-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
4 წლის წინანდელი თემაა უფრო დაწვრილებით აქ წერია http://memory.dataram.com/products-and-services/software/ramdisk როგორც Dataram-ი გვეუბნება, 24/7/365-ზე მუშაობს ყოველგვარი შეფერხებისა და მექანიკური დაზიანების გარეშე. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო, არანაირი ციკლები და მსგავსი მოვლენები არ ახასიათებს რაც SSD-ს ან ჩვეულებრივ ვინჩესტერებს ემართებათ ხოლმე. მე ჩემი ოპერები მაგ საიტიდან ვიყიდე თავის დროზე და როგორც AMD-ს პარტნიორი, ბონუსად 6 GB შემიძლია ლიცენზიის გარეშე გამოვიყენო, როცა სხვა ბრენდებზე მხოლოდ 4 GB-ია შესაძლებელი.
-
ძირითადი მიზანი ამ ბარათის არის VR-ის შესაძლებლობა 200 დოლარად. GTX 1070 და 1080-ის კონკურენტებსაც გამოუშვებს AMD სავარაუდოდ შემოდგომისთვის, რა დროსაც ეს 200 $ ბარათები, მაგ დროისთვის მილიონობით იქნება გაყიდული. მე არანაირი გეიმერი არ ვარ, შესაბამსიად VR უფრო მაინტერესებს ვიდრე გეიმინგი. ეხლა რომ მქონდეს 800 ან 1000 დოლარი, არც დავფიქრდები ისე ვიყიდი ამ ბარათს, შემდეგ HTC Vive-ს ვიყიდდი 800 დოლარად ან იაფ ვარიანტზე შევჩერდებოდი Oculus rift-ზე რომელიც 600$ ღირს. როგორც კოდურიმ განაცხადა, ეს ბარათი შექმნილია მომავალი 4 წლის გათვლაზე VR მომხმარებლებისათვის. თავად ბარათის ტექნიკური მონაცემები, VR დეველოპერებზე დაყრდნობით შექმნეს. ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლინუსთან ინტერვიუში მან განაცხადა, დღეს ბაზარზე არის ორი ტიპის VR, ესენია "დაბალი" დონის მაგრამ მოსახერხებელი და "მაღალი" დონის მაგრამ რთული, მოუხერხებელი და კომპლექსური. ეს ბარათი განეკუთვნება, მაღალი დონის VR-ს, შესაბამისად მაღალი დონის VR ღირს ძალიან ძვირიც (რამდენი "ქართველი" გადაიხდის VR "სათვალეში" 600$ ან 800$? ამასთანავე კომპიც საშუალო დონის უნდა იყოს) ამიტომ უწოდეს ამ ბარათს, პრემიუმ VR 200 დოლარიდან, რომელიც დღეს ყველაზე იაფია. ამ ბარათის გასაყიდი რეკლამა სწორედ ესაა რაც ზემოთ დავწერე. FPS-ებს რაც შეეხება, კოდურიმ პრეზენტაციისას დაამატა რომ, ამ ბარათებს აქვთ საკმაო რესურსი, რათა დრაივერის და ოპტიმიზაციის ხარჯზე პერფორმანსის გაზრდისო, რაც Nvidia-ს შემთხვევაში თითქმის ბოლომდე გამოწურულია. ამის თქმის საბაბი ის გახლდათ რომ gtx 1080 98.7%-ით იტვირთებოდა, როცა 480 სადღაც 51%-ით, aots ბენჩმარკში. 200 დოლარიან ბარათზე რა უნდა თქვა, სულ რომ გადაიწვას, გული საერთოდ არ დაწყდება კაცს, როცა 1000 დოლარიანი gtx titan x ისე დაეცა რომ gtx 1070 ჯობნის.. დღეს რომ 1000$ მქონდეს, თქვენ რას მირჩევთ? ტიტან x თუ 2 ცალი 1070 ვიყიდო? ან იქნებ 5 ცალი RX 480, მინიმუმ 25 teraflop სიმძლავრით?
