-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
კიდევ ეს დაუდიათ CPU-Z-ის ბენჩიდან AMD Ryzen 7 1700X Beats Core i7 7700K In Single-Thread and Core i7 6950X in Multi-Thread Performance Benchmark R7 1700X 4 GHz vs i7-7700K 4.5 GHz i7-7700K-ს როგორც ვიცით საუკეთესო მანჩვენებელი აქვს single core პერფორმანსში მაგრამ ამ ბენჩის მიხედვით... რაც შეეხება იმავე ბენჩის მულტითრიდს, აქაც R7 1700X სავარაუდოდ იმავე 4 Ghz სიხშირეზე ლამის 20000 დადო. რაც შეეხება i7-6950X-ს რატოა ასე დაბალზე არ მესმის. რაღაც შეცდომაა აშკარად
-
რაღაც უფლებებით არიან შეზღუდულები, სანამ ოფიციალურად არ გამოვა მანამდე დეტალურ მიმოხილვას ვერ დადებენ, თორემ წესით ახლა ბევრს მზად ექნებათ პროცესორის რევიუები. ცოტახნის უკან კიდევ ერთი ტესტი დაიდო. AMD Ryzen 7 1800X Official Benchmarks Appear In Passmark Database მანდ კარგად ჩანს სად დგას FX 8350 და სად R7 1800X . ერთი Passmark-ის ფიზიკის ტესტში მოიკოჭლებს დანარჩენ შემთხვევაში ან თანაბარია ან ჯობია ინტელის წარმომადგენლებს. მართალია სიხშირეებს სპეციალურად არ ანახებენ, სანამ არ გამოვა ოფიციალურად მაგრამ რა სიხშირეზეც არ უნდა გაეტარებინათ ეს ბენჩები, ფაქტია რომ ინტელს გაუთანაბრდა ბირთვის წარმადობაში და ფასითაც იაფი ღირს. ინტელს რომ ცოტა ადამიანურ ფასად ჰქონოდა ენთუზიასტი დონის პროცესორები, ხალხზე კიდე იმდენედად დიდ ეფექტს არ მოახდენდა და გემოვნების ამბავი იქნებოდა უკვე, ვისაც რომელი მოეწონებოდა იმას იყიდდა, მაგრამ ინტელს ისეთი პოლიტიკა აქვს რომ, LGA 2011 მოლოდ "ღმერთებისა" და "უკვდავთა" ლიგა გახადა, მოკვდავებს კი წამოუგდო 1151 სოკეტი, თქვენ ეგეც გეყოფათო ალბათ იტყვით იმიტომ რომ კონკურენტი არ ჰყავსო მაგრამ, რა შუაშია კონკურენტი ? თუ მართლა "ნამუსი" გაქვს და ხალზე ზრუნავ (არადა conflict free კი უწერია, როგორც ლოიალური და ძალზე გულმხურვალე მეგობარი, უსახლკარო აფრიკელი შავი ხალხის მიმართ) 1100$ არ უნდა დაადო, მიუხედავად იმისა რომ კონკურენტი არ გყავს. მორალსა და ბიზნეს შორისაც შეიძლება დაამყარო გარკვეული ბალანსი, მაგრამ არა, ბიზნესი ყოველთვის პირველ ადგილზეა... ოხ ეს გაუმაძღობა, მაინც რა ტკბილი გრძნობაა AMD-საც შეეძლო დაედო 900 ან 800 დოლარი, მაინც ბევრად აჯობებდა ფასი-წარმადობის შეფარდებით მაგრამ, გაკოტრების ზღვარზე მყოფი ფირმა მაინც ადამიანურ ფასად გაძლევს იმას, რასაც პრაქტიკულად მონოპოლი მილიარდელი ფირმა. ინტელმა 100000 ბირთვიანი ოქროს ჩამოსხმა პროცესორი რომ გამოუშვას, თუ ხალხმა ვერ იყიდა, რისთვის უშვებს აბა? იქ თუ დააკვირდით AMD-ს პრეზენტაციაზე, ერთ-ერთ სლაიდზე ეწერა რომ მომხმარებელთა 99% ყიდულობს 500$-ზე იაფიან პროცესორსო. ანუ 500 