურა, რომ Intel-მა მიმდინარე კვირაში წარადგინა Arc A380 დისკრეტული გრაფიკული დაფა ჩინეთის ბაზარზე და პირობა დადო, რომ ზაფხულის განმავლობაში გაყიდვების მასშტაბს გააფართოვებს. თავდაპირველად ასეთ ვიდეო დაფებს Intel-ის პარტნიორები წარმოადგენენ მზა კომპიუტერების ნაწილად, თუმცა მოგვიანებით მათი შეძენა შესაძლებელი იქნება ცალკე. ჩინეთისთვის რეკომენდებული ფასი გადასახადების ჩათვლით არის 1000 იუანი, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 150 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Intel ახალ ვიდეო დაფას აქვს მხოლოდ 8 Xe ბირთვი და 1024 ნაკადური პროცესორი, გააჩნია 6 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, TDP-ის დონე არ აღემატება 75 ვატს და არ საჭიროებს დამატებითი კვების კონექტორს. კომპანიის მონაცემების თანახმად Arc A380 დაახლოებით 25%-ით სწრაფია AMD Radeon RX 6400-თან შედარებით, თუმცა შეუძლია კადრების სიხშირის მხარდაჭერა 60 კადრი/წამში 1080p გაფართოების გამოყენებისას ისეთ პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა League of Legends, Moonlight Blade, Naraka: Bladepoint და PUBG: Battlegrounds. უზრუნველყოფილია რეითრეისინგის აპარატული აჩქარება და მხარდაჭერილია DirectX 12. https://tinyurl.com/mrxppjw9
  12. 11 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითმა (7-დღიანი მოძრავი საშუალო) მიაღწია ყველა დროის ახალ მაქსიმუმს - 231 EH/s-ს. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის ფასის დაცემამდე ქსელის გამოთვლითი სიმძლავრე ოდნავ დარეგულირდა 227,8 EH/s-მდე. 8 ივნისს ციფრული ოქროს მოპოვების სირთულე გაიზარდა მაისის ვარდნის შემდეგ. თუმცა ინდიკატორი მაქსიმალურ მაჩვენებელზე ვერ დაბრუნდა. BTC.com-ის თანახმად ჰეშრეითის წილში ლიდერობას ინარჩუნებს ამერიკული მაინინგ პული Foundry USA. რეიტინგში მას მოსდევს Poolin (13.69%) და AntPool (11.49%). წყარო: BTC.com. მაისში Bitcoin-ის მაინერების შემოსავალი აპრილთან შედარებით 22%-ით შემცირდა 906 მლნ აშშ დოლარამდე. ივნისში პირველი კრიპტოვალუტის ტეხასელმა მაინერებმა შეზღუდეს ელექტროენერგიის მოხმარება ამინდის პირობების გამო. https://tinyurl.com/4dwhj3ur
  13. Intel Arc Alchemist-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა მისი პირველადი მახასიათებლები. მათ გამოჩენაზე კომპანია MSI-ში იზრუნეს, სადაც სტენდზე განათავსეს გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Core i5-12400F პროცესორით და Arc A380 ამაჩქარებლით. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვიტრინიდან მოხსნეს, თუმცა ენთუზიასტებმა მოასწრეს და ნახეს, რომ მასში მოცემული იყო 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, ასევე 8 Xe ბირთვი. იგივე ვიდეო დაფა დაფიქსირდა ვიდეოთამაშებში. კერძოდ, გამოქვეყნდა მისი მაჩვენებლები შემდეგ თამაშებში: PUBG (94 fps), Overwatch (100 fps), League of Legends (200 fps) და Eternal Catastrophe (85 fps). ყველა ტესტი ჩატარდა სტრანდარტულ 1080p გაფართოებაზე. პერსონალური კომპიუტერის დანარჩენი მახასიათებლები, რომელშიც მოწყობილობა გაიტესტა, უცნობი დარჩა. შეგახსენებთ, რომ Arc გრაფიკული პროცესორების პირველი ტალღა მთლიანად ჩინეთში წავა, სადაც კიბერსპორტის მიმართ მზარდ ინტერესს „მოემსახურება“. როგორც ადრე ცხადდებოდა, აღმოსავლეთ აზიაში არის გეიმინგ კაფეების სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომელსაც ესაჭიროება დიდი მოცულობის ბიუჯეტი და საშუალო კლასის ვიდეო დაფები და Intel იმისთვის, რომ შექმნას "ბაზრის ახალი მოთამაშის" კარგი იმიჯი - გამოიყენებს შანსს და დააკმაყოფილებს აზიის მოთხოვნას, სხვა რეგიონებში კი თანდათან გაფართოვდება. https://tinyurl.com/ycxrwekw
