-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ჯერჯერობით რთულია ითქვას, შეიძლება ჩაითვალოს თუ არა Tesla-ს კონცეპტუალური ნიმუში „მსოფლიოში ყველაზე დიდ პორტატულ დამტენად“, თუმცა ჰანოვერში ჩატარებულ გამოფენაზე მოწყობილობამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ავტომობილის მისაბმელს, რომელიც აღჭურვილია დასაკეცი მზის პანელებით და Starlink-ის ტერმინალით გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, შეუძლია გამოიმუშაოს 2.7 კვტ-მდე ელექტროენერგია. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კონცეპტუალური მაკეტია, არაფერია გამოცხადებული მისი წარმოების გეგმების შესახებ. ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri გარე ენთუზიასტები ცდილობდნენ Tesla-მობილის მზის ენერგიით დამუხტვას მოძრაობისას, თუმცა მათ მოუწიათ დრეკად მასალაზე დამზადებული მზის ელემენტების გამოყენება. თავად ილონ მასკი ამ იდეების კუთხით ჯერჯერობით სიმპათიას გამოხატავდა მხოლოდ კომერციული ფურგონების სახურავზე მზის პანელებითა და დასაკეცი გვერდითი მონაკვეთებით აღჭურვის კონტექსტში. ამჯერად გერმანიაში გამართულ გამოფენაზე კომპანიამ წარადგინა მისაბმელის პროტოტიპი მზის პანელებით, რომელსაც გაშლისას შეუძლია ელექტრომობილის 80 კმ სვლის მარაგის შევსება დღის განმავლობაში მზის ქვეშ პარკირების დროს, მაგრამ ეს მხოლოდ იდეალურ საამინდე პირობებშია შესაძლებელი. ამავდროულად Starlink-ის ტერმინალი ავტომობილის მფლობელს თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომას მისცემს და ეს შესაძლებლობა წარმოადგენს Tesla-სა და Starlink-ის ტექნოლოგიების საკმაოდ კარგ სიმბიოზს. ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri ამავე გამოფენაზე Tesla-მ წარადგინა სხვა მიღწევებიც - ქროსოვერ Model Y-ის საბარგულის ჭრილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ძრავში ჩამონტაჟებული ახალი, 4680 ტიპის ბატარეები. ასეთი ბატარეები Tesla-ს გერმანიაში არსებულ კონვეირზე არ გამოიყენება, თუმცა წლის ბოლომდე კომპანია საწარმოო პროცესების მოდერნიზებას აპირებს, რათა ტეხასის ახალი საწარმოს კვალად აითვისოს ელექტრომობილების პერსპექტიული წარმოება. https://tinyurl.com/bdd6vkdy
-
კორპორაცია Meta-მ უარი თქვა ციფრულ საფულე Novi-ს სრულმასშტაბიან ამოქმედებაზე და გამოაცხადა პროექტის დახურვა 2022 წლის 1 სექტემბერს საპილოტე ტესტირების დასრულების შემდეგ. 21 ივლისიდან მომხმარებლები ბალანსის შევსებას ვეღარ შეძლებენ, სექტემბერში კი Novi-ს აპლიკაცია და WhatsApp-ის ამავე სახელწოდების სერვისი მუშაობას შეწყვეტს. ანგარიშის მფლობელებს ურჩიეს აქტივების დამოუკიდებლად გატანა. „თუ დაგრჩებათ ფული Novi-ის ანგარიშზე საპილოტე პროექტის დახურვის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გადავიტანოთ თქვენი თანხები საბანკო ანგარიშზე ან სადებეტო ბარათზე, რომელიც თქვენს ანგარიშს დაუკავშირეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. პროექტის დახურვის შემდეგ მომხმარებლები ასევე დაკარგავენ წვდომას თავიანთი ტრანზაქციების შესახებ მონაცემებზე, ამიტომ Meta-მ ურჩია ამ ინფორმაციის ატვირთვა ციფრული საფულის პარამეტრებში შესაბამისი ვარიანტის მეშვეობით. CoinDesk-ის თანახმად კორპორაცია აპირებს გამოიყენოს Novi-თან დაკავშირებული ფუნქციები სამომავლო პროექტებში მეტასამყაროზე ორიენტირებული ინიციატივების ჩათვლით. Meta-ს (იმ დროს Facebook) საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმები 2018 წელს გახდა ცნობილი. 2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში კორპორაციამ გამოაცხადა გლობალურ Stablecoin Libra-ს გამოშვება. გადახდის ქსელის მართვის მიზნით შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია Libra Association. მის წევრებს შორის იყვნენ Visa, Mastercard, PayPal, Uber, Spotify, Andreessen Horowitz და Coinbase. პროექტმა მარეგულირებლების შეშფოთება გამოიწვია და ივლისში მასზე მოსმენები გაიმართა აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტში. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საგადახდო კომპანიები Visa, Mastercard, PayPal და Stripe არ ჩქარობდნენ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერას Libra Association-ში მონაწილეობის შესახებ მარეგულირებელი პრობლემების გამო. მოგვიანებით მათ პროექტი დატოვეს. 2020 წელს კორპორაციამ უარი თქვა ორიგინალ კონცეფციაზე და ციფრულ საფულე Calibra-ს სახელი Novi-დ შეუცვალა, თავად Stablecoin-ის დასახელება კი გახდა Diem. პროექტის მხარდამჭერმა კონსორციუმმა სახელი შეიცვალა და ეწოდა Diem Association. არაერთი განცხადების მიუხედავად პროექტის ამოქმედება არ შედგა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Diem Association-მა გამოაცხადა ინტელექტუალური საკუთრების და სხვა აქტივების გაყიდვა (Silvergate Capital Corporation), რაც დაკავშირებულია stablecoin-ის მართვასთან. https://tinyurl.com/4xd7332k
-
რესურს Tom's Hardware-ის თანახმად კრიპტობაზრის ვარდნის შედეგად ევროპაში სწრაფად იაფდება გეიმინგ ვიდეო დაფები. განსაკუთრებით სწრაფად დაფები ღირებულებას კარგავს მეორადი გაყიდვის პლატფორმებზე, მაგალითად eBay-ზე. „სარეკომენდაციო ფასი vs ფასი მაღაზიებში“ - ამ შედარების ლიდერია ორი დაფა: ფლაგმანური RTX 3090 Ti და საშუალობიუჯეტური RX 6600. ორივე მათგანი იყიდება 17%-ით იაფად, ვიდრე უნდა იყიდებოდეს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან eBay-ზე მაქსიმალურად გაიაფდა RTX 3090 (-64%), RTX 3080 (-60%), RХ 6800 (-59%) და RХ 6600 ХТ (-59%). გამომცემლობის გამოთვლებით ყველაზე სწრაფად უფასურდება ის ვიდეო ბარათები, რომლებიც მეორად გაყიდვაშია გამოტანილი, რადგან დიდი ალბათობით მაინინგ-ფერმებში იყო გამოყენებული. ოფიციალურ მაღაზიებში გარანტიის მქონე RTX 3090 იყიდება დაახლოებით 40%-ით ძვირად, ვიდრე eBay-ზე. ანალოგიურად, ასეთი ვითარებაა შემდეგ დაფებთან მიმართებაში: RХ 6600 ХТ (+32%) RХ 6900 ХТ (+21%) და RTX 3090 Ti (+20%). ბაზრის კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განსხვავდება 1 ივლისისთვის ახალი გეიმინგ გადაწყვეტილებების ღირებულება სარეკომენდაციო ფასებისგან. შედეგების მიხედვით RX 6000 სერიის დაფებმა სავარაუდოდ გადაუსწრო RTX 3000 სერიის მოწყობილობებს: RX 6800 XT და RX 6800-ის გარდა მაღაზიებში ყველა ვიდეო დაფა სარეკომენდაციო ფასებით არის წარმოდგენილი. RTX 3000-ის შემთხვევაში მხოლოდ სამი ჩიპი ღირს ნაკლები: RTX 3090 Ti, RTX 3090 და RTX 3080 Ti. გასული თვის განმავლობაში RTX 3080 12 გბ მოდელის ფასი რეალურად არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ბოლო მონაცემების თანახმად იგეგმება ამ ამაჩქარებლის წარმოებიდან მოხსნა. https://tinyurl.com/yvmj4mxj
-
