Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. არაფრის მაგრამ მარტო მარკეტინგი არ უშველით, ხომ ხედავ ბაზარი არ ყიდულობს ძლიერ ბარათს, ბაზარი ყიდულობს შედეგზე ორიენტირებულ ბარათს სადაც Dx11-ში nvidia ლიდერია. სწორედ ეს ნიშა უჭირავს და ამით იზიდავს ხალხს და "წველის" კიდევაც. ბაზარზე ხალხი როცა ყიდულობს ვიდეო ბარათს, ვინ რა იცის ბარათის მახასიათებელი. მაღაზიაში კონსულტანტი ეტყვის ესაა ნომერ პირველიო და ის ადამიანიც ყიდულობს. კლიენტების 99%-მა არც ბირთვების რაოდენობა იცის და არც ტრანზისტორები და ამის ცოდნა არ დასჭირდებათ. კი ბატონო AMD-ს ბარათი კაია მარა რომ აქო და ადიდო, ეგ უფრო უარესია როცა შედეგი არააქ. რომ გეტყვიან რანაირად არის კარგი ბარათი როცა შედეგი არააქო მერე რას იტყვი? ამიტომ ეგ უკვე ანტი პიარი გამოდის. ნვიდიას როცა აქვს შედეგი, იქ პიარიც აქვს და მარკეტინგიც, ამით 80%-მდე გაზარდა წილი ბაზარზე, რაც ფაქტი სახეზეა, იმიტომ რომ როცა შედეგს აჩვენებს, ამის მერე გინდ ფარჩაკი კარტა ეძახე Nvidia-ს და რაც გინდა ის დაარქვი, ფაქტი სახეზეა. Dx 11 დღემდე და მომავალშიც შენარჩუნდება როგორც ყველა აქამდე გამოსული თამაში, ამიტომ კაი ბარათის ძახილზე უფრო კაი PR იქნება მანტლი, Dx12 და ვულკანი. ამაზე სწორი PR AMD-ს არაფერი აქვს. ზუსტად ეს გამოიყენა პიარისთვის გუშინდელ პრეზენტაციაზე თავად კოდურიმ, როცა Dx 12-ში ორი ცალი RX 480-ით ერთ GTX 1080-ს აჯობა. როგორც ფასითაც ასევე FPS-ით. ეს შედარება რომ Dx 11-ში ყოფილიყო ისევ Nvidia აჯობებდა და კვლავ იგივე განმეორდებოდა რასაც წინა წლებში ვხედავდით.
  2. კი გამოდგება
  3. მოთხოვნად პროდუქტს ვერ ქმნის? რას გულისხმობ? AMD-ს გამოშვებული ბარათი არამოთხოვნადია და Nvidia-ს გამოშვებული მოთხოვნადი? როგორც უკვე ისტორია გვეუბნება, მოთხოვნადი პროდუქტის შექმნა მარტო ვიდეო ბარათის გამოშვებას არ ნიშნავს. AMD რა ბარათებსაც უშვებს, ტექნიკური კუთხით განვიხილოთ, ყოველთვის ძლიერი იყო და ახლაც ასეა. მუდამ მეტი ტრანზისტორი ჰქონდა, მუდამ მეტი გამომთვლელი ბირთვები, მეხსიერების გამტარობაც მეტი ჰქონდა და მუდამ მეტი გამოთვლითი სიმძლავრე (Processing power (GFLOPS)) ეს დღესაც ასეა, მაგრამ ეს სუსტი Nvidia როგორღაც ახერხებდა მუდამ პირველი ყოფილიყო თამაშებში, მუდამ მეტი FPS ჰქონდა... მაშ რა დააკლო AMD-მ თავის ბარათებს? რა ვერ გაიმეტა ამისთანა? სად არის ძაღლის თავი დამარხული? ოდესღაც ეღირსება AMD-ს, რომ აჯობოს NVIDIA-ს თუნდაც 1 FPS-ით მაინც? როგორც მახსოვს Nvidia-ს TOP ბარათი ყოველთვის იყო GTX x80 მოდელი. როგორც კი AMD-მ მოახერხა და რაღაცნაირად GTX 780-ს ტოლი ბარათი გამოეშვა, Nvidia-მ ეგრევე გამოუშვა GTX 780Ti, მე ასე მახსოვს და მას მერე მოდის ასე. ამით იმის თქმა მინდა რომ, ძაღლის თავი დამარხულია მხოლოდ და მხოლოდ სოფტში! ჰარდი არაფერ შუაში