  14. როგორც ცნობილია, RTX 30 სერიის ვიდეო დაფების გამოშვება გეგმის მიხედვით ვერ წავიდა: თავდაპირველად იყვნენ მაინერები, შემდეგ ჩიპების დეფიციტი და ჯამში გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ მცდელობები იყო - გაყიდულიყო თავდაპირველად დაგეგმილი მოცულობის ნაწილი მაინც. მოახლოვებულია ახალი თაობის გამოსვლაც და ამჟამინდელი თაობის მოწყობილობების გაყიდვა კიდევ უფრო გართულდება. ასეა თუ ისე, გამოსავალი ნებისმიერ ფასად არის მოსაძებნი. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ NVIDIA-მ მოიფიქრა რა ქნას ასეთ რთულ სიტუაციაში. გადაწყვეტილება შემდეგია: RTX 40 სერიის საბაზისო ამაჩქარებლების გამოსვლის გადავადება სექტემბრიდან ოქტომბრამდე ან მის შემდეგ. საბაზისო მოდელებში მოიაზრება RTX 4070, 4080 და 4090. ამრიგად, თუ NVIDIA განაცხადებს უახლოეს დროში თარიღის მცირე გადავადების შესახებ, ეს მას საშუალებას მისცემს შეამციროს მიმდინარე თაობის დაფების ფასი, შექმნას მათზე დამატებითი მოთხოვნა, საბოლოოდ მოამზადოს ახალი თაობა გამოშვებისთვის, აგრეთვე შეძლებისდაგვარად დააცარიელოს RTX 30-ის მარაგი. ულტრაბიუჯეტური GTX 1630-ის გამოშვების დროც სავარაუდოდ გადაიწევს. მეორე მხრივ, RTX 40-ის ანონსი გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებისთვის ახალი ჩიპები სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესახებ არსებული ინსაიდერული ინფორმაცია საკმაოდ მიმზიდველია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე მოძველებული ვიდეო დაფების ნაადრევი შეძენა ვინმეს სწორ არჩევანს მოეჩვენება. ასევე უცნობია RTX 40-ის ფასი. თუკი სიმძლავრის გამო გაზრდილი ფასი მეტისმეტი გამოვა, RTX 30 შეძლებს ბაზარზე კონკურენციის გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება: თუკი RTX 40-ის გამოსვლა გადაიდება, მიმდინარე თაობის დაფების ფასები ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდება. RTX 30-სა და RTX 40-ს შორის განსხვავებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მცირე, კომპანია ვერ შეძლებს მათ გაყიდვას იმავე ფასების სეგმენტში. ძველი დაფების საცალო ფასი ადრე თუ გვიან უნდა შემცირდეს. https://tinyurl.com/3je2m5tu
  15. 13 ივნისის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 25000 აშშ დოლარამდე შემცირდა, Ethereum-ის - 1300 აშშ დოლარამდე. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სტატიის წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 25600 აშშ დოლარია. CoinGecko-ს მიხედვით კრიპტოვალუტის ღირებულებას დაახლოებით 6.5% მოაკლდა დღეში. ამავე პერიოდში Ethereum 8.9%-ით გაიაფდა. მისი ამჟამინდელი ფასია 1313$. გრაფიკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი და მეორე კრიპტოვალუტების ფასების კლებას თან ახლდა ვაჭრობის მოცულობის ზრდა. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანების კვალად თითქმის მთელი ბაზარი წითელ ზონაში გადავიდა. ბოლო დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა Solana-მ (-13,4%) და Dogecoin-მა (-11,4%). წყარო: CoinGecko. მთლიანი კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით შემცირდა და 1.1 ტრილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. BTC-ის დომინირების ინდექსია 45.3%, ETH-ის - 15.1%. Coinglass-ის თანახმად ფიუჩერსების ბაზარზე 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოზიციები ლიკვიდირებულია. შიშისა და სიხარბის ინდექსმა კრიპტო ინდუსტრიაში 11 ქულას მიაღწია („ექსტრემალური შიში“). 10 ივნისს Bitcoin-ის ფასი 30 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა აშშ-ში ინფლაციის დაჩქარების შესახებ სიახლის ფონზე. იმავე დღეს ანალიტიკოსმა, ფსევდონიმით PlanC, აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ხედავს ტენდენციის მნიშვნელოვნად შეცვლას უახლოეს მომავალში. