Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. ეს მარტო პროცესორია, შიგნით ვიდეო არააქვს, იმიტომ რომ არ ჭირდებათ. ეგ იქ სჭირდებათ სადაც ძალიან ეჩქარებათ გამოთვლები, ეგ სახლში სამუშაოდ არ შეუქმნიათ.
  2. ჰო მაგრამ ეგ მეორეს მხრივ კარგი იქნება. ჯერ ერთი კონკურენცია იქნება, მომხმარებლისთვის ეს ძალიან კარგია და მერე კიდევ ფართოდ მოიკიდებს ფეხს HSA პროგრამები, რადგან მარტო AMD-სთვის ბევრი დეველოპერი თავს არ შეიწუხებს. APU-ს დანიშნულება ესაა: AMD APUs have a unique architecture: they have AMD CPU modules, cache, and a discrete-class graphics processor all on the same die, using the same bus. This architecture allows for the use of graphics accelerators, such as OpenCL, with the integrated graphics processor. The goal is to create a "fully integrated" APU, which, according to AMD will eventually feature 'heterogeneous cores' capable of processing both CPU and GPU work automatically, depending on the workload requirement. ინტელსაც შეუძლია ამის გაკეთება მაგრამ რაღაც მიზეზების ან სურვილის არქონის გამო, არ აკეთებს.
  3. კი მარტივად რომ ვთქვათ, HSA მხარდაჭერის მქონე პროგრამა იყენებს პროცესორში ინტეგრირებულ ვიდეო ბირთვებს, გამოთვლის დასაჩქარებლად. პროცესორი და ვიდეო იყოფს ერთ საერთო მეხსიერებას, ასეა არქიტექტურულად შექმნილი, რაც თავის მხრივ ზრდის სწრაფქმედებას. ზემოთ დადებულ სურათზე ჩანს. ეხლა რომ გამოვა Zen-ის APU-ები, ვნახოთ აბა თუ ექნებათ ეს ტექნოლოგია არქიტექტურულად გათვალისწინებული. აქამდე მაინცადამაინც არ ჩანდა დეველოპერების მხრიდან ამ ტექნოლოგიის ათვისების სურვილი, სავარაუდოდ ბევრი მიზეზის გამო, თუმცა წელს თუ ჩადეს Zen-ში ეს ტექნოლოგია, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ მომრავლდეს HSA მხარდაჭერის მქონე სოფტები. ცნობისთვის ინტელი არ გახლავთ HSA ტექოლოგიის წევრი, შესაბამისად ამ უპირატესობით სარგებლობა მარტო AMD-ს APU-ებითაა შესაძლებელი (და ასევე იმ ფირმებს რომლებიც ამ ტექნოლოგიის წევრები არიან). თუ ინტელიც გაერთიანდება ამ ტექნოლოგიაში, მაშინ მათ მოუწევთ პროცესორის არქიტექტურაში შეიტანონ ტექტნიკურად HSA მხარდაჭერა. თუმცაღა მათი iGPU არაა იმდენედად მძლავრი რომ კონკურენცია გაუწიოს AMD-ს, ამ შემთხვევაში მოუწევს ან ძალიან მაგარი iGPU შექმნას ან AMD-გან ლიცენზია აიღოს პოლარისის ან ვეგას გამოყენებაზე მის პროცესორებში. თუკი ვერ შექმნიან მაგარ iGPU-ს, მაშინ ლიცენზიის აღების შემდეგ, ოფიციალურად შეიძლება ვიხილოთ ინტელის პროცესორები AMD-ს GPU-თი, რომელსაც გარდა HSA ტექნოლოგიისა, ასევე თამაშებშიც ძალიან კარგი შედეგი ექნება. ისე ინტელს ჰქონდა Nvidia-სგან 2-3 წლის უკან ლიცენზია აღებული მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ Nvidia-ს GPU მათ პროცესორებში. Nvidia-ს სულ ტყუილად უხადეს მილიონობით დოლარი