ოფიციალური ანონსის წინა დღეს Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერები, სადაც წარმოდგენილია Xiaomi 12S Pro სმარტფონის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ამრიგად, დადასტურდა, რომ სმარტფონს ექნება Snapdragon 8+ Gen 1 პროცესორი და შეძლებს ქულების რეკორდული რაოდენობის დაგროვებას AnTuTu-ს ტესტში. ასევე დადასტურდა ინფორმაცია 120-ვატიანი მაღალსიჩქარიანი დამუხტვის მხარდაჭერისა და Leica-სთან ერთად შემუშავებული მძლავრი კამერების ნაკრების შესახებ. ფოტოს წყარო: weibo.com Xiaomi 12S სერიაში შედის მოდელები Xiaomi 12S, 12S Pro და ყველა დიდი მოლოდინის მქონე Xiaomi 12S Ultra. ჩინურმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეზიარებინა სერიის შუალედური მოდელის - Xiaomi 12S Pro-ს შესახებ ინფორმაცია. ისევე, როგორც Ultra ინდექსის მქონე უფროს ვერსიას, Xiaomi 12S Pro მოდელსაც ექნება ახალი პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1. მისი წარმადობა შთამბეჭდავია: Xiaomi-ს თქმით AnTuTu-ს ტესტში სმარტფონმა რეკორდი დაამყარა - მოაგროვა 1113135 ქულა. შედარებისთვის, ივნისის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა გეიმინგ სმარტფონმა Black Shark 5 Pro-მ 1040111 ქულით. Xiaomi 12S Pro-ს ძირითად კამერაში წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX 766. მას ახლავს 50-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ორმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე ფართოკუთხიანი 50-მეგაპიქსელიანი კამერა 115°-იანი ხედვის კუთხით. კამერების ნაკრები Xiaomi 12 Pro-ს იდენტურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ Leica-ს თანამონაწილეობა რაიმე სასიკეთო გავლენას მოახდენს. Xiaomi 12S Pro-ს ასევე ექნება 6.73-დუიმიანი QHD+ AMOLED დისპლეი 120 ჰერცი განახლების სიხშირით და მაქსიმალური სიკაშკაშე - 1500cd/m². და ბოლოს, სმარტფონის კიდევ ერთი უპირატესობა იქნება 120-ვატიანი დამუხტვის შესაძლებლობა მუშაობის ორი რეჟიმით: პირველში ბატარეის მოცულობის 100% ივსება 19 წუთში, მეორეში - 25 წუთში. https://tinyurl.com/5n7r2vue
-
კრიპტო ბირჟა Coinbase-მა უარყო მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების მიყიდვის ფაქტი აშშ-ის ხელისუფლებისთვის. ერთი დღით ადრე საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Coinbase გადასცემს მომხმარებლების გეოლოკაციასა და ტრანზაქციების ისტორიებს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტს (ICE). პლატფორმის მომხმარებლებმა Twitter-ზე განაცხადეს, რომ მათ „ამაზე თანხმობა არ განუცხადებიათ“. 2021 წლის აგვისტოში Coinbase-მა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია მიჰყიდა ICE-ს 29000 აშშ დოლარად. ერთი თვის შემდეგ ბირჟამ სააგენტოსთან 1.36 მლნ აშშ დოლარის პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის გარიგება გააფორმა. კვლევით გუნდ Tech Inquiry-ს მონაცემებით ამერიკის ხელისუფლებამ წვდომა მიიღო ინსტრუმენტ Coinbase Tracer-ის სხვადასხვა ფუნქციაზე, რომელიც იკვლევს ბირჟის მომხმარებლების მონაცემებს და ადრე ცნობილი იყო, როგორც Coinbase Analytics. პლატფორმის წარმომადგენლების თქმით ისინი ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მხოლოდ ფინანსური დანაშაულის გამოძიებისთვის. „Coinbase Tracer ინსტრუმენტები შექმნილია ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. გაზიარებული ინფორმაცია მოდის მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და არა Coinbase-ის მომხმარებლის მონაცემებიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ბირჟამ ხაზი გაუსვა, რომ პლატფორმის მომხმარებლების უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა მისი მთავარი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ Coinbase-ის პროდუქტებით. ისინი აპირებდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. ბირჟამ Neutrino 2019 წელს შეიძინა და კრიტიკის ქვეშ მოექცა. იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი იყვნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა ჯაშუშურ პროგრამებს. http://tinyurl.com/2p8uaz52
-
გრაფიკული პროცესორების დეფიციტის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ უკვე შეინიშნება პირველი დადებითი შედეგები: Steam-ის ივნისის თვის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების მიხედვით ვიდეო დაფების ახალი თაობა ეტაპობრივად ანაცვლებს ძველს. Ampere თაობის უპირობო ლიდერი იქნება ბიუჯეტური GeForce RTX 3060 Laptop GPU მოწყობილობების საერთო მოცულობის 3%-იანი წილით. მისი დესკტოპ ვერსიის წილია 2.62%. ჯამში - 5.62%. შემდეგი ვიდეო დაფაა RTX 2060 – 5.03%. პირველ სამ პოზიციას ტრადიციულად იკავებს GTX 1060, GTX 1650 და GTX 1050 Ti (7%, 6.51% და 5.36% შესაბამისად). Ampere თაობის შემდეგ ტოპ-20-ში შედის: RTX 3070 - 2%, RTX - 306%. 1.72%, RTX 3080 - 1.44% და RTX 3050 - 1.34%. საინტერესოა, რომ ახალი თაობის AMD RX 6000-ის არც ერთი ამაჩქარებელი არ შევიდა ტოპ-30-ში. პირველი ყველაზე პოპულარული ვიდეო დაფა მე-60 ადგილზეა - RX 6600 XT წილით 0.33%. მას მოსდევს RX 6700 XT (65-ე ადგილი, 0.27%) და RX 6900 XT (96-ე ადგილი, 0.16%). პროცესორების ბაზარზე Intel-მა შეავიწროვა AMD და მოიპოვა +1.28% წმინდა წილი. Intel-ის ჩიპების კიდევ 0.28% მოდის ოპერაციულ სისტემა Linux-ზე. Intel-მა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა საწყის და დაბალბიუჯეტურ სეგმენტებში, რადგან AMD-ს ამჟამად უბრალოდ არ გააჩნია იაფი და კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები. https://tinyurl.com/nbtxmdrp
-
ჩინურმა კომპანიებმა DeepComputing-მა და Xcalibyte-მა დაიწყეს წინასწარი შეკვეთების მიღება მსოფლიოში პირველ პორტატულ კომპიუტერზე, რომელსაც საფუძვლად უდევს პროცესორი RISC-V არქიტექტურით: ახალი მოწყობილობის სახელწოდებაა Roma. ფოტოს წყარო: Xcalibyte ლეპტოპი ძირითადად გამიზნულია დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან და ამოწმებენ პროგრამულ უზრუნველყოფას RISC-V პლატფორმისთვის. თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალში Roma-ზე დაფუძნებული ლეპტოპები კომერციულ ბაზარზე გავიდეს. კომპიუტერს საფუძვლად უდევს გარკვეული „სისტემა მოდულზე“ (SOM), რომელშიც RISC-V ჩიპი გაერთიანებულია ოთხ ბირთვთან, გრაფიკულ ამაჩქარებელსა და ნეიროპროცესორულ ბლოკთან (NPU), რომლის მიზანია ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების დაჩქარება. იგეგმება Roma Pro და Roma Standard მოდელების გამოშვება 12- და 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპით, შესაბამისად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SOM ჰოსტი განახლებადია. მოწყობილობას აქვს 16 GB LPDDR4/LPDDR4X ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. შესაძლებელია დაყენდეს 256 გბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. საუბარია Linux-ის უმეტეს ვარიანტებთან თავსებადობაზე. ლეპტოპის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდიდან. პირველი ასი მყიდველი მიიღებს NFT ტოკენს. Roma-ს მიწოდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. http://tinyurl.com/mry6dvjz