არაა. Nvidia-ს სოფტის მხარე ჰქონდა იდეალური. Dx 11-ში ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა. არამარტო დრაივერებით, არამედ თამაშების უმრავლესობაც Nvidia-ს ბარათებზე იყო მორგებული. მეტ ფულს ხარჯავს, მეტი რესურსი და მეტი პოტენციალი გააჩნია. მეტი კონტაქტები აქვს გეიმინგ დეველოპერებთან და პირველობის შესანარჩუნებლად ასეც უნდა მოქცეულიყო. რათქმაუნდა ამის ხარჯზე, სუსტი ბარათიც მონსტრი გამოჩნდებოდა, რაცარუნდა ტენო და ტენო ეს ტრანზისტორები და ბირთვები, თუ სოფტში არ გივარგა საქმე, თუ გინდა ოქროს ჩამოსხმა ბარათი გამოუშვი, მაინც არაფერი გამოვა. Dx11-ში 980Ti ზოგან 30 და 40 FPS-ითაც ჯობნის Fury X-ს და რანიარად არაა 980Ti დომინანტი FPS-ში? http://www.anandtech.com/bench/product/1715?vs=1720 AMD რომ მიხვდა საქმე რაშიც იყო, ამიტომ შექმნა ისეთი API რომელიც ბოლომდე გაწურავდა ვიდეო ბარათის შესაძლებლობებს განსხვავებით Dx 11-სგან. მანტლი სწორედ ესაა. მან გამოაჩინა AMD-ს ბარათების სრული პოტენციალი სადაც Nvidia-ს რბილად რომ ვთქვათ მოსვენება დაუკარგა, რადგან საათივით აწყობილი პირველობა Dx11-ში ჩაუფუშა. ყველა ძველი AMD-ს ვიდეობარათი, მანტლში გაცილებით მეტ FPS-ს აჩვენებდა ვიდრე Dx 11-ში. ამასთანავე სწორედ მანტლის გამოსვლამ, მისცა ბიძგი Microsoft-ს რომ გამოეშვა Dx 12 (რომელიც თითქმის მანტლის ანალოგია) თორემ დღემდე ისევ Dx 11 იქნებოდა. ასევე მანტლზე დაფუძნდა სწორედ Vulkan API. როგორც უკვე ზემოთ დავწერე, Dx11-ში AMD-ს ასინქრონული შეიდერები არ მუშაობენ. ანუ Dx 11 AMD-სთვის არის შემაბრკოლებელი API ანუ სოფტშია პრობლემა და არა თვითონ ბარათის ჰარდში. მანტლი, Dx 12 და Vulkan, აი აქ გამოჩნდება AMD-ს სრული პოტენციალი და არ გამიკვირდება რომ Nvidia-ს პირველობა საკმაოდ შეაზანზაროს კიდევაც.. ასე რომ ფეილი ან მოთხოვნადი პროდუქტის არქონა მემგონი AMD-ს არ ჰქონია. ყველაფერი შექმნა, ყველაფერი გააკეთა სწორედ ისე როგორც საჭირო იყო. რომ დაეწყო ეხლა FPS-ებში კინკლაობა, არა მე ვარ პირველი, ეს ჰგავს პატარა ბავშვის საქციელს პირველობას რომ არ თმობს და უკან რომ არ იხევს. ამ შემთხვევაში როგორც ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაცია, ისეთი პოლიტიკა არააქ რომ ხალხი გაატყაოს მიუხედავად იმისა რომ ამერიკის საფონდო ბირჟაზე Nvidia აქციის ფასით, 10-ჯერ აღემატება AMD-ს აქციის ფასს. ჩემი გადმოსახედიდან AMD-მ ნიადაგი სწორედ ისე მოამზადა როგორც მისთვის იყო საჭირო, ყველაზე რთული სამუშაოები უკვე ჩაატარა და ახლა მხოლოდ შედეგის მოლოდინი დარჩათ. მე ისიც მჯერა რომ Nvidia კიდევ მოიგონებს უეჭველი რაღაცას, ასე გულხედაკრეფილი ნამდვილად არ იქნება, ახალი გეგმები და გათვლები ექნება. რაღაც ნიშა უნდა ეკავოს ბაზარზე რითაც ხალხს მიიზიდავს, ეს იქნება მეტი FPS თუ სხვა რამ, მომავალი გვიჩვენებს.