  4. დღეს გადავხედე სიახლეებს და ბგების შესახებ შეიძლება უკვე სრულიად ჩამოვაყალიბოთ აზრი. პირველ რიგში უნდა დაიდოს ეს ვიდეო თუკი თავიდან ბოლომდე ნახავთ, გაიგებთ რომ საუბარია Zen-ის არქიტექტურაზე. ეს არქიტექტურა იმ სახით რაც დღეს გვაქვს არ შექმნილა გეიმინგისთვის, იგი არის HPC და სერვერულ სეგმენტზე გათვლილი, რომელსაც ასევე შეუძლია გეიმინგი. ამ არქიტექტურის ყოველ კომპრომისს აქვს გარკვეული მიზეზი და მიზანი, რაც საერთო ჯამში ნამდვილად კარგი გამოვიდა. ისევე როგორც ბევრი კარგი სხვა არქიტექტურა, Zen არქიტექტურის მიზანი იყო: პატარა, მარტივი დასამზადებლად, იაფიანი, customized (ამის ქართული თარგმანი იქნება ალბათ მოდიფიცირებადი ან გადაკეთებადი). როგორც იცით რაიზენის პროცესორები რომლებიც 8 ბირთვით და 16 თრიდით წარმოგვიდგებიან, სინამდვილეში იგი არის 2 ცალი 4c/8t პროცესორის გაერთიანება (Naples სერვერულ პროცესორში კი 32 ბირთვია რომელიც 8 ცალი ოთხ ბირთვიანი მოდულის გაერთიანებაა) . მათ შორის კავშირისთვის AMD-მ შეიმუშავა სპეციალური დაკავშირების ინტერფეისი Infinity Fabric (იგივე რაც ინტელის QPI გახლავთ) რომლის გამტარობაა 22 GB წამში. ვინდოუსთ 10-ში აღმოჩნდა ბაგი, რაც გამოიხატება იმაში რომ თამაშების ძრავები და ვინდოუსი ვერ ახერხებენ 8 ბირთვისა და 16 თრიდის სრულად გამოყენებას. აი შედეგიც https://www.youtube.com/watch?v=1ReRTG7eNms როგორც ხედავთ თრიდები და ბირთვები არ იტვირთება ეფექტურად, ეს კი ვინდოუსის და თამაშების ბრალია. იმ ვიდეოში ვინც ლაპარაკობდა, თავად software ინჟინერია და თქვა რომ ვინდოუსის შემდეგ განახლებაში რაიზენისთვის უნდა ჩაირთოს NUMA რის შემდეგაც თამაშებში შედარებით გამოსწორდება მდგომარეობა, თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, ასევე თავად თამაშის ძრავების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს Zen არქიტექტურაზე. ამის შემდეგ კი სრულიად გამოიწურება რაიზენის პროცესორები. სამწუხაროდ ამ განახლებების გარეშე თამაშები მუშაობენ რაიზენის შემთხვევაში როგორც 4c/8t პროცესორი და არა როგორც 8c/16t. კარგი ინფომრაცია ის არის რომ, როდესაც გამოვა 4 ბირთვიანი, 8 თრიდიანი R3 პროცესორები, NUMA-ს მხარდაჭერის გარეშეც იმუშავებს ვინდოუს 10-ზე. თუმცა 8 ბირთვიანს NUMA ჭირდება სრულად სამუშაოდ. ინტელსაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, ეს არი არის მარტო AMD-ს შემთხვევა, ინტელს უბრალოდ ყველაფერი ოპტიმიზებული აქვს რამდენადაც შესაძლებელია. ვინდოუსის სხვა ბაგები რაც აქამდე უკვე ცნობილი გახდა შემდეგია: http://www.anandtech.com/show/11170/the-amd-zen-and-ryzen-7-review-a-deep-dive-on-1800x-1700x-and-1700/23 Windows 10 RTC disliking 0.25x multipliers, causing timing issues, Software not reading L3 properly (thinking each core has 8MB of L3, rather than 2MB/core), Latency within a CCX being regular, but across CCX boundaries having limited bandwidth, Static partitioning methods being used shows performance gains when SMT is disabled, Ryzen showing performance gains with faster memory, more so than expected, Gaming Performance, particularly towards 240 Hz gaming, is being questioned, Microsoft’s scheduler not understanding the different CCX core-to-core latencies, Windows not scheduling threads within a CCX before moving onto the next CCX, Some motherboards having difficulty with DRAM compatibility, Performance related EFIs being highly regularly