-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ეგ GOG მაგრა არ მევასება და steam-ზე კიდე $20- არ ჩამოდის ფასდაკლებაზედაც კი. ახლანდელი ლარის კურსის გათვალისწინებით 50 ლარამდე გამოდის და ძვირია ( განა არ ღირს ეს თამაში მაგდენი მაგრამ მაინც..
-
ეგ მესამე ცოტა შეცვალეს მექანიკებისმხრივ. საინტერესო უნდა იყოს. არ მითამაშნია არადა კი დევს სტიმზე. 1-2 ნაწილი მაქვს და მაგასაც ვიყიდი. ოდესმე ხომ ჩამოიწევს დოლარის კურსი (თუ ლარის) გონივრულ ნიშნულამდე..
-
აუ მე მაგრა მომწონს <3 საყვარლობაა. )) პატარა და მუშა )) + მე მაინც მიხურული მაქვს ქეისის გვერდი და დიდი აზრი არ აქვს მაინც არ ვიყურები შიგნით. თან ყველაფერი ტექნიკაში ხო ზომების შემცირებისკენ მიდის.
-
მეც ვიყიდი უფრო წლისბოლოსკენ ალბათ სეილები რომ იქნება საშობაო. ისეთი თამაში გეიმერს უნდა ქონდეს თავის არსენალში ბოლოსდაბოლოს გვაღირსეს ეს სერია PC-ზე და დასაფასებელია.
-
სექსუალური მანიაკია კოჯიმა )) ისე ლამაზი თვალები აქვს Quiet-ს <3
-
win 10-ზე როგორაა ექაუნთიდან გამოსვლა არ ვიცი და აქვს თუ არა საერთოდ local account მაგრამ შესვლისას პაროლი რომ არ მოგთხოვოს იუზერმა run-ში ჩაწერე netplwiz და მერე მიხვდები
-
შუთერების მოყვარულებისთვის (მათ შორის ჩემთვის) მშვენიერი ამბავია კლავიატურა მაუსის მხარდაჭერა. გეიმპადი მაუსზე მოსახერხებელი არამგონია ოდესმე გახდეს ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა რომ ცდას არ ვაკლებ დავამუღამო ონლაინ შუთერებში. ჯერს ps3-ის ახლა უკვე xbox 360-ის (PS3-ის კონტროლერი ჩემი დაკვირვებით უკეთესია შუთერებში) კონტროლერითაც ვცდილობ მაგრამ 5 ლარიანი გენიუსის მაუსს მაინც ვერ შეედრება. SP-ში კი ბატონო მშვენიერია გეიმპადი თუნდაც შუთერებში. რაც არ უნდა ვთქვათ კონსოლს მაინც აქვს თავისი ხიბლი. თუმცა უნდა ითქვას საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოდის. კონსოლის გარდა კარგი მონიტორის საჭიროებაცაა თამაშის ფასი რომ არ გავითვალისწინოთ. თუმცა ვინც თამაშის ლიცენზიებს ყიდულობს (მეც) იმათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს პს-ზე იყიდის თამაშს თუ კონსოლზე. უბრალოდ ყველა თამაშის თამაშს ვერ შევძლებ. მარტო იმეებს ვიყიდდი ალბათ რაც ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ასე უფრო დაიხვეწება მოთამაშეების გემოვნება და უფრო ვისწავლით იმ შრომის დაფასებას რასაც თამაშის შექმნა მოითხოვს.
-
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომწონს ასე კომფაქტური რომაა ძლიერი ბარათი. რასაც ფასზე ნამდვილად ვერ ვიტყვი თუ მართლა 650 ეღირება..
-
მე როგორც აღვიქვი ვისაც ძველი თაობის კონსოლის თამაშების კოლექცია აქვს ისინი შეძლებენ გამოიყენონ ახალ კონსოლზე და არანაირი ონლაინი და ყიდვა არ დაჭირდებათ თამაშების და ეს ნამდვილად ჯობია სონის იდეას.
-
პირველ და მეორე ნაწილში უფრო მიყვარდა აქ რაღაც ასაკი დაეტყო ))
-
ბეთმობილი რომ არ ჩაეკვეტებინათ კარგი იქნებოდა. არანაირი საჭიროება არ იყო. ისე ძალიან ძლიერი ჯოკერია ამ ნაწილში. მშვენიერი თამაშია. ანიმაციები დიალოგები. მოკლედ მე მომეწონა PS4-ის ვერსია.
