Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3688
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. იმდენად საზიზღარი პორტი გამოუვიდათ მემგონი შემქმნელებსაც გული ერევათ და ჰაკერები ენერგიასაც არ ხარჯავენ ამის გასატეხად ) ღამურას არ ეკადრებოდა ასე ფეხებზე დაკიდება.. წინა ნაწილები ყველა მაღალი დონის თამაში იყო კარგი ოპტიმიზაციით. ესეც ისესეთივე გამოსულიყო პს-ზე რა მოუვიდოდათ?!
  2. patch მე რაც შევატყე ერთნაირია 1.10 - 1.11 . წარმადობაში არაფერი ცვლილება არაა მნიშვნელოვანი მაგრამ როგორც მახსოვს 1.11-ზე სულ ოდნავ აქვს ფპს მატება უბრალოდ სტატერინგი ემატება. საიდან გადმოწერო არ ვიცი მე პირად ლიცენზირებული მაქვს.
  3. კიდევ ერთხელ დავხურე ძირითადი სთორი. ამჯერად ცუდად არ დამთავრდა მაგრამ უკეთესი მინდა )) ასე რომ ცოტა შორიდან განვაახლებ ისევ თამაშს დაახლოებით ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ჰო კიდევ ის რომ AMD-ს დრაივერიდან ტესელაცია x64 დან x8-მდე დავწიე და ახლა იმდენივე ფპს ჩართულ თმებზე მაქვს და კიდევ მეტი რამდენიც გამორთულზე მქონდა ადრე. თუმცა ვფიქრობ რომ გრაფიკას ჩემთვის შესამჩნევ დონეზე დააკლდა. ჰო კიდევ ის შევნიშნე რომ ერთერთ დლც-ში დამატებული ცირის ტანსაცმელი სინემატიკებში არ ჩანს და ისევ ძველი აცვია. ხელახლა გადარენდერება დაეზარათ ალბათ. ქატსცენები რომ ყოფილიყო ალბათ გამოჩნდებოდა.
  4. ჰო ეგრეა ახლა ვტვირთავდი.
  5. ასე თავის შერცხვენას არ ჯობდა რომ წესიერი პორტი გაეკეთებინათ? კარგად მოემზადებინათ. კონსოლებზე ხო მაინც იქნებოდა და ხალხს ძალიან მოგვწონს კონსოლის ვერსია. გტა 5 ეგრე არ გამოვიდა კარგა ხნის შემდეგ ოღონდ ოპტიმიზაციის მხრივ ვერაფერს დაუწუნებ და ყველა ბედნიერია
  6. ბოლო გრაფიკაზე სამწუხაროდ ვერ ვთამაშობ მაგრამ უდავოდ უძლიერესი თამაშია. ჩემთვის პირადად 2015 წელს ამაზე მაგარი თამაში არ გამოსულა.
  7. მაგის შველის ერთადერთი გზა ისაა რომ ტორენტს დაუწესო სიჩქარის ლიმიტი. შეზღუდე რაიმე ნიშნულამდე და დარჩენილი რესურს მერე გამოიყენებ. ახლა 100% ქსელის რესურსი მაგას მიაქვს
  8. ip მისამართის მიხედვით ადგენს რეგიონს და იმის შესაბამისად გიწერს ვალუტას. თუ დოლარში გინდა მაშინ რომელიმე vpn კლიენტი გამოიყენე და მიუთითე ამერიკა. ეგრე ვიყიდე 5 $-ად ერთი თამაში რომელიც იმ მომენტში 10 ევრო ღირდა )
  9. რუსეთის რეგიონისთვისაა ალბათ 899 რუბლად თორე 25$ ფეხს არ უცვლიან ახლა სტიმის store-ში რომ ნახო. რამდენადაც მახსოვს 899 რუბლი და 25$ საკმაოდ შორიშორს არიან )) 899 რუბლად წინა ნაწილების ხათრით შეიძლება მეყიდა კიდეც.. ამას რაც შეეხება როგორც ხალხი წერს რეალურად არაფერი გაუმჯებესებულა და თითქმის ისეთივე ნაგავია როგორც ზაფხულში. სამწუხაროა არადა გენიალური თამაშია ps4-ზე რაც ვითამაშე.
  10. Depth of Field-ი რასაც უყურებ იმაზე აფოკუსებს და იდეაში რეალობასთან ახლოსაა. სინგ ფლეიერში ცუდი არაა რავი. მე მომწონს ეგ ფუნქცია. ონლაინში ხედვის არეალი ფაქტობრივად კიდევ გეზღუდება ცოტა და მოუხერხებელია. თუმცა მე მაინც ჩართულზე ვთამაშობ და საერთოდ არ მიშლის ხელს.
