Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. Nicolas Thomas, Unsplash ინტერნეტში გამოჩნდა პროცესორ Intel Cannon Lake-Y-ის „სპეციალური ნიმუშის“ ინჟინრული დაფის ფოტო და ეს ნიმუში ინტერესს იწვევს იმით, რომ შედგება სამი კრისტალისგან და არა ორისგან, როგორც ამ სერიის სხვა სერიული პროცესორები - წერს VideoCardz. ფოტო გამოაქვეყნა იშვიათი სიახლეებით ცნობილმა კოლექციონერმა მეტსახელით YuuKi_AnS. ამ დროისთვის სპეციალისტს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს პროცესორის ტიპი, მაგრამ წებოვანი ლენტისა და წებოს არსებობის მიხედვით იგი ვარაუდობს, რომ პროცესორი გამოყენებულ იქნა ტესტებში სითბოს გამოყოფის დონის დასადგენად. ფოტოს წყარო: @yuuki_ans და VideoCardz როგორც Wccftech აღნიშნავს, Cannon Lake სერია გამოვიდა 2018 წელს, იგი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი პროცესორით: Core i3-8121U და M3-8114Y. მოდელები დამყარებულია 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, აქვთ 2 ბირთვი Palm Cove Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და ეს პროცესორები გამოყენებულ იქნა კომპაქტურ NUC Crimson Canyon კომპიუტერებში, აგრეთვე დაბალი სიმძლავრის ლეპტოპებში. მიიჩნევა, რომ ზემოთხსენებულ ჩიპში მოცემული მესამე კრისტალი McIVR (Multi-chip Integrated Voltage Regulator) ძაბვის მარეგულირებელია, თუმცა სერიული წარმოებისთვის არჩეულ იქნა ვარიანტი FIVR (Fully Integrated Voltage Regulator) მარეგულირებლით, რომელიც ინტეგრირებულია ორიდან ერთ-ერთ კრისტალში. https://tinyurl.com/ft565dju
  2. საბაზისო დონის ვიდეო დაფა Intel Arc A380 არ შედის საუკეთესო გრაფიკული ამაჩქარებლების რიცხვში, თუმცა ყველაფერი გააჩნია მაღალი წარმადობის თამაშ Crysis-ში აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც წარსულში ვიდეო თამაშების ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა. ფოტოს წყარო: Gunnir YouTube-არხ PCGH Benchmark & Analysis-ის ავტორმა ახლახანს შეაფასა Gunnir Arc A380 ამაჩქარებლის შესაძლებლობები Crysis-ში. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 15 წლის წინანდელ თამაშზე და არა Crysis Remastered-ზე, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გამოვიდა. Intel-ის დაბალბიუჯეტურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა შესანიშნავად შეასრულა დაკისრებული ამოცანები და მაღალი წარმადობა დააფიქსირა. ბლოგერმა შუთერის ორიგინალი ვერსია გაუშვა მაქსიმალურ პარამეტრებზე 1080p გაფართოებითა და ოთხმაგი MSAA-ს პირობებში. თამაშის პროცესში კადრების სიხშირე არ ჩამოსულა 60 კადრი/წამში სიხშირის ქვემოთ, მაქსიმუმს კი მიაღწია 80 კადრი/წამში მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ Crysis-ის ორიგინალ ვერსიაში გამოიყენება DirectX 10, Arc A380 კი არ გამოირჩევა DirectX 12-ზე ძველ API-ებთან მუშაობის კარგი ოპტიმიზაციით. ამ დროისთვის Intel-მა Arc A380 გრაფიკული დაფების გაყიდვები დაიწყო ჩინეთში, მაგრამ მალე სხვა რეგიონებშიც გამოჩნდება. მაგალითად, ASRock Arc A380 Challenger ITX მოდელი ოფიციალურად იქნა წარდგენილი მიმდინარე წლის ივლისში და მისი შეძენა შესაძლებელია ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე დაახლოებით 140 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/v4fwcj73
  3. Bitcoin-ის მომპოვებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა გასულ კვარტალში 1 მლრდ-ზე მეტი ზარალი განიცადეს. ამაში დიდიწილად დამნაშავეა კრიპტოვალუტების კურსის ვარდნა. ზოგი კომპანია კრიპტოვალუტების მარაგს თავიდან იშორებს და ყიდიან მაინინგ მოწყობილობებს. ზოგიერთი კი ბიზნესში დარჩენის სურვილით კრედიტს იღებს ხარჯების დასაფარად. Bloomberg წერს, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარზე მოვაჭრე ბაზარზე სამმა მთავარმა მომპოვებელმა კომპანიამ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ზარალი ნახა. Bitcoin-ის კურსი კვარტლის განმავლობაში თითქმის 60%-ით შემცირდა - 45 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე. სხვა კრიპტოვალუტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ვიდეო დაფებით მოპოვებადი Ethereum-ის ფასი ორი მესამედით შემცირდა. Core Scientific-მა, Marathon Digital Holdings-მა და Riot Blockchain-მა განაცხადეს 862 მლნ, 192 მლნ და 366 მლნ აშშ დოლარის წმინდა ზარალის შესახებ. ასევე დაზარალდნენ სხვა კომპანიები, მათ შორის Bitfarms და Greenidge Generation Holdings. მაინერები უფრო მეტ Bitcoin-ს ყიდიან, ვიდრე ამჟამად მოიპოვებენ. ივნისში მოხდა მიმდინარე წლისთვის Bitcoin-ების ყველაზე მსხვილი გაყიდვა. ძირითადმა საჯარო მაინერებმა გაყიდეს 14600 Bitcoin, ამავე დროის მოპოვებულ იქნა 3900 Bitcoin. ივნისში Core Scientific-მა გაყიდა აქტივების 80% ოპერაციული ხარჯების დასაფარად და ფინანსირების გაფართოების მიზნით. Bitfarms-მა გაყიდა თავისი კრიპტოვალუტების დაახლოებით ნახევარი. ეს ტენდენცია შესაძლოა მესამე კვარტალშიც შენარჩუნდეს. ივლისი გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე თვე იყო, რადგან 6200 Bitcoin გაიყიდა. კომპანიები ასევე ყიდიან მაინინგის მოწყობილობებს და იღებენ სესხებს. Marathon Digital-მა აიღო 100 მლნ აშშ დოლარის სწრაფი სესხი და გაყიდა მაინინგ მოწყობილობები 58 მლნ აშშ დოლარად. Core Scientific აპირებს 100 მლნ აშშ დოლარის ჩვეულებრივი აქციების შეძენას კერძო საინვესტიციო კომპანიებისგან. Coinbase-მა, აშშ-ში ვაჭრობის მოცულობით უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ, იზარალა დაახლოებით 1.1 მლრდ აშშ დოლარი. ივნისში მან ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და მისი აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს გრძელ კრიპტოზამთარს, წერს Techspot. https://tinyurl.com/bdhbyrnm
