Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. რევიუებიდან გამომდინარე გააკეთე დასკვნა ყველაზე კაი ეგაა
  2. თუ რადიო არააქვს ტელეფონს მაშინ აპლიკაციების გადმოცემებს უნდა დასჯერდე. არის მემგონი ქართული რამდენიმე რადიოს ონლაინ გადმოცემაც
  3. ვინდოუს 8 რომ ფლეშკაზე ჩაწერო ფლეშკა არ უნდა იყოს REMOVABLE DRIVE, ფლეშკა უნდა იყოს FIXED/CONSTANT DRIVE, ხოლო ვინდოუს 7-ის შემთხვევაში კი პირიქით. სანდისკის ფლეშკა სპეციალურად რათა ვინდოიუს 8-ის ჩატვირთვის საჭირო ლიცენზია მიეღო, 2013 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფლეშკების გამოშვება ცვლილებით ანუ შეცვლა მოხდა removable-დან fixed დრაივზე. ამიტომ გაითვალისწინე ეს შემთხვევა აუცილებლად.
  4. მგონი ეს გჭირდება http://www.groovypost.com/howto/microsoft/windows-7-turn-off-shadows-themes/
  5. Network and Sharing CenterAdvanced sharing settings-ში გადაიყვანე Home or Work პროფილზე და HomeGroup-ში გააერთიანე ეგ ორი კომპი ერთად. მერე აღარ იზავს მასე.
  6. evo-ზე რომ განახლება გამოვიდა წაკითხვის სიჩქარის დეგრადაციასთან დაკავშირებით, განახლებამ რამე შედეგი მოგცა? და ზედ რაც გეწერა განახლების შემდეგ ყველაფერი ისევ ისე იყო? წინაპირობაში წავიკითხე რომ სასურველია საჭირო ფაილები სხვა ვინჩესტერზე დაარეზერვოთო რადგან ყოველთვიის არის ინფორმაციის დაზიანების რისკები განახლების პროცესშიო.
  7. თუ რამე შემთხვევით არ დააზიანე, ოპერების ბრალი უნდა იყოს, ბიოსი გაანულე მაინც ყოველი შემთხვევისათვის.
  8. არაფერი პრობლემა არაა, გადააბი ისე რომ არ გაწყდეს და ბოლოს იზოლაცია გაუკეთე, ერთმანეთს არ მიედოს გადაბმული ადგილები. საერთო ჯამში 100 მეტრს არ უნდა გადააჭარბოს კაბელის სიგრძემ თორემ სიგნალი დამახინჯდება კაბელში, შენც შესაბამისად ინტერნეტი არ გექნება.
  9. ვნახოთ აბა FX-ის შემდეგი თაობა მემგონი 2016 წლამდე არ გამოვა... A სერიას რათქმაუნდა FX სერია ჯობია მაგრამ ვისაც ყველაფერი ერთში უნდა იაფად, მათთვის A სერია იდეალურია. პატარა მინი pc შეგიძლია გააკეთო და კომპაქტურ ქეისში ჩადო. უამრავ დანიშნულებას მოძებნის ადამიანი. მე ჩემი ბოლომდე არ გამიტესტავს ბენჩებში და თამაშებში. როცა ამას მოვახერხებ მერე რევიუსავით გავაკეთებ ამ განყოფილებაში. ვერც ვიცლი და არც თამაშებს ვეტანები. თანაც სანამ ქულერს არ შევუკვეთავ და არ ჩამოვა მანამდე აზრი არააქ ამაზე რაზგონს, მაღალი ტემეპრატურის გამო, იმაზე დაბალ შედეგებს აჩვენებს ვიდრე სტოკი იძლეოდა. მაგას რომც შეუცვალო რაიმე და პატარა რესურსი მოუმატოს, მაინც აზრი არააქვს. მაინც არაფერში გეყოფა. დღევანდელი თანამედროვე სტანდარტი თუ გინდა ასეთია: DDR3 4 GB ოპერატიული მეხსიერება და pentium ან i3-ის დონის პროცესორი, დანარჩენი გემოვნებით და ბიუჯეტის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ.
