-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Googleის ქლაუდ განყოფილება აყალიბებს გუნდს, რომელიც შექმნის სერვისებს ბლოკჩეინ-აპლიკაციებზე ორიენტირებული დეველოპერებისთვის. ამის შესახებ წერს CNBC Google Cloud-ის ვიცე-პრეზიდენტ ამიტა ზავერის განცხადებაზე დაყრდნობით. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო Web 3.0-ის ათვისებას ჯერ ახლა იწყებს, ეს ბაზარი უკვე აფიქსირებს უზარმაზარ პოტენციალს. ბევრი მომხმარებელი გვთხოვს გავზარდოთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სექტორისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ - დაწერა მან თანამშრომლებისთვის განკუთვნილ წერილში. ზავერის თქმით Google გეგმავს კორპორატიულ მომხმარებლებს შესთავაზოს ბექენდ-სერვისები, რომლებიც მათ წვდომას მისცემენ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგაზე. ამასთან, კომპანიას არ სურს „პირდაპირ გახდეს კრიპტოვალუტების ტალღის ნაწილი“. მან განმარტა, რომ Google შეიმუშავებს სისტემას, რომელიც გაამარტივებს ბლოკჩეინის ნოუდების შექმნისა და გაშვების პროცესს ტრანზაქციების ვალიდაციისა და რეგისტრაციისთვის. ზავერიმ დაამატა, რომ ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის გამომთვლელ გარემოში, როგორიცაა მაგალითად Amazon Web Services. 2022 წლის იანვარში Google-მა დაიქირავა PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი არნოლდ გოლდბერგი გადახდების განყოფილების ხელახალი ამოქმედებისთვის. დანიშვნა ემთხვევა კომპანიის უფრო ფართო სტრატეგიას - გაერთიანდეს მთელ რიგი ფინანსური, მათ შორის კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული სერვისები. https://tinyurl.com/2p8ux5c7
-
პორტალ VideoCardz-მა გააზიარა Radeon RX 6650 XT და Radeon RX 6750 XT ვიდეო დაფების ფოტოები, რომელთა გამოშვებას აპირებენ კომპანიები MSI, Sapphire, XFX და ASRock. ფოტოს წყარო: VideoCardz როგორც ჩანს, კომპანიებიდან არავინ გეგმავს ეტალონური ვერსიის Radeon RX 6x50XT ამაჩქარებლების წარმოებას. რეფერენსული მოდელების რეალიზაციით დაკავდება უშუალოდ თავად AMD, რომელიც Radeon RX 6750 XT და Radeon RX 6950 XT მოდელების გაყიდვას საკუთარი ოფიციალური ონლაინ-მაღაზიიდან გეგმავს. Radeon RX 6650 XT მოდელს კი ნაკლებად გაუმართლა: როგორც ჩანს, დაფას არ გააჩნია ეტალონური დიზაინი და გავრცელდება მხოლოდ AMD-ის პარტნიორების მიერ. კომპანია Sapphire ამზადებს Radeon RX 6750 XT მოდელს Nitro და Pulse შესრულებით. ახალ დაფას აქტუალური Radeon RX 6700 XT-ს მსგავსი გარეგნული დიზაინი ექნება. დაფებს შორის არანაირი ვიზუალური განსხვავება არ შეინიშნება, აღნიშნავს VideoCardz. კომპანია MSI გამოუშვებს Radeon RX 6750 XT-სა და Radeon RX 6650 XT-ს რამდენიმე მოდელს Gaming Trio შესრულებით, აგრეთვე გამოვა Mech 2x. დაფებს ექნება როგორც სამქულერიანი, ასევე ორქულერიანი გაგრილების სისტემები. ASRock გამოუშვებს ორ მოდელს Challenger შესრულებით. გარდა ამისა, მოდელი Radeon RX 6750 XT გამოვა Phantom Gaming შესრულებით. კომპანია XFX გეგმავს რამდენიმე ვერსიის წარმოებას შესრულებით Speedster Quick, Merc და SWFT. ამასთან Radeon RX 6650 XT გამოვა სამ ვერსიაში: SWFT 210, MERC 308 და QICK 308. ახალი Radeon RX 6950 XT-ს, 6750 XT-სა და 6650 XT-ს გეიმინგ ტესტებმა აჩვენა, რომ თამაშებში ისინი ოდნავ სწრაფია აქტუალურ მოდელებთან შედარებით. https://tinyurl.com/7cevypsd
-
ტაივანური კომპანია ASUS და გაგრილების ავსტრიული მწარმოებელი Noctua გამოსაშვებად ამზადებენ თანამშრომლობის ახალ შედეგს, ეს იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის ავსტრიული ბრენდის ორი მოზრდილი, 120-მილიმეტრიანი ქულერი. ფოტოს წყარო: VideoCardz ადრე კომპანიებმა ერთობლივად გამოუშვეს ASUS GeForce RTX 3070 Noctua Edition, იგი გამოირჩეოდა უჩვეულო გაგრილების სისტემით, რომელიც წარმოდგენილი იყო ორი ეფექტური, თანაც ძალიან ჩუმი 120-მილიმეტრიანი ქულერით NF-A12x25. მოგვიანებით Noctua-მ დაადასტურა, რომ ASUS-თან თანამშრომლობა გაგრძელდებოდა და უახლოეს მომავალში ბაზარზე ერთობლივად შემუშავებული გრაფიკული დაფების ახალი მოდელები გამოჩნდებოდა. როგორც ჩანს, ეს მომავალი ძალიან მალე დადგება. პორტალ VideoCardz-მა გააზიარა უფრო ძლიერი ASUS GeForce RTX 3080 10 GB Noctua Edition-ის სურათები. საინტერესოა, რომ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს აირჩიონ მოდელი, რომელიც ბორტზე მხოლოდ 10 გბ ვიდეო მეხსიერებას ატარებს, თუმცა ბაზარზე არსებობს 12 გბ მეხსიერების მქონე ვერსიაც. ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ს ექნება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელის დიზაინი. GeForce RTX 3080 Noctua-ს ზომა გაფართოების ოთხ სლოტს შეადგენს. მასში, როგორც ჩანს, გამოყენებულია ისეთივე ქულერები, როგორიც უმცროს ვერსიაში, თუმცა რადიატორი უფრო მასიური აქვს უფრო მაღალი წარმადობის GPU-ის შესაბამისად. ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები ამჟამად უცნობია. ფოტოებზე ჩანს, რომ ამაჩქარებელს აქვს ორი 8-პინიანი კვების კონექტორი და გარე ინტერფეისების არასტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. დიდი ალბათობით, დაფას საფუძვლად უდევს ASUS GeForce RTX 3080 TUF მოდელის PCB. VideoCardz-ის მონაცემებით ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ის ფასი 1150 ევროს შეადგენს, რაც 250 ევროთი აღემატება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელს. ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/4vtbavcr
-
