Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. აუცილებლად, ერთი კვება დამაკლდება ცოტახანი, 1 თვეში მაგასაც ვიყიდი დაახლოებით. დღეს 120 GB SSD გამოვიწერე, ვნახოთ რომელი ჩამოვა პირველი. ეს ოპერები AMD-ს ბოლო თაობის პროცესორებზეა ოპტიმიზებული ანუ აქვს AMP ასევე XMP.
  2. გაიხარე მეც მაგიტო ვფიქრობ რომ იდეალური ვარიანტია, ახალია და ახალი ტექნოლოგიების გამოც ვიყიდე. ჰო ამაზონიდან დღეს დილით შემატყობინა დაიშიფაო, ე.ი. 2 კვირაში აქ იქნება. კვების ბლოკის ყიდვაც მინდა მაგრამ ვერ გადამიწყვეტია იაფიანი seasonic G ვიყიდო თუ ანტეკის პლატინა 110 ღირს ამაზონზე, თან 25℅-ით ნაკლებ დენს მოიხმარს. თუმცა ვნახავ აქაც იქნება რაიმე ვნახო.
  3. აი მაზერს ველოდები 2 კვირაა რაც ვიყიდე და ჯერაც არ დაუშიპავთ ჩემ მისამართზე. ამაზონმა მომილოცა თქვენ მაზერს როცა ელოდებოდით 22 მაისიდან 28 მაისამდეო (არადა 12 აპრილს ვიყიდე), ახლა 28 აპრილიდან 2 მაისამდე მოგივაო.1,5 თვე მიწევდა ლოდინი, 2 კვირა კი აქ ჩამოტანას სჭირდება. იმედია ახლა 2 თვის მაგივრად 1,5 თვეში ჩამომივა. R9 Memory 2400mhz დღეს ჩამოვიდა. APU-ც მაქვს, ამაზონზე 185-დან 159 დოლარზე დაეცა ფასი, მეც არ დავაყოვნე და უკვე აქ მაქვს მაზერი რომ ჩამოვა მერე დავბენჩავ და დავდებ შედეგებს. მაინტერესებს რა ხილია და მერე ი3-ებს და ი5-ებს შევადაროთ. ვნახავ რამდენად ეფექტურია ფასი/წარმადობის მხრივ.
  4. ეგ იმის დაწერილია ვინც ეგ პროცესორი იყიდა. ბოლო 5 თვეა აქვს და პერიოდულად ანახლებს თავის ნაწერს. მეც ავიღე და დავაკოპირე. გადახედე ამაზონის რევიუებს, ვინც ეს პროცესორი იყიდა იმათი დაწერილია და შენი თვალით ნახავ, რამდენს მოსწონს, იმათაც კი ვსაც 780Ti ვიდეოკარტა აქვს. http://www.amazon.com/FD9590FHHKWOF-Fx-9590-8-core-Black-Edition/product-reviews/B00DGGW3MI/ref=cm_cr_dp_see_all_btm?ie=UTF8&showViewpoints=1&sortBy=bySubmissionDateDescending ერთი მაგალითი ისეთი რომელსაც არ ჰქონია AMD–სთან შეხება მაგრამ არაფერს უჩივის რაც FX 9590 იყიდა: Honestly, I haven't used an AMD processor in years. I used to be one of those elitists that always had to pay the extra money for the best performance. Recently I wanted to upgrade my computer and figured I would try out AMD since the price on this was recently lowered, and not much a performance difference than Intels 4770k. I honestly can say it performs great for what I need it to do. I am by no means an electronics engineer, so I can not attest to all the spec differences or draw backs, but I do enjoy playing PC games, and I have not had any issues with this one. I also got that ASUS Crossfire Formula-Z and a R9 290x, and I have not had any issues on performance. In fact I am tempted to upgrade to a 120hz monitor due to the fact that there is only a few games where the frames per second drop below 60hz. Over clocking is easy and simple, though I wasn't able to squeeze too much extra power due to running an air cooling setup. From