-
აპარატურული პრობლემები პრობლემა ქეიზე
lasha1616 replied to misterius's topic in აპარატურული პრობლემები
shut down-ით გათიშვის მერე კომპი საერთოდ უნდა გაითიშოს, წარმოდგენა არ მაქ რატო არ ითიშება ქულერები.... -
სარჩილავი სარჩილავი.. პაიანიკი.. იგივე სოლდერინგ აირონი :D
lasha1616 replied to it19's topic in აპარატურული პრობლემები
თავის ბრალიც შეიძლება იყოს მაგრამ არა იმდენად, როგორც ჩანს სათანადოდ არ ცხელდება ან თავამდე არ მიდის კარგად ტემპერატურა... მაღალვატიანი სარჩილავით გინდა ყოველი შემთხვევისათვის ან სხვა კალა იყიდე..- 7 replies
-
- პაიანიკი
- დაპაიანება
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ევრპის ანტიმონოპოლიურმა საბჭომ, 2009 წელს გამოვალინა რომ 2002-დან 2005 წლამდე intel ცდილობდა პროცესორების ბაზრის მონოპოლისტობას, AMD-ს წინააღმდეგ. როგორც ბრალი წაუყენეს, ინტელმა ფული გადაუხადა გარკვეულ კომპანიას რათა მხოლოდ ინტელის პროცესორებით წარმოებული ტექნიკა გაყიდულიყო. ასევე რამდენიმე ბრენდებს, NEC, HP და ა.შ. მათთანაც ჰქონდა გარკვეული შეთანხმებები... მოკლედ ინტელს თუ ეს დაუმტკიცდა საბოლოოდ, მოუწევს 1,4 მილიარდი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა. Intel still contesting AMD fine Intel Fights Record $1.2 Billion Antitrust Fine at Top EU Court
-
აპარატურული პრობლემები პრობლემა ქეიზე
lasha1616 replied to misterius's topic in აპარატურული პრობლემები
ვინდოუსიდან shut down-ით რომ თიშავ, ხმაურს რაც ეძახი? ქულერების ტრიალს? -
სარჩილავი სარჩილავი.. პაიანიკი.. იგივე სოლდერინგ აირონი :D
lasha1616 replied to it19's topic in აპარატურული პრობლემები
რამდენ ვატიანია ეგ სარჩილავი? 30 ვატიანი თუა დიდი ალბათობით მასეც იქნებოდა, მაგრამ ჩინური იქნება და გინდა 110 ვატი ეწეროს, ხარისხი მაინც 0 იქნება. რამე ბრენდის იყიდე და დაისვენებ- 7 replies
-
- 1
-
-
- პაიანიკი
- დაპაიანება
-
(and 3 more)
Tagged with:
-
გეშლება
-
კომპს რომ ჩართავ, ბიოსში შეიხედე (hardware monitoring) და ვოლტაჟებს დააკვირდი როგორაა. +12v, +5v და ა.შ. რა ვოტლებს გიჩვენებს? ასევე შეამოწმე და შეადარე, რამდენიმე საათის შემდეგ რა ვოლტებზეა. შეიძლება რომელიმე ვოლტაჟი დასაშვებზე მეტად ან ნაკლებად მუშაობს, რაც კვების ბრალი უნდა იყოს... შეიძლება რომელიმე კონდესატორის ბრალი იყოს კვების ბლოკში, თავის რესურსი დროზე ადრე ამოწურა ან ცხელ კონდიციაში იმყეფობდა დიდი ხანი. შეიძლება მაზერის ბრალიც იყოს მაგრამ უფრო კვების ამბავი მგონია.
-
შემდეგი პროექტი იქნება 48 ბირთვიანი, 96 ნაკადიანი, 7nm სერვერის პროცესორი, რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოსკენ გამოვა. AMD working on 7nm 48 core processor ნანომეტრების შემცირება მრავალბირთვიანი პროცესორებისთვის, განსაკუთრებით კი სერვერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
-
http://www.digitaltrends.com/computing/amd-zen-server-chip-spec-rumors/ PS. რატომღაც პლანშეტით ვარ და რედაქტირებას ვერ ვუკეთებ ჩემ პოსტს...