-
პირველი კრიპტოვალუტის ფასის 56.2%-ით ვარდნა აპრილ-ივნისის პერიოდში ყველაზე ძლიერი იყო 2011 წლის მესამე კვარტლის შემდეგ, ზარალმა 67% შეადგინა. ასეთ მონაცემებს გვაწვდის Coinglass. ამ პერიოდში Bitcoin-ის ფასი 45 ათასი აშშ დოლარიდან 19884 აშშ დოლარამდე დაეცა. 2014 და 2018 წლების დათვური ბაზრების დროს კვარტალური დინამიკა არ აღემატებოდა 39.7% და 49.7%-ს, შესაბამისად. ივნისში ციფრულმა ოქრომ დაფიქსირდა ყველაზე დიდი, 37%-იანი კლება 2011 წლის სექტემბრის შემდეგ. მეორე კვარტალში კრიპტოვალუტების ბაზარზე უარყოფითი დინამიკა გაგრძელდა S&P 500 ინდექსის დაცემის ფონზე. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საფონდო ინდიკატორი შემცირდა 20.6%-ით, რაც ყველაზე ცუდ შედეგს ნიშნავს 1962 წლის შემდეგ. Deutsche Bank-ის სპეციალისტების პროგნოზით Bitcoin-ის ფასის 28000 აშშ დოლარამდე აღდგენა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. http://tinyurl.com/2p9epd2t
-
პროგრამულ უზრუნველყოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს მაღალი წარმადობის სმარტფონების მეორე, საზაფხულო რეიტინგი. პირველი მათგანი გამოჩნდა ერთი თვის წინ და მასში წარმოდგენილი იყო ათი ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონი მაისისთვის, ამჯერად კი მოცემულია ტოპ-10 სმარტფონი ზაფხულის დასაწყისისთვის. პირველ ადგილზე კვლავ წარმოდგენილია Xiaomi Black Shark 5 Pro. 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე ვერსიამ შეძლო 1.04 მილიონზე მეტი ქულის მოპოვება. სხვათა შორის, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება მაისის რეიტინგში რეკორდულია. დაახლოებით 10 ათასი ქულით ჩამორჩა მას Nubia Red Magic 7 Pro, რასაც ხელი შეუწყო 12 გბ ოპერატიულმა მეხსიერებამ. სამეულს ხურავს Lenovo Legion Y90. მას აქვს 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, ბენჩმარკმა სმარტფონის წარმადობა თითქმის 1.02 მილიონი პუნქტით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სამივე ზემოთხსენებული სმარტფონი მწარმოებლების მიერ გვევლინება, როგორც მოწყობილობები მობილური გეიმინგის მოყვარულებისთვის. ტოპ-ხუთეულში შედის ორი iQOO 9. სტანდარტული მოდელი განთავსდა მეოთხე ადგილზე 1.01 მილიონი ქულით, მეხუთეზე - Pro ვერსია, რომელმაც სტანდარტულთან შედარებით 4000 ქულით ნაკლები მოიპოვა. ამასთან, ორივე სმარტფონს აქვს 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. მეექვსე ადგილზეა Vivo X80 - 1 მილიონი ქულით. ეს მოდელი ერთადერთია მოცემული ათეულიდან, რომელსაც 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს. ერთი პოზიციით ქვემოთ 990 691 ქულით განთავსდა OPPO Find X5 Pro Dimensity Edition. იგი იმყოფება vivo X80 სერიის ორ სმარტფონს შორის. მერვე ადგილზეა vivo X80 Pro 12 გბ. მაისის ტესტების შედეგად მისი წარმადობა საშუალოდ 985 460 ქულით შეფასდა. მომდევნო პოზიციებზეა iQOO Neo 6 და Xiaomi 12 Pro - ორივე 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველი მათგანის მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობაა 976 405, მეორე მათგანის - 676 031. როგორც ვხედავთ, Xiaomi-ს ერთი სმარტფონი რეიტინგის პირველ, მეორე კი ბოლო ადგილზეა. OPPO Find X5 Pro და vivo X80 ამ რეიტინგში ერთადერთი მოდელებია Dimensity 9000 პროცესორით. ყველა სხვა ფლაგმანი აღჭურვილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპსეტით. ასევე აღვნიშნავთ, რომ ათი სმარტფონიდან ექვსი გამოშვებულია ბრენდების მიერ, რომლებიც BBK კორპორაციაში შედიან (vivo, OPPO, iQOO, realme და OnePlus). http://tinyurl.com/2p8v79e2
-
ხუთშაბათს, 30 ივნისს, სალვადორის ხელისუფლებამ შეიძინა ჯამში 1.52 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი 80 BTC. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ განაცხადა. „სალვადორმა დღეს იყიდა 80 BTC თითო 19 ათას აშშ დოლარად. Bitcoin არის მომავალი. გმადლობთ იაფად გაყიდვისთვის“, - დაწერა ბუკელემ. 30 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის კურსი იყო 20 ათას აშშ დოლარიან დონეზე, მოგვიანებით 19 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 1 ივლისის ღამეს Bitcoin-ის ფასმა გარკვეულ მომენტში გადააჭარბა 20800 აშშ დოლარს, თუმცა ამ დროისთვის დაკორექტირებულია დაახლოებით 19420 აშშ დოლარიან ნიშნულზე. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სალვადორმა წინა შესყიდვა მაისში გააკეთა პირველი კრიპტოვალუტის ფასის 30 ათას აშშ დოლარზე დაბლა დაცემის ფონზე. შემდეგ ბუკელემ გამოაცხადა დამატებითი 500 BTC-ის შეძენის შესახებ 30744 აშშ დოლარი საშუალო ფასით. ბაზრის შემდგომი ვარდნისას სახელმწიფო ფონდში არსებული მონეტებიდან ქვეყნის „საქაღალდო“ დანაკარგმა 46.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირველად ქვეყნის ხელისუფლებამ ციფრული ოქროს შეძენა დაიწყო ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლეგალიზაციის წინა დღეს, 2021 წლის სექტემბერში. ხელისუფლებამ ამ მიზნით შექმნა სპეციალური ფონდი 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. სექტემბრის ბოლოს ხელისუფლებამ ისარგებლა გაცვლითი კურსის 45 000 აშშ დოლარამდე შემცირებით და შეიძინა დამატებით 150 BTC, რითაც რეზერვების ჯამური მოცულობა 700 BTC-მდე გაიზარდა. ნოემბერში ფასის კლების დროს შესყიდულ იქნა კიდევ 100 BTC. იანვარში სალვადორმა შეიძინა 410 BTC ბაზრის კორექტირების ფონზე. შესყიდვის საშუალო ფასი იყო 36585 აშშ დოლარი. ივნისის შუა პერიოდში ბუკელემ საზოგადოებას ურჩია არ იღელვონ პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებზე. მისი თქმით ციფრულ ოქროში ჩადებული ინვესტიციები „განუზომელად“ გაიზრდება დათვური ციკლის დასრულების შემდეგ. https://tinyurl.com/2cck3p7z
-
ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ბოლომდე არ არის ნათელი იმის გათვალისწინებით, რომ ძველ ტექნოლოგიური წარმოების სტანდარტებზე დიდი მოთხოვნაა და იკავებს მრეწველობისთვის წარმოებული ჩიპების ლომის წილს. უახლესი 5- და 3-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების წარმოების პროცესის სტანდარტები ამჟამად ძირითადი ყურადღების ცენტრშია, თუმცა მწარმოებლები აგრძელებენ ძველი და ნაკლებად დახვეწილი ჩიპების ტექნოლოგიის სტანდარტების გამოყენებას. მაგრამ დრო გვიჩვენებს, რომ თანდათან საჭიროა უარის თქმა მოძველებულ ტექნოლოგიებზე. TSMC-იმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 28-ნანომეტრიანზე ძველი ტექნოპროცესების გამოყენებით. კომპანიას მოუწევს დაარწმუნოს თავისი მომხმარებლები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ 40- ან 65-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს - გადავიდნენ უფრო ძვირადღირებულ 28-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც კომპანიის ძირითადი ტექნოპროცესი გახდება. პერსონალური