  11. MSAA არ ვიცი მაგრამ SSAA ასეთ სხვაობას მაძლევს. off on 1.5x on 3x (თუ 4x) off on ჩემთვის საგრძნობი სხვაობაა და გათიშვა რომ მიწევს ვნერვიულობ ))
  12. ჰო მართლაც ძალიან კარგი თამაშია. ისეთი დადებითია... <3
  13. ხო მაგრამ ვისაც ძველი სუსტი სმარტი გვაქვს (520) და არ ღირს 10ზე გადასვლა იმათ რა უნდა მოვიმოქმედოთ? 520-ზე 10 რომ დავაყენო სირცხვილი არ იქება? ვფიქრობ სასტიკად გაჭედავს
  14. ძალიან მომწონდა ეს ფუნქცია და ხშირად ვიყენებდი და ამასაც აშთობენ ((
  15. მე შემხვდა წეღან ქვის კიბეში იყო მასტი გაკვეტებული და იქედან შპაგაობდა ))
  16. ვინდოუსი ჩაიწერება. ბრუნს რაც შეეხება თუ სწორად მახსოვს მაგეებს 5900 rpm უნდა ქონდეს. მე მაქვს ეგეთი ოღონდ 1 ტბ.
  17. პრინციპში ახლა მივაქციე ყურადღება და აშკარად აქვს სტატერინგი ქალაქში მაგრამ ეგ უფრო ალბათ ჩემი ვიდეოკარტის ბრალია რომ ვერ უმკლავდება ამ თამაშს.
  18. სტატერინგი არ შემიმჩნევია. ქალაქში თუ გავაკეთებ რესპაუმს სანამ ყველაფერი ჩაიტვირთება მანამდე კი აქვს მაგრამ მერე სწორდება. ნუ წინა პაჩზე ეგრე არ იყო ძალიან რბილად და სტაბილურად მიდიოდა მაგრამ უფრო დაბალი ფპს ქონდა. ამ ახალ პაჩზე ოდნავ მოემატა ფპს. თმები გათიშულია მაქვს სამივე ოფციაში. და ხედვის სიშორე მიყენია მედიუმზე, ჩრდილები ჰაიზე. ამ პარამეტრებით ფპს მერყეობს 35-52 ფარგლებში. დახურულ ლოკაციებში ზოგგან 60-იც აქვს. ნუ ჩემთვის მისაღებია ამ თამაშში დაბალი ფპს. დიდად არ მოქმედებს თამაშის პროცესსზე.
  19. ლიცენზირებული ვერსია მაქვს და ყოველთვის ბოლო პაჩით ვთამაშობ. ბოლო გუშინწინ(თუ იმის წინ) გამოვიდა ანუ 1.11. რამდენჯერმე შემხვდა რომ გაჭედეს ტიპებმა და წრეზე დაიწყეს სიარული უაზროდ)) ერთხელ კაერ მორხანში დრაკონი რომ უნდა მოკლა იმ დრაკონმა გაჭერდა და პირველი შებრძოლების მერე გამოქვაბულში რომ უნდა წასულიყო უბრალოდ თავს ზემოთ წრეებზე დაფრინავდა. ასეთ შემთხვევაში ბოლო ჩექპოინთზე ვტვირთავხოლმე და სწორდება.
  20. დიდი თამაშია და პატარა ბაგები ხშირად მხვდება. მაგალითად ჰაერში გამოკიდებული ნივთები, ან თვითონ პერსონაჟი რომ ჰაერზე დადის. ან ერთი ადამიანის ორი მოდელი დიალოგისას:
  21. ძალიან ძლიერი თამაშია და დეველოპერებიც კარგი ტიპები არიან. მეორედ ვხურავ და არ მბეზრდება. წინაზე ნაჩქარევად დავხურე რომ მალე გამეგო ბოლოში რა ხდებოდა და ცუდი დასასრული გამომივიდა. ახლა დასტოინნად მივყვები და "მოაქვს" რასაც ქვია. ერთი რაც არ მომწონს ისაა რომ ლიცენზიები ამ დებილი gog.com ის ბაზაზე იყიდება რაც იშოვება ინტში და მომიწია მაგის ყიდვა. სთიმის გარეთ სთიმის ლიცენზიებს ვერსად წავაწყდი შედარებით შეღავათიან ფასებში და აი ძალიან არ მომწონს დამატებით გოგ გალაქსის არსებობა. (მეზიზღება ეგ სისტემა) აღშფოთებულიც ვარ. ამმმმ...
  22. ამ ბოლო პაჩმა ვფიქრობ ოდნავ გააუმჯობესა ფპს. შესაძლოა უბრალოდ მინდა ასე იყოს და მეჩვენება..
  23. ძალიან კარგია. (მაგრამ მაინც PS4-ის კონტროლერი უფრო მომწონს)
  24. DLC-ების გადმოწერის შემდეგ ამუშავდა ძველი სეივები.. კარგია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.