Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. აბა გადაუღე ერთი სურათები და დადე, რაარის ამისთანა რომ ვერ გაიქლიბა ზედაპირი გამოაჩნე
  2. "შკურკას" ჰქვია ზუმფარა ანუ არის ზუმფარა ისეთ რომელიც განკუთვნილია რაღაც ზედაპირის დასამუშავებლად, მიახლოებით რომ გასწორდეს. გააჩნია საქმეს, ვის რისთვის უნდა. ამ შემთხვევაში, ეგ სპილენძის თუ რკინის ზედაპირი რომელიც მაგ რადიატორს აქვს ქვემოთ, უნდა აიღო და ზუმფარაზე დადო. ოღონდ ეს ზუმფარა უნდა იყოს ძალიან სწორ ზედაპირზე. მერე ხელი მოკიდე კარგად და დააწექი, გაუსვ-გამოუსვი სწრაფად და რამდენიმე წამში ისე გასწორდება ზედაპირი რომ მეტიც არ შეიძლება. ოღონდ ბოლოს მაქსიმალურად გლუვი ზედაპირი რომ იქნება, აიღებ ქაღალდივით წმინდა ზუმფარას (მემგონი 2000-იანია ნომერი), ძალიან წმინდად იღებს ეგ ზედაპირიდან ზედმეტ უსწორმასწორო მეტალს, შეგიძლია დაასველო კიდეც და ნახო როგორ იღებს. ჰოდა ამას რომ იზამ მეტი აღარაფერი არ უნდა. გექნება იდეალურად სწორი ზედაპირი. უბრალო თერმოპასტაც რომ წაუსვა მაინც კარგ შედეგს მოგცემს გაგრილებაში.
  3. ძაან დეფორმირებული თუ არ არის ზედაპირი, აიღე ზუმფარა, ოღონდ ძალიან "ხაოიანი" არა, იყოს საშუალო, მერე სულ ბოლოს აიღე ძალიან წმინდა ზუმფარა რომ საბოლოოდ გაასწოროს ზედაპირი, შეგიძლია დაასველო კდიევაც და ცადო როგორ აიღებს (როგორც ვიცი ნომრებით იყიდება ზუმფარა და რა ნომერი გინდა აღარ მახსოვს, თავის დროზე მანქანის ფარის ნადები სწორედ ზუმფარით წყალობით ავიღე და მერე იდეალურად რომ გავაპრიალე, ახალივით იყო) P.S. ძალიან სწორ ზედაპირზე უნდა ჰქნა ეს ყველაპერი.
  4. ბარგალკით რატო? მაგის დაპატარავებისათვის გინდოდა ბრტყელი ქლიბი პატარა კბილებიანი და ზუმფარა. ისე გასწორდებოდა და გაპრიალდებოდა ქარხნულზე უკეთესად გასწორდებოდა ზედაპირი.
  5. აბა დრაივერ პაკი გადმოწერე და გაუშვი, როგორც გირჩიეს, ვნახოთ რას იზავს... ცადე მაინც შენი რა მიდის
  6. ჯერ ჩიპსეტის დრაივერი დააყენე და მერე დააყენე ეგ ქსელის დრაივერი, შეიძლება მაგან უშველოსო. ესე არ გიცდია? ან რამე ბიოსიდან ხომ არააქვს რაღაც ჩართული ან გამორთული? თუარადა მარტივად იყიდე ლან კარტა და დაისვენებ, ძვირიც არ ღირს.
  7. GPU სიხშირე 900 Mhz-მდე ავწიე ანუ სტოკს +150 Mhz და რეზულტატი +1000 ქულით მეტი მივიღე. კიდევ შეიძლება მომატება და მოგვიანებით მოვინჯავ რას იზავს
  8. ინტეგრირებულია მარა დისკრეტულ კლასში გადის ესეა ჩემთან, დაუტვირთავზე ანუ მხოლოდ vangate გავუშვი ეს კი როცა, უთუბზე მუსიკები მქონდა გაშვებული და ფეისბუქზე Ground war: Tanks პარალელურად გავუშვი იგივე ტესტი. feature ტესტებში სხვაობა პრაქტიკულად არ ჩანს.
