-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
ხმის კარტა გაქვს თუ მაგ მაზერზე მიაერთე ?
-
რომელი იყიდე? ლინკზე დინამიკებს აღარ აჩვენებს მეც მაინტერესებს როგორ მოგეწონა. ის იმედები გაამართლა რასაც მოელოდი?
-
acer-ის ნეთბუქს ეკრანი აქვს გამოსაცვლელი
lasha1616 replied to chinchara's topic in აპარატურული პრობლემები
მშრალი ხიდის ბოლოს არის მილენიუმ დისთრიბუშენ ჯორჯია. მანდ მიდი, მიიტანე ნოუთბუქი და დაგიდგენენ ფასებს. 50 დოლარამდე ღირს მაგათთან მონიტორის ეკრანები -
აქ მინდა მონაწილეობის მიღება http://hwbot.org/competition/rookie_rumble_amd_3/stage/1488_hwbot_prime/ საჩუქრის მოგებამდე ბევრი მიკლია თუმცა ქულების მომატება ურიგო არ იქნებოდა როგორც ხედავთ კვება და ქულერი არ მივარგა, ეგ სტანდარტული ქულერია რაც მოყვა პროცესორს. კვება კიდე ძველი თაობისაა... +12V ATX 8 Pin-ის მაგივრად 4 პინიანი მაქვს. 400 ვატი კი უწერია მარა რეალურად ღმერთმა იცის რამდენია ალბათ აზრიც არააქ რაზგონს მაგრამ ცდად მაინც მიღირს. ესე 4,3-4,5 Ghz-ს ვფიქრობ თუ მოერევა. რამდენიმე წუთით მინდა რომ ბენჩმარკები გაიაროს. მე რაც მაინტერესებს ეხლა, მანდ LIMITATIONS-ის ქვემოთ არ უწერიათ Win 8 -ის აკრძალვა. ანუ რომ გავატარო ბენჩები ვინ 8-ზე მიიღებენ უპრობლემოდ? თუ ვინ 7-ი დავაყენო? ამ ვინდოუსზე ბირთვები "პარკინგიდან" გამოვყვანე და შედეგიც რეალურად მომცა. მართალია ცოტაა მაგრამ ვინრარის ბენჩმარკში სხვაობა საგრძნობი იყო. Win 8-ის რეესტრი შევცვალე რომელიღაც მონაკვეთში. ტუტორიალი იუთბზე იდო და იმის მხიედვით გავაკეთე. ეს კანონდარღვევად ითვლება hwbot-ზე? ანუ მოდიფიცირებული ვინდოუსი უკვე არაკანონიერია ხომ? თუმცა ის მოდიფიკაცია რომელიც გაკეთდა ძალიან უბრალოა სადაც საჭირო იყო იქ 1-ის მაგივრად 0 ჩავწერე და ვსიო. აი ასეთ მდგომარეობაში მაქვს ეხლა...
-
თვალსაჩნოებისთვის მაინც იდოს ამ სქრინის ვალიდაციის ლინკი http://www.catzilla.com/showresult?lp=276402
-
პირველი რაც დადე UPS არ არის. ეგ მხოლოდ დენის "სტაბილიზატორია" და თან დამაგრძელებელი. მეორე ლინკზე რაც დევს ეგ არის UPS თუმცა ყველა დაბალფასიან UPS-ს დენის გამორთვის შემთხვევაში, აკუმულატროზე გადართვის დრო დიდი აქვს ანუ თუ დენი წამიერად ჩაქვრა და მოვიდა ან თუ დენი საერთოდ წავიდა, შეიძლება ვერ მოასწროს აკუმუალტორზე გადასვლა. ძირითადად ეს ეხება იმათ ვისაც უბრალო კვების ბლოკები აქვს. კარგი ხარისხის კვების ბლოკს 16 მილიწამზე მეტი უნდა უნდა ჰქონდეს მუშაობის ხანგრძლივობა, დენის გამორთვის შემდეგ. UPS-მა ამ დროში თუ ვერ მოახერხა აკუმუალტორზე გადასვლა, კომპი გამოგერთვება ან დაგიფრიზავს და ეგრე იქნება სანამ არ დაარესტარტებ.