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ ინფლაციამ „Bitcoin-ის მსგავსად პიკს არ მიაღწია“. ორშაბათი ტრადიციულ ბაზრებზეც შემცირებით დაიწყო. ჰონკონგის Hang Seng 3.19%-ით შემცირდა, იაპონური Nikkei 225 კი - 3.01%-ით. Nasdaq Technology Index-ის ფიუჩერსები 4.44%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500 - 2.91%-ით. შეგახსენებთ, რომ Guggenheim Partners-ის საინვესტიციო დირექტორმა სკოტ მაინერდმა აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება 8000 აშშ დოლარამდე დაეცეს. ადრე Bitcoin-ის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა "დიდი ალბათობით მოსალოდნელი" უწოდა ვარაუდს, რომ აქტივის ფასი 10 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა 30-ათასიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა დაუშვა კრიპტოვალუტების ბაზარზე შემდგომი ვარდნა. მისი აზრით მომდევნო რამდენიმე კვარტალი არასტაბილური იქნება უოლ-სტრიტზე არსებული ნეგატივის გამო. https://tinyurl.com/3exsbbt5
  16. მეორე კვარტალის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, ამიტომ Morgan Stanley-ს ექსპერტებმა გადაწყვიტეს საანგარიშო პერიოდი შეაჯამონ ბაზრის მონაწილეების აქტივობაზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორების კუთხით. ანალიტიკოსების აზრით ინვესტორების ძირითადი ნაწილი პირველ რიგში შეშფოთებულია ნახევრადგამტარი კომპონენტების მუდმივი დეფიციტით. ნახევრადგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის შემცირების ალბათობა ინვესტორებსა და მომწოდებლებს გაცილებით ნაკლებად აწუხებს, თუმცა ეს პრობლემა შეიძლება მეორე ადგილზე დადგეს. ფოტოს წყარო: Getty Images Morgan Stanley-ის წარმომადგენლების თქმით კომპანიების უკვე გამოქვეყნებულმა კვარტალურმა ანგარიშებმა გაამართლა მათი მოლოდინი, ამ თვალსაზრისით სიურპრიზები არ ყოფილა. ბაზრის მონაწილეებს შორის დიდი შეშფოთებაა უკრაინის ომის, ასევე ჩინეთის ლოქდაუნის მიერ გამოწვეული შედეგების მხრივ. მოგეხსენებათ, ბევრი ექსპერტი ელოდება მოთხოვნის შემცირებას სმარტფონებისა და კომპიუტერების სეგმენტში, მაგრამ კომპონენტების მომწოდებლების თვალსაზრისით ამ ფაქტორის გავლენა შეიძლება შემცირდეს ბაზრის სხვა სეგმენტებიდან მოთხოვნის გადანაწილებით. https://tinyurl.com/5n6eu7y5
  17. ფინანსური ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე AMD-მ დაადასტურა გეგმა მაღალი წარმადობის Ryzen Threadripper 7000 სერიის დესკტოპ (HEDT) პროცესორების გამოშვების შესახებ. ეს ჩიპები ბაზარზე 2023 წელს გამოვა და დამყარებული იქნება Zen 4 არქიტექტურაზე. ფოტოს წყარო: AMD Ryzen Threadripper 7000 პროცესორებში წარმოდგენილი იქნება 96-მდე ფიზიკური ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. ისინი წარმოებული იქნება კომპანია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ჩაანაცვლებენ ამჟამად აქტუალურ Chagall სერიის (Ryzen Threadripper Pro 5000WX) ჩიპებს, რომლებიც მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებში გამოიყენება. Ryzen Threadripper 7000 პროცესორებს აქვთ იმდენივე ბირთვი, რამდენიც სერვერულ პროცესორ EPYC Genoa-ს, ამიტომ, დიდი ალბათობით, მათში გამოყენებული იქნება იგივე კრისტალები, მაგრამ რამდენიმე გათიშული ბლოკით. Ryzen Threadripper 7000 სერიის პროცესორებში გამოყენებული იქნება პროცესორის უახლესი კონექტორი. დეტალები ჯერჯერობით მიუწვდომელია, არაოციფიალური ინფორმაციით მისი სახელწოდება იქნება Socket TR5 ან SP5r2. აქტუალური TR4 გამოიყენებოდა Threadripper-ის ყველა თაობაში, Zen, Zen 