კომპიუტერების, გეიმინგ კონსოლების და სმარტფონების უახლეს პროცესორებში გამოიყენება ყველაზე მჭიდრო და ძვირადღირებული საწარმოო პროცესები, როგორებიცაა 8- და 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიები. სამომავლო მოწყობილობებში, როგორიცაა AMD-ის RDNA 3 GPU, გამოიყენებენ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, TSMC კი ამჟამად მუშაობს 3-და 2-ნანომეტრიან სტანდარტებზე სამომავლო პროდუქტებისთვის. შედარებით დაბალი სიმძლავრის მოწყობილობების ჩიპებში, როგორებიცაა ეკრანები, საავტომობილო კომპიუტერული სისტემები, მოდემები, მიკროკონტროლერები ან კონტროლის სისტემები, გამოიყენება იაფი და საიმედო 28-, 40- და 65-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები. ზრდასრული კვანძები შეადგენენ ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების, მათ შორის TSMC-ის, შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. ტაივანური კომპანია აფართოებს თავის შესაძლებლობებს 22- და 28-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის, მაგრამ ბიზნესის განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Kevin zhang განაცხადა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს 40-ნანომეტრიან და უფრო ძველ პროდუქტებზე. პროდუქტების ახალ კვანძებში გადატანა გაზრდის სიმძლავრეს და ეფექტურობას, მაგრამ გააძვირებს მათ. Zhang-მა აღნიშნა, რომ TSMC იმუშავებს სხვა კომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას, თუმცა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება ეს. https://tinyurl.com/bdd52wz9
-
კომპანია AMD-მ გაასაჯაროვა Ryzen Threadripper Pro 5000WX HEDT-პროცესორების ოფიციალური საცალო ფასები. ეს ჩიპები დაანონსდა მიმდინარე წლის მარტში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი წარმოდგენილი იყო ექსკლუზიურად Lenovo-ს ThinkStation სამუშაო სადგურების ნაწილად. ცოტა ხნის წინ AMD-მ მაინც გამოუშვა პროცესორები საცალო ვაჭრობაში. ფოტოს წყარო: AMD ფლაგმანური 64-ბირთვიანი Ryzen Threadripper Pro 5995WX მოდელის სარეკომენდაციო ღირებულება 6499 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2509 აშშ დოლარით ძვირია სამომხმარებლო Ryzen Threadripper 3990X-თან შედარებით და 1100 აშშ დოლარით მეტი - ვიდრე Ryzen Threadripper Pro 3995X. 32-ბირთვიანი Threadripper Pro 5975WX მოდელის ფასი შეადგენს 3299 აშშ დოლარს - 1300 აშშ დოლარით მეტს წინა თაობის Ryzen Threadripper 3970X-თან შედარებით და 550 აშშ დოლარით მეტს - მის Pro ვერსიასთან შედარებით. უმცროსი 24-ბირთვიანი Ryzen Threadripper Pro 5965WX მოდელის სარეკომენდაციო ფასია 2399 აშშ დოლარი. ეს ფასი 1000 აშშ დოლარით ძვირია ჩიპ Ryzen Threadripper 3960X-თან შედარებით, რომლის Pro ვერსია არ გამოშვებულა. ფოტოს წყარო: Puget Systems AMD-მ ასევე გამოაცხადა, რომ უარი თქვა სამომხმარებლო Ryzen Threadripper-ის გამოშვებაზე და ახლა ყველა ჩიპი გამოვა მხოლოდ Pro ვერსიების სახით, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების სისტემით კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Threadripper Pro 5000WX პროცესორების ნახვა უკვე შესაძლებელია, მაგალითად, ჩინურ საცალო ვაჭრობაში, თუმცა ჩიპების ფასი გარკვეულწილად ძვირი აღმოჩნდა გამოცხადებული სარეკომენდაციო ღირებულების ფონზე. ახალი პროცესორების წარმადობა 45%-მდე უფრო სწრაფია კონკურენტებთან შედარებით. https://tinyurl.com/ycy2uwuy
-
კრიპტოზამთართან დაკავშირებულმა შეშფოთებამ არ შეასუსტა ინვესტორების ინტერესი ინდუსტრიის მიმართ. ამის შესახებ Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა განაცხადეს, წერს CoinDesk. დასკვნები ეფუძნება 160 მომხმარებელთან საუბრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ Web3 ინდუსტრიისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. რესპონდენტებმა გამოხატეს რწმენა, რომ „ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და ციფრული აქტივები არ გაქრება“. ზოგიერთმა მომხსენებელმა გაიხსენა, რომ ყველაზე ინოვაციური პროექტები წინა ბაზრის ვარდნის შედეგად განვითარდა. ციკლის დაბალი წერტილები "სავარაუდოდ მომგებიანია ეკოსისტემის განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში", აღნიშნეს მათ. „მომხმარებელთა ჩართულობა აგრძელებს ზრდას. აქცენტი კვლავ კეთდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასა და დამანგრეველ ბუნებაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში. BofA თვლის, რომ მარეგულირებელი სიცხადე გადამწყვეტია კორპორატიული და ინსტიტუციური დონის პოპულარობისთვის. ბარიერების მოხსნა გამოიწვევს მასობრივ მიღებას, რადგან იზრდება მომხმარებელთა ნდობა სექტორის მიმართ. ამჟამად ბევრი მონაწილე თავს იკავებს აქტიური მოქმედებისგან, სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება ყოვლისმომცველი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. კონფერენციის მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ციფრული აქტივების მქონე პროდუქტებით პირველი მილიარდი მომხმარებლის მოზიდვის შემდეგ საჭირო იქნება ფიატსა და კრიპტოვალუტებს შორის ხიდების გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია კრიპტო-native ეკოსისტემის შექმნა. Web3-ს აქვს „ნებისმიერი ინდუსტრიის გარდაქმნის პოტენციალი“, დაასკვნეს ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რომ კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის სრული ვერსია წარმოდგენილი იყო აშშ-ს სენატში. https://tinyurl.com/4upt23dy
-
ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს განცხადებამ კომპანია Qualcomm-ის აქციების ღირებულების 3.5%-ით ზრდა განაპირობა. პროგნოზის ავტორი ამტკიცებს, რომ Apple-ის მცდელობები - საკუთარი სმარტფონებიდან Qualcomm-ის მოდემები გამოდევნოს, წარმატებული ჯერ არ არის და სამომავლო თაობის iPhone-ებში სწორედ ხსენებული კომპანიის პროდუქტები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ Apple-მა Intel-ისგან გამოისყიდა მობილური მოდემების წარმოების ბიზნესი, რომელიც Intel-ს Infineon-სგან გააჩნდა. მთელი ეს დრო Apple ცდილობდა შეექმნა საკუთარი კონკურენტუნარიანი მოდემები სმარტფონებისთვის, მაგრამ მომავალი წლის მეორე ნახევარში Qualcomm-ს ექნება უფრო მიმზიდველი შემოთავაზებები, რაც Apple-ს აიძულებს თავი შეიკავოს 2023 წლის iPhone-ებში საკუთარი წარმოების მოდემების განთავსებისგან. ეს სიტუაცია Apple-ს არ აიძულებს უარი თქვას მოდემების სამომავლო შემუშავებაზე, უბრალოდ მომდევნო თაობის iPhone-ებში კვლავ Qualcomm-ის პროდუქტები იქნება გამოყენებული. https://tinyurl.com/2m3wcumj
-