-
ეხლა მინდოდა გადმომეწერა ოფისი აქედან. შესაბამსიად გადავედი უცხოურ ლინკზე. იქ კი ტორენტის გადმოწერის მაგივრად რაღაც .exe ფაილი გადმომაწერინა. ვიმედოვნე ამ ფაილის მიხედვით გადმოვწერდი სასურველ ტორენტს. ამ ფაილის ინსტალაციის დროს უამრავი რეკლამა იყო რომლის დაყენაბსაც მთხოვდა, ამავდროულად ანტივირუსი მიწითლებდა ამ პროგრამას. ეგ ბიტკოინის ვირუსია. როგორც კი გავთიშე ანტივირუსი ეგ dgen ფაილი ავტომატურად ამოქმედდა. სანამ ტასკ მენეჯერიდან არ გავთიშავ მანამდე სრული დატვირთვივ მშაობს კომპი. ჩემი კომპის რესურსს სხვა ითვისებს. ესაა ამ ვირუსის მთელი ფილოსოფია. აბა მე ვნახავ ვინდოუსი გადაყენების გარეშეც თუ მოვერევი ამ პრობლემას..
-
აა უკაცრავად. მე მეგონა 72 დოლარიან პროცესორზე გრძელდებოდა საუბარი რადგან კომენტარის გაგრძელებად ჩავთვალე... მაინც ზედმეტად მიმაჩნია სტანდარტული მუშაობისთვის Core i7 4790K-ის 5,5 Ghz-ზე დაყენება. სულ ტყუილად იმუშავებს რაზგონზე რადგან თავისი შესაძლებლობის 5-10%-ზე მეტი არამგონია გამოიყენოს რემდერებს და გარკვეული ტიპის თამაშებს თუ არ ჩავთვლით. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი ფასია 330$ i7-2700K-სთან შედარებით რამდენი პროცენტით ძლიერია და ერთი ფასი აქვთ მაინც...
-
5.5 Ghz 24/7-ზე მუშაობის ფილოსოფია რაში მდგომარეობს? რომ ეგ 70$–იანი პროცესორი 200 $-იანი პროცესორის სტოკ სიმძლავრეს გაუთანაბრდეს?
-
ჩემი CPU ასეთ შუალედში მუშაობს: 1,7 Ghz - 4.0 Ghz როდესაც არ იტვირთება მაშინ მუშაობს 1,7 Ghz-ზე და ხანდახან წამის მეათედით ტასკ მენეჯერში სიხშირე მართლა ჩამოდის 1,7 Ghz-მდე მაგრამ ისევ ადის ხოლმე მაღლა. გააჩნია დატვირთვას. პროცესორების ბირთვს რაც შეეხება 2 ბირთვის რატომ მაჩვენებს? მემგონი ვინდოუსიდან უნდა გასწორედ ეგ...
-
დიდი ხანი არაა რაც ვინდოუს 8-ზე გადავედი თუმცა ესეთი უცნაურობა რას უნდა გამოეწვია ? ეს ჩემი ტასკ მენეჯერის სურათი მანდ კიდე სხვაობა ცოტაა. სხვადასხვა დატვირრთვაზე სხვაობა უფრო დიდია. მაგალითად როცა CPU-Z მუდმივად აჩვენებს 1,7 Ghz ამ დროს ტასკ მენეჯერში მუდმივად მერყეობს სიხშირე 2,0-2,5 Ghz-ს შორის და რატომ ხდება ესე? იგივე ხდება ინტელის პროცესორზეც აი მაგალითი რატომ აჩვენებს ასეთ სიხშირეს? ვიცი ამას რაღაც მიზეზიც ექნება თუმცა ვინც გამოცდილები ხართ WIN 8 -ზე იქნებ თქვენ უფრო უცებ მიპასუხოდ. თანაც ჩემთან თუ დააკვირდებით ნახავთ რომ Logical Processor: 4 წერია, როცა Cores: 4-ს უნდა მიჩვენებდეს, ზუსტად ისე როგორც ინტელს აქვს. ვეღარ გავიგე რამდენი ბირთვი მუშაობს 2 თუ 4? AMD OverDrive-ს რომ ვხსნი ოთხივე ბირთვის შკალა გამოდის სადაც ჩანს რომ ოთხივე იტვირთება... მემგონი ამ ვინდოუსს ბირთვების ჩასართავი უნდა ჰქონდეს, ანუ ეკონომიური რეჟიმზეა დაყენებული და Performance რეჟიმზე გადაყვანა უნდა. ბიოსიდან ხომ არ უნდა ჩალიჩი?
