Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. ამ თემაში AMD-ს შესახებ ყველაფერი რაც DirectX 12-ს უკავშირდება აქ ნახავთ Download AMD slide deck 40 გვერდიანი საიხლეებია განხილული. ზოგი მათგანი ნანახი არც მქონდა. ამდენი საიხლეები ყოფილა და გამშუქებელი არავინ ჩანდა
  2. რატომ ბაზრის 99,99% რომ დაიკავოს NVIDIA უარს იტყვის თუ სინდისის გამო 82%-ს არ გაცდება მათი ბაზრის წილი? ბიზნესის დაუწერელი კანონია, რაც მეტი მით უკეთესი. ამიტომ ლოგიკურიად მიმაჩნია ის რაც ოქსიდის დეველოპერმა დაწერა. ნვიდია რასაც პირდება ხალხს, ყოველთვის არ ნიშნავს რომ სიმართლეა. ის კოზირი თუ აქვთ ძალიან კარგი მაგრამ, სანამ მაგ კოზირს გახსნიდეს მანამდე რა დრია დარჩენილი ღმერთმა უწყის.
  3. აი შემდეგ გვერდზე თუ გადაიკითხავ იქ წერს ოქსიდის დეველოპერი რომ მაქსველს არააქვს ასინქრონული შეიდერი ან რაიმე ამის მსგავსი. ეს იმას კიარ ნიშნავს რომ NVIDIA–ს ბარათით ვერ ითამაშებ, უბრალოდ FPS მატება არ ქნება იმხელა, რამხელაც AMD–ს dx 11-დან dx12-ში. ამ პრობლემის მოგვარება კი მარტივად შეიძლება, თუ თამაშის კოდს ისე შექმნი რომ ასინქრონულ შეიდერს არ გამოიყენებს ვიდეო კარტა, მაშინ AMD–ს ის უპირატესობა არ ექნებოდა. NVIDIA–მ შეიძლება რაიმე ახალი ტენოლოგია გამოუშვას, შეიძლება არც გამოუშვას, ამით არავინ დასცინის მას, უბრალოდ თავად NVIDIA–ს არ აწყობს/ არ უნდა რომ ვინმემ აჯობოს. აქ ეს მომენტი გამოვყავი, მათი ფირმის დამოკიდებულება თორემ ვიდეო ბარათები არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ შედეგია მათი შრომისა და წვალების.
  4. კიდევ ერთი ბინძური მცდელობა NVIDIA–ს მხრიდან. http://www.overclock.net/t/1569897/various-ashes-of-the-singularity-dx12-benchmarks/1200#post_24356995 როგორც იცით ერთ–ერთი გეიმ დეველოპერი Oxide, პასუხობს ბოლო დროს გავრცელებული DirectX 12-ის ბენჩებში AMD–ს უპირატესობით გამოწვეულ "უკმაყოფილო" მომხმარებელთა პასუხებს. როგორც წინასწარი ბენჩებით გამოჩნდა AMD–ს ვიდეო ბარათები დაახლოებით 30%–ით ძლიერ შედეგს დებენ dX 12–ზე ვიდრე ეს dX 11-ზე იყო. ასინქრონული შეიდერების წყალობით AMD–ს დომინონტობა წინასწარი პროგნოზებით ჯერ ადრეა, ეს იყო NVIDIA–ს პასუხი ამ ბენჩებზე. თუმცა როგორც დეველოპერი წერს, NVIDIA–ს მხრიდან მიიღეს წინანადება რომ დაებლოკათ გარკვეული "ფუნქციები" ამ ბენჩმარკში, იმისათვის რომ AMD–ს ვიდეო ბარათებს აღარ ჰქონოდათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ასინქრონული შეიდერები, რაც იმას ნიშნავს რომ AMD–ს ხელოვნურად ართმევენ იმ უპირატესობას რაც დღეს NVIDIA–ს არააქვს. მას შემდეგ რაც ოქსიდმა