  9. რაღაც ეგ პრობლემა დრომოჭმულ 775 სოკეტის კომპიუტერებს ახასიათებთ ოპერებზე იჩალიჩე აბა, ჯერ ერთი ჩასვი ან ადგილები შეუცვალე. თუ მაინც არ უშველა ბიოსი გაანულე და მერე ოეპრებზე ახლიდან გააკეთე იგივენაირად. მერე დაწერე ეშველა თუ არა
  10. მართალია როგორც გითხრეს MBR ფორმატში 2 TBზე მეტს ვეღარ ხედავს, უფროსწორედ ეგაა ლიმიტი. ეგ ორივე ვინჩესტერი უნდა დააფორმატო GPT ფორმატში და მერე გეშველება. ასევე გასათვალისწინებელია რომ MBR და GPT ერთმანეთში ვერ მუშაობენ. ეგ მაზერის ბრალი არა
  11. Gpgpu ტესტი აქვს აიდას. ჰოდა განვავრცე უფრო რამდენად დიდია სხვაობა GPU და CPU-ს შორის. მანდ როგორც ხედავ არის single და double precision FLOPS რომელზეხ ზემოთ ისაუბრე
  12. აბა თქვენც გაატარეთ ეს აიდას ტესტი Extreme-ზე ოღონდ აქედან გადმოწერეთ ეს ვერსია ზუსტად. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4667991 სხვა ვერსიაზე შეიძლება სხვა შედეგი ანახოს და ამიტომ ერთ ვერსიაზე დავტესტოთ ყველამ ეს ტესტი გავატარე ორჯერ. ერთი აბსოლიტურად მაზერი სტოკზე დავაყენე და მეორეჯერ ოპერები AMP 2400 Mhz, cpu 4.0 Ghz ტურბო გამორთული. აბა თქვენც ესე დატესტეთ, რა სხვაობას მოგვცემს. (ისე ბენჩმარკებში აიდას ტესტებიც რომ დავამატოთ ურიგო არ იქნებოდა) CPU stock სიხშირეზე ტურბო ჩართული. ოპერები 1866 mhz, ესეც სტოკია CPU 4.0 Ghz ტურბო გამორთული. ოპერები AMP 2400 mhz
  13. MBR და GPT ფორმატები ერთმანეთში ვერ იმუშავებენ. ვერ დაინახავენ ერთმანეთის ფაილებს. იმ სკრინში ჩანს რომ ვინჩესტერი MBR ფორმატშია. შენ აყენებ UEFIით ვინდოუსს და გეუბნება, MBR ფორმატში ვერ დავაყენებო. თუკი მაგ დროს დააფორმატებ იმ პარტიშენს რომელზედაც აყენებ ვინდოუსს, ფორმატირების დროს ავტომატურად MBRდან გადავა GPTში. მერე კი ვინდოუსიც დაყენდება. თუ ბიოსიდან ან ბუთ მენიუდან აირჩევ Legacy bootს მაშინ მაგ გაფრთხილებას აღარ დაგიწერს. აი მაგალითად აქაც წერია. დაგუგლე უამრავი ტუტორიალია. http://blogs.technet.com/b/askcore/archive/2011/05/31/installing-windows-7-on-uefi-based-computer.aspx
  14. მაგ დროს დააფორმატე პარტიშენები ან მთლიანად ვინჩესტერი და ჩვეულებრივად გააგრძელებს ინსტალაციას, ან ბუთ მენიუდან თუ აირჩევ Legacy boot-ს მაშინ მაგას აღარ დაგიწერდა. ეტყობა UEFI boot-ით ბუთავ და ამიტომაც ვინჩესტერი უნუდა იყოს GPT ფორმატში დაფორმატებული.