დოლარზე ძვირიან პროცესორს მხოლოდ მომხმარებელთა 1 პროცენტი ჰყავს. AMD-ს მხირდან მოსაწონი სწორედ ის ფაქტია რომ, ბიზნესსა და მორალს შორის გარკვეული ბალანსი უჭირავს და მემგონი ზოგიერთი ხედავს ამას, მისი ფასი-წარმადობის შეფარდებით. ნუ არიან ხალხი ვინც ფულში იხრჩობა, მაგრამ მე პირადად რაცარუნდა მილიარდელი ვიყო ჩემი ფილოსოფიურ-პრინციპული დამოკიდებულება არ შემეცვლება, ამ ორი პროცესორიდან არასოდეს ვიყიდი 1100 $ პროცესორს როცა 500 დოლარში მისი ანალოგი ან უკეთესიც იყიდება. ასეთი ხალხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკემბერგი და მისი მეუღლე. როგორც ვიცი მილიარდები აქვს და მაინც რითი გადაადგილდება: VW Golf GTI, Pagani Huayra (ნუ ეს ხელოვნების ნიმუშად უფრო ეყოლება ვიდრე გადასაადგილებლად), Honda Fit, Acura TSX. ზუსტად ამ მანქანით დადიან ისეთი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა როგორიც საქართველოა. მის ადგილას რომ ვიყოთ, რას ვიყიდდით, ეს უკვე სხვა თემაა. მართალია ცოტა თემას გადავუხვიე მაგრამ, პირდაპირ თუ ირიბად ეს მორალი მაინც დაკავშირებულია ამ პროცესორების ბიზნესთან.
-
290X შესაძლებლობები ამ პროცესორზე კარგად იცი რასაც ნიშნავს ამიტომ R7 1700-ზე გადასვლა ჩემი სისტემიდან მარტო 290X-ის ხათრით უნდა გავაკეთო. ბოლობოლო R5 1600X და B350 მაზერი -100 $ ეკონომიას ნიშნავს და მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ერთი რენდერში თუ დაეტყობა 6 და 8 ბირთვებს შორის სხვაობა თორე ისე გეიმინგში ნებისმიერი 6 ბირთვიანი საკმარისი იქნება Full HD-ზე და მე უფრო დიდი მონიტორი არც მაქვს. ასე რომ მე მინიმუმ 6 ბირთვიანიც მაწყობს, ჩემს სისტემას 5-ჯერ აოჯბებს ალბათ
-
ეგ შენთვის თორე ჩემ სისტემას არ უყურებ?
-
ხო ჯობია ჯერ დაელოდო. თუ კარგი ოვექლოქერი პროცესორი გამოვიდა მაშინ ყველასთვის კარგი იქნება. მე რომ მქონდეს საკმარისი ფული, საქართვლოს გადმოსახეიდან და ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი შეფარდება გამოდის R7 1700 - 330 $, 4 Ghz-ზე ავწევდი და თავზე გადამივიდოდა ყველაფერში. Biostar-ის იაფიან და მოკრძალებულ ვარიანტს X370 ჩიპსეტზე X370GT5 150$. ოპერატიულები Corsair Vengeance 16GB (2x8GB) DDR4 3200 130 $ ღირს. ეს კი გამოვიდა 610 $. ამას დაემატება +110 დოლარი განბაჟების და ტრანსპორტირების ხარჯი რომ არ ჩავთვალოთ 720$ გამოდის 1850 ლარი. (ეს თანხაც 99,99%-ისთვის საქართველოში ძალიან ბევრია მაგრამ ჩვენი დაქცეული ეკონომიკის ბრალია ესეც, აბა ამერიკაში 600 დოლარს რამდენიმე დღეში გამოიმუშავებს ხალხი) სხვა პრინციპში მე მეტი არაფერი მჭირდება, ყველაფერი მაქვს, ვვარაუდობ ჩემი ქულერის სამაგრები რაც ეხლა მაქვს წავა AM4 სოკეტზე.