ნორვეგიულმა კომპანია Opera-მ კრიპტობრაუზერში დაამატა BNB Chain-ის ბლოკჩეინის მხარდაჭერა, გახსნა წვდომა აქტივებსა და ქსელის ეკოსისტემის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე. Opera-ს გუნდმა აღნიშნა, რომ BNB Chain არის სმარტ-კონტრაქტების უმსხვილესი პლატფორმა ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვის თვალსაზრისით - მათი რაოდენობა 4 მილიონია. კვირის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა საშუალოდ 36 მილიონია, ქსელის DeFi პროექტებში დაბლოკილი თანხების ღირებულება კი 13 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. „BNB Chain-ში ტრანზაქციებსა და თანხებზე წვდომის პარალელურად Opera გზას გიხსნით dapp-ებისკენ პოპულარული DEX-ების ჩათვლით, როგორებიცაა PancakeSwap, 1inch და BiSwap, აგრეთვე ისეთი ინოვაციური პროდუქტები, როგორებიცაა DRIP Venus, Tranchess, Treehouse, ApeSwap და AutoShark Finance“ - ნათქვამია განცხადებაში. ქსელის ეკოსისტემა მოიცავს GameFi აპლიკაციებს (StarSharks, Thetan Arena, StarNift, SecondLive) და პროდუქტებს NFT სეგმენტისთვის (Galaxy, NFTrade, Galler), აღნიშნა კომპანიამ. BNB Chain ინტეგრირებულია ბრაუზერის როგორც დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაში. მარტში Opera Crypto Browser-ზე დაემატა შემდეგი აქტივების მხარდაჭერა: Bitcoin, Solana, Polygon, Celo, Nervos Network, StarkEx, IXO და Ronin sidechain. შეგახსენებთ, რომ დეველოპერებმა Web 3.0-ზე ორიენტირებული „კრიპტობრაუზერი“ 2022 წლის იანვარში წარადგინეს. https://tinyurl.com/yfht3fdc
-
Qualcomm-მა წარადგინა პლატფორმა Wi-Fi 7 Networking Pro-ს მესამე თაობა, რომელიც კომპანიის თქმით იქნება ყველაზე მასშტაბური კომერციული Wi-Fi 7 გადაწყვეტილება მსოფლიოში. პლატფორმა მოიცავს ახალ Wi-Fi 7 ჩიპებს, რომლებიც ორიენტირებულია კორპორატიული წვდომის წერტილებზე, ქსელურ სისტემებსა და პრემიუმ დონის სამომხმარებლო მარშრუტიზატორებზე. ფოტოს წყარო: trecebits.com ახალი ჩიპები ხელმისაწვდომია სამ- და ოთხდიაპაზონიან კონფიგურაციებში და უზრუნველყოფენ უსადენო ქსელთან კავშირს 2.4 გჰც, 5 გჰც და 6 გჰც დიაპაზონში, აგრეთვე მხარდაჭერილია 320-მეგაჰერციანი არხი, რის ხარჯზე მიიღწევა Wi-Fi 6-თან შედარებით სიჩქარის ორმაგი ზრდა. რეალიზებულია 6-დან 16-მდე ნაკადის მხარდაჭერა ერთდროულად მაქსიმალური 33 გბ/წმ სიჩქარით. Multi-Link ტექნოლოგიების არსებობა საშუალებას იძლევა დინამიურად გაერთიანდეს მომხმარებლის ტრაფიკი ან გადაიკვეთოს სიხშირეების დიაპაზონი, რათა თავიდან იქნას აცილებული ხარვეზები და შემცირდეს შეყოვნება ქსელის გადატვირთულობისას. პლატფორმა Wi-Fi 7 Networking Pro საშუალებას იძლევა კორპორატიული წვდომის წერტილებმა და მაღალი წარმადობის მარშრუტიზატორებმა იმუშაონ მაქსიმალურად ეფექტურად 6 გჰც დიაპაზონში, მათ შორის დიდ დისტანციასა და შენობის გარეთ სივრცეში. ისევე, როგორც წინა ჯერზე, მესამე თაობის Wi-Fi 7 ჩიპები განკუთვნილია ბაზარზე უსადენო კავშირის მოწყობილობების ფართო სპექტრის სწრაფად გატანისთვის. ფოტოს წყარო: Qualcomm Wi-Fi 7 სტანდარტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის სერტიფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი მახასიათებლები ცნობილია, სტანდარტის საბოლოო ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ეს ნიშნავს, რომ Wi-Fi 7-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობის შეძენა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. https://tinyurl.com/ytrpxppr
-
კომპანია Lenovo-მ წარადგინა ახალი თაობის ჰიბრიდული პორტატული კომპიუტერი Yoga 7, რომელსაც აქვს 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. მოწყობილობა აღჭურვილია AMD-ის პროცესორით, პროგრამული პლატფორმის სახით კი გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: Lenovo ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება 2880 × 1800 პიქსელი გაფართოების მქონე 2.8K OLED დისპლეით ან 2240 × 1400 პიქსელი გაფართოების 2.2K LCD ეკრანით. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა ლეპტოპი პლანშეტად გადაიქცეს. მოდიფიკაციის შესაბამისად მოწყობილობაში გამოყენებული იქნება პროცესორი Ryzen 7 6800U ან Ryzen 5 6600U. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8-დან 32 გბ-მდე, SSD-ის - 256 გბ-დან 1 ტბ-მდე. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია microSD სლოტი. ლეპტოპის ზომაა 316.66 × 220.25 × 17.35 მმ, წონა - 1.43 კგ. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, HDMI 2.1, USB 3.2 Gen 1 Type-A, 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიოკონექტორი. ლეპტოპი ხელმისაწვდომია ორ ფერში - Storm Grey და Stone Blue. https://tinyurl.com/mssx89ut
-
ბენტლის უნივერსიტეტმა (Bentley University, BU) Bitcoin-ბირჟა Coinbase-თან თანამშრომლობის შედეგად დაამატა კრიპტოვალუტებით სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ-გვერდზე. „ბენტლის უნივერსიტეტი მოწინავეა ისეთი ბიზნეს-ლიდერების მომზადებაში, რომლებიც ფლობენ ისეთ უნარებსა და ცოდნას, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად ცვლად მსოფლიო ეკონომიკაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომელსაც სწავლობენ ჩვენი სტუდენტები“ - აღნიშნა BU-ის პრეზიდენტმა ლაბრენტ კრაიტმა. სტუდენტები და მათი ოჯახები შეძლებენ სწავლის საფასური გადაიხადონ Bitcoin-ით, Ethereum-ით ან USD Coin-ით (USDC). უნივერსიტეტი ასევე გეგმავს შემოწირულობებს ამავე აქტივებში. შეტყობინების თანახმად სტუდენტების ინტერესმა ასევე შეუწყო ხელი კრიპტო ფინანსების ახალი კურსის შექმნას. იგი