Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. პერფორმანსით intel-ზე მეტი თუარა არც ნაკლები არ იქნება. ეგ უკვე დანამდვილებით გამოჩნდა. მანდ უკვე მთავარია ყველაფერმა სტაბილურად იმუშაოს და არაფერი ხარვეზი არ ჰქონდეს. Jim Keller-ს უნდა უმადლოდეს AMD უკვე მერამდენედ
  2. თვალსაჩინოებისათვის იდოს მაინც
  3. გუგლი, როგორც ასეთი დამოუკიდებელი ფირმა აღარ არის. გუგლის დამაარსებლებმა 2015-ში შეგმნეს უდიდესი ამერიკული მულტინაციონალური კონგლომერატი Alphabet Inc. რომელშიც შეიყვანეს თავად გუგლი და კდიევ ბევრი შვილობილი კომპანიები, რომლებიც აქამდე ჰქონდათ ნაყიდი. შესაბამისად Alphabet Inc.-ის ქონება (რომელიც აერთიანებს გუგლს და კიდევ რამდენიმე მათ მიერ ნაყიდ კომპანიას) ინტელს 100-ჯერ ვერა მაგრამ 25-ჯერ აღემატება ასევე ჩვენთვის საყვარელი ამაზონი ამჟამად Alphabet Inc-ის მსგავად მდიდარია. ყოველშემთხვევაში ასეთია ნიუ იურკის საფონდო ბირჟის მიხედვით დღევანდელი მდგომარეობა.
  4. სხვათაშორის ინტელს "ქონება" არც ისეთი დიდია როგორიც ეს ბევრს წარმოუდგენია. მეც მეგონა ოდესღაც რომ ინტელზე მიდადრი არავინ იყო მაგრამ... კარგით ჩავატაროდ დღევანდელი მაჩვენებლებით, მოკლე ფინანსური მიმოხილვა იმისათვის რომ ცოტა თვალები აგვეხილოს ვინ რამდენად მდიდარია ინტელი ფინანსურად 2002 წლიდან დღემდე (2016-ის ჩათვლით) წინ საერთოდ არ წასულა. ანუ რაც 2002-ში იყო, ისეთივე მდიდარია ახლაც. (მემგონი ეს ბევრმა არ იცოდა) 2002-ში იყო არა პენტიუმ 3-ის ეპოქის დასასრული? დღეს უკვე სათვალავიც ამერია, საერთოდ ბოლო თაობა რომელია? ახალმა თაობებმა, ნეჰალემის გარღვევამ და ა.შ. ინტელი ფინანსურად წინ ვერ გაიტყორცნა. ამიტომ ის ილუზია რომ, ინტელი მდიდრდება და ფულებში იძირება, რბილად რომ ვთქვათ არასწორია. ამჟამად Apple, ინტელზე 3-ჯერ მდიდარია (ეფლის ქონება ყველაზე მაღალი იყო 2015-ში, თუმცა ამჟამად ცოტა დაეცა) კიდევ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი Microsoft, ინტელს 2-ჯერ აღემატება (მაიკროსოფტისთვის ამჟამინდელი ფინანსური მდგოამრეობა საუკეთესოა თავის ისტორიაში) ასევე Nvidia, ინტელზე 2-ჯერ მდიდარია (მაიკროსოფტის მსგავსად, Nvidia-ზეც გივე ითქმის, ფინანსურად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თავის ისტორიაში და ეს მაჩვენებელი მზარდია) რაც შეეხება Oracle-ს, ინტელს ოდნავ აღემატება (2002-დან დაიწყო აკრეფა და დღემდე იზრდება, სავარაუდოდ ინტელს კარგად ჩამოიტოვებს რამდენიმე წელში :D) რაც შეეხება AMD-ს, მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, ფინანსურად ყველაზე უღარიბესი და ცუდი წლები ჰქონდა ჰქონდა 2015-2016-ში (თუმცა 2016-ის მეორე ნახევრიდან, შეინიშნება ქონების მზარდი მაჩვენებელი) დღეს ინტელი ფინანსურად 5-ჯერ აღემატება AMD-ს.