-
AMD’s $499 Ryzen 7 1800X Beats $1700 i7 6950X With 1-Click Overclocking On Air Cooling თუ ამ თურქების ნათქვამს დავუჯერებთ, 1800X-ის ოვექლოქით უკვე უსწრებს single core პეფრომანსში 7700K-ს. (სტოკზე როგორც ჩანს 7700K მაინც წინ არის) ჯერ-ჯერობით არავის შეუძლია საჯაროდ გამოაქვეყნოს დეტალურად რა სიხშირეებზეა მიღწეული ეს შედეგები, სანამ არ გამოვა ოფიციალურად. მანამდე კი მათი ასეთი საუბრით თუ შემოვიფარგლებით, AMD-ს ავტომატური ოვერქლოქი იდეალური გამოსავალია პროცესორის მაქსიმუმის გამოსაწურად, ერთი დაწკაპუნება და აღარაა საჭირო ოქროს შუალედის პოვნა სიხშირის, ტემპერატურის, სტაბილურობასა და ვოლტაჟს შორის (როგორც იცით რაიზენს აქვს უამრავი სენსორი რომელიც პროცესორის კრისტალის სხვადასხვა უბნებზეა დაყენებული. ეს სენსორები ზუსტად განსაზღვრავენ პროცესორის მუშაობას ისე რომ რესურსი მაქსიმალურად გამოიწუროს). Noctua-ს მიერ მიწოდებული ქულერით 1800X იდეალურად გრილდება ოვერქლოქზე და ტემპერეატურების კარგი აქვსო. ირონიულად ჟღერსო მაგრამ, ავტო ოვერქლოქით 1800X-ს კონკურენტი არ ჰყავსო (ალბათ გულისხმობენ ინტელის ტურბო ბუსტით 10 ბირთვიანი 6950X ვერ დებს იმ შედეგს, რასაც 1800X ავტო ოვერქოქითო). სულ ბოლოს კი, იმ პერფორმანსით რაც 1800X იძლევაო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ 7700K უკვე ისტორიას დარჩებაო, გეიმინგისთვისაც კიო. (აქ ალბათ გულისხმობენ ზოგადად რაიზენის პროცესორის წარმადობას ფასთან მიმართებაში. ცხადია 1800X-ს არავინ შეადარებს 7700K-ს) ნუ ეს იყო მოკლედ ის საუბარი რაც იმ თურქებმა ილაპრაკეს ყველაზე მთავარი და საინტერესო, სიხშირეებია, როგორ გაუთანაბრდება რაიზენი ერთნაირ სიხშირეზე როგორც 7700K-ს, ასევე 6900K-ს. ამას მხოლოდ 2 მარტს ვიხილავთ. მანამდე კი მხოლოდ ასეთი ზოგადი ჩვენებებით თუ შემოიფარგლებიან.
-
ჰო მემორის ამბავი საინტერესოა. თუმცა ალბათ გამტარობის პრობლემა არ ექნება, უფრო სწორად დესკტოპ სეგმენტს რომ ეყოს ისე იქნება. ინტელის შემთხვევაში LGA 2011 სოკეტი, როგორც X99, X79 ჩიპსეტისთვის, ასევე სხვა ინტელის C60X სასერვერო ჩიპსეტისთვის არის საერთო. შესაბამისად LGA 2011 სოკეტზე მიდის როგორც ენთუზიასტ i7 სეგმენტის პროცესორები, ასევე სერვერის Xeon პროცესორები 6 არხიანი მეხსიერებით. ამიტომაც აქვთ ყოველთვის მეტი მეხსიეტების არხები ყველა LGA 2011 სოკეტის პროცესორს, LGA 115X სოკეტის პროცესორებთან შედარებით. მაგალითად i7 7700K რომ 6 ბირთვიანი ყოფილიყო, ვინმე იყიდდა i7 6800K-ს 4 არხიანი მეხსრების გამო? მემგონი არავინ ერთეულების გარდა. Zen naples სერვერის პროცესორს 8 არხიანი მეხსიერება ექნება როცა გამოუშვებენ. თუმცა ცხადია ის სხვა სოკეტზე იქნება. არამგონია AMD-მ სასერვერო სოკეტზე, ენთუზიასტ პროცესორი გამოუშვას ბევრი მეხსიერების არხებით, ისევე როგორც დღეს ინტელს აქვს ეს LGA 2011 სოკეტში გაერთიანებული. AMD-ს შემთხვევაში ჯერ-ჯერობით დესკტოპ და სერვერის სეგმენტი გამიჯნულია ერთმანეთისგან. სამაგიეროდ ენთუზიასტი პროცესორების კლასი რომელიც ინტელის შემთხვევაში სხვა სოკეტზეა, AMD-ს შემთხვევაში ერთ სოკეტშია მოქცეული და 2 არხზე მეტის საჭიროება, არც არის მე თუ მკითხავთ. მთავარია მემორი კონტროლერი და გამტარობა ჰქონდეს კარგი, ისევე როგორც ინტელს და 2 არხს ვინღა დაეძებს
-
ჰო თითქოს ამას არავინ აქცევს ყურადღებას მაგრამ საქმეში მნიშვნელოვანი საკითხია. 1366, 1156, 1155, 1150, 1151 და რაც შეეხება LGA 2011 სოკეტს, მისი სამი ვერსია არსებობს Socket R, R2, R3 და ახლა 2066 სოკეტზე (R4) გადადის. რა საჭიროა 2066 სოკეტი ან ამდენი 115x სოკეტები? რატო ართულებს ინტელი ასე მაინც ვერ ვხვდები, თუმცა ეს მათი ნებაა და როგორც უნდა ისე გააკეთებენ. სავარაუდოდ kaby lake i5-ს გაუტოლდება ან ცოტა უკეთესი იქნება. რაიზენს 4.8 მილიარდი ტრანზისტორი ჰქონია თუმცა 4 ბირთვიანებს რამდენი ექნება უცნობია. R5 გამოდის მეორე კვარტალში, ხოლო R3 ივნისის შემდეგ.