  10. პირველ რიგში უნდა დაადგინო პრინტერი ძირითადად რითვის გინდა, სურათების საბეჭდათ თუ ტექსტის? ჭავლურის ძირითადი დანიშნულება სურათების ბეჭდვა ანუ გრაფიკული გამოსახულებების ფურცელზე გადმოტანა. ლაზერულის ძირითადი დანიშნულებაა ტექსტის ამობეჭდვა. არავინ არ ბეჭდავს ჭავლური პრინტერით ტექსტს, ჭავლური პრინტერის კარტრიჯები 2–ჯერ, 3–ჯერ, 4–ჯერ და უფრო მეტჯერაც აღემატება ლაზერული კარტრიჯის ფასებს, გააჩნია პრინტერის მოდელს, კარტრიჯის მოცულობას და ორიგინალია თუ არაორიგინალი. ლაზერული პრინტერი ძვირი ღირს, მაგრამ ხმარებაში ძალიან იაფია, საგრძნობლად იაფი ჯდება ტონერით დამუხვა, ლაზერულ კარტრიჯებზე, ვიდრე მელნის ყიდვა და კარტრიჯებში ჩასხმა, ეს უკანასკნელი კი რთული და ძნელი გასაკეთებელია, სპეციალური ხელსაწყოები გინდა. მოკლედ დეტალურად რომ არ ჩავუღრმავდეთ, ჭავლური პრიინტერი იაფია, მაგრამ კარტრიჯები ძვირი! ლაზერული პრინტერი ძვირია მაგრამ კარტრიჯები იაფი. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. ხო კიდე, ის მითი რომ All-In-One (კომბოს რომ ეძახით) პრინტერები ხარისხით ჩამოუვარდება, მარტო პრინტერს ან მარტო სკანერს, ეს დღეს უკვე სასაცილოა. ყველაზე გამართლებულია სწორედ დღეს ეგეთი პრინტერის ყიდვა, რომელსაც სკანერი, პრინეტრი, ფაქსი, ADF და ა.შ. აქვს ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული. რაც კი გჭირდება ზედ ყველაფერი აქვს, იგივე ხარისხით რაც ცალკე აღებული მხოლოდ სკანერი ან პრინტერი. სხვა საქმეა თუკი მხოლოდ სკანერი გინდა ან მხოლოდ პრინტერი, მაშინ All in one პრინტერი საჭირო არაა. არის ოფისებზე ორიენტირებული პრინტერები, სკანერზე ორიენტირებული და ა.შ.
  11. მემგონია რომ მასე არაა. რავი ყველგან წერია რომ კვების ბოლოკის ეფექტურობის გამოანგარიშება input-output შორის ხდება და არა output–ში. აი მარტივი ტენიკური დოკუმენტაცია ჩემ კვებაზე. EVGA 1000 P2 აი შეხედე, მანდ Input-ში უწერია ეფექტურობის მაჩვენებელი. Efficiency 92% (115VAC) / 94% (220VAC~240VAC) or Higher Typical. 80 PLUS Platinum certified, with 92% (115VAC) / 94% (220VAC~240VAC) efficiency or higher under typical loads < აი აქ წერია რომ ეფექტურობის ცვალებადობა დამოკიდებულია კვების ბლოკის დატვირთვაზე, თანაც მანდ ფრჩხილებში ნაჩვენებია ცვლადი დენი 92% (115VAC) / 94% (220VAC~240VAC). მანდ არაფერი წერია რეილის ეფექტურობაზე. არაერთი რევიუ წამიკითხავს რომელიც ეფექტურობის შესახებ საუბრობენ, ყველა ამბობს მაღალ ეფექტურ კვებაში დენის დანაკარგი ნაკლებიაო. კვების ბლოკის რეილიდან, დედაპლატის ან ვიდეო კარტის შეერთებამდე დანაკარგი არის ~1% ალბათ. თუ 1 რეილი იტვირთება ნებადართული მაქსიმალური ვოლტ/ამპერით, რატომ უნდა დაეცეს რეილის წარმადობა? რეილი იმუშავებს ჩვეულებრივ მაქსიმალური დატვირთვით, როგორც ქარხნული სტანდარტი ითვალისწინებს. მე ასე მგონია და თუ ვცდები, კომპეტენტური პირებიც ჩარევიან ალბათ
  12. დიახ სწორედ მაგის თქმა მინდოდა დენის ეკონომიაა აბა სხვა რაარის? 1000 ვატიანი პლატინა და 1000 ვატიანი ბრონზი, ორივეს 1 რეილზე რომ 80 ამპერი ჰქონდეს, სხვაობა ის იქნება რომ ბრონზი უფრო მეტ დენს დაწვავს, მუშაობაში კი ზუსტად ორივე ერთნაირად იმუშავებს. ამის თქმა მინდოდა ასე არაა?
