Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3687
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. პირველი უკვე გააქტიურებული თამაშია ვიღაცის ორიჯინის ექაუნთზე და ის ექაუნთი იყიდება, და მეორე შემთხვევაში თამაშის სუფთა გასაღები იყიდება რომელსაც შენს ექაუნთში გაააქტიურებ. თამაშში სხვაობა არაფერი იქნება.
  2. იქნება რაიმე ახალი დაამატონ თორე ვთამაშობდი ინტენსიურად სადღაც 2-3 თვე და ახალი არაფერია სამუღამო. ბოლომდე განვვითარდი, ბოლო პრესტიჟზეც ავედი. ხალხსაც უმეტეს შემთხვევაში საგრძნობლად ბევრს ვკლავ სხვებთან შედარებით და diamond რანკზეც ავედი(რანკირების სისტემა რომ არ დაემატებინათ საერთოდ ფსკერზე იქნებოდნენ) და მეტი არაფერია. აღარ მითამაშნია კარგა ხანია და ახლა რანკიც ჩამოსული იქნება ბრინჯაოზე ალბათ. მერე დავიწყებ ისევ ავალ და რა? სულ ვამბობდი რომ killstreakების სისტემა რომ მუშაობდეს კარგად და დახვეწილი ქონდეს უფრო მაგარი იქნებოდა. ანუ მოკლავ რაღაც რაოდენობის მოთამაშეს შენი სიკვდილის გარეშე და გეძლეოდეს რაიმე გნასხვავებული შესაძლებლობა, როგორც ეს call of duty-შია. (ერთერთი მიზეზი რის გამოც BF მაგარი არ მომწონს სთრიქების არ არსებობაა). აქ ახლა ყველა მოკვდავს შეუძლია ტიტანის გამოძახება და ვითომ ეგ აბალანსებს თამაშს მაგრამ მე მუღამს მიკარგავს. გამოდის რომ ჩემი სქილები არაფერს ნიშნავს. უბრალოდ სხვაზე ადრე გამოვიძახებ ტიტანს და ეგაა. საოცარი მარაზმია. ამიტომ აღარ ვთამაშობ არადა მექანიკა ნამდვილად არ აქვს ცუდი და საჩემო ჟანრია. black ops 3 თუ ვიყიდე კიდე საერთოდ კარგად მეყოლოს მე ეს აღარ ვითამაშო.. პ.ს. ჩემი ონლაინ შუთერების ტოპ ხუთეულში კია ისე.
  3. არა რა 60$ სთიმზე ოფიციალურად 30$ ღირს. და რომელიმე ონლაინ მარკეტიდან თუ იყიდი 13 $ად იშოვი. არაა ეს ისეთი ფასი რომ ადამიანს დაენანოს თუ თამაში მოსწონს.
  4. როგორც ჩანს სახეს ახევს ეს თამაში ამდ-ს კარტებს განსაკუთრებით და ამის გამო ვიკავებ თავს. არადა როგორ ველოდებოდი..
  5. მობილურით მთავარ გვერდზე შემოვდივარ მაგრამ ლინკით გადასვლა რომ მინდა რომელიმე თემაში მაგ დროს აღარ მიშვებს. ჩემთან ურევს რამე თუ თქვენთანაც ასეა? windows phone-ია.
  6. ჰო თორე აქამდე ვიყიდდი უკვე. არ ჩანს ცუდი. თან კანფეტი ოპტიმიზაცია აქვს.
  7. დროთაგანმავლობაში კვების ბლოკის შემადგენელი კომპონენტები(კონდესატორები) დეგრადირებას განიცდის რაც იწვევს მსგავს შედეგებს. განსაკუთრებით უხარისხო კვების ბლოკებისთვისაა მსგავსი პრობლემა დამახასიათებელი. სამწუხაროდ ვერ უშველი(არ ღირს მაგის შველა) ჯობია რომ ახლით შეცვალო სანამ სხვა რამეც არ დააზიანა.
  8. კვების ბლოკი ვერ გამოიმუშავებს შესაბამის ძაბვას რის გამოც დასაშვებ ცდომილების ზღვარს ცდება და გააწითლა. და კი, მაგის გამო შესაძლებელია დარესტარტდეს
  9. ოფიციალურშია ეს? ))) თუ ვინმე ფანის ნამოქმედარია?