-
ეგ სოფტის ბრალია. თვითონ Cinebench-ის დეველოპერებმა უნდა ჩაამატოს რაიზენის ჩიპის ID კოდები Cinebench-ის პროცესორების მონაცემთა ბაზაში, რომ სწორად ანახოს. ანუ ფიზიკურად მუშაობს ჩვეულებრივ მაგრამ ეკრანზე არ აჩვენებს მონაცემებს სწორად. ახალი ვერსია როცა გამოვა, გამოსწორებენ მაგასაც. AMD Ryzen Master Overclocking and Tuning Utility Gets a Detailed Look – Per Core Overclocking, Voltage Tuning, Zero Core Disabling and More Onboard Ryzen Master - ამ utility-ს წყალობით ხდება რაზგონი, პროცესორის ბირთვების სიხშირის, ვოლტაჟის და ა.შ. კონტროლი. AMD-მ ჩამოურიგა tech reviewer-ებს სრული კომპლექტაციით ახალი სისტემა. ესენი დადებენ პირველ რიგში უახლეს ტესტებს, სანამ დატესტავენ გეიმინგში და ყველაფერში, მანამდე ცოტა დრო დასჭირდებათ.
-
კიდევ ერთი ახალი ამბავიც მომხდარა, Cinebench-ში ახალი რეკორდი დაუმყარებია რაიზენს 8 ბირთვიანებში ოფიციალური ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის Intel Core i7 5960X-ს 6 Ghz სიხშირეზე, რომელმაც მულტითრიდში აჩვენა 2445 cb. ეს გახლავთ Haswell-E არქიტექტურიდან რომელიც კარგი სარაზგონო პოტენციალით გამოირჩევა მაგრამ დღეს ამ კლასის წარმომადგენელი მხოლოდ Broadwell-E არქიტექტურაა, რომელშიც ყველაზე მძლავრი 8 ბირთვიანი Core i7-6900K-ია. მაინცადამაინც არ ბრწყინავს ოვერქლოქისა და სტაბილურობის პოტენციალით მაღალ სიხშირეზე, განსხვავებით მისი წინამორბედი არქიტექტურა, თუმცა თუ სტოკ პარამეტრებით ვიმსჯელებთ დღეს საუკეთესო 8 ბირთვიანია ინტელისგან. მეტი თვალსაჩინოებისათვის i7-6900K-ის რეკორდი ამავე ბენჩმარკიდან მულტითრიდში გახლავთ 2146 cb რომელიც გატარებულია ზუსტად 5.1 Ghz-ზე. რაც შეეხება არაოფიციალურ რეკორდსმენს, ეს გახლავთ R7 1800X რომელმაც მოახერხა 1.785 ვოლტაჟით 5.2 Ghz სიხშირით ყველა ბირთვზე, ეჩვენებინა საუკეთესო შედეგი 2449 cb, რომლის ვიდეო მასალა აიტვირთა იუთუბზე მაგრამ მალევე წაშალეს, ამიტომ რისი დაფიქსირებაც მოესწრო ესაა AMD breaking world records with Ryzen 7 1800X already http://wccftech.com/amd-ryzen-7-1800x-world-record/ მოკლედ ამით ბენჩის მიხედვით შეიძლება ითქვას ის რომ, R7 1800X პროცესორმა, თითქმის იმავე სიხშირეზე მდგარ i7-6900K-ს სოლიდური სხვაობით გადაასწრო ანუ ოვერქლოქის პოტენციალით უფრო მეტი წარმადობა აღმოაჩნდა ვიდრე ინტელს. გასაკვირი არცაა რადგან როგორც Lisa Su-მ განაცხადა გუშინ, წარმადობა არა 40%-ით არამედ 52%-ით გააუმჯობესეს. ინტელს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა უკვე. დროა სეიფში გადანახული საუკეთესო არქიტექტურები, მზის შუქზე გამოიტანოს და რეალური წარმადობა მისცეს ხალხს რეალურ ფასად. ამ ტიკ-ტოკის თამაშით ფონს უკვე ვეღარ გავა. ამ ეტაპზე ინტელს სხვა გზა აღარ დარჩა რადგან Zen+ არქიტექტურა რომელიც 7nm-ზე ელოდება ინტელს, მოსვენების საშუალებას არ მისცემს, ამ ყველაფრის შემდეგ. ამ წელს ფაქტიურად წააგო ინტელმა 155X სოკეტი და Kaby Lake-ს აწი აღარავინ აღარ იყიდის, გარდა იმ შემთხვევებისა რომელებსაც მხოლოდ პროცესორის შეცვლა უნდათ. ასევე AMD-ს გონივრული და ასევე ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც მიიღო, AM4 სოკეტის უნიფიცირებაა. როცა გამოვა R3, R5 და ასევე რაიზენის ბირთვებზე APU-ები, ისინი გაერთიანებული იქნება ერთ სოკეტში, ანუ იყიდი ერთ მაზერს და ნებისმიერ პროცესორს უპრობლემოდ გაუკეთებ Upgrade-ს ან Downgrade-ს, როცა ინტელის შემთხვევაში მაგალითად Celeron-ს ან i3 პროცესორს, ვერ ჩასვავ X99 ჩიპსეტში.
-
ახლა უკვე 99%-ით შეგვიძლია დავადასტუროთ რომ დამთავრდა ინტელის პარპაში ვვარაუდობ, გამოსვლისთანავე სულ ამოიყიდება. ასევე საინტერესოა ინტელი რას მოიმოქმედებს, თუმცა არამგონია ინტელმა პირდაპირ გაანახევროს ფასები, ვინც ახლახანს ააწყო სისტემა იმათი პირიდან ვერ ამოვა ვერასდროს
-
თქვენც გაიცინეთ ცოტა
-
რაიზენი სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ ინტეგრირებული GPU-ს გარეშეა, თუმცა ამ წლის მეორე ნახევრიან გამოუშვებს APU-ს სავარაუდოდ VEGA-ს (ან Polaris) GPU-თი რომელსაც თუ უფრო მეტი არა, მინიმუმ ეგ ჩამონათვალი ექნება რაც შენ იკითხე. შარშანდელ Polaris-ის არქიტექტურაში უკვე არის ეგ პარამეტრები ისედაც, ისევე როგორც Nvidia-ს Pascal-ში. უბრალოდ მათ წინა თაობებს (Radeon 300 და Geforce 900) არ ჰქონდათ Decode ფუქნცია, არც HVEC და სავარაუდოდ არც VP9, თუმცა ამისდა მიუხედავად მაინც არ უნდა დაე-fail-ებინა დაბალ რეზოლუციაზე. პოლარისს და პასკალს, საეთოდ არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს წესით და რიგით. არაუშავს წელს AMD შეავსებს დანაკლისს და ვვარაუდობ უკეთესი GPU პარამეტრებიც ექნება ვიდრე დღეს Intel-ის Kaby Lake-ში დევს. კიდევ ერთი ნიუსი AMD Ryzen 1600X $260 New Benchmarks, Matches Intel’s $430 i7 6800K AMD Ryzen 5 1600X - 260 $ თითქმის i7-6800K-ის ანალოგიური შედეგი აქვს მაინც ეს პროცესორები ჯერ Eng. Sample იქნება და არამგონია მთლად რეალურ შედეგს იძლეოდეს. თანაც 2 არხიანი მეხსიერება აქვს თუმცა ჯერ უცნობია მეხსიერების გამტარუნარინაობა. იმედი მაქვს ამაშიც იპოვიდნენ გამოსავალს, თუმცა ეს ორი არხი კარგად არ ჟღერს XXI საუკუნეში ჯერ-ჯერობით არც ისეთი high-end მაზერებია, როგორიც ეს ინტელის შემთხვევაშია ნუ ყველაზე ბომბა მაზერი X370 XPower Gaming Titanium-ია 300 დოლარად, მაგრამ რაცარუნდა ტიტანის ჩამოსხმა იყოს, მაინც ინტელის LGA 115X კლასის მაზერს ჰგავს. რაღაც თვალში არ მომდის მაინც.