შემოდგომაზე ამოქმედდება და ფოკუსირებული იქნება ბლოკჩეინ-აპლიკაციებსა და DeFi სექტორზე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ძვირადღირებული ფიტნეს კლუბების ქსელმა Equinox. კომპანია თანამშრომლობს პროცესინგ სერვის BitPay-თან, რის შედეგად ნიუ-იორკის სპორტული დარბაზის მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ წლიური აბონიმენტების ღირებულება Bitcoin-ით, Ethereum-ით, Bitcoin Cash-ით, Dogecoin-ით, Litecoin-ით, Shiba Inu-თი, WBTC-ითა და ხუთი stablecoin-ით: BUSD, DAI, GUSD, USDP და USDC. ადრე ქლაუდ პლატფორმა Wix-მა, ამერიკულმა ონლაინ საცალო სავაჭრო ორგანიზაცია Shop.com-მა და სხვა უამრავმა კომპანიამ დაიწყო კრიპტოვალუტების მიღება BitPay-ის მეშვეობით. Visa-ს გამოკითხვის თანახმად 2022 წელს ცხრა ქვეყანაში მცირე სავაჭრო ორგანიზაციების თითქმის მეოთხედი გეგმავს ციფრული ვალუტების მიღებას გადახდის ფორმად. https://tinyurl.com/3zted9jv
-
გამოჩნდა AMD-ის განახლებული ვიდეო დაფების პირველი ტესტები 3Dmark-ზე. დაფებში წარმადობის კარგი ზრდა ფიქსირდება. AMD უახლოეს დროში გაანახლებს Radeon RX 6000 ვიდეო დაფების სერიას უფრო მაღალი ტაქტის სიხშირის მქონე მოდელებით. ცნობილი გახდა ეტალონური მოდელების მახასიათებლები. როგორ აისახება ეს წარმადობაზე და შეძლებს თუ ვერა სერიის ფლაგმანი NVIDIA GeForce RTX 3090 Ti-სთვის კონკურენციის გაწევას? რესურს Wccftech-მა გამოაქვეყნა ახალი მოდელების 3Dmark ტესტები, ვიდეო დაფები საკმაოდ კარგად წარმოაჩენენ თავს. Wccftech-ის სპეციალისტებმა შეადგინეს შედეგების საკმაოდ დიდი არჩევანი 3DMark Fire Strike-ში, Time Spy-სა და Port Royal-ში, გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს. Fire Strike-ში AMD RDNA 2-ის ყველა გრაფიკული დაფა აფიქსირებს შთამბეჭდავ წარმადობას, მაგრამ ეს ტესტი უკვე საკმაოდ ძველია. Ultra რეჟიმში RX 6950 XT გრაფიკის ქულა იყო 15159, რაც მეტია GeForce RTX 3090 Ti-ზე. 3Dmark-ის მონაცემთა ბაზაში NVIDIA-ს ფლაგმანის შედეგების ყველაზე დიდი რაოდენობა არ აღემატება 15000 ქულას, ამით თავის მოწონება შეუძლიათ მხოლოდ OC მოდელებს, რომლებიც პირველ ორ ადგილს იკავებენ საერთო რეიტინგში. შედარებისთვის, შეგიძლიათ ნახოთ რესურს eTeknix-ის ბოლო ტესტი, GIGABYTE GAMING OC ვარიანტმა 14233 ქულა დააგროვა. წყარო: Wccftech, eTeknix და Guru3D Port Royal-ში RX 6950 XT-ის გრაფიკულმა ქულამ შეადგინა 10824, ამავე, უფრო თანამედროვე სცენარში RTX 3090 Ti უფრო სწრაფია. eTeknix-ის ანალოგიურ ტესტში მოდელი აგროვებს 14789 ქულას. Time Spy-ში RX 6950 XT ვიდეო დაფა აგროვებს 22209 ქულას და შეუძლია კონკურენციის გაწევა RTX 3090 Ti-სთვის, Guru3D-ს ტესტში MSI SUPRIM X-ის შედეგმა შეადგინა 19698 ქულა, ხოლო Wccftech-ის მონაცემებით ძლიერად აჩქარებული RTX 3090 Ti აგროვებს 22408 ქულას. RX 6750 XT და RX 6650 XT მოდელებმა დააფიქსირეს საბაზისო ვერსიებთან შედარებით წარმადობის შესანიშნავი ზრდა 3DMark Time Spy-ში. პირველი მათგანი გახდა 7%-ით უფრო სწრაფი, წარმატებით მოიტოვა უკან RTX 3070 და მიუახლოვდა ამ ვიდეო დაფის Ti ვერსიას. RX 6650 XT მოდელი კი გახდა 17%-ით უფრო სწრაფი და მყარად გაიმაგრა პოზიცია საბაზისო ვერსიასა და RX 6700 XT-ს შორის. https://tinyurl.com/45mc42j3
-
ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს ახალი ინფორმაცია Google-ის სმარტფონის შესახებ, რომელსაც დასაკეცი დისპლეი ექნება. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე გამოვა კოდური სახელით - Pixel Notepad. ფოტოს წყარო: pixabay.com / Pexels მოწყობილობის მახასიათებლების არაოფიციალური ინფორმაციის წყაროა ავტორიტეტული ინსაიდერი Ross Young, რომელიც ზუსტი პროგნოზებით არის ცნობილი. სმარტფონი Pixel Notepad „წიგნის ფორმატში“ იქნება წარმოდგენილი - Samsung Galaxy Z Fold-ის მსგავად. ცნობილია, რომ გაჯეტს ექნება დრეკადი ეკრანი, რომელიც მზადებაში არსებული Galaxy Z Fold 4-ის ზომის იქნება: Pixel Notepad-ის ძირითადი ეკრანის ზომა შეადგენს დაახლოებით 7.6 დუიმს. კორპუსის გარე მხარეს განთავსებული იქნება დამხმარე 5.8-დუიმიანი ეკრანი. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება პროცესორი Tensor, 8-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი კამერები, რომლებშიც შევა 12.2-მეგაპიქსელიანი IMX363 სენსორი და 12-მეგაპიქსელიანი IMX386 მოდული. Pixel Notepad-ის ოფიციალური პრეზენტაცია შესაძლოა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართოს. მისი ფასი დაახლოებით 1400 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/33u55cme
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) 20 დამატებითი თანამდებობები გამოუყო განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია კრიპტო ბაზრებზე ინვესტორების დაცვაზე კიბერ საფრთხეებისგან. განყოფილება Crypto Assets and Cyber Unit-ის თანამშრომლების რაოდენობა 50 ადამიანს მიაღწევს. „აშშ-ს აქვს კაპიტალის უდიდესი ბაზრები, რადგან ინვესტორებს სჯერათ მათი, და რაც უფრო ფართოვდება კრიპტო ბაზრებზე წვდომა, სულ უფრო მნიშვნელოვანია მათ დასაცავად მეტი რესურსის გამოყოფა“, - განაცხადა SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერმა. პრეს-რელიზის მიხედვით გაფართოებული განყოფილება ყურადღებას გაამახვილებს ფასიანი ქაღალდების კანონდარღვევებზე, რომლებიც უკავშირდება შემდეგ საკითხებს: კრიპტო აქტივების შეთავაზება და გაცვლა; პროდუქტების დაკრედიტება და სტეიკინგი; DeFi პლატფორმები; არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები (NFT). სააგენტომ გაიხსენა, რომ 2017 წელს დაარსებიდან