  5. @#Skinhead ეგ ES თუ ნამდვილად 8 ბირთვიანია, მაშინ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. Summit Ridge არის Desktop სეგმენტის პროცესორი i7 დონის და მაგ ბენჩმარკში i7 6900K სიახლოვეზეც არ დგას კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად "ჭკვიანი" იქნება, ახალი ინსტრუქციების წყალობით წესით ბევრ ბენჩმარკში და ისედაც საქმეში, კარგი შედეგი უნდა ჰქონდეს.
  6. ტრანზისოტრები თუმცა სიმხურვალეზე კიდევ ბევრი სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ
  7. Battlefild 1-ის ტესტები. Nvidia-ს ამ თამაშში Dx11-ში უფრო მეტი FPS აქვს ვიდრე Dx12-ში, როცა AMD-ს შემთხვევაში პირიქითაა. Fury X მეორეზეა, გვირგვინი მაინც GTX 1080-ს დარჩა http://wccftech.com/battlefield-1-directx-12-benchmarks-amd-nvidia/ ამავე ბენჩებზე დაყრდნობით ამავე თამაშზე, RX 480 უკონკურენტოა, შემდეგ Fury X რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერე GTX 1060
  8. @#Skinhead გავითვალისწინებ შემოთავაზებას P.S. ეს უკვე მტვრისგან მთლიანად გაწმენდილია. მოღრუბლულ ამინდში მაინც არ გამოვიდა კიდე უფრო ნათელი ფოტოები, მაგრამ არაუშავს ამასაც.
  9. @Gogla1990 ეს ყველა ფოტო გაწმენდამდეა გადაღებული. ისე გავწმინდე უკვე მენანება გასხვისება :S
  10. ცოტა ცუდი ხარისხის ფოტო გამომივიდა, შესაბამისი განათების გარეშე, მაგრამ რაც არის ესაა ამჟამად...
  11. ყველაფერს გააჩნია რა კუთხით შეხედავ
  12. ნახმარი ნივთის ახალივით გაყიდვა რა წესია... გაეყიდათ როგორც ნახმარი. ისე კი ჯობია ცოტა აცალო... გიპასუხებენ მეილებზე როგორც ჩანს გარკვეული მიზეზების გამო ვერ გპასუხობენ. ჯობია მისწერო, კონკრეტულად რა მისამართზე გამოვაგზავნო და ის წინა მესიჯიც აგიხსნას რას გულისხმობს. აი პასუხს რომ მოგწერეს, მერე გააგზავნე. p.s. ამაზონსაც შეგიძლია მისწერო მსგავსი შემთხვევებისთვის ეყოლებათ გარკვეული ჯგუფი გამოყოფილი
  13. დაუკავშირდი და ჰკითხე, კიდევ უფრო მარტივად აგიხსნას რის ნომერს ითხოვს. იდეაში აქედან რომ გააგზვნი, ტრექინგ ნომერს გაძლევენ, რომელიც უნდა მისწერო გამყიდვლეს რათა თვალი ადევნოს ამანათის. რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, წესით ამაზონის ერთ-ერთ წესდებაში უნდა ეწეროს, მაგრამ თანხის უკან დაბრუნება რატომ გინდა? სანაცვლოდ ახალს არ გაძლევენ? თუ შენ აღარ გინდა?