მიმდინარე წლის თებერვალში კორპორაცია Intel-მა განაცხადა, რომ გეგმავდა პროგრამა Foundry Service Accelerator-ის ამოქმედებას, რომლის მიზანია ნახევრადგამტარი კომპონენტების დამწყებ დეველოპერებს გაუადვილოს Intel-ის ინსტრუმენტებზე წვდომა. Intel-ის პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი გულისხმობს პროდუქტიული ქლაუდ-გარემოს შექმნას, რაც შესაძლებელს გახდის კომპონენტების განვითარებას თავად Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Intel სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ინიციატივა მიზნად ისახავს ჩიპების დამუშავების პროცესის დაჩქარებას ახალგაზრდა კომპანიების მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ მძლავრი სერვერული სისტემები და მოწინავე პროგრამული სისტემები. ინიციატივა IFS Cloud Alliance ქლაუდ-სივრცეში არსებულ მსგავს რესურსებზე წვდომას გაუხსნის Intel-ის ყველა მომხმარებელს, რომლებიც საკუთარი მიკროპროცესორული ტექნიკის წარმოებით არიან დაკავებული. საკუთარი გამომთვლელი სისტემის წარსადგენად მზად არიან AWS და Microsoft Azure, პროგრამულ გადაწყვეტილებებს კი უზრუნველყოფენ ბაზრის ლიდერები - Ansys, Cadence, Siemens EDA და Synopsys. იდეას წარმოადგენს დეველოპერებისთვის ისეთი პლატფორმის ორგანიზება, რომელიც გაათანაბრებს ბაზრის ყველა მონაწილის შესაძლებლობებს Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც მოგვიანებით თავის საწარმოებში მომხმარებლების მიერ წარმოებულ კომპონენტებს გამოუშვებს. Intel და მისი პარტნიორები ინიციატივა IFS Cloud Alliance-ის ფარგლებში ქლაუდ-პლატფორმის შესაძლებლობებს წარადგენენ ღონისძიება Design Automation Conference-ზე, რომელიც ჩატარდება 10-დან 14 ივლისამდე პერიოდში სან-ფრანცისკოში. შეგახსენებთ, რომ უახლოეს წლებში Intel აპირებს გახდეს ჩიპების მთავარი საკონტრაქტო მწარმოებელი და 2025 წლისთვის მომხმარებლებს შესთავაზებს მოწინავე Intel 18A ტექნოლოგიას, რომელსაც ამავდროულად გამოიყენებს კომპონენტების წარმოებისთვის. გასულ კვირას გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკელი კანონმდებლები ნელი ტემპით გადიან ნახევრადგამტარი პროდუქციის სუბსიდირების ეროვნულ პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს Intel-ს ნაწილობრივ შეამსუბუქოს საკუთარი ფინანსური დატვირთვა სახელმწიფო სუბსიდიების მეშვეობით. საწარმოო კომპლექსის მშენებლობა ოჰაიოში, სადაც დაინერგება Intel 18A ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქციის წარმოება, ჯერ არ დაწყებულა სწორედ პროექტის სუბსიდირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო. https://tinyurl.com/y3p2czvf
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერმა დაადასტურა, რომ მარეგულირებელი ორგანო Bitcoin-ს პროდუქტად მიიჩნევს. განცხადება მან CNBC-ის ეთერში გააკეთა. გენსლერმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები არის სპეკულაციური აქტივების კლასი. როდესაც ადამიანები ინვესტირებას ახდენენ „Bitcoin-სა და ასობით სხვა ტოკენში“, ისინი მოგების მიღებას ელიან, განაცხადა მან. მისი თქმით, ამ „კრიპტო-ფინანსური აქტივებიდან“ ბევრს აქვს ფასიანი ქაღალდების ძირითადი ატრიბუტები და ადმინისტრირება ხდება კომისიის მიერ. „ზოგიერთს მოსწონს Bitcoin და ეს ერთადერთია, რის თქმასაც ვაპირებ, რადგან არ მსურს ამ ნიშნებიდან რომელიმეს განხილვა, თუმცა ჩემმა წინამორბედებმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ ისინი პროდუქტებია“, - განაცხადა გენსლერმა. პირველი კრიპტოვალუტის მხარდამჭერები დადებითად გამოეხმაურნენ SEC-ის ხელმძღვანელის განცხადებას. „გენსლერი გახდა SEC-ის ზედიზედ მეორე თავმჯდომარე, რომელმაც Bitcoin-ს პროდუქტი უწოდა, რის გამოც მომავალში ამ კლასიფიკაციის შეცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერს Blockchain Investment Group-ის დამფუძნებელი ერიკ ვაისი. MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ეს საშუალებას მისცემს „პოლიტიკოსებს, სააგენტოებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ Bitcoin-ს, როგორც ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკის ზრდისთვისა და ყველასთვის საკუთრების უფლებების და თავისუფლების გავრცელებისთვის“. Bloomberg Intelligence-ის ETF-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა გენსლერის კომენტარს უწოდა „არა ახალი, მაგრამ ნამდვილად პოზიტიური“. თუმცა მისი აზრით ეს არ იქნება საკმარისი, რათა SEC-მა მომდევნო კვირაში დაადასტუროს Grayscale-ის Bitcoin-ტრასტის კონვერტაცია სპოტ საბირჟო ფონდად. შანსები ნულთან ახლოსაა - განაცხადა მან. სეიფარტის მოსაზრებას მხარი დაუჭირა მისმა კოლეგა Eric Balchunas-მა, რომელმაც GBTC-ის ტრანსფორმაციის შესახებ მარეგულირებლის დადებითი გადაწყვეტილების ალბათობა 0.5%-ად შეაფასა. თებერვალში გენსლერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც SEC-მა უარყო ყველა განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების კანონის სტანდარტებს თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის შეჩერებისთვის. ინტერვიუს დროს SEC-ის ხელმძღვანელმა ახსენა სხვა ფედერალურ სააგენტოებთან მიმდინარე თანამშრომლობა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ზედამხედველობის მიზნით, მათ შორისაა CFTC და საბანკო მარეგულირებლები. ამ მიზნით კომისია მათთან ფორმალური ხელშეკრულებების დადებას აპირებს. https://tinyurl.com/33e6bfh8
-
კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ყოველწლიურ ღონისძიება Snapdragon Tech Summit 2022 14-დან 17 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება. როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი ანონსი იქნება ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ის პრეზენტაცია. ფოტოს წყარო: Qualcomm შეგახსენებთ, ამჟამინდელი ჩიპი Snapdragon 8 Gen1 წარდგენილ იქნა გასული წლის 30 ნოემბერს ღონისძიება Snapdragon Tech Summit-ის ფარგლებში. ეს პროცესორი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთა შორისაა მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, სამი ბირთვი Kryo Performance სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი ბირთვი Kryo Efficiency – 1.8 გჰც სიხშირით. პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ს, ამჟამად არსებული ცნობების თანახმად, ექნება ოთხკლასტერიანი არქიტექტურა კონფიგურაციით 1 + 2 + 2 + 3. სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება ერთი მძლავრი ბირთვი Cortex X3 (Makalu-Elp), ორი ბირთვი Cortex A720 (Makalu), ორი ბირთვი Cortex A710 (Matterhorn) და სამი ბირთვი Cortex A510 (Klein-R1). ახალი ჩიპის შემადგენლობაში ასევე შევა გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 740 და 5G მოდემი. ჩიპს დაამზადებს კომპანია TSMC 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Snapdragon 8 Gen2-ის ბაზაზე აწყობილი ერთ-ერთი პირველი სმარტფონები სავარაუდოდ იქნება Xiaomi 13 და Xiaomi 13 Pro. https://tinyurl.com/w7cfrr3f
-
