-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
რამოდენიმე დღის წინ ვითამაშე order-ი PS4-ზე. საშინელებაა 30ფპს. თვალები დამეთხარა. ვიზუალი კი კარგი აქვს მაგრამ ზედმეტად მომატებული აქვს ბლარი რომ ჭედვები არ შეეტყოს სავარაუდოდ და ეგ საშინლად მოქმედებს ჩემს მხედველობის სისტემაზე. უმეტესობა თამაშები ეგრეა. პროსტა ანიმაციებია კონსოლის თამაშებზე მაღალი დონითა შესრულებული. პც-ზე ეგეთი დეტალიზაცია იშვიათობაა სამწუხაროდ..
-
რაღაც უცნაური დასახელებაა ეგ(ორი ქოფირაითის აღნიშვნა დასახელებაში). ვირუსი მგონია. ნახე რა ადგილიდან ეშვება და მიხვდები. ეგეთი პროცესი ჩემთან საერთოდ არაა. (თუმცა მე win 8.1 მაქვს)
-
witcher ში ნადვილად არაა სტატერინგი 45 ფპს. ძალიან რბილად ითამაშება. თუ მაინცდამაინც დრაივერიდან pre rendered frame 0-ის ნაცვლად 1ზე რომ აწიო ეგეც საგრძნობლად დაარბილებს, გააჩნია თამაშს.
-
როგორც წავიკითხე და სხვა თემაში დავპოსტე კიდეც gears of war არ გამოვა პც-ზე , შეცდომა გაიპარა ინფორმაციაშიო და ბოდიშს ვიხდითო. ეგრე აზრს დაკარგავს კონსოლების არსებობა თუ ექსკლუზივები აღარ იქნება. ჩემი აზრით არ უნდა გამოუშვან მიუხედავად იმისა რომ პც გეიმინგის მიმდევარი ვარ და იშვიათად ვთამაშობ კონსოლს თუ მეგობრები ამისთვის მოვიცლით. ნუ მოგვიანებით გამოუშვან კი ბატონო პცზე ასე ნახევარი/ერთი წლის მერე. წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან კოსოლების ფლობელები და მაგას არ იზავენ დარწმუნებული ვარ.
-
Batman Arkham Knight ლამაზი თამაშია გრაფიკული თვალსაზრისით.
-
საწმუხაროდ [CORRECTION] This post originally said that Gears of War 4 and Scalebound are confirmed for PC. GameSpot regrets the error.
-
დინამიურია ეგ დისკი და არა ბეისიკი და მაგის ბრალია სავარაუდოდ. კონვერტაცია უნდა. იქნებ ეს ვიდეო დაგეხმაროს.
-
რაც მოვნიშნე იმაზე რომ დააკლიკო და იქედან შექმნა ახალი ვოლიუმი არ შვება ეგრე? ან სხვადასხვა ტიპის ფართიშენები როა ეგ ურევს, ხაკისფერები როა იდეაში მაგ ფერის არ უნდა იყოს. დინამიურია თუ რაღაც და კონვერტაცია ჭირდება.
-
ჩემზე ცოტა ამდენი ხნის მოხმარების შემდეგ არამგონია ვინმეს გქონდეთ ჩაწერილი სსდ-ზე )) 2014 წლის ნოემბრის ბოლოს რომ დავაყენე სისტემა იმის მერე აღარ შემიცვლია. ძირითადი პროგრამები თავიდანვე ჩავწერე (3dmax, maya, ue4 და ა.შ) და იმის მერე ფაქტობრივად აღარაფერი დამჭირვებია (დიდ პროგრამებს ვგულისხმობ ზომაში რამდენიმე გბ რომაა) თამაშებს არ ვაყენებს სსდ-ზე, და ქეში და ტემპებიც გადატანილი მაქვს HDD-ზე. მარტო ქრომის ქეშია სსდ-ზე. მოკლედ ასეთი მდგომარეობაა. პ.ს. მეორე სსდ mx 200 კიდე საერთოდ არ გამომიყენებია, ზაფხულში ვიყიდე და 10მბიც არაა ჩაწერილი, მარტო ტესტები გავატარე და ეგ იყო, დაჟე კაბელი ჩავხსენი რომ ტყუილად არ ყოფილიყო მიერთებული )) 250გბ მაინც შუალედური ზომაა რა. მარტო თამაშებისთვისაც ცოტაა ჩემთვის, მინიმუმ 500გბ-იანი მაინც მინდა რომ თამაშებს ეყოს. სხვა მხრივ რავი რაში უნდა გამოიყენო ვერ ვხდები.