what I researched, AMD does not plan to release any new FX series chips out for a while. But considering the new next generation consoles run AMD as well, I do expect a lot of the new games to be AMD optomized. Which should mean I hopefully won't need to upgrade anytime soon. If you are looking for a solid performer, consider this product. It seems there are a lot of arguements for and against it, but I am happy with it over all. ბევრ ტესტსებში რომ ინტელი ჯობია ეგ ფაქტია თუმცა კონკრეტულად მაგ FX პროცესორს, მაინც შეუძლია სტოკი VS სტოკზე, კონკურენცია გაუწიოს ინტელის ძვირიან პროცესორებს. ის რაც 5 Ghz–ზე მიიღეს აბსოლიტურად სტოკია და ქარხნული გარანტია ვრცელდება მაგ სიხშერეზე, რაზგონის შემთხვევა კი უკვე ინდივიდუალური შემთხვევებია და იქ თუ ინტელს დაარაზგონებ, ანალოგიურად რატომ არ შეიძლება ესეც დავარაზგონოთ? თანაც ყველა პროცესორს სხხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა ტემპერატურები აქვს. ეგ ინტელი რომ 24/7–ზე ამუშაო 5,0 GHz სიხშირეზე იქნება თუ არა სტაბილური ცალკე პრობლემაა. მისი ტემპერატურა 5,0 Ghz-ზე რამდენს მიაღწევს იცი? ეგეც ცალკე პრობლემაა. FX 9590-ის და i7 4770K–ის 5,0 Ghz–ზე მუშაობა სხვადასხვა ტემპერატურას მოგცემს. აქვს ამ FX პროცესორს მაღალი სიხშირის პოტენიალი და AMD იყენებს ამას. ამის ხარჯზე რაღაცით ჯობნის ინტელს, ესაა და ეს. FX-ის პროცესორის დარაზგონებით კიდევ უფრო მეტ ფერფორმანსს მიიღებ, გაგრილების ტემპერატურას კი წ %$&# გაგრილება დაარეგულირებს. აი როგორ ხვლიპავენ ინტელის 4-6 ბირთვიანი პროცესორები ელექტრო ენერგიას, როცა 8 ბირთვიანი FX 8350 125 W დაახლოებით იგივეს მოიხმარს. idle–ზე ერთნაირად მოიხმარენ, დატვირთვაზე კი 6 ბირთვიანები უფრო მეტს მოიხმარენ. http://www.guru3d.com/articles_pages/core_i7_4960x_processor_review,8.html http://www.tomshardware.com/reviews/core-i7-4960x-ivy-bridge-e-benchmark,3557-9.html 350 ვატს ისე უკაკუნებს როგორც არაფერი
  5. რეალურად წელავენ მაგას თორემ თუკი პროექტში 14 nm იგეგმება, არაფერი არ უშლით ხელს პირდაპირ 14 nm–ზე დაიწყონ მუშაობა. ეგ არის კომერციული ნაბიჯები, როდესაც შენი შესაძლებლობების ლიმიტს 1 წელში არ ამოწურავ, ამისათვის საკამოდ ჭკვიანი მარეკეტინგი მუშაობს. იმ შესაძლებლობების ლიმიტს აიღებენ და გაყოფენ 4-5 თაობაზე, რაც საშუალოდ 8-10-12 წელი გამოდის, ეს კი ძალიან დიდი დროა უზარმაზარი კორპორაიისთვის. რა ჯობია როდესაც შენი ბიზნესის 12 წლიანი გეგმა გაწერილი გაქვს? ამ ხნის განმავლობაში ინტელი (იგივე ითქმის არამარტო ინტელზე არამედ, AMD, Samsung, Qualcom და ა.