-
ანუ მეოთხე სლოტში თამაშებს ისეთი FPS-ით ვერ თამაშობ როგორც პირველ სლოტში?
-
მაგ პროცესორით როგორც მაგ მაზერზე წერია, ერთი ცალი x16 გამოდის. შემდეგ სლოტშიც რომ გადასვა მემგონი დიდი ვერაფერი ხეირი ვერ იქნება გაგრილების მხრივ. მაგ ტემპერატურაზეც იმუშავებს მაგრამ "ცოდოა", მაგხელა რადიატორის პრობლემის გამო, ნოქტუამ იგივე მოდელი გამოუშვა ოღონდ მაღალი პროფილის მქონე ოეპრებზე გათვლილი, ამიტომ ოპერებს თუ რადიატორი უშლის ხელს, ვერაფერს იზამ, თუ ქულერი უშლის ხელს, შეგიძლია ეგ ქულერი მოხსნა. ყველაზე კარგი გამოსავალი ქულერის შეცვლაა თუ მაგ ტემპერატურებზე დატოვებას არ აპირებ. ქულერი თუ გამოიწერე NH-D15S ეს გეყიდა ჯობდა
-
2016 E3-ზე AMD-ს პრეზიდენტი მოახდენს DOOM-ის დემონსტრაციას, რომელიც გაშვებული იქნება ZEN აქიტექურაზე Summit Ridge პროცესორზე.
-
გამტარობა მცირდება მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ FPS-ს დააკლებს ყველფარეში. ქენდი ქრაშს თუ თამაშობ იქ არამგონია რაიმე სხვაობა ნახო. უფრო ზუსტი პასუხი თუ გინდა, თავადგვე მოსინჯე, არაფერი გიშლის ხელს
-
RX480 4GB. Clock 1080Mhz Temp 40c-50c @1266 clock Temp 70c Firestrike ultra pic
-
-
Fury X მიუხედავად იმისა რომ ვერ აჯობა მის კონკურენტს, მაინც ბოლომდე ამოიყიდა ნიუეგზე და ამაზონზე 1 დღეში. AMD’s Radeon R9 Fury X All Sold Out On First Day Of Launch – Online Retailers in Restocking Phase Read more: http://wccftech.com/amds-radeon-r9-fury-sold-out-day-launch/#ixzz4B1ENJzGT თუმცა მომავალში როცა ორივე ბრენდი ყველა სამოდელო რიგს გამოუშვებს და ყველა სეგმენტი წარმოდგენილი იქნება, მაშინ უფრო რეალურად გამოჩნდება რომელს უფრო მეტი გაეყიდა. ამ ბარათებს მხოლოდ გეიმერები ყიდულობენ ძირითადად ისევე როგორც Fury X-ს, რაც ბუნებრივი მოვლენაა.
-
მემგონი ცოტა არასწორად ვსაუბრობთ ფასებზე, უფროსწორად Nvidia-ს გამდიდრებაზე... წესით ის ფასები რაც Nvidia-მ გაახმაურა, ეგ ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ Nvidia-ს ფასები, GTX 1080 რომელიც 600-700 დოლარი ღირს, არაფოუნდერი და ფოუდნერ ვერსია. ფოუნდერ ვერსია ეს არის სწორედ რეფერენსი ბარათი რასაც აქამდე ვეძახდით ხოლმე და ღირს 700$. რაც შეეხება არაფოუნდერ ვერსიას ანუ არარეფერენს ვიდეო ბარათს, ის არის დაბალი დონის, იაფფასიანი მატერიალებით შექმნილი დიზაინის ბარათი, იმისათვის