უარი უთხრა NVIDIA–ს გარკვეული ფუნქციების დაბლოკვაზე, NVIDIA–ს მხრიდან (NVIDIA–ს PR ჯგუფიდან) წამოვიდა გარკვეული წნეხი ოქსიდის ჯგუფზე. გარდა ამისა ოქსიდის დეველპერი წერს რომ, NVIDIA–სთან უფრო ახლო თანამშრომლობა გვქონდა ბოლო ხნის განმავლობაში, ვიდრე AMD–სთანო. მოკლედ გადახედეთ თქვენ თვითონ და ნახავთ, რა ბინძურად მოთამაშე კომპანიაა NVIDIA, ოღონდაც N1 ბრენდის სახელი არ დაკარგონ და ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად. მემგონი მაგათმა არ იციან რომ: სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება NVIDIA–ს ცხოველურად გაუმაძღარი ნიშან–თვისებები. თავისივე მომხმარებლებს "წველის" და ამაში კარგ ფულსაც იდებს ჯიბეში. არადა რეალურად AMD სუფთა ტექნიკური კუთხით, უფრო წინ იყო ვიდრე იმ დოინდელი და თნდაც ამ დროინდელი NVIDIA. მიუხედავად ამისა, ბაზრის წილი მაინც NVIDIA–ს უჭირავს, მადლობა მათ PR–ს, რადგან ეს რომ არა, დღეს სხვა სიტაუცია იქნებოდა აუცილებლად. NVIDIA დაპირდა ხალხს GTX 970-ის შემდეგ, არაფერი მსგავსი "მაქინაციები" არ განმეორდებაო და სინამდვილეში, ვებ დეველოპერებს ძალით აბლოკინებენ იმ პარამეტრებს სადაც AMD–ს უპირატესობა ნათელია. მერე ხალხი გამოვა და იტყვის, აი NVIDIA რა მაგარიაო... ეგ იგივეა რაც ფეხბურთში თამაშში იყიდო, მსაჯი მოისყიდო და ძალით მოიგო თამაში. როგორც ჩანს NVIDIA ასეთი მოგებით ცდილობს დღეს ფონს გასვლას და სასაცილოა უბრალოდ ამხელა ფირმისგან ასეთი ბინძური საქციელი. ნამდვილი ვირთხები ყოფილან, ეს ყოფილა მათი რეალური სახე მიუხედავად მათი დაპირებებისა
  5. მარცხენა ბიოსის სვიჩია როგოც აწერია. გიგაბიტებს 2 ბიოსი აქვთ ტრადიციულად. მარჯვენას რაც შეეხება SB აწერია და რას ნიშნავს ვერ გეტყვი. ინტენრეტში მონახე ან user manual ნახე, იქ ეწერება ყველაფერი, სად რა არის.
  6. აქვს თუმცა უბრალო და იაფიან მაზერებს არააქვს. შენსასაც უნდა ჰქონდეს მგონი
  7. ესეც ვიდეო მაგაზე
  8. შენ ჩამოთვალე ყველა ის უპირატესობა რაც XP-ს არააქვს თუმცა, სხვაობაში ეგენი არ მიგულისხმია. ბევრი მოწყობილობა თავსებადია XP-სთან, დრაივერების მხრივ დღესაც არ არის პრობლემა. ფუნქციონალურობით, მემგონი ყველაფერი შეუძლია რაც მის შემდგომ ვინდოუსებს, გამონაკლისების გარდა. უფრო ნაკლები რესურსიც ჭირდება. ამ მხრივ ვთქვი რომ XP ის უკიდურესი ალტერნატივაა რა დროსაც შეიძლება უარი თქვა win 8 და 8.1-ზე. თანაც XP დღესაც გამოიყენება ჩვეულებრივ სუსტ კომპიუტერებზე, ესეც მისი დადებითი მხარეა. მართალია დაძველდა თუმცა მე მაინც დღემდე მაქვს მისი საინსტალაციო დისკი