დღემდე გუნდმა 80-ზე მეტი სააღსრულებო მოქმედება განახორციელა, რის შედეგადაც ფულადი კომპენსაციის ოდენობამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. განყოფილება თავდაპირველად ჩამოყალიბდა, როგორც Cyber Unit და არაერთხელ მიიღო ზომები საჯარო კომპანიების წინააღმდეგ, რადგან ვერ შეინარჩუნეს კიბერუსაფრთხოებაზე სათანადო კონტროლი. ზოგიერთმა კომპანიამ სათანადოდ არ გაამჟღავნა ამ სფეროში მომხდარი ინციდენტები და მათთან დაკავშირებული რისკები. ”კრიპტო ბაზრები ბოლო წლებში აფეთქდა და ამ სივრცეში ბოროტად გამოყენების შემთხვევების ძირითადი ტვირთი საცალო ინვესტორებზე მოდის. ამავდროულად, კიბერ საფრთხეები კვლავაც ქმნის ეგზისტენციალურ რისკებს ჩვენი ფინანსური ბაზრებისა და მათი მონაწილეებისთვის“, - განაცხადა აღსრულების დეპარტამენტის დირექტორმა გურბირ გრევალმა. შეგახსენებთ, რომ იანვარში SEC-მა Bitcoin-ბირჟები დაასახელა ერთ-ერთ პრიორიტეტად კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების გამკაცრების ფარგლებში. https://tinyurl.com/yhnuz8vk
-
RDNA - ეს არის AMD-ის მიერ შემუშავებული გრაფიკული პროცესორის მიკროარქიტექტურისა და არქიტექტურის თანამდევი ინსტრუქციების ნაკრების კოდური დასახელება. RDNA 3-ზე დამყარებული გრაფიკული პროცესორების შესახებ პირველადი ცნობები მეტად ამბიციური იყო: ამტკიცებდნენ, რომ ახალ GPU-ებს ექნებოდა 15360-მდე ნაკადური პროცესორი. მას შემდეგ ტექნოლოგიის შემუშავება გაგრძელდა და გაჩნდა ახალი ინფორმაცია. მისი გათვალისწინებით ინსაიდერებმა დაიწყეს თავიანთი წინა განცხადებების გადახედვა და ახალ მახასიათებლებზე საუბარი. Redfire-ისგან მიღებული ახალი ცნობების თანახმად გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს ექნება დაახლოებით 6 შეიდერ-ძრავი - თითოეული ორი შეიდერ-მასივით (ჯამში 12x). ამ მასივებიდან თითოეულში მოცემული იქნება ოთხი სამუშაო ჯგუფი 256 ნაკადური პროცესორით - ჯამში წარმოდგენილი იქნება 48 სამუშაო ჯგუფი და 12288 ნაკადური პროცესორი. ეს მაჩვენებელი 12 სამუშაო ჯგუფითა და 3072 ნაკადური პროცესორით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველ შეტყობინებებში ცხადდებოდა. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 32-ს, ახალი ცნობების თანახმად ექნება ოთხი შეიდერ-ძრავი, რვა შეიდერ-მასივი, 32 სამუშაო ჯგუფი და 8192 ნაკადური პროცესორი. და ბოლო, GPU Navi 33-ს, როგორც ამჟამად არის ცნობილი, ექნება ორი შეიდერ-ძრავი და ოთხი შეიდერ-პროცესორი და ოცის ნაცვლად 16 სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების შემცირება ასევე გამოიწვევს ნაკადური პროცესორების რიცხვის შემცირებას, რაც, როგორც მიიჩნევა, იქნება 4096 (ძველი ცნობებით, 5120 უნდა ყოფილიყო). ახალი ტექნიკური მახასიათებლები ასევე წინააღმდეგობაში მოდის Greymon55-ის შეტყობინებასთან, რომელშიც ინსაიდერი ამტკიცებდა, რომ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს შეეძლო 92 TFLOPS წარმადობის უზრუნველყოფა FP32 ოპერაციებში. ამის ნაცვლად, თუკი +3 გჰც სიხშირის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეა, ფლაგმანურ GPU-ში ვიხილავთ დაახლოებით 73 TFLOPS წარმადობას. https://tinyurl.com/wrzfymu9
-
ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung ამზადებს მომდევნო თაობის დასაკეც სმარტფონს, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. ახალი სმარტფონი ჩაანაცვლებს მოდელ Galaxy Z Flip 3-ს. ფოტოებზე: Galaxy Z Flip 3 სამომავლო სმარტფონი ამჟამად ფიგურირებს არაოფიციალური დასახელებით Galaxy Z Flip 4 (კოდი SM-F721). მიიჩნევა, რომ Galaxy Z Flip 3-თან შედარებით ახალ სმარტფონში გაიზრდება ბატარეის მოცულობა: იგი იქნება 3400 მა/სთ წინა მოდელის 3300 მა/სთ-სგან განსხვავებით. სმარტფონში სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 Plus. დიდი ალბათობით, ამ ჩიპს ექნება Snapdragon 8 Gen 1-ის მსგავსი არქიტექტურა: რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. ამასთან, გაიზრდება გამომთვლელი ბირთვებისა და გრაფიკული ნოუდების მაქსიმალური სიხშირეები. არაოფიციალური ცნობების თანახმად Galaxy Z Flip 4-ს ექნება 6.7-დუიმიანი დრეკადი დისპლეი და 1.9-დუიმიანი დამხმარე გარე ეკრანი. სმარტფონის სხვა მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება. https://tinyurl.com/2p8rccpx
-
Bitcoin ჩამოვა 28 ათას აშშ დოლარიან დონეზე - თვლის ტრეიდერი და Factor LLC-ის ხელმძღვანელი პიტერ ბრანდტი. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა წლის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ფასის ფორმირებასა და მისი ქვედა ზღვარის რღვევაზე. „დათვური არხის დასრულება, როგორც წესი, მისი სიგანის ტოლ შემცირებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში მკაცრი ტესტი იქნება 32 ათას აშშ დოლარიან დონეზე, თუმცა მე ვფიქრობ 28 ათას აშშ დოლარიანი დონე დაფიქსირდება“ - განაცხადა ბრანდტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგნოზით იგი არ ხდება „Bitcoin-ის მოძულე“. 1 მაისს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებმა განაახლა ლოკალური მინიმუმი 38 ათას აშშ დოლარს ქვემოთ. აპრილში BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა ივარაუდა, რომ Bitcoin 30 000 აშშ დოლარამდე დაეცემა წლის პირველი ნახევრის ბოლოს. მან ეს მიაწერა ინდექს Nasdaq 100-ის (NDX) შესაძლო ვარდნას, რომელთანაც ციფრული ოქრო დიდ კორელაციაშია. NDX/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ სტატისტიკურმა კავშირმა Bitcoin-სა და Nasdaq-ის ინდექსს შორის მიაღწია უმაღლეს დონეს 2020 წლის ივლისის შემდეგ. თუმცა წლის ბოლოსთვის Fintech-ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ Finder-ის გამოკითხვაში, წამყვანი კრიპტოვალუტის კოტირებებს ელოდებიან 65 ათას აშშ დოლარს ზემოთ. Bitcoin-ის პერსპექტივაში ეჭვი არ ეპარება არტურ ჰეიესს, რომლის პროგნოზით ათწლეულის ბოლოს მისი ფასი 1 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. ბრანდტის აზრით ციფრული ოქრო ბაზრის ხარულ ტრენდს 2024 წლის მაისში დაუბრუნდება. https://tinyurl.com/2d69etyr