-
მშვენიერია. oculus-საც რომ მიაქციეს ყურადღება კარგია. ჩემმა კარტამ თუ ნორმალურად იმუშავა ოკულუსზე კიდევ ერთ "+" ჩაიწერს ამდ ჩემი მხრიდან. პ.ს. ახალი თემის გახსნა არ მინდა ამის გამო და აქ დავწერ. დრაივერიდან AA-ს ჩართვა თითქოს არ მოქმედებს. NFS: HP 2010 -ში ნვიდიაზე სულ დრაივერიდან ვურთავდი AA-ს და კარგად გამოიყურებოდა. ამდ-ზე ვერაფრით ავამუშავე. რაიმე განსაკუთრებულობა ჭირდება? ანუ დრაივერში ვამატებ თამაშის გამშვებს და მერე ვახდენ მანიპულირებას მაგრამ როგორც ამბობენ something is wrong..
-
ეგ არ გამეგო და.. ძველი დრაივერი რომ დავუყენო ნვიდიას მაინც არა?
-
თვითონ gtx 960-სა და gtx 950-ს შორის არაა დიდი სხვაობა. რა აზრი ქონდა მაგის გამოშვებას არ ვიცი.მითუმეტეს 950ti სად უნდა ჩაეკვეტებინათ?! ფასშიც სხვაობა ისეთია რომ ფპს-ში ნამდვილად არ გამოიხატება.30-40$-ია სხვაობა ერთი თაობის კარტებს შორის და ფპს-სი ზოგგან 10-იც არაა სხვაობა. შესაბამისად 950 არაა mid-end კარტა რა. იჩათლახა მანდაც ნვიდიამ ამდ-ს გასაბანძებლად. ფასში კიბატონო ძველ ფასებს თუ შევადარებთ არის სხვაობა მაგრამ დღესდღეობით ახალ hd 7950-ს თუ არა r9 280-ს სადღაც 190-200$-ად იყიდი და ნამდვილად ვერ ჯობია ეგ 950 იმას ასე რომ ვანო ძალიანაც ნუ მიდგები ახლა ამდ-ს მაგათი დაპარალელებით. საბლოოდ იმის თქმა მინდა რომ 950-ის შესაძლებლობა ნვიდიას პოლიტიკის დამსახურებაა რომ მაგ სეგმენტშიც დომინირებას მიაღწიოს თორე სხვა მხრივ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ გაინაღდებს პოზიციას მერე ნახე რა ხლამებს შეატენის ისევ ხალხს და თან რა ფასად. ფიზიკას რაც შეეხება მართლა ძალიან ეფექტურია თამაშებში და მაგის არსებობა ერთ რამედ ღირს. თუმცა როგორც ვიცი არც ეგაა პრობლემა. ამდ-ს რომ მიუდგა რაიმე 50 ლარიანი ნვიდიას კარტა ფიზიკისთვის მაინც მოგებაში იქნები ვიდრე ერთი თაობის და დონის ნვიდია-ამდ-ს კარტების ფასებს შორის სხვაობა გექნებოდა ჰო დამავიწყდა მეთქვა რომ მე პირადად სიამოვნებით ვიქონიებდი ნვიდიას კარტას ჩემი საქმიდან გამომდინარე. ანუ კონკრეტულად არცერთის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ნვიდია მჭირდება. და დრემდე ვთვლი რომ თუ ფული პრობლემა არაა titan x იდეალური კარტაა. არამგონია ეგ მომავალში ისე დაასუსტონ სპეციალურად როგორც 700 სერიას დამართეს. ისე ახლა ნვიდიას კარტა მაინც მაქვს და ვფიქრობ რომ ნვიდია უფრო დახვეწილია თუნდაც იმიტომ რომ მდევრის როლში ყოფნა არ უწევს და მშვიდად ქმნის ახალ ფიშკებს-ბრჭყვიალებს რაც ხალხს აღაფრთოვანებს.