შ.) სულდგმულობს ანუ სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს რაც ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როდესაც შემოვიდა ბაზარზე ნეჰალემი, ის იმდენედად განვითარებული ტექნოლოგიით იყო დამზადებული რომ ნეჰალემის შემდეგი თაობის მაგივრად პირდაპირ ჰასველი შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ არ გამოუშვეს, იმიტომ კიარა რომ არ შეეძლოთ, არამედ იმიტომ რომ ბიზნესის ამბავია ეგ. ნეჰალემიდან ჰასველამდე, ნაბიჯ ნაბიჯ, რა სიახლე შემოგთავაზა ინიტელმა? რეალურად არაფერი. უბრალოდ მოუმატა ბირთვებს ეფექტურობა ანუ ის ლიმიტი რაც კიდევ დარჩენილი აქვს, ცდილობს მაქსიმალურად გაწელოს. თუკი რომელიმე თაობა არ გაამართლებს, ეგრევე გადაახტებიან და შემდეგ თაობაზე დაიწყებენ ფიქრს. ის NVIDIA არ იყო, თავი რომ გაიგიჟა და "საონებო დრაივერი" გამოუშვა? თურმე შესძლებია პერფორმანსის მატება მაგრამ თავისი ლიმიტი რატომ ამოწუროს ერთი ხელის მოსმით? როცა ბაზარს GTX 760 ყოფნის, რატომ გამოუშვებს GTX 860–ს ყოვლისშემძლეს? არავინ გიყურებს შენ რა გინდა და როგორი გსურს, უზარმაზარ პრეოქტებს არავინ შევლის იმიტომ რომ შენ და მე მონსტრ პროცესორზე ვოცნებობთ. ის ვინც ახალ არქიტექტურას იგონებს, იყენებს ძალიან დიდ ფიზიკურ, ქიმიურ, მათემატიკურ, გემოეტრიულ ცოდნას და გამოთვლებს, ებრძვიან დიდ თავსატეხებს და გამოსავალს 1000–ჯერ აწონ–დაწონვის შემდეგ პულობენ. ამასთანავე ინოვაციური პროექტის მოფიქრება არ არის ადვილი საქმე. ამიტომ გინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, უნდა დასჯერდე იმას რასაც ფირმა გთავაზობს. ინტელმა რომ თავისი უკანასკნელი თაობა ზაფხულში გამოუშვას, მერე რაღა ქნას? დაჯდეს და დაიწყოს ფიქრი ახალი ველოსიპედი როგორ გამოიგონოს? ამიტომ უბრალო მომხარებლები კმაყოფილდებიან იმით რაც ბაზარზეა. უკეთესის უკეთესი არასოდეს არ დაილევა. რაც შეეხება Intel® Core™ i7-4960X პროცესორს, ეგ130 ვატი მხოლოდ ფურცელზე წერია. რეალურად რაზგონზე ეგ მაჩვენებელი ორმაგდება და სამმაგდება. საუბარია FX 9590-ზე: Very good cpu. This is an upgrade from FX8350 which is great also and I overclocked FX8350 to 4.4GHZ (same clock speed as new FX9370) on air (A30), all stable. This FX9590 is factory overclocked by AMD to 4.7GHz and stable (turbo oc to 5GHz). CPU chucks out 220W only when oc'd to 5GHz or more. Intel sycophants criticised this a lot because of the 220W heat output, even though i7-4960X @ 4.6ghz sucks c.350W under load. They alleged FX9590 would require a custom water cooling kit or at the very least a top of the range AIO liquid cooler (eg - Corsair H100i). Total rubbish. The FX9590 does not overheat at all. Even with my Arctic Freezer A30 air cooler (£30!), the FX9590 idles at 36c and load at 59c. My main air cooler is Alpenfohn K2 mount doom. After 1 hour use, idle is 33c. Last night after 1 hour ME3, cpu was 49c. After 30 mins Crysis3, cpu was 56c. Yesterday during daytime (nice, hot weather) cpu was 39c idle. I am using a cooler master storm trooper chassis with 8 high performance (and silent) Akasa Viper fans. შემდეგ გრძელდება Performance Passmark for my FX9590 rig is 10845. It beats i7-3770K (£275) by 8%. The Haswell i7-4770K (£280) is only 3% better performance than i7-3770K. According to independent online bench reviews, the FX9590 beats the i7-4770K (and it is