  15. რავი შეიძლება სიაფანდია მარა 8 თამაში დატესტეს და სხვა საიტის რევიუებზეც თითქმის იგივე შედეგი მაქვს ნანახი და მაგიტო ვამბობ. ციფრები ხომ არ იტყუებიან? ფრეიმრეიტი რათქმაუნდა ი7-ს ექნება მეტი მარა მე მაინც მგონია რომ, რაცარუნდა ზედმეტი პერფორმანსი ჰქონდეს კომპიუტერს, მაინც თამაშის აგებულებაზეა დამოკიდებული, როგორი ფრეიმრეიტი ექნება და FPS. მაგალითად 1000 დოლარიანი 8 ბირთვიანი ი7 აიღე და 300 დოლარიანი ი7. მიუდგი GTX 980 ან 290X. ან GTX 660 მოვსინჯოთ ორივეზე უბრალოდ სხვაობის სანახავად, ერთი და იგივე FPS და სავარაუდოდ ფრეიმრეიტით ერთნაირი იქნება. მე მაინც მგონია ჰასველის i3-ს აქვს იმხელა რესურსი რომ GTX 770-ზე ზოგიერთ თამაშში, i5-ის ან ი7-თან მიახლოებული რეზულტატი მოგცეს. რათქმაუნდა იმ ლინკზე რაც დავდე, რეალურად ჩანს რომ ვერ იყენებს 100%-ით იმ ვიდეოკარტას მაგრამ ზოგ თამაშზე ეყო. უბრალოდ თუკი თამაშს ისე შექმნიან რომ ადვილად გაუმკლავდეს სუსტი კომპიუტერები, მაშინ ეგეთ თამაშებში დიდი სხვაობა არ იქნება i3-სა და i5, i7-ს შორის. ეხლა ხომ directX 12 გამოდის? იგივე მანტილც გაუმჯობესებულ API-ს იყენებს ანუ APU-ებს შეუძლიათ mantle-ის გამოყენებით, ორჯერ და სამჯერ მეტი FPS მოგცეს ვიდრე directX-ზე. ფაქტია მაინც ფაქტია რომ, უდავოდ დიდია 4 ბირთვის უპირატესობა 2 ბირთვთან მიმართებაში მაგრამ, თამაშის ოპტიმიზაციასაც გააჩნია. ისევე როგორც ორი ფერარი რომ აიღო, ერთი სუპერქარი, მეორე სპორტქარი, ორივე მაგარია მაგრამ, გააჩნია როგორ ტრეკზე ატარებ. თუ ტრეკი დატვირთულია მოსახვევებით, ორივე ერთნაირად ივლის. თუ სწორია და გზა უწყობს ხელს მანქანამ განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე, რათქმაუნდა სუპერქარი მოიგებს. აი ასეთი შედარებით მინდოდა ჩემი აზრი გამომეხატა. იმედია არ დაგაბნევთ
  16. ეხლა ვეძებე და გურუ3დ არ ყოფილა, მაშინ სხვა საიტზე უნდა მოვძებნო. ჰო ფრეიმრეიტი რათქმაუნდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თუმცა ეგეც კი საინტერესოა რამდენად ასრულებს ჰასველის ი3-ები 4 ბირთვიანებთან შედარებით. აი ლინკს დავდებ და იქ გადახედე ფრეიმრეიტს აი ვეძებდი და სულ სხვა რევიუ ვიპოვნე http://www.hardwarepal.com/best-cpu-gaming-9-processors-8-games-tested/ მანდ არის რამდენიმე თამაში სადაც დეტალურადაა დატესტილი, როგორც fps-ზე ასევე, ფრეიმრეიტზეც და ასევე performance/money შეფარდება. საუბარიც არ ღირს რათქმაუნდა იმაზე რომ ი7 მაგარია, უბრალოდ საუბარია ისევ და ისევ რამდენედად ღირს ი7-ის ყიდვა ან ი5-ის როდესაც ი3 უფრო იაფი ღირს. მაგ ლინკში კარგად ჩანს პროცესორის დატვირთვა ისეთ თამაშში როგორც არმა 3-ია, მანდ ამბობს კიდეც, უზარმაზარი მოცულობის ფართობზე სადაც CPU უნდა