-
ჩიპების დეფიციტმა შეამცირა კონცერნ Volkswagen-ის მანქანების წარმოების მოცულობა, რის შედეგად კომპანიას მოუწია პირველობა კორპორაცია Toyota Motor-ისთვის დაეთმო. ასეა თუ ისე, ევროპული გიგანტი აქტიურად ეძებს საკუთარი ბიზნესის ოპტიმიზაციის გზებს და ფსონს დებს ელექტრომობილებსა და ავტოპილოტირების სისტემებზე. ავტოპილოტის საკითხში Volkswagen-ის მთავარი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ამერიკული კომპანია Qualcomm. ფოტოს წყარო: Qualcomm Technologies Qualcomm ძირითადად ცნობილია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებით, თუმცა არ მალავს საავტომობილო ბაზრის ათვისების ამბიციებს და Volkswagen-თან დადებული მსხვილი კონტრაქტი შესაძლოა ხსენებული გეგმის რეალიზაციის სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს. როგორც Reuters აცხადებს, აპრილის შუა რიცხვებში Volkswagen-ის გენერალურმა დირექტორმა Herbert Diess-მა მოინახულა Qualcomm-ის სან-დიეგოში მდებარე შტაბ-ბინა და კომპანიებმა მოილაპარაკეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. Qualcomm 2026 წლიდან გერმანულ კონცერნს მიაწვდის ინტეგრაციის მაღალი დონის მქონე ჩიპებს, რომლებიც მძღოლის აქტიურ დამხმარე სისტემას დაედება საფუძვლად. ხელშეკრულების პირველი ეტაპი ორ კომპანიას შორის 2031 წლამდე თანამშრომლობას გულისხმობს და თანხა, რომელსაც Volkswagen თანამშრომლობის ამ ეტაპის შედეგად გადაიხდის, 1 მილიარდ ევროს აღწევს. აღვნიშნავთ, რომ Volkswagen ამ დრომდე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს ტრანსპორტის მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით. იგი გეგმავდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას Bosch-თან ერთად, ადრეულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა გერმანული გიგანტის ინტერესი Mobileye-ს კომპონენტების მიმართ - ეს არის ისრაელში არსებული კომპანია, რომლის IPO-ზე გაყვანას ახლო მომავალში აპირებს კომპანია Intel. ასევე, Volkswagen უარს არ ამბობს Samsung LSI-ის წარმოების ჩიპების გამოყენებაზე. https://tinyurl.com/ycknpexs
-
პოპულარულმა ბენჩმარკ AnTuTu-მ გამოაქვეყნა სმარტფონების წარმადობის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილისთვის. შედეგები წარმოდგენილია ფლაგმანური მოწყობილობების, ქვეფლაგმანების და საშუალო დონის მოწყობილობების კატეგორიებში. ფოტოს წყარო: Black Shark გასული თვის შეჯამებით ლიდერი გახდა გეიმინგ სმარტფონი Black Shark 5 Pro, რომელმაც დააფიქსირა 1 062 747 ქულა. შემდეგ მოდის Red Magic 7 Pro და Lenovo Legion Y90 შედეგებით - 1 032 494 და 1 023 934 ქულა, შესაბამისად. ფოტოს წყარო: AnTuTu აღსანიშნავია, რომ ათი უძლიერესი მოწყობილობიდან ცხრაში გამოყენებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. კიდევ ერთი მოწყობილობა - მოდელი Vivo X80 (მეოთხე პოზიცია) დამყარებულია MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე. სუბფლაგმანების კატეგორიაში პირველი ადგილი Redmi K50-მა დაიკავა Dimensity 8100 პლატფორმით: მისი შედეგი არის 814032 ქულა. ამ რეიტინგში ასევე შედის შვიდი მოდელი Snapdragon 870 პროცესორზე. ფოტოს წყარო: AnTuTu რაც შეეხება საშუალო დონის სმარტფონებს, აქ ლიდერობს iQOO Z5 ჩიპით Snapdragon 778G: მოწყობილობამ 572188 ქულა დააგროვა. ზოგადად ეს რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: https://tinyurl.com/ynav2ey6
-
პანამის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოაქტივების მიმოქცევას, წერს Reuters. მარეგულირებელი დოკუმენტი „არეგულირებს კრიპტო აქტივების ვაჭრობას და გამოყენებას, ციფრული ღირებულების გამოშვებას, ძვირფასი ლითონებისა და სხვა აქტივების ტოკენიზაციას, გადახდის სისტემებს და სხვა სფეროებს“. კონგრესმენმა გაბრიელ სილვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ლეგალიზაცია დაეხმარება პანამას გახდეს „ლათინური ამერიკის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი“. „ახლა შემიძლია წავიდე და გამყიდველს გადავუხადო რაიმეს საფასური. და თუ მას სურს კრიპტოვალუტის მიღება - ეს ნებადართულია, კანონიერია. აქამდე ეს არ მომხდარა პანამაში, ”- განაცხადა სილვამ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი არ არის მოცული საბანკო სისტემის მიერ, მაგრამ „კრიპტო კანონი“ მათ დასახმარებლად არის შექმნილი. დოკუმენტის მიხედვით ამიერიდან პანამაში კრიპტოვალუტები არის გადახდის მისაღები ფორმა „ნებისმიერი იურიდიული სამოქალაქო თუ კომერციული ტრანზაქციისთვის“, მათ შორის სახელმწიფო და სხვა გადასახადების გადახდისთვის. Cryptolaw ასევე ოფიციალურად აღიარებს დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს (DAO), როგორც იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, რეგულირდება ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების და საქონლის გამოშვება STO-ს მეშვეობით. სილვამ კანონპროექტზე მუშაობა 2021 წლის სექტემბერში დაასრულა. მისი თქმით, ინიციატივა შექმნის „ათასობით სამუშაო ადგილს“, მოიზიდავს ინვესტიციებს და „გამჭვირვალეს გახდის ხელისუფლებას“. შეგახსენებთ, რომ სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა Bitcoin, როგორც გადახდის ლეგალური საშუალება. თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა ქვეყანაში პირველი კრიპტოვალუტის მიღების დაბალი მაჩვენებელი. https://tinyurl.com/3fwjstst