  13. სინგლის და მრავალ არხიანის დატვირთვას, 80+ სტანდარტთან არაფერ შუაშია. რეილებამდე იმდენი ძაბვა და ამპერი მიდის რამდენიც ქარხნულად კვების ბლოკს აწერია. უბრალოდ ცვლადი დენიდან მუდმივი დენის კონვერტირებაში იხარჯება ეს 20% და სითბოთ გარდაიქმნება. ეს ხდება დაბალი ხარისხის ნაწილებით, მაგრამ სანაცვლოდ იაფია ასეთი კვებები. არანაირი სინგლ და მრავალ რეილიანი კვება არ განიცდიან 20%-იან ვარდნას. კვებას აქვს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები და თუ თითო გამტარზე გადააჭარბებს ამ მაქსიმუმს, კვება იწყებს გადახურებას და ამ დროს უსაფრთხოების სისტემები უნდა ჩაირთოს კვებაში, რათა არ მოხდეს გადახურება და გაცხელება. ის მრავალ რეილიანი კვებები სინამდვილეში 1 რეილიდან ნაწილდება მაგრამ საქმე იმაშია რომ თითოეულ რეილზე აქვს რაღაც ლიმიტი, რომელიც მეტს არ გაატარებს რაცარუნდა მოითხოვოს სისტემამ. რაც შეეხება ზოგადად კვებას ნებისმიერი თავმოყვარე ფირმა, რომ დააკმაყოფილოს მაღალი ხარისხი, უნდა გაიაროს უამრავი ტესტი. ეს ტესტები გაწერილია შესაბამის სერტიფიკატებში. უსაფრთხოების უამრავი სტანდარტი არსებობს მსოფლიოში. ამიტომ პირველ რიგში, კვების ხარისხი ვატების და ამპერების სიდიდეზე კიარაა დამოკიდებული, არამედ რამდენი უსაფრთხოების სანდარტი აქვს დაკამყოფილებული. როდესაც ყიდულობს კვების ბლოკს, მხოლოდ სახელი არაა განმსაზღვრელი ფაქტორი, რითაც მომხმარებელმა უნდა იხელმძღვანელოს. ყოველ სერტიფიკატს აქვს უსაფრთხოების თავისი კანონები და წესები. ვიკიპედიიდან ციტატა: აი ეს არის კანონი უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იცავენ კვები ბლოკების მწარმოებლები, მაგრამ მაგ კანონის შემოღებამდე რაც კვების ბლოკები გამოვიდა რათქმაუნდა ეგენი ვერ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. სტანდარტულად კვების ბლოკი იძლევა გარანტირებულ 18 ამპერს, რათქმაუნდა შეუძლია მეტის მიწოდებაც თუმცა, თუკი მოხდა გადატვირთვა და კაბელების გადახურება, ამან შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ამიტომ, მოიგონეს ამპერების ლიმიტი, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარიყო. საერთოდ კარგი კვება ყველაფრის გარანტიაა, ამიტომ არ ღირს კვებაზე ეკონომიის გაკეთება. იყიდეთ კარგი ხარისხის თუნდაც 80+ bronze რაც შეიძება მეტი სერტიფიკატით და გექნებათ future proof კვება, არაფერი აღარ დაგალიმიტებთ კვების მხრივ
  14. დინამიკებიც შეაერთე და ვინდოუსის ჩატვირთვის დროს ხმა თუ ექნა მოუსმინე. თუ არადა შეიძლება მაზერი დაზიანდა სადღაც. წესით ბიოსის განულებას პრობლემა უნდა მოეხსნა. ოპერატიულებიც თავის ადგილზე თუა, ესეიგი მაზერშია რაღაც...