2 და Zen 3 არქიტექტურებზე. სავსებით სარწმუნოა, რომ ახალ პლატფორმასაც ხანგრძლივი მხარდაჭერა ექნება AMD-ის მხრიდან. როგორც ჩანს, Ryzen Threadripper 7000-ს დიდი ფართობი, რაშიც დავრწმუნდებით, შეფუთვაზე არსებულ გამოსახულებას თუ შევხედავთ. გეგმავს თუ არა კომპანია Zen 4C ბირთვებზე პროცესორების ვერსიების ან ქეშ-მეხსიერების გაზრდის 3D V-Cache ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას - ჯერჯერობით უცნობია. ეს სიახლეები AMD-ის სამომავლო გეგმის რუკაზე არ არის, მაგრამ კომპანია მიუთითებს, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს. https://tinyurl.com/2p8nt75x
  18. VanEck Asset Manager-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ვან ეკმა Barrons-თან ინტერვიუში ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 250.000 აშშ დოლარამდე. „მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. რთულია მისთვის დროის ჩარჩოს დადგენა“, - განაცხადა მან. ვან ეკის თქმით Bitcoin-ს დიდი მომავალი აქვს და უნდა მიაღწიოს ოქროს საბაზრო კაპიტალიზაციის ნახევარს, რაც დაახლოებით 10.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტის ეტაპობრივი მიღება ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიერ. მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სარგებელს ფინანსურ სისტემაში ეფექტურობის გაზრდისა და რისკის შემცირების კუთხით. ვან ეკის თქმით ინვესტორებმა კაპიტალის 0.5%-3% უნდა იქონიონ Bitcoin-ში, მაგრამ მან უფრო მეტი წილი გამოყო აქტივის წარმატების რწმენის გამო. ტოპ მენეჯერი ასევე ფლობს Ethereum-ს 2019 წლიდან და ოპტიმისტურად არის განწყობილი Altcoin-ის პერსპექტივის მიმართ. ”მე მიყვარს რაღაცის ყიდვა, ჩემს პორტფელში მოთავსება და ამაზე ფიქრის იდეა,” - განაცხადა მან. Bitcoin-ETF-თან დაკავშირებით VanEck-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას არ სურს დაამტკიცოს ინსტრუმენტი კრიპტო ბირჟებზე იურისდიქციის მიღებამდე. მას ეჭვი ეპარებოდა 2022 წელს აშშ-ის სენატის არჩევნების გამო შესაბამისი კანონპროექტის მიღებაში. მანამდე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Bitcoin-ს უწოდა „ყველაზე სანდო რამ არასტაბილურ სამყაროში“. შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში კრიპტო დერივატივების ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ციფრული ოქროს ფასმა უკვე მიაღწია მიმდინარე ციკლის ფსკერს. მაისის ბოლოს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის სამართლიან ფასად 38000 აშშ დოლარი დაასახელეს. https://tinyurl.com/ywrjnrje
  19. ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია GeForce GTX 1630 და RTX 40 სერიების გამოსვლის შესახებ, რასაც რამდენიმე წყარო ადასტურებს. NVIDIA ვიდეო დაფა GTX 1630-ის გამოშვებას მიმდინარე კვირაში აპირებდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ განაახლა ემბარგოს გრაფიკი ამ მოდელზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით NVIDIA-მ წერილი გაუგზავნა თავის პარტნიორებს ახალი ემბარგოს თარიღით, რომელიც მითითებულია, როგორც "აუცილებლად გადასაწყვეტი". დროის გადავადება აიხსნება საჭირო კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებით. აღსანიშნავია, რომ GTX 1630 "GTMK" (Go To Market Kit) ხელმისაწვდომი გახდა 31 მაისს და AIB პარტნიორებმა უკვე გამოუშვეს პირველი გრაფიკული დაფები, რომლებიც ტესტირებას გადიან. ასევე დასრულდა და დამტკიცდა შეფუთვის დიზაინი. მმართველი პარტნიორები ამჟამად ელიან გამოშვების თარიღის განახლებას. გარდა ამისა, გამოვიდა RTX 40 სერიის გამოშვების თარიღების განახლება. უახლესი ინფორმაციის თანახმად RTX 4090-ის გაშვება გადაიდო ერთი თვით აგვისტოდან სექტემბრამდე, RTX 4080 მოდელის - ოქტომბრამდე და RTX 4070-სა - ნოემბრამდე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს ვადაზე ადრე ანონსის შესაძლებლობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თარიღები არ არის საბოლოო. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და სტიმული ახლა არის რაც შეიძლება მეტი RTX 30 გრაფიკული დაფის გაყიდვა, სანამ RTX 40 ხელმისაწვდომი გახდება. AIB პარტნიორები ელოდებიან ფასების შემცირებას RTX 30 სერიაზე, მაგრამ NVIDIA-ს ჯერ არ დაუდასტურებია ამგვარი გეგმის არსებობა. https://tinyurl.com/5h3nexhk
  20. პლატფორმა JD-ზე გაჩნდა ინფორმაცია MSI-ს ახალი გეიმინგ დესკტოპის შესახებ, რომლის გაყიდვაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მოწყობილობა დამყარებულია აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. ფოტოს წყარო: JD მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700KF. ჩიპი შეიცავს 12 ბირთვს, მათ შორისაა რვა მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. შესაძლებელია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს აღწევს. დესკტოპ კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A380. ცნობილია, რომ ამ ამაჩქარებელს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით. FP32 ბირთვების რაოდენობაა 1024, Xe ბირთვებისა - რვა. აღსანიშნავია, რომ ამაჩქარებელს ქარხნული აჩქარება აქვს. საბაზისო კონფიგურაციის პერსონალურ კომპიუტერს აქვს 8 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის SSD. კომპლექტაციის შესაბამისად გამოყენებულია 550 ან 650 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ახალი კომპიუტერების საორიენტაციო ფასი და მიწოდების დრო ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/zayer8xe
  21. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) იძიებს, იყო თუ არა Binance-ის BNB ტოკენი ფასიანი ქაღალდი 2017 წელს მისი გაყიდვის დროს. ამის შესახებ წერს Bloomberg წყაროზე დაყრდნობით. Binance Coin (BNB) გამოვიდა 2017 წლის ივლისში. თავდაპირველად ეს იყო ERC-20 ტოკენი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. 2019 წლის აპრილში აქტივი გადავიდა საკუთარ ბლოკჩეინზე. ICO-ს პერიოდში 100 მილიონი BNB გაიყიდა 0.15 დოლარად. 200 მილიონი ტოკენის მთლიანი ემისიიდან 10% მიიღეს „ბიზნეს-ანგელოზებმა“, ხოლო 40% დაჯავშნილი იყო პროექტის დამფუძნებელთა გუნდისთვის. White paper არ აწესებდა ლიმიტებს სიმბოლური გაყიდვის მონაწილეებისთვის. Bloomberg-ის თანახმად მარეგულირებელი ფლობს ინფორმაციას აშშ-ის მინიმუმ ერთი მოქალაქის შესახებ, რომელმაც იყიდა BNB თავდაპირველი გაყიდვისას. ეს საშუალებას აძლევს SEC-ს დაადგინოს თავისი იურისდიქცია, რათა განიხილოს ICO-ები აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების შესაძლო დარღვევის გამოსავლენად. გამომცემლობის ინფორმატორებმა აღნიშნეს, რომ გამოძიებამ შესაძლოა არ გამოიწვიოს სასამართლო პროცესი და შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. Binance-მა განაცხადა, რომ „არ მიაჩნია მიზანშეწონილად კომენტარი გააკეთოს მარეგულირებელ ორგანოებთან მიმდინარე კომუნიკაციაზე, რომელიც მოიცავს განათლებას, დახმარებას და ინფორმაციის მოთხოვნის ნებაყოფლობით პასუხებს“. კომისია ცალკე იკვლევს Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილების საქმიანობას ინსაიდერული ვაჭრობის კუთხით და ბირჟის დამფუძნებელ Changpeng Zhao-სთან ასოცირებული მარკეტ-მეიკერების საქმიანობას. „Binance.US არის ცალკე აშშ-ზე ორიენტირებული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ მომხმარებლებს და სთავაზობსიმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც შეესაბამება აშშ-ის ფედერალურ და სახელმწიფო რეგულაციებს“, - აცხადებენ კომპანიაში. ახალი ამბების ფონზე BNB-ის ფასი დღე-ღამეში 8%-ით - დაახლოებით 281 აშშ დოლარამდე დაეცა. წყარო: CoinGecko. შეგახსენებთ, Reuters-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ 2017-დან 2021 წლამდე პერიოდში კიბერდამნაშავეებმა გათეთრეს მინიმუმ 2.35 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის უკანონოდ მოპოვებული თანხები Binance-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/ymezxbkr