Apple-მა ცოტა ხნის წინ დეველოპერებისთვის განკუთვნილ კონფერენციაზე წარადგინა მორიგი პროცესორი M2 და მასზე დამყარებული MacBook-ის ორი მოდელი. წლის ბოლომდე ახალი მოწყობილობების რიცხვი უნდა გაიზარდოს. ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ Apple ამავდროულად ამზადებს მომდევნო თაობის ჩიპ M3-ს. ასევე ითქვა, რომ ეს პროცესორი 2023 წელს შევა ოთხი ახალი Mac-ის შემადგენლობაში. ესენი იქნება - 13-დუიმიანი MacBook Air (J513), 15-დუიმიანი MacBook Air (J515) და iMac (J433). ასევე გამოვა 12-დუიმიანი MacBook, თუმცა ამჟამად ეს ლეპტოპი შემუშავების საწყის ეტაპზეა და მის შესახებ ინფორმაცია მცირეა. მიმდინარე წლის ბოლომდე M2 პროცესორების ვერსიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. სიახლეებს შორის სახელდება მოდელები M2 Pro, M2 Max, M2 Ultra და M2 Extreme. Apple-ისგან მოსალოდნელია, რომ გამოვა M2 ჩიპზე დამყარებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, აგრეთვე 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 Pro და M2 Max ჩიპებით. მათ შემდეგ წარდგენილი იქნება Mac Pro მოდელი M2 Ultra-სა და M2 Extreme ჩიპებზე. M3 ჩიპს სავარაუდოდ გამოუშვებს კომპანია TSMC. M1 და M2 ჩიპები 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარემობა. თუკი M3 გამოვა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, შედეგად გაიზრდება სიჩქარე და ენერგოეფექტურობა. https://tinyurl.com/53v7axtt
-
ზოგიერთ მაინინგ კომპანიას პრობლემები შეექმნა Bitcoin-ის მაინინგ აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სესხების მომსახურებისას. Bloomberg-ის შეფასებით მთლიანი რისკი კრედიტორებისთვის შეიძლება 4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდეს. ეს სიტუაცია შეიქმნა როგორც კრიპტოვალუტების ბაზარზე ვითარების გაუარესების, ასევე ASIC მოწყობილობების უარყოფითი გადაფასების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მაინერმა გამოაცხადა დეფოლტი საკუთარ კრედიტებზე, მაგრამ მოპოვებული Bitcoin-ების ცოტა ხნის წინანდელი გაყიდვები კრიზისის ნიშნებს დემონსტრირებს. სააგენტომ გაიხსენა Core Scientific-ის მიერ 2000 BTC-ის რეალიზაცია საოპერაციო ხარჯების დასაფარად და Bitfarms 3000 BTC Galaxy Digital Holdings Ltd-ის მიერ 100 მლნ აშშ დოლარისა - სესხის ნაწილის დასაფარად. ASIC-მოწყობილობების ფასების დინამიკა Bloomberg პროგნოზირებს პრობლემების გამწვავებას ინდუსტრიაში Bitcoin-ის ფასის კორექციის გაგრძელების შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების შეფასების შემდგომი კორექტირება და კრედიტორების მიერ მათი გაყიდვა. Luxor Technologies Corp.-ის თანახმად პოპულარულ Antminer S19-ის ფასი ნოემბერში არსებულ 10 ათას აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 47%-ით დაეცა. „მაინინგ კომპანიებს პრობლემები აქვთ. ბევრი ოპერაცია წამგებიანი გახდა. აღჭურვილობის ღირებულება მკვეთრად შემცირდა [...]. ამას ამძაფრებს ელექტროენერგიის არასტაბილური ფასები და მონაცემთა ცენტრის სივრცის შეზღუდულობა“, - განაცხადა ლუკა იანკოვიჩმა, Galaxy Digital-ის დაკრედიტების ხელმძღვანელმა. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც NYDIG, BlockFi, Celsius Network, Foundry Networks და Babel Finance, აქტიურად გასცემდა სესხებს აღჭურვილობისთვის, განაცხადა ითან ვერამ, მაინინგ-პულ Luxor Technologies-ის თანადამფუძნებელმა. მისი თქმით მათ აწუხებთ სასესხო პორტფელების „მდგომარეობა“ განსაკუთრებით მათ, ვისაც უზრუნველყოფის (გირაოს) მაღალი კოეფიციენტები აქვთ. სპეციალისტმა ასეთი სესხების მოცულობა 4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. Bitcoin-ის მოპოვების თვითღირებულება Arcane Research-ის ანალიტიკოს იარან მელერუდის შეფასებით ელექტროენერგიის საშუალო ფასების პირობებში უახლესი ASIC მოწყობილობების გამოყენებისას 1BTC-ის მაინინგის ღირებულება შეიძლება იყოს 8 ათასი აშშ დოლარი. მომგებიანობის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ზოგიერთ კომპანიას გაუჭირდება Bitcoin-ის გაყიდვის გარეშე სასესხო ვალდებულებების შესრულება, აღნიშნა ექსპერტმა. Securitize Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილფრედ დეიმ დაუშვა რამდენიმე მაინერის ბაზრიდან გასვლის ალბათობა, რომლებმაც დაკარგეს პოზიტიური ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობა და შეიძინეს ძვირადღირებული აღჭურვილობა. ექსპერტის თქმით ზედნადები ხარჯებისა და სესხების პროცენტების გათვალისწინებით მათთვის 1 BTC-ის მაინინგის ღირებულებამ 20 000 აშშ დოლარს შეიძლება გადააჭარბოს. „მათ იყიდეს ათიათასობით მოწყობილობა, შეთანხმდნენ ჰოსტინგზე, შეიტანეს დეპოზიტები და ახლა ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, - განმარტა დეიმ. Compass Mining-ის კონტენტის დირექტორმა უილ ფოქსმა განაცხადა, რომ გაიზარდა დანახარჯები კაპიტალის მოძიებაზე რისკების სურვილის შემცირების გამო. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტი დაეცა 200 EH/s-ზე ქვემოთ. 11 ივნისს იგი შეადგენდა ყველაზე მაღალ 231 EH/s-ს. მანამდე Glassnode-ის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს მაინერების კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის ფასი 20 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდა. https://tinyurl.com/y8cfhj7k
-
AMD ამზადებს პროცესორ Raphael-ის უმცროს ვარიანტს ლეპტოპებისთვის. ის გახდება 16 ბირთვიანი Intel Alder Lake-HX დესკტოპ პროცესორების კონკურენტი, რომლებიც გადაკეთებულია მობილური BGA სოკეტზე. ასეთ მოდელებში აქცენტი კეთდება ცენტრალური პროცესორის მუშაობაზე გრაფიკული ბირთვების რაოდენობის საზიანოდ. AMD Dragon Range სერია განკუთვნილია გეიმინგ ლეპტოპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დისკრეტულ ვიდეო დაფას. ორი გამომთვლელი RDNA2 ბლოკი არ იძლევა თანამედროვე თამაშებისთვის საკმარის სიჩქარეს, რაც უნდა დაკომპენსირდეს ვიდეო დაფის მეშვეობით. მოსალოდნელია პროცესორების ოთხი მოდელის გამოსვლა. ფლაგმანური Ryzen 9 7980HX იქნება 16-ბირთვიანი, რაც რეკორდი იქნება AMD-ის მობილური პროცესორებისთვის. 12-ბირთვიანი 7900HX იქნება Ryzen 9 სერიის მორიგი წარმომადგენელი. 8-ბირთვიანი და 6-ბირთვიანი 7800HX და 7600HX საშუალო სეგმენტს მიეკუთვნებიან. ყველა მათგანში წარმოდგენილი იქნება ორი გამომთვლელი RDNA2 ბლოკი. აჩქარებისას ტაქტის სიხშირეები შეადგენს 4.805 გჰც-ს და შესაძლოა, მეტს. AMD Phoenix განსხვავდება Dragon Range პროცესორებისგან. უცვლელი რჩება არქიტექტურა Zen4 x86, თუმცა წარმოდგენილი იქნება ბირთვების განახევრებული რაოდენობა უფრო მძლავრ Dragon-თან შედარებით. Phoenix-ის შემთხვევაში ფსონი იდება გაცილებით დაბალ ენერგომოხმარებასა და უფრო მძლავრ გრაფიკაზე. Phoenix ჩიპების TDP-ის დიაპაზონია 35-45 ვატი და ისინი განკუთვნილია თხელი და მსუბუქი გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მათში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Dragon Range-თან შედარებით განახლებული RDNA3 არქიტექტურით. გრაფიკული პროცესორის ბირთვების რაოდენობა ექვსჯერაა გაზრდილი Dragon-თან შედარებით, ე.ი. მათში მოცემულია 12 (6 WorkGroup პროცესორი), რაც ჯამში 1536 ნაკადურ პროცესორს იძლევა. ასევე ცნობილია, რომ iGPU-ის ტაქტის სიხშირე შესაძლოა იყოს 2.6-3 გჰც, რაც უზრუნველყოფს თეორიულ მაქსიმალურ 9.2 ტერაფლოპს წარმადობას. ადრე ითქვა, რომ Phoenix-ის გრაფიკა პოზიციონირებს Nvidia RTX 3060 Max-Q-ს დონეზე. შედეგად პროცესორები უფრო შესაფერისი გახდება დისკრეტული ვიდეო დაფის არმქონე ლეპტოპებში გეიმინგისთვის. ამ სერიაშიც შევა ოთხი მოდელი: Ryzen 9 7980HS, 7900HS, Ryzen 7 7800HS და Ryzen 5 7600HS. HS მოდელებს ექნება იმდენივე ბირთვი, რამდენიც Ryzen 6000 Rembrandt-ს, თუმცა მათში წარმოდგენილი იქნება უახლესი არქიტექტურა და უკეთესი გრაფიკა. გამოქვეყნდა ამ ჩიპის სავარაუდო დიზაინი. ეს APU იქნება AMD-ის პირველი ჩიპლეტი ლეპტოპებისთვის, რომელშიც მოცემული იქნება Zen4 მოდულები, RDNA3 და, სავარაუდოდ, Infinity Cache მეხსიერება, წერს Videocardz. https://tinyurl.com/ya85efnu