-
ონლაინ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ პატენტი მიიღო მეტად უცნაური კონსტრუქციის მქონე სმარტფონზე. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელსაც აქვს დასაკეცი ეკრანი. დასაკეცი დისპლეის მქონე სმარტფონი Xiaomi Mi Mix Fold / ფოტოს წყარო: Xiaomi სტანდატულ მდგომარეობაში დისპლეი მოწყობილობის კორპუსზე იქნება გარშემორტყმული: ამრიგად, ინფორმაცია შეიძლება აისახოს გაჯეტის როგორც ფრონტალურ, ისე უკანა მხარეზე. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ეკრანი მოხსნას მთავარ მოდულს და გაშალოს, შედეგად მოწყობილობა პლანშეტისმაგვარ გაჯეტს ემსგავსება. ამასთან ეკრანი შეძლებს ინფორმაციის გაცვლას ბაზასთან უსადენო კომუნიკაციის საშუალებით. ფოტოს წყარო: ITHome Xiaomi-ს ჩანაფიქრის თანახმად დასაკეც ეკრანს საკუთარი ბატარეა ექნება, რაც მას ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში მუშაობისას ძირითადი გამომთვლელი დატვირთვა საბაზისო მოდულს დააწვება. უჩვეულო სმარტფონი ჯერჯერობით მხოლოდ საპატენტო დოკუმენტაციაში არსებობს. იდეის რეალურად განხორციელების შესაძლო ვადებზე ნათქვამი არაფერია. https://tinyurl.com/y2stzr6t
-
ASUS-მა გამოუშვა კიდევ ერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია იაპონური ანიმეების მოტივებზე. ანიმე GUNDAM-ით ინსპირირებული წარმატებული პროდუქტის სერიის შემდეგ ტაივანურმა კომპანიამ წარადგინა GeForce RTX 3090 ROG Strix EVA Edition (ROG-STRIX-RTX3090-O24G-EVA) გრაფიკული დაფა, რომელშიც ნასესხებია ანიმე Evangelion-ის სტილი. ფოტოს წყარო: CoolPC ამაჩქარებლის იისფერ-მწვანე გაფორმების სქემა ასახავს ადამიანისმაგვარ საბრძოლო მანქანა Evangelion-1-ის ფერს, რომელიც ამავე დასახელების ანიმე-სერიალში ფიგურირებს. კომპანია არ აზიარებს ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, EVA Edition-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორის იგივე სიხშირე, რაც ჩვეულებრივ GeForce RTX 3090 ROG Strix ვარიანტში. სხვა სიტყვებით, საუბარია 1890 მჰც-ზე დატვირთვისას. GPU-ის ზუსტად ასეთივე სიხშირეს გვთავაზობს GeForce RTX 3090-ის ვარიანტები ROG Strix GUNDAM და ROG Strix White. ვებ-გვერდ CoolPC-ის მიხედვით EVA Edition დაფის წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება. თუმცა დაფა ძალიან შეზღუდული ტირაჟით - მხოლოდ 15 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 2173 აშშ დოლარია. GeForce RTX 3090-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 და 24 გბ GDDR6X მეხსიერება. დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დღეისათვის ASUS-მა უკვე გამოუშვა GeForce RTX 3090 ROG Strix-ის ოთხი ვერსია, მათ შორისაა ორიგინალური შავი და თეთრ-ვერცხლისფერი (White Edition) ვერსიები, GUNDAM და EVA Edition. როგორც ჩანს, ყველა დაფაში გამოყენებულია ერთი და იგივე PCB და გაგრილების სისტემას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ თემატიკასა და RGB განათებაშია. https://tinyurl.com/bddty7tw
-
ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათწლეულის ბოლოს 1 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება აშშ-ისა და ევროკავშირის არაეფექტური მონეტარული პოლიტიკის გამო. მისი თქმით პანდემიამ დასავლეთის ქვეყნების ფინანსურ სისტემებში ბევრი ხარვეზი გამოავლინა. ფედერალური რეზერვების სისტემა ფულს ბეჭდავს COVID-19-ის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში, დააკონკრეტა ჰეიესმა. მან ასევე აღნიშნა ოქრო, როგორც ქონების შენახვის ტრადიციული საშუალება. BitMEX-ის თანადამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე კოლაფსის შემთხვევაში ძვირფასი ლითონის ფასი 20 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, განმარტა ჰეიესმა. მისი აზრით Bitcoin-ის მომხრეებმა უნდა იმუშაონ მის განაწილებაზე და გამოიყენონ აქტივი ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის. ჰეიესმა ადრე ივარაუდა კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემა 2022 წლის ივნისში. მას მიაჩნია, რომ Bitcoin და Ethereum დაიკავებენ 30 ათას და 2500 აშშ დოლარიან დონეებს Nasdaq 100 (NDX) ინდექსის შემცირების ფონზე. აპრილის დასაწყისში ჰეიესმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 10 000 აშშ დოლარზე მეტი იქნება. https://tinyurl.com/y4kp47jw
-
გამოჩნდა ვარაუდი AMD RDNA 3 გრაფიკულ არქიტექტურაში ტაქტზე შესრულებადი ინსტრუქციების რაოდენობის გაორმაგების შესახებ და მას მოჰყვა მორიგი ინფორმაცია, რომ AMD-ის სამომავლო ფლაგმანი - სავარაუდო დასახელებით Radeon RX 7900 XT - შესაძლოა ოთხჯერ აღემატებოდეს RX 6900 XT-ს გამომთვლელი წარმადობით. ინფორმაცია გააზიარა VideoCardz-მა ცნობილ ინსაიდერ Greymon55-ის ბმულზე დაყრდნობით. რესურსი აღნიშნავს, რომ ახალ შეტყობინებებში ინფორმატორი მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახელებს ადრე გამოცხადებულ მახასიათებლებში, მაგრამ არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა შეიცვალა. თუმცა გამოჩნდა მაქსიმალური გამომთვლელი წარმადობის ახალი მაჩვენებელი - 92 Tflops FP32 ოპერაციებში. Navi 21 GPU-ზე დამყარებული სერიის ამჟამინდელ ფლაგმან RX 6900 XT-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 23 Tflops-ს უდრის. ინსაიდერმა განაცხადა, რომ ძველი შეტყობინებები აქტუალურობას კარგავს, გაურკვეველია რჩება თუ არა ძალაში განცხადება, რომ ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 15360 გამომთვლელი ბლოკი Compute Unit (CU) ან გაზრდილი წარმადობა დიდწილად მიღწეული იქნება თავად არქიტექტურაში ცვლილებით. CU-ების ამგვარი რაოდენობის შემთხვევაში 92 Tflops წარმადობა შესაძლოა მიღწეულ იქნას დაახლოებით 3 გჰც სიხშირეზე. სავარაუდოდ დადგა დრო, როდესაც ინჟინრული ნიმუშების აქტიური ტესტირება უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლო ვიდეო დაფების შესახებ ბევრად უფრო ზუსტი და დამაჯერებელი ინფორმაცია შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს თვეებში. https://tinyurl.com/2p83w9kz