-
ამ HWBot-ზე რამდენიმე წელია დარეგისტრირებული ვარ თუმცა პირველივე დღიდან 3-4ჯერ ვარ შესული მაგ საიტზე. თქვენს ჯგუფში ვარ თუმცა ოვერქლოქერის წოდება როდის გენიჭება? ანუ გუნდში თუ სწორად მახსოვს 90 ოვერქლოქერი წერია საიტზე. ჩინეთს ცოტა აქვს მისი მსოახლეობის მხიედვით თუ ვიმსჯელებთ და რატომ? და კიდევ მანდ ქულების მომატება რომელ ტესტებში შემიძლია? უფროსწორად ამ APU-ს რაში შეუძია ქულების მოტანა? მანდ არასოდეს არაფერი გამიკეთებია და ზედაპირულად ვათვალიერებდი მხოლოდ. სი
-
მეც მასე ვფიქრობ, უბრალოდ კვების ბლოკი 10 წლის განმავლობაში რომელიც უნდა გეყოს, რამდენად სამყოფი ვატები ექნება რეზერვში. 30 $-ის დაზოგვის გამო არ მინდა ვატების უკმარისობამ თავი იჩინოს და 100 ვატის უკმარისობის გამო ახლიდან მომიწიოს 140$-იანი კვების ბლოკის ყიდვა, 10 წლის განმავლობაში უკეთეს სისტემას ავაწყობ რათქმაუნდა და მინდა რომ გასართობად, საკმარისი ვატებიც მქონდეს. რეზერვის მხრივ ეს მაინტერესებდა მხოლოდ. პრინციპში მაინც ნაკლები ენერგომოხმარებისკენ მიდის მსოფლიო და 750 ვატი ყველაფერში უნდა მეყოს ნორმალურ სისტემაზე მაგრამ 850-იანისკენ ვიხრები უფრო, უბრალოდ ძვირი ჯდება ჩამოსატანად და ახლა 400 ვატიანიც მყოფნის. ამაზონის მიხედვით 5-6 კილოა წონაში (50 ლარამდე ეღირება ჩამოტანა) მემგონი და რაც იქიდან აქ ჩამოტანა დაჯდება, იმ ფასად აქაც იყიდება ანტეკის კვების ბლოკები, თუმცა მაინც EVGA ჯობია. აქ რომ იყიდებოდეს კიდე კაი იქნებოდა.