-
- AMD Ryzen: ZD3406BAM88F4_38/34_Y — Eight-Core CPU - AMD Ryzen: ZD3301BBM6IF4_37/33_Y — Six-Core CPU - AMD Ryzen: ZD3201BBM4KF4_34/32_Y — Quad-Core CPU თუ მაგათ დავუჯერებთ 6 ბირთვიანი რაიზენი 3,2 Ghz სიხშირეზე თითქმის იგივეა რაც i7-7700K 4,8 Ghz-ზე? მე უფრო მაინტერესებს cinebench-ში რა ხდება. უფრო რეალურად გამოჩნდებოდა ბირთვების სიმძლავრე
-
განახლებული დიზაინის ფენი როგორც ხედავთ რეალურია My weekend companion! Training her for launch:) pic.twitter.com/iUfjM8O5kN — Raja Koduri (@GFXChipTweeter) February 11, 2017
-
თუ მართლა 500 დოლარად გაყიდიან, i7-6900k-ის ფასთან შედარებით -600 დოლარია სავაობა, ჩვენთვის კაია, მაგრამ რაში აწყობს ამხელა სხვაობა AMD-ს? იმ პირობით თუკი რაიზენის საუკეთესო პროცესორი i7-6900k-ის იდენტური იქნება 100%-ით, ჩემი ვარაუდით 1100 დოლარის კონკურენტად, AMD 600-750 დოლარის ფარგლებში დაადებს. ადრინდელი პოსტი: მაგრამ არამგონია ყველაფერში იდენტური იყოს, ბენჩმარკში შეიძლება ანახოს ერთნაირი შედეგი ერთნაირ სიხშირეზე, მაგრამ რეალურად ზოგიერთ პროგრამაში და თამაშებში შეიძლება მაინც ჩამორჩეს ინტელს, ამიტომ -600 დოლარად როცა იყიდი, მომხმარებლებს პრეტენზიები აღარ ექნება და არის მეორე ვარაუდი და უფრო რეალური, AMD აპირებს ბაზრის წილის გაზრდას ინტელთან მიმართებაში, ამის ერთადერთი გზა პროცესორების იაფად გაყიდვაა. თუკი რაიზენის პოცესორი, i7-6900k-ის საერთო წარმადობის 80-90% მაინც ანახებს რეალურად, როგორც თამაშებში ასევე პროგრამებში, მაშინ გამოსვლისთანავე გაქრება მაღაზიებიდან. იგივე მოხდება ყველა რაიზენის 8 ბირთვიან პროცესორზე რაც გამოიწვევს AMD-ს ბაზრის წილის სწრაფად გაფართოებას, ანუ იმას რასაც მათი მარკეტინგით გეგმავენ. თუკი მაინც მაღალ ფასს დადებს მაშინ გაუჭირდებათ მალე გაფართოება, რაც წესით არ უნდა აწყობდეთ, თანაც ინტელი სანამ რამეს მოიმოქმედებს ამ დროში უნდა ამოქაჩონ. AMD-ს რომ არ უჭირდეს ალბათ ასე არ მოიქცეოდა, თუმცა ეს მეორეს მხრივ, ხალხის წისქვილზე ასხავს წყალს და კონკურენციას ზრდის. აი ეს არის ის სამ წლიანი გეგმა რასაც AMD აკეთებს. ანუ გამოვა ახალი თაობის პროდუქცია, რაიზენი და ვეგა, მოხდება ამ პროდუქტების გაზრდა და ბაზრის წილის გაფართოება. ამ წლის მეორე ნახევრიდან ასევე გამოდის 32 ბირთვიანი სერვერული პროცესორები, დღეისათვის AMD-ს სერვერული ბიზნესი აღარ აქვს და აპირებენ ამ კუთხითაც გაფართოებას.