near weekly since two weeks before launch. მაიკროსოფტის ცნობა ამ ბაგების შესახებ ახლა ამ თამაშის მიმოხილვას გადახედეთ Nvidia GTX 1080 Ti CPU Showdown: i7 7700k Vs Ryzen R7 1800x Vs i7 5820k Software Deus Ex: Mankind Divided (DirectX 12) Doom (Vulkan) Far Cry Primal (DirectX 11) Hitman (DirectX 12) Rise of the Tomb Raider (DirectX 12) 3DMark როგორც ხედავთ ამ თამაშებში Dx11-ის გარდა რაიზენმა თავი გამოიჩინა ოპტიმიზაციის გარეშეც კი 1080P-ზე არა მხოლოდ საშუალო FPS-ში, არამედ მინიმუმი FPS-ით მაჩვენებლით რაც ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია smooth თამაშისათვის. 2K და 4K ტესტებს ლინკზე ნახავთ, თუმცა i7-7700K 2K-4K-ზე ნებისმიერს ვიდეო ბარათს ვერ წურავს არაოპტიმიზირებული რაიზენი dX12-ში კარგად გამოიყურება
  5. როგორც ხედავთ R7 1700 4.1 Ghz single core პერფორმანსში გაუთანაბრდა i7-7700K 4.4 Ghz-სიხშირეზე. ერთადერთი დასანანი მომენტია, ის რომ ძალიან ცხელდება 4.0-4.1 Ghz-ის ზემოთ ნოქტუას D15 ტოპ ქულერზეც კი. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს შედეგი მაინც იმხელა რესურსია მარტო რენდერში თუ გამოჩნდება
  6. კი გამოწურავ მაგრამ დაბალი FPS გექნება უფრო დიდი მონიტორი და 4K-ზე გეიმინგი არ გირჩევნია თუ პატარა მონიტორზე 1080P-ზე ითამაშო? ნუ ეს უკვე გემოვნების ამბავია და ამაზე დავა სისულელეა. მე უფრო ვიდეოების დამუშავება მაინტერესებს.. 2.51-დან 3.05-მდე ნახე, 4K ბენჩებია. i7-7700K რატომ მაგრამ ჩამორჩა 2 FPS-ით მე უფრო იმას ვფიქრობ როგორ ვიყიდო, ამის გეიმინგის შესაძლებლობლები ყველაზე ბოლო ხარისხოვანია ჩემთვის
  7. ესეც ზოგადი მიმოხილვა ამ სერვერზე AMD prepares for a datacenter comeback with 'Naples'
  8. გასაგებია 1080P-ზე ვერ წურავს ბოლომდე და დასანანია რათქმაუნდა მაგრამ საკმაოდ მყარი არგუმენტები არის რატომაც ვერ წურავს, ეს AMD-ს ბრალი არ არის. რაც შეუძლიათ აკეთებენ და ისევე როგორც შენ, მეც დიდი სიამოვნებით მინდა 1080P-ზე მაქსიმალურად წურავდეს ვიდეობარათებს. გეიმინგი კიდევ შეიძლება როგორც 1080P-ზე ასევე 4K-ზე, არჩევანში მგონი თავისუფლები ვალთ, ეს მხოლოდ ფინანსების საკითხია. თანაც პროცესორზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდეო ბარათია. i3+GTX 1080-ით ითამაშებ თამაშს, მაგრამ i7+GT 610-ით ვერა. კარგია რაიზენს რომ აქვს იმხელა სიმძლავრე 4K-ზე მოერიოს ნებისმიერ ვიდეობარათს და არც 1440P-ზე ჩამორჩეს დიდად. თანაც თამაშს ვთამაშობთ იმისთვის რომ სიამოვნება მივიღოთ, თუნდაც იყოს ეს 1080P-ზე მუდმივი 60 FPS VSync-ით. თამაშს ვთამაშობთ იმისათვის რომ გავერთოდ და სიამოვნება მივიღოთ არა? და არა იმიტო რომ პროცესორები და ვიდეო ბარათები ვწუროთ და ამაზე ვწუხდეთ თამაშის დროს. კონტრ არგუმენტად შემიძლია მოგიყვანო, დავუშვათ მე მინდა ვიდეო ბარათი მუდმივად 100%-ით იტვირთებოდეს 1080P-ზე, რადგან 99% დავრითვა არ მაკმაყოფილებს, 1 წამითაც არ მინდა ჩამოვიდეს დატვირთვა 99%-ზე, რაშიც ფული გადავიხადე 100%-ით მინდა ამივიღო პერფომრანსი მისგან. მაშინ რომელი პროცესორია ბუნებაში ეგეთი რომელიც 100%-ით გამიწურავს მუდმივად? რა ვქნათ? ვიცი ეს შეუძლებელია ოპტიმიზაციის გამო და ამაზეც თუ ვიდარდეთ მაშინ რაღაა გემინიგნი? FPS-ების კომპრომისი ფარდობითია ინდივიდუალურად ყველასთვის. ვიცი შენ შეიძლება GTX 970 არ გაძლევს 4K-ზე თამაშის საშუალებას 120 FPS-ით, მაგრამ არ გინდა გქონდეს 4K მონიტორი და 2 way GTX 1080Ti? და რომ გქონდეს მაინც 1080P-ზე ითამაშებ პროცესორის გასაწურად? ნუ პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს რადგან ყველა ინდივიდუალურია. ზოგს არ უნდა გეიმინგი, ზოგს უნდა. ზოგს არ აინტერესებს 80 FPS ექნება თუ 91. მიუხედავად იმისა რომ რაიზენი ვერ წურავს 1080P-ზე ვიდეო ბარათს, მე ძალიან დიდად არ განვიცდი ამას რადგან ეგ არაფრის მომცემია ჩემთვის, არაფერს არ მაკლებს რადგან 60FPS-ით ხომ ყველანაირად მათამაშებს? ვსიო, მე ეს მაკმაყოფილებს და მეტი არც მინდა ამ ეტაპზე თორემ თუ მეტის შესაძლებლობა იქნება რათქმაუნდა კმაყოფილი ვიქნები. 1700 და 1800X ერთნაირ სიხშირეზე ერთნაირ შედეგს ანახებს რენდერში. მაგ ვიდეოში კარგად გამოჩნდა ვიცი ვიცი ეგ ყველაფერი უბრალოდ ძალიან არ მინდოდა დელატებში ჩაღმრავება, ძალიან გადატვირთული ტექსტის კითხვა არც ისე მოსაწონია P.S. დიზელით ძალიან შორს ვერ წახვალ ასე რომ კარგად დაფიქრდი 380 ცხენს ნუ ეხუმრები ხუმრობს
  9. ამა წლის მეორე კვარტალში AMD წარმოგვიდგენს NAPLES სერვერულ 8 მეხსიერების არხიან, 32 ბირთვიან პროცესორს, რომლიცთაც შეიქმნება ახალი თაობის სერვერი. იგი არ იქნება რიგიზთი ახალი სერვერი, ისეთი როგორსაც ბოლო რემდინე წლის განმავლობაში ვხედავთ, მცირე ინკრემენტულ წარმადობას ყოველ თაობაში. იგი იქნება ახალი ფუნქციებით და არქიტექტურული ინოვაციებით დატვირთული, 128 PCI-E ხაზით, Infinity Fabric დაკავშირების ინტერფეისით და რაიზენის ბირთვებით, რომელთაც შეეძლებათ Radeon instinct ბარათებთან მუშაობა. ვიდეოს დასასრულს მინაწერში მოყვანილია მაგალითი E5-2699A v4 VS NAPLES როგორც აღმოჩნდა AMD-მ 2.5-ჯერ მეტი პერფორმანსი ანახა. ეგ Xeon არის 22 ბირთვიანი 5000 დოლარიანი პროცესორი, რომელიც 2016 წლის მეოთხე კვარტალში გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს რომ, ინტელის სულ ახალ პროცესორს უკვე პირდაპირი კონკურენგი გამოუჩნდა, ფაქტიურად ინტელს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მისცემს. ასეთი დონის სერვერებს წელს Vega-ს Radeon Instinct ბარათები შეემატება, ამ სეგმენტში გაჩნდება ახალი მოთამაშე რაც Nvidia-ს ბაზრის წილს შეამცირებს. AMD-ს გამოცოცხლება იწყება
  10. კიდევ ერთი მშვენიერი ვიდეო, 1080P-ზე ვულკანით 200 FPS აჩვენებს
  11. იმას რაც მე დავპოსტე ოღონდ უფრო ვრცლად, უფრო მეტი არგუმენტებით. მე უბრალოდ ძირითადი აზრი ამოვიღე მისი საუბრიდან. ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა ბოლოსკენ ორ მანქანაზე, დავუშვად ერთი არის 4 ცილინდრიანი, ხოლო მეორე 8 ცილინდრიანი ძრავით. რომელი იქნება უფრო ძლიერი? პირველი მანქანა იყოს 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი 200 ცხენისძალით. მეორე მანქანა იყოს 4 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი 380 ცხენისძალით. პირველი მანქანის პატრონი ამბობს ჩემი მანქანა უფრო ძლიერია, რადგან თითო ცილინდრზე 50 ცხენისძალა მაქვსო, როცა მეორე მანქანას თითო ცილინდრზე 47.5 ცხენისძალა აქვს. როცა