-
EVGA ულაპარაკოდ. მეც ძალიან ბევრი რევიუ ვიკითხე, ვათვალიერე და მივხვდი რომ მაინც ყველას ჯობია. უამრავი რევიუდან რომელიც ტესტების ყველანაირი პროცედურები გაიარა, უმაღლესი შეფასება მსიცეს. EVGA-ს ორი კვების ბოლოკი 750 და 850 ვატიანი რომელიც ერთი და იგივეა, შეიძლება ითქვას რომ საერთო ჯამში მაინც ყველას ჯობია. ძალიან ხარისხიანი კომპონენტებით იწყობა და ხარისხი პირდაპირი მნიშვნელობით აისახება გამძლეობაზე. კონდესატორები რომლებიც ნიპონის იაპონური ფირმისგან აქვს, ითვლება მაღალი ხარისხის კონდესატორებად, რომელიც შესაბამისად ძვირია, უბრალო კონდესატორებთან შედარებით რომლებსაც მუშაობის ნაკლები რესურსი აქვთ. ამიტომაც არის რომ 10 წლიან გარანტიას იძლევა EVGA ჯერ მარტო იმიტომ რომ 10 წლიან გარანტიას იძლევა, მაგიტომაც ღირს ყიდვა. გარანტია ხარისხის ერთ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. გამომრჩა მეთქვა რომ არის ჰასველ ready C6/C7-ის მხარდაჭერით. რაც კიდევ ერთხელ მიანიშNებს რომ არის ძალიან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და Future proof კვების ბლოკია. ჩემ პროცესორსაც აღმოაჩნდა C6 სტეპინგი და ზოგადად პროცესორმა რომ იმუშაოს იმ სტანდარტებით რასაც ქარხანა გაძლევს, შესაბამისი სისტემაც უნდა დაახვედრო ქეისში. P.S. მე მინდა ყიდვა 750 ვატიანის. 850 კი კაია მარა ჩემი ბიუჯეტისთვის ცოტა ძვირად მეჩვენება P.S.2 სამომავლო პერსპექტივაში მაინტერესებს, პროცესორის რაზგონი და ვიდეოკარტისაც ალბათ. 750-იანი კვება ეყოფა? მაგალითად ვამბობ რამდენ ვატს მოიხმარს საერთო ჯამში სისტემა როცა უძლიერესი ვერსია R9 290X და CPU 4.5 Ghz-ზეა მაქსიმუმ? 24/7-ზე გაქაჩავს?
-
3 ტიტან ზ VS 2000 CPU ამ კარტებზე მოთხოვნა პირველ რიგში კორპორაციული კლიენტებიდან იქნება. ეს უფრო სასერვერო და ვორქსთეიშენ სისტემების სფეროა და მათი მხრიდან უფრო მეტი დაინტერესება წამოვა ვიდრე ჩეულებრივი მომხმარებლებიდან. არამგონია ვინმე მომხმარებელი ადგეს და ტიტან ზ იყიდოს 3000 დოლარად იმისათვის რომ მხოლოდ თამაში ითამაშოს და სონი ვეგასით HD ვიდეოები დაამუშაოს. 2 ცალ GTX 780Ti-ს იყიდი და სრულიად საკმარისი იქნება ნებისმიერი თამაშისთვის. ამიტომაც ვფიქრობ ბევრ გეიმერსაც კი გაუჭირდება მაგხელა თანხის გადახდა როცა იგივე ნვიდიას სხვა ალტერნატივაც არსებობს თამაშებისთვის.
-
არადა ეს 11 გვერდი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე და შენ პირველად დაწერე ეგ... PS. გავააქტიურე მადლობთ
-
სკაიპით რომ ვრეკავ ინგლისსის უფასო ნომერზე, მეუბნება უსაფრთხოების მიზნით აკრიფეთ რაღაც ნომერიო. ვკრიფავ იმ ნომერს რომელსაც მეუბნება მაგრამ არ ღებულობს რატომღაც. ადრე ვინ 8 რომ გამოვიდა მაშინ გავააქტიურე სკაიპით უპრობლემოდ მაგრამ ახლა რა უნდა? რამე მაფია ხომ არაა? აი აქ მეუბნება გთხოვთ გამოიყენოთ ციფრები და აკრიფეთ 35-იო. აი ვკრიფავ მაგრამ მეუბნება ისევ, ერთი და იგივეს, გთხოვთ აკრიფეთ 35-იო. 3 ჯერ ვკრიფავ ზედიზედ და არაფრით იღებს. რა უნდა?
-
ინვოისს საქართველოში როგორც ასეთი წერს შპს. ან ჩეკს ინდ მეწარმე როგორც დარეგისტრირებული ორგანიზანია ან მეწარმე. იგივენაირად იქნება ალბათ ამერიკაშიც. რაღაც იურიდიული სტატუსი უნდა გააჩნდეს რომ შესაბამისი ჩეკი/ინვოისი გამოგიწეროს ოფიციალურად. ერთი გზაა კიდე, თუ ვინმე მოდის იქიდან იმას გამოატანე ეგ ძვირადღირებული ნივთი. როგორც პირადი მოხმარების ნივთი, განბაჟება არ მოუწევს თუმცა მაგაზეც გარკვეული ლიმიტი ვრცელდება. უფრო ზუსტად ნებისმიერი ბუღალტერი გაგარკვევს ამ საქმეში
-
ერთადერთი გზაა ოფიციალურად უნდა მოგყიდოს, ანუ ინვოისი უნდა დაგიწეროს რომ შენ მისგან 100 დოლარად იყიდე. მერე უკვე საბუთი გექნება ოფიციალური რომ შენ მაგაში 100 დოლარი გაქვს გადახდილი და შესაბამისად განბაჟებაც არ მოუწევს.