  4. რაჯა კოდურის ნათქვამია, მე უბრალოდ გადმოვთარგმნე და არამგონია შემცდარიყო და რა პროცესორი ჰქონდა? აი ეს არის მინიმუმი სულ მინიმუმი იმისათვის რომ VR გაუშვა. Graphics processor: Nvidia GeForce GTX970, or AMD Radeon R9 290 equivalent or greater CPU: Intel i5-4590 or AMD FX 8350 equivalent or greater RAM: At least 4GB Video output: HDMI 1.4 or DisplayPort 1.2 or newer USB port: One USB 2.0 or greater Operating system: Windows 7 SP1 or newer GTX 970-ზე მინიმუმი უკვე აღარაა VR თავად მოწყობილობები (headset) ღირს ძვირი, მაგალითად Oculus Rift 600$ ღირს HTC Vive 800$ ასევე Sony PS4-ის VR headset 400$ ღირს მაგრამ მაგას მხოლოდ კონსოლზე გამოიყენებ და კონსოლი ცალკე 350$ ღირს, დამათებით კამერა და რაღაც ჯოისტიკი რაც საერთო ჯამში 800$ ჯდება, სრული VR-ის შესაძლებლობა.
  5. ეს დღევანდელი პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო განხილვა ჰქონდა მსოფლიო გეიმინგ სისტემაზე რაჯა კოდურს. ამიტომ მისი გამოსვლის ქართული მიმოხილვას გავაკეთებ, ამაზე საუბარი იწყება შემდეგნაირად: AMD-ს მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი (100 მილიონი) ადამიანის ინტეგრაცია VR სამყაროში, უფრო მეტი (250 მილიონი) ადამიანის აღჭურვა თანამედროვე, ახალი ტენქოლოგიებით. იმის დასადგენად თუ რაარის საჭირო ამ მიმართულებების განხორციელებისთვის, უფრო კონკრეტულად თუ როგორ მოხდება 100 მილიონი ადამიანის აღჭურვა VR-ით, ჩატარდა გამოკითხვა, სადაც გაირკვა ის ძირითადი პრობლემები, თუ რა უშლის ხელს მომხმარებელს ჰქონდეს VR. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხულობს თუ რა საოცარია VR-ის შესაძლებლობები, მაგრამ მათ საერთოდ არ არ მიუწვდებათ ხელი ამაზე, რადგან ამის ფუფუნება არააქვთ. მსოფლიოში საერთო 1,43 მილიარდი კომპიუტერიდან, მხოლოდ 13 მილიონი კომპიუტერია ისეთი რომელსაც შეუძლია VR-ის მხარდაჭერა. ეს კი ნიშნავს რომ მსოფლიოში კომიუტერების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია დატკბეს VR-ის შესაძლებლობებით. ასევე გამოკვლევებმა აჩვენა რომ, გეიმერების უდიდესი ნაწილი, ვიდეო ბარათებს ყიდულობს 100$-დან 300$-ის ფარგლებში. ეს კი გეიმერების 84%-ია! (მხოლოდ 16%-ს ყიდულობს 300$-ზე ძვირიან ბარათს.) ასევე უნდა აღინიშნოს რომ 100$-დან 300$-ის ფარგლებში არსებულ ვიდეო ბარათებს, არ შეუძლიათ VR-ის მხარდაჭერა. ასევე თანამედროვე VR-ის შემქმნელის სიტყვებია ტვიტერიდან https://twitter.com/PalmerLuckey/status/679907802962214912 სწორედ ეს სიტყვები გახდა AMD-ს იმპულსი იმისა რომ შეემუშავებინა პროექტი, ამ მიზნის განხორცილეებისათვის. ახლა კი მთავარი, გამოკითხვის შედეგი, თუ რა აღმოჩნდა მომხარებელის უმეტესობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, იმისათვის რომ მათ ჰქონოდათ VR, ეს არის - ფასი! გამოკითხულთა 68% პროცენტისთვის სწორედ სიძვირე აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ისინი ფერხდებიან და ვერ ახერხებენ ძვირადღირებული ვიდეო ბარათის ყიდვას. დიახ, ეს ის შედეგია სადაც ახლა ვცხოვრობთ, მომხმარებელებისა და გეიმერებიის უმრავლესობა კვლავ უკან დარჩა, ახალი ტექნლოგიების მიღმა. ჩვენი მიზანი კი ის არის