-
ვითამაშე ონლაინი ჩვენს ფორუმელთან (Vepar-თან) და როგორც მოველოდი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ერთერთი საუკეთესო შუთერია. ექშენია მთელი თამაში, სწრაფი და ზუსტი. სხვებს არც კი შევადარებ. თითქმის ყველა ნაწილი მაქვს ნათამაშები და დღემდე ვთამაშობ ზოგიერთს ონლაინს ვგულისხმობ მაგრამ აქ ბევრი გაუმჯობესებაა. დებილი ინტერნეტი რომ არ მქონდეს დღესვე ვიყიდდი :S
-
არაფერი პრობლემა არაა ყიდვა თუნდაც plati.ru -დან. 90% შემთხვევაში ჩვეულებრივ საკრედიტო ბარათს იღებს ხოლო ზოგიერთზე ჭირდება webmoney ან მსგავსი. მაგალითად ამას ჩვეულებრივი ვიზა ბარათით უპრობლემოდ იყიდი. რამდენიმე წუთში/წამში მოგივა გასაღები რომელსაც შემდგომ სთიმში გააატიურებ. მეც ვაპირებ ყიდვას მაგრამ ჯერ ალბათ ბოლო ბეტმენს დავხურავ თორე ადგილიც არ მაქვს კომპში..
-
AMD Radeon R9 280X/R7 260X/R7 240 - ზუსტი სპეციფიკაციები
MaKaSaRa replied to GIBSON's topic in AMD (ვიდეო დაფები)
ზევით crossfire bridge-თვისაა ის კონტაქტი? ღადაობენ? ))) პ.ს. საყვარელიაა -
მეორე შემთხვევა ქეშირებითაა გამოწვეული და რეალურ შედეგს არ ასახავს. აი პირველი ნორმალურია იმის ფონზე რომ ალბათ სატა 2ზე გაქვს დაერთებული და მაგაზე მეტი არ შეუძლია , შეიძლება ოდნავ მეტი დადოს იდეალურ შემთხვევაში.
-
ჩემი პრეისტორიული 8500 gt გამახსენდა. მაგარი ვერსია იყო. gddr3-ზე 600/600/1200 სიხშირეებით 256მბ Vram-ით. expertvision-ის ფირმის (მალავე გაქრა ეგ პრენდი) რაზგონით კი 200mhz -ის მომატებით ანუ 800/800/1400 უპრობლემოდ დგებოდა და ძალიან მიკვირდა როგორ შეეძლო ამდენის ატანა. სხვათაშორის წარმადობაც საგრძნობლად ემატებოდა სანამ მეხსიერების მოცულობამ არ დაალიმიტა. პ.ს. შარშან დახუჭა თვალები და აღარც გაუხელია(2007 წლიდან მემსახურებოდა ერთგულად თუმცა 2011 წლიდან ფაქტობრივად აღარც უმუშავნია მარტო ზაფხულობით მაქსიმუმ 1 თვე) ბიუჯეტური კარტების რაზგონს დღესდღეობით არ ვიცი რამდენად აქვს შედეგი. 10 წლის წინანდელთან შედარებით ტოპ კარტებსა და ლოუ ენდებს შორის საკმაოდ დიდი ნაპრალია. თუმცა ყოველგვარი მცდელობა ავაჩქაროთ მოსიარულე მკვდრები დასაფასებელია. თან ის მომენტიც არაა რომ აი ძვირი ღირს და გული დაგვწყდეს და ვერ გადავიტანოთ თუ დაიბრიდება. ახლა სადღაც მიგდია gt 630, ალბათ ერთი წლის წინ ვიყიდე 14.99$ად ახალი გალაქსის საიტზე და მეთქი ეგდოს. ამისთანა მკვდარი კარტა კარგა ხანია არ შემხვედრია. ძველ კომპიუტერზე 775 სოკეტის ქსეონზე +4გბ რამზე მაინც ტორმუზია 1280X1024 რეზოლუციაზე ძველ თამაშებშიც კი (call of duty mw2, mw3) ვგულისხმობ მაგალითად თორე ახლების გაშვება არც მიცდია(ვცადე მაგრამ შედეგებს არ დავწერ). ახლა ეს რომ დავარაზგონი აი რა აზრი უნდა ქონდეს? მკვდარია მკვდარი და ისევ gtx 750 ჩავაყენე და ბევრ ახალ თამაშსაც ქაჩავს რასაც 4გბ+ მეხსიერება და 4 ბირთვიანი პროცესორი არ ჭირდება.