  14. Exclusive: First details about AMD VEGA10 and VEGA20 AMD VEGA 10 - მომავალ წელს გამოვა როგორც თქვეს. გამოთვლით სიმძლავრეს რაც შეეხება, იქნება 64 Compute Unit-ით (რაც 4096 ბირთვს შეადგენს, თუკი CU-ს შიგნით რაიმე არქიტექტურული ცვლილება არ განიცადა.). ფაქტიურად Fury X-ის მსგავსი GPU აქვს, 14nm-ზე და 16GB HBM2 მეხსიერებით. ელ. მოხმარება მიახლოებით 225 ვატი იქნება. ასევე იგეგმება Dual Vega 10 მომავალი წლის მეორე ნახევარში, რომელიც ლიმიტრებული 300 ვატის ფარგლებში იქნება (იგივე ხერხს მიმართავენ რასაც Radeon Pro Duo-ში). AMD VEGA 20 - იგი იქნება 7nm ტექნოლოგიაზე. ცოტა ხნის წინ GF-მ დაანონსა კიდევაც (2017 წლის მეორე ნახევრიდან ქარხანა დაიწყებს 7nm-ზე მუშაობას). მასაც იგივე 64 CU ექნება (ალბათ იგივენაირად 4096 ბირთვით) 32GB HBM2 მეხსიერებით და PCI-E 4.0-ით. nm-ების განახევრებით ელ. ენერგიის მოხმარება მიაღწევს 150 ვატს. როგორც ჩანს AMD ბირთვების რაოდენობის გაზრდას აღარ აპირებს... პერფორმანსს nm-ების შემცირებით, გაუმჯობესებული არქიტექტურით და ცოტა მომატებული OC-ით მიაღწევს. ესეც მომავალი 1 წლის ანალიზი
  15. 32 ბიტიანი რატომ? რა სხვაობაა? დარეგისტრირდი და აქ ნახავ ყველაფერს რაც გინდა https://rutracker.org/forum/index.php
  16. ამ გუნდს ისე მივეჩვიე ალბათ ესენი რომ წავლენ, კალათურთს აღარც ვუყურებ... რატომღაც ესე ვფიქრობ...
  17. გასვლა იმდენედად არ მაინტერესებდა რამდენადაც მონტენეგროსთან მოგება. სადაც აქ წავაგეთ მსაჯის გამო, გასვლაზე სავარაუდოდ წავაგებთ...
  18. ცოტახანში საქმეშიც გამოვცდი, ვნახავ როგორი აქსელერაცია ექნება ვიდეოების ტრანსფორმაციაში. Dx 12 ბენჩებსაც ვცდი, უბრალოდ მხოლოდ firestrike დაყენდა, guru3d-დან გადმოვწერე და არქივში რაღაც პრობლემა ჰქონდა....
  19. ეხლა მივარაზგონე 4,5-ზე და მხოლოდ პროცესორში მოემატა სხვაობა... Graphics score უმნიშვნელოდ გაიზარდა, ეს პროცესორის OC-ს გამო მოხდა? უბრალოდ ამ ბენჩზე მაინტერესებს CPU მოქმედებს თუ არა GPU-ს ქულებზე... P.S. ეს Dx11-ის ბენჩია ხო?
  20. როგორი შედეგია? ამ პროცესორზე რომ არ მიდის გასაგებია თუმცა GPU როგორია? graphics score ნორმალურადაა? CPU და GPU სოტკზეა, არაფერი შემიცვლია.