რომ VR იყოს ყველგან და ყველასთან. ამიტომ ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში 100 მილიონი ადამიანის ჩართვა VR სამყაროში. და ჩვენ ამის დაწყება გვინდა დღესვე, და არა 6 თვის შემდეგ ან შემდეგი წლიდან. ჩვენ გვინდა VR-ის ხელმისაწვდომობა ყველასთვის დღეიდანვე. ეს არის ჩვენი მისია რომელიც პოლარის არქიტექტურაზეა დამყარებული. თუმცა ჩვენ გარდა ამისა გვაქვს სხვა მისია, ეს არის აპლიკაციისა და კონტენტის შექმნა, გაცილებით იაფად, რადგან მხოლოდ VR hardware-ის ქონდა, არ ნიშნავს ყველაფერს. მომხარებლისთვის ასევე აუცილებელია VR აპლიკაცია და ის კონტენტი რითაც მომხარებელს გაუადვილებს VR hardware-სთან მუშაობას, ესეც ჩვენი მისია გახლავთ. Radeon RX 480 ეს არის ყველაზე იაფი, მაღალ ენერგოეფექტური, საკმარისად მძლავრი, პრემიუმ დონის ბარათი VR შესაძლებლობით. მისი დიზაინი, თერმული გაგრილება და ფორმა, სწორედ ისეთია როგორიც წინა თაობის პრემიუმ ვიდეო ბარათში (ფური) გვხვდებოდა. ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის დიზაინს ბიუჯეტურ ვიდეობარათში. გარდა ვიზუალური დიზაინისა, ყველას აინტერესებს მისი ტექნიკური მონაცემები. ჩვენ ამ ბარათის ტექნიკური შესაძლებლობები შევქმენით იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც კონტენტ დეველოპრები გამოიყენებენ მოამვალი 3-4 წლის განამვლობაში. ჩვენ ეს ბარათი არ შევქმენით ჩვენი ოცნებით, ჩვენ ეს ბარათი შევქმენით მოამვალი 3-4 წლის გათვლაზე. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ეს ისაუბრა ვიდეო ბარათზე და ამ ბარათის VR შესაძლებლობებზე, ასევე ამით მესიჯი გაუზავნა იმ მილიონობით მომხარებელს რომლებიც კვლავ შორიდან უცქერიან ძვირიან ბარათებს რომლებსაც VR შესაძლებლობები გააჩნიათ. რაც შეეხება ამ ბარათის გეიმინგზე საუბარს (საუბრისას შეეხო OpenGPU-ს, კონსოლის თამაშებს, მანტლის და ვულკანს) ის აღარ გადავთარგმე, როცა გამოვა ამაზე ისედაც ბევრი რევიუები დაიდება. ორი სიტყვით რომ მიმოვიხილოთ თუ რა ისაუბრა გეიმინგზე, DOOM-ის შემქმნელები როგორც აცხადებენ, საოცარ პერფრომნას აჩვენებს პოლარისი ვულკანის API-ზე. ასევე მცირე დემონსტრაცია მოაწყო ე.წ. ასინქრონული შეიდერების შესაძლებლობისა, Ashes of the Singularity თამაშში. როგორც ვიცით ეს თამაში არის ერთ-ერთი უპირველესი, რომელიც Dx12-ზეა შექმნილი. ამით გამოავლინა AMD-მ თავისი ტექნიკური შესაძლებლობა ფასთან მიმართებაში, როდესაც ორი ცალი Radeon RX 480 ვიდეო ბარათი შეადარა GTX 1080-ს. როგორც აღმოჩნდა ამ თამაშში Radeon RX 480-ს კროსი ცოტა მეტ (62 FPS) FPS-ს აჩვენებს ვიდრე ერთი ცალი GTX 1080 (58 FPS), სამაგიეროდ 2 ცალი Radeon RX 480 ჯდება 500 დოლარზე ნაკლები, როდესაც GTX 1080 მინიმუმ 600-700 დოლარი ღირს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, GTX 1080 GPU-ს დატვირთვა ხდებოდა 98,7%-ით, როდესაც RX 480-ის GPU კროსში მხოლოდ 51%-ით იტვირთებოდა. ამით რაჯა კოდური ამბობს რომ, ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი პოტენციალი (headroom) როგორც დეველოპერთა ჯგუფი, რათა გამოვიყენოთ მოამვალში ეს რესურსიო. შემაჯამებელი სიტყვით როგორც თქვა, პოლარის არქიტექტურა ეს არის გიგანტური ნაბიჯი, როგორც VR-ის მიმართულებით, ასევე ენერგო ეფექტურობით, მაღალი პერფომნანსითა და დაბალი ღირებულებით. რამდენიმე კვირის შემდეგ კი შემდეგ ვიდეო ბარათებს წარმოგიდგენთო. რაც შეეხება ჩემ აზრს, როგორც აღმოჩნდა და ასეც ვვარაუდობდი, AMD-ს ასეთი ნაბიჯი უფრო გააუმჯობესებს მის საბაზრო წილს ბაზარზე, ვიდრე პირველობაში ჭიდილი. მეორეს მხრივ ბაზარზე თუკი არსებობს მაღალი წარმადობის ბარათი უკვე Nvidia-ს სახით რომელიც ახლა ამაზონზე 800 და 900 დოლარი ღირს 1080-ის ვერსიები და რომელსაც ჯერ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს, ბაზარზე იაფი სეგმენტი ჯერ არ წარმოუდგენია. შესაბამისად AMD სწორედ ამ სეგმენტს შეავსებს რაც ძალიან ლოგიკური და ჭკვიანური ნაბიჯია. 200 დოლარად 5 TFLOPs ბარათი, ამ ეტაპზე ნამდვილად ოცნების ბარათია. ამასთანავე მარტო ბარათიც ხომ არ არის, VR-ს თავისი მოწყობილობებიც ჭირდება რაც ფაქტიურად ძალია აძვირებს ამ ყველაფერს და ეს ემსგავსება ფუფუნების საგანს. ასევე ეს ფაქტი კარგია თავად VR მოწყობილობების მწარმოებლებისთვისაც, რადგან უფრო მეტი პროდუცია გეყიდებათ. ამ ეტაპზე Radeon RX 480 სწორედ ის მინიმუმია რაც ყველას უნდა ჰქონდეს, რეფერანსი მოდელია და საინტერესოა როგორი ოვერქლოქის პოტენციალი ექნება მის GPU-ს... მემგონი თუ კარგად დარაზგონდა 390X-ს ალბათ გაუტოლდება. ასევე საინტერესოა 490 და 490X-ის ვარიანტები როდის გამოვა და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება GTX 1070-1080-სთან. ასევე Nvidia მოუწევს ჩქარა გამოუშვას GTX 1060 და კიდევ სუსტი ბარათების თორემ ამ 200 დოლარიან ბარათს ნებისმიერი რიგითი იყიდის, რაც წესით მაგათ წისქვილზე არ დაასხამს წყალს...
  6. https://www.asus.com/Motherboards/F1A75V_PRO/specifications/ აქ წერია რომ მაგ მაზერს აქვს Dual graphi -ის მხარდაჭერა. ისევე როგორც ზემოთა პოსტში დავწერე, პროცესორსაც და ვიდეო ბარათსაც აქვსთ Dual graphi-ის მხარდაჭერა. როგორც ჩანს შენ ვერ აკეთებ რაღაცას სწორად ან ვერ მიაგენი იმას რაც საჭიროა. მაზერზე დახედე რომელ PCI-E სლოტსაც აწერია Dual Graphics იმ სლოტში ჩადე ბარათი. ჩემ მაზერზე პირველივე სლოტია, შენთანაც ალბათ მასე იქნება... ნახე მაინც სხვა სლოტში ხომ არ გიდევს ბარათი. ბიოსის სურათებიც დადე სადაც ინტეგრირებული ვიდეოს პარამეტრებია ამ ვიდეოში ყველაფერი დეტალურადაა ნაჩვენები (თუმცა ყველა მაზერს სხვადასხვანირად აქვს პარამეტრები, ამიტომ თუ შენით ვერ გააკეთებ სურათები დადევი ბიოსის)
  7. როგორც იმ ვიდეოში ჩანს, Dual Graphic უნდა გამოჩნდეს Gaming-ის ველში, მაგრამ თუკი არ ჩანს, მაშინ ბიოსში უნდა შეხვიდე და ჩაურთო Dual Graphic-ის მხარდაჭერა. მთავარ ვიდეოდ დააყენე ინტეგრირებული, როგორც ამას ვიდეოში აკეთებს. მერე ისევ შედი გეიმინგში და ნახავ გამოჩნდება თუ არა Dual Graphic. თუ მაინც რამე არ გამოვიდა, დადევი ბიოსის სურათები
  8. მაგ პროცესორს შეუძლია Dual graphic ასევე რეფერანს ვიდეო ბარათსაც უწერია Dual GPU scaling http://www.amd.com/en-us/products/graphics/desktop/6000/6850# დრაივერის სქრინშოტები დაყარე და ვნახავთ რა პარამეტრები აქვს. თუ შესაბამისი პარამეტრები არ გამოჩნდა დრაივერში, მაშინ ბიოსიდან უნდა პარამეტრებს შეცვლა და ბიოსის სქრინშოტებიც დაყარე.