დადგებიან ეს ორი მანქანა დრაგზე, ცხადია გაასწრებს ის რომელსაც მეტი ცხენისძალა აქვს და არა ის რომელი მანქანის ცილინდრი გამოიმუშავებს მეტ ცხენისძალას იგივე ფილოსოფიაა რენდერშიც, cinebench და უამრავი პროგრამაა სადაც მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ პროცესორის სიმძლავრე მულტითრიდით და არა ერთი ბირთვით. პროცესორის ფასი დამოკიდებულია ბირთვების რაოდენობაზე ანუ მულტითრიდით რა ძალას გვაძლევს, მარკეტინგი მერე განსაზღვრავს თუ როგორ "მოწველოს" ხალხი, რა ფასი დაადოს ამა თუ იმ პროცესორს. ასე რომ ერთი ბირთვის სიმძლავრით მანიპულირება, დღეს უკვე რეალობას მოკლებულია, 1995 წელი ხომ არაა როცა 1 ბირთვიანი პროცესორების მეტი არ არსებობდა რაც შეეხება ინტელს, რაიზენის გამოსვლამ საკმაოდ შეარყია მისი რეპუტაცია, არა როგორც ცუდი პროცესორების მწარმოებელი, არამედ როგორც ღორი მონოპოლი, რომელიც ვერ გაძღა ფულით. ინტელმა რომ ფასები დააკლოს ეგ იქნება ფაქტიურად აღიარება იმისა რომ ამდენი წელი ხალხს წველიდა სრული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თურმე ყოფილა შესაძლებელი 8 ბირთვიანი პროცესორი გამოეშვა 330 დოლარად მაგრამ არა! 1050 დოლარს ფეხი არ მოუცვალა. მერე 2 ბირთვი დაამატა პროცესორს და საერთოდ ფანტასტიკის სფეროს მიაღწია: 1600 დოლარი დაადო... 2 ბირთვში 600 დოლარით გააძვირა! თითქოს მარადიული, რაღაც არაამქვეყნიური პროცესორი ყოფილიყოს.... ამის მერე სადარის ნამუსი? სადარის ლოგიკა? 1080P-ზე i7-7700K რომ ჯობნის 10 ბირთვიანს, ვინც 1600 დოლარი გადაიხადა მათი ლოგიკა მომასმენინეთ რას ფიქრობენ ნეტა, ჰგონიათ ზეციური პროცესორი აქვთ მაგრამ 1080P-ზე მათი ზეციური სიმძლავრე სადღაც ქრება ხოლო 330 დოლარიან რაიზენს თუ 350 დოლარიანმა i7 აჯობა, ეს უკვე ოოოოოო ვსიო ვერდიქტი გამოტანილია: რაიზენი არაგეიმერული პროცესორია, იყიდეთ 7700K. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ინტელს ახლა თავისი ღორობა თვითონვე შემოუტრიალდა. ფასების დაგდებით ეს იმის აღიარებაა რომ არაკეთილსინდისიერად წველიდა ხალხს. მან რომ ფასები დააგდოს ეს მის იმიჯს შეარყევს და სახელს გაუტეხავს (Nvidia-ს 3.5 GB არ იყოს) რაზეც არ წავა, მსოფლიო მასშტაბის ენტერპრაიზია და გამორიცხულია ფასები დააგდოს. დიდი ალბათობით იგი კვლავ გააგრძელებს ასეთი ფასების შენარჩუნებას მაგრამ იმ პირობით რომ, 20-30%-იან წარმადობას მოიტანს შემდეგ თაობაში და ამ მომაკვდავ 4 ბირვისნებს უკვე 6 ბირთვით ჩაანაცვლებს. ფასებს ვერ დააგდებს მაგრამ შეუძლია მეტი ბირთვი ჩადოს შემდეგ თაობაში, ფასს კი იგივეს დატოვებს. ბოლო რამდენი წელია ინტელი ქიშს ეუბნებოდა AMD-ს, ახლა AMD-მ უთხრა ქიში ინტელს, ეხლა ვალდებულია მეფე აამოძრაოს. ეს ის სიტუაციაა რაც დღეს ინტელსა და AMD-ს შორის დგას.