-
Intel გეგმავს დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ბარათების გამოშვებას მეორე კვარტლის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა. ეს ინფორმაცია დაადასტურა 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლო ანგარიშის კონფერენციაზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა. „AXG (განყოფილება Accelerated Computing Systems and Graphics Group, რომელიც ქმნის ვიდეო დაფებს) გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ უკვე გამოვუშვით მობილური გრაფიკული დაფები. მეორე კვარტალში გვექნება დესკტოპ გრაფიკული დაფები და მეტი გრაფიკა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ შევავსებთ პროდუქციის ხაზს“, - განაცხადა გელსინგერმა. არსებული ცნობების თანახმად Intel-მა გამოუშვა რვა სხვადასხვა დისკრეტული ვიდეო დაფა Arc Alchemist სერიაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიმდინარე ზაფხულში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, Intel-ის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის არა აპარატურული, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მხარე. დრაივერების პაკეტების შექმნა, რომლებიც სტაბილური და ოპტიმალურია თანამედროვე თამაშებისთვის, სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს და მისი შესრულება Intel-ს სწორი მიმართულებით სურს. „გეიმერი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოგ მნიშვნელოვან თამაშზე მიმდინარეობს დიდი შრომა ოპტიმიზაციისთვის და ასეთი სამუშაო სრული სვლით მიდის“ - აღნიშავს გელსინგერი. Intel მუშაობს OEM პარტნიორებთან, რათა გამოუშვას ახალი გრაფიკული დაფები და პროდუქტები. Intel-ის ხელმძღვანელმა პირველად აღნიშნა, რომ კომპანია ავითარებს Arc 9 დესკტოპ გრაფიკას: ”ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე. გვაქვს მესამე ვერსია (Arc 3). გვექნება მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ვერსიები (Arc 5, Arc 7 და Arc 9), რომელთა შემუშავებას მიმდინარე წელს ვაპირებთ“. ახალი ვიდეო დაფების გამოშვების კონკრეტული თარიღები არ სახელდება. სავარაუდოდ შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე, მეორე კვარტლის ბოლოს ვიხილავთ Intel-ის დესკტოპ გრაფიკას, თუმცა უცნობია რა ვიდეო დაფები იქნება. ჯამში Intel წლის ბოლომდე გამოუშვებს დესკტოპ ვიდეო დაფების სრულ ასორტიმენტს საწყისი დონიდან ფლაგმანებამდე. Intel აგრეთვე ეტაპობრივად გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკას - ჯერ გამოსულია მხოლოდ უმცროსი ვერსია Arc 3. https://tinyurl.com/3pt3hhcz
-
ტეხასის შტატის ქალაქი ფორტ-უერტი პირველია აშშ-ის ქალაქებიდან, რომელმაც Bitcoin-ის მოპოვება დაიწყო ქალაქის მერ მეთი პარკერის ინიციატივით, წერს CNBC. სამ მაინერ Antminer S9-სგან შექმნილი ფერმა განთავსდა მერიის IT განყოფილებაში. უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობა კერძო ქსელთანაა დაკავშირებული. მეთი პარკერი და მაინინგ ფერმა მერიაში, წყარო: CNBC კრიპტოვალუტის მაინინგი მოითხოვს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და ტექნიკურ პერსონალს ტექნიკური მომსახურებისთვის. ამიტომ, მერის თქმით, პროექტი მცირე პილოტით დაიწყო. პარკერმა აღნიშნა, რომ ფერმა არ მოიტანს მნიშვნელოვან შემოსავალს, მაგრამ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება. ქალაქის ბალანსზე ციფრული აქტივის მიღების გარდა Bitcoin-ის გამოყენება მიზნად ისახავს ფორტ-უერტის ცნობადობის გაზრდას. „ფორტ-უერტთან დაკავშირებით ბევრმა არ იცის ვინ ვართ. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს ვითარება და გვჯერა, რომ ტექნიკური ინოვაციები, მათ შორის კრიპტოვალუტა, არის ამის საშუალება“, - განაცხადა პარკერმა. პროექტის რეალიზაციის პარტნიორები გახდნენ საწარმოო ორგანიზაცია Texas Blockchain Council და მაინინგ-პულ Luxor Technologies-ის ოპერატორი. პირველმა მათგანმა ქალაქს აჩუქა სამი S9, რომელთაგან თითოეული ღირებულება დაახლოებით 600 აშშ დოლარია. პარკერი მერის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელია იმყოფება. მისი თქმით ნაცნობ ვენჩურულ ინვესტორებთან საუბრებმა მას Bitcoin-ის მაინინგის იდეისკენ უბიძგა. მათი თქმით, კაპიტალის 80% მიდის ტექნოლოგიაში და კრიპტოვალუტები ახლა მის ეპიცენტრშია. „ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი ქვეყანაში. დიდი აქტივობაა ჩრდილოეთ ტეხასში და განსაკუთრებით ფორტ-უერტში. ამ ენერგიის შესანარჩუნებლად საჭიროა საკუთარი თავის პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით. ჩვენ გვჯერა, რომ კრიპტოვალუტა ჩვენი მომავალი ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილია“, - განაცხადა მერმა. ფორტ-უერტში მაინინგის საპილოტე პროექტის ამოქმედებიდან ექვსი თვის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ჩაიდოს თუ არა რეალური ფული ფერმის მშენებლობაში. მარტში ტეხასის კონგრესმენმა Pete Sessions-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მაინინგს შეუძლია შეასრულოს „გადამწყვეტი როლი“ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. შტატში უკვე განთავსებულია ან შენდება მონაცემთა ცენტრები მრავალი ინდუსტრიული კომპანიისთვის, მათ შორისა Compute North, Iris Energy, Core Scientific და Marathon Digital. არგენტინის პროვინცია სანტა-ფეს საროდინოს კომუნამ ფინანსური სირთულეების დასაძლევად მაინინგის გამოყენება გადაწყვიტა. სოფლის ხელისუფლება ყოველთვიურად 500-600 აშშ დოლარი შემოსავლის მიღებას ელის. https://tinyurl.com/2p97ywbz
