-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
არა თამაშს არაფერს ვერჩი. უბრალოდ რამდენიმე თამაში არსებობს რომლებზედაც ფიზიკურად გული მერევა. მაგალითად bioshock, cod. bo, Timeshift, DeadSpace. და კიდევ რამდენიმე. თვითონ ძრავში და ტექნიკურ რეალიზაციაშია პრობლემა ჩემთვის როგორც ჩანს
-
bishock--ს ვცდი აბა. ადრე მქონდა ჩაწერილი მაგრამ 10 წუთზე მეტს ვერ ვთამაშობდი, გული მერეოდახოლმე
-
ჰაი ოლ! მოკლედ სოფელში ვაპირებ წასვლას და იქ მაქვს სუსტი კომპიუტერი და ხანდახან რომ გავერთო რაიმე თამაში მირჩიეთ რა. შუთერები არ მინდა რაც მომწონდა ყველაფერი დახურული მაქვს მგონი. ვფიქრობ mass effect-ი ხომ არ წავიღო მაგრამ ეგ ძალიან ძნელი თამაშია ჩემთვის. 3-ჯერ დავიწყე და სამივეჯერ თავი დავანებე. არადა მაგ ტრილოგიის დახურვა მინდა.. მონაცემები ასეთია კომპის. AMD athlon x2 4400+, RAM: 4gb, Video: 8500gt 256mb (ddr3)
-
`მანდ როგორც წერია ბიტებშორისაა სხვაობა. ნამდვილად შეესაბამება windows-ის თანრიგიანობას დრაივერის თანრიგიანობა?
-
დროებითი ფაილები შეიძლება ინახება და მერე იშლება. მაგრამ არამგონია მაგდენი წაიღოს. მეორე ისაა რომ შესაძლოა system restore ინახავდეს ფაილებს მაგრამ მერე რატო აკლდება მაგას ვერ ვცდები. თავისით არ წაიშლება თუ მანუალურად არ წაშალე.. ნუ ზოგადად საგანგაშო არამგონია იყოს ეგ ამბავი. ხდებახოლმე.
-
mac მისამართი არის კომპიუტერის ფიზიკური მისამართი. ყველა კომპიუტერისთვის წესით სხვადასხვა უნდა იყოს. მაგრამ დღესდღეობით მაგის შეცვლაც შეიძლება. როგორ გითხრა.. ეგ მისამართი არის ქსელის კარტის მისამართი რომელიც თავიდანვე, ქარხანაშივე ჩაუწერეს. თუ კომპიუტერს ქსელის კარტას შეუცვლი ეს მისამართიც შეიცვლება. წარმოიდგინე რომ ესაა კომპიუტერის სახელი რომლის საშუალებითაც ხდება ერთ ლოკალურ ქსელში ჩართული კომპიუტერების ერთმანეთისგან განსხვავება. შესაბამისად ერთ ლოკალურ ქსელში ჩართულ კომპიუტერებს არ შეიძლება ქონდეს ერთიდაიგივე mac მისამართი. ნუ რათქმაუნდა IP მისამართი და MAC მისამართი სხვადასხვაა. სხვებიც შემოვლენ და დაწერენ ალბათ ზუსტად თუ არადა მოგვიანებით შემოვალ და დავწერ ზოგადად IP რას აკეთებს.
-
Router (ქართულად მარშ(რ)უტიზატორი არის პასუხისმგებელი ინტერნეტთან წვდომაზე. მისი საშუალებით ხდება Ip მისამართების გაწერა და ასე შემდეგ. ანუ წარმოადგენს გასასვლელს ინტერნეტში. ნუ არსებობს კომბინირებული როუტერებიც რომლებიც switch-ის ფუნქციასაც ითავსებენ მაგრამ როუტერის ხსენებისას ასოციაცია ინტერნეტთან გაკავშირებს. თუ უბრალოდ ლოკალური ქსელია იქ როუტერის არსებობა საჭირო არაა და აქ უკვე გამოიყენება switch ნუ hub-იც. მათ შორის ის განსხვავებაა რომ hub კვე მოძველებული სტანდარტია და აღარც გამოდის. switch თანამედროვეა. გარდა ამისა მათ შორის ის განსხვავებაა რომ switch ქსელში გადასაცემ იმფორმაციას ცალკეულ რომელიმე კონკრეტულ პორტზე ანაწილებს (mac მისამართების სიის საშუალებით) , ანუ პაკეტს აგზავნის კონკრეტულად იმ პორტზე რომელზედაც მიერთებულია ის კომპიუტერი რომლისთვისაც განკუთვნილია ეს ინფორმაცია. hub-ის შემთხვევაში ასე არ ხდება. ინფორმაცია ყველა პორტზე და შესაბამისად კომპიუტერზე იგზავნება რომელიც მასზეა მიერთებული. მერე კომპიუტერი თვითონ არკვევს მას ეკუთვნის თუ არა ეს ინფორმაცია. ფიზიკურად switch და hub-ი ერთნაირად გამოიყურება. უბრალოდ მაღაზიაში რომ მიხვიდე ამ უკანასკნელს ვერც იშოვი იმიტომ რომ როგორც ავღნიშნე მოძველებული სტანდარტია. modems რაც შეეხება მისი ფუნქია სიგნალის გარდაქმნაა. მაგალითად ანალოგური სიგნალი გარდაქმნას ციფრულად და პირიქით ციფრული ანალოგურად. კიდევ ბევრი მახასიათებლის დაწერა შეიძლება მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება დაახასიათო (ალბათ )