  4. იაპონია ამართლებს მაღალტექნოლოგიური ქვეყნის სტატუსს, რომელშიც შეუძლიათ ანიმესა და რობოტების არა მხოლოდ ხატვა, არამედ მათი დამზადება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. მანგა, რა თქმა უნდა, საინტერესოა ისევე, როგორც მისი გმირები, მაგრამ ის, რითიც ნამდვილად გვაკვირვებს ამომავალი მზის ქვეყანას, არის მისი მაღალგანვითარებული რობოტექნიკა. გასაკვირი უკვე აღარ არის უცნაური კატა რობოტები, მაგრამ მაღაზიათა ქსელისთვის განკუთვნილი რობოტი-გამყიდველები ნამდვილად პატივისცემად იწვევენ ქვეყნის შრომისმოყვარე მოსახლეობის მიმართ. აგვისტოში მაღაზიათა ქსელ FamilyMart-ში ადამიანი გამყიდველების ნაცვლად გამოჩნდებიან უცნაური სახელის მქონე რობოტები - "TX SCARA". ეს რობოტები შეასრულებენ კონტროლიორ-პროვიზორის საქმეს, განახორციელებენ თაროებზე არსებული პროდუქციის აღრიცხვასა და ჩაწერას. ტვინის მაგივრად ამ მანქანებს ექნებათ ხელოვნური ინტელექტი, ნამდვილი ტერმინატორის მსგავსად ხელმისაწვდომია „სათადარიგო დენის წყაროც“: საჭიროების შემთხვევაში მანქანების დისტანციურად მართვა შესაძლებელია ოპერატორების მიერ. დეველოპერების თქმით რობოტების შესაძლებლობები ისეთია, რომ მაღაზიაში ადამიანის შრომის თითქმის 99% აღარ იქნება საჭირო. მიზეზები, რამაც გამოიწვია ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა, ცხადი არ არის. გამოდის, რომ იაპონიაში უბრალოდ არ არის საკმარისი "მომსახურე პერსონალი". ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რობოტების „გონიერებამდე“ მიყვანაში იაპონელ ინჟინრებს Microsoft-ისა და Nvidia-ს ინჟინრები დაეხმარნენ ოღონდ არა "უფასოდ" - იაპონელების საპასუხო ნაბიჯი იქნება ვალდებულება - განათავსონ თავიანთი რობოტი გამყიდველები უკვე ამერიკულ საცალო ქსელში - 100 000 რობოტის ოდენობით. https://tinyurl.com/35y7b36b
  5. კომპანია Intel-მა მაღალი წარმადობის მობილური პროცესორები Alder Lake-HX მიმდინარე წლის მაისში გამოუშვა. თუმცა ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველა ცნობები მათი ერთ-ერთი მემკვიდრის შესახებ - ესენია სამომავლო მაღალი წარმადობის სერია Raptor Lake-HX-ის მობილური პროცესორები. ვებ-გვერდ BAPCo CrossMark-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილია ინფორმაცია 14-ბირთვიანი, 20-ნაკადიანი Core i5-13600HX-ის შესახებ. ფოტოს წყარო: Intel ტესტის მონაცემებში მითითებული იყო, რომ ჩიპი შემოწმდა დესკტოპ პლატფორმის შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტობრივად HX-სერიის პროცესორები დესკტოპ-ჩიპებია, თუმცა მობილური შეფუთვით. მობილური Alder Lake-HX სერიაში შედის 16-ბირთვიანი პროცესორები 8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვით ისევე, როგორც Alder Lake-S-ის დესკტოპ ვარიანტებში. ფოტოს წყარო: BAPCo 14-ბირთვიანი 20-ნაკადიანი Core i5-13600HX მოდელით ივარაუდება, რომ Intel-ი Raptor Lake-HX-ის საშუალო რგოლის წარმომადგენლებში ორჯერ გაზრდის მაღალი წარმადობის ბირთვების რაოდენობას. სამწუხაროდ, ბირთვების ტაქტის სიხშირისა და ენერგომოხმარების შესახებ ინფორმაცია ჯერ მიუწვდომელია. სავსებით სარწმუნოა, რომ Intel გააგრძელებს ახალი თაობის HX სერიის მოდელების გამოშვებას 55 ვატი TDP-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე Alder Lake-HX-ზე დამყარებული ლეპტოპების შეუფერხებლად გადასვლას ახალ პლატფორმაზე. წარმადობას რაც შეეხება, Core i5-13600HX ნიმუშის მაჩვენებელი უფრო დაბალია Core i7-12700H-თან (TDP 45 ვტ) შედარებით, რომელსაც ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს DDR4-3200 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემის შემადგენლობაში. თუმცა ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ საუბარი ეხება მეტად ადრეულ ინჟინრულ ნიმუშს. ფოტოს წყარო: BAPCo და მაინც, ცოტა გასაკვირია, რომ მე-13 თაობის Intel Core მობილური HX სერიის აქტიური ტესტირების ეტაპი დაიწყო მათი წინამორბედების გამოშვებიდან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში. https://tinyurl.com/4z3yeawn
  6. ევროკავშირის ხელისუფლება შექმნის ახალ მარეგულირებელ ორგანო AMLA-ს, რომელსაც დაევალება კრიპტო ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მეექვსე ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივაში (AMLD6), წერს The Block. ევროკომისიამ შესაბამისი კანონპროექტი 2022 წლის 20 ივლისს წარადგინა. მანამდე თავისი ვერსია გამოაქვეყნა ევროსაბჭომ. ევროპარლამენტი AMLD6-ს აგვისტოს არდადეგების შემდეგ განიხილავს. როგორც კი ეს უკანასკნელი დაამტკიცებს კანონპროექტის თავის ვერსიას, სამივე ორგანო შევა ე.წ. ტრილოგიში მისი დებულებების დასასრულებლად. გამოცემა თვლის, რომ AMLA-ს შექმნა, რომელიც ცენტრალურ ადგილს იკავებს AMLD6-ში, ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას გამოიწვევს. განხორციელებას, მათ შორის პერსონალის დაკომპლექტებას, წლები დასჭირდება. ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ვერსიებში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო პირდაპირ გააკონტროლებს მინიმუმ „მაღალი რისკის“ კრიპტო ფირმებს. „ევროკავშირის დონეზე არსებულ ორგანოს ექნება უფლება განახორციელოს უშუალო ზედამხედველობა გარკვეულ ფინანსურ ინსტიტუტებზე და არაპირდაპირი ზედამხედველობა/კოორდინაცია გაუწიოს სხვა მსგავს ორგანიზაციებს. ის ასევე შეასრულებს დამაკავშირებელ როლს არაფინანსური სექტორის რეგულირებაში“, - განმარტავს The Block. ხსენებული ორგანოს გაჩენა ევროკავშირისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ნათქვამია გამოცემაში. წინა AMLD-ები, განსაკუთრებით 2015 და 2018 წლების მეოთხე და მეხუთე ორგანოები, ადგენდნენ სტანდარტებს წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული მონაცემების შეგროვებისა და მოხსენებისთვის, როგორიცაა კორპორაციების ბენეფიციარული საკუთრება. ფორმირებული რეესტრები განსხვავებული რეგულაციების კარგი მაგალითია. იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც უზრუნველყოფენ კორპორატიულ ინფორმაციაზე უფასო წვდომას, მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასეთი გაუმჭვირვალობა საშუალებას აძლევდა Binance-ს რამდენიმე წლის განმავლობაში პოტენციური მომხმარებლებისთვის ეცნობებინა მალტის მარეგულირებლების მიერ კრიპტოვალუტის სერვისების მიწოდების დამტკიცების შესახებ. AMLD5-მა დაადგინა, რომ წევრმა ქვეყნებმა კრიპტო ბირჟები უნდა განიხილონ, როგორც ფინანსური ინსტიტუტები. გადაწყვეტილების მირება დაუტოვეს წევრ სახელმწიფოებს. ზოგადი ანგარიშგების მოთხოვნები არ გახდა საფუძველი ერთიანი მარეგულირებლის შექმნისთვის. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და სამეურვეო პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წამოაყენეს შეთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi საიტებსა და NFT პლატფორმებზე. https://tinyurl.com/yne3ybtj