  12. ჰო მაგაშია სწორედ საქმე, ეს კაციც ზუსტად მაგას ამბობს. პროცესორის სიმძალვრე იზომება მისი ყველა ბირთვით და cinebench ერთ-ერთი მარტივი გზაა ამის დასამტკიცებლად. ნებისმიერი თამაში არის პროგრამა და ოპტიმიზაციით ამოაყრევინებ უამრავ FPS. მაგრამ 4 ბირთვიანს რაცარუნდა ოპტიმიზაცია გაუკეთო ვერასოდეს აჯობებს 6-8-10 ბირთვიანებს რენდერში. ოპტიმიზაცია არის სოფტი და რამდენ FPS აჩვენებს 1080p-ზე აბსოლიტურად არ განსაზღვრავს პროცესორის ავკარგიანობას. თამაშებში ვიდეო კარტაა უფრო მნიშვნელოვანი და პირველ ხარისხოვანი და არა პროცესორი. ვისაც გეიმინგი უნდა 1080P-ზე მაშინ ააწყე ახალი კომპიუტერი 7700K-ზე მაგრამ რატომ? თუ 1080P-ის გეიმერი ხარ წადი იყიდე ფლეისთეიშენი არ ჯობია თანაც იაფად? ვისაც უნდა გეიმინგი და რენდერი ერთად მან ორი კომპი უნდა ააწყოს ინტელის ბაზაზე - ახალი კომპი 7700K-ზე 1080P თამაშებისათვის რადგან single core ძლიერი აქვს და მეორე ახალი კომპი რენდერისთვის 6900K ან 6950X-ზე. იმიტომ რომ: 6900K არ ვარგა თამაშებისთვის რადგან: ვერც რაზგონდება წესივრად და single core მუდმივად სუსტი აქვს 7700K-თან შედარებით, თანაც 3-ჯერ ძვირია და 1080P-ზე ვერ ჯობია 4 ბირთვიანებს. 7700K არ ვარგა სარენდეროდ რადგან ვერასოდეს აჯობებს 6-8-10 ბირთვიანებს რენდერში რაცარუნდა ოპტიმიზაცია გაუკეთონ პროგრამას, ამიტომ ერთადერთი ვარიანტია იყიდო 1000 დოლარიანი 9600K პროცესორი ან 10 ბირთვიანი 6950X 1600 დოლარად. რაიზენის შემთხვევაში გაქვს 6900K დონის პროცესორი ზუსტად i7-7700K-ს ფასად. ანუ ვისაც გეიმინგი და რენდერი უნდა ერთ კომპიუტერში, რაიზენია ის რაც სჭირდება. AMD-მ გააერთიანა ის შესაძლებლობები ერთ სოკეტსა და პროცესორში რაც ინტელის შემთხვევაში გაყოფილია ორ სხვადასხვა სოკეტში, სხვადასხვა პროცესორებში. რენდერში ნებისმიერი რაიზენის 8 ბირთვიანი 6900K დონეა და გეიმინგში 4K-ზე უპრობლრმოდ დგას ინტელის გვერდით. რაც შეეხება 1080P-ზე თამაშს, რამოდენიმე თვეში ნებისმიერ თამაშში ამოაყრევინებენ ოპტიმიზაციით FPS-ებს, მაგრამ ვისაც 5%-ით მეტი single core პერფორმანსი უნდა და აუცილებალდ მეტი FPS 1080P-ზე, არავინ აკავებს, იყიდოს i7-7700K და დასჯერდეს. მე წავალ R7 1700-ს ვიყიდი არ ვაპირებ ფულის გადაყრას ამ მიზერული არგუმენტებს გამო. მოკლედ ეს იყო მთელი ფილოსოფია რაც რაიზრნში გვაქვს.
  13. ჩემი აზრი რაიზენზე, თამაშებზე, რენდერინგზე. ამ კაცის საუაბრი 100%-ით ემთხვევა ჩემს შეხედულებას. ეს ვიდეო უნდა დავპოსტო ყოველთვის როცა პროცესორის სიმძლავრეზეა საუბარი
  14. კარგია თუ ამერიკაში ცხოვრობ მაგრამ ეს ცდუნება მაინც რაარის...
  15. AM3 სამაგრებსა და AM4-ში, სხვაობა სიგანეში აღმოჩნდა და არა სიგრძეში, ამას ერთ-ერთ ვიდეოში მოვკარი თვალი, რამდენიმე მილიმეტრით ვიწროა AM4. მაგრამ კარგი ამბავი ისაა რომ, თვითონ AM4 სოკეტის ზოგიერთ მაზერს აქვს ორივე თაობის ნახვრეტები. ანუ შეგიძლია პირდაპირ AM3 სამაგრების გამოყენება AM4 სოკეტის მაზერზე. ზოგიერთ ვიდოში ვნახე, მაზერს სამაგრები ეკეთა და ხვრელები მაინც იყო დარჩენილი, როგორც ახლა გავაანალიზე ეგ მეტი თავსებადობისთვის გააკეთეს. https://en.wikipedia.org/wiki/Socket_AM4#Cooler_Support
  16. ყიდვის დამადასგურებელ ჩეკს ითხოვენ ან ინვოისს ანუ უნდა დაადასტურო რომ შენ იყიდე