  9. 1080 თუ 600-700$ ღირს, მაშინ 1080Ti და ახალი ტიტანი ორმაგი ფასი ეღირება. ორჯერ მეტი ტრანზისტორი აქვს და 1,5-ჯერ მეტი კუდა ბირთვი ვიდრე 1080-ს. ეს Nvidia-ს ახალი მარკეტინგული გათვლა არის, როგორც ჩანს ამაში თავისი ბიზნეს სტრატეგია აქვს. მაგალითად 980 და 980Ti-ს შორის არც ისე პატარა სხვაობაა (ცოტა მეტი ტრანზისტორი და კუდა ბირთვი) თუმცა მომხმარებლისთვის, ეს სხვაობა არც ისე დიდი შეიძლება იყოს და ამიტომ 980 იყიდოს. როგორც ეხლა ვხედავთ ორჯერ მეტი ტრანზისტორი და 1,5-ჯერ მეტი კუდა ბირთვები, ეს უკვე პატარა სხვაობა აღარ არის. ახლა უკვე ბევრი მოხმარებლისთვის ეს სხვაობა გადამწყვეტია, ვისაც უნდა ულტრა გეიმინგ სისტემა, ის რათქმაუნდა 1080-ს არ იყიდის. შესაბამისად არ გამიკვირდება რომ 1080Ti ან ახალი ტიტანი, არამხოლოდ შედეგით, არამედ ფასითაც აღემატებოდეს 2-ჯერ 1080-ს. 1080Ti გამოვა გადაბუსტულ-გადმობუსტული ვარიანტები, 3Ghz GPU-თი, 4 ბიოსით, ზე გაგრილების სისტემებით და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე მარკეტინგში. მოკლედ ახალი სტანდარტი და მარკეტინგი აქვს Nvidia-ს, თუმცა მგონი ამას ხელი AMD-მ შეუწყო, რადგან მის მოდელებში შედის Fury X და Fury როგორც უმაღლესი კლასის ბარათი, ახლა მასაც ექნება გამოკვეთილად ორი ძლიერი ბარათი, ახალი ტიტანი და ოდნავ სუსტი 1080Ti. რადგან Titan x 1000$ ღირდა შეიძლება 1080Ti ღირდეს 1000$, ხოლო 1200$ უკვე ახალი ტიტანი, თუკი გავითვალისწინებთ იმასაც რომ HBM2 დამზადება ძვირია და ნელია პროცესით მიმდინარეობს, მემგონი ეს ფასები ლოგიკური იქნება. ამაზე ნაკლები ფასი გამორიცხულია Nvidia-სგან. ამის პარალელურად AMD თავის ისტორიის მანძილზე, მოუწევს ახალი გეიმინგ ბარათისთვის ყველაზე ძვირის დაფასება, ალბათ ეგეც 1000$ დაადებს მინიმუმ.
  10. მოგწერე, როგორც გითხარი სილქნეტის ოპერატორს დაუკავშირდი და გეტყვის როგორ უნდა დააკონფიგურირო როუტერი.
  11. რომელი როუტერი გაქ? WAN პარამეტრები გასწორებული თუ გაქვს, ისე როგორც კავკაზუს გეტყვის, მერე WIFI არ არ გაითიშება, თუ რაიმე ტექნიკური შეფერხება არააქ როუტერს...
  12. ასევე ამ კომენტარის მიხედვით, AMD-ს ZEN პროცესორებს, პრემიუმ კლასის ნოუთბუქებში ვიხილავთ. როგორც ბოლოს დასძენს, ბაზარზე მეორე ძლიერი მოთამაშე საჭიროა
  13. 1 ივნისს იქნება პრეზენტაციაო და ვნახოთ. რაღა დარჩა. ვარაუდის დონეზე ესეა, ნვიდია ძვირიან და მაღალი წარმადობის სეგმენტს აწვება, ამდ იაფიანს და საშუალო სეგმენტით იწყებს... ეს პოლარისები ამით დამთავრდება, 2016 წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში ვეგა გამოდის მაგრამ, ოქტომბერში გადმოიტანეს ვითომო, ბაზრის წილის გაძლიერებისათვის... ვნახოთ რა მოხდება...