  22. კომპანია SK Hynix იყო მეხსიერების პირველი მომწოდებელი, რომელმაც ისაუბრა HBM3-ზე და პირველი, ვინც სრულად განავითარა მეხსიერება ამ სპეციფიკაციის შესაბამისად. კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო HBM3 მეხსიერების მასობრივი წარმოება. ამ DRAM მოდულებს Nvidia გამოიყენებს თავისი H100 გამოთვლითი GPU-ებისა და DGX H100 სისტემებისთვის, რომლებიც გაყიდვაში მესამე კვარტალში გამოვა. SK Hynix HBM 3 (KGSD) კრისტალები უზრუნველყოფენ მეხსიერების მაქსიმალურ 819 გბ/წმ სიჩქარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერილია მონაცემთა გადაცემის 6400 გბ/წმ-მდე სიჩქარე. მოცულობას რაც შეეხება, თითოეული სტეკი შეიცავს რვა DRAM ჩიპს მოცულობით 2 გბ-მდე, ჯამში 16 გბ. SK Hynix-ს ასევე გააჩნია თორმეტჩიპიანი მოდულებიც მოცულობით 24 გბ-მდე, თუმცა რადგანაც HBM3-ის ძირითადი შემსყიდველი Nvidia-ა, კომპანის რვაჩიპიანი მოდელების წარმოებას იწყებს. HBM3-ის მასობრივი წარმოების დაწყება კარგი სიახლეა SK Hynix-ისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპანია იქნება ამ ტიპის მეხსიერების ერთადერთი მომწოდებელი და შეძლებს უპირატესობით სარგებლობას. SK Hynix-ის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი იწყებს HBM3-ის მასობრივ წარმოებას და არა მისი კონკურენტი Samsung. დროთა განმავლობაში SK Hynix და მეხსიერების სხვა მწარმოებლები შემოგვთავაზებენ HBM3-ებს, რომლებიც მოიცავს 16-მდე 32-გიგაბაიტიან DRAM ჩიპებს 64 გბ მოცულობით, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ Nvidia არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც გამოიყენებს HBM3 მეხსიერებას უახლოეს მომავალში. SiFive-მა ასევე დაამზადა თავისი პირველი HBM3 სისტემა ჩიპზე, რომელიც წარადგინა დაახლოებით ერთი წლის წინ, ასე რომ კომპანიას შეუძლია მსგავსი ტექნოლოგიის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, Rambus და Synopsys დიდი ხანია აწარმოებენ HBM3 კონტროლერებს და ფიზიკურ ინტერფეისებს, ასე რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია HBM3-ის მხარდაჭერის მქონე ჩიპსეტების გამოსვლა ხელოვნური ინტელექტისა და სუპერკომპიუტერის აპლიკაციებისთვის. https://tinyurl.com/2yr6r999
  23. ღონისძიება Financial Analysts Day 2022-ზე AMD-მა გააზიარა EPYC სერვერის პროცესორების შემდგომი განვითარების გეგმები. საუბარი იყო უკვე დაანონსებულ პროდუქტებზე, ასევე სრულიად ახალზე, რომელიც განკუთვნილია იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც ადრე არ იყო კომპანიის მიერ ათვისებული. ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე ნაკლებად დეტალური აღმოჩნდა კოდური დასახელება Turin-ის (EPYC 7005) მქონე, მეხუთე თაობის AMD Epyc-ის ოფიციალური ანონსი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ეს პროცესორები დამყარებული იქნება გადამუშავებულ არქიტექტურა Zen 5-ზე და დამზადდება შერეული 3- და 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესებით. წარმოდგენილი იქნება სამი სხვადასხვა კრისტალი: ჩვეულებრივი, 3D V-Cache და „ღრუბლოვანი“ (Zen 5c), რომლებიც ოპტიმიზებული იქნება განთავსების სიმჭიდროვის