გაირღვეს მუშაობაში მაგრამ როგორც ჩანს ი3 არათუ უმკლავდება, არამედ ი5-თან მიმართებაში სხვაობა 3 FPS აჩვენა სხვაობა, ფრეიმრეიტი ი7-თან მიმართებაში რომელსაც 6 ჰქონდა ამას 6,77 აქვს, რათქმაუნდა ი7-ის საასრგებლოდ. შესაძლებლობისა და ფასის შეფარდებით ი7-ს 2 ჯერ ჯობია, ხოლო ი5-ს სადღაც 30%-ით. ანუ i3 4130 ღირს 120 $ დოლარი როცა ი7 ღირს 3-ჯერ მეტი მაგრამ 3-ჯერ მეტ სხვაობას არ გაძლევს თამაშებში. ერთი მეტრო იყო სადაც 10 FPS დაფიქსირდა და BF-ში 20 FPS მემგონი. არის თამაშები სადაც ფრეიმრეიტში საერთოდ სხვაობა არაა ი7-თან მიმართებაში და არც FPS-ში როგორც ეს Sleeping dogs-ში გამოჩნდა. ეს ბენჩები იყო GTX 770-ზე გაკეთებული, 2014 წლის სექტემბრის თვეში. ახლა არამგონია დიდად რამე შეცვლილიყო სიტუაცია, მაგრამ i3 4130-მა დაამკტიცა რომ GTX 770-ს თამაშებში მინიმუმ 85%-ს იყენებს ი7-თან მიმართებაში. ეს სხვაობა კი დოლარებში საკმაოდ დიდია და მომხარებელთა უმრავლესობას როგორიც საქართველოშია, ამ გაჭირვებული ქვეყნის ფონზე, არამგონია i7 იყიდოს 15%-ით მეტი FPS-ის გამო და სადღაც 10-20%-ით უკეთესი ფრეიმრეიტის გამო. რათქმაუნდა თამაშსაც გააჩნია, როგორაა დაპროგრამებული, რა ძრავაზეა, რა ეფექტებია და ა.შ. თამაშის რეზულტატი სწორედ ამაზეა დამოკიდებული და არა იმაზე რომ ი7 ჯობია ი3-ს და აუცილებლად ყველა თამაშში ეგრე იქნება ყოველთვის. ასე რომ უბრალოდ სათამაშოდ ჰასველის 120 დოლარიანი ი3 სრულებიდ დამაკმაყოფილებელია თუნდაც GTX 770-ზე. მე ადრე წაკითხული მაქვს ოფიციალური AMD-ზე დაყრდნობით რომ სტეამის მომხარებელთა 43%-ს (თუ არ მეშლება) , A10-7850K-ზე სუსტი ვიდეო კარტა აქვს. ეს ისე ზოგადად შედარებისთვის მოვიყვანე. აი მაგ რევიუს შეფასება წაიკითხეთ, რომელია ბესტ გეიმინგ პროცესორი, რატომ არ ღირს ი7-ის აღება და ა.შ.
  17. ისე რამდენიმე თამაში ვნახე პენტიუმის საიუბილეო ვერსია რომ გამოუშვა ინტელმა, ეგ დაარაზგონეს და მიუდგეს ჰაი ენდ ვიდეო კარტა. სასაცილოა ალბათ მაგრამ სხვაობა მხოლოდ რამდენიმე FPS იყო ჰაი ენდ პროცესორებთან შედარებით, უმრავლესობა თამაშებში. მგონი გურუ3დ-ზე ვნახე ეგ ტესტები. მერე თუ არ შემეზარა დავდებ. 780 ტიზე დატესტეს :D
  18. რა ფუნქციები ჰქონდა ძველ ოპერას ისეთი რაც თანამედროვე ბროუზერებს არააქვს? ოპერა პირადად არასოდეს დამიყენებია და უცნაურია კიდევ, რატომ ამოიღო ოპერამ ის რაც ძველ ვერსიებში იყო? წესით კიარ უნდა ამოეღო კიდევ უფრო უნდა დაემატებინა მაგრამ... თუ რამე საინტერესო ფუნქცია აქვს დაწერეთ იქნებ მეც გავოპერიანდე
  19. შეიძლება ინსტრუქციას გუგლშიც იპოვი
  20. ინტეგრირებულის ბრალი არ იქნება მაგის მიზეზი. სავარაუდოდ ინფორმაციის გადატანისას დაზიანდა ამ რაღაც ვერაა კარგად დაცული სადაც გეწერა ეგ ფაილები... ისე უფრო თუ დააკონკრეტებ უფრო ნათელი გახდება პრობლემის გააზრება