  9. ცოტა ჩამოვრჩი სიახლეების კთხვას და საკმაოდ საინტერესო სიახლეები გამომიტოვებია AMD-ს მორიგი პროექტები მოახლოვდა, კერძოდ ახალი ვიდეო ბარათები, ახალ GCN არქიტექტურაზე და ZEN პროცესორები თავის HBM 2 ტექნოლოგიით. 2016 წელიც დატვირთლი იქნება სიახლეებით. AMD: We have very strong roadmap for GCN architecture “Where we’ve been incredibly protective in maintained investment is in where we are banking the future of the company,” said Mark Papermaster, chief technology officer of AMD. “So it is on that next generation of CPUs starting with ‘Zen’. It is on successive generations of our graphics core next. Huge volume in what we have in not only in discrete graphics and our APU, but the game console wins are all on graphics core next and we have a very strong roadmap for that graphics core next IP going forward.” მიუხედავად დაბალი ფინანსებისა AMD კვლავ აგრძელებს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას რაც უმთავრესი იქნება მისი მომავალისათვის, კერძოდ GCN, შემდეგი თაობა იქნება ორჯერ ეფექტური ვიდრე დღეს არისო. ასევე პროცესორების სეგმენტი ახალ პლატფორმაზე გადადის. უფრო დაწვრილებით მათეს უწერია მის თემაში და მალე სიახლეები ამ მიმართლებითაც წამოვა. ეს კი შემდეგი სიახლე AMD readies three new GPUs: Greenland, Baffin and Ellesmere "გრენლანდია" იქნება ახალი ფლაგმანი რომელშიც AMD სრულიად ახალ GCN არქიტექტურასთან ერთად, ასევე ახალ ISA (instruction set architecture) არქიტექტურას გამოიყენებს. ასევე მისი GPU იქნება 14nm ან 16nm FinFET ტექპროცესით დამზადებული რომელიც ზომაში ორჯერ პატარა გამოდის. თუკი "ფიჯის" კრისტალის ფართობი უცვლელი დარჩება (600mm²) მაშინ ვარაუდით შეიძლება ითქვას მასში მოთავსდება 15-18 მილიარდი ტრანზისტორი. HBM 2 ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია 8 ან 16 GB-ით გამოვიდეს, ხოლო ულტრა კლას და პროფესიანლ სეგმენტში შესაძლებელია 32 GB-მდე და 1 TB/s გამტარობით გამოვიდეს. სხვათაშორის AMD უკვე ელოდება ახლად "გამომცხვარ" FinFET ჩიპებს და პროდუქციის პირველი ნიმუშები სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს, როგორც ეს ქვედა ბმულზე წერია AMD: We have taped out our first FinFET products