also £40 cheaper). The FX9590 also beats the FX8150 by 31%. I noticed faster FPS in ME3 (24%) & Crysis3 (18.7%). In BIOS cpu voltage 1.452V, CPU/NB 1.4V, 8GB Kingston predator RAM 2400MHz @ 1.659v, SB 1.113v. All set to auto adjustment and all stable. In stark contrast is the i7-4770K which can just about achieve 4.1 GHZ, yet heats up to an eye watering 81c (even with liquid cooling). This commonly results in a BSOD. ფასი წარმადობით კარგი მაჩვენებელი აქვს AMD–ს, როცა FX 9590 პროცესორს Antec Kuhler H2O 920 (AMD–ს ლოგოთი) – წყლის გაგრილება მოყვება რომელიც ცალკე 70-80 $ ღირს, მაშ რა გამოდის ? 250 $ ყოფილა ამ პროცესორის ფასი ფასი წარმადობით კი აბა დაუფიქრდი Intel® Core™ i7-4960X – ეს რომელიც 1050 ღირს, 3 ცალი i7 4770K მომივა ან 3 ცალი FX 9590
  6. nm-ები კომერციაა და სხვა არაფერი. არამგონია ეგ პრობლემა იყოს ვინმესთვის. საკითხავიც ისაა რომ, მაგ პროცესორის ფასით ცოტა ფული მოტეხა AMD-მ. ეგ არც იყო ასე საცალოდ გასაყიდი პროცესორი, მხოლოდ OEM სეგმენტში გადიოდა მაგრამ მერე შეიცვალა კურსი როგორც ჩანს. სინგლ ქორ ტესტებში კი ჩამორჩება მაგრამ ყველა ბირთვი რანაირად უტოლდება i7-ის პერფორმანსს მიკვირს მაინც ვატების მოხმარება თუ გაინტერესებს, 6 ბირთვიანი ინტელი ტოლს არ უდებს 200 ვატიან პროცესორებს რაზგონში კომენტარები გადაიკითხე ონლაინ შოფინგ საიტებზე და ნახავ
  7. ველოსიპედს ახლიდან არავინ არ იგონებს :-) საკმაოდ ჭკვიანია AMD საიმისოდ რომ ინტელს კონკურენცია გაუწიოს. ინტელშიც ისეთი მომაკვდავი ხალხი მუშაობს როგორც AMD-ში, ე.ი. მიუღწეველი ნამდვილად არაფერია. ნეტა იმდენი ფული მქონდეს AMD FX 9590 ვიყიდო, არც დავფიქრდებოდი ძაან საკაიფო პროცესორია ჩემთვის მაგალითად. უბრალოდ ახლა A10 7850k ვერსიას დავჯერდები, გულს ვიჯერებ და მერე FX-ზე ვიფიქრებ, ვნახოთ.
  8. ნორმალურში რას გულისხმობ? ნორმალური პროცესორია ის რომელიც უპრობლემოდ მუშაობს. AMD-მ ისეთი FX პროცესორი რომ გამოუშვას რომელიც i7-ს ყველაფერში დაჩაგრავს, ამის გამო ერთბაშად არ გაყიდოთ ეხლა თქვენი i7 პროცესორები რეალურად AMD რასაც აკეთებს ესაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ნამდვილად არ იზომება პროცესორი მხოლოდ ბირთვის სიმძლავრით. ეგ იგივეა ფერარზე თქვა ამაზე მაგარი მანქანა არ არსებობსო. ფერარი მაგარია ტრეკზე და ვსიო, ეგაა მაგის გამოყენების სფერო. ვისაც ახალი ტექნოლოგია უნდა, იმათთვის არსებობს AMD დამატებით აქ გაეცანი AMD-ს ტექნოლოგიებს http://www.amd.com/en-us/innovations/software-technologies
  9. ძალიან ლამაზი სმარტფონია, იმედია ამასაც ხელოვნურად არ შეუზღუდავენ თავისუფლებებს როგორც ნექსუსების მოდგმას. ოპო 5–იც მაგრა მომწონს ვიზუალურად. მემგონი ასეთ ფასად, ასეთი შესაძლებლობებით, სხვა სმარტფონი არ არსებობს ჯერ ჯერობით. არანაირი გალაქსი და იქსპერია არ მინდა, ეს რომ ვიყიდო ტელეფონისკენ რამდენიმე წელი აღარც გავიხედავ