-
კომპანია ASUS-მა გააფართოვა პორტატული მონიტორების ასორტიმენტი და დააანონსა მოდელი ZenScreen MB166B IPS მატრიცით და Full HD ფორმატით (1920 × 1080 პიქსელი გაფართოება). მონიტორი განკუთვნილია ყოველდღიური ამოცანების შესრულებისა და სამუშაო სივრცის გაფართოებისთვის. ფოტოს წყარო: ASUS ეკრანის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 250 კდ/მ2-ს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მოწყობილობის კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი, მატრიცის რეაგირების დროა 25 მილიწამი. მონაცემთა გაცვლისა და კვების მიწოდებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB 3.2. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომის ან პორტრეტის რეჟიმში. გარდა ამისა, შესაძლებელია მოწყობილობის შტატივზე განთავსება. რეალიზებულია ტექნოლოგიები Flicker Free და Blue Light Filter თვალებზე დატვირთვის შემცირების მიზნით: პირველი მათგანი აგვარებს ციმციმის პრობლემას, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას. მოწყობილობის ზომაა 360.14 × 225.64 × 11.8 მმ, წონა - დაახლოებით 780 გრამი. პორტატულ მონიტორ ASUS ZenScreen MB166B-ის საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/4p2hxxvc
-
2022 წლის 30 ივნისს ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო გამართავენ საბოლოო შეხვედრას კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტთან (MiCA) დაკავშირებით. ამის შესახებ Unstoppable Finance-ის განვითარების მენეჯერმა პატრიკ ჰანსენმა ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა „მნიშვნელოვანი“ საკითხი უკვე შეთანხმებულია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე ღია თემა. ევროკომისიას სურს NFT შეიტანოს MiCA-ს ფარგლებში და ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია მომხმარებლების დასაცავად. ევროსაბჭო და ევროპარლამენტი თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჰანსენის თქმით, ამჯერად დათმობაზე წავიდნენ. „სავარაუდო შედეგი იქნება კომპრომისი - ტოკენის ემიტენტები გათავისუფლდებიან [MiCA-სგან], მაგრამ კომპანიებს (მარკეტფლეისები და ასე შემდეგ), რომლებიც უზრუნველყოფენ NFT-სთან დაკავშირებულ სერვისებს, მოეთხოვებათ კანონის დაცვა. მათ დასჭირდებათ CASP ლიცენზია (პატარა მოთამაშეებს შესაძლოა არა)“ - დაწერა მან. ჰანსენმა აღნიშნა, რომ კანონმდებლები არ აპირებენ გამონაკლისების დაშვებას ალგორითმული Stablecoin-ების შემთხვევაში. EMT და ART ემიტენტები დაექვემდებარებიან მაღალ მარეგულირებელ მოთხოვნებს, ხოლო CASP-ებს აეკრძალებათ პროცენტის დარიცხვა Stablecoin-დეპოზიტებზე. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ტრილოგის" ფარგლებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული "მნიშვნელოვანი" Stablecoin-ები და არ არის დამტკიცებული სეგმენტის ზედამხედველობის არქიტექტურა. მან ასევე განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორი არ შედის MiCA-ს ფარგლებში. 2023 წელს ევროკომისია გამოაქვეყნებს ცალკეულ ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიწყებს საპილოტე პროექტს „ინტეგრირებული DeFi ზედამხედველობის“ ახალი ფორმისთვის. მიიჩნევა, რომ ყველა CASP-ისთვის შემოღებული იქნება მოთხოვნები თითოეული კრიპტოაქტივის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებითაც ისინი მუშაობენ. მონაცემთა სიას დაამტკიცებს ევროპის ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამეთვალყურეო ორგანო. ჰანსენის თქმით ოფიციალურმა პირებმა ასევე უნდა დაადგინონ დებულებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ზუსტი მარეგულირებელი ჩარჩო, ასევე განხორციელების დრო. „შემდეგ, სანამ MiCA ძალაში შევა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ კომპრომისზე კენჭისყრა გაიმართება“, - განმარტა მან. 2022 წლის მარტში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კონტრაგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ რეგულაციის ცვლილებებს, რაც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას. „de minimis“ პრინციპი არ ვრცელდება ციფრული აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებზე, შესაბამისად ყველა გადარიცხვა, P2P ტრანზაქციის გარდა, დაექვემდებარება ფულის გადარიცხვის რეგულაციას (Transfer of Funds Regulation; TFR). ჰანსენმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს CASP-ის „არაჰოსტინგ“ კონტრაგენტების სავალდებულო იდენტიფიკაციას ტრანზაქციების განხორციელებისას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგი არიან. „სანაცვლოდ საბჭო გვთავაზობს რისკის შეფასებაზე დაფუძნებულ მიდგომას, გერმანიის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც CASP-ებმა უნდა განიხილონ ფულის გათეთრების რისკები ბლოკჩეინ-ანალიტიკის საფუძველზე და მიიღონ შესაბამისი რისკების შესამცირებელი ზომები შედეგიდან გამომდინარე“, - წერს იგი. სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ MiCA-სგან განსხვავებით TFR-ში ცვლილებები შეიძლება არ დასრულდეს ივნისში, რადგან ევროპარლამენტს არ სურს უარი თქვას თავის მოთხოვნებზე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ევროკავშირს, უარი თქვას რეგულირების გამკაცრებაზე. https://tinyurl.com/yckzhdka
-