  10. თუ გაითვალისწინებ იმას რომ ამერიკაში არცთუისე ცოტა "გონებაჩლუნგი" დადის, ეგეთებს ნამდვილად არ აინტერესებთ სახელის უკან რა ბიზნესია. ესეთი კატეგორია რომ ცხოვრობს, რომელი GPU-ს სტრიმინგ პროცესორების დამთვლელები არიან ან რომელი HBM გამტარობა აინტერესებთ ასევე არიან მაღალი IQ დონის საქმიანი ხალხი, რომლებთაც ასევე არ აინტერესებთ ვიდეო ბარათის მახასიათებლები. მაგათთვის მთავარია საქმე და PR რომელსაც უკეთესი აქვს ის იყიდება ყოველთვის. ნვიდას წარმომადგენელმა თქვა, იუთბზე ვნახე როდესაც ამას ამბობდა, ხალხი იხდის იმიტომ რომ ჰქონდეთ N1 ვიდეო ბარათიო, ამით ჩვენც კმაყოფილები ვართ და მომხარებელებიცო. NVIDIA-მ ბაზრის კონტროლი კარგად იცის, რასაც ადებს ზუსტად ისე იყიდება, იმიტომ რომ N1 ბრენდის იმიჯი აქვს და ხალხთა უმრავლეოსბისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია. NVIDIA-ს ერთადერთი რაც მოეთხოვება, ნებისმიერი ხერხით აჯობოს მის კონკურენტს, თუნდაც სულ ოდნავ, ეს საკმარისია იმისათვის რომ N1 ბრენდი სახელი შეინარჩუნოს, იმისათვის რომ სახელით გაყიდოს პროდუქცია. ბოლო წლების ისტორიას თუ გადავხედავთ, AMD-ს ვიდეო ბარათები ტექნიკურად არანაირად არ ჩამოუვარდებოდა იმ დროინდელ NVIDIA-ს, ამის ნათელი მაგალითი არაერთი ტესტია. იმ დროს Nvidia-ს უკეთესი PR-სა და დრაივერების წყალობით, ჩამორჩენილ AMD-ს PR-სა და დრაივერებს ნამდვილად ჯობდა, გაყიდვების პროცენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის და აქედან დასკვნა: კარგი რეკლამით და PR კამპანიებით, თავისუფლად შეიძლება აჯობო კონკურენტს და გაყიდო ნებისმიერი პროდუქცია, თუნდაც ცუდი იყოს. იგივე 970 ისტორია რომ ავიღოთ, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კიარ შეცდა, არამედ მოტყუებული დარჩა Nvidia-ს მიერ, მათი დიდი ნდობის მიუხედავად. PR კამპანია რომ 970 იაფია, ძლიერია და ა.შ. საკმარისი აღმოჩნდა ხალხის "მოსატუებლად". ამას ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანიც მიხვდება რომ, ხალხს აყიდინეს და მერე თუ გასკდებოდა ეგ ამბავი ჯანდაბას... აბა წინასწარ რომ ეთქვათ სუფთა 4GB ვიდეო ბარათი არ არისო, მომხარებელთა უმრავლესობა არ იყიდდა, იყიდდა 980-ს. ამით ამოყიდეს 970-ები თუმცა ამით კარგადაც იხეირეს. P.S. იმედია AMD-ში ცოტა გამოფხიზლდებიან და უფრო მეტ რეკლამაში დააბანდებენ ფულს თორემ დაბალი გაყიდვები არც იმათ აწყობს და არც ჩვენ.
  11. XP შეიძლება ითქვას მამაა ვინდოუსების ისტორიაში. ყველაზე სრულფასოვანი და მრავალფუნქციური os-ია განსხვავებით მისი წინამორბედისგან. XP-დან რაც ვინდოუსები წამოვიდა სხვაობა არც ისეთი დიდია რომ XP-ზე უარი თქვა. რათქმაუნდა win 7 დღეს ჩემი საყვარელი os-ია, მიუხედავად იმისა რომ მეგობარს win 10 დავუყენე, მე ისევ win 7-ზე ვრჩები (უბრალოდ არ მაქ მოთხოვნილება win 8 ან win 10 დავაყენო) win 8.1 ყველაზე სტაბილური და საიმედო OS-ია რაც შემიძლია ვთქვა თუმცა win 10 აჯობებს თუ არა არ ვიცი, ჯერ არ დამიყენებია win 10 ჩემ კომპზე.