  14. სავარაუდო R9 470-480 სერიის ბარათები http://videocardz.com/60253/amd-radeon-r9-480-3dmark11-benchmarks თუმცა უცნობია აქედან GPU-ს stock სიხშირე რომელია
  15. საინტერესო რა ფასი ექნება. ამის მომხარებლები მხოლოდ ფირმები და კორპორაციები თუ იქნება როგორიც ამაზონის ვებ სერვისებია https://aws.amazon.com/free/ ალბათ 5000 $ მაინც ეღირება. რაიმე იაფიანი ვერსია უბრალო მოკვდავებისთვის რომ გამოუშვან კარგი იქნება
  16. სავარაუდო ინფორმაციით, რომელიც ახლა პოლარის 10 და 11 სახელით გამოვა, არის საშუალო დონის ბარათები. ანუ 350 დოლარზე ძვირ სეგმენტში არ გავა. სადღაც 200-300 დოლარიანი ბარათები იქნება სავარაუდოდ... უფრო ძვირიანი ვერსიები +600 დოლარიდან, როგორიც GTX1080-ია, შემოდგომისკენ გამოუშვებენე ალბათ
  17. აქ ქრონოლოგიურად არის მოყვანილი წინასწარი ცნობები, როგორც სერვერის, ასევე დესკტოპ პროცესორის და APU-ების შესახებ. http://wccftech.com/amd-zen-competes-intel-performance-features-price-launching-2016/ ZEN არქიტექტურას ექნება გაერთიანებული სოკეტი AM4, როგორც FX სერიის პროცესორებისთვის, ასევე APU-ებისთვის. DDR4-ის მხარდაჭერით. ZEN ტექნოლოგია იქნება უახლესი ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული, როგორიცა USB 3.1, M.2 SATA და NVMe AMD-ს პრეზიდენტმა როგორც თქვა, პირველადმა ტესტებმა მოლოდინს გადააჭარბაო, ანუ 40%-ზე მეტი შედეგი ანახეს. ასევე samsung-ის FinFET ტექნოლოგიის წყალობით, პროცესორები დამზადებული იქნებაო გაცილებით მაღალ სიხშირეზე საუმშაოდ, ვიდრე დღევანდელი 28 nm ტექ პროცესით. ასევე ორმაგად ენერგოეფექტური იქნებაო. ეს არის ძირითადად ის ცნობები რასაც თავად AMD-ს წარმომადგენლებიი აცხადებენ კომენტარებში. როდის გამოვა წინსწარი დრო უცნობია თუმცა სავარაუდოდ წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს
  18. GPU-ს სიხშირის გამოა როგორც ჩანს ამხელა მატება და მეტი ტრანზისტორის ხარჯზე სხვა მხრივ GPU-ს სიხშირე რომ იგივე დატოვონ რაც 900 სერიაზეა, 1070 ოდნავ ძლიერი იქნება 980-სთან შედარებით, მხოლოდ 2 მილიარდი ტრანზისტორის ხარჯზე... (ისევე როგორც აქამდე ხდებოდა დღემდე) როგორც ჩანს ასეთი ხერხით გადაწყვიტეს პერფორმანსის გაზრდა, თუმცა ამხელა სიხშირის გაზრდა და მეტი ტრანზისტორი, ძალიან დიდ ტემპერატურას მოასწავებს ... გაგრილების ახალ საფეხურსაც ვიხილავთ ახლო მოამვალში...