-
პირველი უკვე გააქტიურებული თამაშია ვიღაცის ორიჯინის ექაუნთზე და ის ექაუნთი იყიდება, და მეორე შემთხვევაში თამაშის სუფთა გასაღები იყიდება რომელსაც შენს ექაუნთში გაააქტიურებ. თამაშში სხვაობა არაფერი იქნება.
-
იქნება რაიმე ახალი დაამატონ თორე ვთამაშობდი ინტენსიურად სადღაც 2-3 თვე და ახალი არაფერია სამუღამო. ბოლომდე განვვითარდი, ბოლო პრესტიჟზეც ავედი. ხალხსაც უმეტეს შემთხვევაში საგრძნობლად ბევრს ვკლავ სხვებთან შედარებით და diamond რანკზეც ავედი(რანკირების სისტემა რომ არ დაემატებინათ საერთოდ ფსკერზე იქნებოდნენ) და მეტი არაფერია. აღარ მითამაშნია კარგა ხანია და ახლა რანკიც ჩამოსული იქნება ბრინჯაოზე ალბათ. მერე დავიწყებ ისევ ავალ და რა? სულ ვამბობდი რომ killstreakების სისტემა რომ მუშაობდეს კარგად და დახვეწილი ქონდეს უფრო მაგარი იქნებოდა. ანუ მოკლავ რაღაც რაოდენობის მოთამაშეს შენი სიკვდილის გარეშე და გეძლეოდეს რაიმე გნასხვავებული შესაძლებლობა, როგორც ეს call of duty-შია. (ერთერთი მიზეზი რის გამოც BF მაგარი არ მომწონს სთრიქების არ არსებობაა). აქ ახლა ყველა მოკვდავს შეუძლია ტიტანის გამოძახება და ვითომ ეგ აბალანსებს თამაშს მაგრამ მე მუღამს მიკარგავს. გამოდის რომ ჩემი სქილები არაფერს ნიშნავს. უბრალოდ სხვაზე ადრე გამოვიძახებ ტიტანს და ეგაა. საოცარი მარაზმია. ამიტომ აღარ ვთამაშობ არადა მექანიკა ნამდვილად არ აქვს ცუდი და საჩემო ჟანრია. black ops 3 თუ ვიყიდე კიდე საერთოდ კარგად მეყოლოს მე ეს აღარ ვითამაშო.. პ.ს. ჩემი ონლაინ შუთერების ტოპ ხუთეულში კია ისე.
-
არა რა 60$ სთიმზე ოფიციალურად 30$ ღირს. და რომელიმე ონლაინ მარკეტიდან თუ იყიდი 13 $ად იშოვი. არაა ეს ისეთი ფასი რომ ადამიანს დაენანოს თუ თამაში მოსწონს.
-
როგორც ჩანს სახეს ახევს ეს თამაში ამდ-ს კარტებს განსაკუთრებით და ამის გამო ვიკავებ თავს. არადა როგორ ველოდებოდი..
-
მობილურით მთავარ გვერდზე შემოვდივარ მაგრამ ლინკით გადასვლა რომ მინდა რომელიმე თემაში მაგ დროს აღარ მიშვებს. ჩემთან ურევს რამე თუ თქვენთანაც ასეა? windows phone-ია.
-
ჰო თორე აქამდე ვიყიდდი უკვე. არ ჩანს ცუდი. თან კანფეტი ოპტიმიზაცია აქვს.
-
დროთაგანმავლობაში კვების ბლოკის შემადგენელი კომპონენტები(კონდესატორები) დეგრადირებას განიცდის რაც იწვევს მსგავს შედეგებს. განსაკუთრებით უხარისხო კვების ბლოკებისთვისაა მსგავსი პრობლემა დამახასიათებელი. სამწუხაროდ ვერ უშველი(არ ღირს მაგის შველა) ჯობია რომ ახლით შეცვალო სანამ სხვა რამეც არ დააზიანა.
-
კვების ბლოკი ვერ გამოიმუშავებს შესაბამის ძაბვას რის გამოც დასაშვებ ცდომილების ზღვარს ცდება და გააწითლა. და კი, მაგის გამო შესაძლებელია დარესტარტდეს
-
ოფიციალურშია ეს? ))) თუ ვინმე ფანის ნამოქმედარია?
-
ძაან ჩემია ეს თამაში )) თავისუფალი გადაადგილება ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო <3 ვერ ვეგუები საზღვრებს და კომპრომისებს.