-
ჰო თუმცა მე ინტელის დესკტოპ სეგმენტის, ხუთი სამოდელო რიგიდან შევხედე ამას, სადაც ინტელის საშუალო დინის და საშუალო ფასიანი მოდელია i3 გამოდის. თუ ის 17 პროცესორის ჩამონათვალი რეალურია და მეტს არაფერს არ დაამატებს AMD, მაშინ R5 გამოდის საშუალო ფასიანი და საშუალო სიმძლავრის, როცა ინტელის შემთხვევაში ასეთი i3-ია. ანუ ინტელს აქვს ორი გადმონაშთი წინა საუკუნიდან, სელერონის და პენტიუმის სახით ღარიბი ფენისთვის, როცა i3, i5 და i7 ძირითად პროცესორებად ითვლება. იგივე მარკეტინგს მიბაძა AMD-მ და იქნება ძირითადი R3, R5 და R7 პროცესორები. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით AMD-ს არააქვს სელერონ-პენტიუმის 1-2 ბირთვიანი პროცესორები და ამ წლის მეორე ნახევრიდან გამოუშვებს APU-ებს 1, 2, 4 ბირთვებით, რომელიც ალბათ შეავსებს იმ დანაკლისს რაც R3-ის დაბლა იქნება სელერონის და პენტიუმის კონკურენტად. სელერონ-პენტიუმი რომ არ ჩავთვალოთ, R3 სოლიდური სხვაობით აღემატება i3-ს, ამიტომაც ვახსენე რომ, მალე პროცესორების სიმძლავრის ახალი სტანდარტი იქნება. თუკი ბოლო წლების მიხედვით 100-150 დოლარში 2 ბირთვიანი პროცესორი მოდიოდა რომელიც დღესაც ყველაფერში საკმარისა სახლი-ოფისის პირობებში, ცოტახანში რაიზენი ჩაანაცვლებს 4 ბირთვით + 4/8 Thread-ით + გახსნილი მამრავლით. ეს დროის ამბავია და ინტელიც მალევე დაიწყებს გამოღვიძებას.
-
სავარაუდოდ მასეა. 6 ბირთვიანმა წესით თავისუფლად უნდა აჯობოს ნებისმიერ i5-ს და ზოგიერთ ძველ i7-საც შეიძლება გაუთანაბრდეს, მაგრამ აქ საკითხავია ერთი ბირთვის სიმძლავრე როგორი იქნება. ისეთი პირი უჩანს ინტელის ბირთვი ოდნავ ძლიერია მაიც და სავარაუდოდ AMD-ს ოვერქლოქის ხარჯზე მოხდება გათანაბრება, თუმცს ჯერ მაინც უცნობია რა სხვაობა იქნება ამ ორ პროცესორს შორის. ყველა რაიზენის პროცესორი გახსნილი მამრავლითაა და მომხმარებელი ყველა ვარიანტში მიიღებს დამატებით პერფრმანსს, თუმცა ჩამონათვალში გვხვდება X მოდელები და ალბათ ეგ ექსკლუზიური ვარიანტები იქნება Guru3D-ზე წერია რომ რაიზენში AMD-მ პირველად გამოყენა metal-insulator-metal capacitor ეს იმას ნიშნავს იმას რომ, პროცესორის სამუშაო ვოლტაჟი დაბალი იქნება და გაიზრდება თითოეულ ბირთვზე ვოლტაჟისა და სიხშირის კონტროლი, რაც თავისთავად ცხადია ოვერქლოქში ძალიან წაადგება. რაც შეეხება i3-თან კონკუტენციას მანდ რაიზენი 4 ბირთვიანებია 4 და 8 thread-ით. რა კონკურენცია იქნება არ ვიცი მაგრამ მგონი პროცესორების სიმძლავრის ახალი სტანდარტი შემოვა. i3 ასე თუ ისე შუაშია სელერონსა და i7-ს შორის. თუ რაიზენის 4 ბირთვიანი 4/8 Thread-ით გამოვა 100-150 დოლაარის ფსრგლებში, მაშინ i3 უთანასწორო გამოდის იმავე ფასად. მოუწევს ინტელს ფასი დაადოს ან 4 ბირთვიანი i3-ები გამოუშვას. რაცარუნდა იყოს რაიზენს ინტეგრირებული ვიდეო არააქვს, ყველა ვარიანტში საჭიროა ვიდეო ბარათი, მაგრამ ამ წლის მეორე ნახევრიდან შემოვა APU-ები რაიზენის ბირთვზე და სავარაუდოდ Vega-ს GPU-თი. ესენი იქნებიან ალბათ დღევანდელი i5-ის სიმძლავრით და იდეალური GPU-თი. დაველოდოთ მაინც, მოვლენები არც ისე მარტივად ვითარდება როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს 1 თვეში წესით იქნება სრული რევიუები
