-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
AMD-ს საპრეზენტაციო სლაიდშოუ იხილეთ ლინკზე [UPDATED: Full Slide Deck] AMD’s Capsiacin Webcast – Polaris, DirectX 12, VR & More 100-მდე სლაიდია სადაც განხილულია აწმყო და მომავალი ტექნოლოგიური განვითარებები. AMD Announces Radeon Pro Duo: Dual GPU Fiji Video Card For VR Content Creation AMD Unveils GPU Architecture Roadmap: After Polaris Comes Vega
-
ხვალ ანუ 14 მარტისათვის Game Developers Conference-ზე AMD წარადგენს 300 სერიის დამაგვირგვინებელ პროდუქტს სახელად Radeon Pro Duo, ეს გახლავთ ორ ბირთვიანი ვიდეო ბარათი რომელიც განკუთვნილია არამხოლოდ რეგულარულ თამაშებზე, არამედ გრაფიკაზე მომუშავე დეველოპერებზე რომლებიც იყენებენ ვიდეო ბარათის გამოთვლით შესაძლებლობებს ე.წ. compute performance-ს, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს 12 TFLOP of Single Precision. სწორედ ეს გამოთვლითი სიმძლავრე საკმარისია იმისათვის რომ VR ready სეგმენტის ვიდეო ბარათად იქცეს. დანარჩენი ტექნიკური დეტალები მალე გახდება ცნობილი. ეს ბარათი დეკემბერში უნდა გამოეშვათ, თუმცა გადაიფიქრეს რადგან გადაწყვიტეს ოპტიზიმაცია VR-ზე გაეკეთებინათ. ვნახოთ როგორ გააგრძელებს ეს ბარათი fastest GPU solution in the world სტატუსს თუ ენვიდიმაც არ გამოუშვა მსგავსი ორ ბირთვიანი ბარათი, რომელსაც წესით აპირებდნენ http://videocardz.com/58470/amd-radeon-r9-fury-x2-codenamed-radeon-pro-duo
-
https://forum.ge/?f=50&showtopic=34750032 მანდ იკითხე და უფრო გაგარკვევენ ვატების და ომების საკითხებს.
-
მაგ ცენტრის დინამიკებს და ჯინიუსის დინამიკებს ერთნაირი წინაღობა უნდა ჰქონდეთ რომ 1:1-ში წავიდეს. მაგრამ ცოტა სხვაობა მგონი არაფერს უზამს... დიდ ხმაზე თუ აუწევ დინამიკიდან, მაშინ რესივერი გახურდება და ჯობია ბოლომდე არ აუწიო (ისედაც არ დაიკვეხნის ჯენიუსის ეგ მოდელი ხარისხით). დინამიკიდან თუ 50 ან 60%-ზე მეტს არ აუწევ, მემგონი არაფერი გახურდება...
-
მოდელების სახელებს თუ გულისხმობ არა გრელანდია ძველი სახელწოდებაა რომელიც პოლარისით შეიცვალა რამდენიმე თვის წინ. ხელშეკრულება 14 nm-ზე უკვე გაფორმებულია და ისევ 28 nm-ზე რატომ უნდა გამოუშვან? აქამდე ყველა თაობა 28nm-ზე იყო და არქიტექტურულად დიდი სხვაობა არ იყო მათ შორის, მაგიტომ იყო რებრენდინგი. ახლა თუ მხოლოდ Fury II გამოვა 14 nm-ზე და დანარჩენი ისევ 28 nm-ზე დარჩა, შეუძლიათ პირდაპირ დახურონ ამ ბიზნეში საქმიანობა, მაგრამ რათქმაუნდა ეს ასე არ იქნება. მთელი 400 სერიის ბარათები უნდა იყვნენ ენერგოეფექტურები, ისევე როგორც ნვიდიას ბარათები. ამიტომ ლოგიკურად გამორიცხულია ისევ 28 nm ბარათები გამოუშვან. შეგიძლია ამ რევიუს გაეცნო AMD's next-gen Polaris GPU architecture unveiled, arrives in mid-2016
-
ნოუთბუქებსა და ულტრაბუქებზე ძლიერი GPU-ს არქონის გამო, AMD ცოტახანში გამონახავს ამ პრობლემის გადაჭრის გზას. http://www.forbes.com/sites/jasonevangelho/2016/02/29/amd-teases-external-gpu-announcement-hinting-at-universal-laptop-support/#2155f1e346d7
-
უბუნტუ გაცილებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს ვიდრე ვინდოუსის ბოლო ვერსიები. შესაბამისად პროცესორს უფრო მეტი რესური რჩება ქრომისთვის
-
http://www.tweaktown.com/news/50737/amd-beats-nvidia-early-doom-benchmarks-dominating-4k/index.html OpenGL-ზე ბენჩმარკის შედეგები
-
უბუნტუ მემგონი ცოტა გიშველის. ან კიდევ რამე ძველი, მაგალითად ვინდოუს xp.