-
ingame გრაფიკაა ასეთი rfactor-ში თუ რაიმე ფილტრი აქვს გადატარებული? (ფერებს ვგულისხმობ უფრო)
-
საინტერესო უნდა იყოს. იმედია გაამართლებს
-
ეს ტესტ ვერსია ოფიციალურად შეგიძლია 2 საათით ითამაშო. (ადრე ასე იყო ახლა არ ვიცი დრო შეცვალეს თუ არა) ყველაფერი ირთვება. კარიერასაც გადიხარ და არაფერი შეზღუდვა არ გაქვს. უბრალოდ 2 საათით თამაშის მერე აღარ შეგეძლება თამაში. მეც მაქვს გადმოწერილი მაგრამ საერთოდ არ მომეწონა და არც მითამაშნია დიდხანს. ისე იმდენად არ გაამართლა მოლოდინები free 2 play რომ გახადონ ჯობია. უაზრობაა ამის ყიდვა.
-
მოკლედ ახალ სსდ-ედ mx 200 დავიტოვე ინტერესის გამო. სამსუნგის ევო 840 250გბ ისედაც მქონდა და 850 ევო კი გაუმჯობესებულია მაგრამ არც იმდენად რომ ინტერესი ქრუშიალის მიმართ გადაეძლია. თან ხშირად წერენ რომ სამსუნგს იმიტომ ანიჭებენ უპირატესობს რომ სხვა არ ქონიათ და სინამდვილეში ქრუშიალი ჯობიაო და ა.შ და ამ თეორიის ძემოწმების საშუალებაც მომეცა და რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში რომ სამსუნგი მაინ. ერთი თავით წინაა თუნდაც ძველი არქიტექტურიათ და ძველი კონტროლერით. ცუდი არაა რათქმაუნდა ქრუშიალი მაგრამ თუ ფასი თანაბარია მაშინ მაინც სამსუნგს ავიღებდი. გაძლებით 5 წელიწადი და მეტიც ნებისმიერი გაძლებს მითუმეტეს 250გბ ვერსიები. მე არავის ჩემი აზრის გათვალისწინებას არ ვაძალებ მაგრამ მე რომ ვიყიდი მომავალში სსდ-ს პირველრიგში სამსუნგს მოვიკითხავ და მერე სხვა დანარჩენს. ჩემი დაკვირვებით მაინც სამსუნგია უკეთესი და ის ათასობით ადამიანი დადებით შეფასებებს ტყუილად ფანობის გამო არ წერს. ყოველშემთხვევაში სისწრაფით სამსუნგის არა სტოპ სსდ ჯობნის ქრუშიალის იგივე სეგმენტის ტოპ ვერსიებს და სამსუნგის ტოპ ვერსია pro ხო საერთოდ რაკეტა იქნება.
-
მე არ ვიცი რომელი წლისაა. შარშან დეკემბერში ვიყიდე სულ ახალი და მაშინ რომ დავაყენე ვინდოზავრი იმის მერე არც დამიყენებია. და არც არაფერი შემიცვლია დიდად. 1.4 TB სულ "დახარჯული". გარდა ოპერაციული სისტემისა და საჭირო პროგრამებისა არაფრისთვის ვიყენებ. ეს მეორეც ვიყიდე და ახლა არ ვიცი რისთვის გამოვიყენო )) 250 გბ ისეთი მოცულობაა რაა რომ ოპერაციულის სისტემის გარდა სხვა საჭიროებისთვის გეყოს. 500გბ მაინც უნდა გქონდეს. 120 gb-იანები სუსტები რომაა ცხადია მაგრამ მე პირადად არ მქონდა 250-ზე ნაკლები მოცულობის სსდ და ვერაფერს ვიტყვი.
-
მოკლედ ჩავაყენე crucial mx200 ხოდა ყოველგვარი ზედმეტი დანასტროიკების გარეშე მაინც უფრო ნელია ვიდრე 840 evo.თვითონ სანსუბგის პროგრამა გავატარე ჯერ და ასე გამოიყურება. Samsung 840 evo crucial mx200 evo 840 MX200 მოკლედ დამეზარა evo 850-ის გატესტვა მაგრამ დარწმუნებული ვარ სახეს მოაძრობს ქრუშიალს. ხო გასათვალისწინებელია ისიც რომ ევოს ვტესტავდი იმ რეჟიმში როცა ოპერაციული სისტემა აყენია ზედ და თან safe mode შიც არ შევსულვარ რომ ნაკლებად ყოფილიყო დატვირთული. ამასთან ქრუშიალზე საერთოდ არაფერი იყო ჩაწერილი.