  10. გმადლობ დაველოდები, სხვა რა გზაა 14 იანვრის რევიუ როცა დებიუტი ჰქონდა A10 7850K-ს, მაშინაც კი კაი შედეგები ჰქონდა იმ დროინდელი დრაივერების გათვალისწინებით, რაც აქ თამაშის ბენჩმარკებია დაფიქსირებული. AMD A10-7850K and A10-7700K (Kaveri) Reviews
  11. კიდევ ერთი რუსული რევიუ http://itndaily.ru/2014/04/06/obzor-protsessora-amd-a10-7850k/ და კიდევ "ბრაზილიური სერიალი" კაირადა ბრაზილიური მიმოხილვაც დავდოთ http://adrenaline.uol.com.br/tecnologia/videos/3039/ao-vivo-apu-a10-kaveri-rodando-games-e-o-comparativo-com-placas-de-video-de-entrada.html ტესტავენ A10 7850K-ს შესაძლებლობებს, შემდეგ ამატებენ ვიდეოკარტას და უყურებენ რა სხვაობას აჩვენებს Dual Graphic http://youtu.be/3dTy_iZwpcQ http://youtu.be/QiOKY6g3ZfI P.S. 7850 K ჩამომივიდა როგორც იქნა, საჩუქარიც მოყვა BF4-ის კოდი რომელიც უკვე გავააქტიურე Origin–ის მეშვეობით. MSI–ის დედაპლატა სანამ დაიშიფება 4-5 კვირა უნდაო, ალბათ მაზერი აზიაშია და იქიდან იყიდება. 2-3 კვირა ამერიკიდან აქ ჩამოსვლას დაჭირდება. რაღა მანქანა ჩამომიყვანია და რაღა ეს მაზერი, ერთი და იგივე დრო გამოდის. Radeon R9 ოპერატიულებიც ჩამომივა ალბათ 2–3 კვირაში თუმცა მაზერზე უარის თქმა, არც ეხლაა გვიან, ამდენი ხნით მოცდა აღარ მინდა. ასროკის მაზერს ვიყიდდი FM2A88X Extreme6+ იგივე ფასად ან ცოტას დამატებით FATAL1TY FM2A88X+ KILLER ამას, თუმცა მაინც MSI-ისკენ მიმიწევს გული :S
  12. პირიქითაა, ქრომის ყველა ტაბის გახსნაზე ახალი ქრომი იხსნება, როცა Firefox–ში ყველა ტაბი ერთ სისტემაში იხსნება. სუსტ კომპზე მოსინჯე და ნახავ სხვაობას. ძლიერ სისტემაზე ვერაფერ სხვაობას ვერ იგრძნობ
  13. ანდროიდის 4.3-ზე წავა? პლანშეტისთვის მინდა...
  14. nano pc–ები ისედაც იყიდება, საწვალებელი არ გექნება და არაფერი. თანაც ამოიღებ და ჯიბეშიც ჩაგეტევა რო რამე იყოს... http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16856119086 http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16856102001 http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16856119082 http://www.newegg.com/Product/ProductList.aspx?Submit=ENE&N=100008345&IsNodeId=1
  15. AMD A10-7850K Performance Optimized Catalyst 14.2 Driver ახალი დრაივერის წყალობით 3D სინთეთიკურ ტესტებში გაუმჯობესება 6-17%–ია რაც შეეხება თამაშებს Tomb Raider +33% მატება BioShock Infinite +20% მატება Battlefield 4 (Mantle API) + 40% მატება როგორც ტესტებიდან ჩანს, CPU–ს მუშაობა გამოთვლით ბენჩებში, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, რაც შეეხება GPU–ს, ახალმა ბეტა დრაივერმა საგრძნობი მატება აჩვენა. აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც, კერძოდ GPU-ს სინთეთიკურ ბენჩმარკებში და თამაშებში გამოყენებული არ იყო მანტლის API, გამონაკლისია BF 4 სადაც მატება 10 FPS–ია ანუ იგივე 40%
  16. It’s coming. Do you have what it takes? ‪#‎2betterthan1‬ ალბათ ესაა ვეზუვი. როგორც ცნობილი იყო AMD მალე წარდგენს. სავარაუდოდ და ალბათ ლოგიკურად ასეც უნდა ვივარაუდოთ რომ ფასი/პერფორმანსინს მხრივ NVIDIA–ს ასე გაუწევს კონკურენციას. ამას იწუყება ერთ-ერთი რევიუ.