  12. მოკლედ ყველაფერს აკონტროლებენ... ეგ იგივეა მსოფლიო მსოახლეობა აკონტროლონ როცა უნდათ და როცა დასჭირდებათ. ყველა სერვერზე ასე თუ ისე მაინც გროვდება რაღაც პირადი მონაცემები და ამას ისე ნახავენ ჩვენ არავინ დაგვეკითხება... აპოკალიფსი ახლვოდება
  13. მტვერი თუ ღერძზეა და მაგიტოა გაჭედილი რთული გასაწმენდი იქნება ძალიან. ისე კი მარტივად შეგიძლია ნემსის წვერით გახვრიტო ფენის ღერძთან ახლოს და "შპრიცით" ზეთი შეუშვა, ისე რომ ზეთი ღერძზე დაესხას. 1-2 წვეთი საკმარისია რომ კარგად დაიზეთოს. უბრალოდ მტვერი უნდა ამოიღო შიგნით სადაც პატარა კოჭები აქვს თორემ დიდხანს ვერ გაგიძლებს ასეთი დაზეთვა
  14. მაზერის ბიოსი საჭიროა სტაბილურობისათვის. დროთა განმავლობაში გამოდის ახალი პროგრამები და ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემის არასტაბილუობა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იშვიათი თუმცა სავსებით დასაშვები, პროცესორს სჭირდება მიკროკოდების განახლება და ეს ბიოსის მეშვეობითაა შესაძლებელი. ზუსტად 1 წლის წინ მექრაშებოდა კომპი, არა მარტო GPU-Z-ის გახსნისას, არამედ ისედაც ვიდეოს ყურების დროს ან ბროუზერში სერფინგის დროს. მე მეგონა მარტო ჩემ კომპზე იფრიზებოდა კომპი როცა GPU-Z-ს ვხსნიდი, თურმე სხვებთანაც ფრიზავდა, მაგრამ მე ვიდეობშიც მიფრიზავდა. აგერ ვიდეოც გადავიღე და დასაწყისში ჩანს MSI-ის ტექნიკურ საპორტთან მიმოწერის ერთ-ერთი მონაკვეთი. http://www.techpowerup.com/forums/threads/amd-a10-7850k-freezing-after-gpu-z-opened.202462/ ეს კი GPU-Z-ის ფორუმზე თემა გავხსენი იმ დროს, ყველა თავის აზრს წერს მაგრამ, ეხლა როგორც დავადგინე და გაირკვა ყველაფერი, აღმოჩნდა პროგრამის ბრალი და არა ჰარდის. დედაპლატის ბიოსი პასუხისმგებელია სისტემის გამართულ მუშაობაზე, რათა, ოეპრატიულმა, ჩპსეტმა და მთელი სისტემის თითოელმა კომპონენტმა სტაბილურად იმუშაოს ერთმანეთში. MSI-ის მოცემული ბიოსით შედეგი ვერ ვნახე, რადგან ისევ იქრაშებოდა, იმიტომ რომ ბიოსის ბრალი არ იყო. მიხუედავად იმისა რომ GPU-Z-ს პროგრამა არასტაბილური იყო ანუ ყოველ გახსნაზე მიფირზავდა, ბევრი წვალების შემდეგ მაინც მოვახერხე აბსოლიტური სტაბილურობის მიღწევა, სწორედაც რომ სიხშირეების შეცვლით. 20 GPU-Z გავხსენი ისე რომ არ დაფრიზულა. ვიდეოში კი თქვენც ხედავთ როგორ იჭედება სისტემა. ინტენრეტში სერფინგის დროს იფრიზებოდა და ამას ვერაფერი ვუშველე, სანამ ახალი ვიდეო კარტის დრაივერი არ გამოვიდა. აქ ნახავ როგორ დავასტაბილურე კომპი ისე რომ GPU-Z აღარ მიქრაშავდა. http://www.techpowerup.com/forums/threads/amd-a10-7850k-freezing-after-gpu-z-opened.202462/page-2#post-3131076 ჩემ შემთხვევაში ყველაფერი ახალი იყო, მეორადი და ნახმარი არაფერი მიყიდია რომ ვინმესთვის დამებრალებინა ესა თუ ის ნაწილი გაფუჭებული შემომტენეს თქო (3-4 თვის გამოშვებული კომპი ავაწყვე შარშან), ამიტომაც მშვიდად ვიყავი რომ ჰარდის ბრალი არ იყო. შენ შემთხვევაში კი როგორც უკვე ზემოთ დაგიწერეს, ჰარდის ბრალიაო, აქედან გამომდინარე, აზრი არააქვს არავითარ დრაივერის თუ მაზერის ბიოსის განახლებას. ტექნიკურ პრობლემას თავადაც უკეთ მიხვდები რომ სოფტით ვერ უშველი. მაზერის ბიოსის განახლებით, უბრალოდ გამორიცხავ ყველა შესაძლო სისტემურ გაუმართაობას. მე ამიტომაც მომცეს ახალი ბიოსი, მართალია ფრიზებს არ უშველა მაგრამ თავი დაზღვეული მქონდა, შესაძლო ბიოსის ბრალეულობით გამოწვეული ფრიზებისა.
