-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
გეთანხმები აბსოლუტურად. არ მაქვს ისეთი შემოსავალი რომ ჩემი სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილება თუნდაც გეიმინგში უპრობლემოდ შემეძლოს მაგრამ როგორღაც ვახერხებ რომ რა თამაშებიც მომწონს შევიძინო ლიცენზია. ბოლო პირატული რაც ვითამაშე ალბათ black ops 3 იყო და მანამდე არც კი მახსოვს. სულ ვყიდულობ ლიცენზიებს მითუმეტეს რომ არც ისე ძვირია იმის ფონზე როცა ჩვენთან შაურმა 12 ლარი ღირს და ხალხი დაუნანლად იხდის მაგ ფულს )) ასე რომ ჩემთვის არგუმენტი რომ შემოსავალი არაა გვიჭირს და პირატულები უნდა იყოს რომ გეიმინგით ვიყოთ დაკავებული საერთოდ არაა მისაღები თუმცა ვიმეორებ რომ ეს ჩემთვისა ასე და ჩემი აზრია. აუცილებელი არაა მეთანხმებოდნენ ალბათ სხვა არგუმენტებია ამის გასაბათილებლად. ყველაფერს ვერ ითამაშებ თანაბარი ინტერესით და ენთუზიაზმით. ხოდა წელიწადში არც ისე ბევრი თამაში გამოდის მაღალი ხარისხის და თან ჩემს გემოვნებაში ჯდებოდეს. ასე რომ მათი შეძენა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი შემოსავლის პირობებში. ამ თამაშს ყველა წინაპირობა აქვს რომ შევიძინო. ვნახოთ რა. BO3, MGSV და ეს მაქვს გეგმაში. თუმცა დოლარის (თუ ლარის) კურსი ამ შესაძლებლობებს ამცირებს))
-
ვაა რუსულად რა კარგი გახმოვანებაა. რუსულად არ ვთამაშობ თამაშებს თუ witcher ან metro არაა მაგრამ როგორღაც მომინდა ეს ვითამაშო (მას შემდეგ რაც ვიყიდი ალბათ თებერვლის ბოლოსკენ მანამდე მაქვს თამაშები რომელიც ჯერ კიდევ დასახური მაქვს)
-
მაგ მაუსზე ცუდი არ გამეგო რა )) ყიდვას ვაპირებ სამომავლოდ და თუ მაგ ფირმაც რეიზერივით ცარიელი სახელი აღმოჩნდება სტეხს. იმედია რაიმე სერიოზული არაა და მოგვარდება ეგ პრობლემა
-
Microsoft Lumia - სიახლეები
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
ლამაზია <3 თუ მოკბეჩილ ვაშლზე არ გადავედი გაზაფხულისკენ (აუდიო სისტემის გამო. დამატებით კარგი ფლეიერის ყიდვა მეზარება, არაპრაქტიკულია) ალბათ ამას შევიძენ. დიზაინში ეგ ცვლილება (კანტი) ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც ჩანს )) -
Batman Arkham Knight
-
ვიყიდე (პირატულ თამაშებს თითქმის აღარ ვთამაშობ) წინა ნაწილებთან შედარებით რამდენიმე გაუმჯობესება შევნიშნე. ბრძოლის სისტემა უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილია. გარემოს ელემენტების გამოყენება ბრძოლის დროს უფრო მრავალფეროვანია და ყუთის სროლით აღარ შემოიფარგლება. (მაგალითად წეღან "ლუსტრა" ჩამოვალეწე თავზე ტიპს )) გრაფიკა რათქმაუნდა აღნიშვნის ღირსია. ერთი რაც ძალიან არ მომეწონა ბეტმობილის კონცეფციაა. გაიძულებენ გამოიყენო არადა რა ჯანდაბად მინდა რა.მის გარეშე ფაქტობრივად ვერ ითამაშებ. ხშირად გჭირდება (გადაადგილებას არ ვგულისხმობ)
-
AMD-ზე რაც ირთვება ყველაფერი ჩავრთე და საკმაოდ ნორმალურად მიაქვს. ვიდეომეხსიერება კი გადაავსო მაგრამ შეუძლებელი რომ ხდებოდეს თამაში ეგეთი ვარდნები არაა. მინიმალური რაც დავაფიქსირე 35ფპს იყო ბეტმობილით ტანკებს რომ ვაფეთქებდი მაშინ. ქალაქში მოძრაობისას მანქანით მინიმალური 43 ფპს აქვს. საშუალოდ თამაშს ალბათ 50+ ფპს. დახურულ სივრცეში 60 ოღონდ მანდ შეზღუდვა 60ზე მიყენია. და ეს ყველაფერი ჩემს კარტაზე. ისე ნვიდიას კარტის მიერთება რომ შემეძლოს ფიზიკის დასამუშავებლად რა კარგი იქნებოდა.. კი მაქვს ზედმეტად ერთი ნვიდიას კარტა.. არ ვიცი ადრე როგორ იყო მაგრამ აშკარად არაა ცუდი. ჩემთვის ძალიან ლამაზად გამოიყურება ამისი გრაფიკა და ეს ფპს რაც ჩემმა კარტამ მომცა სასვსებით მისაღებია და უფრო მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა.