  17. დეკსტოპზე Computer-ს დააჭირე მარჯვენა კნოპკა. აირჩიე MANAGE მერე გადადი Device Manager-ში და ძახილის ნიშნები თუ აქვს ე.ი. არ აყენია რაღაცის დრაივერი. ნახე რას აქვს ეგ აღნიშNვა, აქ დაწერე და ვნახავთ რისი დრაივერი არ აყენია
  18. wi-fi–ს რომ ჩართავ ლეპტოპზე, თუკი ე.წ. იკონი რომლის დაწკაპუნებისას გამოდიოდა მენიუ სადიანაც შეგეძლო აგერჩია შენთვის სასურველი wi-fi, ე.ი. wi-fi ადაპტერზე Disable გაქვს და Enable უნდა მაგას. კონტროლ პანელიდან უნდა შეხვიდე ქსელის ოპციებში და იქიდან უნდა იჩალიჩო. ზეპირად არ მახსოვს მაგრამ გუგლში იქნება მაგდაგვარი შემთხვევები. P.S. დრაივერი თუ დაყენებული გაქ, მაშინ სხვა პრობლემა არ გექნება. ასეა ალბათ შენთან
  19. ჰო მასეა, თან საერთო ჯამში ინტელზე აწყობა უფრო იაფი გამოდის. 400 ლარად i7 3770 როცა A10 7850K 375 ლარი ჯდება განბაჟებიანად (შეიძლება იბეიდან ჩალიჩი, განბაჟებამდე რომ არ მივიყვანო საქმე 300 ლარამდე ჩავეტიო). 100 ლარიანი მაზერი რომ ავიღო და უბრალო 50 ლარიანი ოპერები, გამოდის 550 ლარი. (თუმცა კარხი ხმაც მინდა და აუდიო კარტაც დასამატებელი მექნება) დაველოდები გამოსვლას, ჯერ ჯერობით არ მეჩქარება მაგრამ სავარაუდოდ იბეიდან ვიჩალიჩებ პროცესორს ისე რომ განბაჟებამდე არ მივიყვანო საქმე. ახალი ტექნოლოგიებიც მხიბლავს და მაგიტომ ვერ ვწყვიტავ ბოლომდე... AMD–ს კარგი Feature–ები აქვს, ინტელს კარგი ბირთვები და... მე იმიტომ მინდა კარგი აუდიოთი რომ დამატებით ხმის კარტა აღარ ვიყიდო, ფაქტიურად MSI მაზერის ყიდვით კარგ ხმის კარტასაც ვყიდულობ ეგრე გამოდის, თორემ ავიღებდი რამე იაფიან მაზერს. თანხაზე როცა მიდგება ხოლმე საუბარი, ყველა ცდილობს იმაში გადაიხადოს ფული რისთვისაც მას სჭირდება. მეც ვცდილობ ის თანხა რა თანხითაც კომპს ვიყიდი ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. i7-ის დიდი პერფორმასი ნამდვილად არ მაწყენს, რაღაცაში შეიძლება დამჭიდეს კდიევაც მაგრამ უმეტესწილად ისე მომიწევს მაგის ხმარება თავის სრულ პერფორმანსს იშვიათად თუ გამოვიყენებ.
  20. ადრე გავხსენი აქ თემა მაგრამ "დაფინანსება" ვერ მივიღე და ვერ ავაწყვე ჩემთვის სასურველი i7 4770K-ზე სისტემა. შემდეგ "დაფინანსებას" მე ვეღარ დაველოდები... რასაც მე კომპიუტერისგან ვითხოვ მხოლოდ 2 რამეა: I. იყოს თანამედროვე (შეძლებისდაგვარად ძლიერი) მაგრამ ბოლო თაობა არაა აუცილებელი მოთხოვნა II. ჰქონდეს კარგი აუდიო სისტემა მე მაგალითად ახლაც შემიძლია ვიყიდო მარტო Creative SB ZxR და ჩემი მოთხოვნის II პუნქტი შესრულდება. I პუნქტს რა ვუყო? მჭირდება თანამედროვე PC რომელსაც გამოვიყენებ მაშინ სადაც პლანშეტი არ გამომადგება. სახლში რომ მივდივარ, ერთადერთი რაც სიამოვნებას მანიჭებს ესაა კარგი მუსიკის მოსმენა და სხვა არაფერი. სხვა ყველაფრისთვის მშვენიერ პლანშეტს ვხმარობ. ინტერნეტში ძრომიალისთვის, მეილის წასაკთხად, სკაიპისთვის და იუთუბისთვის სრულიად მაკმაყოფილებს. რაც ვერ მაკმაყოფილებს ესაა თანამედროვე კომპიუტერი. ამიტომაც იმ ფულით რაც მე მაქვს, შევასრულო ჩემი მოთხოვნის I ან II პუნქტი? თუ ორივე ერთად? მე მინდოდა ორივე ერთად რომელიც 400 $ მიჯდება.