რომ თანხა დაზოგილიყო. ამ ბარათის მახასიათებლები, მეხსიერების ჩიპები, GPU-ს ჩიპი და თვითონ პლატა, ზუსტად იგივეა რაც ფოუნდერ ვერსია. სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო ბარათის ჩარჩოშია, ხარისხიან მატერიალებში და თერმული გაგრილების დიზაინში. ასე რომ, პერფორმანსით 700 დოლარიანი GTX 1080 ფოუნდერ (რეფერანს) ვერსია იგივეა რაც არაფოუნდერ (არარეფერანსი) 600 დოლარიანი ვერსია. რაც შეეხება თავად ფასებს, ყველა Nvidia-ს პარტნიორ ბრენდს, გიგაბიტია, ასუსი თუ ევგა, ეგენი ყიდულობენ ლიცენზიას, დიზაინს და GPU ჩიპს თავად Nvidia-სგან, რათა მერე თვითონ და გაყიდონ. ზოგი მწარმოებელი თავად პლატის მოდიფიცირებას ახდენს რათა გაზარდოს ოვერქლოქის შესაძლებლობები, ამატებს თავის საფირმო გაგრილებას და ფასიც რათქმაუნდა საკმაოდ იზრდება, მაგრამ ზოგი მწარმოებელი, პირდაპირ უცვლელი დიზაინით ან უცვლელი პლატით გვთავაზობს ბარათს, რათა გაიყიდოს შედარებით იაფად. აქედან გამოდინარე, Nvidia არ მდიდრდება იმის ხარჯზე რომ ევგა ან ასუსი, 900 დოლარში ყიდის 600 დოლარიან ბარათს. Nvidia მხოლოდ გაყიდული ბარათებსი რაოდენობაზე მდიდრდება. Nvidia ბარათებს არ ყიდის end-user-ებზე ანუ ჩვენნაირ მომხარებლზებზე. Nvidia თავის ფოუნდერ/არაფოუნდერ ბარათებს ყიდის მხოლოდ კომპანიებზე და ამ კომპანიების წყალობით უკვე მომხარებლებზე. ამიტომაც Nvidia არ აკონტროლებს ბაზარზე, რომელიმე კომპანია ბარათს 900 დოლარში თუ 1000-ში ყიდის. რა შეთანხმება აქვთ გაფორმებული Nvidia-სთან მის პარტნიორებს ამას ვერავინ გაიგებს მაგრამ, ის რაც დავწერე, ესეა ზუსტად. ზემოთაც დაიწერა, EVGA ან რომელიმე კომპანია ყიდდა 650$ ჩვეულებრივ 1080-ს, მაგრამ ვიღაც გადამყიდველი თუ 1200 დოლარში გაყიდის, ამას არც Evga აკონტროლებს და არც Nvidia, ამით არც EVGA მდიდრდება და არც Nvidia. ხადურის კარტოფილის ისტორიისა არ იყოს, რაც თქვა ზუსტად მასეა ბაზარი, როცა რაღაცის დეფიციტია, მაშინ ძვირდება ყველაფერი ხელოვნურად.
-
გუშინ ამ ლისტს გადავხედე და რამდენიმე თამაშია Dx 12-ზე რომელზეც ზოგს პატჩი უნდა გადააწერო, ზოგს რა და ზოგს რა ჭირდება.... https://en.wikipedia.org/wiki/List_of_games_with_DirectX_12_support მაგრამ ისეთი თამაშები რომლებიც პირდაპირ PC-სთვის შეიქმნება და პირდაპირ Dx12-ზე აიწყობა, არამგონია რაიმე გართულებები ჰქონდეს, ისევე როგორც ეს Dx11-ში ხდებოდა.