  10. ძაან ჩემია ეს თამაში )) თავისუფალი გადაადგილება ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო <3 ვერ ვეგუები საზღვრებს და კომპრომისებს.
  11. გეთანხმები აბსოლუტურად. არ მაქვს ისეთი შემოსავალი რომ ჩემი სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილება თუნდაც გეიმინგში უპრობლემოდ შემეძლოს მაგრამ როგორღაც ვახერხებ რომ რა თამაშებიც მომწონს შევიძინო ლიცენზია. ბოლო პირატული რაც ვითამაშე ალბათ black ops 3 იყო და მანამდე არც კი მახსოვს. სულ ვყიდულობ ლიცენზიებს მითუმეტეს რომ არც ისე ძვირია იმის ფონზე როცა ჩვენთან შაურმა 12 ლარი ღირს და ხალხი დაუნანლად იხდის მაგ ფულს )) ასე რომ ჩემთვის არგუმენტი რომ შემოსავალი არაა გვიჭირს და პირატულები უნდა იყოს რომ გეიმინგით ვიყოთ დაკავებული საერთოდ არაა მისაღები თუმცა ვიმეორებ რომ ეს ჩემთვისა ასე და ჩემი აზრია. აუცილებელი არაა მეთანხმებოდნენ ალბათ სხვა არგუმენტებია ამის გასაბათილებლად. ყველაფერს ვერ ითამაშებ თანაბარი ინტერესით და ენთუზიაზმით. ხოდა წელიწადში არც ისე ბევრი თამაში გამოდის მაღალი ხარისხის და თან ჩემს გემოვნებაში ჯდებოდეს. ასე რომ მათი შეძენა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი შემოსავლის პირობებში. ამ თამაშს ყველა წინაპირობა აქვს რომ შევიძინო. ვნახოთ რა. BO3, MGSV და ეს მაქვს გეგმაში. თუმცა დოლარის (თუ ლარის) კურსი ამ შესაძლებლობებს ამცირებს))
  12. ვაა რუსულად რა კარგი გახმოვანებაა. რუსულად არ ვთამაშობ თამაშებს თუ witcher ან metro არაა მაგრამ როგორღაც მომინდა ეს ვითამაშო (მას შემდეგ რაც ვიყიდი ალბათ თებერვლის ბოლოსკენ მანამდე მაქვს თამაშები რომელიც ჯერ კიდევ დასახური მაქვს)
  13. მაგ მაუსზე ცუდი არ გამეგო რა )) ყიდვას ვაპირებ სამომავლოდ და თუ მაგ ფირმაც რეიზერივით ცარიელი სახელი აღმოჩნდება სტეხს. იმედია რაიმე სერიოზული არაა და მოგვარდება ეგ პრობლემა
  14. ლამაზია <3 თუ მოკბეჩილ ვაშლზე არ გადავედი გაზაფხულისკენ (აუდიო სისტემის გამო. დამატებით კარგი ფლეიერის ყიდვა მეზარება, არაპრაქტიკულია) ალბათ ამას შევიძენ. დიზაინში ეგ ცვლილება (კანტი) ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც ჩანს ))
  15. ვიყიდე (პირატულ თამაშებს თითქმის აღარ ვთამაშობ) წინა ნაწილებთან შედარებით რამდენიმე გაუმჯობესება შევნიშნე. ბრძოლის სისტემა უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილია. გარემოს ელემენტების გამოყენება ბრძოლის დროს უფრო მრავალფეროვანია და ყუთის სროლით აღარ შემოიფარგლება. (მაგალითად წეღან "ლუსტრა" ჩამოვალეწე თავზე ტიპს )) გრაფიკა რათქმაუნდა აღნიშვნის ღირსია. ერთი რაც ძალიან არ მომეწონა ბეტმობილის კონცეფციაა. გაიძულებენ გამოიყენო არადა რა ჯანდაბად მინდა რა.მის გარეშე ფაქტობრივად ვერ ითამაშებ. ხშირად გჭირდება (გადაადგილებას არ ვგულისხმობ)
  16. AMD-ზე რაც ირთვება ყველაფერი ჩავრთე და საკმაოდ ნორმალურად მიაქვს. ვიდეომეხსიერება კი გადაავსო მაგრამ შეუძლებელი რომ ხდებოდეს თამაში ეგეთი ვარდნები არაა. მინიმალური რაც დავაფიქსირე 35ფპს იყო ბეტმობილით ტანკებს რომ ვაფეთქებდი მაშინ. ქალაქში მოძრაობისას მანქანით მინიმალური 43 ფპს აქვს. საშუალოდ თამაშს ალბათ 50+ ფპს. დახურულ სივრცეში 60 ოღონდ მანდ შეზღუდვა 60ზე მიყენია. და ეს ყველაფერი ჩემს კარტაზე. ისე ნვიდიას კარტის მიერთება რომ შემეძლოს ფიზიკის დასამუშავებლად რა კარგი იქნებოდა.. კი მაქვს ზედმეტად ერთი ნვიდიას კარტა.. არ ვიცი ადრე როგორ იყო მაგრამ აშკარად არაა ცუდი. ჩემთვის ძალიან ლამაზად გამოიყურება ამისი გრაფიკა და ეს ფპს რაც ჩემმა კარტამ მომცა სასვსებით მისაღებია და უფრო მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა.