  7. Commercial Times-ის ინფორმაციით TSMC მომავალი თვიდან დაიწყებს 3-ნანომეტრიანი (N3) ჩიპების მასობრივ წარმოებას. TSMC-ის მომხმარებლებისთვის N3 ტექნოპროცესის საფუძველზე დამზადებული პირველი პროდუქციის მიწოდება მოსალოდნელია მომავალი წლის დასაწყისში. ფოტოს წყარო: TSMC როგორც წესი, TSMC ახალი ტექნოპროცესის გამოყენებით ჩიპების მასობრივ წარმოებას გაზაფხულზე იწყებს, რათა მოასწროს საკმარისი რაოდენობის ჩიპების გამოშვება Apple-ის ახალი iPhone-ების გამოშვებამდე, რომელთა რელიზი სექტემბერში იმართება. თუმცა N3 ნოუდების შემუშავებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. სწორედ ამიტომ Apple სამომავლო სმარტფონებში სხვა ტექნოპროცესს გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, სწორედ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, ვინც მიიღებს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპებს. N3 ტექნოლოგია 5-ნანომეტრიან (N5) ტექნოპროცესთან შედარებით უზრუნველყოფს სიხშირის 10-15%-ით მატებას ენერგომოხმარების ანალოგიურ პირობებში და კრისტალების ენერგომოხმარების 25-30%-ით შემცირებას სიხშირის შენარჩუნებისთან. აგრეთვე, ახალი საწარმოო ნორმები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ტრანზისტორების განლაგების სიმჭიდროვე დაახლოებით 1.6-ჯერ. N3 ნოუდის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია FinFlex ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით გაიზრდება კომპანიის ჩიპების მიმზიდველობა მომხმარებლისთვის. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მწარმოებელი შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნას FinFET-ტრანზისტორების სხვადასხვა სახეები ერთი ნახევრადგამტარი კრისტალის ფარგლებში. ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ისეთ რთულ პროდუქტებს, როგორებიცაა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები. ამიტომ კომპანიები - Apple, AMD, Intel და NVIDIA შეძლებენ გამოუშვან უფრო მაღალი წარმადობის პროდუქტები გარკვეული გამოთვლითი ამოცანებისთვის. სამომავლოდ TSMC დაიწყებს N3E, N3P და N3S ტექნოპროცესების გამოყენებას. პირველი მათგანი წარმოადგენს N3-ის ოპტიმიზაციას, ბოლო ორი - N3E-ს ოპტიმიზაციას გამოყენების სხვადასხვა ტიპებისთვის. N3P ორიენტირებულია მაღალი წარმადობის ჩიპებზე, N3S - ტრანზისტორების გაზრდილი სიმჭიდროვის მქონე ენერგოეფექტურ ჩიპებზე. ორივე ტექნოპროცესი დაგეგმილია 2024 წლისთვის, N3E კი 2023 წელს გამოჩნდება. https://tinyurl.com/864txfxm
  8. კომპანია Apple 7 სექტემბერს ჩაატარებს ღონისძიებას, რომელზეც წარადგენს iPhone 14 სერიის სმარტფონებს - ამტკიცებს გამომცემლობა Bloomberg მოცემულ საკითში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. შენიშვნის ავტორი Mark Gurman მიუთითებს, რომ ღონისძიება შეიძლება გადაიდოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია, როგორც წესი, პრეზენტაციებს სექტემბრის პირველ ნახევარში ატარებს - გადავადება ნაკლებად მოსალოდნელია. ფოტოს წყარო: 9to5Mac ვინაიდან მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა COVID-19-ის პანდემია, Apple-ის ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია ონლაინ-ტრანსლაციის ფარგლებში გაიმართება, წერს გურმანი. ღონისძიებაზე მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max სმარტფონების ანონსი. Pro მოდელებში სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა სერიის მოდელებთან შედარებით. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია უარს იტყვის მათში ე.წ. „წინამოს“ გამოყენებაზე და ფრონტალურ კამერას ეკრანის ჭრილში გადაიტანს. თავად ეკრანს ექნება ფუნქცია Always-on Display, iPhone 14 Pro და 14 Pro Max მოდელებს საფუძვლად დაედება ახალი თაობის A-სერიის პროცესორები. სტანდარტულ iPhone 14-ში შენარჩუნებული იქნება ძველი დიზაინი „წინამოთი“ და, შესაძლოა, აქტუალური ჩიპი Apple A15 Bionic. ბოლო წლებია Apple სმარტფონებს პრეზენტაციიდან მოკლე დროშივე უშვებს. გურმანის თქმით კომპანიამ მიმართა თავისი მაღაზიების თანამშრომლებს და განუცხადა, რომ ახალი პროდუქტების რელიზისთვის დაახლოებით 16 სექტემბრისთვის მოემზადონ. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Apple ასევე დააანონსებს ახალ სმარტ-საათებს Apple Watch, რომელთა შორის იქნება მოწყობილობის პრემიალური დაცული ვერსია და განახლებულია მოდელი Apple Watch SE. გარდა ამისა, არაოფიციალური ცნობების თანახმად Apple ამზადებს ახალი თაობის უსადენო ყურსასმენ AirPods Pro-ს, რომელსაც ექნება Lossless audio-ს მხარდაჭერა, აგრეთვე საბაზისო დონის ახალ პლანშეტ iPad-ს ყურსასმენის კონექტორის გარეშე და სხვა მოწყობილობებს. https://tinyurl.com/3w6na7b8
  9. ციფრული აქტივებით უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობა იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით შემცირდა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს Chainalysis. წყარო: Chainalysis. ანალიტიკოსები ამ მოვლენას ციფრულ აქტივებზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. გამოთვლების თანახმად არასაეჭვო კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა იმავე პერიოდში 36%-ით შემცირდა. „თუ ჩავუღრმავდებით დანაშაულის კონკრეტულ ფორმებს, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი ფაქტობრივად გაიზარდა, ზოგი კი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მთლიანი ბაზარი“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამგვარად, თაღლითობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 65%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლის წინ და შეადგინა 1.6 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წყარო: Chainalysis. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ თაღლითური რეკლამის მიმზიდველობა მცირდება კრიპტო ბაზარზე ვითარების გაუარესების ფონზე. სტატისტიკაზე ასევე იმოქმედა ისეთი დიდი Ponzi სქემების არარსებობამ, როგორებიცაა PlusToken (2 მლრდ აშშ დოლარი 2019 წელს) და Finiko (1.5 მლრდ აშშ დოლარი 2021 წელს). ჰაკერების მიერ მიყენებულმა ზარალმა იანვრიდან ივლისამდე 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.2 მლრდ აშშ დოლარი იყო. ზრდა გამოწვეულია DeFi პროტოკოლების მზარდი პოპულარობით, რომლებიც ხდებიან ჰაკერების მსხვერპლნი სმარტ-კონტრაქტების აუდიტისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო. წყარო: Chainalysis. „ჩვენ არ ველით, რომ ჰაკერების რაოდენობა შემცირდება ბაზრის მოძრაობის მიხედვით, როგორც ეს ხდება თაღლითობის დროს. სანამ DeFi-ის პროტოკოლების პულებსა და სხვა სერვისებში შენახული აქტივები ღირებულია და დაუცველი, ბოროტმოქმედები შეეცდებიან მათ მოპარვას“, - ასკვნიან ექსპერტები. Chainalysis-მა წლის დასაწყისიდან cross-chain პროტოკოლებზე ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალი 2 მლრდ აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/2w7kfk7c