-
ალბათ გულისხმობ PC-ზე ხო? თუ ასეა მაშინ: პირდაპირ რათქმაუნდა არ იმუშავებს. ჭირდება xbox 360 controller-ის ემულატორი. გამოიყენე google და მარტივად იპოვი დრაივერებს. პ.ს. მარტივია თუ კაბელით აერთებ კომპიუტერს. თუ bluetooth-ით გინდა დააკავშირო მანდ ცოტა რთულადაა საქმე. ყველა ბლუთუს ადაბტერზე არ მიდის. კონკრეტული მოდელების მთელი სიაა და უნდა შეესაბამებოდეს. asus ბლუთუს ადაბტერია ყველაზე კარგი რომელიც სადღაც 15$-ამდე ღირს. მე პირადად asus ROG notebook-ზე დავტესტე და ჩაშენებულ ბლუთუს მიმღებზე მშვენივრად მუშაობს. დესკტოპ კომპიუტერზე კი ერთი ჩინური ბლუთუსი ვცადე და არ იმუშავა(ესეც შეიძლება windows 7_ზე ამუშავებულიყო). ისე კი კაბელით მიერთების შემთხევაში ნორმალურად მუშაობს. კლავიშებსაც ავტომატურად ამოიცნობს და ყველაფერი(აღიქვავს როგორც xbox controller-ს). ცოტა პრობლემები მერეც აქვს მაგრამ როცა მიაერთებ და დრაივერებს დააყენებ იმის მერე დაწერე თუ გაჩნდება და დაგეხმარებით მოგვარებაში. 99.99% შემთხევაში უპრობლემოა მაგრამ ერთადერთი თამაშში რაშიც მე შემექმნა პრობლემა არის metro last light. წასვლას რომ ვაჭერ და მერე ავუშვებ მაინც მიდის სანამ სხვა რომელიმე კლავიშს არ დავაწვები მეგონა თამაშს ქონდა ბაგი მაგრამ Xbox 360 controller for windwos მაქვს კიდევ და იმაზე არანაირი პრობლემა არ აქვს.+ xbox-ის კონტროლერს რომ აერთებ კომპიუტერთან დრაივერსაც ავტომატურად აყენებს და აბსოლუტურად უპრობლემოა. მოკლედ გუგლის ლინკი რომ დავდე იქ ნახა ნაბიჯნაბიჯ როგორ უნდა მიაერთო dualshock 3 PC_ზე. არ ვარ ნორმალური ინტერნეტით შემოსული თორე აგიტვირთავდი პირდაპირ საჭირო ფაილებს თუმცა ინტერნეტში მარტივად იპოვი ისედაც.
-
Windows Phone 8.1 - კითხვები/პრობლემები
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
მეგობარს აქვს lumia icon-ი (იგივე ლუმია 929 ოღონდ ვერიზონისთვის) და მუშაობს ჩვეულებრივ. 4G-ის მხარდაჭერა არ აქვს. LTE-ს სიხშირეები არ ემთხვევა ჩვენთან არსებულ სიხშირეებს. -
Windows Phone 8.1 - კითხვები/პრობლემები
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
გამარჯობათ! მაქვს ასეთი კითხვა. ვერიზონის ქსელისთვის გამოშვებული ტელი ჩვენთან ხო იმუშავებს? კონკრეტულად ამ მოდელზე მაინტერესებს lumia 928 მომწონს ამ ტელეფონის დიზაინი და ზომა. 640-ს ვფიქრობდი მაგრამ ძვირია.. ტელეფონი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც გუშინ ღამით 8 წლის ფარნიანი ნოკია მომპარეს )) (ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდოდა მაგრამ ვიღაც ბომჟი იყო არც იცოდა რა უნდა მოეპარა. ალბათ 100 გრამ არაყში ეცდება გადაცვლას. ) მოკლედ საოცრად დამწყდა გული და რაიმე ტელეფონი მინდა. ლუმია 520 კი მაქვს მაგრამ მომბეზრდა მალევე და ფანრიანი ნოკიათი დავდიოდი. ახლა რაიმე ღირსეული მემკვიდრე მინდა და მირჩიეთ რამე რა.. ბიუჯეტური რათქმაუნდა თორე 930-ს ვიყიდდი. -
შესაძლოა Task Manager-ი იტყუება. სხვა პროგრამით ნახეთ. Aida 64 მაგალითად.
-
სავარაუდოდ ბიოსის აფდეითი ჭირდება. ისე რას გულისხმობ ვინდოუსი 2 ბირთს აჩვენებს ჩართულსო. სად აჩვენებს?