  17. თქვენი ნაწერების გათვალისწინებით სხვადსხვა თემებში ჩემეული შეხედულება ჩამომიყალიბდა სათამაშო გემოვნებასთან დაკავშირებით და არ ვფიქრობ რომ ეს თამაში თქვენი გემოვნების იქნება.. ) დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას სპოილერი რომ არ გამოვიდეს.ვფიქრობ, კლასიკური გაგებით რპგ არაა და სწორედ მაგის გამო მომწონს. არც ის მაწუხებდა რომ ღია სამყარო არაა. გრაფიკა საკმაოდ ნორმალურია. ერთი ადგილი შეგხვდება მალევე სადაც ჩემთვის ულამაზესი გარემო იყო. პროლოგით ვერ იმსჯელებ. პირველი ნაწილის სეივები მეორეში არ გამომიყენებია არც მახსოვდა როგორ დავხურე პირველი იმდენად დიდხანს გამეწელა მისი დახურვა. ჯამში თავისი პერიოდული შეწყვეტებით 1.5 წელიწადი მაინც ვხურავდი თავისი addonებით. მესამე ნაწილში კი გამოვიყენე მეორეს სეივები თუმცა კარგად აქვს მესამე ნაწილს სეივების გარეშე მეორე ნაწილის მოკლე შინაარსის განსაზღვრა ))
  18. მე მქონია ძველ კომპიუტერებთან შემთხვევა რომ ბიოსში მითითების გარეშე არ მუშაობდა დუალი ავტომატურად (775-ზე) და ახალზე ყოფილა რომ მოდულების ადგილების შეცვლამ სლოტებში უშველა თუმცა ეგ იღბლიან შემთხვევას მივაწერე. რაღაც არ მგონია რომ არ მუშაობდეს დუალი უბრალოდ ასე თვალშისაცემი არაა სხვაობა ალბათ. cpu-Z რას დაწერს საინტერესოა.
  19. წინა ნაწილებიც არ მაქვს ნაყიდი. პირატულები დავხურე ადრე. ახლა რაც შევეშვი მეკობრეობას კი მინდა ყველა ვიყიდო იმდენად მომწონს ეს სერია. ვნახოთ თუ ჩამოვა 7-მდე ისევ თუა რა 9-10$ ბევრია გაუმართავი თამაშისთვის. ამის ყიდვას ერთი მაგდენს დავამატებ და black ops 3-ს ვიყიდი ონლაინში გასართობად.
  20. 7.35$ ღირდა ახალ წელს. 3 რიცხვში დაიდო და იმ მომენტში დამეზარა და ტიპა სულ ამოყიდა საღამომდე 60 გაყიდვა ქონდა. ახლა მინიმუმ 9$ გამოდის რაც ვნახე.
  21. დავხურე სთორი ლაინი. ცუდი თამაში არაა ნამდვილად. ახლა steam achievement-ებს და დამატებით მისიებს მივხედავ. ნორმალური გასართობია.
  22. თქვენთანაც კატალისტს წერს ისევ?
  23. არა ბუსტი ჩვეულებრივ ადის რაც აქვს..
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.