  21. გამარჯობათ მგონი ეს პრობლემა ამგანყოფილებას შეესაბამება. ჩემი პრობლემა იწყება იქიდან რომ, ვიდეოს დამუშავების შემდეგ, როდესაც ექსპორტზე გამაქვს ნამუშევარი, ხმა და ვიდეო გამოსახულება ერთმანეთს აღარ ემთხვევა. ხმასა და გამოსახულებას შორის სინქრონიზაციაა დარღვეული. მიყენია Adobe Premiere Pro CC 2015.4, მაქვს სამი ვიდეო ფაილი H.264 კოდეკში რომელიც Variable Frame Rate რეჟიმითაა ჩაწერეილი. ეს სამი ვიდეო პრემიერში ერთმანეთზე უნდა გადავაბა, დავამუშაო როგორც მე მინდა და ბოლოს ექსპორტზე გავუშვა რომ დასრულებული ვიდეო იუთუბზე ავტვირთ. ვიდეო და გამოსახულება, პრემიერში ნორმალურადაა, არანაირი სინქრონიზაციის დარღვევა არ ხდება. როდესაც ექსპორტზე ვუშვებ, აი ეს ვიდეო ფაილი გამოდის დამახინჯებული,ანუ სინქრონიზაცია დარღვეული. შესაბამისად ესეთი შედეგი არ მაწყობს. როგორც ინტერნეტში გავარკვიე, ეს პრობლემა გამოწვეულია იმით რომ, პრემიერს სჭირდება ვიდეო ფაილები მუდმივი Frame Rate-თი და არა ცვალებადი.. ანუ ვიდეო რომლის განმავლობაში მისი თითოეული კადრის რაოდენობა წამში იქნება მუდმივად უცვლელი, მაგალითად 24, 30 ან 60... მოკლედ რაოდენობას მნიშვნელობა არააქ, მთავარია ვიდეო იყოს Constant Frame Rate. კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, ჩემი სამი ვიდეო, რომელთა გადაბმა და გაერთიანება მსურს, FPS აქვთ ცვალებადი, რის გამოც, პრემიერი ურევს და ექსპორტზე გასული ვიდეო დამახინჯებულია, ანუ ხმა და ვიდეო გამოსახულება ერთმანეთს არ ემთხვევა, როდესაც თავად პრემიერში უპრობლემოდ მუშაობს სინქრონში. Handbrake ვიდეო კონვერტერის საშუალებით, შეიძლება ცვლაებადიდან მუდმივ FPS-ზე გადაყვანა ვიდეოების მაგრამ, ხარისხი დაუკარგა და ეს არ მაწყობს. ისიც არ ვიცი მართლა ცვალებადი FPS-ის ბრალია თუ არა რეალურად... მოკლედ ვინც პრემიერში მუშაობთ ან სხვა პროგრამებში, ნაცნობი სიტუაცია იქნება თქვენთვის... იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ როგორ აღმოვხვრა ეს პრობლემა... ასევე მიყენია Vegas Pro 13.0 (64-bit) და ვცადე გადაბმა მაგრამ, სამწუხაროდ ვეგასს H.264 კოდეკის მხარდაჭერა არ გააჩნია და ვერ ვხსნი, მხოლოდ აუდიო გადააქვს, ვიდეოს გარეშე... თუ არის რამე საშუალება ან third party პროგრამა ან plug-in რომლის დაყენების შემდეგ ვეგასით შევძლებ H.264 კოდეკის ვიდეოების რედაქტირებას? როგორც ინტერნეტში გავარკვიე, ვეგასს მსგავსი პრობლემა არ ახასიათებს რაც პრემიერს ემართება ხოლმე...
  22. ZEN არქიტექტურის Summit ridge იქნება ენთუზიასტების სეგმენტში როგორც თავად ინტელის 2011 V3 წარმომადგენლები არიან. ფასსაც ალბათ ინტელის მსგავსად ძვირს დაადებენ... უფრო დაწვრილებით AMD Zen Microarchitecture: Dual Schedulers, Micro-Op Cache and Memory Hierarchy Revealed
  23. ხო არაა ოფიციალურად მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ სხვა ბარათები არ იმუშავებს. უბრალოდ იმუშავებს "მხარდაჭერის" გარეშე, ანუ ისინი გარანტიას იძლევიან იმაზე, რომლებიც სიაში არის. რაღაც ბაგების ან მსგავსი გაუმართაობების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება მუშაობის დროს წარმოიშვას, პასუხისმგებლები არ იქნებიან... თუ ოფიციალურად არ გაქ ნაყიდი მაგათი პროგრამა, მაშინ რაღა აზრი აქვს მხარდაჭერილი ბარათი გექნება თუ არა? ასე რომ, რომელი ბარათიც გინდა ის ჩასვი. 1060-იც გამოგადგება და 1080-იც, თუ გინდა სულ ახალი ტიტან x ჩასვი. მაგრამ ჯობია ჯერ ბენჩებს გადახედო, იქნებ გიღირდეს ცოტა ძველი, თანაც უფრო იაფად, ვიდრე ახალი იყიდო.... მაგრამ ეგეც შენზეა დამოკიდებული, რამდენად გიღირს. თუ ვიდეო სამონტაჟოდ გინდა მხოლოდ, მაშინ ჯობია ახლის ფასად, ორი ან თუნდაც ოთხი ძველი ბარათი იყიდო... თუ სათამაშოდაც გინდა, მაშინ იყიდე სულ ახალი. GTX 1080-ის შედარება პრემიერში A quick look at GTX 1080 performance in Premiere Pro ძალიან ჩქარი არ ყოფილა წინა თაობასთან შედარებით, მაგრამ მაინც ჯობია წინა თაობას 3-7%-ით, გააჩნია Xeon-ზეა თუ i7-ზე...