  17. კიდევ ერთი საიტი ვიპოვნე, ძალიან კარგი მიმოხილვაა, როგორც ოვერქლოქში და ტემპერატურებში, ასევე გეიმინგში 1080P და 4K-ზე. ტემპერატურა - R7 1800X 4.1 GHz სიხშირეზე ნოქტუას D15 გაგრილებით, AIDA64 სტრეს ტესტის მონაცემებით 74 გრადუსია, 20 გრადუსიან ოთახის ტემპერატურაზე. ოვერქლოქი - R7 1800X პროცესორს დაახლოებით 4.0-4.1 GHz-ზე სჭირდება 1.40 ვოლტი კარგი ქულერით, დასაშვებ მაქსიმალური ტემპერარის ფარგლებში, ხოლო 1.45 ვოლტამდე შეგიძლიათ ასწიოთ პრემიუმ დონის ქულერით მაგალითად ნოქტუას D15-ით რა დროსაც ტემპერარის პრობლემას თავისუფლად მოგიხსნით მაქსიმალური დატვირთვის დროს. რაც შეეხება ოპერატიულებს, მაღალი სიხშირის დაყენებაზე (3600MHz) ბიოსი ზიანდება, კონკრეტულად Asus-ის მაზერზე, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია, ასუსი და სხვა ბრენდები გამოუშვებენ სტაბილურ ბიოსის განახლებებს ოპერატიული მეხსიერების მაღალი სიხშირისათვის. ეს უბრალოდ დროის საკითხია. We tried to push to 3600MHz using a built-in D.O.C.P setting for the memory frequency on the ASUS board. This ended very badly as the system tried to POST into a BIOS update mode (despite no update being initialised), at which point I had to kill the power which seemed to result in a bricked BIOS chip (not motherboard as the LEDs still worked). თუ ბიოსიდან არ აპირებ ხელით ოვერქლოქს ან პროგრამიდან, მაშინ ყველაზე კარგი 1700X-ის ყიდვაა რადგან X მოდელებს შეუძლიათ ბუსტ სიხშირეზე ცოტა მეტი სიხშირით მუშაობა XFR-ის საშუალებით ანუ ავტომატურად უკეთებს მცირე ოვერქლქს, ოღონდ კარგი ქულერით და მინიმუმ B350 ჩიპსეტის მაზერი სჭირდება ოვერქლოქისთვის. მე 1700 ავიღებდი და ხელითაც კარგად მოვუვლი ბიოსიდან მამაპაპურად ოპერები იყიდე მაღალი სიხშირის ან ისეთი რომელიც სათანადო ბიოსის გამოსვლის შემდგომ 3600 MHz-ზე დააყენებ, რათა მეტი წარმადობა მოგცეს.
  18. აი შედეგიც, მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 1 გრადუსია ან ტიპმა დაარაზგონა და ჯერ-ჯერობით რეკორდი ესაა 5802.93 mhz with AMD Ryzen 7 1800X
  19. გასაგებია ყველაფერი მაგრამ 4K-ზე რა მოხდებოდა თუკი ამ ტენდენციას მივყვებით? უფრო თანაბარი იქნება FPS მათ შორის? ამ პრინციპით 6900K-თან დიდი სხვაობა აღარ იქნება FPS-ში ანუ 4K-ზე მიახლოებით ერთნაირი FPS გამოვიდოდა რაც არ დადო იმ კაცმა
  20. არა გასაგებია რომ რაიზენმა 1080P-ზე 120 FPS ვერ დადო მაგრამ, მე სხვა რამეს გავუსვი ხაზი. რაიზენმა განიცადა 9%-იანი შემცირება. ხოლო 6900K-ს ასევე 9%-ით უნდა განეცადა შემცირება და 1440P-ზე 108 FPS უნდა დაედო, მაგრამ აჩვენა 82 FPS. როგორც ჩანს ამ თამაშში ოპტიმიზაცია კიდევ სჭირდებათ. მე საერთოდ ის პოსტი წინა გვერდზე იმიტომ დავწერე რომ, როცა AMD-მ ჩამოურიგა ყველა ცნობილ მიმომხილველს ეს ტექნიკა, მიმოხილვა ნიშნავს დატესტვას როგორც 1080P-ზე ასევე მაგალითად 4K-ზე. მაგრამ ის ტიპი ამბობს, არ დავტესტავ 4K-ზეო, ეს ჩემი პრინციპიაო, აი გინდა თუ არა 1080P-ზე უნდა დავტესტოო. ხოდა AMD-მ მისწერა, ხალხს ვისაც აქვს დავუშვად 4K მონიტორი და აინტერესებს რა FPS-ს დაიჭერს რაიზენი 4K-ზე, იქნებ ყიდულობს ის კაცი და სულ ფეხებზე კიდია შენი პრინციპები და 1080 ბენჩაობა, მაგრამ არა, გინდათუარა 1080P დაიტესტებაო. ვაჰ იქნება მაინტერესებს ყიდვა და მინდა ვიცოდე რას იზავს, დაეტესტა 2 way Sly, იქნებ მინდა ვიცოდე 4K-ში 2 way sli რას იზამს? იქნება ვაბშე ჩაჯმული აქვს 4K-ზე, ხო უნდა ვიცოდე? თან გეიმერია როგორც ჩანს, მისი საიტის სახელიც კავშირშია გეიმერთან და 4K-ზე ბენჩს არ დებ მითუმეტესად რომ AMD-ს არ აუკრძალია 