-
კომპანია Samsung-მა გამოუშვა პორტატული მყარი დისკის ახალი მოდელი T7 Shield. ეს პროდუქტი მიეკუთვნება პორტატული მყარი დისკების T სერიას, იგი ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან. ძირითადად ესენი არიან კონტენტის შემქმნელები და ფოტოგრაფები. ახალი მყარი დისკი გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, წყლისა და მტვრისგან დაცვით, აპარატული დაშიფვრის ფუნქციით, აგრეთვე მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით. პროდუქტის მოცულობა 2 ტერაბაიტამდეა. დამაკავშირებელი ინტერფეისია USB Type-C USB 3.2 Gen2-ის მხარდაჭერით და PCIe/NVMe-თავსებადი ინტეგრირებული SSD-ით. მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 1050 მბ/წამამდე წაკითხვისას და 1000 მბ/წმ - ჩაწერისას, რაც ამ დრომდე არსებული T7 სერიის ეკვივალენტურია. შედეგად ახალი მყარი დისკი წარმოადგენს იდეალურ მაღალი წარმადობის პორტატულ სანახ სივრცეს. სერიაში შედის ორი - 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ პორტატული SSD-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდწილად უცვლელია წინა მოდელებთან მიმართებაში, T7 Shield-ის ყველაზე გამორჩეული თვისებაა უმაღლესი გამძლეობა, რითიც წინა სერიის მოდელებს აღემატება. T7 Shield-ის კორპუსის დათვალიერებისას ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია სქელი რეზინით. შედეგად იგი უფრო გამძლეა დარტყმების მიმართ. წინა სერიის მოდელები 2 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნას უძლებს, T7 Shield-ის გამძლეობა კი 3 მეტრამდე გაიზარდა. T7 Shield-ს ასევე აქვს IP65 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერი მოწყობილობაში ვერ მოხვდება, წყლის შხეფები კი დამაზიანებელ შედეგს არ გამოიღებს. მყარი დისკი წყალში ჩაძირვას დიდად ვერ გაუძლებს, თუმცა ღია სივრცეში წვიმის დროს პრობლემები არ შეექმნება. ამრიგად, T7 Shield-ის მთავარი განსაკუთრებულობაა მკაცრ გარემო პირობებში გამოყენების შესაძლებლობა დარტყმის, წყლისა და მტვრის გამძლეობის წყალობით. შედეგად მყარი დისკი უსაფრთხოა ღია სივრცეში მუშაობისას. https://tinyurl.com/5ruah756
-
NVIDIA-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი (Jensen Huang) ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების სისტემების ვირტუალურ გარემოში ტესტირების აქტიური მომხრეა. კომპანია Intel-იც გეგმავს მსგავსი გამოცდების გადატანას ხარისხიანი საფარის მქონე სივრციდან უგზოობაში, რომელიც მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. შედეგად დაჩქარდება რობოტიზებული ყველგანმავლების შექმნის პროცესი. ფოტოს წყარო: Intel ვებ-გვერდზე განთავსებული პრეს-რელიზის თანახმად კორპორაცია Intel-მა მიიღო ამერიკულ სააგენტო DARPA-ს მხარდაჭერა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა სახის თავდაცვით ინიციატივას, რომლებიც უკავშირდება რობოტიზებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიმულირებული გარემოს შექმნას. ასეთი ტექნოლოგიების სრულყოფა სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს საშუალებას მისცემს შექმნან რობოტიზებული მანქანები, რომელთა მართვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად და ავტომატურად. სისტემა Intel CARLA საშუალებას იძლევა შეიქმნას უხეში რელიეფის მქონე ვრცელი ვირტუალური ლანდშაფტები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, შემდეგ კი ეს სივრცე გამოყენებულ იქნას მაღალი გამავლობის თვითმავალი მანქანების ტესტების სიმულაციისთვის. ვირტუალურ სივრცეში მიღებული უნარების შემდგომ გამოყენება შესაძლებელია რეალური ტექნიკის ნიმუშების აპარატულ უზრუნველყოფაში, რაც დააჩქარებს შემუშავებას. პროექტი გათვლილია ხუთ წელზე, მის ფარგლებში Intel მოიზიდავს ტეხასის უნივერსიტეტისა და ბარსელონაში არსებული კომპიუტერული ხედვის ცენტრის რესურსებს. https://tinyurl.com/mr3fcuew
-
MetaMask-ის დეველოპერები და კრიპტოვალუტების შესყიდვის სერვისი NFT MoonPay შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. არაკასტოდიალური საფულის მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ციფრული აქტივები ფიატით. შესაძლო ოფციებს შორისაა - საბანკო ბარათები, Apple Pay, Google Pay, SEPA და UK FP. MoonPay-ის ინტეგრაცია ჩართულია საფულე v4.4-ის მობილურ ვერსიაში. იგი მალე დაემატება დესკტოპ ვარიანტად v10.13 ვერსიაში. ნიუ-იორკის, ტეხასის, ლუიზიანას, როდ აილენდის, ჰავაის და ვირჯინიის კუნძულების შტატების მცხოვრებნი ვერ შეძლებენ ახალი ფუნქციონირების გამოყენებას. 2022 წლის იანვარში MoonPay-მ გამოუშვა სერვისი NFT-ების შესაძენად გადახდის ბარათების გამოყენებით. ერთი თვით ადრე სტარტაპმა შექმნა კონსიერჟ-სერვისი NFT-ისა და კრიპტოვალუტების შეძენისთვის. მარტში MetaMask-ის ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. https://tinyurl.com/mr234va8