  10. კომპანია Alienware-მა (Dell-ის გეიმინგ განყოფილება) წარადგინა ორი ახალი გეიმინგ მონიტორი: 25-დუიმიანი მოდელი Alienware AW2523HF და 27-დუიმიანი Alienware AW2723DF. ორივე მათგანში გამოყენებულია IPS მატრიცა. ფოტოს წყარო: Dell 25-დუიმიან მოდელს აქვს Full HD გაფართოება, 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 99%-იანი sRGB ფერთა გამა, მხარდაჭერილია ტექნოლოგიები VESA AdaptiveSync და HDR10. 27-დუიმიან მოდელს აქვს Quad HD ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი (280 ჰერცამდე აჩქარებისას), 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, აგრეთვე VESA DisplayHDR 600 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. უფროს მოდელში ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium Pro. უმცროს მოდელში - მხოლოდ AMD FreeSync Premium Pro. ორივე მონიტორს კონექტორების იდენტური ნაკრები აქვს, რომელშიც შედის ორი HDMI 2.0, ერთი USB 3.2 Type-B Gen1, ოთხი USB-A, ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მოწყობილობებს აქვს ერგონომიული სადგამები, აგრეთვე ყურსასმენის ჩამოსაკიდებლად განკუთვნილი კაუჭი. 25-დუიმიან მოდელს კომპანია აფასებს 450 აშშ დოლარად და იგი გაყიდვაში 7 სექტემბერს გამოვა. 27-დუიმიანი მოდელის ფასია 650 აშშ დოლარი და 6 ოქტომბრიდან გაიყიდება. https://tinyurl.com/5emfedue
  11. კომპანია Intel-მა დაიწყო მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერების - NUC 12 Pro-ს გაყიდვა, რომელთა კოდური სახელწოდებაა Wall Street Canyon. მოწყობილობებს საფუძვლად უდევს მე-12 თაობის Core პროცესორები (პლატფორმა Alder Lake-P), ოპერაციულ სისტემად კი გამოყენებულია Windows 11. ფოტოს წყარო: SimplyNUC ხელმისაწვდომია არჩევანი მოდიფიკაციებს შორის, რომლებშიც წარმოდგენილია ჩიპები Core i3-1220P (10 ბირთვი), Core i5-1240P (12 ბირთვი) და Core i7-1260P (12 ბირთვი). ყველა მათგანს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Intel Iris Xe; დისკრეტული ამაჩქარებლის დაყენების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. ფოტოს წყარო: liliputing.com კომპიუტერებს ექნება 64 გბ-მდე DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ხელმისაწვდომია ორი ინტერფეისი HDMI 2.0b და Thunderbolt 4, სამი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, USB 2.0 Type-A კონექტორი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. ფოტოს წყარო: SimplyNUC ნეტტოპების მოდელების ზომებია 117 × 112 × 37 და 117 × 112 × 54 მმ. პირველ მათგანში შესაძლებელია M.2 2280 PCIe 4.0 x4 NVMe ან SATA SSD-ის განთავსება, მეორე შემთხვევაში კი - კიდევ 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. https://tinyurl.com/3shwwb3m
  12. პირველი კრიპტოვალუტის, როგორც სარეზერვო აქტივის შეძენა გამართლდა, მომავალში Bitcoin დაადასტურებს თავის სანდოობას. ამის შესახებ MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Stansberry Research-თან ინტერვიუში განაცხადა. „სტრატეგიის მიღების შემდეგ ჩვენ ვიცოდით, რომ რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის 20%-ს დავკარგავდით წელიწადში, თუ მათ საბანკო ანგარიშზე შევინახავდით. ჩვენ ჩავჯექით პირველი კრიპტოვალუტის სამაშველო ნავში იმ გაგებით, რომ ოკეანეში ჩაგვაგდებენ, მაგრამ არ დავიხრჩობით და დროთა განმავლობაში დავაფასებთ ამ ნაბიჯს, ”- აღნიშნა სეილორმა. Bitcoin-მაქსიმალისტმა განაცხადა, რომ 250 მლნ აშშ დოლარის პირველი ინვესტიციიდან ორი წლის შემდეგ აქტივმა კონკურენტებს გადააჭარბა. „პირველი კრიპტოვალუტა 101%-ით გაიზარდა, S&P 500 - 23%-ით, Nasdaq - 15%-ით. ობლიგაციების ღირებულება 12%-ით დაეცა, ოქროსი - 15%-ით, ვერცხლის - 18%-ით. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელმაც საუკეთესო დინამიკა დააფიქსირა, იყო MicroStrategy-ს აქციები (ზრდა 166%)“, - განმარტა მან. სეილორის თქმით კრიპტოვალუტების ცვალებადობა გავლენას მოახდენს მხოლოდ მოკლევადიან ინვესტორებსა და საჯარო კომპანიებზე და რომ Bitcoin ყველასთვის არ არის განკუთვნილი. ისინი, ვინც მონეტა იყიდეს ბოლო სამიდან ექვს თვეში, ზარალში არიან და აწყდებიან ფედერალური ფედერალური პოლიტიკის გამკაცრებისა და Terra-ს დაშლის შედეგებს. „ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მინიმუმ ოთხი წლის ვადით. იდეალურ შემთხვევაში ეს არის ქონების გადაცემა თაობიდან თაობაზე. მეტრიკა, რომელიც ამას ადასტურებს, არის ოთხი წლის მოძრავი საშუალო“, - განმარტა სეილორმა. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით MicroStrategy ფლობს 129698 BTC-ს (დაახლოებით 4 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის). შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში სეილორმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა. მანამდე მან არაერთხელ უწოდა პირველ კრიპტოვალუტას ყველაზე საიმედო რამ არასტაბილურ სამყაროში და გლობალური სარეზერვო აქტივი. https://tinyurl.com/4vnu9knw