1080p-ზე გაბენჩვა, უბრალოდ სთხოვა მომხარებლებისთვის იქნებ გააკეთ 4K-ზეც ტესტებიო... უბრალოდ მაინტერესებს კონკრეტულად მაგ თამაშში 4K-ზე რა მოხდებოდა რომ გაეტესტა მაინც. მანდ ისეთი პირი უჩანს, გასაკვირი არ იქნებოდა 1800X გატოლებოდა ან გადაესწრო კიდევაც 6900K-სთვის, მაგრამ ამით რა რო? არც არაფერი. როცა უფასოდ გჩუქნიან რამდენიმე პროცესორს და ახალ მაზერბორდს თავისი ოპერებით, ეგ უკვე გაწი გამოწი 1000$ და თუ მაინცადმაინც პრინციპულობა გინდა, არავინ უშლიდა, გაეკეთებინა ის რა ფუნქციაც ევალებოდა და რაც სთხოვეს. არავინ უშლის თავისი პრინციპების გამოხატვას. AMD განაცხადა რომ 300-ზე მეტ გეიმ დეველოპერებთან თანამშრომლობენ და 1080P -ზე გეიმინგს არ გავურბივართო, AMD wants to bring ‘excitement’ back to the desktop market კიდევ ერთი რაიზენის ბილდი
  21. აი მაგის გადამოწმება მინდოდა, იმ პირობით სანამ პროცესორს და ვიდეო ბარათს აქვს რესურსი დარჩენილი, მაშინ მუდმივი 30 FPS-ის პირობებში, პროცესორი ერთნაირად დაიტვირთება 800x600 იქნება თუ 8K არა? ასე გამოდის რადგან პროცესორი მხოლოდ FPS-ის დათვლაში და ვიდეო ბარათის დატვირთვაში იხარჯება, რა გაფართოება იქნება, გამოდის პროცესორზე არანაირად არ მოქმედებს მაგრამ წინა გვერდზე ვიკითხე ეს შემთხვევა http://www.gamersnexus.net/hwreviews/2822-amd-ryzen-r7-1800x-review-premiere-blender-fps-benchmarks/page-7 როცა 1080P-ზე 6900K 30%-ით მეტი FPS აქვს ვიდრე 1800X-ს, მაშინ 1440P-ზე უკვე 7%-ით მეტი FPS აქვს. რატომ დაეცა ინტელის სიმძლავრე 1440-ზე ასე დრამატულად? ანუ ჩემი კითხვა ისაა, ინტელის რესურსი ადვილად რატომ "შეიჭამა" როცა რაიზენის რესურსი მხოლოდ 9%-ით "შეიჭამა"
  22. ჰოო ყველა ბირთვი 3,9Ghz-ზე და 56 გრადუსი მაგარია. +15 გრადუსი რეზერვში რჩება
  23. ნებისმიერი ადგილი იყოს რომელსაც შენ შეარჩევ. უფრო ზუსტი ტესტისთვის პროცესორი ჩაკეტე მაგალითად 3,5 Ghz-ზე და ისე გაატარე 1920x1080 და 800x600. მერე რომ გადაუღებ სქრინშოტებს, ჩაურთვე VSync და ისევ გადაუღე 1920x1080 და 800x600-ზე სქირნშოტები. პირველ შემთხვევაში ისეთ შედეგს მიიღებ რომელიც უკვე დადე, მაგრამ მეორე შემთხვევაში როცა VSync-ს ჩაურთავ, აი მაშინ რამდენზე იქნება დატვირთული პროცესორი ეგაა საინტერესო. თუ სხვა თამაშიც გაქვს და არ დაგეზარება, კარგი იქნება შესადარებლად თუ დადებ. მე არცერთ თამაში არ მაქვს, თორემ მეც გავტესტავდი სიამოვნებით
  24. ჰო ერთ-ერთი ფაქტორი შენის არიყოს, მეც ოვერქლოქის პოტენციალმა შემაწუხა მაგრამ 4,0 Ghz-მდე მემგონი არ იქნება პრობლემა. მე უფრო დიდი ჯაბახანა ჰერის ქულერის მოყვარული ვარ ვიდრე წყლის ქულერისა. 1700-ს Noctua D15 როგორ ეყოფა საინტერესოა არაუშავს, მე მაინც მჯერა რომ ოდესმე გვეშველება მაგრამ არა უახლოეს მომავალში
  25. ხო ვისაც რეალურად 6 ბირთვიანი პროცესორი აქვს, იმისთვის არანაირი აზრი არააქვს როგორც გეიმინგში ასევე სარენდეროდ. თუ გადასვლაა მაშინ მართლა 8 ბირთვიანზე უნდა გადახვიდე. ლარის კურსი ცოტათი ფერზე მოდის და თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება ოდნავ შეღავათს მაინც ნახავს ხალხი. ვიდეო ბარათის განახლება მოუხდებოდა შენ სისტემას
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.