გაზრდაზე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარად შენარჩუნდება მემკვიდრეობა თაობებს შორის, რაც დამკვეთებს გაახარებს. წყარო: AMD (via Tom's Hardware) უახლოეს დროში ველოდებით AMD EPYC Genoa-ს გამოსვლას, რაც მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში მოხდება. ამ 5-ნანომეტრიან პროცესორებს ექნება 96-მდე Zen 4 ბირთვი, 12 DDR5 არხი, PCIe 5.0-ის და CXL-ის მხარდაჭერა. ამჟამად პირდაპირ არის ნათქვამი CXL-ის გამოყენებით სისტემის მეხსიერების გაფართოების შესაძლებლობის შესახებ. ახალ ტექნოპროცესზე გადასვლამ და ბირთვების რაოდენობის 1.5-ჯერ გაზრდამ გამოიწვია წარმადობის ზრდა + 75%-მდე (მაგალითად მოყვანილია Java SPECjbb ტესტი). Genoa-სთვის საჭირო იქნება ახალი სოკეტი SP5 (LGA6096). მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება პროცესორების კიდევ ორ ვარიანტში. პირველი - ეს არის უახლესი Genoa-X, რომლის დასახელებიდან ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის იგივე Genoa (ასევე 96 ბირთვით), რომელიც აღჭურვილია გაფართოებული L3-ქეშით 3D V-Cache (1 გბ და მეტი მოცულობის). ისევე, როგორც Milan-X, იგი ორიენტირებული იქნება დატვირთვის ისეთ სპეციფიკურ სახეობებზე, რომლებიც სარგებლობენ გაზრდილი ქეშის ხელმისაწვდომობით. ეს არის, მაგალითად, გამოთვლითი ამოცანები და DBMS (მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა). Genoa-X 2023 წელს გამოვა. დიდი მოლოდინით სარგებლობს ასევე სერია Bergamo. ამ პროცესორებს ექნება 128-მდე ბირთვი (256-მდე ნაკადი) და შენარჩუნებული იქნება SP5 სოკეტთან თავსებადობა. ისინი დამყარებული იქნება 5-ნანომეტრიან Zen 4c ბირთვებზე, რაც გარკვეულწილად მოგვაგონებს Intel-ის E-ბირთვებს. თუმცა, Zen 4c-ის ბრძანებები იგივე იქნება, რაც Zen 4-ის შემთხვევაში. AMD-მ არ გაამხილა c-ბირთვების დეტალები, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათში გადაკეთებულია ქეშის იერარქია. ისინი განკუთვნილია ჰიპერსკალირებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია რესურსების განთავსების სიმჭიდროვე და არა მხოლოდ წარმადობა. 2023 წელს გამოვა "პატარა" EPYC კოდური სახელით Siena. ისინი ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობაზე და გვთავაზობენ 64-მდე Zen 4 ბირთვს. Siena ორიენტირებულია პერიფერიულ გამოთვლებზე და ტელეკომ-სეგმენტზე. დეტალები მათ შესახებაც ჯერ მწირია. შესაძლებელია ვიხილოთ Ice Lake-D-ს მსგავსი ჰიბრიდები, მათ შორის ინტეგრირებული „ჭკვიანი“ ქსელის კონტროლერები. ყველა ახალი პროცესორებისთვის დამახასიათებელი იქნება Zen 4 (4 ან 5 ნმ) არქიტექტურა, რომელიც წარმადობის მოსალოდნელი ზრდის პარალელურად ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. მათ შორისაა AVX-512-ის მხარდაჭერა და ახალი ინსტრუქციები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვისთვის - ის ფუნქციები, რითიც Intel რამდენიმე წლის განმავლობაში ამაყობდა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Zen 4-ს ექნება მეოთხე თაობის ინტერკონექტი Infinity Architecture, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო მჭიდროდ დაკავშირდეს სხვადასხვა ჩიპლეტი, მათ შორის „სილიკონის“ დონეზე (2.5D და 3D-შეფუთვა). ეს სიახლე გზას უხსნის სხვადასხვა ფუნქციური მოდულის ეფექტურ შეფუთვას მთელი ჩიპის დონეზე კოჰერენტულობის მხარდაჭერით - AMD-მ დაადასტურა Xilinx FPGA-ებისა და მესამე მხარის IP ბლოკების ინტეგრირების შესაძლებლობა. ახალი ინტერკონექტი ასევე თავსებადია CXL 2.0-თან, რაც მნიშვნელოვანია მეხსიერებასთან მუშაობისთვის, მომავალ ვერსიებს ექნება CXL მხარდაჭერა 3.0-ისა და UCIE-სთვის. სწორედ Infinity-ის მეოთხე თაობამ მისცა საშუალება AMD-ს, შეექმნა თავისი პირველი Instinct MI300 სერვერული APU-ები. https://tinyurl.com/2p8ezy2m