  13. YouTube არის ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰოსტინგი მსოფლიოში და მას შეუძლია შექმნას შესანიშნავი რეკლამა სტრიმინგ სერვისებისთვის. ჟურნალისტებმა გააზიარეს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში YouTube-ს ექნება ფუნქცია Channel Store - მარკეტი, სადაც გაყიდიან სტრიმინგ სერვისებზე - HBO Max, Apple TV და სხვა პლატფორმებზე გამოწერებს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით ვიდეო ჰოსტინგის დეველოპერები ინოვაციაზე 18 თვეზე მეტია მუშაობენ და ფუნქცია შემოდგომაზე ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში გამოსვლიდან მალევე ფუნქცია სხვა ქვეყნებში გახდება ხელმისაწვდომი. ამავე Wall Street Journal-ის ცნობით კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს Amazon Prime Video, Roku, Apple TV და სხვა სერვისებთან. ასე რომ, YouTube-ის მოყვარულებს შეეძლებათ გამოიწერონ საინტერესო სერვისი ერთი დაწკაპუნებით და ნახონ მისი კონტენტი პირდაპირ ვიდეო ჰოსტინგის აპლიკაციაში, რაც ძალიან მოსახერხებელია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეჩვეული ხართ და გაქვთ Premium გამოწერა. ამრიგად, ახლა შესაძლებელი იქნება კინოინდუსტრიის უახლესი ამბების კომფორტულად ნახვა. მომხმარებელი ნახავს თრეილერს - მოეწონება - შეიძენს გამოწერას - უყურებს ფილმს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა YouTube-ის მთელ მსოფლიოში პოპულარობის წყალობით და თითოეული სერვისის შემთხვევაში თანამშრომლობის პირობები უნიკალურია. https://tinyurl.com/2kdjbrvh
  14. შემოდგომაზე ოქტომბერში Apple დააანონსებს საბაზისო პლანშეტ iPad-ის და მოწინავე iPad Pro-ს განახლებულ ვერსიებს. ბოლო მათგანს ექნება ჩიპი Apple M2 და, შესაძლოა უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ წერს რესურსი MacRumors სამხრეთკორეელ ინსაიდერ yeux1122-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გამირჩევა Apple-ის შესახებ ზუსტი ცნობების გაზიარებით, რომელთა შორისაა ინფორმაცია მეხუთე თაობის iPad Air-ის შესახებ. ინსაიდერის ინფორმაციით ახალ ხელმისაწვდომ iPad-ს, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად განსხვავებული გარეგნული დიზაინი ექნება - ბრტყელი კიდეებითა და დისპლეის ირგვლივ უფრო პატარა ჩარჩოთი, ასევე მასში წარმოდგენილი იქნება ჩიპი A14 Bionic, 5G მოდემი და USB Type-C პორტი. იგი განახლებულ iPad Pro-სთან ერთად გამოვა ოქტომბერში, iPhone 14 სერიის სმარტფონების სექტემბრის ანონსის შემდეგ. გასულ კვირას Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა განაცხადა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 14 სერიის სმარტფონების და ახალი თაობის Apple Watch Series 8 სმარტ-საათების წარმოება, რომლებიც სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მისი პროგნოზის თანახმად Apple შემოდგომაზე ჩაატარებს ორ ღონისძიებას - სექტემბერსა და ოქტომბერში, ამასთან მეორე მათგანი მიეძღვნება iPad-ის ახალი მოდელების და Mac კომპიუტერების პრეზენტაციებს. https://tinyurl.com/bdenjc7d
  15. Bitcoin დიდი ალბათობით ახალ მაქსიმუმებს ვერ მიარწევს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გააგრძელებს ვარდნას 10 ათას აშშ დოლარამდე და მის ქვემოთ. ამის შესახებ განაცხადა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ბაზრის ამჟამინდელი ზრდა, მათ შორის ივლისის დასაწყისიდან Ethereum-ის ფასის 70%-იანი ზრდა, არ არის მდგრადი. მან მას "აღმასვლა გულუბრყვილოებისთვის" უწოდა. „ბაზრის ვარდნა კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა გამოიყენოს ფასების ამჟამინდელი აღმასვლა და ბაზარი დატოვონ. ბევრი ჯერ კიდევ მოგებაშია. ზოგმა Bitcoin იყიდა ოთხი, ხუთი, ექვსი წლის წინ და ეს პირები კარგ პლუსში არიან. იგივე ვითარებაა Ethereum-თანაც. ხალხმა უნდა დატოვოს ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარი მათ ამ მოგებას წაართმევს“ - განაცხადა ოქროს მომხრემ. შიფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოსაზრება, რომ კრიპტობაზარი bubble-ში იმყოფება მიუხედავად Bitcoin-ის ფასის დაახლოებით 65%-ით ვარდნისა. მოიგებენ ისინი, ვინც მისგან გასვლას მოასწრებს - აღნიშნა ინვესტორმა. მისი თქმით, წელს ბაზრის დაცემა ფართომასშტაბიანი Pump & Dump სქემის შედეგი იყო. „იყვნენ ცნობილი სახეები, როგორიცაა სპორტსმენები ან მსახიობები, რომლებმაც დაიწყეს ამა თუ იმ მონეტის პოპულარიზაცია, მაგალითად, თავიანთი Instagram-ის მიმდევრებისთვის. ეს იყო მასიური რეკლამა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ”- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში შიფმა ივარაუდა Bitcoin-ის 10 000 აშშ დოლარამდე დაცემა 30 000 დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 11 მაისს მითითებულ ნიშნულს ქვემოთ კოტირებების ვარდნის შემდეგ შიფის პროგნოზი იყო, რომ ფასი 8 ათას აშშ დოლარიან დონეს გატესტავდა. ციფრული ოქრო დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, სანამ 23 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა საკუთარი პროგნოზი Bitcoin-თან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა 5 ათას აშშ დოლარიანი მხარდაჭერის დონეზე. https://tinyurl.com/263932vt
  16. მიმდინარე ზაფხული მრავალფეროვანი აღმოჩნდა Tesla-ს ელექტრომობილების საიუბილეო ეგზემპლარების მხრივ. ილონ მასკმა განაცხადა კალიფორნიულ ქარხანაში აწყობილი ორი მილიონი ელექტრომობილის გამოსვლის შესახებ, შემდეგ აღნიშნა, რომ ყველა მოქმედმა ქარხანამ ჯამურად გადალახა სამმილიონიანი ტირაჟი, ამჟამად კი ცნობილია, რომ შანხაის კონვეირიდან გამოვიდა ადგილობრივი აწყობის მემილიონე ელექტრომობილი. ფოტოს წყარო: Tesla შესაბამისი განცხადება მასკმა ტრადიციულად გასულ კვირადღეს გააკეთა. Tesla-ს ჩინური პლატფორმისთვის, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის ფარგლებს გარეთ ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი გახდა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და პროგრესის მაჩვენებელი. ქარხანა აშენდა 2019 წლის დეკემბერში და გასული წელი დაასრულა წელიწადში ტექნიკურად 800 ათასი ელექტრომობილის წარმოებით. მიმდინარე წლის აპრილის ლოქდაუნებმა პროგრესი შეანელა, თუმცა Tesla-მ მოგვიანებით განზრახ დახურა საწარმოო ხაზი წარმადობის გაზრდის მიზნით ხაზის მოდერნიზაციისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე Tesla-ს ჩინეთის ქარხანა შეძლებს წელიწადში მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას, ასე რომ დიდი დრო აღარ დარჩა ორმილიონიანი აწყობის მომენტამდე. ჯერჯერობით ამ ქარხანაში იწარმოება მხოლოდ Model 3 და Model Y, თუმცა მომდევნო წლიდან შაინხაის კონვეირიდან ახალი მოდელიც გამოვა. კომპანია აპირებს ჩინეთში საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, რისთვისაც უკვე წარმოდგენილია შესაბამისი განაცხადი, სადაც აღწერილია Tesla-ს გეგმები მეზობელი მიწის ნაკვეთის ათვისებაზე. ათწლეულის ბოლოსთვის, ბრენდის ყველა საწარმო, რომელთა რაოდენობა თორმეტს მიაღწევს, ყოველწლიურად 20 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. ათწლეულის ბოლოს ბრენდის ყველა ქარხანა, რომელთა რიცხვი თორმეტს მიაღწევს, შეძლებს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილის გამოშვებას. https://tinyurl.com/mvx9d3kk