-
ხო ლოგიკურად მასე გამოდის, ყოველ 4-5 ბარათში ერთი AMD-ს ბარათი მოდის მაგრამ, როგორც პრეზენტაციაზე თქვეს გეიმერების 84%-ს მხოლოდ 100-300 დოლარის ფარგლებში აქვს ვიდეო ბარათები. AMD-სთვის სწორედ ამ 84%-იანი ბაზრის ათვისებაა მთავარი და გაცილებით ხელსაყრელი, ვიდრე დარჩენილ ძვირადღირებულ 16%-ში მცირე კლიენტების მოზიდვა. GTX 1080 რომელიც 600-700 დოლარი ღირს, ძალიან ბევრ ქვეყანაში ამხელა ფულს არავინ გადაიხდის კომპიუტერის ნაწილისთვის. ფაქტი სახეზეა ხო ხედავთ? მხოლოდ 16%ს აქვს 300 დოლარზე ძვირი ბარათი. ამიტომაც არის რომ ძვირიანი ბარათები იყიდება ძალიან ცოტა. სადაც AMD 200 დოლარიან ბარათებს ამოყიდის, იქ თითო ოროლა GTX 1080 გაიყიდება და ცოტა მეტი 1070, იმიტომ რომ ძვირია უბრალოდ და არა იმიტომ რომ არ ვარგა. თანაც სხვადასხვა ქვეყანაში განბაჟების ფულიც ემატება, მხოლოდ ამერიკელები ხომ არ ყიდულობენ ბარათებს, ამაზონის ფასად. GTX 1080 - 650*18%= 767 USD ჯდება რაც 1500 ლარზე მეტია. RX 480 - 230*18%= 271 USD ჯდება, რაც 550 ლარი ჯდება. თითქმის ერთი ცალი 1080-ის ფასად RX 480 და Oculus rift-ს იყიდი და გექნება სრულყოფილი VR. იქნებ სულაც არ ვარ გეიმერი და მინდა გავსინჯო რა ხილია VR, როცა AMD-ს ნიშა ხდება ბაზარზე VR-ში დომინანტობა, უკვე არ მჭირდება 600-700 დოლარიანი ბარათი როცა პრემიუმ დონის VR ბარათია 200 დოლარად. 600 დოლარი ღირს oculus rift და ჯამში 800 დოლარში ყიდულობ სრულყოფილ VR-ს. როგორც საქართველოში, ისე ბევრ ქვეყანაში, ამხელა სხვაობა არც ისე ცოტაა. AMD-ს რომ გამოეშვა 1080-ის კონკურენტი და დაუშვათ ყველაფერში ლიდერი გამხდარიყო რომელიც 600 ეღირებოდა, ხალხი რას იზავდა? ყველა მივარდებოდა და იყიდდა? 600 დოლარიან ბარათს, მაინც ვერ იყიდის ძალიან ბევრი, ხომ ხვდებით? ბევრი მაინც იაფიანს იყიდის, Nvidia იქნება თუ AMD რა მნიშვნელობა აქვს, როცა ვერ ყიდულობ? ამიტომაც მგონია რომ ყველაფერს სწორად აფასებს და ისე იქცევა. ზუსტად ის დანაკლისი შეავსო მსოფლიო უმრავლესობის, რომლებიც ძვირიან ბარათს ვერ ყიდულობდა. რატომ გახდა GTX 970 ბესტსელერი? ძალიან მარტივი ფილოსოფიის გამო, იმიტომ რომ GTX 980 ვერ გაქაჩეს. გაპატჩულ გამოპატჩული თამაშები, დიდი ოპტიმიზაციით ვერ გამოირჩევიან მემგონი. Dx11 თამაშს რომ Dx12-ად გადააკეთებ, რაღაც არამგონია ასეთი თამაშის საფუძველზე ღირდეს დასკვნების გაკეთება
-
კიდევ ერთი თამაშის ბენჩმარკი Dx 12-ზე. DirectX 12: graphics card performance Full HD & WHQD & UHD როგორც ხედავთ, ამ თამაშის ბენჩმარკში ოდესღაც 1000 დოლარიანი ვიდეო ბარათი ისევე გამოიყურება როგორც 500 დოლარიანი. თუმცა ნუ შეგეშინდებათ GTX 1080 მაინც პირველზე დგას ასე რომ ბალანსი დაცულია Dx12-ში როგორც ხედავთ სრულიად სხვა სიტუაციაა. ძალიან უცნაური ბენჩია... თან კიდევ უფრო უცნაური იმიტოა რომ 200 დოლარიანი FX პროცესორი 4K-ზე იგივე FPS-ს აჩვენებს რასაც 1000 დოლარიანი ინტელის პროცესორი.