  24. 8 ივნისს მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 1.29%-ით 30.28T-მდე. მაჩვენებელი კვლავ რჩება 2022 წლის მაისში მიღწეულ ისტორიულ მაქსიმუმზე დაბალი. წყარო: BTC.com. BTC.com სერვისი პროგნოზირებს, რომ ინდიკატორი დასტაბილურდება დაახლოებით ამჟამინდელ დონეზე მომდევნო გადაანგარიშების შემდეგ. 25 მაისს მაჩვენებელი 4.33%-ით დაეცა და 29.9 T შეადგინა, რაც ყველაზე დიდი შემცირება იყო 2021 წლის ივლისის შემდეგ. Glassnode-ის მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის 7-დღიანი მოძრავი საშუალო ჰეშრეითი უახლოვდება 212 EH/s-ს. გასული წლის განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის 50%-ით გაიზარდა. წყარო: Glassnode. 2022 წლის მაისში Bitcoin-ის მაინერების შემოსავალმა 906 მილიონი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 22%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/nh54kmf2
  25. დღესდღეობით პოპულარულ HPC სისტემებში ამაჩქარებლები ხშირად თამაშობენ წამყვან როლს წარმადობის უზრუნველყოფაში უნივერსალური გამოთვლითი ბირთვების უზარმაზარი მასივებით. თუმცა ყველა მათგანს დროულად სჭირდება „კვება“ მონაცემებით და აქ ინტერკონექტის გამტარუნარიანობა გამოდის წინა ხაზზე. ერთ დროს NVIDIA-მ DGX A100-ისთვის აირჩია AMD EPYC - იმ დროისთვის ერთადერთი მასიური CPU PCI Express 4.0-ის მხარდაჭერით. თუმცა Intel-მა მოახერხა და საბოლოოდ გაუმკლავდა ტექნოლოგიურ ჩამორჩენას ამ სფეროში ისე, რომ Sapphire Rapids თაობის Xeon პროცესორებმა მიიღეს არა მხოლოდ ახალი გაფართოებები, არამედ PCI Express 5.0/CXL-ის მხარდაჭერა. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც NVIDIA-მ კონფერენცია BofA Securities 2022-ზე გამოაცხადა, რომ ახალი DGX H100 სისტემა გამოიყენებს Sapphire Rapids-ს და არა AMD EPYC Genoa-ს, თუმცა დედა დაფის დიზაინი ამ პროცესორისთვისაც იყო შემუშავებული. DGX H100. წყარო: NVIDIA ახალი სისტემა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მასში წარმოდგენილი იქნება ორი Xeon Sapphire Rapids პროცესორი, 2 ტბ სისტემური მეხსიერება და Hopper არქიტექტურაზე დამყარებული რვა ერთეული NVIDIA H100 ამაჩქარებელი, რომლებიც გაერთიანებულია მეოთხე თაობის NVLink ინტერკონექტით. ამაჩქარებლების HBM3 მეხსიერების ჯამური მოცულობა იქნება 640 გბ, რაც საკმარისია საკმაოდ სერიოზული მანქანური სწავლების მოდელებისთვის; წარმადობა FP8 რეჟიმში 32 Pflops იქნება. მოწყობილობას ექნება ორი NVMe SSD -თითოეული 1.9 ტბ მოცულობით, მონაცემთა ინტეგრირებული საცავი შედგენილი იქნება 3.84 ტბ მოცულობის რვა NVMe U.2 დისკისგან. საკმაოდ საინტერესოა ქსელის ნაწილიც: DGX H100-ის მართვისთვის ხელმისაწვდომია 10GbE პორტი (50GbE ოფციურად), ძირითადი ქსელი წარმოდგენილია ConnectX-7 და DPU BlueField-3 400G ადაპტერებით. წყარო: Intel კორპორაციის ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ NVIDIA გააგრძელებს x86 პროცესორების მხარდაჭერას, მათ შორის ახალი სუპერკომპიუტერებისთვის მიუხედავად საკუთარი Grace (Hopper) Arm-პროცესორების სერიის განვითარებისა. ამ ჩიპებში ასევე გამოყენებულია NVLink 4.0 სიჩქარით 900 გბ/წმ და გამოიყენება HGX პლატფორმაში. Intel Sapphire Rapids იმსახურებს ცალკე განსაკუთრებულ შექებას მისი "შესანიშნავი წარმადობისთვის ერთნაკადიან რეჟიმში". ჰუანგმა აღნიშნა, რომ Intel-ის ახალი პროცესორი გადის ჰიპერსკალირების საკვალიფიკაციო ტესტირებას მიერ მთელ მსოფლიოში და ასევე იტესტება, როგორც მთავარი CPU NVIDIA-ს მომავალი სუპერკომპიუტერებისთვის. https://tinyurl.com/4rfe93kn
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.