-
სხვადასხვა ნანომეტრის არ იქნება. AMD ყველაფერს 14 ნანომეტრზე გამოუშვებს, როგორც პროცესორებს ისე ვიდეო ბარათებს. ეს უკვე რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, ჯერ კიდევ შარშანდელი ამბავია. ნვიდიამ ადრე გააფორმა ხელშეკრულება TSMC-სთან რომელიც 16 ნანომეტრს ითვალისწინებს. AMD-მ კი რამდენიმე თვის მერე, რაღაც პრობლემების გამო რომელიც GlobalFoundries-ს ჰქონდა 14 nm გადასვლასთან დაკავშირებით.
-
პირველი ბარათები რომელიც გამოვა 4xx სერიაში იქნება mid range დონის, თუ გავრცელებულ ინფორამციას დავუჯერებთ. ფლაგმანები ცოტა მოგვიანებით გამოვა მაგრამ მანამდე 2 ბირთვიანი ბარათი გამოვა. ისე ნვიდიაც აპირებდა 2 ბირთვიანი ბარათის გამოშვებას
-
განახლებული ბენჩი პირველი Dx 12 თამაშისგან http://www.extremetech.com/gaming/223567-amd-clobbers-nvidia-in-updated-ashes-of-the-singularity-directx-12-benchmark ეს წავიკითხე ბოლომდე თავისი განმარტებებით. http://anandtech.com/show/10067/ashes-of-the-singularity-revisited-beta
-
S5-ში Adreno-ს GPU დევს, მაგრამ არის სხვა ფირმის GPU-ებიც https://en.wikipedia.org/wiki/Adreno https://en.wikipedia.org/wiki/Mali_%28GPU%29 https://en.wikipedia.org/wiki/PowerVR#Series_5 როგორც ხედავთ, სულ არის ორი ფირმა რომელსაც აქვს გრაფიკულ-ვექტორული როგორც ორი ასევე სამ განზომილებიანი პროგრამირების ინტერფეისი ე.წ. API. ესენია Microsoft და Khronos ჯგუფი. (ასევე Mantle არ დაგვავიწყდეს) Khronos ჯგუფს ეკუთვნის შემდეგი API-ები: OpenGL, OpenGL ES, OpenCL, OpenVG და ასევე ვულკანი, რომლთა ტექნიკური მხარდაჭერა გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილ GPU-ებს. ასევე ამ GPU-ებს გააჩნიათ Microsoft-ის Direct3D-ის მხარდაჭერა ანუ იგივე DirectX. 3D აპლიაკციები ანდროიდებზე (SoC-ებზე) იქმნება OpenGL ES-ის გამოყენებით, ლინუქსზე OpenGL-ით, ვინდოუსზე კი რათქმაუნდა Direct3D-ით. როდესაც Khronos ჯგუფმა გამოუშვა პირველი API OpenGL იყო 1.1 ვერსია 1997 წელს, ბოლო ვერსია 4.5 კი 2014-ში. ამით დამთავრდა OpenGL-ის 17 წლიანი განვითარება ვიდრე არ გამოვიდა ვულკანი. ვულკანი სწორედ OpenGL-ის შემდეგი თაობაა, რომელიც Mantle-ზეა დაფუძნებული. ვულკანის API ამიტომაც არ არის თავსებადი OpenGL-ზე. შესაბამისად OpenGL სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება 4.5 ვერსიაზე გაჩერებული და ასპარეზს დაუთმობს სრულიად ახალი ბირთვის მქონე ვულკანს, რომელიც თანდათან კიდევ დაიხვეწება. ესეც პატარა ისტორიული მიმოხილვა, თუ საით მიექანება კომპიუტერული სამყარო.