  15. არა რათქმაუნდა გამორიცხული ნამდვილად არაფერია თუმცა სტანდარტული მუშაობით მგონი არაფერი არ უნდა დამართნოდა. მე ნაკლებად ვვარაუდობ. მე როცა ავაწყვე ჩემი კომპი, მეც მქონდა ფრიზები და სისტემის დაკიდებები, მოულოდნელად ემართებოდა, განსაკუთრებით ვიდეოს ყურებისას. მერე ნელ ნელა გამოუშვეს ახალი დრაივერები, ბიოსები და მალე ყველანაირი არასტაბილურობა წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა რომ არავის ფრიზები არ ჰქონია ვისაც ჩემნაირი კომპი ჰქონდა მთელ ინტენეტ სივრცეში, მე მაინც მქონდა. MSI-ის საპორტს ვწერდი 1-2 კვირის განმავლობაში ამ პრობლემის გამო და მაზერის ბიოსის ბეტა ვერსია გამომიგზავნეს ამის გამო ( ბიოსის განახლება აუცილებელია, მანდ არის ისეთი მიკრო კოდები რომლებიც მთელი სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელია. კომპში ფრიზების მოხსნა მხოლოდ ბიოსის განახლებითაც კი შესაძლებელია. ტყუილად ხომ არ გამოდის ბიოსის განახლებები? ) მე გამოსავალს ისევ დრაივერების განახლებაში ვხედავ, ახლო მომავალში გამოუშვებს ნვიდია განახლებებს და მერე გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდა და გასულა მაშინ მარილზე.
  16. თუკი შვილივით უვლიდი კომპს, დუხს ასხავდი და "ცხელ" ნიავს არ აკარებდი, წესით რატომ უნდა გაფუჭებულიყო ვიდეოკარტა? მაშინ ბრაკი ყოფილა, თუკი ეს მართლა ასეა გამოდის რომ ახლა იჩინა თავი პრობლემამ. ამ ლოგიკით ახალი ვიდეო კარტა გჭირდება თუკი შენი გაკეთებას არ დაექვემდებარა, რომლის მოსმენაც მგონი არ გაწყობს.
  17. მეც მქონდა ეგეთი ფრიზები და ბლუ სქრინები, სისტემის დაკიდება და ა.შ. ასევე ვიდეოს ყურების დროს იქრაშებოდა საერთოდ და იფრიზებოდა. პრობლემა მხოლოდ დრაივერია იმ შემთხვევაში თუკი ვიდეო კარტა 100%-ით ჯანმრთელია (და თუ კომპის ყველა ნაწილი 100%-ით ჯანმრთელია).
  18. არა ისე ფრიზები ყველაფერმა იცის, განსაკუთრებით ოპერატიულებმა. იქნებ მართლები არიან რაიცი? ბიოსი განაახლე, ტემპერატურაც შეამოწმე (მეც წამიკითხავს ცხელ ვინჩესტერმაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი პრობლემა), ოპერატიულებიც შეამოწმე მემტესტით, მოკლე ტესტში თუ ერორი ვერ იპოვა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ერორი არააქვს, გრძელ ტესტში მოსინჯე ოპერები, მგონი რამდენიმე დღე ჭირდება. ასევე კვების ბრალიც შეიძლება იყოს (ჩემთვის მეც ამიტომ ვიყიდე). მიუხედავად ამისა 99% ნვიდიას დრაივერის პრობლემა იქიქნება ეგ, მაგრამ მარტივად რომ გამორიცხო ყველაფერი, რამდენიმე დღე ინტეგრირებულზე გადადი.
  19. http://bgr.com/2015/07/31/windows-10-upgrade-spying-how-to-opt-out/ მოკლედ ყველა მოიხიბლა ახალი ვინდოუსით მაგრამ, გაუმჯობესებულ ვინდოუსში გაუმჯობესებული "თვალთვალი" მიმდინარეობს მომხარებლებზე. მაიკროსოფთი ყველას და ყველაფერს აკვირდება სანამ არ გათიშავთ რამდენიმე ფუნქციას... ეს აქმადეც იყო ცნობილი თუმცა გადაიკითხეთ მაინც უმჯობესია.