-
როცა რომელიმე ფირმა ან კონრეტული გამყიდველი გიგზავნის ამანათს, ის აუცილებლად აყოლებს ინვოისს რადგან ვალდებულია ეს გააკეთოს. შესაბამსიად საბაჟო ამ ინვოისის მხიედვით ანბაჟებს. როცა პირადი გზავნილია, შესაბამისად არანაირი ინვოისი არ მოყვება - ამიტომ საქართველოში როცა შემოვა ამანათი, მოხდება ამ ნივთის გახსნა და დათვალიერება, შემდეგ საბაჟო თავად შეაფასებს აღნიშნული ნივთის სავარაუდო თვითღირებულებას, რის შემდეგაც დადგინდება გადასახადი. დაახლოებით ასეა რამდენადაც მე ვიცი.
-
თუ მაღაზიაში იყიდე როგორც ახალი, გარანტიაც უნდა მოყვებოდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ ოპერების ბრალი არ იქნება. არამგონია ვიღაცა გაფუჭებულ ოპერებს ყიდდეს თუკი ნამუსი აქვს. თანაც ეგ ფირმა, გუდრამი, მემგონი ყველაზე უპრობლემოა, რადგან მაგ ფირმის ოპერები ისეთ მაზერებე ჩაირთო, რომელზედაც Crucial-ი არ ჩაირთო. უკვე მერამდენე შემთხვევა მაქვს ზუსტად მაგაზე. ერთი სიტყვით ოპერების ყიდვა გაუტესტავად თავის ტკივილია. P.S. თუ არ დაგეზარება საღამოს 7-8 სკენ გამომიტანე და გაგიტესტავ.
-
+1
-
მაგ ბლუსქრინის გამოწვევის მიზეზი ძალიან ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, ტემპერატურით დაწყებული, კვების ბლოკით დამთარებული. ასუსის საპორტს მიწერე და ისინი გეტყვიან ყველაფერს. მერე აქაც დაწერე თუ ეშველება. მეც ვერ მოვაგვარე ზოგიერთი ოპერატიული მეხსიერების მუშაობა რამდენიმე ტიპის დედაპლატაზე. მაგალითად Crucial-ის ზოგიერთი ოპერები ვერ თავსდებიან ზოგიერთ მაზერებზე. დაიწყე კითხვა და თუ იგივე პრობლემა გქონდა ბიოსის დაფლეშვამდე, ესეიგი ბიოსის დაფლეშვით შეიძება მოგვარდეს ეგ პრობლემა მაგრამ თავად ოეპრატიულები მუშაობენ, ანუ ოეპრატიულის ბრალი არ იქნება ზოგადად. მე ვფიქრობ ესეთი შეუთავსებლობა ისეთი გაუთვალისწინებელი პრობლემაა რასაც წინასწარ ვერასოდეს ვერ განსაზღვრავ Downgrade-ს როცა აკეთებ გადახედე ყოველი შემთხვევისათვის დოკუმენტაციას. ყველა ფირმას თავისი გასათვალისწინებელი ნიუანსები აქვს რაც უნდა იცოდე აუცილებლად
-
რა დროს გიგდებდა ბლუს სქრინებს თუ გახსოვს? ნებისმიერ დროს თუ კონკრეტულად რომელიმე პროგრამაში მუშაობის დროს? დაფლეშვის მერე ბლუ სქრინებს იგივე ოპერებზე არ გიგდებს? ოპერების სერიული/პარტ-ნომრებიც დაწერე მაინტერესებს