-
თქვენი ნაწერების გათვალისწინებით სხვადსხვა თემებში ჩემეული შეხედულება ჩამომიყალიბდა სათამაშო გემოვნებასთან დაკავშირებით და არ ვფიქრობ რომ ეს თამაში თქვენი გემოვნების იქნება.. ) დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას სპოილერი რომ არ გამოვიდეს.ვფიქრობ, კლასიკური გაგებით რპგ არაა და სწორედ მაგის გამო მომწონს. არც ის მაწუხებდა რომ ღია სამყარო არაა. გრაფიკა საკმაოდ ნორმალურია. ერთი ადგილი შეგხვდება მალევე სადაც ჩემთვის ულამაზესი გარემო იყო. პროლოგით ვერ იმსჯელებ. პირველი ნაწილის სეივები მეორეში არ გამომიყენებია არც მახსოვდა როგორ დავხურე პირველი იმდენად დიდხანს გამეწელა მისი დახურვა. ჯამში თავისი პერიოდული შეწყვეტებით 1.5 წელიწადი მაინც ვხურავდი თავისი addonებით. მესამე ნაწილში კი გამოვიყენე მეორეს სეივები თუმცა კარგად აქვს მესამე ნაწილს სეივების გარეშე მეორე ნაწილის მოკლე შინაარსის განსაზღვრა ))
-
მე მქონია ძველ კომპიუტერებთან შემთხვევა რომ ბიოსში მითითების გარეშე არ მუშაობდა დუალი ავტომატურად (775-ზე) და ახალზე ყოფილა რომ მოდულების ადგილების შეცვლამ სლოტებში უშველა თუმცა ეგ იღბლიან შემთხვევას მივაწერე. რაღაც არ მგონია რომ არ მუშაობდეს დუალი უბრალოდ ასე თვალშისაცემი არაა სხვაობა ალბათ. cpu-Z რას დაწერს საინტერესოა.
-
წინა ნაწილებიც არ მაქვს ნაყიდი. პირატულები დავხურე ადრე. ახლა რაც შევეშვი მეკობრეობას კი მინდა ყველა ვიყიდო იმდენად მომწონს ეს სერია. ვნახოთ თუ ჩამოვა 7-მდე ისევ თუა რა 9-10$ ბევრია გაუმართავი თამაშისთვის. ამის ყიდვას ერთი მაგდენს დავამატებ და black ops 3-ს ვიყიდი ონლაინში გასართობად.
-
7.35$ ღირდა ახალ წელს. 3 რიცხვში დაიდო და იმ მომენტში დამეზარა და ტიპა სულ ამოყიდა საღამომდე 60 გაყიდვა ქონდა. ახლა მინიმუმ 9$ გამოდის რაც ვნახე.
-
დავხურე სთორი ლაინი. ცუდი თამაში არაა ნამდვილად. ახლა steam achievement-ებს და დამატებით მისიებს მივხედავ. ნორმალური გასართობია.