  17. ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6900 XT-ს რამდენიმე ვერსია ამერიკულ საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო საცალო ფასზე 30%-ით იაფად გამოჩნდა. ინტერნეტ-მაღაზოა Newegg-ის გვერდებზე მოცემულია Gigabyte-ისა და ASRock-ის მიერ დამზადებული მოდელი 699 აშშ დოლარად - გვაცნობებს Tom’s Hardware. ფასების კლება პირველ რიგში შეეხო ვიდეო დაფის საბაზისო ვერსიას - ასევე დარჩა უფრო ძვირადღირებული ვარიანტებიც - განსაკუთრებით ჰაერით ან თხევადი გაგრილების მქონე მაღალეფექტური მოდელები. ფოტოს წყარო: newegg.com როდესაც მოდელი Radeon RX 6900 XT ოფიციალურად იქნა წარდგენილი, არანაირი იმედი არ არსებობდა, რომ საცალოდ მისი ყიდვა სარეკომენდაციო 999$-ზე ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი - იმ დროს კრიპტოვალუტების მაინინგის ბუმი გაჩაღდა. ამჟამად სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - Gigabyte Gaming OC და ASRock Phantom Gaming D ვერსიები 699 აშშ დოლარად იყიდება. ოდნავ ძვირია MSI Gaming – 729$. სამივე ვიდეო დაფას სამი საბაზისო ქულერი აქვს. საინტერესო იყო მიმდინარე წელს RX 6900 XT დაფის ფასის დინამიკაზე დაკვრივება. მაისში ვიდეო დაფის საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო ფასად გამოსვლა დადებითად აღიქმებოდა. ივნისში სპეციალური გაყიდვისას პრომო კოდის მეშვეობით შესაძლებელია იყო მისი შეძენა 720 აშშ დოლარად. დღესდღეობით 730$-ად იყიდება სამი სავაჭრო პოზიცია. იაფდება NVIDIA-ს პროდუქციაც - ერთი კვირის წინ EVGA-ს მიერ დამზადებულ ფლაგმანურ GeForce RTX 3090-ს 1000$ დააკლდა. პრემიუმ-მწარმოებლის ასეთი გულუხვობა განპირობებულია GeForce RTX 40 სერიის ანონსისთვის საფუძვლიანად მომზადების სურვილით. https://tinyurl.com/2p8mzfnj
  18. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებებმა 2 ათას აშშდოლარიანი დონე გადალახა. ბოლოს Ethereum ამ ნიშნულზე მიმდინარე წლის მაისში იყიდებოდა. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. CoinGecko-ს თანახმად ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაძვირდა თითქმის 7%-ით, ხოლო კვირის განმავლობაში - 17%-ით. 11 აგვისტოს Ethereum-ის გუნდმა წარმატებით დაასრულა სატესტო ქსელ Goerli-ს გადატანა Proof-of-Stake (PoS) ალგორითმზე. ამავე დღეს დეველოპერებმა განახლება The Merge-ის აქტივაცია 15-16 სექტემბრისთვის გადაიტანეს. პოზიტიური სიახლეების ფონზე Ethereum-ის ფასმა 1900 აშშ დოლარს გადააჭარბა, აქტივის კაპიტალიზაციამ კი - 242 მლრდ აშშ დოლარს. Bitcoin-ი სტატიის წერის დროს 24800 აშშ დოლარად იყიდება. Ethereum-ის ფორკის მხარდამჭერებმა Proof-of-Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმს გარდაუვალი უწოდეს. ისინი აპირებენ EIP-1559 გააუქმონ ტრანზაქციების საკომისიოს ნაწილის დაწვაზე. CoinShares-ის ექსპერტებმა სკეპტიკურად შეაფასეს პოტენციური Ethereum PoW ფორკის პერსპექტივები. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ Stablecoin-ების ემიტენტები განსაზღვრავენ ასეთი პროექტების მომავალს. https://tinyurl.com/4tnrawbd
  19. კომპანია Lenovo-მ ასორტიმენტი გააფართოვა ახალი სამუშაო სადგურებით - ესენია დესკტოპი ThinkStation P358, აგრევე მობილური ThinkPad P15v და ThinkPad P14s. პირველ მათგანს საფუძვლად უდევს Ryzen Pro 5000 სერიის პროცესორები, მობილური სისტემები კი აღჭურვილია Ryzen Pro 6000 სერიის ჩიპებით. ფოტოს წყარო: Lenovo ThinkStation P358-ში წარმოდგენილია პროცესორები Ryzen 5 Pro 5645, Ryzen 7 Pro 5845, Ryzen 9 Pro 5945, აგრეთვე Ryzen 3 Pro 4350. პირველი სამი მიეკუთვნება Vermeer სერიას, გამოყენებულია არქიტექტურა Zen 3 და აქვს 6-დან 12-მდე ბირთვი 4.7 გჰც ტაქტის სიხშირით. Ryzen 3 Pro ოთხბირთვიანი ჩიპია Zen 2 არქიტექტურით და მუშაობს 4.0 გჰც სიხშირეზე. ThinkStation P358-ის შემთხვევაში არსებობს არჩევანი გრაფიკული ქვესისტემის რამდენიმე ვარიანტს შორის. ოფციის სახით შემოთავაზებულია პროფესიონალური ამაჩქარებელი NVIDIA RTX A2000 ან სამომხმარებლო მოდელი GeForce RTX 3080. სისტემას გააჩნია DDR4-3200 სტანდარტის 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება ECC შეცდომების კორექციით ან მის გარეშე, აგრეთვე 10 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება M.2 ფორმატის ორი SSD NVMe-ის სახით. Lenovo ThinkPad P15v Gen3 მობილური სამუშაო სადგური Lenovo ThinkPad P15v აღჭურვილია Ryzen Pro 6000H სერიის პროცესორებით (რვაბირთვიანი 4.7 გჰც სიხშირის მქონე მოდელის ჩათვლით). ThinkPad P14s მუშაობს Ryzen Pro 6000U პროცესორების ბაზაზე და გვთავაზობს რვაბირთვიან ჩიპებს სიხშირით 4.7 გჰც. Lenovo ThinkPad P14s Gen3 ლეპტოპის უმცროსი მოდელი დაკომპლექტებულია 32 გბ-მდე LPDDR5-6400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, ThinkPad P15v-ს კი აქვს 64 გბ-მდე DDR5-4800 მეხსიერება. ThinkPad P14s-ში ხელმისაწვდომია 2 ტბ-მდე M.2 PCIe 4.0 SSD. ამასთან ლეპტოპის უფროს მოდელში შესაძლებელია ამავე ფორმატის უფრო დიდი მოცულობის, 4 ტბ-მდე SSD-ის განთავსება. ThinkPad P15v-ში წარმოდგენილია პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX 2000 და 15.6-დუიმიანი 4K დისპლეი. მოდელ ThinkPad P14s-ში დისკრეტული გრაფიკა არ არის ხელმისაწვდომი - იგი ემყარება ინტეგრირებულ GPU Radeon 680M-ს. ამ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი 4K გაფართოებით. უფრო დეტალურ მახასიათებლებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ: Lenovo ThinkStation P358, ThinkPad P15v და ThinkPad P14s https://tinyurl.com/39fkfu94