ინსაიდერები და მობილური გაჯეტების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური კომპანიები უკვე ავითარებენ ტექნოლოგიას სმარტფონების 240-ვატიანი ულტრასწრაფი დამუხტვისთვის USB Type-C კონექტორის გამოყენებით (24 V × 10 A). დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ Oppo მუშაობს ამ ტიპის დამტენზე, ასევე სავარაუდოა, რომ ზოგიერთი კონკურენტი, როგორიცაა Xiaomi, მას არ ჩამორჩება. ადრე ბარსელონაში MWC 2022 ღონისძიებაზე Oppo-მ გააზიარა რამდენიმე დეტალი 240-ვატიანი SuperVooc დამუხტვის შესახებ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწყობილობა მომხმარებელს საშუალებას მისცემს 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 0%-დან 100%-მდე სულ რაღაც 9 წუთში დატენოს. მრავალი ექსპერტის აზრით დამუხტვის სიმძლავრე 200-240 ვატი გახდება ახალი სტანდარტი მრავალი ფლაგმანური სმარტფონისთვის მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ Vivo გეგმავს მალე გამოუშვას iQOO 10 Pro მოდელი 200-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ამ ყველაფერთან ერთად ზოგი სმარტფონის მომხმარებელი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ინჟინრებისთვის ძალისხმევის უფრო საინტერესო ვექტორი იქნება ლითიუმ-პოლიმერული ბატარეების მოცულობის გაზრდა ან სმარტფონის კორპუსში რამდენიმე ბატარეის განთავსება, რათა გაიზარდოს მუშაობის დრო „ერთ დამუხტვაზე“. ამჟამად დიდი მოცულობის ბატარეები უმეტესად წარმოდგენილია არც ისე მოწინავე კომპონენტენზე აგებულ დაცულ სმარტფონებში, ფლაგმანური მოდელების მწარმოებლები კი უმეტესად ცდილობენ კორპუსის სისქეს რამდენიმე მილიმეტრი მოაკლონ, ვიდრე იმას, რომ სმარტფონმა გაცილებით დიდხანს იმუშაოს დამატებითი ენერგიის შევსების გარეშე. https://tinyurl.com/ynct3umv
-
კომპანია Intel-მა წარადგინა ოფიციალური მონაცემები მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების, Arc 770M-ისა და Arc A730M-ის წარმადობის შესახებ. ინფორმაცია პორტალ Tom’s Hardware-მა გააზიარა. ორივე ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია ლეპტოპების რამდენიმე მოდელში, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში იყიდება. საერთაშორისო ბაზარზე ამ ამაჩქარებლების მქონე სისტემების გამოსვლა ზაფხულის დასასრულისთვის არის მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Intel Arc A7 სერიის ორივე ზემოთხსენებული მობილური ვიდეო დაფა აგებულია გრაფიკულ ჩიპ Alchemist ACM-G10-ზე. მოწყობილობების წარმადობის მონაცემები მიღებულია Intel-ის ოფიციალური პრეს-რელიზიდან, რომელიც ჩინელ ტექნობლოგერებს შორის გავრცელდა. დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს Arc 770M მოდელის, როგორც მობილური GeForce RTX 3060 დაფის კონკურენტის, პოზიციონირება. Arc A730M მოდელს კი Intel-ი მობილურ GeForce RTX 3050 Ti-ს უპირისპირებს. უფროსი მოდელის წარმადობის GeForce RTX 3070-სა და, მით უმეტეს, GeForce RTX 3080-თან შედარების შესახებ არაფერი თქმულა. ამ დრომდე მოარული ხმების მიუხედავად როგორც ჩანს, Intel არ აპირებს ფლაგმანებთან კონკურენციის გაწევას მობილურ სეგმენტში. პრეს-რელიზში ასევე მითითებულია იმ ლეპტოპების კონფიგურაციები, რომლებშიც ვიდეო ბარათების ტესტირება მოხდა. სამწუხაროდ Intel-მა გამოტოვა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა მისი ამაჩქარებლების ენერგომოხმარების დონე. Intel-ის ვიდეო ბარათებს აქვთ დინამიური TDP - მწარმოებლებს შეეძლებათ დააყენონ ენერგიის მოხმარების მაქსიმალური დონე კონკრეტულ დიაპაზონში კონკრეტული ლეპტოპის შემთხვევაში. ასევე ცნობილია, რომ Intel-ის ტესტებში GeForce RTX 3050 Ti და RTX 3060 გამოიყენებოდა ვერსიებში, რომლებსაც არ აქვთ მაქსიმალური TDP. სისტემის კონფიგურაციები ასე გამოიყურებოდა: ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A730M (TDP-ის დონე 80-დან 120 ვატამდე), Core i7-12700H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A770M (TDP-ის დონე 120-დან 150 ვატამდე), Core i9-12900HK და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; ASUS ROG Zephyrus M16 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3050 Ti (TDP 60 ვატი), Core i7-11800H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200; MSI Pulse GL66 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3060 (TDP 85 ვატი), Core i9-12900HK, DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უცნობია; Intel-ის განცხადების თანახმად Arc A730M გრაფიკული დაფა საშუალოდ 13%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050 Ti, ხოლო უფროსი Arc A770M გრაფიკული დაფა საშუალოდ 12%-ით სწრაფია თამაშებში GeForce RTX 3060-თან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz -Tom's Hardware-ზე დაყრდნობით დასკვნა ეფუძნება 17 თამაშის ტესტებს, რომლებიც გაშვებული იყო მაღალი ან მაქსიმალური ხარისხის გრაფიკის პარამეტრებში და 1920 × 1080 პიქსელ გაფართოებაზე. ზოგიერთ თამაშში Intel-ის ახალი დაფები ჩამორჩებოდა კონკურენტ NVIDIA-ს, მაგრამ ბევრში მათ საგრძნობი უპირატესობა დააფიქსირეს. https://tinyurl.com/ycye8uk3
-
CBDC არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისთვის, ისინი უფრო მიმართულია Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების მოგვარებისკენ. ამის შესახებ განაცხადა კრიპტოფონდ ARK360-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკელ მორხმა, წერს Cointelegraph. ტოპ-მენეჯერმა განმარტა, რომ დეცენტრალიზებული ციფრული აქტივების გამოყენების შემთხვევები და ღირებულების შეთავაზება „ხშირად სცილდება მარტივი ტრანზაქციების ფარგლებს“. ფინანსისტმა მოიხსენია ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გამოსვლა, რომელშიც მან დაუშვა „კარგად რეგულირებული კერძო Stablecoin-ების და ციფრული დოლარის თანაარსებობა“. მორხმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ მსგავსი მიდგომა შეიძლება სხვა ქვეყნებში, კერძოდ სინგაპურში გატარდეს. მისი აზრით, CBDC-ის დანერგვამ შეიძლება ხელი შეუწყოს არასუვერენული კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გავრცელებას. ეს უკანასკნელი გარემოება არ უარყოფს „Stablecoin-ებსა და ეროვნულ ციფრულ ვალუტებს შორის მომავალი კონკურენციის ფაქტს, აღნიშნა მან. „CBDC-ს შეუძლია შეამციროს როლი და მოთხოვნა Stablecoin-ებზე იმ პირობით, თუ არ იარსებებს ამ უკანასკნელის ბაზარი. ეს უფრო მეტად ეხება შეერთებულ შტატებს, ვიდრე სინგაპურს“, - განმარტა მორხმა. ცოტა ხნის წინ ქვეყნის სავალუტო ორგანოს ფინანსური ტექნოლოგიების მთავარმა სპეციალისტმა Sopnendu Mohanty-მ გამოთქვა დიდი სკეპტიციზმი კერძო კრიპტოვალუტების ღირებულების მიმართ. მან ივარაუდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ალტერნატივის გაჩენა სამი წლის განმავლობაში. კრიპტო ფონდ ARK36-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური განცხადებები ცენტრალური ბანკის „დაუნდობელი სისასტიკის“ შესახებ დაუკავშირა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში მონაწილეთა ნებისმიერ „ცუდ ქცევას“ Terra-სა და Three Arrows Capital-ის ლიკვიდობის პრობლემების კოლაფსით. ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია სინგაპურში. SkyBridge Capital-ის ხელმძღვანელი ენტონი სკარამუჩი ამ ეპიზოდებს ფილოსოფიურად ეპყრობოდა. ფინანსისტის თქმით წარსულში „მარტივი ფულის“ პერიოდში სექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლებიც „კარგავდნენ ადეკვატურობას“. https://tinyurl.com/ykwkn85r