-
AMD Radeon Software Crimson Edition version 15.30.1025
MaKaSaRa replied to მათე's topic in დრაივერები
-
არა ბუსტი ჩვეულებრივ ადის რაც აქვს..
-
Mad Max-ში fps დააკლო ბოლო "fix"-მა.
-
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
იმ საქმისთვის რისთვისაც მჭირდება კუდა ქორების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად უდრის უკეთეს შედეგს. რამდენი %-ით მეტი ბირთვია იმდენი%-ით მცირდება რენდერის დრო. ერთი ერთში. მარტო თამაში არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამის გამო ვამჯობინებ 780 ტი-ს. თუ რენდერის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ მაშინ დაუფიქრებლად 970. ახალია, გრილია, უფრო კარგი მხარდაჭერა აქვს მწარმოებლისგან, ტექნოლოგიური სიახლეებიც აქვს, +1გბ ვიდეომეხსიერება რომელიც 2კ-ზეც ბევრ თამაშს გათამაშებს. -
მე პირადად ოდნავადაც არ ვიდარდებ თუ არ იქნება პირატული ვერსიები. მაინც ვყიდულობ ლიცენზიებს. საერთოდ კი არამგონია ოდესმე თამაშების შეტეხვას თავი დაანებონ და აზრი დაეკარგოს. მილიონობით ადამიანის გეიმინგობის ბედია მაგაზე დამოკიდებული. ბავშვები რომელტაც საკუთარი შემოსავალი არ აქვთ და მშობლები ლიცენზირებულ ვერსიებს არ უყიდიან ძალიან დაიჩაგრებიან არადა ვერავინ დამაჯერებს რომ ადამიანის განვითარებაზე თამაშები დადებითად არ მოქმედებს. ნუ იმათი დღემდე არ მესმის ვინც თამაშს იმიტომ არ ყიდულობს რომ პირატული ხომ არსებობს როცა პც ვერსიაზე არც ისე ძვირია ლიცენზიები ჩვენი რეალობისთვისაც კი. მაგდენს ხალხი ყოველდღე შაურმებში უშვებენ. მოკლედ ჩემთვის ნეიტრალური ნიუსია. არც ვწუხვარ და არც მიხარია.
-
ისე აღვიქვი თითქოს თამაშის გამოწერა გინდა(თუ ვცდები მაშინ დაივიწყე რასაც ვწერ) და ეგ მთლიანი თამაში არაა. DLC-ა მარტო რომელსაც ძირითადი თამაში ჭირდება. რეგიონალურ შეზღუდვას რაც შეეხება არ ვიცი როგორ ხდება და სხვები უფრო გიპასუხებენ.
-
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
მე არაფრის გაგება არ მიცდია კაცო. უბრალოდ ვთქვი რა შედეგებიც მაჩვენა ტესტირებამ და ჩემი აზრი მოვაყოლე. მყიდველი თვითონ გადაწყვეტს რომელი ურჩევნია. მეც ლიჩნად ახალი კარტა მინდა მქონდეს და ყველა კარტა რაც მქონია ახალი ვიყიდე. upgrade-ზე ვფიქრობდი და დაახლოებით იმ ფასში რაც ჩემი კარტა ღირს ნვიდიას ბანაკში შესაბამისი ფასით რაცაა (ნვიდია მჭირდება საქმისთვის) არ ღირს აფგრეიდი და გუშინ მაგაში დავრწმუნდი. მეორე მხარეა მცირე ენერგომოხმარება და ხმაური. რაც შეეხება 970-ს ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ მაგას მე პირადად 780ti მირჩევნია ისევდაისევ საქმის გამო. 2880 კუდა ბირთვი აქვს რაც საოცარი მაჩვენებელია როცა ტიტანს 3072 აქვს. 970–ს იმ საქმისთვის რისთვისაც დამატებით ვიყენებ კარტას აშკარად ჯაბნის. მე კომბინირებული შემთხვევისთვის თამაშები+საქმე 780ტი-ს ალტერნატივას ვერ ვხედავ. იმასაც კი ვფიქრობ ჩემი 2 კარტა ხო არ მივაყიდო და ეგ ვიყიდო. -