  20. ვინდოუს 7 იმდენჯერ მაქ დაყენებული, ერთ ფილოსოფიას მივაგენი რაც ზოგმა იცის, ზოგმა არა. ვინდოუს 7-ის ისნტალაციის დროს, როცა გააქტიურების ფანჯარაზე მიხვალ, მანდ არის Skip და Next ღილაკი. თუ SKIP-ს დააჭერ ვინდოუსი გაქ 3 დღიანი, ხოლო თუ Next-ს დააჭერ, მაშინ გაქვს 30 დღიანი. რაც შეეხება windows 8.1-ს სულ რამდენიმეჯერ მეყენა და მანდ არ დავკვირვებივარ რამდენ დღიანია ლიმიტი. ინტერფეისის გაშავებაში სწორედ ეს ვიგულისხმე:
  21. მოიცათ 30 დღიანი უფასო ლიმიტი ამას არააქვს როგორც აქამდე იყო? და 10 დღის მერე რა ხდება? შავდება ინტერფეისი და ტვინს ბურღავს ლიცენზიის შეტყობინება? ამ საღამოს რასაკეთებ თქო არ კითხე?
  22. მემგონი ლიცენზიის კოდი უნდა შეინახო და ახალ ვინდოუსზე გამოიყენო. ოღონდ სხვადსხსვა დონის ვინდოუსს სხვადსხვა კოდი აქვს, მაგალითად home edition-ის კოდი Ulitimatum-ზე არ წავა. ნოუთბუქებს მგონი ლიცენზია Hardware დონეზე აქვთ ბიოსში შენახული და ამით ხდება იდენტიფიცირება და გააქტიურება
  23. მგონი ნეჰალემი დაგხატავდა, იაფად და ბევრად წინ ძლიერი გამოვიდოდა მაგრამ რამდენად იშოვი არ ვიცი. ძიება უნდა. თუ ვერ იშოვი 1155 ან 1150 სოკეტზე აიღე პენტიუმის პროცესორი, იაფი იქნება და ი3-ს მგონი არაფერში ჩამორჩება.
  24. საერთოდ ტოპ ბარათს არ "აბანძებენ". არ გამოუშვებენ ისე რომ სხვაობა უზარმაზარი იყოს. როცა ტოპ ბარათი გაქვს, შემდეგი 2-3 თაობა არ უნდა გაღელვებდეს. რეალურად უაზრობაა ყოველ ახალ თაობაზე, ახალ ვიდეო ბარათს ყიდულობდე... რაღაც 10%-ით მეტი პერფორმანსის გამო. შარშან 780ti რომ გეყიდა, წელს 980ti, მომავალში 1080ti რა ხეირს ნახავ ამაში? ან სად მიგაქვს ამდენი ტოპ დონის "ძველი" ბარათები? მაგალითად იყიდე თავის დროზე 780ti - 700 დოლარად ეხლა იყიდი 980ti-ს 700 დოლარად შემდეგში იყიდი 1080ti-ს 700 დოლარდ. ე.ი. აქედან გამოდიანრეობს დასკვნა რომ ყოველი ახალი თაობის ბარათში იხდი 700 დოლარს მხოლოდ 10%-ის გამო. იგივე მომენტია პროცესორებშიც თუნდაც, თავის დროზე სენდი რომ გამოვიდა, სკაილეიკის პროცესორიზე უარს ვინ იტყოდა? მაგრამ რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ვიდეო კარტების მოამვალი უფრო საინტერესოა და უფრო მეტად დიდი პოტენციალი აქვს მათ განვითარებას, თუმცა მომხმარებლების უმრავლესობა ნამდვილად არ ცვლის ვიდეო ბარათებს ყოველ თაობაში. თუ ფულის პრობლემა არ გაქვს, მაშინ შეგიძლია ის ყველფარეი რაც ეხლა დაგიწერე ყურადღება არ მიაქციო
  25. ეს ფილმი ხომ ყველამ იცით? აი ეს სცენა გამახსენდა ზუსტად
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.