  24. ეს პრემიერის მოთხოვნებია, აქ ნახავ Adobe-ს მიერ რეკომენდირებულ ვიდეო ბარათების ჩამონათვალს. თავად Adobe ოფიციალურ მხარდაჭერას არ უკეთებს ყველა ბარათს, არც იმას გვპირდება რომ მოამვალში კიდე გააფართოებს ოფიციალურ მხარდაჭერას ახალი ბარათებისა. შემდეგ პრემიერში შესაძლებლობა მიეცათ ნებისმიერ ვიდეო ბარათს, რომელსაც მინიმუმ 1GB VRAM აქვს, ემუშავათ GPU აქსელერაციით, ოღონდ იმ პირობით რომ, ისინი არ იქნებოდნენ ოფიციალურად მხარდაჭერილი Adobe-სგან. სულ თავიდან GPU აქსელერაცია იყო CUDA-ზე, მაგრამ მოხმარებლის მოთხოვნის შემდეგ დაამატეს OpenCL-ით აქსელერაცია AMD-ს ვიდეო ბარათებზე. შესაბამისად პრემიერში ყველა ის ეფექტი რაც მუშაობს Nvidia-ზე, ავტომატურად მუშაობს AMD-ზე, გარდა ამ ოთხი ეფექტისა: Fast Blur effect, Gaussian Blur effect, Directional Blur effect, Basic 3D effect რადგან არ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური, ამიტომ ამჯობინეს ეს ოთხი ეფექტი დაეტოვებინათ მხოლოდ CPU-ს ხარჯზე. უფრო დაწვრილებით გაეცანი აქ. რაც შეეხება after efects, ესაა მათი მოთხოვნები. after efect-ის გარკვეულ ფუნქციას, როგორიცაა ray-traced 3D აქსელერაციისათვის მხოლოდ Nvidia-ს კონრეტული ბარათებია საჭირო. ყველა დანარჩენი ფუნქციები, მუშაობს ჩვეულებრივ ყველა თანამედროვე სისტემის GPU-ზე როგორიცაა AMD და Intel-ის ინტეგრირებული GPU-ები. უფრო დაწვრილებით გაეცანი აქ ჩემი აზრით, ნებისმიერი ცოტა ახალი მაღალ სიხშირიანი i7 და 2 ცალი (ან მეტი) GPU უმჯობესია ვიდეოების კონვერტაციებისთვის, რენდერისთვის და ა.შ. ახალ ვიდეო ბარათებს, უფრო მეტი hardware აქსელერაციის ფუნქციები გააჩნიათ, თუმცა ეს უკვე ცალკე განსახილველი საკითხია.
  25. GPU რენდერი არააქვს იმ ვიდეო სარედაქტორო პროგრამას? CUDA ან OpcenCL გამოყენებით, პროცესორზე ბევრად მალე გააკეთებს მაგ საქმეს...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.