  19. 980-სა და 980Ti-ს შორის ხომ საკმაო სხვაობაა და პასკალში ტრანზისტორების რაოდენობა ორჯერ მეტია მაქსველთან შედარებით, შესაბამისად შედეგი ნამდვილად უზარმაზარი იქნება
  20. აქ მემგონი დავა გემოვნებაზე მიდის... ლოგიკურად იყიდო რაიმე ზედმეტი რასაც ვერ გამოიყენებ, ეს სისულელედ აღიქმება ხოლმე. თუმცა არის მეორე მხარე - ვისი თვალით შეხედავ მილიონერის თვალით, გამორიცხული არაფერია, ოცნება სადამდეც გაწვდება, იმას იყიდის და ყველაფერს აისრულებს რაც უნდა. თუმცა რიგით მოქალაქეს, რომელსაც არააქ მილიონები, ხშირ შემთხვევაში ლოგიკური გადაწყვეტილებების გზით უწევს ცხოვრება... ასე რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ მეგობრებო
  21. დავგუგლე და კონკრეტულად uniprocessor-ის ფუნქციაზე ვერ ვიპოვნე მარტივად პასუხი. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_Intel_Xeon_microprocessors ამ ლინკზე როგორც ხედავთ, ყველა თაობაში პროცესორები იწყება uniprocessor-ით. შემდეგ მოდის dual-processor, შემდეგ quad-processor და ა.შ. მარტივად როგორც ვხვდები ეს ნიშნავს სერვერის დედაპლატაზე პროცესორის სოკეტის რაოდენობას, მაგალითად: uniprocessor - როგორც მივხვდი, ეს უნდა იყოს ისეთი დედაპლატის პროცესორი, რომელზეც მხოლოდ ერთი პროცესორის სოკეტია. dual-processor - ნიშნავს სერვერს, რომელსაც დედაპლატაზე მხოლოდ 2 პროცესორის სოკეტი აქვს. quad-processor - შესაბამისად დედაპლატას, პროცესორის ოთხი სოკეტით. მე ის მაინტერესებს uniprocessor სიტყვასიტყვით "გაერთიანებულ პროცესორს" ნიშნავს ხომ ასეა? და სად გამოიყენება ეს გაერთიანებული პროცესორები? მხოლოდ ისეთ მაზერზე რომელსაც სერვერის ჩიპსეტი აქვს? თუ შესაძლებელია დესკტოპ ჩიპსეტზეც იმუშაოს? თუ "უნიპროცესორები" მხოლოდ სერვერის ჩიპსეტებზე მუშაობს, მაშინ დაერქმიათ single-processor და ყველაფერი გასაგები იქნებოდა, საიდან მოიტანეს ეს uniprocessor ტერმინი ან რას ნიშნავს? ეხლა კიდევ უფრო კონკრეტული კითხვები ინტელს Sandy Bridge-EN-ის არქიტექტურით, ორი უნიპროცესორი აქვს. Xeon E5-1428L - Scalability: 1S Only Xeon E5-1410 - Scalability: 2S Only უნიპროცესორი როგორც მგონია და ზემოთ დავწერე, ერთ სოკეტიან მაზერს ნიშნავს, მაშინ ეს Xeon E5-1410 უნიპროცესორი როგორ არის ორ პროცესორიანი სკალირებით? გამოდის რომ უნიპროცესორი სხვა რამეს ნიშნავს... და რას ნიშნავს ინტელის საიტზე ვერ ვნახე კონკრეტული განმარტება... ასევე ყველა პროცესორს საიტზე არ უწერია სკალირება რამდენი აქვს, დავიჯერო გამორჩათ? თუ დაეზარათ? ყოველშემთხვევაში ტექნიკურ დეტალებში ვალდებულნი არიან ეს დაწერონ მაგრამ ფაქტია არ წერია...
  22. აქაც დაპოსტილა... მე გვერდითა თემაში ისე დავპოსტე აქ არც შემომიხედავს (მოდერს თუ შეუძლია წაშალოს მგონი აჯობებს) ეგ ბენჩმარკი პირველი აპრილის ხუმრობა ყოფილა... http://www.bitsandchips.it/52-english-news/6815-speculations-about-zen-after-our-april-s-fool მაგრამ რეალობა ისაა რომ საცდელი ნიმუშები არსებობს და ტესტირების პროცესებში არიანო, ჯერ კიდევ იანვრიდან. რუსებმაც იგივე გააკეთეს. https://www.overclockers.ru/lab/75317/32-norma-pervoe-znakomstvo-s-amd-zen.html
  23. ZEN არქიტექტურის პირველი ბენჩმარკები. http://techfrag.com/2016/04/02/first-amd-zen-benchmarks-leaked/
  24. ახალი ბარათი data center-ების სეგმენტში AMD Announces FirePro S9300 X2: Dual Fiji for HPC გალერეა AMD FirePro S9300 X2 Press Deck
  25. Radeon Pro Duo: How AMD’s Dual GPU went Professional საინტერესო ტექნიკური დეტალებია განხილული
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.