  21. მოკლედ სიტუაცია ასეთია, ვიდრე კომპიტუერის ყიდვაზე გადავალთ, ჯერ უნდა გითხრათ რომ კომპიუტერი არ მჭირდება რეკორდების მოსახსნელად და ექსტრემალური გაყინვისთვის. როგორც ასეთი შეძლებისდაგვარად ვისურვებდი სარაზგონო CPU–ს როგორც ყველა ჩვენგანი ისურვებდა, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. არც იმას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ახალია თუ 10 თვის ნახმარი. ყველაზე გადამწყვეტი და კრიტიკული ფაქტორი მხოლოდ და მხოლოდ თანხაა! მაქვს ასეთი სიტუაცია, ვიყიდო ახალი AMD თუ მეორადი INTEL ვერ გადამიწყვეტია. თითქმის გადაწყვეტილი მქონდა რომ ვიყიდდი AMD–ს მაგრამ რომ დავუკვირდი რაღაც დავფიქრდი ძვირი ხომ არ არის თქო. იგივე ფასად შეიძლებოდა i7 ამეწყო, რათქმაუნდა ნახმარი. MSI A88X-G45 GAMING - 120 $ A10 7580K - 180 $ AMD Radeon Memory R9 Gamer Series Memory 8GB (2x4GB) -110 $ 120+180+110= 410 $ ახალი სისტემისთვის არაა ცუდი ფასი. ვფიქრობ ამათ გამოწერას რადგან ამ მაზერს აქვს საკმარისად კარგი აუდიო (115 db SNR აქვს, ხმის კარტას ვერ აჯობებს მაგრამ არც ბევრი უკლია მემგონი), კარგი ქსელის კონტროლერი, უმაღლესი ხარისხის კომპონენტები დედაპლატაზე, ლედ ნათურები აქვს და ლამაზია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფრით მომწონს, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი და ხარისხიანი დედაპლატაა FM2+ სოკეტებზე. ჩემი სურვილიც კარგი ხმაა ამიტომაც მაწყობს. ეს პროცესორიც ახალი ხილია საერთოდ, ძალიან მომწონს მისი ძლიერი GPU, ჩემთვის ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია (სათამაშოდ მაინც ვერ ვიცლი), ვფიქრობ პატარა ოვერქლოქითაც გავერთობი. ისედაც მომავალი OpenCL–ისკენ იხრება, HSA არქიტექტურაც ფეხს იკიდებს. პროგრამებში და ზოგადად სახლისთვის ყველაფერში მეყოფა, ახლაც და სამომავლოდაც. 410 * 1,75 = 717 ლარი გამოდის რაც ახალი კომპიტუერისთვის არაა ძვირი. რაც შეეხება ინტელის i7 3770-ს 400 ლარად ყიდის ერთ–ერთი ფორუმელი. მაზერი Z77 MPOWER 220 ლარი. სიიაფის გამო რაიმე ნაგავ ოპერებს ჩავუყენებ 50 ლარად. 400+220+50= 670 ლარი გამოდის. ასევე შეიძლება 100 ლარიანი უბანძესი მაზერიც ავიღო, მთავარია კომპი მუშაობდეს და ეგეც შენი 570 ლარი გამოდის. ერთადერთი რის გამოც ინტელისკენ ვიხრები, უფრო იაფი მიჯდება და თან უფრო ძლიერია. მოკლედ რა ვქნა ვერ ვწვიტავ... ჩემი ერთ ერთი მოთხოვნა კარგი ხმაა. ბანძი მაზერის შემთხვევაში დამჭირდება კრეატივის Sound Blaster Z 80 USD ჯდება გაითვალისწინეთ
  22. როგორც ალტერნატივას თუ განვიხილავთ კი თუმცა რეალურად მაგის გარეშეც მოგვარდა პრობლემა
  23. მანდ რაც დამილინკე ეწერა ნოუთბუქის მთლიანად დაშლა მაგრამ მე ჩემი მეზობელი დამეხმარა, ალტაში მუშაობს და კონრეკუტლად ნოუთბუქების მიმართულებით ყველაფერი ესმის. სულ სხვა მოდელის დრაივერი დაყენდა და პრობლემაც მოგვარდა. P.S. შენ ამ ფორუმის მანიაკი ხარ ნებისმიერ დროს ოპერატიულად ახალ თემაში დახამრებას აღმოჩენ ხოლმე, ცდას რომ არ აკლებ ეგეც ბევრს ნიშნავს. თემა შეგიძლიათ დახუროთ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.