-
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
lasha1616 replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ეს ის სერვერია 127000 $ USD რომ ღირს? 8 ცალი GPU აქვს აქვსო. ასევე 2 Xeon CPU http://www.anandtech.com/show/10229/nvidia-announces-dgx1-server -
Dx 12-ის თამაშები და ზოგადად, იგივე ვულკანზე, სხვა სიტუაცია იქნება, კროსი და სლი უფრო კარგად იმუშავებს. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ Dx 12-ში შეიძლება AMD და Nvidia ორივე ერთად ამუშაოთ, რაც Dx11 ში წარმოუდგენელია. ასევე არ დაგავიწყდეთ ის ფაქტიც რომ თუ ორი ცალი ბარათის კროსს ან სლის გააკეთებთ, მაგალითად 8 GB ვერსიას, საერთო ჯამში იქნება 16 GB Vram რაც Dx11-ში ეს არ არსებობდა. ასევე იმის ილუზიაც არ მაქვს რომ კროსი ან სლი ოდესმე მიღწევს 100%-იან სკალირებას, მაგრამ უკეთესი სიტუაცია რომ იქნება ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს. დამშვიდდით ნუ გაცხარდებით ამ ერთი ბარათით უბრალოდ ეფექტურობა და ის განმასხვავებელი ნიშნების დემონსტრაცია მოაწყვეს რასაც ახალი არქიტექტურისგან ველოდებოდით. მემგონი არსად არავის დაუწერია რომ ეს ბარათი 1070-ს ანდა 1080-ს უდრისო ამის კონკურენტი იქნება ისევ 200-250 დოლარიანი 1060 ან 1060Ti როდესაც გამოვა. ზუსტად იგივეს გააკეთებდა Nvidia, AMD-ს ადგილზე რომ ყოფილიყო.
-
reddit.com-ზე დაიდო სადემონსტრაციო ვიდეოს განხილვა, ashes of the singularity თამაშზე. როგორც ამბობენ, GTX 1080 რაღაც კარგად ვერ არენდერებს ტექსტურებსო, თოვლის ეფექტი მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდაო. როგორც წერია ორივე ბარათი იტესტებოდა ამ სისტემაზე: CPU: i7 5930K RAM: 32GB DDR4-2400Mhz Motherboard: Asrock X99M Killer GPU config 1: 2x Radeon RX 480 @ PCIE 3.0 x16 for each GPU GPU config 2: Founders Edition GTX 1080 OS: Win 10 64bit AMD Driver: 16.30-160525n-230356E NV Driver: 368.19 ორივეზე ეს სეტინგები იყო: Crazy Settings | 1080P | 8x MSAA | VSYNC OFF თმაშის ვერსია Ashes Game Version: v1.12.19928 ბენჩმარკის შედეგები: 2x Radeon RX 480 - 62.5 fps | Single Batch GPU Util: 51% | Med Batch GPU Util: 71.9 | Heavy Batch GPU Util: 92.3% GTX 1080 – 58.7 fps | Single Batch GPU Util: 98.7%| Med Batch GPU Util: 97.9% | Heavy Batch GPU Util: 98.7% ასევე დაიდო ამ ორი სისტემის სქრინშოტები და თუ კარგად დავაკვირდებით ორივეს, სხვაობა მართლაც არის. მარცხნივ არის RX 480, მარჯვნივ GTX 1080, სურათები აქ დევს: http://imgur.com/a/pyC3r ასევე ერთ-ერთმა იკითხა 51%-იანი დატვირთვის შესახებ: Thanks for the post, may I ask one question though? When it's claimed that there is only 51% GPU utilization does that mean 51% of each GPU is being utilized or that the performance scaling is equivalent to 151% of a single card? რაზეც ეს პასუხი მიიღო: //EDIT: To clarify this, the scaling from 1->2 GPUs in the dual RX 480 test we assembled is 1.83x. The OP was looking only at the lowest draw call rates when asking about the 51%. The single batch GPU utilization is 51% (CPU-bound), medium is 71.9% utilization (less CPU-bound) and heavy batch utilization is 92.3% (not CPU-bound). All together for the entire test, there is 1.83X the performance of a single GPU in what users saw on YouTube. The mGPU subsystem of AOTS is very robust. თუმცა თუ ვინმე დაწერს რას გულისხმობენ პასუხში კარგი იქნება. მე რაღაც ბოლომდე ვერ ჩავწვდი https://www.reddit.com/r/Amd/comments/4m692q/concerning_the_aots_image_quality_controversy/d3svli3