  15. საკმაოდ კაი სტატიაა თუმცა აბსოლიტურ ნულზე გაყინვით, მტვრის გროვად არ გადაექცეთ მთელი ამდენი წლის ნაშრომი ინოვაციების მომხრე ვარ
  16. მოვიდა განახლების და სრულყოფის დროც ჩემი შემდეგი upgrade ეს ლოჯიტექ Z623 გახლავთ
  17. თამაშს იმიტომ თამაშობთ რომ "ფიზიკას უყუროთ" თუ "ფიზიკის" ხათრით თამაშობთ ვერ გავიგე რაღაც რა გახდა ამისთანა ეს ფიზიკა ფიზიკა ფიზიკა... მეტი არაფერზე მიდის აქ საუბარი... აკ კაციშვილი არ ლაპაკობს თამაშის გრაფიკის განხილვაზე რამდენადაც ფიზიკის ქონა არ ქონაზე. ჯერ კიდევ NFS underground 2 რომ გამოვიდა, მაქედან მოყოლებული დღემდე უდიდესი სიამოვნებით ვთამაშობ და კიდე ბევრს ვითამაშებ. მაგის გრაფიკა დღემდე დამაკამყოფილებელია და თამაშში არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. მთავარია რომ მისწორდება თამაში და იმ სიამოვნებას ვიღებ, რაც მე მსურს. მიუხედავად იმისა რომ არანაირი ფიზიკა და ფოკუს მოკუსი ეფექტები არააქვს, მაინც ბევრ ახალ NFS-ს მირჩევნია თავიანთი ფოკუს მოკუზ ფიზიკებით. ფიზიკაზე იმდენი საუბრობს რომ აი ფანატიკურად გაპიარდა ყველგან, არადა სინამდვილეში NVIDIA-ს აღება უფრო იმიტომ ღირს რომ კარგი სოფტი აქვს, ვიდრე იმიტომ რომ ფიზიკა აქვს. AMD-ზე ყველა გაიძახის სოფტი არ უვარგაო და ხალხი უკმაყოფილო იყო, ესეიგი ფიზიკაზე უფრო მნიშვნელოვანი, სოფტი ყოფილა სწორი მიდგომა ასეთია: მომხმარებელს ჯერ თამაში უნდა მოეწონოს, აი მეორე ხარისხოვანია უკვე ეფექტები, ფიზიკა, აუდიო და ა.შ. ის რომ თამაში განსაზღვრო ფიზიკის ქონა არ ჰქონით, მე ფვრიქობ არასწორია. ლამაზი გრაფიკა ყველას მოსწონს, რაც მართალი მართალია თუმცა ეს საკითხი უპირველესი მაინც არ არის. ამას იმიტომ ვწერ რომ AMD საგრძნობლად იაფად ყიდის ვიდეო კარტებს როცა NVIDIA-ს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ფასები ადევს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკა აქვს (+ რაღაც ექსკლუზივები) და შედარებით უკეთესი სოფტი. აი დავუშვათ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: 2 იდენტური კომპია i7 პროცესორზე, 4K მონიტორებით. ერთში დევს R9 295X, მეორეში დევს GTX 650 აბა ვინ რომელ კომპზე ისურვებდა თამაშს? რომელი კომპით უფრო გაერთობა ადამაინი თამაშებში? რათქმაუნდა GTX 650-ით ხომ თავისი ფიზიკის ეფექტებით? AMD-მ ძალიან კარგად იცის რა სჭირდება ბაზარს, RAW პერფორმანსი ყოველთვის იქნება N1 უალტერნატივო კრიტერიუმი რომელსაც წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, ვერანაირი ფიზიკა და ქიმია, იმიტომ რომ, უფიზიკოდ ადამიანი ითამაშებს თამაშს, ვიდეო კარტის გარეშე კი საერთოდ ვერა (ვის რა მოგვწონს ეს გემოვნებაა და ამაზე ნუ ვიდავებთ) AMD მეტ პერფორმანსის გაძლევს იაფად, ვიდრე ნვიდია. ამიტომ AMD-ს მომხმარებელები ამ მხრივ ყოველთვის დიდ პლიუსში არიან NVIDIA-სთან მიმართებაში. It's too fast Mantle vs. DirectX ეს კი ზოგადად ამ ტოპიკს რომ არ გადავუხვიოთ, კომერციულ ბენჩმარკების შესახებ ვიდეო. სხვაობა ერთად აღებულსა და კონკრეტულს რეზულტატებს შორის. როგორ შეიძლება 120 მილიწამიანი სხვაობა აღმოჩნდეს 48%-ით უკეთესი ვიდრე ეს 0,6%-ით ჩანდა
  18. პანასონიკი ძალიან ხარისხიანი ბრენდია და ახლა კიდევ უფრო გააფართოვა შესაძლებლობები. უმაგრესი კამერაფონია
  19. მომილოცავს ახალი სისტემა. "1150 ინტეგრირებული საუნდი აქვს + კრეატივის sound blaster cinema," MSI–ის მაზერი გაქვს? ესეთი კონფიგურაცია რამდენადაც ვიცი მხოლოდ MSI–ის მაზერებს ჰქონდათ. და რატომ ყიდი მაგ ხმის კარტას? რატომ არ მიდის?