  20. კომპანია Samsung-მა ჩაატარა მორიგი ღონისძიება Galaxy Unpacked, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა სამხრეთკორეული კომპანიის სიახლეები. დრეკადი დისპლეის მქონე ფლაგმანურ სმარტფონ Galaxy Z Fold 4-ის პარალელურად ნაჩვენები იყო ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip 4, რომლის ღირებულება 999 აშშ დოლარიდან იწყება. ფოტოს წყარო: Samsung Galaxy Z Flip 4 დიზაინით დიდად არ განსხვავდება წინა წლის მოდელისგან, თუმცა სმარტფონში მოცემულია თანამედროვე აპარატული უზრუნველყოფა, უფრო დიდი მოცულობის ბატარეა და მტკიცე დისპლეი. მოძრავი დამაკავშირებელი სამაგრი გახდა უფრო თხელი, გასწორდა კორპუსის მრუდე კიდეები და შედეგად დაიზოგა რამდენიმე მილიმეტრი სიგრძესა და სიგანეში. კორპუსის სისქე არ შეცვლილა: 17.1 მმ სამაგრზე და 15.9 მმ - ეკრანის კიდეებზე. ეს ნიშნავს, რომ ჭრილი დაკეცილ მდგომარეობაში იგივე ზომის რჩება. Galaxy Z Flip 4-ს აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი, რომელსაც აქვს 2640 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD+) და უზრუნველყოფილია კადრის განახლების ადაპტური სიხშირე 1-დან 130 ჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ძირითადი ეკრანი გახდა 45%-ით უფრო მტკიცე დისპლეის სტრუქტურის ცვლილებისა და უფრო მყარი, ულტრათხელი დამცავი მინის გამოყენების შედეგად. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია 1.9-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 512 × 260 პიქსელი გაფართოებით. მტვრისა და წყლისგან კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტის შესაბამისად, დამატებითი ეკრანის გვერდით განთავსდა ძირითადი კამერა. იგი დამზადებულია 12-მეგაპიქსელიანი სენსორის (f/2.2, ხედვის კუთხე 123°) და ფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი (f/1.8, ოპტიკური სტაბილიზაცია) სენსორის ბაზაზე. ფრონტალური 10-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ ჭრილში. Galaxy Z Flip 4-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen1. ხელმისაწვდომია 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 და 512 გბ მოცულობის სანახი სივრცე. კვების წყაროს წარმოადგენს 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 25-ვატამდე სწრაფი დამუხტვისა და უსადენო დამუხტვა Fast Wireless Charging 2.0-ის მხარდაჭერით. დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB Type-C. მოწყობილობაში მხარდაჭერილია მეხუთე თაობის ქსელი (5G), უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac/ax და Bluetooth 5.2 ადაპტერები. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით One UI 4.1.1. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადსხვა ფერის ვარიანტად. ღირებულება იწყება 999 აშშ დოლარიდან, მიწოდება კი 26 აგვისტოდან დაიწყება. https://tinyurl.com/52ta5k9t
  21. კრიპტო ბირჟა BitMEX-მა დაიწყო ვაჭრობა FX კონტრაქტებით - ვალუტების 50x-მდე ბერკეტის მქონე უვადო კონტრაქტებით. ამის შესახებ გამოცხადებულია პლატფორმის ოფიციალურ ბლოგზე. FX-კონტრაქტებით ვაჭრობა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. შაბათ-კვირას კონტრაქტის ფასი მერყეობს პარასკევს ბაზრის დახურვის კოტირებების დონეზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან გრძელი და მოკლე პოზიციები 22 სავალუტო წყვილზე: EURUSD, EURCHF, EURTRY, USDСHF და სხვები. მარჟის სახით ბირჟა იყენებს Bitcoin-ს ან Tether-ს (USDT ERC-20). ღია პოზიციების მფლობელები იხდიან ფინანსირების განაკვეთს. BitMEX გვთავაზობს სამი ტიპის კონტრაქტს სავალუტო სვოპებისთვის: კვანტო კონტრაქტი: სავალუტო წყვილი წარმოდგენილია ორი აქტივით, მაგალითად, დოლარი და ინდური რუპია (USDINR), ხოლო გირაო და გადახდები უზრუნველყოფილია მესამე აქტივით - Bitcoin (XBT); ინვერსიული კონტრაქტი: მარჟა და სარგებელი გამოითვლება საბაზისო ვალუტაში და არა კოტირებულში. მაგალითად, USDTMXN-ში მარჟა გამოითვლება USDT-ში და არა MXN-ში; ხაზობრივი კონტრაქტი: გირაო და გადახდები გამოითვლება stablecoin Tether-ში (USDT). BITMEX - ეს არის პლატფორმა კრიპტოვალუტებითა და საწარმოო ინსტრუმენტებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე სტეიკინგისა და პასიური გამომუშავებისთვის და შედის დერივატივებით ვაჭრობის მხრივ ტოპ-10-ში CoinMarketCap-ზე. შეგახსენებთ, რომ ადრე BitMEX-მა დააანონსა საკუთარ ტოკენ BMEX-ისა და airdrop-ის ამოქმედება. https://tinyurl.com/2u74tswt
      • 1
      • Like
  22. დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების ანონსის შემდეგ Intel-მა დაიწყო უფრო მძლავრი მოდელების - Arc A750-ისა და Arc A770-ის წარმადობის დემონსტრირება. ამჯერად წარდგენილ იქნა Arc A750: გრაფიკული ჩიპი ACM-G10; 3584 ნაკადური პროცესორი; 12 გბ GDDR6 მეხსიერება 16 გბ/წმ სიჩქარით; 192-ბიტიანი სალტე; TGP 200 ვატი. როგორც Intel აცხადებს, მოხდა დაფის გატესტვა რამდენიმე თამაშში, რომელთა შორისაა F1 2021, Cyberpunk 2077, Control, Borderlands 3 და Fortnite. ყოველი მათგანი გაშვებული იყო 2K (1440р) გაფართოებაზე რეითრეისინგის გარეშე. პერსონალური კომპიუტერის უფრო დეტალური მახასიათებლები, რომლითაც ტესტები ჩატარდა, არ სახელდება. შედეგების მიხედვით Arc A750 საკმაოდ კარგად უმკლავდება მომთხოვნ თამაშებს და ასევე მნიშვნელოვნად აჯობა თავის მთავარ კონკურენტ Nvidia-ს GeForce RTX 3060-ს. გრაფიკზე ჩანს, რომ ხუთიდან ვერცერთ თამაშში RTX 3060-მა ვერ შეძლო გაესწრო Intel-ის ახალი პროდუქტისთვის. კერძოდ, F1 2021-ში Arc A750-ის უპირატესობა 17%-ია, Cyberpunk 2077-ში - 15%, Control-ში - 14%, Borderlands-ში 3 - 13%, Fortnite-ში - 6%. Wccftech-ის ბოლო შეფასების თანახმად Core i9-1200K-თან ტანდემში Arc A750 მუდმივად უსწრებს RTX 3060-ს 15%-ით, ხოლო Radeon RX 6600 XT-ს - 20%-ით. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებული ობიექტური ტესტირების შედეგები სასარგებლო იქნება ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობაში A750 ეღირება დაახლოებით 330 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3jc6nu6u