  21. ყველაფერი მოვაგვარე. ვიპოვნე ისეთი პროგრამა რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს გადაწერეთ ეს პროგრამა http://www.petges.lu/home/ რაც მთავარია უფასოა. ვირუსების მიერ ფაილებისათვის გათიშულ ატრიბუტის ველებს (read only, hide) ამ პროგრამით 1 წამში ჩართავთ. შემდეგ კი უპრობლემოდ მაოხდენთ ფაილის დამალვას თუ გამოჩენას, რომელიც მანამდე ვირუსის მიერ იყო შეცვლილი. გარდა მაგისა კიდევ სხვა ფუნქციებიც აქვს მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მჭირდება მე. მოკლედ თუ ვირუსმა ფაილები გაგიქროთ და საერთოდ არ ჩანს, გადაწერეთ: http://share.ge/?d=54C2AFB42 (ამოაარქივეთ და გაუშვით ორივე ფაილი, რომლის შემდეგაც გამოჩნდება გამქრალი ფაილები) შემდეგ იწერთ ამ პროგრამას სრული აღდგენისათვის და პრობლემაც მოგვარდება. http://www.petges.lu/home/
  22. ეხლა გავუშვი ეგ ორივე ფაილი და გამოაჩინა გამქრალი ფაილები რომელიც D დისკზე მქონდა ეხლა მეორე პრობლემა. ეს აღდგენილი ფაილები ჩანს მკქრთალად ანუ HIDE აქვს გაკეთებული და ჩაკეტილია ეგ მონიშნვის ველი. მინდა რომ HIDE-დან თოლია მოვხსნა მაგრამ როგორ? ჩაკეტილია ეგ ველი ანუ მანიპულირება შეუძლებელია. რამე პროგრამა არ არის ისეთი რომელიც ფაილების ატრიბუტებს შეუცვლის? მინდა რომ HIDE მოვხსნა რომ მერე ჩვეულებრივად გამოჩნდეს კომპში.
  23. მადლობ ორშაბათს მოვსინჯავ გარე ვინჩესტერი პრინციპში შემიძლია დავაფორმატო რადგან უკვე D დისკზე დავაკოპირე მაგრამ, ჯერ D დისკზე ვცდი გამქრალი ფაილების გამოჩენას და თუ ეშველება დავწერ. ჰირენს აქვს უბუნტუ, ერთხელ ჩავტვირთე ჰირენის დისკიდან და მეტჯერ არც მიცდია. ორშაბათს მოვსინჯავს მაგასაც უბუნტუზე ანტივირუსი არის ისე? ანუ არააქვსო ვირუსებიო მარა მაინც რავიცი, დასკანირების პონტში მაინტერესებს ანტივირუსი რომ დავაყენო და მერე ეს გარე ვინჩესტერი დავასკანირო ვირუსების გასაწმენდად...
  24. mini XP რომელია? ლაივ CD მაქვს ჰირენის მაგრამ მანდ გამოჩნდება? ეგ არ მიცდია. სამწუხაროდ დღეს ვერ მოესწრო. სამსახურში ნოუთბუქია, ველოდე ველოდე სკანირებას და... მერე დავაქენსელე, ნერვები მომეშალა ლოდინით მერე გვიან დავიწყე ვინრარით დაარქივება მაგრამ უკვე დრო აღარ მეყო, სახლში წასვლის დრო მოვიდა. სამწუხაროდ ორშაბათამდე ვერაფერს ვერ ვიზავ...
  25. ჰოო ეგ არ მომაფიქრდა. ჯერ მორჩეს Microsoft® Windows® Malicious Software Removal Tool (KB890830) x64 მაქ გაშვებული საათნახევარია და მერე მასე გავაკეთებ. P.S. დამალული ფაილებიც გამოჩენაც გავაკეთე Folder Option-იდან მაგრამ მაინც არ ჩანს.. ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.