  20. ეგენი მარტო დენის ფილტრებია, სტაბილიზატორი. ცუდი არც ეგენია, პირიქით ყველა თითქმის ხარისხიანია, იგივე ბელკინი, APC თუმცა ყველაზე უბრალო UPS-საც იგივე ფუნქციები აქვს რაც ამათ უმრავლესობას.
  21. ჰო ოპერები შეამოწმე და ისე იყიდე. უამრავი შემთხვევაა რომ რაღაც იჭწდება, იფრიზება და ა.შ. მაგის პოვნას კი კარგა ხანი უნდა რომ დაადგინო რისი ბრალია. http://www.amazon.com/Creative-Blaster-Beamforming-Microphone-SB1500/dp/B009ISU33E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1410731304&sr=8-1&keywords=creative+z აი ეს კრეატივ ზ ყველაზე კაი ვარიანტია. ახალია და ხმაც მაგარი აქვს. ყველა კმაყოფილია ვინც ეგ იყიდა. აი შენს დინამიკებში დარწმუნებული ვარ მიხვდები რა სასიამოვნოა უმაღლესი ხარისხის ხმა ამ კარტის ფონზე
  22. ხო სმარტები მართლა ძალიან ძვირია თუმცა ტყუილად არ ღირს მაგდენი. გარდა მაგისა კვების ბლოკისთვის ხარისხიანი დენი ცუდი არ იქნება და ისედაც, უამრავი დაცვის და სტაბილიზაციის სისტემითაა აღჭურვილი ეს UPS-ები. ისე მანდ არ ვიცი რომელი ფირმა ვის ბატარიებს იყენებს თუმცა ერთი რამ ვიცი, YUASA-ს ბატარიები ერთ ერთი ხარისხიანი და ცნობილი ბრენდია და მაგ ფირმის ბატარიები კარგა ხანს სტაბილურად მოგემსახურებათ, ჩინური გაურკვეველი მწარმოებლებისგან განსხვავებით. http://www.yuasabatteries.com აი თვალი მოვკარი Tuncmatik ამას ჰქონია ზემოთხსენებული ბატარიები.
  23. თუ რამე ძალიან განსაკუთრებულად არ გჭირდება პროცესორის სიმძლავრე, ესეიგი i5-ზე ძლიერი პროცესორი არ დაგჭირდება. მაგ მხრივ კი გამომდინარეობს რომ, ყველაზე იაფიანი მაზერიც კი სრულიად საკმარისია i5-სთვის. რადგან ყიდულობ ახალი თაობა ყოველთვის ჯობს, ამიტომ აიღე 1150 სოკეტზე სისტემა. საწყის ეტაპზე თუ თამაშებიც არ აინტერესებს, ვიდეო კარტაც არაფერში დაჭირდება. აქ კი ინტელის HD ინტეგრირებული გრაფიკა ყველაფერს ეყოფა. SSD რათქმაუნდა ახალი, თუ ვინმე კაპიკებში არ გაჩუქებს. ვიდეოს კი თუ ოდესმე დაჭირდა, ნებისმიერ საშუალო დონისას იყიდის და ითამაშებს კიდევაც. ამაზე კაი მონახაზი მემგონი მემგონი ვერ გაკეთდება.
      • 1
      • Upvote
  24. საერთოდ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასე მარტივად იყიდო და ჩასვა ოპერები მაღალ სიხშირეზე, ყოველთვის არაა გარანტირებული. ამიტომ თუ კი არის შესაძლებლობა, სადაც იყიდი ადგილზე რომ გაგისინჯონ. ფურცელზე ყველაფერი სწორია, პრაქტიკაში კი ყოველთვის ასე არაა. შეიძლება რაღაც შეუთავსებლობას ჰქონდეს ადგილი, ამიტომ ნახე თავად ასუსის საიტზე, რეკომენდირებული ოპერების პარტ ნომრები მაგ მაზერისათვის და ამის მიხედვით იყიდო ყოველთვის სჯობს. საუნდ კარტა რა ფასში გინდა? კრეატივ ზ არის კარგი ვარიანტი? ისე ეგ ლოჯიტექი სად იყიდე და რა ფასად? კმაყოფილი ხარ თU კიდე მეტს მოელოდი? მეც მინდა ეგეთი და მაგიტო ვკითხულობ. ძლიერი ბასი აქვს?
  25. ყველაზე კაია SMART UPS-ები. ცოტა ძვირი ღირს თუმცა ნამდვილად ღირს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.