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
მეც მეგონა რომ გრილი იქნებოდა მაგრამ არც მთლად გრილია. 2 ვერსია გავტესტეთ. EVGA gtx 950 sc და PNY gtx 950. პირველი ერთ ქულერიანია, მეორე 2 ქულერიანი. furmark-ში ერთი 79 გრადუსზე ავიდა ერთი 74-ზე ოღონდა არ მახსოვს რომელი რამდენზე. ოღონდ ეს სტანდარტულ რეჟიმში, ანუ მაშინ როცა ქულერები ავტომატურად 60 თუ 65 გრადუსს ზევით ჩაირთვება. მანამდე ჩუმადაა. P.S. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ყუთი აქვს PNY 950-ს. გიგანტური პირდაპირი გაგებით და შიგნით არაფერია. ცარიელი სივრცე აქვს )) -
GeForce GTX 950 Review By NvidiaFan
MaKaSaRa replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
დღეს გავტესტეთ მე და მეგობარმა რამოდენიმე კარტა სხვადასხვა თამაშში. მათ შორის GTX 950. თამაშები იყო შემდეგი. Witcher 3, crysis 3, Metro LL, Tomb raider, Mad Max, Sniper gw2, TDU2 (ამას არ ვიმჩნევთ) Ryse Son of rome ნუ კიდევ არ ვიცი შეიძლება რომელიმე გამომრჩა. კარტები კი იყო gigabyte gtx 670 oc, EVGA gtx 950 SC, r9 280 sapphire. თითქმის ყველა თამაშში ჩამორჩა 950-ი 670-ს გარდა TDU2-სა )) სადაც 670-ს 60 ფპს ქონდა ამას 67. R9-მ გული დამწყვიტა. Mad Max-ში 10 ფპს-ით აჯობა 670-მა. ასევე crysis 3-ში 6-7 ფპს-ით. 950-ს ორივე კარტამ აჯობა ჯამში. მოკლედ ცუდი კარტა არაა მაგრამ ebay-ზე 670-ს სადღაც 110-120 $ დაითრევ რომ ჩაუჯდე და 950 135$ ნაკლებად არაა. მოკლედ ჩემი აზრით არ ღირს მაგის ყიდვა 1080პ-ზე ყოველშემთხვევაში(ნაკლებ რეზოლუციაზე არ გამიტესტია) -
Mad Max
-
მადლობა, გავითვალისწინებ. 16გბ მაქვს ოპერატიული მაგრამ 2 მოდული სხვა ფირმისაა და 2 სხვა და მაგის გამო იშვიათად მაგრამ მაინც აბლუსქრინებსხოლმე. ამიტომ 8 მიყენია ახლა და 8 რეზერვში მაქვს )) ისეთი ტენდენციაა 8 გბ ტოპ თამაშებს უკვე აღარ ყოფნის.
-
მართლა გემოვნების ამბავია რა. ის რომ ოპტიმიზაცია ცუდი აქვს პრობლემაა რათქმაუნდა მაგრამ თამაში მაღალი დონისაა აშკარად. PS4ზე რაც ვნახე მშვენიერია და ბეტმობილი რომ არ იყოს თამაშში თავისი იდიოტური და უფუნქციო ძალით ჩაკვეტებული მისიებით იდეალური თამაში იქნებოდა. ჯერ Mad Max ვიყიდე და იმას ვხურავ. შემდეგი აუცილებლად იქნება ეს თამაში. youtube-ზე რაც ვნახე ჩემს კარტაზე შეიძლება ნორმალური პარამეტრების პოვნა სათამაშოდ. რათქმაუნდა მაქსიმალურზე მოკვდება მაგრამ იმდენად მიყვარს ეს თამაში აუცილებლად ვიყიდი.
-
და ამის მუღამი რა უნდა იყოს? პერსონაჟის მოდელი იცვლება მარტო მსვლელობა იგივე იქნება და აზრი? თუმცა ფანების მონდომება დასაფასებელია