-
AMD Ryzen Processor Lineup Leaks Out, R7 1800X 4 GHz Flagship CPU Detailed – Up To 17 8 Core, 6 Core, 4 Core Models, 2nd March Launch
-
http://www.guru3d.com/news-story/amd-ryzen-cpu-scores-pop-up-in-ashes-of-the-singularity-benchmark-database.html ამ თამაშის ბენჩმარკში 8 ბირთვიანმა Ryzen პროცესორმა პასკალის ტიტანით, საშუალოდ 70 FPS აჩვენა, თუმცა უცნობია რა მეთოდით. ეს ბენჩმარკი შეიძლება გაუშვა ორნაირად, GPU ან CPU მეთოდით. ამავე კონფიგურაციით და სეტინგებით ოღონდ 6950X პროცესორით 4.3 Ghz სიხშირით, CPU მეთოდით გატარებულმა ბენჩმა აჩვენა საშუალო 52 FPS, ხოლო GPU მეთოდის შემთხვევაში 110 FPS. გამოდის რომ თუკი ამ ბენჩმარკის სქრინშოტი ჭეშმარიტია, მაშინ AMD-ს პროცესორი ძალიან კარგია ან ძალიან ცუდი მე ეჭვი მეპარება ამ ბენჩში CPU მეთოდით ინტელს +20 FPS-ით აჯობოს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბლენდერში ამ ორი პროცესორის ბირთვებს თითქმის ერთნაირი ძალა აქვთ, მაგრამ თუკი ეს GPU მეთოდით იყო -40 FPS რაამბავია? მაგხელა სხვაობა დღევანდელ FX-ებს აქვთ ისედაც. ალბათ ოპტიმიზაციის ბრალია ვითომ? ოპტიმიზაციით თუკი შეიძლება ამხელა სხვაობის აღმოფხვრა მაშინ გადარჩენის შანსი აქვთ
-
მარტი, აპრილი ან მაისი სადღაც ამ შუალედში გამოვა.
-
@gio_kiborg AIDA64-ის ძველი ვერსიებიც დააყენე რამდენიე ვარიანტი, სადმე ტორენტზე იქნება რაც შეეხება იუთუბის ჩვენებას hardware acceleration-ის ბრალი შეიძლება იყოს მაგ ვიდეოს შემთხვევაში, მეც მსგავსი პრობლემა მქონდა 2 წლის უკან ინტეგრირებულზე, ვიდეოს ყურების დროს იფრიზებოდა კიდევაც, თუმცა დრაივერის განახლებით ეშველა. ახალ ბარათზე მგონი არანაირი პრობლემა არ ექნება
-
სამსახურში მქონდა HP-ის ბრენდის იყო ისიც და რომელიღაც ძველი AMD-ს პროცესორი ჰქონდა. საშინლად ხურდებოდა ისიც... მერე თერმპოსატა შევუცვალე და სადღაც 2 თვეში გაითიშა და აღაც ჩართულა... რამდენიმე წელი იმუშავა ასე და ჩემს ხელში ამოწურა რესურსი... ასე რომ არ ღირს აღება
-
სატა II-დან III-მდე კონტროლერი შეივალა უბრალოდ, დანარჩენი იგივე დარჩა. სხვაობა ხარისხში უნდა იყოს აქ არის https://www.pugetsystems.com/labs/articles/SATA-3Gb-s-vs-6Gb-s-Cable-Performance-Revisited-183/
- 8 replies
-
- მყარი დისკის სისწრაფე
- hdd
-
(and 2 more)
Tagged with:
-
ახალ სატა კაბელებს საკეტი აქვს, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის და ზოგს ალბათ ზედაც აწერია თუ არ ვცდები. ჩემსას არ დავკვირვებივარ თუმცა არის ასეთები უკვე https://www.aliexpress.com/item-img/wholesale-4PCS-18-Straight-Right-Angle-HDD-SSD-Cable-sata-cable-SATA-3-Cable-SATA-III/1692191366.html
- 8 replies
-
- მყარი დისკის სისწრაფე
- hdd
-
(and 2 more)
Tagged with:
