-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
MBR ფორმატში 2ტბ ზე მეტს ვერ დაინახავს. GPT ში თუ დააფორმატებ მეტს დაინახავს.
-
Elbrus 8C რუსული წარმოების პროცესორი
lasha1616 replied to მათე's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
AMD ინტელს კონკურენციას უწევს ფასის მიხედვით. მაგალითად AMD-ს ყველაზე ძვირიანი დესკტოპ პროცესორი ღირს 220-230$. ინტელის იგივე სეგმენტის პროცესორი იმავე ფასად რომ აიღო, არამგონია დიდი სხვაობა ნახო ინტელსა და AMD-ს შორის. უბრალოდ არქიტექტურულად ვერ ახდენს თავისი სიმძლავრის ეფექტურად გამოყენებას თორემ არის არაერთი ბენჩი სადაც FX 8 ბირთვიანი პროცესორები ინტელის ბევრად ძვირიან 4 ბირთვიან i7 პროცესორებს უტოლდება. ანუ 230$ არის ისის მაქსიმალური ფასი რომელიც შეგიძლია გადაიხადო AMD-ს პროცესორში და ამ ფასამდე ინტელის პროცესორებს უწევს გარკვეულ სეგმენტში კონკურენციას. რაც შეეხება წინასწარ გამოშვებას, ელემენტარულად ინტელიც გამოუშვებს ახალ მიკროარქიტექტურას და გადაახტება რამდენიმე თაობას. ამას არცერთი არ აკეთებს რადგან ეს ერთგვარი ბიზნეს კანონია. ერთი მეორეს უყურებს და თუ ერთმა რაღაცით გაასწრო, მეორეც ანალოგიურს გააკეთებს. იგივე აიღე ნვიდიას ეს ბოლო სერია ჯერ არ გამოსულა ბოლომდე და უკვე შემდეგ თაობას HBM-ზეგამოუშვებს, რადგან AMD-მ თუ გააკეთა თვითონაც გააკეთებს. აი სტაბილურობა კი ნამდვილად ყველაფერია. ეგ არის ნომერ პირველისაზრუნავი. არავის არ უნდა "პრობლემებიანი" მონსტრიმონსტრი რომელსაც არასტაბილურობა აწუხებს, თუმცა მაგასაც მიხედავენ. სხვათაშორის რუსები პირველები იყო რომლებმაც პირველი ინტელის პროცესორი დაკლონა და რა გაუჭირდება აწი XXI საუკუნეში. უზარმაზარი რესურსების ქვეყანაა და მგონი მიზნის მისაღწევად რუსეთი არანაირ ფულად კომპრომისებზე არ წავა. ვნახოთ კარგი სიახლე უნდა შემოგვთავაზონ ისე. -
Elbrus 8C რუსული წარმოების პროცესორი
lasha1616 replied to მათე's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
საინტერესოა, როგორც ჩანს რუსების ნაციონალური სამსახური საკმაოდ ჭკვიანურად ამუშავდა. პრინციპში იმხელა ქვეყანა თავისი ამბიციებით, სავსებით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს ამ საქმეს, ხელის შემშლელი არავინ არ ყავთ. ამ თავიანთი პროცესორებით არაა გამორიცხული ნაკლებ დროში უზარმაზარი ნახტომით დაეწიონ ინტელს. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინტელი და AMD კერძო კომპანიებია რომლებსაც წინასწარ დაპროქტებული გეგმები გადანაწილებული აქვთ მომავალ წლებზე, რუსებს ძლიერი კონკურენციის გაწევა შუძლია. მაგალითად ის რასაც ინტელი გამოუშვებს 3-4 წლის მერე, რუსებს პირდაპირ ეხლავე შეუძლია მკვლელი პროცესორების გამოშვება, რაც მემგონი მაგათ თავისუფლად შეუძლიათ. დღეს არამგონია რუსებს რაიმე გაუჭირდეთ. მგონი კიდევ რამდენიმე წელში თავისუფლად აითვისებენ ადგილობრივ ბაზარს რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა ხალხისთვის. -
ბიოსიდან თუ დააყენებ 1600-ზე, მაშინ იმუშავებს. GPU-Z-ში 800-ს რომ დაგიწერს ე.ი. მუშაობს 1600-ით.
-
ლიბერთი ბანკსაც აქვს რამდენი ხანია, ვირტუალურ ვიზა ბარათს შექმნი და მერე paypal-ზე უპრობლემოდ მიაბავ. იშოპინგე მერე სადაც paypal გჭირდება მაგრამ, მე მაინტერესებს ისეთი გამყიდველისაგან თუ ვიყიდი რომელიც paypal-ზე მიბმულ ბარათს ამეირკულს ითხოვს, ანუ Bill და Delivery მისამართი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მე ასეთი გამყიდველისგან მინდა ყიდვა, მეც მაქვს ლიბერთი ბანკის ვიზა ბარათი ფეიფელზე მიბმული მარა newegg-დან მაინც ვერ ვიყიდე რადგან ქართული ბარათი იყო და არა ამეირკული. ვინმემ თუ იცის როგორ უნდა ამერიკული მისამართით მიბმა პეიპელზე, კარგს იზავს თუ დაწერს.
-
როგორც გოგლამ თქვა მასეა, ოპერები დაზიანებულია ან შეუთავსებლობის ბრალია (მე უფრო ეს მგონია). მაგას ბიოსის განახლება თუ უშველის, სხვა გზა არ გაქვს უნდა ცადო. არიან ბუნებაში ისეთი დედპლატა და ოპერები, რომლებიც ერთმანეთში ვერ ეწყობიან. ამიტომაც აქ ვინც ოპერების ყიდვაზე ხსნის თემას, არაერთხელ ავღნიშნავ, იყიდონ იმ პირობით თუ თავის კომპზე იმუშავებს. MSI-ის მაზერებს არ ვიცი რომელთან უფრო აქვს შეუთავსებლობა ყველაზე ხშირად მაგრამ მე პირადად Crucial-ის და MSI-ის მაზერებზე მქონდა ეს პრობლემები. ჩემ MSI-ის მაზერს ყოველ გამოსულ ბიოსში, ახალი ოპერების მხარდაჭერა ემატება. სავარაუდოდ შენც ბიოსის განახლებამ უნდა გიშველოს PS თუ გინდა გაგიტესტავ მაგ ოპერებს
-
Teraqt,George, მადლობ ჩემი აზრით საერთოდ არანაირი უპირატესობა არ გააჩნია სხვა 1 TB-იან ვინჩესტერებთან შედარებით. რავი ზოგი ამბობს ორ პალტერერიანი სწრაფიაო, ბლექის 2 TB-იან ვერსიას ოფიციალურად ცოტა მეტი ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარე უწერია. 3 TB-იან ვერსიას კიდე უფრო მეტი და ძაღლის თავი სად მარხია ჯერ ვერ დავადგინე. დღეს ვერ მოვიცალე სხვა ვინჩესტერებთან დასატესტად. 2 TB-იანები მაქვს სამსახურში მაგრამ ეგენი 2 პლატერიანი იქნება. შედარება მთლად სწორი არ იქნება. 1 TB 1 პლატერიან ვინჩესტერთან დატესვტა მინდა მაგრამ არ მაქვს ეგეთი... 2 TB-იანი რომ მეყიდა ოდნავ მეტი სიჩქარის გამო, ლამის 300 ლარი გამოდის რისი გადამხდელიც პრინციპულად არ ვარ. მაგ ფასად აქ ვიყიდდი მაღაზიაში თავის გარანტიით, უფრო სწრაფ ტოშიბას. ბლუ ვერსიას უფრო ნაკლები აქსეს თაიმი აქვს! ამას კი უფრო მეტი მიუხედავად იმისა რომ 2014 წლის 28 ოქტომბრის გამოშვებაა ჩემი ბლექი, მაინც ზედმეტად მიმაჩნია ბლექში 70$-ის გადახდა როცა იგივე მოანცემების ბლუ 55$ ღირს. აი 2 TB ვერსიებზე რა ხდება არ ვიცი. იქ შეიძლება ცოტა სხვა სიტუაცია იყოს. ტემპერატურა მაღალი ალბათ იმიტომ აქვს რომ, კარგად არ გრილდება ქეისი და თანაც ძველი სიგეტის 80 GB-იანი ვინჩესტერი მაქ რომლის ზემოთ ეს ბლექი დავაყენე. ორივე ერთმანეთს აცხელებს და მაგიტომაა +40 გრადუსს რომ გადაცდნენ. მათ შორის 1-2 მმ იქნება დაშორება. ისე კი 25 გრადუსზე იყო სიგეტი სანამ ამ ბლექს ჩამოვიტანდი. P.S. ეს IOPS და sequential რაღაა?
-
დღეს ჩამოვიდა და პირველივე ჩართვაზე დავბენჩე. ესეც ბლექი
-
სავარაუდოდ მივხვდი რომ მუსიკების ჩაწერა გინდა და არ კითხულობს. Audio CD ფორმატში ჩააწერინე ნეროს ცარიელ დისკზე და მერე წაიკითხავს. როგორც ჩანს შენი მაფონი mp3 ფორმატს ვერ კითხულობს.
-
შეიძლება შეგიცვალა მისამართი usa2georgia-მ, ამიტომ რა მისამართიც გიწეერია ამჟამად, იმ მისამართზე გამოაგზავნინე იბეიდან.
-
თუ ვირუსებზე გაქ ეჭვი, დააყენე ავასტი მაგალითად, დაასკანირებს კომპს და გაგისუფთავებს მერე დააფორმატე და მორჩება საქმე.
-
აბა ბიოსი განაახლე, შეიძლება უშველოს
-
როგორც თქვი, ორივე ვინჩესტერი მუშაობსო, ესეიგი ფაილური სისტემა გაქ სხვადასხვა. ერთი ვინჩესტერი MBR ფორმატშია, მეორე GPT-ში. იმისათვის რომ ორივემ ერთმანეთი დაინახოს, ორივე ერთნაირ ფორმატში უნდა იყოს, ან GPT ან MBR-ში. როცა ვინდოუსს ლეგასი რეჟიმით წერ მაშინ MBR ფორმატში ფორმატდება ვინჩესტერი. როცა UEFI-ით მაშინ GPT-ში. ისე კი დისკ მენეჯერში მაინც უნდა განახებდეს ვინჩესტერს. ბიოსში ხომ ხედავს ორივე ვინჩესტერს?
-
პრინციპში ცდა შეიძლება, თუ ჩიპია შეიძლებს მაგაზე მოინახოს ოღონდ ეგ 100%იანი გარანტიით აღდგენას არ ნიშნავს. შიდა მეხსიერებაზე თუა ეგ აღარ ვიცი
-
NVIDIA GeForce GTX 900 Series
lasha1616 replied to Beka_Tchighladze's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ძალიან დაწვრილმანდი და რაც დაწერე ცოტა შესწორება ჭირდება. ის ხალხი ვინც ნვიდიაში მუშაობს და დასაქმებულია, AMD-ს არ ჰყავს თანამშრიმლები? მერე კიდე სიტყვის მნიშვნელობები ან აგერია ან დაკვირვებულად ვერ დაწერე, სადაც ამბობ რომ: ის უფრო დიდი ტყუილი არისო, ძველი ჩიპები ახლად გაასაღაო და ახალი სერია დაარქვაო. ნვიდიას ესეთი რამ არ გაუკეთებიაო. მე პირადად ვერ მივხვდი რა აღმოჩენის შემდეგ დაამტკიცე რომ ეგ დიდი ტყუილია? თანაც ნვიდიას რებრენდინგი არ გაუკეთებიაო. სამაგიეროდ 970 ხომ გაგიკეთათ 3,5 GB და 4-ად გაასაღა? ალბათ სიტყვა rebatch/rebranding უნდა გამოგეყენებინა ტყუილის მაგივრად. ტყუილი ჰქვია რაც ნვიდიამ გააკეთა. რებრედინგი ჰქვია ძველის გამოშვება ახალი სახელით (შეიძლება მცირე სხვაობით). რაც შეეხება ბაზარს. ვიდეო ბარათები მზადდება ბაზრისთვის ანუ ხალხისათვის. არ გამოუშვებ კარგს და დაისჯები. ესაა ბაზრის კანონი. გამოუშვებ "ცუდ" სერიას და ჩაგივარდება მთელი ბიზნეს გეგმები, წახვალ ზარალზე და დაკარგავ არამარტო თანხას, არამედ კლიენტებს რაც კიდევ უფრო დიდი დარტყმაა კომპანიისათვის. არავინ არ იყიდის ცუდ სერიას, ცუდ ბარათს, რადგან წავა და კონკურენტის კარტას იყიდის. ისე კი ფასს ადგენს მომხმარებელი და არა მწარმოებელი. ხალხი რომ არ იყიდის იძულებული გახდება იაფად გაყიდოს, ეს არის ბაზრის კანონი. ნვიდიას შემთხვევაში, ხალხი ყიდულობს მის ბარათებს და რატომ დააგდებს ფასს? იგი ყიდის ძვირად თავის კარტას რადგან დომინანტია ბაზარზე და რა ფასსაც დაადებს მომხმარებელი ისე ყიდულობს. ამით ყველა კმაყოფილი ყავს, თვითონაც კმაყოფილია და მომხმარებელიც. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რატომ ღირს ნვიდია ძვირი AMD-ზე? იმიტომ რომ ჯობია? (ფიზიკა რომ გამოვრიცხოთ) ქარხანაში ვიდეო კარტის დამზადების თვითღირებულება არის სულ რაღაც რამდენიმე ათეული დოლარი! ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ფიზიკის უპირატესობით რამხელათი წველის მომხმარებელს? როცა AMD იგივე სიმძლავრეს შედარებით იაფად გაძლევს. ვიდრე ამას კარგად ვერ გაიაზრებთ, მოგიწვთ ყოველთვის ძვირის გადახდა, მაგრამ ამერიკაში და ევროპაში, ფულიან მომხმარებელს სულ ჰკიდია რამდენით მეტს გადაიხდის რადგან ისინი ყიდულობენ ბრენდის სახელით და არა ფასი/პერფორმანსით. რამდენიმე FPS-ით ძლიერ ბარათს ჰქვია ნომერ პირველი და ისინი ამას უყურებენ და ნაკლებად ფასს. სწორედ ეგაა მაგათი ბიზნეს საქმიანობა. განა AMD-ს არ შეუძლია უცებ 980Ti-ს შემდეგ ახალი და კიდე უფრო ძლიერი ბარათი გამოუშვას მაგრამ, ეგრე რომ გააკეთოს, მერე ნვიდია გამოუშვებს და სადამდე გაგრძელდება ღმერთმა უწყის. -
ჰოდა მე რომ მაქვს რა? თვითონ მონიტორს არააქვს ახალი თაობის დისფლეიპორტი რის გამოც ფრისინქი არ ექნება. ეხლა კი ნებისმიერი მონიტორი რომელიც გამოვა 1,2a დისფლეიპორტით, ყველას სტანდარტულად ექნება ფრისინქის მხარდაჭერა. ასე რომ საერთოდ არანაირად არაფერზე გულდასაწყვეტი ეგ არარის.
-
Gogla1990, G1ORG1 , ბიჭებო ეტყობა გამოგრჩათ ან დიდი ყურადღება არ გაგიმახვიალებიათ იმ ერთ გვერდიან თემაზე რომელიც zaqrinio-მ გახსნა. შარშან აგვისტოს ბოლოსთვის თემა გახსნა სწორედ დისფლეიპორტზე. ამის შესახებ და სამომავლო ტექნოლოგიებზე აქ წერია: მაგ თემაში ეს რომ წაგეკითხათ მონიტორის ყიდვამდე, აუცილებლად გაითვალისწინებდით ამ ინფორმაციას PR-შიკები რომ "არ უვარგათ" მაგაში გეთანხმები რადგან ჯერ კიდევ 2014 წლის მაისის სტატიაში წერია რომ AMD გამოიყენებდა დისფლეიპორტს Adaptive-Sync ტექნოლოგიისათვის: (შემოკლებულ ციტატას მოვიყვან) “DisplayPort Adaptive-Sync enables a new approach in display refresh technology, ” said Syed Athar Hussain, Display Domain Architect, AMD and VESA Board Vice Chairman. მე კი ეს განცხადება აგვისტოში "აღმოვაჩინე" რომელსაც დისფლეიპორტის შესახებ ინფორმაციის ძიებაში გადავაწყდი. აი მერე უკვე კარგად გავაანალიზე თუ რა ფართო შესაძლებლობები ჰქონია დისფლეი პორტს. ის რისი გამოშვებაც უნდათ ან რასაც ნერგავენ სამომავლოდ, წერენ ოფიციალურ ვებ გვერდებზე და ფურცლებზე. შოურუმებზე გამოიტანენ 1-2 დღით და მესამე დღეს ერთეულების გარდა არავის აღარ ახსოვს. სამწუხაროდ არ ხდება ასეთი ინფორმაციის უფრო ფართოდ გაშუქება, რის გამოც ისევ მომხარებელი ზარალდება.
-
მოკლედ ამ ბოლო დროს უფრო მეტი სიახლეები ჩნდება AMD-ს გრაფიკულ ბარათებთან დაკავშირებით. ფაქტიურად ჰარდი საკმაოდ დახვეწილია, კარგი არქიტექტურითაა დაპროექტებული და ამიტომაც აქვს გარკვეული კუთხით მეტი პერფორმანსი. როგორც OpenCL გამოთვლებში ისე Dx12-ში საკმაოდ უწყობს ჰარდი ხელს, მანტლეზე რომ არაფერი ვთქვათ. მთავარია რომ ჰარდი GCN არქიტექტურის წყალობით საკმაოდ დამაიმედებელ მომავალს გვპირდება. პროგრამულად და დრაივერების მხრივ მემგონი უკვე ყველაფერი რიგზეა, R300-სერიამ კი უნდა გაიელვოს ისე როგორც არასდროს.
-
აბა სურათი გადაუღე და აქ დადე. უფრო გაადვილდება გაგება
-
dx12 არააქვს მაგ ბენჩს? ვიდრე გადმოვწერდე მაინტერესებს.
-
boot priority-ში ვინჩესტერი მიუთითე პირველ ჩამტვირთავად. p.s. შეგეძლო დახმარებაზე თემა გაგეხსნა დახმარების განყოფილებაში.
-
მე რამდენადაც ვიცი მანტლეში 4+4=8 და არა როგორც აქამდე იყო directx 11-ში 4+4=4. directx12-ში მანტლის თითქმის ეს ყველა უპირატესობა გაითვალისწინეს და ეხლა მაგიტომაცაა მიზერული სხვაობა Dx12-სა და მანტლს შორის. თუმცა მანტლს მაინც დარჩა რამდენიმე უპირატესობა რის ხარჯზეც შეუძლია dx12-ზე მეტი პერფორმნსი აჩვენოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება Vulkan API რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება, სავარაუდოდ ჯერ მოცდა მოგვიწევს. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება, ისე კი საკმაოდ საინტერესო სეზონი მოდის ერთბაშად, ვინდოუს 10, dx12, amd r300 სერია გამოდის..
-
სავარაუდოდ 32 ბიტიანი ვინდოუსის ბრალი. 32 ბიტიანი 3 GB-ზე მეტს ვერ ხედავს ამიტომ 64 ბიტიანი დააყენე.
-
შენ გარჯას ტყუილად არ ჩაუვლია, ხომ ხედავ წინ დაგხვდა რავი ჰინიქსის ბროშურაში AMD არ ეწერა მაგრამ, მათ კარტებზე რომ დღეს ეს მეხსიერება გამოიყენება, ბუნებრივია მათი ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ვიკიპედიიდან: http://en.wikipedia.org/wiki/High_Bandwidth_Memory High Bandwidth Memory was proposed as an industry standard by AMD and Hynix, started in 2010 and adopted by JEDEC as JESD235 in October 2013.[2] HBM is targeted for high-performance graphics accelerators (like Nvidia's Pascal-based GPUs [3] and AMD's Fiji) and network devices.
-
არა სამწუხაროდ ცოტა მოგვიანებით, სადღაც ზაფხულის დასაწყისში გამოდის რამდენადაც ვიცი. p.s. შენ პრინციპში განახლებაზე აღარ უნდა ზრუნავდე