  23. კომპანია NVIDIA-მ განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია მაღალი წარმადობის მოდული Jetson AGX Orin, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ახალი თაობის რობოტექნიკის, ავტონომიური ტრანსპორტისა და ჩასაშენებელი მოწყობილობების შექმნისთვის. ამჟამად შესაძლებელია 32 გბ LPDDR5 მეხსიერების მქონე ვერსიის შეძენა, ნოემბერში კი გამოვა ვარიანტი 64 გბ ოპერატიული მეხსიერებით. მოდულ Jetson AGX Orin 32 გბ-ში გამოყენებულია არქიტექტურა NVIDIA Ampere 1792 CUDA ბირთვით (939 მჰც) და 56 Tensor-ბირთვით. მოცემულია 8-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE მაქსიმალური სიხშირით 2.2 გჰც. მოწყობილობა უზრუნველყოფს 200 Tops-ამდე წარმადობას (INT8 ოპერაციებში). ზომა შეადგენს 100 × 87 მმ-ს, ენერგომოხმარების დონეა 15-დან 40 ვატამდე. მოდულის ფასი 899 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: NVIDIA აღჭურვილობაში შედის ორი ამაჩქარებელი NVDLA v2.0 ღრმა მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე კომპიუტერული ხედვის ამაჩქარებელი PVA v2.0. eMMC 5.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. ხელმისაწვდომია ქსელის პორტები 1GbE და 10GbE. მხარდაჭერილია ექვსი კამერა, სამი USB 3.2, ინტერფეისები PCIe 4.0, 4×UART, 3×SPI, 4×I2S, 8×I2C, 2×CAN, PWM, DMIC & DSPK, GPIO. 64-გიგაბაიტიანი ვერსია Jetson AGX Orin დამზადებულია Ampere არქიტექტურაზე, აქვს 2048 CUDA ბირთვი (1.3 გჰც) და 64 Tensor-ბირთვი. გამოყენებულია 12-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE (2.2 გჰც). ენერგომოხმარებაა 15-დან 60 ვატამდე, მაქსიმალური წარმადობა - 275 TOPS. აღინიშნება, რომ NVIDIA-ს თითქმის სამმა ათეულმა პარტნიორმა დაამზადა კომერციული პროდუქტები ახალი პროდუქტების ბაზაზე. https://tinyurl.com/2k5kaee5
  24. CryptoSlam-ის მონაცემებით ივლისში მეორად ბაზარზე არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ვაჭრობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 26%-ით - 647.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: CryptoSlam. სერვისის თანახმად უნიკალური მყიდველების რაოდენობა უკვე მესამე თვეა მცირდება. მაისში ეს მაჩვენებელი 694 850 იყო, ივნისში 574 133-მდე შემცირდა, ივლისში კი - 532 378-მდე. NFT-სტუდია Influxo-ს თანადამფუძნებელმა ენდი ლიანმა Forkast-თან კომენტარისას მიუთითა დათვური ტრენდის გაგრძელებაზე. CryptoSlam-ის არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების სტრატეგი Yehudah Petscher ეჭვობს, რომ ბაზარი „მიმდინარე წელს ფსკერზე ჩამოვა“. ”მე ვთვლი, რომ ეს დათვური ციკლი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი,” - დაუშვა ექსპერტმა. Petscher-მა დაამატა, რომ უნიკალური მყიდველების რაოდენობა გარკვეულ ოპტიმიზმს უნერგავს. მისივე თქმით ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით (432 317) მეტია. ”NFT–ები ახლა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ [სექტორი] ძალიან კარგ სიტუაციაშია ზრდის [ან] ტრანზაქციების თვალსაზრისით,” - განაცხადა Petscher-მა. ივლისში ყველაზე გაყიდვადი იყო Bored Ape Yacht Club-ის კოლექცია 51.4 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით, მეორე ადგილი კი CryptoPunks-ს უჭირავს 50.7 მლნ აშშ დოლარით. წყარო: CryptoSlam. ლიანის თქმით, Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლამ შეიძლება იმპულსი მისცეს NFT ბაზარს. ადრე დეველოპერებმა წინასწარ დაამტკიცეს ბლოკჩეინის მიგრაცია 2022 წლის 19 სექტემბრისთვის. სატესტო ქსელი Goerli კონსენსუსის ახალ ალგორითმზე გადავა, როდესაც ქსელის კუმულაციური სირთულე 10 790 000 ნიშნულს მიაღწევს. სპეციალისტების შეფასებით ეს მოხდება 6-დან 12 აგვისტომდე პერიოდში. https://tinyurl.com/3vytc5ab
  25. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პლატფორმების უმსხვილესი მომწოდებელი კომპანია Intel ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები, რათა ლიდერობა შეინარჩუნოს. ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სწრაფი Wi-Fi კავშირი, ამიტომ ტექნოლოგიის უახლესი ვერსიის დანერგვა გადამწყვეტია პროცესორების მწარმოებელი გიგანტისთვის. როგორც ამჟამად ირკვევა, Intel მზად არის 2024 წლისთვის უზრუნველყოს Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა საკუთარ პლატფორმებზე. „ამჟამად ვმუშაობთ Intel Wi-Fi 802.11be-ზე, რათა მივიღოთ Wi-Fi Alliance-ის სერტიფიკატი და 2024 წელს იგი განთავსებული იქნება ლეპტოპებში. ველოდებით, რომ იგი ძირითად ბაზრებზე 2025 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა Intel-ის უსადენო ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ მაკლაფლინმა სამხრეთ კორეაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. Wi-Fi 7 (IEEE 802.11be) შემოგვთავაზებს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ აგრეგირებულ სიჩქარე 40000 მბ/წმ-ს (40 გბ/წმ), რის შედეგად სადენიანი Ethernet კავშირი მოძველებული გახდება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოწყობილობებზე მხარდაჭერილი იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარე დაკავშირებისას. ასეთი მაღალი ბითრეითის მისაღებად Wi-Fi 7-ის წვდომის წერტილს დასჭირდება სამი დიაპაზონის გამოყენება: 2.4 გჰც, 5 გჰც და 6 გჰც, ასევე არხის სიგანის გაზრდა 320 მჰც-მდე, აგრეთვე 4096-QAM-ის დამატება. Wi-Fi 6/6E-სთან შედარებით Wi-Fi 7-ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმადობის გამო Intel ელის, რომ ეს ტექნოლოგია წარმატებით იქნება დანერგილი მაღალი სიჩქარის მოთხოვნის მქონე მოწყობილობებში, მაგალითად შერეული და ვირტუალური რეალობის ჰედსეტებში, რომლებშიც ტექნოლოგია Intel WiGig (Wireless Gigabit) გამოიყენება. მოსალოდნელია, რომ ორგანიზაცია IEEE სერტიფიკატ IEEE 802.11be-ს ოფიციალურად მიიღებს 2025 წელს, ამიტომ მისი გარკვეული მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. Intel ენთუზიაზმით უყურებს მომავალს და ელის, რომ მომავალი Wi-Fi 7 ტექნოლოგიის წარმადობა გაუმჯობესდება 2024 წელს მისი კომერციული გამოსვლის შემდეგ. „რადგანაც 802.11be-ს გამოსვლამდე წელიწადზე მეტი რჩება, არის შანსი, რომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ დამუშავების სიჩქარე“ - განაცხადა მაკლაფლინმა. https://tinyurl.com/yjk4xy5x
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.