-
გააჩნია შესასრულებელი სამუშაოს ტიპს. ოპერატიული მეხსიერება არის ასე ვთქვათ დროებითი მეხსიერება. ვინჩესტერიდან ამოკითხული მონაცემები იტვირთება ოპერატიულ მეხსიერებაში და მერე მიეწოდება პროცესორს დასამუშავებლად (შესაბამისად L3, L2, L1 ქეშ მეხსიერებების გავლით). თუ დასამუშავებელი მონაცემების ზომა არაა დიდი მოცულობის რათქმაუნდა არ შეივსება 4გბ-ი. თუ დიდია პირიქით არც ეყოფა ოპერატიულის ეგ მოცულობა. შენ როგორ დატვირთვაზე აკვირდები რომ ეგრეა? ძირითადად გრაფიკული პროგრამები მოითხოვენ ოპერატიულის დიდ მოცულობას. ნებისმიერ ვარიანტში კიდევ თუ პროცესორი სუსტია ის მაინც ვერ მოასწრებს ერთდროულად იმდენი მონაცემის დამუშავებას რამდენიც ოპერატიულს შეუძლია დაიტიოს ვთქვათ 8+ გბ მოცულობის შემთხვევაში მითუმეტეს რომ პროცესორზე მიწოდებული იმფორმაცია დროის ერთ მონაკვეთში გბ-ები კი არა კბ-ებია. ამიტომ მაგაში საგანგაშო არაფერია სრულად 4გბ რომ არ ივსება პროცესორის 100%-იანი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ჩაწერე რომელიმე 3დ პროგრა ჩართე რომელიმე დატვირთული სცენა და ნახავ რომ 4გბ-იც არ ეყოფა ))
-
მარტივად რომ ვთქვათ ვორნი არის Warn - verb გაფრთხილება, წინასწარ შეტყობინება. ანუ ინგლისურიდანაა ზუსტად გადმოტანილი და ფორუმზეც იგივე შინაარსით გვხდება ))
-
სხვა პროგრამით შეამოწმე, შეიძლება ეგ სწორ ტემპერატურას არ აჩვენებს.
-
მეტს არა? აბა მალე რო იტვირთება ხო კაია?!
-
ეგ პროცესორი არის ეს http://www.cpu-world.com/CPUs/K10/AMD-Phenom%20II%20X4%20B93%20-%20HDXB93WFK4DGI.html. ესაჭიროება AM2+ ან AM3 socket-ის MB. შენი AM3-ია. ასე რომ წავა.
-
UP...
-
mishka3339 მეც მაგ სეზონზე ვარ და უკვე მაგარი მომბეზრდა.
-
9800-ას არც წესით და არც კანონით 430 არ კი არა ვერ ჯობია. ერთი ისაა რომ 9800 საკმაოდ ძველი კარტაა და DX10 აქვს , 430-ს DX11 მაგრამ გინდა ქონია გინდ არა, თამაშებისთვის მაინც ძალიან სუსტია. ოპერების გამოცვლას ვიდეო იყიდო ჯობია როგორც ზევით დაგიწერეს.
-
რავი მე ჩვეულებრივ შევდივარ და ვთამაშობ
-
მე პირადად ამის ყიდვას ვაპირებ. მეგობარს აქვს და კმაყოფილია. http://www.amazon.com/Philips-1150X-40-SensoTouch-Electric/dp/B003V360NY/ref=sr_1_9?ie=UTF8&qid=1371627838&sr=8-9&keywords=electric+shaver+philips
-
- 1
-
-
Intel Core i7-4770K Haswell With HD 4600 - მიმოხილვა
MaKaSaRa replied to Barca's topic in Intel & დედა დაფები
მაგარი ვეშია. ფასიც ნორმალური აქვს. ისე რა გაატრაკა (მე მაპატიეთ) ამ ინტელმა რა. ასე მოკლე შუალედში შესაძლებლობებით დაახლოებით ერთ დიაპაზონში მყოფ პროცესორებს რა ლარიანი ლობიანივით უშვებს. კონკურენტი მაინც არავინ ყავს და ბარემ დიდი ნახტომით გამოუშვან ახალი პროცესორი რას დატანჯეს ხალხი ამ სოკეტებზე ხტომიალით. თფუი.. პ.ს. FC BARCELONA მადლობა ინფოსთვის -
ძალიან მაინტერესებს სრული ვერსია როგორი იქნება. ველოდები მოთმინებით )
-
Computer Problem (Please Help !)
MaKaSaRa replied to maikelronaldinho10's topic in აპარატურული პრობლემები
იქნება და დრაივერის ბრალია. ვიდეოს დრაივერი გიყენია? -
მშვენიერი მართვა აქვს კლავიატურით რას ერჩით? პირველს როგორ არ ჯობია ახლა ამის მართვა. პირველში რომ მოსრიალდებოდა უნდა გებრუნა ადგილზე )) აქ პავაროტში უშიშრად მაინც შეხვალ დრიფტით. თვითონ თამაში დიდი არაფერი NFS-ს სერია მირჩევნია მაგრამ სანაგვეზე მოსასროლი ნაღდად არაა. პ.ს. აი საჭით ნაღდად არ ვიცი როგორია. სადაა საჭე და პედალი :|
-
კლავიატურით საკმაოდ კარგი სამართავია ამიტომ მირჩევნია პირველს სხვა თუ არაფერი.
-
freeman_010 ჰო აქ აშკარად ეტყობა. მადლობა