-
win 10 pro 64 bit ეს მიყენია და დამატებითი LAN დაკავშირება როგორ შევქმნა? ან სადააქ ვერ მივაგენი. ვერც გუგლით ვნახე... მაგალითად team viewer რომ დავაყენე LAN შექმნა თავისთვის. მეც მინდა რომ შევქმნა ისე როგორც ძველ ვინდოუსებზე ვაკეთებდი...
-
გეიმ დეველოპერებს და მემგონი არამარტო მათ, ერთადერთი მულტიპლატფორმული API ექნებათ ამიერიდან რომელიც ძალიან დააჩქარებს თამაშების თუ ნებისმიერი 3D პროგრამის ინტეგრირებას სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე. თანაც ეს რამდენადაც ვიცი არ უნდა იყოს ბოლო ვერსია. თანდათან მოახდენენ ახალი ფუნქციების დამატებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და განავითარებს თამაშების ინდუსტრიას. კარგია რომ გლობალურად ხდება ამ API-ის სტანდარტიზაციად ქცევა.
-
როგორც გავრცელდა ხმა, მოთმინება თითქმის ამოიწურა, მალე წარადგენენ R9 Fury X2-ს http://techfrag.com/2016/02/15/amd-r9-fury-x2-the-fastest-radeon-yet-is-almost-here-frame-pacing-guru-posts-teaser-image/
-
AMD ZEN CPU AND APU SPECS CONFIRMED? AMD's next-gen Opteron to have 32 cores, 8-channel DDR4 support
-
ჰო ოპერატიულ მეხსიერებას ვერ შეცვლი მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ჩქარი იქნება. მაგალითად ერთი პროცესორის ხუფის ქვეშ რომ მოთავსდეს GPU, CPU და RAM 4 ან 8 GB, არანაირი დაყოვნება არ იქნება მათ შორის, თან კიდევ უფრო ენერგო ეფექტური იქნება... პლანშეტებში და ულტრაბუქებში მემგონი შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. ფიქსირებული მონაცემები გექნება უბრალოდ და ვერ შეცვლი ვერაფერს, თუმცა ზოგი ისე ხმარობს ნოუთბუქს არც დასჭირდება რაიმეს შეცვლა... დესკტოპებზე კი ზოგს სასერვეროდ უნდა, ზოგს სარენდეროდ, ამიტომ ისევ ისე დარჩება პროცესორები როგორიც დღეს არის.
-
სავარაუდოდ AMD-ს შემდეგი თაობის პროცესორებს, ექნება 32 ბირთვი. უკვე ცნობილი გახდა AMD-ს მიერ დადებული კოდის შესახებ, რომელიც მომავალ პროცესორებს ეხება: https://lkml.org/lkml/2016/1/6/875 ამ კოდის მნიშვნელობის შესახებ უფრო დაწვრილებით განხილულია აქ: AMD Zeppelin CPU codename confirmed by patch and perhaps 32 cores per socket for Zen based MPUs, too როგორც ჩანს, ნელ-ნელა ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ცვლილებებს განიცდის შემდეგი თაობის პროცესორებიც. პროცესორს როგორც დღეს ჩვენ ვეძახით, წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე კირსტალი/მოდულის გაერთანებით ე.წ. MCM-ის სახით (Multi Chip Module). AMD-ს კოჰერნეტული გამტარი რომლის შესაძლებლობა გახლავთ 100 GB წამში, დააკავშირებს პროცესორსა და GPU-ს, MCM-ში GMI-ის (Global Memory Interconnect) მეშვეობით. ამის შესახებ ფუძილამ მოგვაწოდა ცნობა ჯერ კიდევ 2015 წლის აგვისტოში AMD's Coherent data fabric enables 100 GB/s ამ სქემაზე კარგად ჩანს რომ პროცესორში (MCM-ში) გაერთიანებულია Zeppelin პროცესორის ბირთვების მოდული და GPU მოდული, იმ დროინდელი Greenland-ის სახელწოდებით, რომელიც რათქმაუნდა Polaris-ით ჩანაცვლდება. მათ შორის არ იქნება არანაირი 500ns დაყოვნება როგორც ეს ტრადიციულ PCIe-ს ჰქონდა და არც სიჩქარის ლიმიტი 15 GB წამამდე. ამავე ტექნოლოგიის საფუძველზე GPU-ს შეუძლია სრული წვდომა ოპერატიულ მეხსიერებასთან, ისევე როგორც პროცესორის ბირთვებს, ასეთი მუშაობის პრინციპს კი როგორც ვიცით ჰეტეროგენული სისტემა ჰქვია HSA (Heterogeneous System Architecture). რომ შევაჯამოდ ეს გამოდის რთული კომპლექსური არქიტექტურის მქონე ჩიპ/მოდულების გაერთიანება, რომელიც ზომებში საკმაოდ დიდი უნდა იყოს ჩემი აზრით... თუმცაღა 14 ნანომეტის გათვალისწინებით ალბათ შეიძლება. ასეა თუ ისე რაც გამოვა, მაინც კაი იქნება, გაითვალისწინებენ როგორც ყოველთვის ბაზრის მოთხოვნებს და იქნება არჩევანი 4, 8, 16 ბირთვებისა, ასევე შიდა GPU მეხსიერების ზომებისა... 32 ბირთვიანი პროცესორი (თუკი გამოვიდა) HBM მეხსიერებით, ალბათ ინტელიც გააკეთებს ამის მსგავსად, თვითნ HBM მეხსიერება როგორც AMD-მ განაცხადა არის უფასო და თუკი მსოფლიო სტანდარტად იქცევა, კაი იქნება მომხარებლებისთვის. ნვიდია-ს მსგავსად ინტელიც შეძლებს გამოყენებას. ისე კი ერთი რამ მაინტერესებს, რატომ არაა შესაძლებელი, თავად HBM მეხსიერების წყალობით, ოპერატიული მეხსიერება გავაქროთ. თვითნ პროცესორის სქემაზე დაიტანონ მეხსიერების კრისტალი რომელიც პროცესორის ბირთვებს მიუერთდება, ის იქნება ოპერატიული მეხსიერება. ამით ის რომ, დედაპლატას აღარ ექნება ოპერატიული მეხსიერების სლოტები, არც PCIe სლოტი. ექნება მარტო SATA, USB და hdmi, dvi, displayport-ის პორტები. ესეთი რამ იდეალური იქნება ნოუთბუქებში. ფაქტიურად მინიატურულ ზომებში შესაძლებელი იქნება მიაღწონ იმას, რაც რამდენიმე წლის უკან თითქმის ვერავის წარმოედგინა... მაგარი მომავალი გველის უახლოეს ათწლეულებში.... Leaked Patch Confirms AMD Zen Will Have 32 Cores per Socket კიდევ ერთი ნიუსი ამის შესახებ.
-
ყველა ნორმალური ვიდეო რედაქტორი აკეთებს, ვეგასი მაგალითად.
-
რისთვის შექმნეს რო? რაში დასჭირდათ?
-
ნეტა ვის ადარდებს, ან მე ან მთელ საქართველოს რა ხეირი? თუმცა მანდ წერია მიზეზები რატომაც ვერ გამოვა. http://wegotthiscovered.com/gaming/ea-play-games-event-held-london-los-angeles-summer/ Electronic Arts 12-დან 14 ივნისამდე ნოკიას კლუბში ლაივ ინვენთს აწყობს, ლონდონისა და ლოს ანჯელესში. ივენთში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ითამაშონ უახლესი თამაშების დემო ვერსიები, მოიგონ პრიზები და ა.შ. მათ საყურადღებოთ ვინც არაა ლოს ანჯელესსა და ლონდონში, გაკეთებული იქნება პირდაპირი ვიდეო ტრანსალცია, ასე რომ მთელ საქართველოს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ინტერნეტით შეუძლია დაესწროს მსვლელობას
-
დღეს გაიხსნა GPUOpen-ის საიტი http://gpuopen.com https://en.wikipedia.org/wiki/GPUOpen http://wccftech.com/amd-launches-gpu-open-cgi-gaming-professional-compute/
